Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.340
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. აპარატის ინფორმაციით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. აქედან სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს იმყოფებოდა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს. „იმ დროისთვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება, თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში“, — აცხადებს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის აპარატი ამბობს, რომ გამოთხოვილი აქვს მზია ამაღლობელისთვის მიმდინარე კვირაში ჩატარებული დამატებითი კვლევების შედეგები, ხოლო ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია). „გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას. სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს“, — აცხადებს ომბუდსმენის აპარატი და დასძენს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდება. ნეტგაზეთი
  2. 3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის. როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”. პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.
  3. ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებამდე , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, ასახული იქნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. „მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააკნინოს ამ დოკუმენტის შინაარსი და ამ სტრუქტურის ინსტიტუციის მნიშვნელობა, ხაზი უნდა გაესვას, რომ განსხვავებით ევროკავშირის ევროპარლამენტისგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის საქართველოს წევრობაზე დაფუძნებული. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა და თუ ამასაც არ შეასრულებენ რეალურად, მათ მოუწევთ ამ ორგანიზაციის მთლიანად დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, ასახული იქნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაციის შეფასებები, რომლის წევრია საქართველო და რომლის შეფასებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება აქვს ქვეყანას. ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართლ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“. ipn
  4. „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტი პლატფორმა X-ზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობით, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა, შიმშილობს. „მედიის თავისუფლების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს. “მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს. ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის" 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები არიან: ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები. ipn
  5. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. „მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია. მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები. შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს: სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი. მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად; გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები; შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად; უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები“, - აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. იპნ
  6. ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს. რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851
  7. როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“. „უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების კანონი, (რომელსაც მე ვეტო დავადე), მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყურადღების ცენტრში უცხოური აგენტების კანონი იყო და სანქციებისთვის გვერდის ავლის ოფიციალური თავშესაფრის შექმნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. იპნ
  8. ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. AQNknvRyCkHzeG_yWkMYVm5KtL7uWy_ueESD1noL5Pc5TgtZ7Ydp9CEeALJW9dr_tiBhY3GNAHUjbAxHrZHpcIl4.mp4
  9. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა CBS News-ი ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის მაშველებმა მდინარიდან 18 ცხედარი ამოიყვანეს. აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ. იპნ
  10. ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი. პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის. შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ეცნობა „საშინელი უბედური შემთხვევის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების მუშაკებს „წარმოუდგენელი მუშაობისთვის“ ნეტგაზეთი
  11. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს. გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ. PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა მისცა 114-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 13. „ქართული ოცნების” წევრებისთვის „დათქმები მიუღებელია“. ანა ფირცხალაიაშვილი წერს: საქართველო ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დღეის მდგომარეობით 46 წევრი სახელმწიფოა. ორგანიზაციის ისტორიაში სულ 2 სახელმწიფოა, რომელიც გავიდა/გარიცხეს წევრობიდან: რუსეთი – 2022 წლის 16 მარტს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ბელორუსი, რომელსაც ჰქონდა სტუმრის სტატუსი და 2023 წელს გაუუქმდა მას შემდეგ, რაც ბელორუსმა უკრაინის ომში რუსეთს დაუჭირა მხარი. პუბლიკა
  12. სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა. აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება. შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა. იპნ
  13. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიას გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, ვხედავთ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ფაქტობრივად, აფორმებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის ღალატს. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ზუსტად 26 წლისთავზე გააკეთა „ოცნებამ“ ეს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას წყვეტს. როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვამდე, პროპაგანდისტული, სახელისუფლებო მედია და მათი ჟურნალისტები პირადად, მათ შორის ჩემთანაც მოდიოდნენ კომენტარებზე იანვრიდან. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენმა პარტიამ გააგზავნა ოფიციალური წერილი სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმ მოთხოვნით, რომ „ოცნების“ თვითაღიარებული დელეგაციის ლეგიტიმაციის ცნობა არ მომხდარიყო. ამის შემდეგ სახელისუფლებო მედია მოდიოდა კითხვით: იყო თუ არა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და როგორ აფასებთ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ევროსაბჭომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება არ მიანიჭოსო? პირდაპირ ვეკითხები მათ, თუ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, მაშინ რა გამოდის, რომ თავად „ოცნებამ“ გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მთელი პროპაგანდა ამაზე იყო აგებული. როგორც მათ სჩვევიათ, ოპოზიციას აბრალებენ იმას, რასაც თვითონ აფუჭებენ. იყო ასეთი პროპაგანდა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, რადგან „ოცნების“ დე ფაქტო დელეგაციის უფლებამოსილების არცნობას ითხოვსო“, - განაცხადა შარაშიძემ. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებისთვის პრინციპულად მიუღებელია ახალი არჩევნების ჩატარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და „ოცნების“ მხარდაჭერა ახლა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ასეთი დაბალი მხარდაჭერა „ოცნებას“ არასდროს ჰქონია. რეალურად, მათ რომ მართლა ჰქონდეთ საზოგადოებაში მაღალი მხარდაჭერა, ბუნებრივია, ასეთ დიდ პრობლემებშიც არ გაეხვეოდნენ. სანქციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვიღებთ, ბუნებრივია, მათ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. მართალია კამერების წინაშე არ იმჩნევენ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია“, - განაცხადა შარაშიძემ. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იმიტომ სჭირდება, რომ დამოუკიდებლად და სუვერენულად გააგრძელონ ფულის კეთება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან, ის გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ დაწესებული სანქციებით ბიძინა ივანიშვილი როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურადაც ჩამოიშლება. „ივანიშვილმა შექმნა რეჟიმი და სამწუხაროდ, ის თავად არის იმ ტიპის დიქტატორი, რომელიც ერთდროულად დგას როგორც ფულზე, ასევე ძალაუფლებაზე. მას ფული სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალაუფლება სჭირდება იმისთვის, რომ არათუ შეინარჩუნოს საკუთარი ფული, არამედ კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი აქტივები. ბიძინა ივანიშვილი წარმატებით აკეთებს ფულს საქართველოში და მისი ქონებაც იზრდება. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ სწორედ საქართველოში ნაშოვნი ფულით იზრდება ივანიშვილის ქონება. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ის საქართველოში ფულს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის ხარჯავს, არის სრული მითი. მას საქართველო, როგორც ბაზარი სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივი შესძინოს საკუთარ ქონებას... ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელსაც აქვთ უზარმაზარი რესურსები. ფაქტობრივად, მათ მიტაცებული აქვთ ხელისუფლება. მათ უყვართ საუბარი, რომ ვიღაც რევოლუციას აწყობს თურმე, რაც სრული აბსურდია. გაუგებარია რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულო საკუთარი ხალხი, რომელიც ერთადერთი, რასაც ითხოვს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. არჩევნების მოთხოვნა რევოლუციას არ ნიშნავს. თუ ვინმე რევოლუციას აწყობს, ეს არის სწორედ „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც მინდა დავარქვა „ჰალსტუხიანი პეპლები“. ხომ გაგიგიათ ასეთი ფრაზა ერთ-ერთი ქართული ფილმიდან. სწორედ „ჰალსტუხიანი პეპლების“ რევოლუციასთან გვაქვს საქმე. შეკეტილები არიან საკუთარ კაბინეტებში, უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ კონსოლიდირებული და პირდაპირ ძალადობენ ხალხზე“, - განაცხადა შარაშიძემ. იპნ
  14. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო. თითქოს პროტესტზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო... როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ, თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა. სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო. ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1265954311150824
  15. იზოლაცია, რომელშიც დღეს “ოცნება” არის, მისი გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ”ოცნებამ” იმდენად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მისი აღდგენის არანაირი რესურსი აღარ აქვს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1172138121043279
  16. “ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა. მანამდე PACE-მ “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები. წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები მათთვის მიუღებელია. “დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო ,რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა. ნეტგაზეთი
  17. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 18 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ. “ამ კარავში ვიქნებით და მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ, იგი 18 დღეა შიმშილობს. პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა, თითქოს უნდა გადავიტანოთ სკვერში. არც სამანქანო და არც ტროტუარს არ ვკეტავთ, კანონიერად ვმოქმედებთ”, აცხადებენ აქციის მონაწილეები შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარავი ადგილიდან გაიტანა. პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიებზე სტიკერები დატოვეს წარწერით “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. “საკუთარ ფულად აქცია ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე საქართველოში ფული არ უკეთებიათ - ტყუილია! შემოსავლები მათ ჯიბეებში მიდის. ქვეყანა სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ბიძინა ივანიშვილი კი მდიდრდება. არ გვჭირდება ასეთი მმართველი, რომელიც თავის მოქალაქეებს, მოშიმშილეებს არ დაუდგება გვერდით”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. იპნ
  18. დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა. „მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი. იპნ
  19. ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნებამ“, რეზოლუციის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. იპნ
  20. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა. გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება. “საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტოკრატია გახდა. სამწუხაროდ, მოშიმშილე პატიმართან მიმართებაში არსებული ეს ტაქტიკა მსგავსია სხვა ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლების ციხის ადმინისტრაციისა, მაგალითად, ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის ტაქტიკას. აზერბაიჯანში გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები შიმშილობენ. მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივ, ხანდახან თვეების განმავლობაში შიმშილობას, რადგან ეს ერთადერთი გზაა მათთვის, მათ საქმეებზე ყურადღების მისაქცევად, პროტესტის გამოსახატად იმ ბრალდებებისადმი და მოპყრობისადმი, რაც მათ მიმართ აქვთ. სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ აზერბაიჯანის მსგავსია და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საქართველო ცნობილი იყო, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა კავკასიაში”, – აცხადებს საიდი. ნეტგაზეთი
  21. პენიტენციური სამსახური პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პუბლიკა
  22. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული, - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული. დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს რიბეირო. იპნ
  23. მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. განცხადების მიხედვით, მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ. მედიაკოალიცია ამბობს, რომ კრიტიკის საფუძველია ის ფაქტიც, რომ მაუწყებელი არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, ამ შემთხვევაში კი უკანონო წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, რომელიც უკვე 18 დღე შიმშილობს.
  24. გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, იოსებ გორგაძე სასტიკად არის ნაცემი და კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა. ოჯახის წევრებს და ახლობლებს აინტერესებთ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს. მისივე თქმით, ინფორმაცია ახლობლებს ადვოკატმა მიაწოდა, ხოლო ადვოკატს, თავის მხრივ, გორგაძის თანამესაკნემ მიაწოდა. კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ იოსებ გორგაძე მართვით სუნთქვაზეა. გლდანის ციხესთან შეკრებილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჯერჯერობით არავინ შეხვედრია. „ვივა მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, იოსებ გორგაძის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტისთვის, სხვა განცხადების გაკეთების უფლება კი მას არ აქვს. ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელიც აცხადებს, რომ პატიმრის მდგომარეობის გადასამოწმებლად აპარატის წარმომადგენელი კლინიკაში იმყოფებოდა. „პუბლიკა” დაუკავშირდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. მასალა უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება. იოსებ გორგაძე დაკავებულია ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ავარია 2024 წლის ოქტომბერში მოხდა. პუბლიკა
  25. „ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. „ტვ პირველის“ ცნობით შემთხვევა შაბათს მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...