-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებაზე მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეშფოთებულია ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით. „ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ამ მომენტისთვის გადასადგამი ნაბიჯი არის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით ძალიან შეშფოთებული ვარ, ამიტომ ნიდერლანდებმა ხელმისაწვდომი გახადა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად, ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც თავისუფალი დემონსტრაციის რეპრესიების დროს დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებისთვის მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. იპნ
-
“შეშფოთებული ვართ ბაქოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით” – Amnesty International
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”. “მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება. ანგარიშის ნაწილი ეძღვნება უფლებადამცველებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების თვითნებურ დაპატიმრებებს. კერძოდ, ანგარიშის ავტორებმა გაიხსენეს სისხლის სამართლის საქმეები უფლებადამცველ ანარ მამადლის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის გუბად იბადოღლუს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ტოფიგ იაგუბლუს, ახალგაზრდა მეცნიერების იგბალ აბილოვის და ბახრუზ სამედოვის წინააღმდეგ. ანგარიშში ასევე საუბარია აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის შემთხვევებზე კლიმატის კონფერენციის “COP29-ის” დროს და მის შემდეგ. ანგარიშში ნათქვამია, რომ კონფერენციის დროს, ცხოველთა უფლებების დამცველი კამრან მამადლი დაცვის თანამშრომლებმა სცემეს და მოკლე დროით დააკავეს ფორუმის მიღმა საპროტესტო აქციის გამართვის გამო. კონფერენციის შემდეგ, რამდენიმე კვირაში დააკავეს უფლებადამცველი რუფატ საფაროვი, “Meydan TV-ის” ექვსი ჟურნალისტი და ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორის მოადგილე ულვი ტაიროვი. ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში საუბარია წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრობლემებსა და პატიმართა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაზე. “წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა დაკავების ადგილებში ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანში და ჩადენილია დაუსჯელად პოლიციისა და სხვა საგამოძიებო თანამშრომლების მიერ, ხოლო დამნაშავეები თითქმის არასოდეს არიან გასამართლებულები. არ არსებობს საჩივრების დამოუკიდებელი მექანიზმი, არ არის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და მსხვერპლთა დაცვის ეფექტური საშუალებები. ხელისუფლების თითქმის ყველა კრიტიკოსი რეგულარულად აღნიშნაცს წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს პატიმრობაში. როგორც წესი, ეს ბრალდებები არ ხდება ეფექტურად გამოძიებული,”- ხაზს უსვამენ ფაქტს კვლევის ავტორები. უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანში რამდენიმე დაკავებულ ჟურნალისტს და აქტივისტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს, რაც გამწვავებულია ციხის ცუდი პირობებით და ადეკვატური სამედიცინო დახმარების არქონის გამო. ანგარიში ასევე მიუთითებს დაკავებულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ვიზიტებსა და სატელეფონო საუბრებზე ხანგრძლივ შეზღუდვებზე, დაკავებულთა ნათესავებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის საბანკო ბარათებისა და პენსიების გაყინვაზე. ორგანიზაციამ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანში შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ “მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ფაქტობრივად აკრძალულია ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში”. მოხსენების ავტორებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით “იმედის ნიშნები არ არის” და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას “მტკიცედ დაგმონ ადამიანის უფლებების სისტემური და სერიოზული დარღვევები” ქვეყანაში. ნეტგაზეთი -
ცაჰკნა: ესტონეთის შეთავაზებაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი უნდა დაიწყოს – ის მიუთითებს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ „მკაფიო გზავნილისთვის” აუცილებელია მისი დაწყება. დეკემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ. მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზოდ სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს. ექსპერტების განმარტებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვეულებრივი პასპორტებით შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იარსებებს სახელობითი სია, რომლის სფუძველზეც კონკრეტულ პირებს დაუწესდებათ შეზღუდვები. პუბლიკა -
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა. „ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში. საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. იპნ
-
პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა. „როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. იპნ
-
ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ოპერაცია არ ეყოთ, მეორე ოპერაციას უკეთებენ. ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს დღეს რეჟიმი. ყველას გვესმის, როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ ჩემი პასუხიც და რეაგირება ამ თავდასხმაზე - მე ვეცდები ყველანაირად შევძლო, რომ ეს იყოს ყველა ჩაგრულის ჩაგვრაზე პასუხი. იმიტომ, რომ ჩვენ თუ ასე ინდივიდუალურად ჩვენ ჩვენი პასუხი მოვთხოვეთ ხელისუფლებას, ამის ეფექტი მცირე იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. მარტივი მაგალითი - მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, რომლისთვისაც საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო, მაგრამ სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას. ფორმულა
-
დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო., ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 ელის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა თავის გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც შიდა მეგობრულ თუნდაც, მაგრამ რეგიონულ კონკურენციაში ყველაზე მაჩანჩალები გავხდით. ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში, ეკონომიკაშიც, გეოსტრატეგიულ ფუნქციასა და როლშიც, სხვას არ მინდა საერთოდ, რომ შევეხო. [...] დღეს ამზადებენ რაღაც ალტერნატივას 3+3-ის სახით, ეს რომ გვესმოდეს - ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროპული მომავალი და ოცნება ჩაანაცვლოს რუსეთის, თურქეთის და ირანის გაერთიანებაში შესვლით. სად ვიყავით ჩვენ 3-4 წლის წინ, როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა,რ ომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყებოდა და საქართველო იქ პირველი არ იქნებოდა და მოლდოვამ გაგვასწრო. ვერავინ წარმოიდგენდა ამას. უკვე სომხეთი დაგვეწია და ასე თუ გავაგრძელებთ, ისიც გაგვასწრებს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ თუ ჩავრჩით 3+3-ის რეგიონში, რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ამ ლოკალურ სამხრეთ კავკასიურ რეგიონულ კონკურენციას გავუძლებთ კი არა, ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების [წინაშე აღმოვჩნდებით]. განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გადაცემაში "დროება" ფორმულა
-
თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხელი არ მოეწერება, თუ კოლუმბია ამ შეთანხმებას დაიცავს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა. შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს. იპნ
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ -
გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა. “მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს – ტელეფონი, გასაღები, საფულე”. – თქვა მან. ფიხცელაურის თქმით, მომხდარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს – თავად აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას” და მის ქმედებებს. რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ – გამიზნულად დამხვდნენ. მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით რასაც აკეთებო და ვინც ხარო. ყველგან მირტყეს, სახეზე ვაფარებდი. ყველგან ნაცემი ვარ, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი”.- თქვა ვახო ფიცხელაურმა „მთავარ არხთან”. ცოლის თქმით, ვახო ფირცხელაურს აქვს დაზიანებები და გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო. მასალა განახლდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე. publika
-
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა. როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას. თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია. „ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რომელსაც ჰქვია საბატიკლი, (ქართული სახელი არ ვიცი, მომიტევეთ). მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, 30 წელია ამ პროფესიას ვემსახურები, გარკვეული ხნით მიწევს სამეცნიერო მუშაობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 10 წელიწადი ამერიკულ გუნდთან ერთად ვქმნიდით ახალი ტიპის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემებს, შეგროვდა უნიკალურო მასალა. მასალის დამუშავებისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის დაგეგმილი იყო ერთობლივი მუშაობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (მოსამართლე შორენა გუნცაძის ვაი განაჩენის შემდეგ), ჩემმა ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. სამეცნიერო მივლინების და საბატიკლის პირობებით, დროებით ვმუშაობ სხვა, ამერიკულ უნივერსიტეტში:) არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე! ვიდრე ეს მტერი ბოგინობს! მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია. არც საქმიანობა მიმიტოვებია! ვემსახურები საქართველოს! ასევე მტრის ჯინაზე! ინტერნეტი არსებობს და ჩემი და ჩემი გუნდის მიერ საათივით აწყობილი სისტემა! დროებით ვიდრე არ ვარ, ჩემს ადმინისტრაციულ მოვალეობებს, ასევე დროებით! შეასრულებენ ჩემი ყოფილი სტუდენტები, ჩემი “გველის წიწილები”, აწ უკვე მაგარი მეცნიერები, რომელთა დაზრდითაც ძალიან ამაყი ვარ. უმაგრესი გუნდი! მიწისძვრის დროს ხაზზე ვარ! ქართველებო! მიყვარხართ, მომწერეთ ხოლმე შეკითხვები, როგორც ადრე მწერდით , ვეცდები დაგეხმაროთ როგორც შემიძლია! ძალიან ბევრი ადამიანია გადასარჩენი, მზია, ანდრო… ყველა მებრძოლი, ქვეყანაა გადასარჩენი“, - წერს გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. ცნობისთვის, დღეს „მთის ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. მათივე ცნობით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. პალიტრა
-
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”. იპნ
-
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ. თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება. იპნ -
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”! ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი". მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მე-60 დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო. იპნ
-
ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. იპნ
-
მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. „მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, - აღნიშნა დენ ფრიდმა. როგორც ფრიდი განმარტავს, საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გააკეთებენ დასავლეთში, არამედ ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. „არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ, დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე, უკვე ამდენი კვირის განმავლობაში, აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც დარწმუნებული ვარ გააკვირვა „ქართული ოცნება“ და ალბათ მოსკოვიც", - განაცხადა დენიელ ფრიდმა. ფრიდის თქმით, საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია. „საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და ეს შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, [გახდეს] მასზე დამოკიდებული“, - განმარტა დენ ფრიდმა. იპნ
-
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება. როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებს”. მისივე შეფასებით, „ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია, განგრძობითი, გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე“. „ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის მიერ პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს", - განაცხადა ჯონ ჰერბსტიმ. როგორც ჰერბსტი განმარტავს, „კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის მათი მეგობარი არაა“. „ტრამპის გუნდს არ მოსწონს ირანი, მათ შენიშნეს, რომ კობახიძე ირანში იყო და ირანელ ლიდერებს ხვდებოდა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვიქტორ] ორბანმა რომც სცადოს, წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპის იმაში დარწმუნებაში, რომ ივანიშვილს დაუმეგობრდეს... ბევრი რამის თქმა…. ახალი ადმინისტრაციის ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. მაგრამ შემიძლია ის ვთქვა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფ თბილისს და ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას ვგულისხმობ. კობახიძის მიერ ჩვენს მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა", - აღნიშნა ჯონ ჰერბსტმა. იპნ
-
იოსელიანი: ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მის განცხადებაზე „აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”. მან „პირველ არხთან” განცხადება გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა ამავე არხის ეთერში. კერძოდ, ლევან იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა. სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სხვა მოქალაქეებმა ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ლევან იოსელიანი და როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე თავად სახალხო დამცველს ინტერვიუების წაშლა მოსთხოვეს. რამდენიმესაათიანი მოთხოვნის შემდეგ ინტერვიუები წაიშალა, თუმცა, დღეს ლევან იოსელიანი არ აღიარებს, რომ მის განცხადებას ზიანი მოჰყვა. პუბლიკა -
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა გაიგოს: არ გქონდეთ იმედი, ჩვენ არასოდეს გავიმეორებთ იმას, რაც გვქონდა 2020 წელს“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს. „ფრანს-პრესი“ წერს, რომ მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ხელისუფლებაშია, გამარჯვებულად გამოცხადდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის სიყალბე და რომ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. იპნ
-
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი. თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კვირით ადრე. სეისმოლოგი ამბობდა, რომ რეალურად თავად არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და რომ როგორც წარდგენილი ბრალი, ისე სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი “შავი კამპანია” და “პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა”. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის” ცნობით, თეა გოდოლაძის ყოფილი პარტნიორი თავად იყო სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებული მასზე ძალადობის გამო და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამტყუნა კიდეც. განაჩენი 2024 წლის 7 ივნისს გამოვიდა. ხოლო 2024 წლის დეკემბერში გოდოლაძის ყოფილი პარტნიორის გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. „მთის ამბებთან” თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სააპელაციომ მწვანე შუქი აუნთო ის საქმეს, სადაც თავად არის ბრალდებული. შესაბამისად, მისი დაპატიმრება ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახდა რეალური. თეა გოდოლაძე წლების განმავლობაში აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კუთხით. პუბლიკა -
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებით (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის). ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ. გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები. იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ. იპნ
-
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. 20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. იპნ
-
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს. „წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, ჩაკეტილი ჰყავთ, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს. სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება. როგორ ფიქრობთ, გლდანის ციხეში ვინმე ვინმეს რამეს განუმარტავს? ბიჭმა შიმშილობა გამოაცხადა და მარტო ჩასვეს, როცა იმავე ციხეში სხვა მოშიმშილეებიც არიან და შეეძლოთ, თუ მოშიმშილეების იზოლირებას ახდენდნენ, ერთად ჩაესვათ, რევაზ კიკნაძეც შიმშილობს. შესაბამისად, ეს განზრახ არის გაკეთებული, რომ ზეწოლა მოახდინონ, შენ თუ ასე მოიქცევი, ჩაგსვამთ თეთრ კედლებში მარტო და გაგაგიჟებთო. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამ ბიჭს ისედაც კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა და ეს შიმშილობა მასზე რა თქმა უნდა, აისახება. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მხოლოდ წყალს იღებს“, - აცხადებს ავსაჯანიშვილი. ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. იპნ