Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ბათუმი შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა. ამასთან, მისივე თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ასევე თავდასხმის ამსახველ სასტუმროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებსაც ანადგურებენ. აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს. მეზვრიშვილის განმარტებით, ფაქტის შესახებ სასტუმროს სათავო ოფისსაც აცნობეს. „სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ექსპერტიზის მტკიცებულებები და ახლა, თითქოს ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს!“ - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“. იპნ
  2. საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო. და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟმების დანიშვნაში მდგომარეობს, და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ. და ეს იქნება კითხვა [აშშ-ის] შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს - ენერგეტიკის მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალურ აზიამდე გზას, და ქვეყანაა, რომელიც არსებითად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ციხესიმაგრე იყო. საქართველო, სომხეთთან ერთად, - ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, - მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. და ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ციხესიმაგრე ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  3. ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართველოს მთავრობა] შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების მარცხს ნიშნავს კავკასიის ამ ცენტრალურ რეგიონში. და ეს მხოლოდ კავკასია არაა, ეს შავი ზღვაა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მიზანი ასევე შავი ზღვაა, და რუმინეთში ან მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები ასევე რუსეთის შავი ზღვისთვის ინტერესია. და ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა ასევე აშშ-ის ინტერესებისთვის. დიდი პორტები გვაქვს შავ ზღვაში, რომელიც შეიძლება ჩინეთს გადაეცეს - ეს არის ამ დე ფაქტო მთავრობის გეგმებში. ასე რომ, ეს აშშ-ის, ისევე როგორიც ევროპის, დიდი ინტერესებია, რომლებიც რისკის ქვეშაა ამ რეგიონში… მას [ტრამპს] სწორედ ეს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, სანამ სიტუაცია ღია კრიზისში არ გადაიზარდა. 53 დღის განმავლობაში ქუჩებში გამოდის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ამ მთავრობას, რომელსაც მანდატი არ გააჩნია, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს საქართველო მის ევრო-ატლანტიკურ გზას დააშოროს, და ამისთვის ამერიკის მხარდაჭერა გვჭირდება. და ტრამპმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტად არჩეული იყო და ხვალ პრეზიდენტი იქნება, მითხრა, რომ ის იყო საქართველოში, ის აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება, რომ თქვენი, ამერიკელების, გონებაში იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  4. მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ". იპნ
  5. “შერატონ ბათუმის” დუმილი ნიშნავს დანაშაულის თანამონაწილეობას. ამასთან, მკაფიოდ ვნახეთ, როგორ ანადგურებდნენ თავდასხმის ღამით სამხილებს, ეს ნამდვილად რეპუტაციის ფასი დაუჯდება შერატონის ბათუმის ფილიალს. თემო ტარიელაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/438872172597624
  6. შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ. “ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“, - აღნიშნულია შეტყობინებაში. მომხმარებლების განცხადებით, აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომი აღარაა Apple Store-სა და Google Play Store-ზე. ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ TikTok-ის აკრძალვას, დიდი ალბათობით, 90-დღით გადაავადებს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა. ipn
  7. უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარის დაიცვის შემდეგ განუცხადა. მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა. ამასთან, ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნურმაგომედოვმა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა, თუმცა მისი თქმით, იცოდა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა რთული იქნებოდა და დვალიშვილის პერფორმანსი არ გაკვირვებია. "წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა. ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო. ipn
  8. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში იმყოფება. ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ზურაბიშვილი დაესწრო წინასაინაუგურაციო წვეულებას, სადაც ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა. მე-5 პრეზიდენტმა TV პირველს განუცხადა, რომ აშშ-ში მზად არიან, საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ. „მზად არიან, რომ დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირობები შეიქმნას, ისეთი, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ სამართლიანი იქნება შემდეგი არჩევნები. ამაზე ვიმუშავებთ, მაქვს მათი მზადყოფნა, რომ ყველანაირად დაგვეხმარონ და ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, ახლი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. უნდა ძალიან სწრაფად ვიმუშაოთ, ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომ ერთად მოვამზადოთ ახალი არჩევნები. არა მხოლოდ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე და მის აუცილებლობაზე, არამედ მოვამზადოთ ეს არჩევნები. ამით მე ვარ ძალიან გამაგრებული, რომ ეს მხარდაჭერა არსებობს. ის, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი ასე მზადაა, ჩვენ ვნახეთ მათ ანგარიშში, რომელიც იყო მკაფიო არჩევნების გაყალბების შესახებ. მათ აქვთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები და ამითაც შეიძლება, ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მან. ამავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მისი სახითაა ინაუგურაციაზე წარმოდგენილი და ის ამით ბედნიერია. „არ შეიძლება, რომ რეჟიმი იყოს დასანქცირებული, როგორიც არის უკვე მისი მთავარი წარმომადგენლები. არ შეიძლება სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი იყოს მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე, ეს მხოლოდ არჩევნების საკითხი აღარ არის. ესაა საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან. რომელსაც აღარ აქვს არცერთი ნიშანი დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის. და ვერ ექნება ვერცერთი პრეტენზია რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის, ესაა ჩემი მთავარი გზავნილი აქ.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება. პუბლიკა
  9. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებას “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს. ინიციატივაზე ხელმომწერთა პარტიული შემადგენლობა მრავალფეროვანია – მათ შორის არიან როგორც ლიბერალ-დემოკრატები, ისე ლეიბორისტული პარტიისა წვერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. ინიციატივა 13 იანვარს, 6-მა დეპუტატმა წარადგინა, მალევე ხელმომწერთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, 18 იანვრის მონაცემებით კი მას 18 ადამიანი აწერს ხელს.წინადადების განხილვა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. “პატარა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართvელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების მზარდი პრაქტიკის გამო. გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენების ზრდის ხელშეწყობაში. აღნიშნავს, რომ აშშ-მ დაასანქცირა ივანიშვილი და მოუწოდა დიდ ბრიტანეთსაც იგივეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიის უკანდახევის გამო. მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ჰქონდეს უფრო მჭიდრო პარტნიორობა ევროკავშირის წევრებთან რუსეთის ჩარევების საწინააღმდეგოდ”, – წერია თემთა პალატაში წარდგენილ ინიციატივაში. ინიციატივას ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: 16 იანვარს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც წინასწარ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი, მოსალოდნელი სანქციების გამო. ამ შემთხვევაშიც, პარტია არ ღალატობს ჩვეულ რიტორიკას ე.წ. გლობალური ომის პარტიისა და “დიფ სთეითის” შესახებ და აცხადებს, რომ “დიდი ბრიტანეთი ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი”. პოლიტსაბჭოს განცხადებიდან მეორე დღეს, 17 იანვარს, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ბრიტანეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები როგორც ივანიშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს. გასული წლის ბოლოს, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს: მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ფოტო: Tolga Akmen/EPA ნეტგაზეთი
  10. უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. იპნ
  11. ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1114610976819926
  12. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, - წერს ჯო უილსონი. ამერიკელი კონგრესმენის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსაც შეხვდა. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მომავალ თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტს შორის შეხვედრა შესანიშნავი იყო. მშვიდობა ძალის მეშვეობით დაბრუნდა“, - წერს ჯო უილსინი. ჯო უილსონის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს გააცნო. „მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა. იპნ
  13. თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის: 14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო 15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან 18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან 19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 20:30 – „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ - ფილარმონია 21:00 - საჯარო ლექცია - „ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისთვის“ - ქაშვეთსა და კლასიკურ გიმნაზიას შორის 21:30 - საჯარო დისკუსია - „როგორი სახელმწიფო გვინდა“ - არწივის ქვეშ რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“ ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას - „სამშობლოს სამსახურში!“ ზუგდიდში, 17:00 საათზე - „ბრძოლა გამარჯვებამდე“ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ - მერიის წინ ახალციხეში, 18:00 საათზე - „არა რუსულ რეჟიმს“ - შოთა რუსთაველის ძეგლთან. იპნ
  14. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამის შესახებ ჯო უილსონი X-ზე წერს და აზიარებს „საერთაშორისო – გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერიას, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები). კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით. სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. „მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლო მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და მისი ხელშემწყობების ქსელს!“- წერს ჯო უილოსონი. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით. netgazeti
  15. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები)“. 14-მა დეპუტატმა ბრიტანეთის თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომლითაც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი იყო. გუშინ, 16 იანვარს „ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იხსენიებს ივანიშვილის კონსპირაციას გლობალური ომის პარტიის შესახებ და წუხლის გამოთქვამს იმაზე, რომ ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია“. იპნ
  16. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. იპნ
  17. გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. TV პირველის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დარაჯი – მას შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული და ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია. იპნ
  18. ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაში არიან „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ „ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით“. „ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ოფიციალურად მოვითხოვეთ და რისი მიღების უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე. „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციასთან დღეს შემდგარი კომუნიკაციისას, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად მიგვითითა 10 სამუშაო დღიან ვადაზე, რაც პირდაპირ აჩენს საფუძვლიან ეჭვს პროცესის გაჭიანურებასა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების მთლიანობისა და უწყვეტობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, აღნიშნული კადრების სასწრაფოდ გადმოცემას, რასაც არ სჭირდება რაიმე დამატებითი გონივრული დრო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის თანამშრომლების მოქმედებებით თუ უმოქმედობით თავიდან ვერ იქნა აცილებული სასტუმროში მომხდარი ორგანიზებული თავდასხმა და არ იქნა დაცული შემთხვევის ადგილი, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ადმინისტრაცია შესაძლოა იმყოფებოდეს ზეწოლის ქვეშ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ვიდეოფაილების გადმოცემის გაჭიანურება, რაც უკვე დამუშავებული სახით, ჩვენი ინფორმაციით მზად აქვთ. პარალელურ რეჟიმში ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ დრომდე იმალებიან და საჯაროობას გაურბიან თავდასხმაში მონაწილე პირები. ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა არ დარჩება დაუსჯელი! ამ დანაშაულის ორგანიზატორებსა და თანამონაწილეებს გარდაუვლად მოუწევთ პასუხისგება! და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან! ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,- აღნიშნა სიჭინავამ. იპნ
  19. 5 დეკემბერს დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი ნუცა ერემიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას იხსენებს. ნუცა ერემიანი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში ძალადობრივად შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა არა მარტო ანრი კვარაცხელიას, არამედ დაკავებულის დას და მეუღლეს. „კარზე გვესმის ხმაური, როგორ ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხას და ჩუმად შემოჭრას. პირველი მათი წინადადება იყო: თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მოგვაწოდოთ, ცუდად ვარ. ჩვენ მანქანა არ გვაქვს და უკვე ვიცოდით, რაშიც მდგომარეობდა საქმე. ვთხოვდით, ჩხრეკის ორდერი ან რამე დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინათ, მაგრამ რატომღაც ძალადობის გზა აირჩიეს. კარებს არ ვაღებდით. ფანჯრის მხრიდან მესმის ბრახუნი, როგორ ურტყამს წიხლს და ხელებით აწვება ფანჯარას, რომ გადმოანგრიოს. კარებს ვეღარც ვიჭერდით, სახელური იმდენად გატეხილი იყო, რომ ძირს ჩამოვარდა და მხოლოდ გასაღების ბუდე იყო დარჩენილი“, — იხსენებს ნუცა ერემიანი „რადიო თავისუფლებასთან“. მისი თქმით, სახლში დაახლოებით 15 პოლიციელი შეიჭრა. მაშინ ნუცამ არ იცოდა, რომ ორსულად იყო. „ორი მე მაკავებდა, ორი — ანას, ჩემი მეუღლის დას. დანარჩენები ანრის იგერიებდნენ ცემით, წიხლებით მუშტებით, გინებით, ზოგი პროვოცირებას უწევდა. ერთ-ერთი, ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემ წინ დადგა და ორივე ხელით ყელში მწვდა… ანას ერთი თმებში სწვდა, ხელები მოუგრიხა, ზურგზე დაადებინა. ერთ-ერთმა წელზე მოჰკიდა ხელი ისე, რომ ანას სუნთქვა შეეკრა და გადააგდო კარადის მიმართულებით ძირს. ანრი კი არ გაიყვანეს, გაათრიეს სახლიდან. თმებში ხელი მოჰკიდეს. ეცვა მხოლოდ საცვალი და წინდები. ამ შეტაკებების და ცემა-ტყეპის მერე, 2 კვირის თავზე გამირთულდა სუნთქვითი პრობლემები, მიმდიოდა გული, ვერ ვჭამდი საჭმელს. სტრესის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა. ექიმთან როცა წავედი, მითხრეს, რომ 3 კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი. იყო სტრესის ბრალი. მჭირდებოდა ძალიან დიდხნიანი დასვენება. დღემდე ვებრძვი შფოთვით აშლილობას“, — ამბობს ნუცა ერემიანი. 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, გდდ-ის თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალებში არის პოლიციელის მისამართით გინების, შუა თითის ჩვენების და მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი. ნუცა ერემიანი ადასტურებს, რომ პირველ კადრში მისი მეუღლეა, თუმცა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ეპიზოდში — არა. „არ არის ანრი, იმ მომენტში იქ ვიყავი, ვხედავდი. ჩანს მხოლოდ მარჯვენა ხელი, არც სანთებელა უჭირავს, არც [მოლოტოვის კოქტეილს] ისვრის“, — აცხადებს ნუცა ერემიანი. netgazeti
  20. მედიის წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს. პარალელურად, ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს. ისინი მოითხოვენ, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. 15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა. მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. publika
  21. აქტივისტმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფომრაცია „პუბლიკას“ საიას იურისტმა დარეჯან სალდაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ქათამაძემ შიმშილობა გუშინვე, დაკავების შემდგომ დაიწყო და იღებს მხოლოდ წყალს. ადვოკატმა გვითხრა, რომ საქმე ქვეყნიდან გაძევების საკითხთან არის დაკავშირებული, სასამართლო სხდომა 48 საათში ჩაინიშნება და საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა მაშინ მიეცემა. გუშინ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, კვლავ დააკავეს. მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ გაავრცელა. ვიდეოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქათამაძეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად. თემურ ქათამაძე კი ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”. ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. თავდაპირველად თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 14 იანვარს კი სასამართლომ ქათამაძეს და კიდევ ორ დაკავებულს – გოდერძის ფრანგიშვილსა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ქათამაძე 16 იანვარს გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან, თუმცა კვლავ დააკვეს. პუბლიკა
  22. - დარწმუნებული ვარ, გახარიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, იყო გზავნილი - გასაქცევად გამზადებული საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც. - როგორ ფიქრობთ, ფულის ტომრები რომ უზით პარლამენტში, ვინც ფული ივანიშვილის გარეშე იშოვეს, გამოიარეს მხედრიონი, ნაციონალი მოძრაობა და აქამდე მოვიდნენ, დათმობენ ფულს? - გიორგი გახარიაზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ეს იყო ჩასაფრება. ცდილობდნენ ზვიად ქორიძე გაერიდებინათ ადგილიდან, რომელიც ჯიუტად იჯდა, რათა მოწმეები არ ჰყოლოდათ. სოფიო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. სრული გადაცემა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/587872524107691
  23. ზუსტად ვიცით, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და ვინც დაგეგმა და განახორციელა, უნდა იცოდნენ, რომ მათი დამალვის შანსი არის ნული. ივანიშვილის მხრიდან გახარიასთან კონტაქტი ვერ იქნებოდა, რადგან ის არის ჩვენი იდეოლოგიური მტერი და ზუსტად იცის რა პასუხსაც მიიღებდა. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/906041534698230
  24. თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად უარყოფს აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს. დემონსტრანტებისთვის მიუღებელია იოსელიანის განცხადება, თითქოს აქციაზე დაკავებული ასობით ადამიანის წამებაზე არ უთქვამს, რომ „სისტემურია“ და რომ მას არ სჯერა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების. „ის არა ხალხის, არამედ რეჟიმის დამცველია“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა აქციაზე სამგლოვიარო თაიგული – „ვენოკი” მიიტანა. აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან 3 მუყაოს ყუთით მიიტანეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. პუბლიკა
  25. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
×
×
  • შექმენი...