Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს.
    აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში.
    B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს.
    როგორც South China Morning Post იტყობინება, მათი დაკავება ტაილანდის კურორტ ფხუკეთში ჩატარებულ კონცერტს უკავშირდება. კერძოდ, ტაილანდის ხელისუფლება მათ ედავება საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მათ კონცერტის ჩასატარებლად აუცილებელი მუშაობის ნებართვა არ ჰქონდათ.  ამავე მედიასაშუალების ცნობით, ფხუკეთში რუსეთის კონსულმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გადაიყვანენ, შემდეგ კი იმ ქვეყნებში დააბრუნებენ, რომლის მოქალაქეობაც აქვთ.
    South China Morning Post-ის ცნობით, ექვსკაციანი ჯგუფის 4 წევრს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, მათგან ერთს — ავსტრალიისაც, ორი კი რუსეთის მოქალაქეა.
    აღნიშნული ჯგუფის მომღერალი ლიოვა (იგორ ბორტნიკი) ჯერ კიდევ გასულ წელს შეიყვანეს რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაში. მოსალოდნელია, რომ რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში, ჯგუფის წევრებს უკრაინის მხარდაჭერის გამო გასაამართლებენ.
    South China Morning Post ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის კრიტიკოს, უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე, რუსეთიდან გაქცეულ არტისტებს სხვა ქვეყნებში პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, მედიასაშუალება ახსენებ კომედიანტ მაქსიმ გალკინს, რომელიც არ შეუშვეს ინდონეზიაში კონცერტის ჩასატარებლად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი ის დუბაიში გამართული კონცერტის გამო 27 ათასი დოლარით დააჯარიმეს, ასევე, ტაილანდში გაურკვეველი მიზეზით გააუქმეს მისი შოუები.
    „რუსეთის ხელისუფლებას სურს შეაშინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა [რუსი], რომ მათ შეუძლიათ მისწვდნენ ყველას და ყველგან“, — ამბობს დიმიტრი გუდკოვი, კვიპროსში გაქცეული პუტინის ოპონენტი, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატის.



    ნეტგაზეთი
  2. tvati
    საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
    „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
    თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის აგვისტოში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 221 602 პირს უფიქისრდებოდა, 2023 წლის იანვარში - 224 016 პირს; 2022 წლის დეკემბერში კი - 218 410 მსესხებელს.
      საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.
    აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.1% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 249 353 715 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 583 704 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 101 758-ია.
    ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 751 073 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 323 100 481 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 118 777 მსესხებელს უფიქსირდება.
    კიდევ 20 379 ადამიანს კი, ჯამში 531 870 286 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 537 ადამიანს უფიქსირდება.


     
      ავტორი: თაია არდოტელი
  3. tvati
    ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
    ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება.
    შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი, 2023 წლის 20 მაისს შეასრულა. ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის განკარგულება, რომლის მიხედვითაც აღდგა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნა სავიზო რეჟიმი.
      ამ დროისთვის Georgian Airways-ი პირდაპირ რეისებს ასრულებს თბილისი-მოსკოვის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.
    ცნობისათვის, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს Georgian Airways-ის გარდა 2 რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი და Azimuth-ი ახორციელებს.

    bpn.ge
  4. tvati
    ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
    გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს.
    „მიუხედავად იმისა, ვინმე ფიქრობს თუ არა, რომ ეს პლატფორმები ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულია, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ყველა პლატფორმა და რესურსი გამოვიყენოთ, რომ ამ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მივეხმაროთ. „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ და სხვა მსგავსი რადიკალები, გასული წელიწადნახევრის განმავლობაშიც არაფერში მონაწილეობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ფარსია, ამას შედეგი არ ექნება და სტატუსი არ იქნება. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ქვეყანას სტატუსი ხომ უკვე მოუტანეს; ჩვენი მოქალაქეები, ასევე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფენ და ჩვენი ვალია, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს ხელი კი არ შევუშალოთ, არამედ დავეხმაროთ”,- განაცხადა დაუშვილმა.

    იპნ
  5. tvati
    თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
    ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”.
    „არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თავმჯდომარეა და დაანებოს თავი იმაზე საუბარს, რაც არ იცის. პარლამენტის შენობაში დაცვით, 6 კაცით რომ დადის, აბა გავიდეს ქუჩაში და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები. გავიდეს და იქ დაარწმუნოს ხალხი, როგორ კარგ ცხოვრებაშია ხალხი. მერე დაწეროს სტატუსები და მერე ისაუბროს ეკონომიკაზე”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.
    როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.
    “ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა”,- განაცხადა კობახიძემ.

    იპნ
  6. tvati
    “ოცნება” კლასიკური ნეონაცების პარტია გახდა და საკუთარ ფასეულობებთან დამარცხდა."      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/354355304114196/
  7. tvati
    "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი."

    ბექა ლილუაშვილი, პარტია "სააქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/260859667037339/
  8. tvati
    29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
    შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.
  9. tvati
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს.
    უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა.
    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ ამხილა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და იარაღის მიმწოდებელი „ლვოვის არსენალის“ მენეჯერები, რომლებმაც ჭურვების შეძენისას თითქმის 1.5 მილიარდი გრივნა მოიპარეს.
    „გამოძიების თანახმად, გაფლანგვაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
    გამოძიების თანახმად, კორუფციაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიის დატოვების მცდელობისას დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მოპარული თანხები ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტს დაუბრუნდება.

    ipn
  10. tvati
    51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
    როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.
    „ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
    ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.
    საქმის პროკურორის, თორნიკე ბაიდოშვილის განცხადებით, მოცემულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.
    „სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.
    ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება“, - განაცხადა პროკურორმა.
    ცნობისთვის, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი 27 იანვარს დააკავეს. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა.
     
    ipn
  11. tvati
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
    „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.
    ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
    მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება“,- ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
    ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
    აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული.

    იპნ
  12. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-ამდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
    მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
    „ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

    იპნ
  13. tvati
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების­ დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
    მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    იპნ
  14. tvati
    ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
    „ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა უპატიოსნოდ გამოიყენეს და ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებენ. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ცდილობენ, ადამიანებს საცხოვრისი ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე წაართვან, რაც ეჭვს აჩენს, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი.
    ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც.
    სწორედ ამ დანაშაულებრივი სისტემისა და ქსელის წინააღმდეგ ბრძოლისას დააკავეს თსუს ლექტორი, ისტორიკოსი აკაკი ჩიქობავა და ილიაუნის დოქტორანტი, ლიტერატორი გიორგი ხასაია, როდესაც 23 იანვარს, კეკელიძის N1-იდან, უმძიმესი, ბრუტალური, ძალადობრივი ფორმებით ძალოვნები ასახლებდნენ ოჯახს. გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სხვებთან ერთად წინააღმდეგობას უწევდნენ ამ არაადამიანურ პროცესს.
    ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მივიჩნევთ, რომ ეს უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა, სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს და და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
    წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
    წერილს ხელ აწერენ:
    ზვიად კვარაცხელია მაია კუდავა ნიკა ლაშხია ხვიჩა ყალაბეგაშვილი გვანცა ჯობავა ნინო ნადირაძე თეკლა ქველაძე გიორგი შონია ბექა ქურხული ლევან ბერძენიშვილი სანდრო ნავერიანი მანანა მათიაშვილი ნათია ორმოცაძე ნუკა ღამბაშიძე ნიკი თარხან-მოურავი ბათუ დანელია პაატა შამუგია თამარ ლონდარიძე მაგდა კალანდაძე დავით სამნიაშვილი ინგა ჟღენტი ნატო გორდელაძე მერაბ ფიფია რუსუდან რუხაძე ლუკა ბაქანიძე ლანა კალანდია იაკი კაბე ელენე ჯაფარიძე ანა ჯავახიშვილი თამარ ჟღენტი ზურა პაპიაშვილი თინა მამულაშვილი კოკა ქამუშაძე მაშო სამადაშვილი არჩილ ქიქოძე მიხეილ ციხელაშვილი ია ჯინჭარაძე ნატო ალხაზიშვილი ნუკრი ბერეთელი დალილა გოგია ირინე ჭოღოშვილი ნათია მიქელაძე მაია თარგამაძე ნანა ჯანაშია ნინო ჭინჭარაული ნათია გიორგაძე ირაკლი ლომოური ქეთი ქანთარია მაიკო დანელია ბესო სოლომანაშვილი თორნიკე სიბაშვილი ნატაშა ლომოური მაია ცირამუა ნესტან კვინიკაძე თეონა ჭანიშვილი დარეჯან კიკოლიაშვილი ლექსო ქურხული ქეთევან ყანჩაშვილი ნიკოლოზ აგლაძე ხათუნა თავდგირიძე ნინო ლეჟავა ტორესა მოსი ლელა კოდალაშვილი  ნიკა სამუშია მარიამ კიკაჩეიშვილი ნუცა მეტრეველი ლევან ძნელაძე გიორგი მაისურაძე ხათუნა ცხადაძე თამარ კორკოტაშვილი ნინო ბექიშვილი სოფო შამანიდი ლაშა ბუღაძე გია გოკიელი შოთა იათაშვილი დავით ზურაბიშვილი ნინი ელიაშვილი ლუკა გრიგოლია ნინა სურამელშვილი მაია ბადრიძე

    პუბლიკა
  15. tvati
    ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    “ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის გამო. მაგრამ განბლოკვაზე ვმუშაობთ და არის დამაიმედებელი ნაბიჯები ამ მიმართულებით,” - განაცხადა კულებამ.
    მან აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ასევე “კლასიკურ დღის წესრიგზეც” ისაუბრა, კერძოდ კი ევროკავშირსა და ნატოზე.
    “აქ ერთნაირი მიდგომები გვაქვს, და ლიეტუვა, როგორც ორივე ინსტიტუციის წევრი, მაქსიმალურად გვეხმარება მათში წევრობისკენ გზაზე. განვიხილეთ გაყინული [რუსული] აქტივების, სანქციების საკითხები და ყველაფერი ის, რაც გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს”, - განაცხადა კულებამ.

    ipn
  16. tvati
    გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა
    ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
    მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
    “ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის, ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს გვიჭერდნენ” – ამბობს მიქაცაძე.
    იგი ამბობს, რომ ხასაია და ჩიქობავა სწორედ ამ საქმიანობის გამო, მათ გასანეიტრალებლად არიან დაკავებულები.
    „ჩვენ გვინდა, ჭიათურელ მაღაროელებს, სოლიდარობა გამოვხატოთ, ჩვენ ვითხოვთ გადაუკვალიფიცირდეთ მათ სისხლის სამართლის მუხლი, ამ მოთხოვნის ნიშნად ჩვენი ვახტა ერთი საათით წყვეტს სამუშაო პროცესს. თუმცა თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პროტესტი გადაედება სხვა ვახტებს სხვა პროფესიებს და ვნახოთ უღირთ თუ არა ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველს გადატრიალებად – ამბობს მიქაცაძე.
    თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.
    მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.
    შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    „გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.

    პუბლიკა



  17. tvati
    ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
    ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვინაიდან კანცელარიის დაკავება არის ძალადობრივი აქტი, და ამის შემდეგს მათ შეხვდება სხვა რომელიმე აუდიტორიაში.
    ეს პირობა სტუდენტებისთვის მიუღებელია, რადგან მათივე განცხადებით, კანცელარიაში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ თსუ მათ მოთხოვნებს არ გაიზიარებს, ისინი მომდევნო ნაბიჯების გადადგმას და უნივერსიტეტის საქმიანობის შეჩერებას გეგმავენ.
    მთავარი მოთხოვნებია – სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელოს განცხადება მისივე პროფეროსის აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობის შესახებ და თქვას, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მათ ასევე სურთ უნივერსიტეტმა გადადგას უფრო რადიკალური ნაბიჯები შეაჩეროს საქმიანობა პროტესტის ნიშნად.
    თბილისის უნივერსიტეტს აქამდე არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია, და არც რექტორი შეხვედრია კანცელარიაში შეკრებულ სტუდენტებს და მხარდამჭერებს, სტუდენტები კანცელარიაში რჩებიან.
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად დღეს შევიდა, კანცელარია დაიკავა და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთება მოითხოვა.

    პუბლიკა


  18. tvati
    უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო  თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა.
    უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ  მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული ტექნიკისა და შეიარაღების, ასევე ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვის. „რუსეთს არ შეუტყობინებია უკრაინისთვის, რომ ამ თვითმფრინავით მოხდებოდა უკრაინელი ტყვეების ტრანსპორტირება“, – ციტირებს იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“.
    რაც შეეხება თვითმფრინავის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებას, ეს უკრაინული მხარის მოთხოვნაა. კიევის განცხადებით, ამგვარ გამოძიებას სწორედ მოსკოვში ეწინააღმდეგებიან. „როგორც გვესმის, რუსეთი [საერთაშორისო საგამოძიებო] კომისიის მუშაობას უარყოფს“, – ამბობს იუსოვი და ამატებს, რომ გამოძიება დაადგენდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს.
    თვითმფრინავი „ილ-76“ 24 იანვარს, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. რუსეთმა მალევე განაცხადა, რომ ბორტზე უკრაინელი ტყვეები იყვნენ და მომხდარში კიევი დაადანაშაულა.

    ნეტგაზეთი


  19. tvati
    შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა.
    “მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.
    შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე (30 ნოემბერი) რამდენიმე თვით ადრე მოუწევდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დატოვება. ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტს, როგორც წესი, ევროპარლამენტის ახალი არჩევნებისა და კომისიის დაკომპლექტების შემდეგ ირჩევენ. შარლ მიშელის გადადგომის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებს დაჩქარებულად მოუწევდათ მის შემცვლელზე შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი, ე.ი. ვიქტორ ორბანი შეითავსებდა. ივლისიდან დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, სწორედ უნგრეთს ერგება.
    შარლ მიშელის თავდაპირველმა გადაწყვეტილებამ მონაწილეობა მიეღო ევროპის საპარლამენტო არჩევნებში, რაც ნიშნავდა თანამდებობის ვადამდე დატოვებას, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ბრიუსელში. მიშელს ადანაშაულებდნენ, რომ პერსონალურ პოლიტიკურ მომავალს მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე ევროპული საბჭოს ამჟამინდელ როლს. ასევე დღის წესრიგში დადგა ვიქტორ ორბანის დროებითი პრეზიდენტობის აცილების საკითხი იმ დროს, როდესაც უნგრეთი ბლოკავს უკრაინის დახმარებას და არჩევნების შემდეგ გადასანაწილებელია მნიშვნელოვანი თანამდებობები.

    ნეტგაზეთი


  20. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიზიტად მყოფ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა. ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
    “საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
    ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ”, – აცხადებს პრეზიდენტი.

    ნეტგაზეთი


  21. tvati
    ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას! ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში დატოვება არის იმ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. თანაგრძნობა და მხნეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პოლიციას, რომელსაც შინაგანი მოტივაცია აქვს ხალხს ემსახუროს და დაიცვას ადამიანები, დასაჯოს კრიმინალები და არა მოქალაქეები, რომელთაც მათგან მხარდაჭერა და მათი სამსახური სჭირდებათ.     #პარტიასაქართველოსთვის

  22. tvati
    მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე:

      "როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან."

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/223936627454162/

  23. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”. – ამბობენ უწყებაში.
    მათივე ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
     
    publika
  24. tvati
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
    ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.
    TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული „პოლიტიკურად აქტიური პირი.“ საერთაშორისო კარგი პრაქტიკისა და OECD/ACN-ის მონიტორინგის სახელმძღვანელოს შესაბამისად, ამ განმარტებას დაემატა ყველა დონის პროკურორი (მათ შორის საპროკურორო საბჭოს წევრები), სახელმწიფო რწმუნებულები და მათი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.
    ამასთან, იმისთვის, რომ კორუფციული შემთხვევების გავრცელების მასშტაბი მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დონეზეც ავსახოთ, ამ სიის მიზნებისთვის „მაღალი რანგის თანამდებობის პირად“ ასევე მიიჩნევიან მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები.
    წინამდებარე სიაში შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები:
    რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები, სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ. თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში რომელიმე საქმე უნდა დაემატოს, დაუკავშირდით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”.
    TI-ის სიაში შესულია 164 საქმე და ფიგურირებს მაღალი თანამდებობის 169 პირი. მათგან 13 მოსამართლეა, 30 – პარლამენტის წევრი, 29 – მთავრობის წევრი ან მისი მოადგილე, 56 – მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი. 
    ბოლოს დამატებულია შემდეგი საქმეები:
    დეპუტატ კონცელიძესთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი და ინტერესთა კონფლიქტი
    პარლამენტის წევრ რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს, რადგან კონცელიძის ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში ბათუმში. კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი – არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია და ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა ევალება.
    წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 22.12.2023
    335 მილიონის კონტრაქტები მმართველი პარტიის მსხვილ დონორს
    ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას მხოლოდ 3-მა კომპანიამ 2011-2023 წლებში 335 638 719 ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა, მან სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო.
    ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, ალა კახნიაური, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა და დღესაც მისი რამდენიმე კომპანიის მმართველ რგოლშია.
    წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 12.12.2023
    ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის უძრავი ქონება
    საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმა მცხეთაში ხუთსართულიან საცხოვრებელ რეზიდენციას აშენებს, რომლის რეალური მფლობელი თავად ექს-პრემიერია. ყოფილი პრემიერის ძმამ ისტორიულ ქალაქ მცხეთაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 610 და 199 კვ.მ მიწის ნაკვეთები 2016 წელს დაიკანონა. შემდეგ კი, სახელმწიფოსგან 35 წლის ვადით იჯარით მიიღო მომიჯნავე 1590 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მშენებარე სასახლის ეზოს ფუნქციას შეასრულებს. კითხვებს ბადებს როგორც თავად მიწების დაკანონების პროცესი და იჯარით გადაცემა, ასევე მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით პრემიერის ძმას არ უნდა ჰქონოდა.
    ჟურნალისტური გამოძიება ასევე აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის წევრად გახდომამდე მამუკა ბახტაძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მისი ქონება აუქციონზე გასაყიდად იყო გატანილი და საცხოვრებლიდან ასახლებდნენ.
    წყარო: ტვ პირველი – 09.12.2023
    ადიგენის მერის წარმომადგენლის ოჯახის 2 მილიონამდე ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან
    ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიორგი ენდელაძის ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
    წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 07.12.2023
    კორუფცია თავდაცვის სამინისტროში
    საგამოძიებო სიუჟეტი თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს ააშკარავებს. როგორც ირკვევა, ჯარი ვადაგასული პროდუქტებით იკვებება, დაბალი ხარისხის ტანსაცმლითა და თეთრეულით მარაგდება. საჯარო მოხელეები, რომლებმაც უარყოფითი დასკვნები დაწერეს საკვებისა და ტექსტილის ხარისხზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მამხილებლების განცხადებით, ამ კორუფციულ პროცესში უშუალოდ ჩართულნი არიან მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მოადგილე ზურაბ აზარაშვილი (ამჟამად ჯანდაცვის მინისტრი). გარდა ამისა, კითხვებს ბადებს მშენებლობების ხარისხი. ამ პროცესში იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნებიც, რადგან სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და შესყიდვების სამსახურებში ბურჭულაძის ბიძაშვილის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი.
    წყარო: ტვ პირველი – 02.12.2023
    იმერეთში წიაღის მომპოვებელი კომპანიების პოლიტიკური შეწირულებები და მოგებული ტენდერები
    იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და ამასთან მმართველი პარტიის შემწირველები არიან. ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს. წიაღის მოპოვების ლიცენზიის მქონე 26 კომპანიამ ჯამში 757 566 585 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო.
    ვანის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 26 226 116 ლარის ოდენობის კონტრაქტები მიიღო. პაიკიძის შვილის ნათლია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია.
    წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 22.11.2023; რადიო თავისუფლება – 27.06.2020.
    თავდაცვის მინისტრის შვილის მიწები კახეთში
    ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის 21 წლის ვაჟმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა კახეთში მიწის ნაკვეთები საეჭვო გარემოებებში დაირეგისტრირეს. კერძოდ, მიწები, რომელთა დაკანონებაზე საჯარო რეესტრმა ფიზიკურ პირებს ჯერ უარი უთხრა, შემდეგ ერთი და იგივე მოწმეების დახმარებით დაიკანონეს. დაკანონებიდან მეორე დღეს კი დავით ბურჭულაძის და მისი ბიზნეს-პარტნიორის საკუთრება გახდა. ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა აშენდეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 1.5 მლნ ლარი დახარჯა ამ ნაკვეთებამდე გზისა და კომუნიკაციების მიყვანისთვის.
    მინისტრის შვილის კიდევ ერთი ბიზნესია რუსული აბანოები, რომელთან მისასვლელი გზა ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
    წყარო: ტვ პირველი – 18.11.2023
    პოლიციის მაღალჩინოსნის ძმის ბიზნესი მდინარე კინტრიშზე
    ლიცენზიის გარეშე, პრემიერის განკარგულების საფუძველზე, მდინარე კინტრშიზე ინერტული მასალის მოპოვების შედეგად მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც ადგილობრივების პრობლემები შეუქმნა. მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს შპს მაინინგ გრუპი, რომლის დირექტორი გურამ თამაზაშვილი, ქ. თბილისის პოლიციის უფროს სულხან თამაზაშვილის ძმაა. გარემოს დამცველი აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ იმაზე მეტი მასალის მოპოვება ხდება, ვიდრე ამას განკარგულება ითვალისწინებს, ხოლო კომპანიას, მისი დირექტორის კავშირების გამო, პასუხს არავინ სთხოვს.
    წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023
    დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოცვის ბიზნესი
    ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სამეგრელოში მოცვის პლანტაციებს მესამე პირების საშუალებით ფლობს. 55 000 კვ.მ პლანტაცია ოფიციალურად ზარქუას სახელზე არ არის გაფორმებული, თუმცა, 19 000 კვ.მ მიწა მის დედას, ხოლო დანარჩენი ბიძას, ბიცოლას, ბიძაშვილებისა და სხვა ახლობლების სახელზეა. ადგილობრივების თქმით, პლანტაციები დეპუტატს ეკუთვნის.
    წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023
    კონტრაბანდული სიგარეტის ნაკვალევზე
    ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის სქემა. სტატია ასევე აჩვენებს კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, გაყიდვის შემთხვევებსაც. რამდენიმე მამხილებლის, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, განცხადებით კონტრაბანდული საქონლის ბიზნესს გავლენიანი თანამდებობის პირები მფარველობენ.
    წყარო: რადიო თავისუფლება – 31.10.2023.
    პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის ქონება
    ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწა პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა, 150 000 დოლარად იყიდა. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ტერიტორიაზე პრემიერის დაცვა პატრულირებს და გადაადგილებას კრძალავს. ჩნდება ეჭვი, რომ ტერიტორია უკანონოდ პრემიერის ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაშია.
    პრემიერის სიდედრმა თბილისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე  2018 წელსაც შეიძინა.
    წყარო: ტვ პირველი – 30.09.2023
    საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დაუდეკლარირებელი ქონება
    ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის, დაუდეკლარირებელი ქონება: ფეშენებელური ვილა, ძვირადღირებული მანქანა და მეუღლის ბრენდული აქსესუარები. კითხვებს აჩენს ამ ქონების შესაძენად საჭირო თანხების წარმომავლობაც, რადგან ფერაძის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლებით გაცილებით ნაკლებია.
    გარდა ამისა, როგორც ირკვევა, დავით ფერაძემ მისი ახლო მეგობარი და ოჯახის წევრების ბიზნესპარტნიორები დანიშნა საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე.
    წყარო: სტუდია მონიტორი – 30.09.2023, 01.11.2023; OCCRP – 29.09.2023.
    გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების დაუსაბუთებელი ქონება
    ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება. შოთაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია თბილისში ბინის რემონტისა და მოწყობისთვის გაღებული ხარჯები, რომლებიც ბევრად აღემატება მის ოფიციალურ შემოსავალს. გარდა ამისა, წავკისში, შოთაძის მეუღლის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დგინდება, რომ გენერალური პროკურორი ძვირადღირებულ კერძო სახლის აშენებას აპირებს.
    გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაითვალეს გენერალური პროკურორის მოადგილეების გიორგი გაბიტაშვილისა და გიორგი ბადაშვილის ქონებები, რომელთა ღირებულება ასევე სცდება მათ ოფიციალურ ანაზღაურებას.
    წყარო: მთავარი არხი – 15.05.2021; ტვ პირველი – 27.11.2021.
    სია სრულად ნახეთ აქ 

    პუბლიკა
  25. tvati
    "რაც არ უნდა პროპაგანტისტული განცხადებები და რეიტინგები წარმოადგინოს “ოცნებამ”, ხალხი მაინც ხედავს, რომ ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და ეს ივანიშვილმა თავისი გამოსვლისას სიტყვიერადაც დაადასტურა."
       მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1285433005723004/ 

×
×
  • შექმენი...