-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა. აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სათვალთვალო დანაყოფის ჯარისკაცები არიან. თავის მხრივ, ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, თუმცა ჰამასი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად ჩვეულებრივი მოქალაქე ქალები უნდა გათავისუფლდნენ, ჯარისკაცი ქალები კი მხოლოდ ამის შემდგომ. ჰამასს 25 იანვარს გასათავისუფლებელი მძევლების სიაში მოქალაქე არბელ იეჰუდი უნდა შეეყვანა, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ იეჰუდს მომდევნო კვირას დაგეგმილი გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლებს. აქამდე, მძევალთა გაცვლის პირველი რაუნდის ფარგლებში, ისრაელმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის 471-დღიანი ტყვეობიდან სამი ისრაელელი ახალგაზრდა ქალი, რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი დაიბრუნა. ტაბულა -
პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო. „პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პერ კაპიტა, ანუ თითო ადამიანზე, მიიღო ყველაზე დიდი დახმარება [ამერიკისგან], ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში- ერთი მხრივ რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმია და მიჰყვება რუსეთის მოდელს. არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც, ალბათ, ძალიან სერიოზულად უნდა აინტერესებდეს და აშფოთებდეს ამერიკას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მისი როლია პარტნიორებს სთხოვოს, რომ იზოლაცია ქართულ საზოგადოებას არ შეეხოს. „იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოჰყვება დამოუკიდებლობის შემდგომ. ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონომიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარტნიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეს. „ჩემი მიზანი აქ არ იყო რაიმეს გადალაგება და არ ვთვლი, რომ რაიმეს გადალაგება საჭირო იყოს. ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის 30-წლიანი პოლიტიკა, რაც იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დავუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება მის გეგმებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ გეგმაა, „არჩევნები შედგეს“. „გეგმებზე არასდროს არ ვპასუხობ, იმიტომ, რომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცვას. გეგმა არის, რომ არჩევნები შედგეს, ეს ყველას მოთხოვნაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე. თუკი ისე მოხდება, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება. თუ არადა თვითონ ჩამოიშლება და ყოველი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად ორივე მხრივ არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში უფრო პარტიების მოვალეობა, ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი და მომავალი სტაბილურობის, ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
-
მარია რესა: მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მე-14 დღეს იწყებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ქართულ ენაზე გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishingმა გამოსცა. პუბლიკა -
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ. ასევე, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსვლელობის მონაწილეები სრულად გადაკეტავენ აღმაშენებლის ხეივანს, ისინი დაჯარიმდებიან. იპნ
-
„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი. იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება ფული და ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი. კი, ვიცოდი ეს 2012 წელს, მინდოდა ეს რეჟიმი წასულიყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას პირადად რომ შეეხო, სწორედ იმიტომ დაიწყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მე დავიჯერე, რომ მოინანია და უნდა ვალი დაგვიბრუნოს ქართველებს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | გადაცემაში „სანაია“ ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/542640835481111
-
„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970
-
ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო. „როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა. „ოცნების“ ბოლო დღეების პოზიციონირებაც ამას ადასტურებს. კარგია, რომ აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებს. თუმცა, გაძრომის საშუალებას არ მოგცემთ! თავდასხმის დღიდან ინტენსიურ გამოძიებას ვაწარმოებთ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა. დაკვეთა - ივანიშვილის, აღსრულება - თავდამსხმელებთან ერთად სუს-ის და პოლიციის, „შერატონ ბათუმის“ დახმარებით. გახარიას მთელი დღის განმავლობაში სუს-ი და პოლიცია აკონტროლებდა. თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ განლაგებულები „შერატონ ბათუმის“ ლობიში, ბარის მხარეს და ელოდებოდნენ, გახარია როდის შემოვიდოდა. შემოსვლის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. მეტიც, ჩვენმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „ოცნება“ წინასწარ იყო დალაგებული „შერატონთან“ 5 - ვარსკვლავიან სასტუმროში თავდასხმის დროს არც „რისეფშენი“ იყო და არც დაცვა. ამ წინასწარი გარიგების შედეგი იყო მათ შორის ის, რომ ბატონი ქორიძის ეპიზოდზე „შერატონს“ პოლიციაში არ დაურეკავს. უამრავი დეტალი გვაქვს დადგენილი, როგორ და რატომ დააგვიანა პოლიციამ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს „შერატონი“, სუს-ის წარმომადგენელი, გაწმენდის მიზნით, როგორ უმოწმებდა ტელეფონებს „შერატონის“ დაცვას, პოლიციამ იმავე ღამეს როგორ გაიტაცა უსაფრთხოების უფროსი (რომელიც კამერებზეა პასუხისმგებელი) და როგორ კოორდინირებულად მუშაობდა პროკურატურა და „შერატონი“ კამერების ჩანაწერების მძევლად ასაყვანად. არც ის დაგვრჩენია ყურადღების მიღმა აჭარის მთავრობა როგორ მუშაობს „შერატონის“ გენერალურ დირექტორთან და პროკურატურაში დალაგებულ ტექსტებს როგორ გვწერენ. კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა“,- წერს მეზვრიშვილი. ipn
-
ანა ბუჩუკური - დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის! ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1667679114126002 -
ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს. ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რეჟიმის დასასრულებლად დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1348274043290012
-
დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში; 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება. 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება. 19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან; 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან; 19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან 20:30 საათზე - რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ფასებით უკმაყოფილოთა მარში. 23:00 - იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“. რაც შეეხება რეგიონებს, ხვალინდელი აქციების გეგმა ასეთია: ახალციხე - 18:00 საათზე - არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - სამშობლოს სამსახურში! ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია - ბრძოლა გამარჯვებამდე; თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში! ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით - კი ევროპას, არა რუსეთს! იპნ -
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მსგავსად, თბილისის მერიამ ამ შემთხვევაშიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის წესები უხეშად დაარღვია. ორგანიზაციის შეფასებით, საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, მერიამ ერთი მხრივ, არაფერი მოიმოქმედა დემონტაჟის შეჩერებისა და ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვების პრევენციისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანებს თავშესაფრები პროცედურული გარანტიების დარღვევით დაუნგრია. სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში საბინაო პოლიტიკის არარსებობაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში არ შეიმუშავა სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკა, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრებლის უფლებების რეალიზებას შეუწყობდა ხელს. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული კანონმდებლობა „კვლავ უკიდურესად მწირი და ფრაგმენტულია”. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების” მუშაობის კორუფციულ, ანტისოციალურ და უსამართლო ბუნებას კიდევ ერთხელ ავლენს – სახელისუფლებო პირამიდის თავში მოქცეული პირებისა და კომპანიებისთვის კანონი პრაქტიკულად არ მოქმედებს და ისინი თავისუფლად ახერხებენ საკუთარი კერძო ბიზნეს ინტერესების რეალიზებას, ხშირად ქალაქის მდგრადი განვითარებისა და აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ღარიბი მოსახლეობისთვის კი სისტემა მხოლოდ რეპრესიული ლოგიკით მუშაობს და სრულად უგულებელყოფს მათ სოციალურ საჭიროებებს, ღირსებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს”. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მერიას: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების ალტერნატიულ ღირსეულ საცხოვრებელში გადაყვანა; უარი თქვას ღარიბების, უსახლკაროების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკაზე და თვითნებური და დაუცველი გამოსახლებაზე და შეიმუშაოს, საბინაო პოლიტიკა, რომელიც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების საცხოვრებელ უფლებებს და საჭიროებებს უპასუხებს. დღეს მერიამ თბილისის ზღვის დასახლებაში რამდენიმე ნაგებობა დაანგრია. ადგილზე იმყოფებოდნენ ამ ნაგებობების მფლობელები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ზოგ ნაგებობაში ცხოვრობდნენ და მერიამ მათი დანგრევა ისე დაიწყო, რომ პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს. ეს კომენტარები მათ TV პირველთან გააკეთეს. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი TV პირველთან ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობები იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, მერიამ ნაგობობების მფლობელები წინასწარ გააფრთხილა. პატრულის წარმომადგენელს მოქალაქე იქვე, ამ კომენტარის მიცემის დროს უსწორებს, რომ ამ შენობებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო. მერიის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, „ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.“ „აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც“, – აცხადებს მერია. პუბლიკა
-
სოხუმმა თბილისისგან ნერგები 42 მილიონ რუბლად შეიძინა – არუაა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” ავრცელებს. ცნობილია, რომ შესყიდვების ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი (430 ათასი დოლარი) შეადგინა . ორგანიზაციის განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოადგენს”ქართველი ფერმერების მხარდაჭერას აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე”. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის მაისში, მისი ბრძანებით, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ “ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის”. “ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებს, არამედ ზიანს აყენებს ჩვენს ეკონომიკას, ძირს უთხრის საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება მეგობრული აფხაზურ-რუსული ურთიერთობების სულისკვეთებას. რუსეთთან ვაჭრობა მცირდება, ხოლო საქართველოდან აფხაზეთში შემოსული საქონლის მოცულობა, მათ შორის, კონტრაბანდის გზით, ყოველდღიურად იზრდება”,- ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას, გააუქმოს ეს “ანტიხალხური გადაწყვეტილება”. ბგანბა დე ფაქტო პრემიერის პოსტზე აფხაზურმა ოპოზიციამ წარადგინა. ის ამჟამად აფხაზეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელია ბადრ გუნბას ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ. ნეტგაზეთი -
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომელიც Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ განხორციელდა, მოიცავდა საგადასახადო აპარატებში შეღწევას, რაც პირდაპირი „მესიჯი“ იყო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება. საქართველოს ხალხს: ადექით, წინააღმდეგობა გაწიეთ და თავისუფლება დაიბრუნეთ. მარტონი არ ხართ ამ ბრძოლაში. გაუმარჯოს საქართველოს,” - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. იპნ
-
მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრილისა და 28 ნოემბრის შემდეგ გამართული პროტესტების კონტექსტში უკანონო დაკავებებისა და სამართალდამცავებისა და არაიდენტიფიცირებული შენიღბული პირების ("ტიტუშკების") მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირი არ გამოეთხრება ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით. ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ეს სენსიტიური კანონები მიღებულ იქნა დაჩქარებულად, შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“, - განაცხადა კომისარმა. ასევე აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტიმ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა წამოწია, რომელიც მან საპატიმროში მოინახულა. „მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების საფუძველზე რომელიმე სამომავლო გადაწყვეტილებისადმი წინასწარი განწყობის გარეშე, მჯერა, რომ მისი წინასწარი დაკავების გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე",-განაცხადა კომისარმა. იპნ
-
ფოტო: მინდია გაბაძე/„პუბლიკა“ იუსტიციის სახლიდან პარლამენტისკენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სოლიდარობის მარში იმართება. მარშს შეუერთდნენ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უსამართლო რეპრესიებს მსხვერპლებს, ვინც პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. იუსტიციის სახლიდან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეგი კაციტაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა: მიხელ ყაველაშვილმა 2024 წლის 30 დეკემბერს ხელი მოაწერა „ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებულად, სამ დღეში მიღებულ ცვლილებას საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდნენ. პუბლიკა
-
ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო. იპნ
-
ევროკავშირმა ბრიუსელში აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის ახალმა საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიიღწია აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია. მან ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ცნობილია, კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი. "სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს". - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს. ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს, ბრიუსელში აშშ-თან ურთიერთობის განხილვას აპირებენ. formula -
განახლება: სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა. თავდაპირველად ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ეწერა, რომ ნიკა კაციამ მათ წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ ომბუდსმენის აპარატიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, რომ კაციას მათ წარმომადგენლებთან დაფიქსირებული აქვს, რომ ერთი კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდათ. ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ კონკრეტული საჭმლის გარდა ჭამდა თუ არა ნიკა კაცია სხვა რამეს, სახალხო დამცველის აპარატში პასუხი არ აქვთ. ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ. კერძოდ, დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ნიკა კაცია, რომელიც გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება, რამდენიმე დღეა მშიერია. „[ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის ,მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს. მე-8 იზოლატორის ადმინისტრაციამ მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი” ,- განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ლელა ახობაძემ. ინფორმაციას ნეტგაზეთთან უარყოფენ პენიტენციურ სამსახურში. ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. netgazeti
-
„კინო ტერორის წინააღმდეგ“ – კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. „სოლიდარობას ვუცხადებთ: 53 სინდისის პატიმარს ჟურნალისტებს და განსაკუთრებით მზია ამაღლობელს სტუდენტებს თეატრს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, სოფელ შუქრუთის მაღაროელებს, მწერლებს, მუზეუმის თანამშრომლებს, არქეოლოგებს, არქიტექტორებს, IT პროფესიონალებს, ბალდის კანიონის მცველებს, ყველა გაფიცულს ყველა მშრომელს მოქალაქეებს, რომლებიც 58 დღეა რუსთაველზე ჯიუტად დგანან ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში გაცხადებული ტერორის წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვდგავართ იმ ინსტიტუციასთან, საიდანაც თითქმის 2 წლის წინ, ჩვენი პროტესტი დაიწყო. ინსტიტუციასთან, რომელიც გადაიქცა მორჩილი ფუნქციონერების თავშესაფრად, რომელიც თვალს ხუჭავს და დუმს იმ უსამართლობებზე, რაც უკვე ჩვენი ყოველდღიურობა გახდა – არაჰუმანური, ფაშისტური კანონების დაკანონება, უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ჩვენი კოლეგების დაპატიმრება, წამება, გატაცება, დაშინება და შანტაჟი. განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი კინო მოძრაობის წევრს, მსახიობს – ანდრო ჭიჭინაძეს. ასევე, დღეს ჩვენს ორ კოლეგას, პროდიუსერ ქეთი დანელიას და რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლო პროცესი ჰქონდათ – ეს უკვე გახდა ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, ერთიანობის გაძლიერება, რომ რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაინგრეს. კინოცენტრს დღეს ხელმძღვანელობს ბექა დავითულიანი – ადამიანი, რომელმაც რუსულ კანონს ორივეჯერ მოაწერა ხელი და მას კინოს სფეროში არანაირი კომპეტენცია არ აქვს. აგრეთვე, ბაჩო ოდიშარია – პროპაგანდისტული ტელევიზიის წამყვანი და სამთავრობო პროპაგანდის ერთ- ერთი მთავარი შემოქმედი დღეს განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ქართული კინო. რეჟიმი ცდილობს მოსპოს შემოქმედებითი თავისუფლება, ჩააახშოს კრიტიკული ხმა, დააკანონოს ცენზურა, ჩამოშალოს ინსტიტუციები და მოგვაქციოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში. ის, რაც ჩვენ, კინოში მომუშავე ადამიანებს 2 წლის წინ დაგვატყდა თავს, ახლა მთელი ქვეყნის რეალობად იქცა. მაშინ ჩვენ ვამბობდით – ქართული კინო საფრთხეშია! ახლა ვამბობთ – საქართველო საფრთხეშია! ამიტომაც, სანამ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!! ვიბრძვით ბოლომდე!“, – ნათქვამია მიმართვაში. publika
-
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. გახარიას თქმით, მასზე განხორციელდა „წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით”, რომლის „ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი”. „საქართველოსთვის“ ლიდერს საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს. გიორგი გახარია ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება“.
-
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული. „მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქე ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე. ყველაფერს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
-
არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს. „15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად. რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
-
დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხეში ავიწროებენ. ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. კაციას მორიგი სასამართლო პროცესი გუშინ, 23 იანვარს გაიმართა. როგორც საბა სხვიტარიძის დედა აცხადებს, ის ნიკა კაციას პროცესს ესწრებოდა და სასამართლოში მოისმინა, რომ ის 3 დღეა მშიერია, რადგან ციხეში ავიწროებენ. „[ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს. მე-8 იზოლატორის ადმინისტრაციამ მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი” | განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ლელა ახობაძემ. ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ნიკა კაციასთან დაკავშირებით დარღვევებს არ ადასტურებენ. „დამატებით, 24 საათიან რეჟიმში დაწესებულებებში ხელმისაწვდომია გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობა და ყველა პატიმარს შეუძლია ნებისმიერ დარღვევაზე აცნობოს გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში. სახალხო დამცველის აპარატში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ნიკა კაციას მდგომარეობის გასაცნობად დღეს აპარატის თანამშრომლები მე-8 იზოლატორში შევიდნენ. netgazeti
-
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ამის შესახებ ის X-ზე წერს. 20 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ. მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზოდ სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს. ექსპერტების განმარტებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვეულებრივი პასპორტებით შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იარსებებს სახელობითი სია, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ პირებს დაუწესდებათ შეზღუდვები. პუბლიკა