Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება. “დღეს 28 იანვარს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე თბილისის ამ უბნისთვის სრულიად შეუსაბამო ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რაც სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „შავი ფულით“ გაყალბებას უკავშირდებოდა. შარშან აგვისტოში განაშენიანების გენერალურ გეგმაში კ2 კოეფიციენტის გაზრდა გავაპროტესტეთ, რის საფუძველზეც უკვე დღეს „ოცნების“ სპონსორს კალაძის უსიტყვოდ მორჩილი საკრებულო ოფიციალურად გაუფორმებს მრავალმილიონიან აქტივს. ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ისედაც დაუშვებელი იყო ასეთი მაღალსართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემა, რაც თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. დღეს კი ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე დამატებით 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება! კიდევ უფრო გაურთულდება ცხოვრება თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი კი კიდევ უფრო გამდიდრდება და გაამდიდრებს ოცნების კორუფციულ ყულაბას! მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება“ მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ სპონსორებს უკანონო საქმიანობა დაუკანონოს. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“ დგას კორუფციულ ფულზე და სპონსორებზე, ვისი „შავი ფულითაც“ აყალბებს არჩევნებს და ინახავს მოძალადე რეჟიმს. ჩვენ, გახარიას გუნდი, ვპირდებით მათ, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული ყველა იმ ადამიანის, ვინც პირდაპირ მონაწილეობს ამ უკანონო და კორუფციულ სქემებში”,- აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. იპნ
  2. არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. იპნ
  3. როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან, საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა, ნახსენები არ არის. „არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კობახიძის „წარმატებულ“ ვიზიტს და მისივე „კაბალურ პროპაგანდის მარჟას“ მინდა ორი სიტყვით შევეხო: პირველი: აშკარად დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე, კერძოდ, მაშინ, როდესაც კობახიძის „ადმინისტრაციამ“ ისე, როგორც თავად კობახიძემ გვამცნო საემიროებთან 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებაზე, მაშინ, როდესაც ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან (წყარო: https://www.mohamedbinzayed.ae/.../UAE-President-receives...) საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა ნახსენები არ არის. მეორე: არც თავად „იკაკოს“, არც მის „ადმინისტრაციას“ არ გაუჟღერებია პერიოდი, რომელშიც ეს ინვესტიცია განხორციელდება. მესამე: საინვესტიციო გეგმაზე, სექტორებზე - არც ერთ შესაბამის სახელმწიფო უწყებას არ უმუშავია, შესაბამისად, ეს გეგმა სადღეგრძელოა, „ოცნება“ თუ გააზრებულ-დასაბუთებული შეთავაზება, კაცისშვილმა არ იცის. ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 27 წლის განმავლობაში, საემიროებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგივე ტემპით, 135 წლის შემდეგ 6 მილიარდის მიღება ნამდვილად შესაძლებელია. მომდევნო 4 წლიან პერსპექტივაში კი - ეს ტოტალური ტყუილია. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ დასავლეთის ეკონომიკური იზოლაციის - აქედან შექმნილი პრობლემების დაბალანსება შესაძლებელია და მათ ამის გეგმა აქვთ. მაგრამ კობახიძეს ამჯერად ღიმილისმომგვრელად გაექცა „პროპაგანდის მარჟა“ ციფრებს თვითნებურად რომ ბერავს, აი ეგ „კოეფიციენტი“. თუმცა, ღიმილთან ერთად ამ ვიზიტში ძალიან სახიფათო ნიშნები იკვეთება. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების და ახლა უკვე საემიროებთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებით, "განაცებული" „ოცნება“, შესაძლოა იმას გეგმავდეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია აკრიტიკებს - სტრატეგიული ობიექტები... როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში და ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში. ეს კი დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში (ეს არის კრიტიკული წინაპირობა ამ შეფასებისთვის) - ქვეყნის რეგიონული ეკონომიკური ფუნქციის სრული დაქვეითების გარდა, სავალუტო და სავალო კრიზისის, გაუარესებული შრომის პირობებისა და სიღარიბის ზრდის გარდა არაფერს მოიტანს. ვისაც იმის განცდა აქვს, რომ აი ახლა დასაქმება გაიზრდება - აბა ნახეთ ჩინურ კომპანიებში, რამდენი ქართველი მუშაობს“, - წერს ლილუაშვილი. იპნ
  4. აჭარაში ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და მოითხოვეს, რომ სანდო, მრავალპროფილური ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. ექიმებმა ბრიფინგზე განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა. მზია ამაღლობელი ციხეში უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. კიდევ ერთმა ექიმმა ბრიფინგზე თქვა, რომ შეიძლება თანდათანობით ამაღლობელის ჯანმრთელობა ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი. პუბლიკა
  5. „ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სიჭინავას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ამ საქმიდან „სუფთად გაიყვანოს, მაგრამ ასე ვერ მოხდება“. „ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია. გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან უმთავრესი მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცეს მათი ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი მოტივით. იმ მასალების გაცნობით, რომელზეც წვდომა მოგვეცა, დადასტურდა ჩვენი გამოძიებით დადგენილი გარემოებები: - გამოძიება არათუ მუშაობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე, ორგანიზატორისა და დამკვეთის გამოვლენაზე, არამედ პირიქით, ფორსირებული ტემპით ცდილობს საქმის გაფუჭებას. საქმეზე დაზარალებული მხარის გარდა გამოკითხულია მხოლოდ ერთადერთი, ფაქტის არათვითმხილველი მოწმე - „შერატონის“ პერსონალი. - დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე „შერატონის“ ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია. პოლიციისთვის შეტყობინება განახორციელა ადგილზე მოსულმა ჩვენმა თანაგუნდელმა 01:44 წთ-ზე. - დადასტურდა, რომ გამოძიებას ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი და საქმეში ჩადებული ჰქონდა ვიდეოჩანაწერები და მე-2 - ამოღების განჩინება დასჭირდათ ვიდეომტკიცებულების მთავარი წყაროს სრულად ამოსაღებად, რომ მასთან პოტენციური წვდომა შეეზღუდათ ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში მყოფი „შერატონ ბათუმი“ სწორედ ამოღების განჩინების მიღებამდე შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადმოცემის პროცესს. - ორივე განჩინებით, გამოთხოვილი და ამოღებული ინფორმაცია, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებულია დალუქული სახით ისე, რომ საქმეში არ გახსნილა. შესაბამისად, დოკუმენტურად მასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებსა და პროკურორებს. - დადასტურდა, რომ გიორგი გახარიას საქმეში გამოკითხვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეომტკიცებულებები სრულად ამოიღეს „შერატონიდან“, ხოლო მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ - რაც ვიდეომტკიცებულებები დასამალად გაგზავნეს ექსპერტიზაზე. - დადასტურდა, რომ „შერატონ ბათუმიდან“ სახელდახელოდ ამოღებულია, პირდაპირი მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ე.წ. DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ, ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენი პარალელური გამოძიება აქტიურად აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების მოსაპოვებლად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ამ დანაშაულის შემსრულებლები, ჩვენი სამიზნეა ამ დანაშაულის დამკვეთი, ამ პოლიტიკური შურისძიების აქტის ავტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიდან სუფთად გაყვანასაც ცდილობს სისტემა. კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ეს ასე ვერ მოხდება“,-განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, გიორგი გახარიას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში“ დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. იპნ
  6. საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის. მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩება, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოების გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან მოდის შესაბამისობაში. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ipn
  7. ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. იპნ
  8. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართველი ხალხია მთავარი ელჩი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სახალხო პროტესტი, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს და არა დე-ფაქტო მთავრობა. ეს არის დასაწყისი. საუბარია დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებზეც თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/405710379296257
  9. „ბათუმელების” ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა. 9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა
  10. სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, - ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Tanjug-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. იპნ
  11. მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო. „ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, „კაპიუშონი“ ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის „ტიტუშკა“ მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული. ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი. მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ. ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის, არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - განაცხადა სხვიტარიძემ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა. იპნ
  12. ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, რომელიც უკვე 17 დღეა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შესახებ განხილვა წევრ სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ერთსულოვნებას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთსულოვნება, რომელიც საჭიროა სანქციების დასაწესებლად“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ბოლო 60 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მიუღებელია. „ხელისუფლების მხრიდან არსებობს ხალხთან საუბრის ნულოვანი სურვილი, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნა, ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი, მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია და ქალბატონი მზიას საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუა ხნის ასაკის ქალბატონისთვის პოლიციელის ცემისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ადამიანების ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, დიასჯებიან და სამართალი აღდგება“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  13. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ. ამის შესაძლებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრს არ ექნება, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. იპნ
  14. იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს. მან „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მათგანის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან PACE-ს ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. იულიან ბულაიმ არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებიდან გადახვევაზე – ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. როგორც იულიან ბულაი აცხადებს, ყველაფერი, რაც საქართველოში ნოემბრის შემდეგ მოხდა, ბევრ კითხვას აჩენს ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. „არჩევნების შემდგომი მდგომარეობა საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის და ამ არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდების გასაკეთებლად: პირველი არის საქართველოში მყოფი 53 პოლიტპატიმარის გათავისუფლება, რომელთაგან ერთი ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს; მეორე – ყველაფერი, რაც ნოემბრის შემდეგ მოხდა, [საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე] ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრ კითხვას აჩენს ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და გზას უხსნის ამ ასამბლეას და პალატას, რომ წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება, ყველა ძალასთან ერთად დიალოგით იმუშაოს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მთავრობას უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტი ფუნქციონირებდეს, ასევე, დეპუტატებს, რომლებიც აქ არიან ორივე ძალიდან, მათ შორის ოპოზიციიდან“,- განაცხადა იულიან ბულაიმ. ნეტგაზეთი
  15. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. როგორც პარტიაში აცხადებენ, პროკურატურამ მათ არ მისცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა. „გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრის მომცემი მოწმე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე, გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ექსპრემიერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ეს ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატებს წვდომა ექნებათ საქმის მასალებზე. საქმე ეხება 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დაესხნენ გიორგი გახარიას. ის ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გიორგი გახარიას დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში. უკვე ორი კვირაა, გახარიას პარტია ითხოვს ვიდეოჩანაწერების ნახვის შესაძლებლობას. ისინი ვარაუდობენ, რომ გამოძიება ცდილობს მტკიცებულებები გაანადგუროს. იმავე დღეს, იმავე სასტუმროში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ეს უკანასკნელი პროკურატურამ დაზარალებულად 5 დღის წინ, 22 იანვარს ცნო. როგორც ქორიძე ჰყვება, მას თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად. ქორიძეს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში. ამავე თემაზე: „ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი – მილერი გახარიაზე თავდასხმის შესახებ EU: შოკის მომგვრელია ცნობები „ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობაზე გახარიაზე თავდასხმაში მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი ნეტგაზეთი
  16. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს. ადვოკატის განცხადებით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა, პერიოდულად მასთან საკანში შედიან ექიმები. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ამაღლობელი აპირებს ციხის ადმინისტრაციას მიმართოს, რადგან ტელევიზორით ბევრ ქართულ არხს ვერ უყურებს და „საინფორმაციო რესურსი ამ კუთხით არ არის ვრცელი, რისი შესაძლებლობაც, ტექნიკურად წესით უნდა ჰქონდეს ციხის ადმინისტრაციას“. პუბლიკა
  17. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. „მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი. იპნ
  18. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებს განუცხადა. „აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავიანთვის და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. „საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  19. ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს. საბჭოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გასულ წელს რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონის მიღებაზე. ასევე, ქმედებებზე, რომლებიც არღვევენ ფასილიტაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს. საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადადო. ასევე იხილეთ ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს პუბლიკა
  20. აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ფორმალურად, რაც პარტიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის დაკვეთილი. „გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას - ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის - ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  21. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო? თითქოს აქციებზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო... როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა. სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო
  22. დაზარალებულად ცნობა იძლევა ერთადერთ უპირატესობას, შესაძლებელია წვდომა გაჩნდეს საქმის მასალებზე - ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „შერატონიც“ ჩაითრია ხელისუფლებამ დანაშაულებრივ ქმედებებში. „შერატონიც“ ჩაითრია ხელისუფლებამ დანაშაულებრივ ქმედებებში, ვინაიდან დაზარალებულმა მხარემ ორი კვირის განმავლობაში ვერ მოვიპოვეთ ვერანაირად მასალები, მაშინ, როცა თავდასხმიდან 5 წუთში „იმედმა“ დადო თავისი დამონტაჟებული მასალები, რომლითაც არსებული რეალობა გააყალბა. ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი“, - განაცხადა ძიძიგურმა. ძიძიგურის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მუშაობენ ყველა მიმართულებით, რათა როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიგონ, „რეალურად ბიძინა ივანიშვილი რა ნაბიჯებსაც დგამს“. „გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოძიება ისე მიმდინარეობს, ალბათ, როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილი ყველა თავის საჯარო გამოსვლაში, (რომელიც პოლიტიკაში მესამედ მობრუნების შემდეგ ჰქონდა,) გიორგი გახარიას მოიხსენიებდა ნეგატიურ კონტექსტში და მუდმივად ემუქრებოდა, ამიტომ თავდამსხმელი გიორგი გახარიაზე, ვინმეს ხომ არ ჰქონია მთვრალი ადამიანების ჯგუფია, რომლებმაც ჯერ ზვიად ქორიძეს მოუწყვეს თავდასხმა და შემდეგ გიორგი გახარიას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტზე. გიორგი გახარია გაბრაზებულია უკვე დიდი ხანია და ყველანი გაბრაზებული ვართ, იმიტომ კი არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა გიორგი გახარიას თავს დაესხა, [არამედ იმიტომ,] რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავალს თავს დაესხა. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული, ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველოს რუსული ორბიტისკენ დაბრუნების გზით მიდის. ეს არის საქართველოს ინტერესების პირდაპირი ღალატი. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში მხარდამჭერები ჰყავს. პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ ყველა მისი ნაბიჯი გამოაცხადონ ერთადერთ ჭკვიანურ, მნიშვნელოვან ნაბიჯად... ჩვენ უნდა ვამხილოთ ბიძინა ივანიშვილი [რეალურად] რა ნაბიჯებსაც დგამს, ყველა მიმართულებით. ეს ხელისუფლება არის მატყუარა, ცრუპენტელა. ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი პარტია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ბიძინა ივანიშვილის როლი სწორად დაინახონ ამ საკითხში. საქართველოში შიგნით ამომრჩეველი, ვინც პროპაგანდის მსხვერპლია და პროპაგანდის გამო ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, ამ ადამიანებთან ყველასთან არის საჭირო მუშაობა, თუნდაც პირისპირ შეხვედრა. მხილება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, ტექსტი, რაღაცა ტიპის ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ადამიანების მოტყუებას. ეს ასე არ უნდა გაუვიდეს იმიტომ, რომ „შუბი კალთაში არ დაიმალება“, ყველაფერს ვხედავთ, როგორი ცრუპენტელა და მატყუარები არიან“, - აღნიშნა ძიძიგურმა. გარდა ამისა, ძიძიგური „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაზეც ძიძიგური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია „საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“. „პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა მზია ამაღლობელს. ჩემი პატივისცემა დავუდასტურო, ძალიან ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მისი ასეთი ბრძოლისუნარიანობით. მზია ამაღლობელს, რაც სასჯელი აქვს შეფარდებული, ასეთი განუკითხაობა, უსინდისობა, ძალიან ძნელად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიიდან. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის მოკვდეს. 16 დღე შიმშილობა იმდენად საშიშია ორგანიზმისთვის, რომ თუ ადამიანს რკინის ჯანმრთელობა არ აქვს, შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, სრულიად მოულოდნელად, რომ შემდეგ ამას ვერავინ შეაჩერებს. ხელისუფლების მიზანია დააშინოს ყველა - ჟურნალისტები, მომიტინგეები... მას სხვა ტაქტიკა, სტრატეგია არ აქვთ და ფიქრობს, რომ „ამათ ხერხემალში გადავტეხავ“. ეს ამ სტრატეგიის ნაწილია, რასაც ვხედავთ მზია ამაღლობელის მიმართებით. ყველაფერი ყალბია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. რამდენიმე კვირის წინ, „ხალხის ძალა“ „ოპოზიციაში“ გადავიდა და მათ „დაითრიეს“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი და ყასიდად მაინც თქვით [რამე] მზია ამაღლობელზე, ხომ ხართ „ოპოზიციონერები“? მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს რომ ეძახის და ამბობს, რომ ქვეყანას გაერთიანებს, ჟურნალისტი ტყუილად ციხეში ზის და თავს იკლავს, შიმშილობს, გამოდი და თქვი რაღაცა. ყაველაშვილს მივმართავ, ახლა ვინმემ არ თქვას, რომ „ყაველაშვილს ვინ ეკითხება“... გასაგებია, მაგრამ ყასიდად მაინც გააკეთე [განცხადება], ვითომ პრეზიდენტი ხარ ისე მოიქეცი ან ვითომ „ოპოზიცია“ ხარ, ისე მოიქეცი“, - აღნიშნა ძიძიგურმა. იპნ
  23. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას პასუხი გავცეთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიეტუვაში დავაწესეთ და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი“, - აღნიშნა მინისტრმა. იპნ
  24. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება. სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. იპნ
  25. უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს. საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. „მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს. ამასთან, საია მიმართავს: საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
×
×
  • შექმენი...