Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს. . პუბლიკა
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია ლაშა გაბიტაშვილის განცხადებაში, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ის წერს, კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, როდესაც საქმე დაიხურება. "მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია! მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება", - წერს გაბიტაშვილი წერილში, რომელსაც მისი მეუღლე ავრცელებს. როგორც ცნობილია, დღეს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციიდან ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, როგორც ლაშა გაბიტაშვილი, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოლიციაში 14 იანვრის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფებიან, სამართალდამცავი უწყებიდან კი ისინი სასამართლო სხდომამდე იქნებიან გამოშვებული, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება. მედიის ცნობითვე, მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ. შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იპნ
  3. ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, - წერს შულცე. იპნ
  4. მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს "ქართული ოცნების" რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს", - წერს მილერი. იპნ
  5. ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ მოქალაქეებისგან რეჟიმის პატიმრებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები მიიღო. ლუკა ჯაბუას წერილიც, მათეს მსგავსად, ჯერ კიდევ ახალ წლამდეა დაწერილი და 30 დეკემბრით თარიღდება. ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის… მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას. თავი მაღლა მიჭირავს და ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. სულ ვამბობდი, რომ თუ სამშობლოს სიყვარულისთვის გარკვეული გადასახადი უნდა დამიწესონ, მზად ვარ, გადავიხადო… მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად გარეთ დგას და დგას სიმართლის მხარეს. ასევე იმათ, ვინც უკანონოდ გამოამწყვდიეს საკნებში. ვიცი, არაფრის გეშინიათ, არც მე მეშინია და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე! ახლა იმაზე ძლიერები და ერთიანები ვართ, როგორც არასდროს. მიყვარხართ და მეამაყებით ღირსეული ქვეყნის ღირსეულო შვილებო. როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასდროს იზეიმებს უსამართლობა. ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს. მაგრამ ჩვენ, ყოველდღიურად, ამ უსამართლობის ფერს ფერადად ვანგრევთ. დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია. მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე და წინაპართა, გმირთა შეძახილები. ამ უდიდესი ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ ფასად! ყოველდღიურად თვალს გადევნებთ და ვიგებ ამბებს, როგორც შესაძლებელია და ვრწმუნდები, რომ ყოველდღიურად მეტად ვიზრდებით სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ვერთიანდებით, რაც ყველა ქართველის უდიდესი ოცნება და მიზანია. ვერას დაგვაკლებს ოთხი კედელი. ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებიც თავისუფლებაში დაიბადნენ, იციან მისი ფასი და ამას არაფრის დიდებით არ დათმობენ. ვამაყობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი… თეატრალურზე იმიტომ ჩავაბარე, რომ ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი „სიტყვაა“. და მინდა საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის თუნდაც ერთი აგურის დადებას. ამ შემართებით და ამ მუხტით ვარ თქვენთან და თქვენ გვერდით. ეს ყველაფერი მაძლიერებს და პირადად განცდილი უსამართლობის შემდეგ, მეტად დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ დუმილი და თვალის დახუჭვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მე პირადად შევიგრძენი და დავინახე, თუ როგორ ყარს და როგორ გამოიყურება უსამართლობა… ნურაფერზე იდარდებთ, მეგობრებო. სულით, გულით თქვენთან ვართ. ვართ მხნედ და ამაყად. მალე შევხვდებით! „მუხლებზე მდგარ სიცოცხლეს ფეხზე დამდგარი სიკვდილი მირჩევნია.“ მიყვარხართ! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გავიმარჯვებთ სახელოვნად! მეამაყებით! პ.ს. საერთო მოკითხვა მე და მათესგან: სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ამბებმა გაგვაცნო ძალიან ბევრი მაგარი პატრიოტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ჩვენი თანამებრძოლები და სულიერი მეგობრები. ამ შემთხვევაში, სხვა დანარჩენთან ერთად, არის მათე დევიძე — უმაგრესი ადამიანი და პატრიოტი, რომელიც ახლა ჩემთან ერთად არის საკანში. გვინდა ორივემ დიდი სიყვარულით მოგიკითხოთ თითოეული თქვენგანი და იცოდეთ, რომ თქვენ გვერდში ვართ გამარჯვებამდე! გვეამაყებით! ლუკა ჯაბუა 30.12.2024 20 წლის ლუკა ჯაბუა 6 დეკემბერს, დილით ადრე, საკუთარ სახლში დააკავეს. მას „ქართული ოცნების“ სასამართლოზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას ედავებიან, ანდრო ჭიჭინაძესთან, ონისე ცხადაძესთან, რევაზ კიკნაძესთან, ჯანო არჩაიასთან, გურამ მირცხულავასთან, ვალერი თეთრაშვილთან, გიორგი ტერიშვილთან, ირაკლი ქერაშვილთან, რუსლან სივაკოვთან და სერგი კუხარჩუკთან ერთად. ამ 11 ბრალდებულის საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადაიდო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნეტგაზეთი
  6. ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან”. განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაიტი. პუბლიკა
  7. გიორგი გახარია თავს არავის დასხმია, ეს კადრებში ჩანს, არანაირი ფიზიკური თავდასხმა არ განუხორციელებია არავისზე, ყავა თუ დაალევინა სამხარაძეს, ეს სხვა საკითხია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. „დიტო სამხარაძე არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის დე ფაქტო პარლამენტის წევრი. მეორე, გიორგი გახარია თავს არავის დასხმია, ეს კადრებში ჩანს, არანაირი ფიზიკური თავდასხმა არ განუხორციელებია არავისზე, ყავა თუ დაალევინა სამხარაძეს, ეს სხვა საკითხია. მესამე, რეჟიმს, რომელიც ახალ არჩევნებამდე და მარცხამდე კვირებს ითვლის, არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. თუ ამ სიგიჟესაც გააკეთებენ, ამაზე ადეკვატური პასუხები იქნება. იმდენად არარაციონალურ გადაწყვეტილებს იღებენ, რომ შეიძლება ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, მაგრამ ეს მათ დასასრულს კიდე უფრო დააჩქარებს“, - განაცხადა სიჭინავამ. როგორც სიჭინავამ თავდასხმის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, გახარიაზე თავდასხმა მოხდა "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალებით. „ეს ინციდენტი იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათ შორის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული. ფაქტები ქმნის სურათს. ერთი მოცემულობა არის ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი განსაკუთრებულად დაისჯებოდა, რადგან განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებს ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ“,- აღნიშნა მან. მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნაა თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეო-მასალის გასაჯაროება. „ჩვენ ვთქვით, რომ სახელსა და გვარს არ დავასახელებთ, ამის პარალელურად ვაიდენტიფიცირებთ ყველა იმ ავტომანქანას და მასში მსხდომ ყველა ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ჩართულები. ისინი ელოდებოდნენ გიორგი გახარიას სასტუმროში მისვლას. მისვლისას, როდესაც გახარია სრულად მარტო იმყოფებოდა, ეს ლაჩრები, ჯამში, დაახლოებით 10 -მდე ადამიანი თავს დაესხა მას. ჩვენ ვითხოვთ სრული ვიდეო-მასალის გასაჯაროებას, სადაც ნათლად ჩანს როგორც ხვდებიან გიორგი გახარიას და როგორც ახორციელებენ მასზე ფიზიკურ თავდასხმას. ჩვენ სასტუმრო „ბათუმი შერატონს“ მივმართეთ მასალების გადმოცემის შესახებ . სასტუმროს ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის მიმდინარეობს კომუნიკაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მასალები გადმოგვეცემა. მასალები იქნება გასაჯაროებული, სადაც ყველა კითხვის ნიშანი იქნება მოხსნილი“, - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  8. აგრესია დაუსჯელი არ დარჩება. ვხედავთ ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნების მცდელობას. გახარიას ავტორიტეტის “ოცნებას” ეშინია, ამის გამოვლინება იყო ბათუმში მოხდარი თავდასხმა. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/914837734058571
  9. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გუშინ, 15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად თბილისის მერიის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. მედიის ცნობით, მოძალადე ჯგუფთან ერთად, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ: თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ინციდენტში სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თუმცა ამბობენ, რომ დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ. „კონფლიქტი მოხდა სააგენტოს ოფისთან და ინიციატივა ჩვენი თანამშრომლების მხრიდან არ ყოფილა“, – განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიაში. გუშინ, 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვის დროს გავრცელდა ცნობა და კადრები, რომ დოლიძის ქუჩაზე გაფიცულებს ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფოტო: „ტვ პირველი“ ნეტგაზეთი
  10. "პირად ტრაგედიაზე ბოლო დროს ნაკლებს ვსაუბრობ,მაგრამ ვერ შევძელი თავშეკავება. ყოველ წაქცეულ ახალგაზრდაში თუ ადამიანში რომელსაც უმოწყალოდ უსწორდებიან ჩემს შვილს ვხედავ. ვერ შევძელი არ გამოვხმაურებოდი პრემიერ გიორგი გახარიაზე ვერაგულ თავდასხმას. 2021 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას ჩამოვფრინდი საქართველოში დახვრეტილი, ანგელოზივით შვილი, ჩემი ნიკო საყინულეში გარინდული, მაგრამ ბევრ ამ საქმის დამგეგმავ, მომწყობზე მეტყველი დამხვდა, მისმა გაბრწყინებულმა სახემ რაც მითხრა და რა მადლიც მცხო მითი ვსულდგმულობ! ამოსაწტვეტად იყო გამეტებული ჩემი ოჯახი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, დღემდე ვერ ვუმკლავდებით ტკივილს! პირველი ვინც პოლიტიკოსთაგან სამძიმარი გამოგვიცხადა , პირადად მოვიდა იყო ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია,მას არც ვიცნობდი, მე არ ვიცი მას თუ ახსოვს რა მითხრა, მაგრამ მე თვითეული სიტყვა მახსოვს მისი!!! ბატონო გიორგი, თანადგომა რაც ნიკოს, თქვენთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდას გამოუხატეთ სიცოცხლეშიც და იმ ქვეყნად გადასახლებულსაც, თქვენს ოჯახს დაუბრუნდეს სიკეთით… მხნეობას, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ! თქვენნაირ პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებმა, შვილებმა, ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა შევქმნათ ქვეყანა გამართული ინსტიტუციებით, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაცული!!! მადლობა!!!" ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წერს.
  11. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“. მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს. „პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი, დღეს როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით, იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა. მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი,“- განაცხადა მიგინეიშვილმა. იპნ
  12. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავდასხმის საქმეზე სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო. სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კარგად არის, სახლშია. უახლოეს დღეებში ის საზოგადოების წინაშე წარდგება და აუცილებლად ყველა ადამიანი, სოროში დამალული თუ ამ ორკესტრირებული თავდასხმის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი, აბსოლუტურად ყველა ადეკვატურ რეაგირებას და პასუხს მიიღებს გიორგი გახარიასგან და ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან",-განაცხადა სიჭინავამ. შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  13. „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს. მისივე ინფორმაციით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება. „დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება). გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენიმე დღეში საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად,“ - აცხადებს ბუჩუკური. შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. ipn
  14. ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება. "ოციოდე დღის დანიშნული იყო გიორგი გახარის შს მინისტრად, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა. ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე, ერთის გარდა - ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა, გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს. ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან, როცა უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული (ბევრს უნდოდა მასეთი შედეგი) რასაც ვერ ვიტყვი ვერც ერთ დანარჩენ მაშინდელ მთავრობის ვერც ერთ წარმომადგენელზე. ყველას ეშინოდა ჩემთან შეხვედრის მათ გარდა და რატომ დღესაც არ ვიცი. მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დახურა და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. პოლიტიკოსი, მინისტრი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს გიორგი გახარიასნაირი ან მეტი. მუხლდაჩოქილი როცა ვეხვეწებოდი ყველას დახმარებას, რომ სიმართლე უნდა გარკვეულიყო, მხოლოდ გახარია და მისი გუნდი მისმენდა და რეაგირებდა ობიექტურად. მან იცის მოწინააღმდეგის კარგად შეფასება და შემდეგ მოქმედება. ამიტომ ბევრი გახარიასნაირი ან მასზე მეტი პოლიტიკოსი სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს. პ.ს. ამ კაცს რომ იცნობდე, პირადად უნდა იცნობდე და მასზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ მიუთითებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არაკაცობას, არაქართველობას, არაადამიანობას და მათ დასასრულს. სამხარაძე კი ადამიანურად მეცოდება, მასეთი არაკაცები არავის არსად არ სჭირდება, იცის ეგ დიტომ!" - წერს ზაზა სარალიძე. palitravideo.ge
  15. გახარიამ 10:0 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას - მას არ პატიობენ იმას, რომ ამბობს, მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება. ამიტომ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. არმაზ ახვლედიანის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მდგომარეობს “პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებაში და ახალი არჩევნების ჩატარებაში. „ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ივანიშვილის სახით კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელმაც ყველაფერი იკადრა და კიდევ ყველაფერს იკადრებს. გახარიას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ გახარიამ 10:00 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას. მე მისი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ამ ნაძირალებისგან განსხვავებით გახარიამ შეძლო, რომ გაეაზრებინა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მაშინ, როცა ის მთავრობაში ხელმძღვანელი იყო და შს მინისტრი იყო. ამათგან განსხვავებით არა უბრალოდ გაემიჯნა ამ მოძალადე რეჟიმს, არამედ დღეს, მისი პოზიციონირება, მისი განცხადებები, მის მოქმედება არის ნამდვილად სწორი და სწორედ ამას არ პატიობენ გახარიას. მას არ პატიონებ იმას, რომ ის ძალადობას კი არ მოითხოვს, არამედ ყოველთვის, ზოგჯერ შეიძლება ვიღაცისთვის შემაწუხებლადაც ამბობს, რომ მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება, მაგრამ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა, არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა. ის გახლავთ დღეს საქართველოში კრიმინალური ხროვის შემოქმედი და ხელმძღვანელი. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. დღეს ყველა საფრთხეში ვართ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. გარდა ამისა, ახვლედიანის თქმით, რაც გაუკეთეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ე.წ. წითელი ხაზი აღარ არსებობს ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფებისთვის“. ამიტომ, მისივე თქმით, საპროტესტო მოძრაობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, რადგანაც, ახვლედიანის მოსაზრებით, ფაქტია, რომ ივანიშვილი არა თუ არ გააჩერებს ტერორის მანქანას, არამედ გააძლიერებს. მისი თქმით, გამოსავალი პატიმრების გათავისუფლება ახდა ახალი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს. „რაც უფრო მეტად ათამაშებს ამ ვაი კუნთებს, მით უფრო მეტად ადასტურებს თავის უსუსურობას, უსამართლობას და იმას, რომ მისი დრო ამოწურულია. მას აქვს ერთადერთი შანსი - არ მგონია, ეს ნებით გააკეთოს, მაგრამ შანსი აქვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მძევლები, შეწყვიტოს ტერორი და დანიშნოს ახალი არჩევნები, თორემ ეს პოლიტიკური, სამოქალაქო, სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი მუშტი ისე მოხვდება ივანიშვილს , რომ გონს ვერასდროს ვეღარ მოვა, ასევე მის ამ პოლიტიკურ კრიმინალურ ხროვას. ამიტომაც ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს, ამ კუნთებით თამაში არის სასოწარკვეთის, განწირულობის დემონსტრირება, დემონსტრირება იმისა, რომ სიმართლეს ვერაფერს უპირისპირებს. დღეს, რასაც წყობიდან გამოჰყავს ივანიშვილი და მისი ეს კრიმინალური დაჯგუფება, ეს არის უწყვეტი პროტესტი“, - განაცხადა ახვლედიანმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა15 იანვარს შემდგარ საყოველთაო გაფიცვაზე. ახვლედიანის თქმით, ეს გაფიცვა მხოლოდ გაფრთხილება იყო და სხვა, უფრო დიდი გაფიცვა და დაუმორჩილებლობა წინ არის. „და როდესაც ისინი დაგვცინიან, იცით, რა გამახსენდა გიორგი გახარიას, მზია ამაღლობელის და გუშინდელი დაცინვის შემთხვევაშიც? მათ და ყველას ვეტყოდი, რომ „ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს“. ამათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. თავიანთი დაცინვით შეურაცხყოფას აყენებენ ქართული სახელმწიფოს, იდეას - ჰუმანურობას, ადამიანურობას, მოქალაქეებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა ახვლედიანმა. ამასთან, მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში,რომ სწორი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოვიდეს. „ჯერჯერობით ჩვენ ეს დღის წესრიგი ვერ შევქმენით, უნდა ვაღიაროთ. საზოგადოება რომ ასეთი შეგნებით აპროტესტებს, ეს დიდებულია, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭირო და გადაუდებელია ის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას - პირველი, არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ განახლებას,განწმენდას, ამ სიტყვასაც ვიტყოდი, გასხვლას. უნდა შეიქმნას ახალი დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეები. როგორც ჩანს, დღეს ეს არის არა უბრალოდ დროის მოთხოვნა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოცემულობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ მომდევნო სწორი ნაბიჯების გადადგმას“, -განაცხადა ახვლედიანმა. იპნ
  16. ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო - ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება ავლენს, მიუთითებს, რომ რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ხელი ჩაქნეული აქვს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ. „[თავდასხმაში] ჩართული იყო არაერთი პირი, მათ შორის იყვნენ თანამდებობის პირები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდა არაერთი თანამდებობის პირი. ეს არის ინფორმაცია, რაც გვაქვს. მარტივი პროცესია, სამართლებრივი და საგამოძიებო თვალსაზრისით და უახლოეს დღეებში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. ამასთან, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. „სიმართლე ვერ იქნებ რამდენიმე, სიმართლე არის ერთი. სიმართლე არის ის, რომ ამ ორგანიზებულ თავდასხმას წინ უძღოდა ივანიშვილის განცხადებები წინასაარჩევნოდ, რომელმაც ფაქტობრივად მოუწოდა, მწვანე შუქი აუნთო მის მოძალადე ჯგუფებს, მსგავსი ორგანიზებული თავდასხმის ჩადენისკენ. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება, რომელიც მოდის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან. რაც მოხდა, ეს ყველაფერი ძალიან მალე იხილავს სინათლეს, ფაქტების სრული კონსტატაციით. ფრაგმენტები, რაც პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელა, ფაბრიცირებული, დაჭრილი, გადაბმული ვიდეო-კადრებია და მთელი პროცესის ამსახველი ვიდეო-კადრებიც არსებობს. გვაქვს ჩვენი გეგმა და ნაბიჯები, არსად გვეჩქარება. ქართული პოლიტიკაა და ასეთი რაღაცები ხდება. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ბინძური საშუალებებით, ორგანიზებულად უსწორდება საკუთარ ოპონენტებს. მათ აშინებთ გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტივობა, წონა და მისი შესაძლო გავლენები მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ მომავალზე. ამიტომ, ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ უწყებებს. კარგად გვესმის, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სისტემაში გვიმუშავია და დაველოდებით. მათგან განსხვავებით, ჩვენი პასუხები და პასუხისმგებლობები სამართლიანად, თავისუფალი სასამართლოს პირობებში იქნება დაწესებული. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ - ვერცერთი ორგანიზატორი, დამკვეთი, ვერ გაექცევა. ამის მიღმა, რა პროცესები უძღოდა და რა მოცემულობა იყო იქ, როგორ მოხდა პროცესის დაწყება და განვითარება, ამის ხილვა მარტივადაა შესაძლებელი. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, რომელსაც მთლიანი ვიდეო-ჩანაწერი აქვს, ასევე წინ გვაქვს უამრავი ჩვენება, რომელიც უნდა მოვისმინოთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ლილუაშვილი არ აკონკრეტებს, რა უძღოდა წინ დაპირისპირებას, თუმცა ამბობს, რომ მომხდარის ამსახველი სრული ვიდეო-კადრები არსებობს და მტკიცებულებები დღის სინათლეს მალე იხილავს. „უმოკლეს ვადებში აბსოლუტურად ყველა რესურსი და მტკიცებულება მოპოვებადია. შეიძლება განადგურება დაწყებული აქვს შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამის მიღმა უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომლიდანაც მთლიანი სურათი უნდა შეიკრას. ველოდებით, ოფიციალურ ვერსიას, რა მოცემულობას დადებს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები. ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო. ამ პროპაგანდას ხელისუფლება თავის დასაცავად აწარმოებს. ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ავლენს, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, ხელი ჩაქნეული აქვს რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით და ის თავიდან ბოლომდე გადართულია ძალადობრივი მექანიზმებით რამენაირად, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციას დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა. „რამდენიმე საათი გავიდა პირველი შეტყობინებიდან დანაშაულის ადგილზე მისვლამდე. როდესაც ასეთი დაგვიანებაა და მხოლოდ მესამე პირების მხრიდან, მოთხოვნების საფუძველზე ხდება დანაშაულის ადგილის იზოლირება, რომ იქ კვალის დაფარვა არ მოხდეს, მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებაზე, რომ ამ მტკიცებულებების მინიმუმ მანიპულირება მოხდეს“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ამასთან, ლილუაშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარია ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. „გიორგი გახარიას ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანებები აქვს, რომელიც რამდენიმე დღიან პერიოდს მოითხოვს სრული რეაბილიტაციისთვის და შეიძლება ეს იყოს ტექნიკური წინაპირობა იმისა, რომ ის ჯერჯერობით დაკითხვაზე დაბარებული არაა, თუმცა ეს ტექნიკური საკითხია. მზაობა დავაფიქსირეთ და პირიქით, ვითხოვთ შინაარსობრივ გამოძიებას და ამას წინ არ ავეღობებით. გიორგი გახარია, თუ მოთხოვნა დადგება, შესაბამის პროცედურებს გაივლის და ნაბიჯებს გადადგამს“,- განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  17. თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი. ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  18. ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს და წერს: დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ: პუბლიკა
  19. საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
  20. ბათუმის სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა. როგორც სიჭინავამ განაცხადა, „დე ფაქტო პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული“. „გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს, იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას. რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!,“ - განაცხადა სიჭინავამ. ipn
  21. ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას",- განაცხადა დევიძემ. ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ipn
  22. ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური ძალა არის უმთავრესი სამიზნე, შესაბამისად გუშინდელი ორგანიზებული თავდასხმა იყო ივანიშვილის მუქარის გამოვლინება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1282468999723546
  23. ყველანაირი წითელი ხაზი რეჟიმმა უკვე გადაკვეთა, უკან დასახევი გზა არ არსებობს, რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას, რადგან ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონრეტული პერსონებისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. “ოცნების” თვითგანადგურების პროცესს ვერ გააჩერებს ვერანაირი თავდასხმა ან ადამიანების უკანონოდ დაკავება, ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ქართველი ხალხი თავის არჩევანს რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად აფიქსირებს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/576132261993435
  24. ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ -„შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა] , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება. „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილმა გიორგი გახარიაზე „იმედის“ ეთერში ისეთი სიძულვილით და ზიზღით ისაუბრა, არ ვიცი. რაც მოხდა ბათუმში, ეს არის ამის გაგრძელება. ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ. სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება. სხვა არაფერია. დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს, „შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა]. თუ უწყებებთან იქნება მასალა, შეგვეძლება ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. გახარია დაესხა თავს და ესენი სასწრაფოდ კამერით იღებდნენ?! - კამერით მომზადებულები იყვნენ. 10-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას თავდასხმაში, მანამდე იქ თავს დაესხნენ ზვიად ქორიძეს. დარწმუნებული ვარ, გახარიას ელოდებოდნენ, იცოდნენ, რომ იყო. ჩემი ვარაუდია, რომ ზვიადის იქ ყოფნა ზედმეტი მოწმის თვალსაზრისით [არ უნდოდათ], ამის გამო აიძულეს დაეტოვებინა ადგილი. ეს არის პოლიტიკურ ლიდერზე ანგარიშსწორება“ , -აღნიშნა ძიძიგურმა. მისივე თქმით, „ივანიშვილი ფიქრობს, რომ ძალადობით, „ტიტუშკების“ მისევით, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე რეპრესიებით საზოგადოებას დააშინებს, რაც პირიქით არის, ცეცხლზე ასხამს ნავთს“. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  25. „შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ“, — წერს X-ზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი. „არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია“, — აცხადებს ევროკავშირის პრეს-სპიკერი. გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პირველი დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს, რაც შესაძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმად დაკვალიფიცირდეს და ამ მუხლით პასუხი გიორგი გახარიამ აგოს. დიმიტრი სამხარაძეს, ისევე როგორც გიორგი გახარიას, დეპუტატის, ე.ი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი აქვთ. სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...