Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ტ.-მ 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - ბრალდებული პირი დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში. იპნ
  2. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მათი თქმით, “ტექნიკურ ხარვეზს”, რომლის შედეგადაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან დილიდან სიმღერები ისმის და აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს. სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ აფასებენ მოხდარს ჰაკერულ თავდასხმად. დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ის სიმღერები და განცხადებები ისმის, რომელსაც ხშირად მოისმენთ ხოლმე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ევროკავშირის ჰიმნი. ხმა გადახდის აპარატებიდან გამოდის. #323 ნომერი ავტობუსის მძღოლმა მანქანა გააჩერა, მას შემდეგ რაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ნეტგაზეთი
  3. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TV Imedi-მა გამოაქვეყნა ყოფილ პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიაზე ძალადობრივი დავდასხმის მანიპულაციურად დამონტაჟებული ვიდეო, რითაც გაავრცელა ტყუილი, დეზინფორმაცია. მანამ, სანამ TV Imedi არ გადმოგვცემს მის ხელთ არსებულ სრულ ვიდეომასალას გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ, ისინი არიან ამ დანაშაულის თანამონაწილე. შესაბამისად, არ არიან მოწვეული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგზე." ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას პარტია "გახარია საქართველოსთვის" აქვეყნებს.
  4. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს და შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ. აქუბარდიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან 12 დღიანი შიმშილობა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. „ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს. ამ წერილს უერთდება ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ. ერთობლივი წერილით ვითხოვთ, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ასევე იმას, რომ შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ. გათავისუფლდეს საპატიმროდან მზია ისევე, როგორც ყველა პოლიტპატიმარი. მინდა წაგიკითხოთ გვარები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ კიდე უფრო მეტი კოლეგა შემოგვიერთდება. მთავარი არის ის, რომ შეწყდეს ზეწოლა და შიმშილობა. 12 დღიანი შიმშილობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იყოს დასრულებული და ის იყოს თავისუფალი”, - განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
  5. "პუბლიკა" 24 იანვრის აქციების განრიგს აქვეყნებს, რასაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ
  6. დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება. “მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,” - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობზე დაწეული ფასების ფონზე ის მოსთხოვს, რომ “საპროცენტო განაკვეთები დაუყოვნებლივ დაიწიოს, და ასევე, ისინი მთელ მსოფლიოში უნდა მცირდებოდეს, საპროცენტო განაკვეთები უნდა მოგვყვებოდეს”. იპნ
  7. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისი თქმით, უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ დროს ვრცელდებოდა ყალბი ამბები მომიტინგეებისთვის თანხის გადახდისა და გაწვრთნილი ბოევიკების არსებობის შესახებ. „მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს. იპნ
  8. "მწოლიარე დედას უვლიდა ბინაზე (ეს უკვე ცალკე სისტემური ტრაგედია - გმირების საჭიროება ჩნდება იქ, სადაც სისტემებია გაუმართავი), დაიჭირეს და მალევე დედა გარდაიცვალა. რამე დაშავდებოდა რომ სამაჯური შეებათ და ისე მაინც დაეტოვებინათ სახლში? უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?! პირიქით, ბოდიშს უნდა უხდიდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შენს მოქალაქეს, რომ დედამისს ბინაში მოვლაზე უკეთეს სერვისს ვერ სთავაზობ! ბოდიშს და მადლობას!" - წერს ექიმი ჯაბა ზარქუა. ექიმი გიორგი ახობაძეს პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შეუფარდა. 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მან თქვა, რომ ჰყავდა ავადმყოფი დედა, რომელსაც თავად, მარტო უვლიდა, რის გამოც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ გაიზიარა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის პოზიცია, რომელიც ახობაძის პატიმრობას მოითხოვდა და ის ციხეში დატოვა. 14 იანვარს გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. 24 იანვარს გამართულ სხდომაზე ახობაძე კვლავ პატიმრობაში, ამჯერად მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დატოვა. სხდომაზე დაკავებულმა პროკურორს მიმართა და უთხრა, რომ მისი ქმედება იყო მკვლელობა. "თქვენ რაც შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად [შინაპატიმრობა], ერთ რამეს ცვლიდა - ვიქნებოდი მე საბურთალოზე [სახლში] თუ გლდანში [ციხეში]. დანარჩენი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთა რჩებოდა ზუსტად იგივე... არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის - ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება", - მიმართა ახობაძემ პროკურორს. გიორგი ახობაძეს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალს არ აღირებს. ის ამბობს, რომ ნარკოტიკები "ჩაუდეს" და მომხდარს მის საჯარო პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებს. ნეტგაზეთი
  9. მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს და ამას მზა ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების საქმეები მოწმობს. „ჩვენ დღეს ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს. პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის მოქმედებას, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს. ზუსტად ეს შემთხვევა გვაქვს ჩვენ როგორც ქალბატონ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ასევე სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციელი ხელშეუხებელია, რას ნიშნავს ეს? ანუ როდესაც მზია ამაღლობელი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ამ პოლიციელს მისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელია ჩადენილი. მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ”, - განაცხადა ზაზა თავაძემ. იპნ
  10. სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. „სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ. დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამასთან, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს. იპნ
  11. მსახიობი ნინო კასრაძე ამბობს, რომ ახლაგაზრდებს, რომლებიც თვეებია უწყევტად აპროტესტებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აქვთ ლეგიტიმური ბრაზი. მსახიობმა მიმართა მშობლების თაობას და მოუწოდა, დადგნენ მათი შვილების გვერდით, იყვნენ მათი ფარი. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას კასრაძემ თქვა, რომ როცა ითხოვენ ამავე თეატრის მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ითხოვენ პროვეროპული დემონსტრაციების მონაწილე ყველა პირის გათავისუფლებას, რადგან “ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, რომკებიც სისტემის ტყვენი არიან”. ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა. მათი თქმით, აპირებენ რეგიონებში გასვლას და მოქალაქეებთან შეხვედრას – “ყველა ნახავთ, რა შეუძლია თეატრს”. თეატრთან შეკრებილი სოლიდარობას უცხადებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა დაპატიმრებულ მოქალაქეს. უცვლელია მოთხოვნებიც – ხელახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება. “რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა. netgazeti
  12. „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა. მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და 5 მარტს ჩაინიშნა. ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. publika
  13. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა. დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“. „ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. რაც შემიძლია ახლა ვთქვა, არის ის, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა მხოლოდ პროკურატურასთან - ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და მთელი ქართული კულტურა ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა აუცილებლად შემოგვიერთდება. აქვე, ვიწყებ დაანონსებას - „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ! ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას - იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები - ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების. ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ - ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ! ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ! ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია! ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრნი იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ, მოდით აქ, ჩვენი მანიფესტი გრძელდება, ნუ წახვალ იქ, მოდი აქ!“ - განაცხადა დავით დოიაშვილმა. ipn
  14. მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა. კახა კინწურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, „ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა“. „დაახლოებით, რამდენიმე თვის წინ, კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე, კახა კინწურაშვილი „გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი, ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა. ის, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ“, - განაცხადა კინწურაშვილმა. ipn
  15. „სამართლიანი არჩევნები“, ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარადგენს. ცესკოში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად „ინსტიტუციური განვითარება“ და „ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა“ დაასახელა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები. ISFED-ის ცნობით, სხვები რეორგანიზაციას უკავშირებენ არა რეალურ საჭიროებებს, არამედ თავმჯდომარის პირად ანგარიშსწორებას 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მას ცესკოს წევრმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა. „დავით კირთაძის მეუღლე, სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი“, — აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე, თავმჯდომარის ორი მრჩეველი. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია. „გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს, რატომ გაუქმდა მათი საშტატო ერთეული და რა საჭიროებამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება. რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა ცესკოს რეალურ არსობრივ, სტრუქტურულ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ“, — აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“. დღესვე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „უსაფუძვლო“ და „არაარგუმენტირებული“ უწოდა განცხადებას ცესკოში რეორგანიზაციის ფორმალური ხასიათის შესახებ. „როგორც ჩანს, ორგანიზაცია, მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება… მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთხელ განმარტა რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს“, — აცხადებს ცესკო. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე გადავადების შესახებ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ ღიად დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად. საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა „ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესის დაანონსება. „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც გამარტივდა რეორგანიზაცია და გაუარესდა დასაქმებულთა უფლებები. netgazeti
  16. „ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. „11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“. მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“ – წერს თემურ ქათამაძე. თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და რასისტულად მიმართავდნენ. „ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინეს 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“. მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“. მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად]. შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა. წერილში თემურ ქათამაძე აღწერს თუ რა ვითარებაში ხდებოდა დაკავების ოქმების შედგენა როგორც მისთვის, ასევე სხვა დაკავებულებისათვის. თემურ ქათამაძე წერილში წერს, რომ წლების განმავლობაში მიმართავდა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ვერ მიიღო. ამის გამო ის მუდმივად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას. სწორედ ამ პროტესტს უკავშირებს საკუთარ დაკავებას 11 იანვარს. ის წერილში დეტალურად აღწერს მისი დაკავების გარემოებებს. მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც „რუსებო, ღორებო, მონებო“ არ მითქვამს. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქვია, არცერთ პროტესტანტს. ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს,“ – წერს თემურ ქათამაძე „ბათუმელებს“. publika
  17. პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ : პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT), თავისუფალი პრესა შეზღუდვის გარეშე (FPU), იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ), IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB), PEN International-ი, სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD) ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში ქეითი კილი, ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა), IRMI - რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი (უკრაინა). ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. ipn
  18. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია. ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანი საქმეები განიხილებოდა. საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. მოსამართლემ კომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2 -ის“ 60%-იანი წილის დაბრუნებაზე დავობდნენ. მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და ძალაში დატოვა საქალაქო გადაწყვეტილება. პუბლიკა
  19. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ამასთან, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურორი ნუგარ ჭიტაძის თქმით, საქმეზე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი იქნებოდა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკებთან ხელი მარტივად მიუწვდება. ამ პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, კაციას პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატი აცხადებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ არის. მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა. „არც ერთ შემთხვევაში... ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ",- განაცხადა კაციამ. ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. იპნ
  20. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ. ამასთან, მისივე განმარტებით, ის არის ექიმი, კერძოდ კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ახობაძის თქმით, მუშაობდა ამ მიმართულებით, მაგრამ წყვეტა ჰქონდა მხოლოდ იმ დრის, როცა ავადმყოფ დედას უვლიდა, „როცა ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს ვუვლიდი“. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  21. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა. 2024 წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. საიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე გამოძიების გამოწვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 ივნისის საქმეში დადგენილი სტანდარტების შუქზე. „შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე არ ჩანს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის აქტების ეფექტიანი გამოძიების ნიშნები და არც პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება როგორც 2024 წლის აპრილი-მაისის, ასევე, 28 ნოემბრის შემდგომ პროტესტებთან დაკავშირებით. მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებებისა, გამოეძიებინა ეს ინციდენტები, შედეგები საზოგადოებისთვის უხილავი რჩება, მაშინ, როდესაც ძალადობა განგრძობადია. 2025 წლის 17 იანვრის მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო ქმედებებმა მოიცვა 343 პირის, მათ შორის 49 ჟურნალისტის გამოკითხვა. თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებს პროტესტის დროს ჟურნალისტური საქმიანობის უფრო ფართომასშტაბიან ხელყოფაზე: ასეთი უკანასკნელი აქციების კონტექსტში 90-ზე მეტი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტების უმეტესობა კრიტიკული და ციფრულ მედია პლატფორმები იყვნენ, რაც მიუთითებს განსხვავებული აზრის ჩახშობის განზრახვაზე. საგანგაშოა ის, რომ მხოლოდ 52 მოქალაქეს აქვს დაზარალებულის სტატუსი, რაც საგრძნობლად ჩამორჩება რეალურ რაოდენობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ 28 ნოემბრიდან თითქმის ორი თვე გავიდა. დაზარალებულის სტატუსი კი მნიშვნელოვანი პროცედურული წინაპირობაა გამოძიების ეფექტიანობისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საჯარო წყაროებიდან და ვიდეო-ჩანაწერებიდან მოპოვებულია 1400 საათის ვიდეოჩანაწერი, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გამოძიების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს პარლამენტმა განმარტა, რომ საერთოდ არ ინახავს ვიდეო ჩანაწერებს. მიმდინარე აქციების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, საქართველოს პარლამენტი ამ ჩანაწერებს როგორ ინახავს და თანამშრომლობს თუ არა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. აღსანიშნავია, რომ საიამ მოითხოვა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მოხდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის დამოუკიდებელი საერთაშორისო მოკვლევა. ამასთანავე, საიამ ეუთოს მიაწოდა იმ მოქმედებების სია, რომლებიც უნდა შეასრულოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ხოლო მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედარებითი ანალიზი უნდა მოხდეს სწორედ შემდეგი მიმართულებების მიხედვით, რაც სრულად ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს საქართველოსთან მიმართებით საქმეებში. კერძოდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა: საჯაროდ გაამჟღავნოს გამოძიების პროგრესი, მათ შორის გამოკითხულთა დეტალები, განხილული მტკიცებულებები და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. უზრუნველყოს საჯარო ხელმისაწვდომობა იმ მასალებზე, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდას და შეამცირებს მიკერძოების აღქმას. უზრუნველყოს ყველა მსხვერპლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მიიღოს პროაქტიული ზომები დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისთვის. მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების მოთხოვნით. შეისწავლოს მაღალი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა და ქმედებები, მათ შორის, იმ პირების, რომლებსაც ევალებათ სამართალდამცავი ოპერაციების დაგეგმვა და ზედამხედველობა. ჩაატაროს გამოკითხვები ყველა იმ პირთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე. შეადგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში აქციის დაშლის კონტროლის ოპერაციების შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი დრო, დაგეგმვა, განხორციელება და ძალის გამოყენება. შეაფასოს, იყო თუ არა წინასწარი გაფრთხილებები აქციის დარბევამდე, მათი ადეკვატურობა. დროულად დანიშნოს და ჯეროვნად განახორციელოს სასამართლო სამედიცინო ესქპერტიზის პროცესი ყველა დაზარალებულ პირთან მიმართებით.“, – აცხადებს საია. პუბლიკა
  22. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს. 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა. ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია. „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება, – 17 დეკემბერს ცესკო რეორგანიზაციის საკითხს პრევენციული განცხადებით გამოეხმაურა: „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს“, – განაცხადა ცესკომ 17 დეკემბერს. პუბლიკა
  23. “შერატონ ბათუმი” მომხდარი დანაშაულის, შემდეგ კი მტკიცებულებების განადგურების თანამზრახველია . დაველოდებით გამოძიებას, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას და საქმის გამოძიებას. არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1646863152888132
  24. თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392
  25. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე. Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრესრელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან. მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს. მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები“, – ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს – უჩივლოს. ამის შესახები ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილს Julius Baer-ში გადატანილი ჰქონდა Credit Suisse-ისგან „გადარჩენილი“ აქტივების დიდი ნაწილი, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. სწორედ Credit Suisse-სთან ჰქონდა ივანიშვილს თავდაპირველად დავა. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. გარდა ამისა, ადვოკატის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer, „ფაქტობრივად, დაემუქრა“, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. ამასთან, ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ Julius Baer-მა „არასწორად (უფრო სათავისოდ) განმარტა“ ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. დავა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის, რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში. ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს. ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო. ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ. პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც. ადვოკატის ცნობით, სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილისთვის წარმატებით დასრულდა. მისივე განცხადებით, ბერმუდაში მიმდინარე საქმე „წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში“ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. ადვოკატის ინფორმაციით, შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...