Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში დატოვებული სამი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, გამოძიება გრძელდება.
    სუს-ის ინფორმაციით, საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, იმ მოსაზრების შექმნას ემსახურება, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში დაბრალდებოდა.
    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
    საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
    „ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
    დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
    ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
    კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
    მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.
    ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
    რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში.
    ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
    აღნიშნულ საქმეზე კომპლექსურად მიმდინარე ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

    იპნ
  2. tvati
    მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა - პრობლემაა, რომ გაურკვეველია, სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
    მისივე თქმით, მისი გუნდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს.
    "სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა, როდესაც ის მეორე ჯერზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. ამაში ბუნებრივია, დანაშაული და ცუდი არაფერია, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა გაურკვეველია. ჩემთვის პირადად "საინტერესო" იყო თავდაცვის მიმართულებით ნატოსთან დაკავშირებით ფორმულირების ცვლილება და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც და ჩვენს გუნდსაც ამაზე ბუნებრივია, ექნება შეკითხვა," - განაცხადა ბუჩუკურმა.

    იპნ
  3. tvati
    დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.
    „რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომები. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ცხრა საფეხურზე მუშაობაზე მეტია საჭირო“, - აღნიშნა ელჩმა.
    მისი თქმით, ნოემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.
    „ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს სურს იცოდეს, რა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია.
    ბევრი სფერო დროს და ხარჯებს მოითხოვს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება და როგორც კი წარმატებას მიაღწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას“, - აღნიშნა ელჩმა.
    მისი თქმით, რეფორმების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული კონსენსუსი.
    „თუკი ერთი პოლიტიკური ფაქტორი უნდა დავასახელო, რომელიც აჩქარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას და აშკარად ეფუძნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსის განვითარება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, - აღნიშნა ელჩმა.

    იპნ
  4. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქრთველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს.
    როგორც უწყების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალის“ მეშვეობით იგეგმებოდა.
    სუს-ის ცნობით, ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა მაღალი დონის სპეციალისტის მიერაა დამზადებული. უწყების ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს გამოიწვევდა.
    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
    საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
    „ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
    დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
    ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
    კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
    მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.
    ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
    რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში.
    ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
    აღნიშნულ საქმეზე კომპლექსურად მიმდინარე ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

    იპნ
  5. tvati
    კარელიაში, ონეგის ტბის წ####ბში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში.
    „მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წ####ბის თავზე საწვრთნელი ფრენის დროს შეწყდა. თვითმფრინავი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის საავიაციო სამაშველო ცენტრს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

    იპნ
  6. tvati
    მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.
    Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.
    მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,15 დოლარი შეადგინა. შემდეგი არის ალჟირი - 0,16 დოლარით და ლიბია - 0,33 დოლარით.
            -0:15       ამავე სტატისტიკით, პური ყველზე ძვირი შვეიცარიაშია - 3,65 დოლარი, მეორე ადგილზეა აშშ - 3,56 დოლარით და სამელშია დანია 3,23 დოლარით.
    ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე იაფია:
    ტუნისი - 0,15 დოლარი ალჟირი - 0,16 დოლარი ლიბია- 0,33 დოლარი კენია - 0,41 დოლარი აზერბაიჯანი - 0,42 დოლარი უზბეკეთი - 0,46 დოლარი მაროკო - 0,48 დოლარი ინდოეთი - 0,50 დოლარი ყაზახეთი - 0,50 დოლარი ნეპალი - 0,52 დოლარი ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე ძვირია:
    შვეიცარია - 3,65 დოლარი აშშ - 3,56 დოლარი დანია - 3,23 დოლარი ნორვეგია - 3,20 დოლარი ლუქსემბურგი - 2,95 დოლარი სამხრეთ კორეა - 2,89 დოლარი შვედეთი - 2,85 დოლარი ურუგვაი - 2,75 დოლარი კანადა - 2,66 დოლარი იამაიკა - 2,64 დოლარი რაც შეეხება საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პურის ფასის (ძვირი) მიხედვით ის 95 ქვეყნიდან 76-ე ადგილზე. მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,42 დოლარი ღირს, რუსეთში (85-ე ადგილი) - 0,52 დოლარია, თურქეთში (75-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (74-ე ადგილი), პურის ფასი 0,69 დოლარია.
    ცნობისათვის, გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზა Numbeo 2009 წლის აპრილში დაარსდა. ვებგვერდს კომპანია, Numbeo doo მართავს, რომელიც რეგისტრირებულია სერბეთში. Numbeo-ს დამფუძნებელი მლადენ ადამოვიჩია.

    bpn.ge
  7. tvati
    2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
    რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
    ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებებს შორის ყველაზე მეტად გაძვირდა ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება, ასევე, ავტომობილის რეცხვის გადასახდელი და საბანკო მომსახურების ღირებულება.
      უფრო დეტალურად, გთავაზობთ იანვარში ყველაზე გაძვირებული მომსახურებების ჩამონათვალს:
    ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 56,6% ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 29,6% საბანკო მომსახურების ღირებულება - 26,6% მღებავის მომსახურება - 26,4% სანტექნიკოსის მომსახურება - 17,4% მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - 16,1% ძიძის მომსახურების ღირებულება - 11,5% სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 9,5% გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება - 8,9% ქალის თმის დავარცხნა - 8,6%  
      ავტორი: ნინი ქეთელაური
  8. tvati
    საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა.
    ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი).
    „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც 2023 წელს საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა.
      Top-5 იმპორტიორი ქვეყანა:
    რუსეთი - 10,814 მლნ დოლარი დანია - 5,408 მლნ დოლარი ლატვია - 2,886 მლნ დოლარი ესტონეთი - 1,518 მლნ დოლარი ლიეტუვა - 846,1 ათასი დოლარი რაც შეეხება ექსპორტს, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მხოლოდ 4 ქვეყანაში გავიდა:
    ერაყი - 59,642 მლნ დოლარი აზერბაიჯანი - 19,241 მლნ დოლარი ირანი - 377,1 ათასი დოლარი სომხეთი - 348,4 ათასი დოლარი

    bpn.ge
  9. tvati
    საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
    შესაბამისად, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
    განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

    იპნ
  10. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,-­ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    „ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“ - აცხადებს ზელენსკი.
    ზელენსკი რობოტინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად ეწვია.
    ipn
  11. tvati
    #1 ეპიზოდი: ორი შესაძლო სცენარი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებისთვის გეგმავს  
  12. tvati
    რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
    „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
    გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველებს გადასცეს.
     
    ipn
  13. tvati
    “შეჩერდეს გამოსახლებები” - ამ ლოზუნგით თბილისში მარში გაიმართა.
    მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო.
    აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინოთ”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ - ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.
    მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე მორატორიუმი დააწესოს.
    ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს ოჯახების საცხოვრისიდან გამოძევების პროცესი და დაიწყოს მუშაობა პრობლემის მოგვარებაზე.
    “ჩვენ ვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, ანუ გამოსახლებების შეჩერებას კანონმდებლობის საფუძველზე. პარლამენტს ძალიან მარტივად შეუძლია ამის გაკეთება. იმისთვის, რომ ჩვენ და ქვეყანამ აიღოს დრო უფრო სისტემური რეფორმებისთვის და სანამ რეფორმები მიდის, ადამიანები არ გამოასახლონ. ჩვენ გვჭირდება რეფორმები ხელშეკრულების რეგულირების დონეზე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ბანკის ფუნქციების დონეზე რეფორმები. ასევე, ჩვენ გვჭირდება გამოსახლების შესახებ რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გამოსახლება, რომელიც აბსოლუტური ღირსების შემლახველი ფორმებით ხდებოდა. ამის სტანდარტები არსებობს და ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ამაზე იმუშაოს, რათა უფრო სტაბილური, ღირსეული და თანასწორი პირობები შექმნას ადამიანების განვითარებისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახუშტი მენაბდემ.
    ამასთან, მარშს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავაც შეუერთდნენ.
    მარშის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე, სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასა და საპენსიო სესხების ჩამოწერაზე.

    ipn
  14. tvati
    საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
    პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.
    კონფერენციას გახსნის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

    ipn
  15. tvati
    მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.
    პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა იხურება და ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.
    საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს. პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2 თებერვალს წარედგინა.
    საკითხის განხილვის გრაფიკის თანახმად, რომელიც ბიუროზე იქნა წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში, 5 თებერვლიდან, კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.
    პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 5, 6 და 7 თებერვალს. 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
    8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.
    შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
    მთვრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
    საქართველოს იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
    საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

    იპნ
  16. tvati
    სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა.
    სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს.
    „მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმართლე და უპირობოდ დაიცვა ჩრდილოეთ კორეა, როდესაც ლიდერის შენიშვნები უკიდურესად უხეში ენით გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს კორეა-რუსეთის ურთიერთობებს“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
    ცნობისათვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან იარაღის ვაჭრობით უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. მეორე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ იუნ სუკ იოლის განცხადებას "უხეში მიკერძოებული" განცხადება უწოდა. მისი თქმით, კომენტარები "განსაკუთრებით ოდიოზურად გამოიყურება", კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, "პირველ რიგში შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, მათ შორის (სამხრეთ) კორეისა და იაპონიის, თავხედური პოლიტიკის გამო“.

    იპნ
  17. tvati
    ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-ამდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ამდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა.
    მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
    ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
    ხანძარმა ასევე სერიოზულად დააზიანა სახლები ლა ესტრელასა და ნავიდადის დასახლებებში. ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ პიჩილემუშიც.
    ექსტრემალურ სიცხეს და მის შედეგებს იანვრის ბოლოდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც განიცდიან. არგენტინაში, გვალვისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ლოს ალერსის ეროვნულ პარკში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა - ხანძარმა პარკის 3 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.

    იპნ
  18. tvati
    ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.
    „პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.
    EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.
    გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.


    კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11 კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული.
    გური სულთანიშვილმა „პუბლიკის“ შეკითხვას – რა სტატუსით მიემგზავრება ბერლინალეზე კინოცენტრის სახელით – უპასუხა, რომ მიემგზავრება გასაშუქებლად.
    შეკითხვაზე, ნამდვილად არის თუ არა „კინოექსპორტის სპეციალისტი“, როგორც ეს ვებგვერდზეა მითითებული, სულთანიშვილი გვპასუხობს:
    ცნობისთვის, ქართული სტენდი ბერლინალეზე პირველად არ იქნება წარდგენილი და მას 15 წელზე ხანგრძლივი ისტორია აქვს.
    „პუბლიკის“ ინფორმაციით, დელეგაციის სხვა წევრებთანაც ასეთი ტიპის ხელშეკრულება გაფორმდა.
    სულთანიშვილის თქმით, კინოცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული პროდუქტი თავის პირად Youtube-არხზე გამოქვეყნდება და არა POSTV-ზე.
    სულთანიშვილი ასევე ადასტურებს, რომ კინოცენტრის წარმომადგენლებს შორის Postv-ის ჟურნალისტიც იქნება.
    „რა პრობლემაა ბერლინალეს თუ აშუქებს ჟურნალისტი? როცა ასევე გააშუქა ვიზიტი ჩინეთში და ა.შ.?“, – გვეკითხება სულთანიშვილი კერძო ტელევიზიის ჟურნალისტზე, რომლის ხარჯებიც, სულთანიშვილის მსგავსად, სავარაუდოდ, კინოცენტრმა უნდა დაფაროს.
    რამდენი წარმომადგენელი ჰყავთ სხვა ქვეყნების კინოფონდებს?
    მაგალითისთვის ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე:
    ესტონეთის კინოინსტიტუტს 9 წარმომადგენელი ეყოლება; ჩეხეთის კინოფონდს – 5; საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს – 8; საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს – 32. „პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორი იყო კინობაზრობებზე მონაწილეობის პრაქტიკა აქამდე. კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ 2006 წელს პირველად მისი ინიციატივით წარდგა კინოცენტრის სტენდი ბერლინალეს კინობაზრობაზე და მას შემდეგ ორგანიზაცია ყოველწლიურად მონაწილეობდა.
    კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი დავით ვაშაძე, რომელიც წლების განმავლობაში უწევდა ორგანიზებას კინოცენტრის წარდგენას ბერლინალესა და კანის კინოფესტივალებზე, გვეუბნება, რომ მსგავს ღონისძიებებზე ორგანიზაციის სახელით მხოლოდ კინოცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და მათი რაოდენობა 4-დან 6-მდე მერყეობდა; სამოგზაურო გრანტები კი ცალკე გაიცემოდა კინოპროფესიონალებზე.
    ვინ არიან კინოცენტრის წარმომადგენლები კინობაზრობაზე EFM-ის მიხედვით:
    დელეგაციის წევრებს შორის არიან კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამთა ახალაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე გოფოძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში გიორგი აგლაძე (მან ნინო კირთაძის ადგილი დაიკავა).
    გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, ბერლინალეს კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია: ტელეკომპანია „იმედის“ სახე ნინი ბადურაშვილი, ამავე არხის ოპერატორი შოთა თუთაშვილი და ჟურნალისტი ქეთევან ჭეიშვილი.
    ბერლინში კინოექსპორტის მენეჯერის სტატუსით გაემგზავრება კულტურის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ცხვედიანი და რეჟისორი სოფია ბაბლუანი.
    კულტურის სამინისტროს შეხვედრა კინემატოგრაფისტთა ნაწილთან. 2023 წლის ივლისი. კინოექსპორტის სპეციალისტის სტატუსით ბერლინალეზე ასევე გაემგზავრებიან პროდიუსერები – ხათუნა ხუნდაძე, ედმონდ მინაშვილი, ქეთევან ჯანელიძე და დავით კერესელიძე. კასტინგის რეჟისორი მარკ სამერსი კი კინოექსპორტის დეპარტამენტის მრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
    რეჟისორი მარიამ ხაჭვანი თეა წულუკიანთან ერთად სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენლები – მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი. ამ ფესტივალს წელს კინოცენტრიდან ბაჩო ოდიშარიაც ესწრებოდა.
    დელეგაციის წევრებს შორის ასევე არიან რეჟისორები: ლეო გაბრიაძე და გიორგი ჭუმბურიძე (ეს უკანასკნელიც კინოექსპორტის სპეციალისტის პოზიციით წარდგება კინობაზრობაზე).
    დელეგაციაში პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნინო აბრამაშვილია მითითებული. კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის, თენგიზ ებრალიძის სამუშაო ველშიც პიარია მითითებული. პიარის დეპარტამენტს წარმოადგენს გიორგი მაზმიშვილიც.
    კინოცენტრის სახელით ბერლინში ასევე გაემგზავრებიან:კინოაკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ აბრამაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის კანცლერი გიორგი ხარებავა და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი ირაკლი გაბრიაძე.
    დელეგაციის კიდევ სამ წევრზე – გიორგი ფოფხაძეზე, გიორგი ხიზანიშვილსა და სანდრო ლოსაბერიძეზე – „პუბლიკამ“ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ვერ მიაკვლია მათ კავშირს კინოსთან.
    წელს პირველად „ბერლინალეს“ კინობაზრობაზე დამოუკიდებელი სტენდით წარდგება „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომლის წევრებიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან.

    პუბლიკა
  19. tvati
    „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
    ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს.
    პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

    პუბლიკა
  20. tvati
    პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“.
    პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
    რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
    რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
    გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS
  21. tvati
    რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.
    რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.
    30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.
    შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
    უწყება არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც უკვე დათანხმდა სამინისტროს წინადადებას და აირჩია კომპენსაციის შეთავაზებული პაკეტებიდან ერთ-ერთი. ამის მიზეზად თანამშრომელთა მხრიდან მათზე შესაძლო ზეწოლა დასახელდა.
    “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფოს 654-დან დაახლოებით 50-მა თანამშრომელმა აირჩია საკომპენსაციო პაკეტი. მათი უმრავლესობა კლინიკის ადმინისტრაციის თამშრომელია და არა — სამედიცინო მუშაკი.
    რა ხდება
    რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბარი წლებია მიდის. თუმცა, ოფიციალურად, მისი შესაძლო დანგრევის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2023 წლის თებერვალში გაავრცელა.
    აზარაშვილის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა კლინიკის სამედიცინო პერსონალი. მათ მინისტრს ღია წერილით მიმართეს და განმარტებები მოითხოვეს.
    უპასუხოდ დარჩენილ ღია მიმართვას მოჰყვა საპროტესტო აქციები, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და რესპუბლიკურის ბედთან დაკავშირებით მათ კითხვებზე პასუხებს მოითხოვდნენ. საბოლოოდ, გასული წლის გაზაფხულზე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მინისტრის მოადგილეებთან, თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურთან. 2023 წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა ახალი კონცეფცია რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ.
    კონცეფციაში აღწერილი იყო რესპუბლიკურის ინფრასტრუქტურული პრობლემები, სერვისების სიმწირე, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური თუ ფინანსური გამოწვევები. კონცეფციის წარდგენისას მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურს შეისწავლიან საერთაშორისო ექსპერტები და გადაწყვეტილებას მხოლოდ მათი დასკვნების საფუძველზე მიიღებდნენ.
    რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო ოთარიშვილის თქმით, კონცეფციის წარდგენისას მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ პერიოდულად გაიმართებოდა სამუშაო შეხვედრები, სადაც გააცნობდნენ ინფორმაციას ექსპერტიზის შუალედური დასკვნების შესახებ. საბოლოო დასკვნა 2024 წლის გაზაფხულამდე ვერ მომზადდებოდა. ამის შემდეგ ისევ და ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლების ჩართულობით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას რესპუბლიკურის ბედზე.
    კადრი ვიდეოდან/NCDC
    ოთარიშვილის თქმით, დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები რამდენჯერმე გადაიდო. 2023 წლის შემოდგომაზე მათ წერილობით მოითხოვეს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამის მიზეზი გახდა რესპუბლიკურიდან რესურსების რუხის კლინიკაში გატანა. ისინი შიშობდნენ, რომ კლინიკის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და სამინისტრო ეტაპობრივად, ზედმეტი ხმაურის გარეშე შეეცდებოდა რესპუბლიკურის ფუქნციონირების შეჩერებას.
    მისი თქმით, წერილობითი მოთხოვნის შემდეგ გაიმართა ორი შეხვედრა: 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ორივე შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა მათ უთხრა, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, მინიმუმ, 2024 წლის მარტში იქნებოდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ, იქამდე კი ყოველთვიურად გაიმართებოდა სამუშაო შეხვედრები. 22 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომლებმა ისევ სატელევიზიო ეთერით გაიგეს, რომ სამინისტრომ შენობის დემონტაჟი გადაწყვიტა.
    ნინო ოთარიშვილი ფიქრობს, რომ ის რამდენიმე შეხვედრა, რაც 2023 წლის განმავლობაში მათი მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა, სამინისტროს პროტესტის დასაშოშმინებლად სჭირდებოდა, გადაწყვეტილება კი მაინც მათ გარეშე მიიღეს.
    რა წერია დოკუმენტებში, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო?
    როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, დემონტაჟის გადაწყვეტილება 5 დოკუმენტის საფუძველზე მიიღო. მათგან უახლესი 2024 წლის შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმია, ყველაზე ძველი კი — სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის დასკვნა.
    ამ უკანასკნელში ვკითხულობთ, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა “დაზიანებების უმეტესობა რეკონსტრუქციისას გამოსწორებადია, ან დემონტაჟს ექვემდებარება”. დასკვნის მიხედვით, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გადაწყვეტილება “დამოკიდებულია შენობის შემდგომ ფუნქციურ დანიშნულებაზე, უპირველეს ყოვლისა, სართულიანობისა და დატვირთვის გათვალისწინებით”.
    ნინო ოთარიშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ შენობის რეაბილიტაცია. ეს პროცესი გადაიდო პანდემიის გამო, შემდეგ კი, 2021-2022 წლებში სამინისტრომ დაახლოებით 300 000 ლარი დახარჯა შენობის რეაბილიტაციის პროექტზე. ოთარაშვილი ირწმუნება, რომ პროექტის ავტორების აქტიურ მუშაობას რესპუბლიკურის თანამშრომლები ორი წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. ოთარიშვილის თქმით, 2023 წლის იანვარში სამინისტრომ პროექტი ჩაიბარა. ის ამბობს, რომ პროექტი გულისხმობდა შენობის ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ რეაბილიტაციას. ეს რესპუბლიკურის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო პროცესი არ შეჩერდებოდა. რეაბილიტაციის პროექტის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა შენობის დემონტაჟის იდეა გაახმიანა.
    “ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროში შეეცადა. თუმცა უწყებამ ვერ მოგვაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, გადაიხადა თუ არა ფული რეაბილიტაციის გეგმაში. უწყების პრესსამსახური ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
    შემდეგი დოკუმენტი, რომელსაც სამინისტრო ეყრდნობა, არის 2022 წლის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, თუმცა ის მხოლოდ გარე, შემინულ ფასადს ეხება და არა — მთელ შენობას.
    განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს დერეფანში
    2023 წელს შენობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისწავლა და 60-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა მისი სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში არაფერი წერია მისი დემონტაჟის აუცილებლობაზე.
    2023 წლით თარიღდება სასამართლო ექსპერტიზის მიერ შემუშავებული საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნაც. სამინისტრომ ბიუროს ორი დოკუმენტი მიაწოდა და სთხოვა, შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა შენობა ამ სტანდარტებს.
    ეს დოკუმენტებია:
    სერტიფიცირებული ექსპერტის, ლევან ოქროპირიძის დასკვნა “ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებასთან შესაბამისობა. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების ექსპერტის, კაან ოზბერკის მიერ “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის მომზადებული დოკუმენტი – თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტების ფიზიკური საჭიროებები”. ექსპერტიზის ბიუროს სამინისტროს მიერ წარდგენილი პირველი დოკუმენტი საერთოდ არ განუხილავს. ამის მიზეზად უწყება ასახელებს იმას, რომ დოკუმენტი კონკრეტული პროექტისთვის არის შექმნილი, ექვემდებარება კორექტირებას და არ ეხება უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
    რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ბიურომ შენობის მასთან შესაბამისობაც მხოლოდ ნაწილობრივ შეაფასა: სამინისტროს მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღწერილი იყო როგორც კონსტრუქციული, ისე მისი ტექნოლოგიური და ფუნქციონალური მოთხოვნები. ბიუროს გადაწყვეტილებით, შენობის ფუნქციონალური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ასახული უნდა იყოს არქიტექტურული გეგმარების პროექტში, ეს უკანასკნელი კი შენობის კონსტრუქციულ სქემაზეა დამოკიდებული. ამიტომ, არსებულ სიტუაციაში შესაძლებელი იყო მხოლოდ შენობის კონსტრუქციული სქემისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.
    “დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რაც არარენტაბელური იქნება, ცალკეულ შემთხვევაში კი შეუძლებელია სარეკონსტრუქციო შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე”, – წერია დასკვნაში.
    ბოლო დოკუმენტი შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმია. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ სწორედ ამ ოქმმა დააჩქარა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს ოქმიც, ისევე, როგორც 2022 წლის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მხოლოდ შენობის გარე, შემინულ ფასად ეხება და არა მთლიან შენობას.
    2023 წლის 28 დეკემბერს შრომის ინსპექციამ შეისწავლა შენობის გარე ფასადის მაღლივი სართულიდან სამშენებლო ფრაგმენტების ჩამოცვენის საკითხი. ამის მიზეზად შრომის ინსპექციამ ძლიერი ქარი და წვიმა დაასახელა.
    შრომის ინსპექციამ შენობის გარე ფასადის მდგომარეობა მწვავედ ავარიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ “არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება”.
    წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის არცერთია საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში აპელირებდა ჯანდაცვის სამინისტრო.
    რას სთავაზობს სამინისტრო რესპუბლიკურის თანამშრომლებს და რას პასუხობენ ისინი
    თავდაპირველად, სამინისტრომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 5 თებერვლამდე მისცა, 5-დან 15 თებერვლამდე კი რეორგანიზაცია დააანონსა. მოგვიანებით, ეს ვადა 1 თვით გადაწია. უწყებამ მათ კომპენსაციის რამდენიმე პაკეტი შესთავაზა:
    თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურშია დასაქმებული, მიიღებს 12 თვის ანაზღაურებას; თუ თანამშრომელი სხვაგანაც მუშაობს, კომპენსაციის სახით მიიღებს 4 თვის ხელფასს; სამედიცინო მუშაკი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს იტყვის, სამინისტრო სთავაზობს სხვა კლინიკაში დასაქმებას იმავე პოზიციაზე და 4 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას; თანამშრომელი, რომელიც რესპუბლიკურის გარდა არსად მუშაობს და ვერც სამინისტრო შესთავაზებს ალტერნატიულ სამსახურს, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ უკვე შეთანხმებულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებთან, რომლებიც რესპუბლიკურის ყოფილ თანამშრომლებს დაასაქმებენ. ამ კლინიკების უმრავლესობა თბილისში, ნაწილი კი რეგიონებშია. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ინგოროყვას კლინიკა, იმედის კლინიკა და ა.შ.
    ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ ტენდერს პროექტის შესყიდვაზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პირობები და ხარჯთაღრიცხვა. ამ ეტაპზე, რა ინფორმაციასაც უწყება ასაჯაროებს, არის პროექტის სავარაუდო ვადა – 3-4 წელი. არ სახელდება ზუსტი ბიუჯეტი, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, საუბარია “ასეულობით მილიონ ლარზე”.
    რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის გაუგებარია, როგორ ადგენს სამინისტრო შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელურობას, თუ უკვე არ არსებობს როგორც მისი რეაბილიტაციის, ისე დანგრევისა და ახლის აშენების დეტალური ხარჯთაღრიცხვა. მას შემდეგ, რაც “ნეტგაზეთმა” სამინისტროს ამ კითხვით მიმართა, უწყებამ წარმოდგენილი 5 დოკუმენტის გაცნობისკენ მოგვიწოდა, თუმცა, როგორც უკვე ვნახეთ, იქ შენობის რეაბილიტაციის თუ დანგრევა-აშენების ხარჯები გაწერილი არ არის.
    რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოკრულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც შენობა უნდა დაინგრეს და კლინიკის მუშაობა შეჩერდეს
    კლინიკის პერსონალს კითხვები აქვს შენობის აშენების ვადებთან, მის ადგილმდებარეობასთან, ახალ კლინიკაში დასაქმების შესაძლებლობებთან, მშენებლობის პერიოდში დასაქმებისა და კომპენსაცასა და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხების განხილვა არ სურთ მანამდე, სანამ არ გაუქმდება მთავრობის ბრძანება კლინიკის დემონტაჟის შესახებ. სწორედ ამ მიზეზით თქვეს უარი მინისტრთან შეხვედრაზე 26 იანვარს, სამინისტროს წინ გამართული აქციის დროს.
    “კომპენსაციაზე საუბარს არ ვაპირებთ, სანამ არ გაუქმდება ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ”, – აცხადებენ ექიმები.
    რესპუბლიკურის პერსონალი მოითხოვს გაუქმდეს დემონტაჟის გადაწყვეტილება და დაუბრუნდნენ სამუშაო მაგიდას, სადაც მათი ჩართულობით გადაწყდება საკითხი. ასევე, გაეცეს პასუხები მათ კითხვებს – რატომ გადაიხადა სამინისტრომ ფული რეაბილიტაციის პროექტში, ან რატომ გაარემონტეს შენობის რამდენიმე სართული პანდემიის დროს, თუ დემონტაჟი იყო მოსალოდნელი; სად არის საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.
    ჯერჯერობით გაჩერებულია მოლაპარაკებები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და სამინისტროს შორის. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ბედი ელის 600-ზე მეტ დასაქმებულსა და მათ ოჯახებს.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
    პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
    კერძოდ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა.
    „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.
    ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.
    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.
    ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.
    აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.
    გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
    დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
    დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
    ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.
    ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - განაცხადეს პროკურატურაში.
  23. tvati
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
    სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 6 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებს, აქ სინოპტიკოსები 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვას ელოდებიან.
    რაც შეეხება ქართლის რეგიონს, აქ 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, კახეთში – უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონება და მაღალმთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი.
  24. tvati
    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
  25. tvati
    რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა.
    ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს.
    გაცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში.
    აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად სტეგაჩოვნა ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო და ახლა უკრაინის დაზვერვა აზუსტებს ის გადარჩა თუ არა.
    „შეგახსენებთ, რომ ყველა ომის დამნაშავეს სასჯელი ელის. ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, საავტომობილო ნომრები, ჩვეული მარშრუტები და ჩვევები”, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...