Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტან ოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა: „ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს X-ზე ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. პუბლიკა
  2. ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა „მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი. ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში. „ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს,” - დაასკვნა მან. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. იპნ
  3. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და „კონსერვატორებისა“ და ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - „იტალიის ძმები“ – ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლონეთში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული „სამოქალაქო კოალიცია“ იმარჯვებს, რომელიც „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე „ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ „მუშათა პარტიას“ უსწრებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო. ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, „ლეიბორისტებ“/“მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა. იპნ
  4. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“. ანგარიშის თანახმად, ხდება აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინება, ამასთან, მათ მიმართ იყენებენ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდს და ფიზიკური ძალადობას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „დემონსტრანტებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და აქტივისტებზე რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ, რაც დადასტურდა მიმდინარე წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად“. „ანგარიშში მიმოხილულია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს: შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობას; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ: ფიზიკური ხელშეუხებლობა: გამოიკვეთა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მესამე პირების („ტიტუშკების“ რეიდები) მხრიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: „რუსული კანონის“ ინიციირებიდან დღემდე მიმდინარე აქციებზე საპოლიციო ღონისძიებები, უმეტესად, არ ატარებდა კანონიერ და პროპორციულ სახეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. გამოხატვის თავისუფლება: მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია „რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება: 2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საია-ს ინფორმაციით, დაახლოებით 210-ამდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. სისხლის სამართალწარმოება: საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და, სულ, დაკავებულია 8 პირი. მიმდინარე გამოძიებების და დაკავებების კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქციის მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებას. ამ მასშტაბით „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარება იწვევს ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვის სახით კიდევ ერთ სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს დემონსტრანტების დასაშინებლად. აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება შეიძლება მიზნად ისახავდეს საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. რეპრესიების სხვა მეთოდები: გარდა ფიზიკური ძალადობისა, გამოიკვეთა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, რაც „რუსული კანონის“ თაობაზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდა. 2024 წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად, ნათელი გახდა, რომ რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ და, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შემწყნარებლური პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ მიერ არის მხარდაჭერილი. მაგალითად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე უშედეგო გამოძიების გარდა, ასევე საგანგაშოა ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია, რომელმაც სატელეფონო ზარების, როგორც რეპრესიის ერთ-ერთი ფორმის, საქმეების შესწავლა ისე დაასრულა (და მასზე რეაგირება საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებად შეაფასა), რომ არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა ამ მონაცემების მოპოვება სახელმწიფო ბაზაზე წვდომის შედეგად. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და დაზარალებული პირების დაცვას. საია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოავლენს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს“,- აღნიშნულია ანგარიშში. იპნ
  5. [ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური - ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა მიმართული და "ქართულ ოც ებას" ბავშვთა უფლებები საერთოდ არ აინტერესებს. „იქ არის ცალკეული მუხლები, რომლებიც ახლანდელ კონსტიტუციურ ჩანაწერებს პირდაპირ ეწინააღმდეგება, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური უფლების ნაწილში. სინამდვილეში, ამ კანონპროექტს არაფერი არ აქვს საერთო ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან. ეს არის ის პარტია, რომელიც თვეების განმავლობაში და დღემდე აგრძელებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებთან ტერორის ზარების განხორციელებას. მათ ბავშვთა ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ. ეს არის მიმართული მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზე და არაფერი აქვს საერთო ბავშვთა უფლებების დაცვაზე, არის არაკონსტიტუციური. ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, ჩვენ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი საბოლოოდ ერთმანეთისგან გამიჯნეს. „ჯო ბაიდენისა და მაკრონის განცხადებიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. პირველი - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პირველმა პირებმა საქართველოს ხელისუფლება და ხალხი საბოლოოდ ერთმანეთისგან გამიჯნეს. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებს ეძახის, მათ დააფიქსირეს კიდევ ერთხელ შეუქცევადი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში ქვეყნის მხარდაჭერა. რაც არ უნდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, ნარატივს ავითარებდეს "ქართული ოცნება", ჩვენი 30 წელზე მეტი პარტნიორული ურთიერთობები ასე ერთი ხელისუფლების ხელის მოსმით ვერ განიავდება. ჩვენი მეგობრები ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან," - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  6. გახარიას კვირა ეპიზოდი #18 - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება უკვე მოახდინა
  7. ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ის, სავარაუდოდ, 25 აპრილს გაუჩინარდა. „ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან“, - წერს მისი ცოლი, სალომე ქურასბედიანი. „ხალხო, გაიზიარეთ გთხოვთ, ისე აზრი არა აქვს არც კომენტარებს, არც სმაილებს... რაც მეტი გაზიარება ექნება, მით მალე მივა ადრესატამდე... მარჯვენა ხელზე აქვს სვირინგი ლოტუსის ყვავილი“, - წერს თორნიკეს დედა, ინგა ფერაძე. ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დაუკავშირდით დედას: 577748538 ან ცოლს, ნომერზე: 595 99 88 61 publika
  8. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციცელების ჩადენილ ძალადობას იძიებს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია არც ერთი პოლიციელი. ამის შესახებ ირკვევა ინფორმაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია რუტინულ საგამოძიებო მოქმედებებზე — რამდენი ადამიანი გამოკითხეს, რა დოკუმენტაცია ამოიღეს, რამდენი ადამიანი ცნეს დაზარალებულად, თუმცა კონკრეტული არაფერი ადამიანებზე, რომლებიც აქციის ზოგ მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ. საგამოძიებო სამსახურს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული). ასევე, იდენტიფიცირებულია გამოძიებისთვის საინტერესო სათვალთვალო კამერები. საგამოძიებო უწყების ცნობით, სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სატელევიზიო ეთერებიდან, ინტერნეტიდან, სათვალთვალო კამერებიდან და ა.შ. ამოღებულია 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალა, ასევე, დაკავების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია და.შ. დაზარალებულად ცნობილია 10 პირი. უწყება ამბობს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაავრცელებს. აქციებზე ნაცემი ქაცარავა და ხებიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ძალადობის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა. განსაკუთრებული სისასტიკით პოლიციელები გაუსწორდნენ აქტივისტ დავით ქაცარავასა და ენმ-ის თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილს. მათი ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიან. გარდა ამისა, გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციელების მხრიდან, მათ შორის, დაკავებული აქტივისტების ცემის ფაქტები. ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა netgazeti
  9. თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა. მათივე ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ipn
  10. უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს შეთანხმების პროექტის ტექსტი და დაამტკიცეს ალგორითმი უახლოეს მომავალში შემდგომი ქმედებებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ. ipn
  11. 8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევაა. ამის მტკიცებულებად უკრაინის დაზვერვა ახტუბინსკის აეროდრომზე მდგარი მოიერიშე თვითმფრინავის სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ფოტოებზე ჩანს, როგორ იდგა 7 ივნისს დაუზიანებელი SU-57, ხოლო უკვე 8 ივნისს მის მახლობლად გაჩნდა აფეთქების კრატერები და ხანძრის შედეგად გაჩენილი ლაქები. ამასთან, 8 ივნისს დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე აეროდრომთან , რომელსაც, ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, მოგვიანებით კი რეგიონის გუბერნატორმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი დრონი ჩამოაგდეს. რუსული მედიის ცნობით, ჩრ. ოსეთში მდებარე მოზდოკის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებულია. netgazeti
  12. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. როგორც სუსი აცხადებს, გააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ — აცხადებს სუსი. ნეტგაზეთი
  13. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება. „ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მივალთ ურთიერთობების იმ ისტორიულ ნიშნულამდე, როცა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საერთოდ არ იქნება. საზღვარი დარჩება, მაგრამ გამშვები პუნქტის საჭიროება გაქრება“, – განაცხადა ბჟანიამ რუსულ პროკრემლისტურ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“. პუბლიკა
  14. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტზე 138 შეტყობინება მიიღეს და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყეს. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული)“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის სხვადასხვა საშუალებებით გადაღებული უკვე 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული და მიმდინარეობს მისი შესწავლა. ასევე გამოითხოვეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ დაადგინონ დაკავებისა და სხვა შესაბამის ეპიზოდებში მონაწილე სამართალდამცველები და მათ მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. ასევე მოწმეების გამოსავლენად გამოითხოვეს ინფორმაცია 112-დან. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან ამოღებული და გამოთხოვილია საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმები და მათ მიმართ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა მასალების ამოღების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა ფარგლებში ჩატარებული სასამართლო სხდომათა ოქმების, აუდიოჩანაწერებისა და მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი აუდიო/ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. უწყების ინფორმაციით, პროკურატურის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 10 პირს აქვს მინიჭებული. პუბლიკა
  15. დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, სავარაუდოდ, რეკორდული რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ. გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ და „დემოკრატები“ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, მაგრამ ცენტრისტული „განახლება“ და „მწვანეები“, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავენ. ევროპარლამენტის ოთხდღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს დასრულდება, როდესაც იტალიაში საარჩევნო უბნები დაიხურება. იპნ
  16. გიორგი გახარიას შეხვედრა ბათუმის მაცხოვრებლებთან: ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/987386482844772
  17. "რუსული კანონის ამოქმედების, ქვეყანაში გაფორმებული ავტორიტარიზმისა და საგარეო კურსის ცვლილების შემდეგ, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური. მმართველობის კონსტიტუციური სისტემა მთლიანად მოშლილია და ქვეყანას რეალურად მართავს ერთი ადამიანი, ორი ინსტრუმენტით - ძალადობით და კორუფციით." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/469881742200293/
  18. "სანქციები გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი." ნატალია საბანაძე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/375289772225961/
  19. "დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას." ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798873098865113/
  20. ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ. „დანიის პრემიერ-მინისტრზე დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმა შემაძრწუნებელია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე. დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთეს. „დღეს საღამოს, კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით აღშფოთებული ვარ. აგრესიის ამ მხდალ აქტს მკაცრად ვგმობ. ძვირფასო მეტე, ჩემი ფიქრები თქვენთან და თქვენს ოჯახთანაა და ვიმედოვნებ, რომ ამ საშინელ თავდასხმას მალე დაძლევთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა. „ძვირფასო მეტე, ამ საღამოს თქვენზე თავდასხმის შესახებ ამბის გაგებით ღრმად შოკირებული ვიყავი. ვგმობ ამ ამაზრზენ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც ჩვენ გვჯერა და რისთვისაც ევროპაში ვიბრძვით. გისურვებთ ძლიერებასა და სიმამაცეს - ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“. იპნ
  21. შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მაცხოვრებლებთან ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/987595362823884
  22. გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა სამეგრელოში, ქ. მარტვილისა და სოფელ კურზუს მაცხოვრებლებთან ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/986403836276370
  23. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  24. ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი. იმისთვის, რომ ჩვენ ეს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ, ქვეყანა დასაბრუნებელია, როგორც ევროპული განვითარების გზაზე, ისე დემოკრატიული განვითარების გზაზე. დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება". ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება" ნიშნავს ევროპული მომავლის გადარჩენას. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2348728342000231/
×
×
  • შექმენი...