Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს:

    " თქვენ ამნისტია გამოუცხადეთ ნიკა მელიას, რომელიც ორგანიზატორი იყო პარლამენტზე შტურმის. სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ 20 ივნისს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი. 3 წელი გავიდა ამ ამბების მერე და პროცესები საერთოდ გაჩერებულია. იქნებ აგვიხსნათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?"

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/346555798348601/
  2. tvati
    "ტრაგედია, რომელიც ბაღდათში, ხულოსა და ქედაში მოხდა, ეს ჩვენი საერთო ტკივილია.
    ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ახლა მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენს გმირ მაშველებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაკარგულების ძებნის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება."

      გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
  3. tvati

    ახალი ამბები
    მსახიობი, სპორტსმენი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
    ინფორმაცია მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაადასტურეს.
    გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობაა, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა.

    პუბლიკა
  4. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
    მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”.

    რა მოხდა გელათში?
    გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
    2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
    ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
    სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
    ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
    ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
    ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.
    2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.

    პუბლიკა
  5. tvati
    წუხელ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
    სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.
      ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.
    იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია. განაგრძეთ კითხვა

    MSHOBLEBI.GE
  6. tvati
    ორგანიზაციები „საია” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებენ, რომ გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.
    23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად გამართულ აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 2-ის – კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მიმართ კი გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
    ამ დრომდე, თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლეებმა – ირაკლი ჩიკაშუამ და ნინო შჩერბაკოვმა – ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 პირიდან 11-ის საქმე განიხილეს და ყველა შემთხვევაში დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს. სასამართლომ თითოეული მათგანის მიმართ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 7 პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კი კვლავ განიხილება.
    ორგანიზაციების განცხადებით,  23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს.
    „საია” და SJC აკრიტიკებენ საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკასაც და ხაზს უსვამენ, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი დადგენილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენებებს. თუმცა, პროცესებზე მოწმის სახით გამოკითხული სამართალდამცავები კონკრეტულად ვერ უთითებდნენ, როდის, რა ვითარებაში და როგორ არღვევდნენ ცალკეული პირები კანონს, ან როგორ მოხდა მათი დაკავება.
    განცხადების თანახმად, სამართალდამცველები აგრეთვე თვითნებურად არ რთავდნენ დაკავებისას სამხრე ვიდეო-კამერებს, რომლის ჩანაწერებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის.
    მიუხედავად მტკიცებულების სიმწირისა და პოლიციელების ზოგადი, ზოგჯერ ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღწევს 22 000 ლარს.
    განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის გაზაფხულზე, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინიცირებით გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე 48 საათამდე გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს მოქალაქეების მასობრივი დაკავების პრაქტიკა. ამავდროულად, სავალდებულო გახდეს სამართალდამცავებისთვის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა; საერთო სასამართლოებს – აქტივისტების საქმეები განიხილოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ დაემყარება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტები; საქართველოს პარლამენტს – დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის სისტემური რეფორმა;

    პუბლიკა
  7. tvati
    სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა.
    სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა.
    სააგენტოს ცნობით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. უწყებისვე ცნობით, მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
    უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და მფრინავები — რევაზ უთურგაური და კრისტოფ ზაპარტი.
    ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის „იმედის“ ოპერატორია

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.  ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.  
    კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო წყაროების ინტერესებიდან გამომდინარე. 
    ამასთან, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციებს ასრულებს, შესაძლოა იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, შექმნილი აფხაზეთის [დე-ფაქტო] კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და ახორციელებს თავის საქმიანობას აღნიშნულ ტერიტორიაზე. 
    არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური აგენტების ფუნქციას ასრულებენ, კანონპროექტის შესაბამისად, შესაძლოა იყვნენ: 
    არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიერ არიან შექმნილები; კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები; დე-ფაქტო რესპუბლიკის კანომდებლობით დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები; დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; უცხო სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნილი ეთნიკური აფხაზების გაერთიანებები, რუსეთ-კავკასიის და რუსეთ-თურქეთის ომების და სხვა მოვლენების შედეგად აფხაზების საცხოვრებელი ისტორიული ტერიტორიის (აბაზა) დატოვებული ლტოლვილების პირდაპირი შთამომავლები.  ამასთან, როგორც კანონპროექტშია გაწერილი, აღნიშნული კანონის მიზნებისთვის უცხოური წყაროდ აღიარებულია: 
    სხვა სახელმწიფოები; სახელმწიფო ორგანოები, უცხო ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები; უცხო ქვეყნების მოქალაქეები; მოქალაქეობის არმქონე პირები; უცხოური სტრუქტურები იურიდიული პირის განთლების გარეშე; პირები, რომლებიც ფინანსდებიან წყაროებიდან მითითებული 1-6 პუნქტებში, გარდა ორგანიზაციებისა, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტში; ფიზიკური პირები, მითითებული მე-3 მუხლის მეორე ნაწილში; მე-4 და მე-5 მუხლით განსაზღვრული, სააქციო კომპანიები და მათი შვილობილი კომპანიები, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საკრედიტო ორგანიზაციები.  რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის მიღებას, უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს, ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.
     
    ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.
    „უცხოეთის აგენტებზე“ მსგავსი რუსული კანონის მიღებას საქართველოში „ქართული ოცნებაც” გეგმავდა 2023 წლის გაზაფხულზე.
    ასეთი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
    მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის "ოცნებიდან", ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა“.
    „ეს არის პრაქტიკულად, მთლიანად პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ. რაც შეეხება კითხვას - ჩვენი მთავარი ამოცანა და საკითხი არის, საზოგადოებას ვაჩვენოთ მათ შორის, კობახიძის რეალური სახე და ვკითხოთ ერთი ნაბიჯი, პოლიტიკური სვლა, ან მისი სიტყვის ერთგულების ერთი გამოხატულება და ფასი, რის გამოც მან დაიმსახურა საზოგადოების ნდობა. მე ჩამოვთვლი 10 მიზეზს მაგალითად, რის გამოც არ დაუმსახურებია," - განაცხადა ლილუაშვილმა.

    იპნ
  10. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
    სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

    იპნ
  11. tvati
    ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ.
    როგორც მერი განმარტავს, თუ რა პერიოდში შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს უცნობია, ვინაიდან ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
    „წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ის მასა შეჩერებული, ახლა უკვე გეოლოგები არიან ჩამოსულები, ადგილზე იმუშავებენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით მივიღებთ შესაბამის ზომებს, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი. რაც მთავარია, წუხელ მოვახდინეთ აქ მაცხოვრებელი ხალხის ევაკუაცია, დაახლოებით, 40 ოჯახია გადაყვანილი, 10 ადამიანი ჩვენს მიერ სასტუმროშია მოთავსებული. გააჩნია, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი, ბეტონის ჩასხმა და ა.შ. თუ იქნება საჭირო, ეს გრძელვადიანი პერიოდია“, - განაცხადა ჩიტიაშვილმა.
    ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო.

    იპნ
  12. tvati
    სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
    რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
    წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
    ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
    "ინტერპრესნიუსი" სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია "იმედს" და დაღუპულთა ოჯახებს.

    იპნ
  13. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა.
    პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ.
    ამასთან, „საქართველოსთვის“ მზაობას აცხადებს, პრეზიდენტთან არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ.
    “ჩვენ ვთქვით, რომ ამ პლატფორმის ფუნქცია ჩვენთვის იყო გაუგებარი, ვერ მოიტანდა შედეგს და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყენებული იქნებოდა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად. ეს კარგად ჩანდა გუშინვე მათი განცხადებებიდან, რომლებიც გაკეთდა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლიდან მალევე, რომ ევროპული და ეროვნული საქმე იყო სააკაშვილის გათავისუფლება და ევროპული მომავლის წინაპირობა.
    სწორედ ასეთი პოზიციონირებით ამ ადამიანების ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ღიად კანდიდატის სტატუსის მიღების წინ აცხადებდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი მანამდე, სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებდნენ და არჩევნები არ ჩატარდებოდა.
    სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი ეს მოსაზრება დაადასტურა. შესაბამისად, ამ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.
    პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას და მზაობას, არჩევნების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის სათანამშრომლოდ, თუმცა არის პოლიტიკაში საკითხები, რომელიც ჩვენი პარტიისთვის არ გადაიხედება და ამიტომ, ამ პლატფორმაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი!
    ვერ დავუშვებთ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოიყენონ ჩვენი ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    საქართველოს პრეზიდენტმა "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან 6 თებერვალს გამოაცხადა.

    იპნ
  14. tvati
    ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას.
    მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზოგადოებას, რომ იქ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური, პარტიული ინტერესების გასატარებლად.
    „ამ იდეის გაჟღერებისთანავე დავინახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ორი დღის წინ, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ფასის დადებას სააკაშვილის საკითხით ცდილობდნენ ანუ ცალკეული პირები დადიოდნენ და იძახდნენ, რომ სტატუსი ქვეყანას არ უნდა მიეცეს თუ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება. ასეთი ადამიანები იქნებიან ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გაფუჭებაში როლის შემტანი. მაგალითად: „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ბუნებრივია, იმ ხალხთან ერთად, ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირის საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე. იმ ხალხმა პირდაპირ მოკლა, გაანადგურა ეს პროცესი. მათ საკუთარი განცხადებით სააკაშვილის თავისუფლების საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები. ასევე, მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი - „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, რომ პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი სუბიექტი, ვინც ეს დოკუმენტი უნდა მიიღოს, არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. იქიდან რომ ამოვიდეთ, რაც ითქვა, რომ შემუშავდება ერთიანი დოკუმენტი და დაემყარება კონსენსუსს, როგორ შეიძლება კონსენსუსი ვუწოდოთ იმ საკითხს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ ჩემთვის ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებელი და კრიტიკული წინაპირობა არის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა და თავისუფლებაზე ყოფნა. ამის გარეშე მე არ მივიჩნევ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიან გარემოში ჩატარებული. მათ დაანახეს უკვე მთელს საზოგადოებას, რომ იქ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად, რომელიც მათ ბელადს და ბელადომანიას უკავშირდება. ამ მოცემულობაში ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი.
    „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი რესურსი დაანგრია და ეს გუშინვე დაანახა საზოგადოებას, პრეზიდენტის ინიციატივის გაჟღერებისთანავე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
    ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
    „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ipn
  15. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება.
    პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
    ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, „პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდაპირი წესით, მოქალაქეების მიერ და არა იმ მოდელით, რაც დღესაა“.
    „ჩვენ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

    ipn
  16. tvati
    პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება.
    ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ.
    „გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ კოალიცია კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს.
    „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ასევე დაადასტურა ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობა. მან ასევე განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ესაუბრა.
    პლატფორმას არ შეუერთდება „ევროპული საქართველო“.
    „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პლატფორმა უშედეგო იქნება, თუმცა მისი გუნდი შეხვედრებს დაესწრება.
    სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმა „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილიც.
    პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატები“.
    ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის/პოლიტიკოსის საჯარო პოზიცია ცნობილი არაა. „პუბლიკამ“ თავი მოუყარა იმ განცხადებების ნაწილს, რომელიც დღეს სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
    „მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
    მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.

    პუბლიკა
  17. tvati
    „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მოლითში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ხვალ და დღეს დასავლეთ საქართველოსკენ და დასავლეთ საქართველოდან რეისები გაუქმდა.
    „უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
    უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:
    თბილისი-ბათუმი (802),
    თბილისი-ზუგდიდი (870),
    თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
    ბათუმი-თბილისი (803),
    ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
    ფოთი-თბილისი (873),
    ხაშური-ზესტაფონი (6446)
    ზესტაფონი-ხაშური (6417).
    გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აცხადებს „რკინიგზა“.

    პუბლიკა
  18. tvati
    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
    მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა.
    ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს.
    „კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მართლაც, არსებითია. ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავად მუშაობას მის მისაღწევად“, - განაცხადა ბლინკენმა გუშინ, დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
    ამერიკელი დიპლომატი, სავარაუდოდ, შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს.
    შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი, ისრაელში ვიზიტამდე, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და კატარში იმყოფებოდა.

    იპნ
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
    მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები.
    „იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
    ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
    სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
    სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

    იპნ
  20. tvati
    ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ.
    როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.
    „ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.
    ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

    იპნ
  21. tvati
    "ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში."

    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/865811621893522/
  22. tvati
    სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული.
    ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“.
    ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად.
    ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრო არაა“ და რომ სტატუსს უნდა მოჰყვეს რეალური შედეგები, საამისოდ კი ერთიანობაა საჭირო.
    შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მზადაა, შექმნას „მომავლის ქარტია – „ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“!
    პრეზიდენტის თქმით, მომდევნო დღეებში აპირებს, შეხვდეს პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და  უმასპინძლოს.

    პუბლიკა
  23. tvati
    გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.
    ბუჩუკური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით და ფაქტობრივად დაემთხვა მათი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.
    დეპუტატის თქმით, „საქართველოსთვის“ გააგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მიიჩნევენ, რომ მისი როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია. თუმცა, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყნის თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ:
    „შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის. მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში,“ — ამბობს ბუჩუკური.
    ამ თემაზე წაიკითხეთ: პარტიები, რომლებსაც მოსწონთ პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“
    პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსებს საკოორდინაციო ცენტრს, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.
    ზურაბიშვილის თქმით, ამ მიზნით მომავალ დღეებში აპირებს მოიწვიოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები.

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    "ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპაში. მაგრამ ეს ფორმატი გაუგებარია, ამიტომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად არის გაუგებარი, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ."

     ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/928740008839178/
  25. tvati
    საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე. 
    საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.
×
×
  • შექმენი...