Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
    პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.
    ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
    ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. ამასთან, გუშინ, სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა.
    ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    იპნ
  2. tvati
    ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.
    ბორელის თქმით, აშშ-ის პასუხი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა.
    „რა თქმა უნდა, ყოველ დარტყმას წვლილი შეაქვს ესკალაციაში და მინისტრებმა ამ პროცესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შეგვიძლია მხოლოდ ყველას მოვუწოდოთ გაიგონ, რომ ამ მომენტში ამ დარტყმებისა და საპასუხო დარტყმების სერიაში ნაპერწკალს უფრო დიდი ინციდენტის გამოწვევა შეუძლია“, - განაცხადა ბორელმა.
    მან აღნიშნა, რომ ამ ძალადობის სერიის დასამშვიდებლად ევროკავშირი მიმდინარე თვეს წითელ ზღვაში საზღვაო მისიას შექმნის, რათა საერთაშორისო გემები დაიცვას იემენის „ჰუსიტების“ მხრიდან თავდასხმებისგან.
    ბორელის თქმით, მისია „თავდაცვითი” იქნება და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ხმელეთზე თავდასხმებს არ განახორციელებს.

    იპნ
  3. tvati
    "გაგახსენებთ, "ოცნება" ხალხმა აიძულა, რომ წევრობაზე განაცხადი შეეტანა და კობახიძეს უკან მოუწია თავისივე სიტყვების წაღება. ერთია "ოცნებას" რა უნდა, მაგალითად ცდილობს ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ზეწოლის ბერკეტები არ არსებობს."      ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/381693284482509/
  4. tvati
    “ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა არა ერთხელ გამოუცხადა ნდობა, იყო ის, რომ მასში ხედავდნენ იმ ადამიანს, რომელიც დაიცავდა ქვეყანას და მოქალაქეებს მიშა სააკაშვილისგან, მისი რეჟიმისგან, ყველა იმ უბედურებისგან, რაც ჩვენს ათასობით, ათიათასობით, თუ ასიათასობით მოქალაქეს ძალიან კარგად ახსოვს და დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, განვითარებაზე, გაძლიერებაზე და რაც მთავარია მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, ამის ნაცვლად ამდენი ხანი ზრუნავენ მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე, თავიანთ ეკონომიკაზე.”     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2379636232227351/
  5. tvati
    “ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო და რაღაცა ცვლილება მოეხდინა, მაგრამ ეს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახის, რადგან რეალური ცვლილების რესურსი ივანიშვილს სამწუხაროდ აღარ აქვს დარჩენილი.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4398443227047899/
  6. tvati
    უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
    “ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი.
    ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , - წერს ზელენსკი.

    იპნ
  7. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ "მისი სურვილი არჩევნების მოპარვაა, თუმცა ისე, რომ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს". 
    "ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას დაეთმო. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს - როგორ მოიპაროს არჩევნები ისე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ამ ამოცანას, "ქართული ოცნების" დღევანდელი მენეჯმენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებსაც სამართლიანად ვეძახი შეშინებულ ბიჭებს, ვერ შეასრულებენ. არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია, ხმები ისე გადანაწილდეს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს "ქართული ოცნება", მაგრამ ეს, დაახლოებით, 30%-ია. ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის მანამდეც არსად წასულა და აქტიურად იყო ჩართული მართვაში ყოველდღიურ საოპერაციო დონეზე, გახლავთ ერთი - მოიპაროს დამატებითი ხმები და მიიღოს მყარი უმრავლესობა. ამიტომაც საუბრობენ ამდენს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ამის პარალელურად კი, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ის რატომღაც მიიჩნევს, რომ მას ამ ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია", - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.  
    ამასთან, ის პარალელს ავლებს წინა და 2024 წლისთვის არჩევნებს შორის და ამბობს, რომ "წინამორბედებისგან განსხვავებით, 2024 წლისთვის, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ იქნება, რომელიც, თუნდაც ზედამხედველობის მცირედ ფუნქციას შეასრულებს".
    "არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არჩევნებზე ზედამხედველობის თუნდაც მცირედ ფუნქციას შეასრულებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა იმისთვის, რომ ხელმძღვანელად ლოიალური ადამიანი დაენიშნათ. სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ა.შ. დღეს, ქვეყანაში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც რაღაც სიტყვა ეთქმის ან როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მართვის პროცესში. ამიტომ ვამბობთ, რომ გაყალბების რისკი არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა. 

    გლობალნიუსი


  8. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან". 
    "ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული ფინანსების როლს. მაგალითებით ავუხსნით, როგორ მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან პარტიების უკან, რა კონკრეტული ფინანსური ინტერესები იმალება", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას ოპოზიციონერმა ლიდერმა. 
    შეკითხვაზე, რატომ არ აწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას ახლა და ხომ არ აფარებს დანაშაულს ხელს სქემების გამოსააშკარავებლად უკეთესი დროის მოლოდინში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი პასუხობს, რომ "ბრძოლის პროცესში, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყებ და პიკში როდის იქნები".
    "გაითვალისწინეთ, რომ ამ ქვეყანაში, არც გიორგი გახარიას და არც პარტია "საქართველოსთვის" ფუნქცია ნებისმიერი სახის გამოძიების ჩატარება არ გახლავთ. ჩვენმა სადეპუტატო ჯგუფმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას სხვადასხვა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე, პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოწოდებით. ჩვენ, ყოველდღიურად, როგორც "ქართული ოცნების", ისე ნაციონალური მოძრაობის ნამდვილ სახეს დავანახებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ხმის მიცემით, პირადად მათი და საკუთარი შვილების მომავალი უნდა გადაწყვიტონ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს როგორც ჩვენი პოლიტიკური, ისე სამოქალაქო ვალდებულებაა, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომელსაც კიდევ უფრო ამყარებს პროკურატურისა და საქართველოს პარლამენტის უმოქმედობა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ მივუთითებთ. თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორია, საერთაშორისო თაღლითური სქემით, ევროპელი პენსიონერების გასაძარცვად იყო გამოყენებული და ამით დაზიანდა ქვეყანა, რატომ არ იძიებს ამას პროკურატურა. გასაგებია, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგების შესახებ გსმენიათ? არ ვგულისხმობ მხოლოდ კეზერაშვილს, შეუძლებელია ამ მასშტაბის სქემის მოწყობა ისე, რომ ვინმე არ მფარველობდეს ამას. ამ გამოძიების არაეფექტურად ჩატარება და ისიც, რომ ამ საკითხზე პარლამენტმა საგამოძიებო კომისია არ შექმნა, პირდაპირ მიღრმავებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ კონკრეტული დაინტერესება ჰქონდა როგორც "ქართულ ოცნებას", ისე ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ისინი როგორც პოლიტიკაში, ისე ფულის კეთებისას და მსგავსი მაგალითი ბევრია", - აღნიშნავს ინტერვიუში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.  
    მისივე განცხადებით, "ბიზნესსა და ფულის კეთებაში თანამშრომლობა, პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც ხშირად გამოიხატება. 
    "მაგალითად, როდესაც "ოცნებას" სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამტკიცება, მას ხმას ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ადამიანები უჭერენ მხარს. ეს გახლავთ შემდგარი თანამშრომლობა როგორც ბიზნესსა და კორუფციაში, ისე პოლიტიკაში და კიდევ ბევრგან", - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი. 

    გლობალნიუსი



  9. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "პასუხი საბოლოო პასუხი დებატების შეთავაზებაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ არ მიუღია და ელოდება". 
    "ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა. ძალიან კარგად მახსოვს, მისი ბოლო წასვლა, რაც დაპირება კი არ იყო, არამედ, აბსოლუტურად გააზრებული განცხადება როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით გუნდისთვისაც და მაშინ უკან დასახევი ყველა გზა გადაჭრილი გახლდათ კონცეპტუალურად, ლოგიკურად და ემოციურად. ახლა ამან ცირკისა და თამაშის სახე რომ არ მიიღოს... წავედი, მოვედი, წავედი, მოვედი... როგორ რანაირად, საბავშვო ბაღი ხომ არაა?! ეს კითხვა მექნებოდა - შემდეგ ჯერზე როდის დაგვტოვებს. თუმცა იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, ეს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული კითხვები პირადადაც დავუსვა. 
    შეკითხვაზე, პარტიის ყრილობაზე, პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის შესახებ განცხადების გაჟღერებისას, რატომ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დაწყება მხოლოდ მას და მის გუნდს შეუძლია და ეს ბიძინა ივანიშვილმა იცის. 
    "მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამასახელა, რომ იცის, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი დაიწყოს. სხვას ეს არავის შეუძლია. არ ვიცი რა იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და პარტია, რომელსაც ამ მავნებლური რადიკალური, მახინჯი და უვარგისი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დაწყების ძალა აქვს და ამას გავაკეთებთ 2024 წლის არჩევნებიდან", - აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში. 
  10. tvati
    "მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა."
    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/412790611135652/
  11. tvati
    მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა.
    „პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
    პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც.
    წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა.
    „საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანება განსაზღვრავს შენობაში შესვლისა და ვიზიტორთა ქცევის წესებს, ასევე უსაფრთხოების დონეებს და ვიზიტორთა მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში პრევენციულ ღონისძიებებს.
    ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე არსებული წესი და ძალაში შევიდა შენობაში შესასვლელ საშვებთან და სამსახურებრივ მოწმობებთან დაკავშირებული ახალი წესი.
    ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის სასახლეში ყველა შესასვლელიდან შესვლის უფლების მქონე პირებს შორის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც შენობაში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით, პარლამენტის მიერ გაცემული საშვის გარეშე.
    ამ სიაში ასევე არიან პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მინისტრები და მოადგილეები, კათოლიკოს-პატრიარქი, სასამართლოების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, ცესკოს თავმჯდომარე, სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, თავდაცვის ძალების მეთაური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი და სხვა.

    პუბლიკა
  12. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
    შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
    დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი-ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
    „აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
    2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  14. tvati
    „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
    მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.
     
    ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, აღსანიშნავია ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება.
    „საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.
    რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი „დაბრუნება“ აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.
    მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიზში.
    ორგანიზაცია „კორუფციის აღქმის ინდექსის“ გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემს.
    „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების წელია, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით.
    შესაბამისად, აუცილებელია:
    უზრუნველყოფილ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. ის უნდა აღიჭურვოს გამოძიების უფლებით და შეიცვალოს მისი უფროსის არჩევის წესი, რათა პრემიერმინისტრის ნაცვლად, ის დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
    გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემიდან წავლენ არაკეთილსინდისიერი და სანქცირებული მოსამართლეები;
    შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
    გატარდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და საჯარო დაწესებულებები გათავისუფლდეს ოლიგარქიული გავლენისგან;
    გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კორუფციის კონტროლი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
    ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საგამოძიებო მედიის მუშაობას, როგორც ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის განუყოფელ ნაწილს“,-ნათქვამია სარეკომენდაციო ნაწილში.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია.
    „ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
    2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  15. tvati
    2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით.
    „2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
    აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    საერთაშორისო ვიზიტორების 75.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
    2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
    ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4 პროცენტს შეადგენდა.
    2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
    ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.0 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი.
    2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
    2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  16. tvati
    კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
    როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა.
    „ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვლილა, რის გამოც ბრალდების მხარემ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი.
    იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
    რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც დაკავებულების ადვოკატმა გურამ იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალდებულები ზიანი ფაქტს სასამართლოშიც აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებაზეც მზაობას გამოთქვამენ.
    „რეალურად, ორივე ბრალდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზეც აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას არ უარყოფდნენ, ასევე, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზეც მზაობას გამოხატავენ. ახლა კომუნიკაცია გვაქვს აღსრულების სამსახურთან, ვცდილობთ ყველა ტექნიკური დეტალი გავიაროთ, როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება, ასევე პროკურატურასთანაც გვაქვს კომუნიკაცია. შეიძლება ორივე ბრალდებული გამოიკითხოს, რათა მათი ოფიციალური ჩვენებებითაც დააფიქსირეს, რომ ისინი ჩადენილ ქმედებას არ უარყოფენ“, - განაცხადა იმნაძემ.
    გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე სასამართლოში მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
    ცნობისთვის, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

    იპნ
  17. tvati
    წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
    როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება.
    „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუშაოები, ტროტუარის მოწესრიგება და ა.შ. პარალელური რეჟიმით მიმდინარეობს და როგორც ითქვა, მარტში დასრულდება“,- განაცხადეს მერიაში.

    იპნ
  18. tvati
    "შეიძლება, მადლობასაც კი იმსახურებდეს, ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ალბათ, საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საარჩევნოდ. ცოტა ხანში რომ კობახიძეს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად, რაღაც კუთხით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს."

     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753242499661378/
  19. tvati
    "მადლობა ივანიშვილს, ამაზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები ვერ ინატრებდნენ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ პარტიაშიც კი არ ყავს გულშემატკივრები და ნეგატიური მაჩვენებლით ლიდერობს- ნეგატიურ რეიტინგებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის. სამწუხარო ფაქტია, როდესაც პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება თანამდებობის პირი, რომელიც ოკუპირებულ ქვეყანაში, საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი, თანამდებობის პირი, რომელსაც ვერ ვათქმევინეთ რუსეთი ნამდვილად არის თუ არა ჩვენი ქვეყნის მტერი."      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/281163984714133/
  20. tvati
    "მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე გვეხმარება. ამ გადაწყვეტილებით სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები მისი ქოლგის ქვეშ ხდებოდა."

     ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/929209715392912/
  21. tvati
    "30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან. რეალურად, ფუნქციურად არაფერი შეიცვლება, ყველაზე ნეგატიური რეიტინგის მქონდე ადამიანი, თავად "ოცნების" ამომრჩევლებშიც კი, დაინიშნა პრემიერ მინისტრად."
       ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1545579542958439/
  22. tvati
    წუ­ხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.
    შსს-მ საქ­მე 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.
    გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.
      წყა­რო ambebi.ge -ს უყ­ვე­ბა.
    "ის უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, თბი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი. არ ვიცი, რა მი­ზე­ზით, მაგ­რამ კლუბ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო“.
  23. tvati
    სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა.
    ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.
  24. tvati
    რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, ითხოვენ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება რეორგანიზაციისა და საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ.
    ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ, მათი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ბრძანება/განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ არის მასობრივი დათხოვნა ექიმების, რომელიც უნდა გაუქმდეს.
    „კომპენსაციებს არ განვიხილავთ, რეორგანიზაცია უნდა შეჩერდეს… ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ახალ შენობას და კლინიკის განახლებას, მაგრამ ულტიმატუმის და შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია ჩვენთვის. ბრძანების შეჩერებაა ჩვენი მოთხოვნა”, – ამბობენ ექიმები. 
    ექიმების თქმით, ფონდი „ქართუ” წლების წინ გეგმავდა რესპუბლიკურის რეაბილიტაციას, ისე, რომ არ უნდა დანგრეულიყო ძველი შენობა და რესპუბლიკურის ეზოში ახალი კლინიკა უნდა აშენებულიყო. ექიმების ამ განცხადებას დღეს ფონდი „ქართუ” გამოეხმაურა:
  25. tvati
    სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
    „იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა.
    პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება.

    პუბლიკა
×
×
  • შექმენი...