Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.340
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ავრცელებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე „გრძელდება ქალი დაკავებულების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკა“, რომელიც მაგალითსაც წარმოადგენს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე. „გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. 11 იანვარს თბილისში პოლიციამ გადამეტებული ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ გია ჯვარშეიშვილი პირველი დაკავების დროს (1-ელ დეკემბერს) პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ცემის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, თავისა და სხეულის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დაკავების დროს პოლიციელებმა მოპარეს მობილური ტელეფონი, საფულე და ზურგჩანთა. უკანონო დაკავების შემდგომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულები (მზია ამაღლობელი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე და სხვები). დაკავებულების და თვითმხილველების თქმით, მათზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ფიზიკურად სხვა პოლიციელებთან ერთად იძალადა, აყენებდნენ ფიზიკურ ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულმა პროტესტის მონაწილეებმა ომბუდსმენის რწმუნებულებს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას. ქალი დაკავებულების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს მზია ამაღლობელის საქმე. 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში დაკავებული ჟურნალისტი ქალის, მზია ამაღლობელის განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა. დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. მზიას დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, ხოლო ირაკლი დგებუაძე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე. ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის, ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა, რომ სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ფეხმძიმობა შეუწყდა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული. პროტესტის მონაწილეების „გატაცება“, როგორც დაკავების უკანონო პრაქტიკა: გრძელდება არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა უკანონო ფორმით „დაკავებების“ პრაქტიკა, რომელიც თავისი შინაარსით მოქალაქის გატაცების ფორმას იღებს. დაკავებულებს ქუჩიდან იტაცებენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები და საათების განმავლობაში ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი. მაგალითად, 18 იანვარს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციიდან წამოსული 2 ახალგაზრდა რუსთაველის მეტროსთან დააკავეს. დამკავებლებს არ ეცვათ ფორმა, არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, არ წარუდგენიათ თავი და არ განუმარტავთ, რომ მათ აკავებდნენ ან რა იყო დაკავების მიზეზი. გარდა ამისა, შესაბამისად, მოქალაქეებს ისინი გამტაცებლები ეგონათ. ამასთან ოჯახი და ადვოკატი გატაცებულ სტუდენტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ ისე, რომ მათი ადგილსამყოფლის შესახებ ცნობილი არ იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს ორი ახალგაზრდა დაკავებული იყო პოლიციის მიერ. დაკავებიდან მეორე დღეს ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ორივე მათგანი შსს-მ შეცდომით დააკავა და რეალურად ისინი სხვა პირს ეძებდნენ. ადვოკატები ასევე მიუთითებენ, რომ დაკავებულებს, დაკავების შემდეგ, ლაზერს ანათებდნენ თვალებში. პოლიციის მიერ ჩადენილი ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ან 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე, მედიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცხადი ხდება ძალიან საგანგაშო გარემოება - პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს და გარემოებაში დაკავებულები, მათ შორის წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები ერთხმად მიუთითებენ პოლიციის მიერ ძალადობის პარალელურად დაკავებულთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან უარყოფით პოლიტიკურ შეხედულებებს აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო, იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ასობით ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. 26 იანვრის საღამოს, გორში სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური სამმა ნიღბიანმა ქუჩიდან გაიტაცა, მუქარის თანხლებით სცემეს და გაძარცვეს. აქტივისტი გატაცებისა და ცემის ფაქტს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში: არჩევნების შემდგომ დღემდე, სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 500-ამდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 44 პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 38 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10 სტუდენტია და ერთი ქალი ჟურნალისტია. 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების დროს სახელმწიფომ 10 პირი დააკავა, აქედან ორი მათგანი თავისუფალია: ერთი - საპროცესო შეთანხმების, მეორე - პრეზიდენტის შეწყალების გამო, ხოლო დანარჩენები კვლავ ციხეში რჩებიან. სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სასამართლოები დაუსაბუთებლად უფარდებენ დაკავებულებს წინასწარ პატიმრობას, უგულებელყოფენ დაკავების დროს ბრალდებულთა არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს, დაუსაბუთებელი და უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას, აჭიანურებენ პროცესებს და აერთიანებენ ბევრი დაკავებულის საქმეს. გარკვეულ შემთხვევებში დარბაზის ინფრასტრუქტურის გამო შეუძლებელია დაცვის უფლების სათანადო განხორციელება, დაკავებული ერთ შემთხვევაში უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად, დაინტერესებული პირები, მათ შორის დაკავებულთა ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომაზე დასწრებას. მოსამართლეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ: ქეთევან ჯაჭვაძე; თამარ მჭედლიშვილი; ირაკლი ხუსკივაძე; ლელა მარიდაშვილი; დავით მგელიაშვილი; ნანა შამათავა; დავით კურტანიძე; ლევან ყოლბაია; არსენ კალატოზიშვილი; თეონა ეპიტაშვილი; ნინო სახელაშვილი; ნინო თარაშვილი; ლელა კალიჩენკო; გიორგი გელაშვილი; ზვიად შარაძე; ნათია გუდაძე; ნატო ხუჯაძე. პროკურორები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეეში მონაწილეობენ: ვაჟა თოდუა; შმაგი გობეჯიშვილი; გიორგი მუკბანიანი; ნუგზარ (ნუკრი) ჭიტაძე; თამარ იაკობიძე; როინ ხინთიბიძე; ანი ხუბეჯაშვილი; ვლადიმერ თურმანიძე; თორნიკე გოგეშვილი; პაატა ცეცხლაძე. პოლიციელები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებში ცრუ მოწმეებად გამოდიან: უჩა ჭულუხაძე; ზაურ მიქაძე; რევაზ ბიჩენოვი; თენგიზ ჩიტიშვილი; გიორგი კალანდაძე; ნინო მელაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  2. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“. მათივე თქმით, გადაფორმებული კომპანიების განთავსებული საწესდებო კაპიტალი 163,187,800 ლარია. „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“. გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებზე ოფშორებიდან. გადაფორმებულ კომპანიებს მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი გააჩნიათ. დღეის მდგომარეობით მათი განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარია. მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“ დაწესდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინტერპრესნიუსი
  3. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება. იპნ
  4. "ჩემს თავდასხმაზე საუბრის არანაირი სურვილი და მორალური უფლება არ მაქვს, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს, ბათუმში დაკავებული ცნობილი მედროშე 12 დღეა შიმშილობს, აფხაზეთიდან დევნილი თავს იწვავს, აქციის მონაწილე ამდენი ნაცემი ახალგაზრდა გვყავს. ჩემს შემთხვევაში, 1 კაცის ახირება იყო, რომ სხვებზე გადაეტანა შიში. მე მივხედავ ამას. საერთოდ არ მაინტერესებს შემსრულებლები, მაინტერესებს დამკვეთი იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანს აღარ ჰქონდეს საშუალება იძალადოს ხალხზე. ინდივიდუალური ტრაგედიები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. მორალს მიღმაა, რაც ახლა მზია ამაღლობელის თავს ხდება. ძალადობენ ქალზე, ჟურნალისტზე, რომელსაც ყველა ხელისუფლების პიურობებში სიმართლის თქმის არ ეშინოდა. მინდა ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჯანმრთელი გვჭირდება. ამ ველურებს მაინც ვერაფერს გავაგებინებთ, მათ მხოლოდ იმ ენაზე უნდა ვესაუბროთ, რომელიც ესმით." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გადაცემაში "რეაქცია". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1337563963946598
  5. საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება. პუბლიკა
  6. აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. 2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის. საბა ჯიქიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მიმალვის საფრთხე. ადვოკატის პოზიციით, დღეს ის საფრთხეები, რაც 7 დეკემბრის განჩინებაში იყო დასახელებული, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არაა – არის გამომძიებელი ან ექსპერტი და საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ამ მოწმეებზე. მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან საბა ჯიქია არ ცნობს თავს დამნაშავედ, დარჩენილიყო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ალტერნატივად კი განეხილათ გირაო 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა. პუბლიკა
  7. ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება. "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, ბავშვთა უფლებების შესახებ ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად 24 ბავშვი ცნო. ამასტან ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს . "წინა წლის მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური დასჯის მეთოდების არსებობა. ხოლო, სწრაფი და ეფექტური გამოძიება გამოწვევას წარმოადგენს. მარტო 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 24 ბავშვი. ამასთან, ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სექსუალური ძალადობა 2024 წელსაც ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი, მაგალითად, კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა; დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში კი მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა, მისი გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. მშობიარობის შემდეგ მოზარდმა თქვა, რომ მასზე მამა ორი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა და მას ემუქრებოდა."- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში სრულად, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ტვ პირველი
  8. როგორ ცდილობს რეჟიმი ევროსაბჭოში თავის გადარჩენას? - ვიდრე ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცდება, მასში "ოცნების" წევრებს შესწორებები შეაქვთ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე დოკუმენტის კრიტიკული ნაწილები გივი მიქანაძემ გაასაჩივრა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ოლიგარქის პარტიას სურს, ტექსტში არ ჩაიწეროს დელეგაციისთვის ლეგიტიმაციის აპრილამდე მინიჭების საკითხი. გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ასაჩივრებს ტექსტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ლეგიტიმაციის შენარჩუნების შემთხვევაში, "ოცნებას" უფლებები უნდა ჩამოერთვას. მიქანაZე ითხოვს, რომ ტექსტი სხვა სიტყვებით შეიცვალოს. ტექსტში შესწორებები შეაქვთ პარტნიორებსაც. დიდი ბრიტანეთის დელეგაცია უფრო მკაცრი დოკუმენტის დამტკიცებას ითხოვს და ასამბლეის წევრებს მოუწოდებს, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაცია საერთოდ არ მიანიჭონ. ასევე ირკვევა, რომ მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებულად აგრესიული თეა წულუკიანი იყო. ის ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლას აპროტესტებდა, სადაც ისინი ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ. წულუკიანი სხვა ტიპის ტექსტის დამტკიცებას ითხოვდა. "ოცნების" წევრს ამის გამო შენიშვნაც კი მისცეს და დარბაზი დაატოვებინეს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დააყენა, ცხადყოფს, რომ ვითარება მძიმეა. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მსგავს საკითხზე მსჯელობა საქართველოსთან მიმართებით არასდროს ყოფილა და ეს რეპუტაციულ ზიანს არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ მთლიანად ქვეყანას უქადდის. შეგახსენებთ, რომ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშნოს და 2025 წლის აპრილამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას. დასკვნას ევროსაბჭოში კენჭი დღეს, 29 იანვარს უნდა უყარონ. ტვ პირველი
  9. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის შემთხვევის გამო, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”. “ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს. ამიტომ მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ. სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განმარტება არც მომხდარი უმძიმესი ინციდენტისა და არც გრძელვადიანად განსახლებასთან დაკავშირებული კითხვების და წუხილების შესახებ, არ გაუკეთებია. ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი,” – ნათქვამია განცხადებაში. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა საცხოვრისის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც ისინი “30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე გაიარეს”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტიდან გამომდინარე, მაღალია ფრუსტრაცია, უნდობლობა და უიმედობა ამ პროცესის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განმარტება არ ყოფილა არც მომხდარი ინციდენტისადმი და არც გრძელვადიანად განსახლებასთან დაკავშირებული კითხვების შესახებ. “ბოლო ოფიციალური მონაცემით, საქართველოში 295 872 იძულებით გადაადგილებული პირი და 95 308 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 54 862 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი,” – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილების უფლებრივი და სოციალური საკითხები ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იყო განსაზღვრული საცხოვრისის უფლებით და მის მიღმა დევნილების სოციალური მხარდაჭერის და მათი ინტეგრაციის პოლიტიკა უკიდურესად სუსტი და ფრაგმენტულია. აღნიშნულია ისიც, რომ დევნილები არ იღებენ მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტის პროცესშიც კი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და არც საკანონმდებლო ჩარჩო. “დევნილების ამგვარი გარიყულობა იმაშიც ვლინდება, რომ 2022 წელს საცხოვრისთან დაკავშირებული პოლიტიკა და კანონმდებლობა, ხელისუფლებამ მათთან კონსულტაციის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და პრაქტიკულად გააუარესა დევნილების საცხოვრებელზე უფლების რეალიზების შესაძლებლობები და ამგვარი ვალდებულება მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილი პირების მიმართ დაიტოვა. დევნილთა სააგენტოს ეზოში დევნილი მამაკაცის მხრიდან გამოხატული პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა არ არის ერთადერთი შემთხვევა. 2022 წელს დევნილთა სანატორიუმიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკლვლეობით დაასრულა, იმ ფონზე, როცა ამ სანატორიუმიდან განსახლებას დევნილები წლების მანძილზე ითხოვდნენ, რადგან შენობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში იყო,” – წერია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სათანადო საცხოვრებელი დევნილებისთვის წარმოადგენს მათი ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების დაცვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს. ნათქვამია, რომ საქართველოში “შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც დევნილთა თითქმის ნახევარი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებლით,” რაც თემში სიღარიბის, სოციალური მოწყვლადობისა და გარიყულობის მძიმე კვალს ტოვებს. “დევნილები მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წლების მანძილზე ელიან ხელისუფლებისგან და რადგან სახელმწიფომ მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პრაქტიკული მექანიზმები აღარ დაუტოვა, ისინი, სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური გზებით, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობენ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომხდარის შესახებ და გამართოს დევნილ თემთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრები, სადაც გაეცემა პასუხი იმ კითხვებს, რომელიც განსახლების გეგმებთან, გრაფიკთან და რესურსებთან დაკავშირებით არსებობს,” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში. 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოს ეზოში შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა. მას სხეულის 60% მეტი აქვს დამწვარი და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
  10. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გუშინ, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება. პუბლიკა
  11. 2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება - ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე. მათივე ცნობით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წელს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე; საპარლამენტო არჩევნებზე; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაზე; საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე. „2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში, ზოგჯერ, კარგად ჩანს სამართალდამცველთა მიერ სავარაუდო წამების ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, გამოძიება მაინც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყება ყველა საქმეზე. მეტიც, საჯარო პირებმა, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, სახე კი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. ამ მოვლენების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სტამბოლის პროტოკოლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე, რაც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დაშინებას და მათზე შურისძიებას“,- ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე საუბარია გასულ წელს არსებულ მედია გარემოზე და აღნიშნულია, რომ 2024 წელს განსაკუთრებულად გაუარესდა მედიაგარემო და მედიის წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა. „საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩეოდა. თავდასხმა, როგორც წესი, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ხდებოდა. მმართველმა პარტიამ მიიღო „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია მძიმედ აისახა მედიის თავისუფლებაზე. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP), რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული. ასევე, სერიოზულ გამოწვევად იქცა ყოველდღიური დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯმდომრის და დირექტორის მიერ პოსტების დატოვება მოითხოვეს არხის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო“,- ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში სრულად, შეგიძლიათ იხილოთ აქ. იპნ
  12. მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966129268320890
  13. გახარიას დაზარალებულად ცნობა იყო ფიქტიური. სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად არიან ჩართული გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებების განადგურებაში. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572180149154527
  14. „ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს შეხვდა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია და უკვე მე-17 დღეა, რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობს. მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პუბლიკა
  15. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებულ თავდასხმას წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის დაკვეთით, ჩასაფრებულმა ხალხმა შეასრულა. გახარია აცხადებს, რომ “ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა“, თუმცა, მისთვის საინტერესო არაა შემსრულებლები, მისთვის მთავარია დამკვეთი. “ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა“ - ამბობს გახარია გადაცემა “რეაქციაში“ და გამოცემა “ბათუმელების“ რედაქტორის დაკავების ფაქტზეც საუბრობს. გახარია მზია ამაღლობელს თხოვნით მიმართავს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან “ამ ენით მათ მაინც ვერფაერს გააგებინებს“.
  16. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. აქციებზე ხალხი არ უნდა შემცირდეს. უნდა გავცდეთ თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და გავიდეთ რეგიონებში. რეგიონებში ადამიანებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცათ და ეს უნდა გამოვასწოროთ. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. გადაცემა "რეაქცია"
  17. ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტის პროექტში, საუბარია „ქართულ ოცნებისადმი“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. რეზოლუცია ჯერჯერობით მიღებული არაა, მას კენჭი ხვალ, 29 იანვარს ეყრება. ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს: დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში. გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები. დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე. [„ფორმულას“ თარგმანი] publika
  18. მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას, ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას. ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას,” - წერს სორენსენი. ipn
  19. საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული. „მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა. „ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს შესაძლოა არ ყოფილიყო ცალკე ინციდენტები და მართულ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდეს... შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდი ხნით და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების მოტეხით დაემუქრნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს“ - ნათქვამია ანგარიშში. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება დაიწყო, თუმცა "დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია, ხოლო ბევრი დემონსტრანტი პატიმრობაში რჩება". "ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში. ipn
  20. მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს, დაკავებულის გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი. იპნ
  21. „ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება. “დღეს 28 იანვარს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე თბილისის ამ უბნისთვის სრულიად შეუსაბამო ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რაც სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „შავი ფულით“ გაყალბებას უკავშირდებოდა. შარშან აგვისტოში განაშენიანების გენერალურ გეგმაში კ2 კოეფიციენტის გაზრდა გავაპროტესტეთ, რის საფუძველზეც უკვე დღეს „ოცნების“ სპონსორს კალაძის უსიტყვოდ მორჩილი საკრებულო ოფიციალურად გაუფორმებს მრავალმილიონიან აქტივს. ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ისედაც დაუშვებელი იყო ასეთი მაღალსართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემა, რაც თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. დღეს კი ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე დამატებით 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება! კიდევ უფრო გაურთულდება ცხოვრება თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი კი კიდევ უფრო გამდიდრდება და გაამდიდრებს ოცნების კორუფციულ ყულაბას! მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება“ მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ სპონსორებს უკანონო საქმიანობა დაუკანონოს. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“ დგას კორუფციულ ფულზე და სპონსორებზე, ვისი „შავი ფულითაც“ აყალბებს არჩევნებს და ინახავს მოძალადე რეჟიმს. ჩვენ, გახარიას გუნდი, ვპირდებით მათ, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული ყველა იმ ადამიანის, ვინც პირდაპირ მონაწილეობს ამ უკანონო და კორუფციულ სქემებში”,- აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. იპნ
  22. არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. იპნ
  23. როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან, საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა, ნახსენები არ არის. „არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კობახიძის „წარმატებულ“ ვიზიტს და მისივე „კაბალურ პროპაგანდის მარჟას“ მინდა ორი სიტყვით შევეხო: პირველი: აშკარად დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე, კერძოდ, მაშინ, როდესაც კობახიძის „ადმინისტრაციამ“ ისე, როგორც თავად კობახიძემ გვამცნო საემიროებთან 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებაზე, მაშინ, როდესაც ოფიციალურ წყაროებში საემიროებიდან (წყარო: https://www.mohamedbinzayed.ae/.../UAE-President-receives...) საინვესტიციო შეთანხმება, მით უმეტეს ინვესტიციის მოცულობა ნახსენები არ არის. მეორე: არც თავად „იკაკოს“, არც მის „ადმინისტრაციას“ არ გაუჟღერებია პერიოდი, რომელშიც ეს ინვესტიცია განხორციელდება. მესამე: საინვესტიციო გეგმაზე, სექტორებზე - არც ერთ შესაბამის სახელმწიფო უწყებას არ უმუშავია, შესაბამისად, ეს გეგმა სადღეგრძელოა, „ოცნება“ თუ გააზრებულ-დასაბუთებული შეთავაზება, კაცისშვილმა არ იცის. ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 27 წლის განმავლობაში, საემიროებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგივე ტემპით, 135 წლის შემდეგ 6 მილიარდის მიღება ნამდვილად შესაძლებელია. მომდევნო 4 წლიან პერსპექტივაში კი - ეს ტოტალური ტყუილია. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ დასავლეთის ეკონომიკური იზოლაციის - აქედან შექმნილი პრობლემების დაბალანსება შესაძლებელია და მათ ამის გეგმა აქვთ. მაგრამ კობახიძეს ამჯერად ღიმილისმომგვრელად გაექცა „პროპაგანდის მარჟა“ ციფრებს თვითნებურად რომ ბერავს, აი ეგ „კოეფიციენტი“. თუმცა, ღიმილთან ერთად ამ ვიზიტში ძალიან სახიფათო ნიშნები იკვეთება. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების და ახლა უკვე საემიროებთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებით, "განაცებული" „ოცნება“, შესაძლოა იმას გეგმავდეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია აკრიტიკებს - სტრატეგიული ობიექტები... როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში და ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში. ეს კი დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში (ეს არის კრიტიკული წინაპირობა ამ შეფასებისთვის) - ქვეყნის რეგიონული ეკონომიკური ფუნქციის სრული დაქვეითების გარდა, სავალუტო და სავალო კრიზისის, გაუარესებული შრომის პირობებისა და სიღარიბის ზრდის გარდა არაფერს მოიტანს. ვისაც იმის განცდა აქვს, რომ აი ახლა დასაქმება გაიზრდება - აბა ნახეთ ჩინურ კომპანიებში, რამდენი ქართველი მუშაობს“, - წერს ლილუაშვილი. იპნ
  24. აჭარაში ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და მოითხოვეს, რომ სანდო, მრავალპროფილური ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. ექიმებმა ბრიფინგზე განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა. მზია ამაღლობელი ციხეში უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. კიდევ ერთმა ექიმმა ბრიფინგზე თქვა, რომ შეიძლება თანდათანობით ამაღლობელის ჯანმრთელობა ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი. პუბლიკა
  25. „ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სიჭინავას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ამ საქმიდან „სუფთად გაიყვანოს, მაგრამ ასე ვერ მოხდება“. „ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია. გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან უმთავრესი მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცეს მათი ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი მოტივით. იმ მასალების გაცნობით, რომელზეც წვდომა მოგვეცა, დადასტურდა ჩვენი გამოძიებით დადგენილი გარემოებები: - გამოძიება არათუ მუშაობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე, ორგანიზატორისა და დამკვეთის გამოვლენაზე, არამედ პირიქით, ფორსირებული ტემპით ცდილობს საქმის გაფუჭებას. საქმეზე დაზარალებული მხარის გარდა გამოკითხულია მხოლოდ ერთადერთი, ფაქტის არათვითმხილველი მოწმე - „შერატონის“ პერსონალი. - დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე „შერატონის“ ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია. პოლიციისთვის შეტყობინება განახორციელა ადგილზე მოსულმა ჩვენმა თანაგუნდელმა 01:44 წთ-ზე. - დადასტურდა, რომ გამოძიებას ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი და საქმეში ჩადებული ჰქონდა ვიდეოჩანაწერები და მე-2 - ამოღების განჩინება დასჭირდათ ვიდეომტკიცებულების მთავარი წყაროს სრულად ამოსაღებად, რომ მასთან პოტენციური წვდომა შეეზღუდათ ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში მყოფი „შერატონ ბათუმი“ სწორედ ამოღების განჩინების მიღებამდე შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადმოცემის პროცესს. - ორივე განჩინებით, გამოთხოვილი და ამოღებული ინფორმაცია, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებულია დალუქული სახით ისე, რომ საქმეში არ გახსნილა. შესაბამისად, დოკუმენტურად მასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებსა და პროკურორებს. - დადასტურდა, რომ გიორგი გახარიას საქმეში გამოკითხვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეომტკიცებულებები სრულად ამოიღეს „შერატონიდან“, ხოლო მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ - რაც ვიდეომტკიცებულებები დასამალად გაგზავნეს ექსპერტიზაზე. - დადასტურდა, რომ „შერატონ ბათუმიდან“ სახელდახელოდ ამოღებულია, პირდაპირი მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ე.წ. DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ, ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენი პარალელური გამოძიება აქტიურად აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების მოსაპოვებლად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ამ დანაშაულის შემსრულებლები, ჩვენი სამიზნეა ამ დანაშაულის დამკვეთი, ამ პოლიტიკური შურისძიების აქტის ავტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიდან სუფთად გაყვანასაც ცდილობს სისტემა. კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ეს ასე ვერ მოხდება“,-განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, გიორგი გახარიას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში“ დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. იპნ
×
×
  • შექმენი...