Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. La retournée de Luuk De Jong pic.twitter.com/W2kjVP5BOQ — FrenchFCB (@FrenchFCB) January 2, 2022 The post დე იონგს სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. Le but exceptionnel de Kovacic pic.twitter.com/ojrq5EkVE3 — José Mourinho French (@Jmfmourinho00) January 2, 2022 The post მატეო კოვაჩიჩის ულამაზესი გოლი “ლივერპულის” კარში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. ეს ამბავი მოხდა ჩემი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით. მართალია, ერთი უცნაურობა შევამჩნიე, მაგრამ მაშინ მას ასეთი ყურადღება არ მივაქციე. ეს უცნაურობა სულაც არ არის დაკავშირებული ჩემს მეუღლესთან – ის ჩემთვის იდეალური რჩება დღემდე, უცნაურობა მისი დედის, დედამთილის საქციელში იყო. ყველაფერი ქორწილში დაიწყო: ის ისეთი პირქუში და აღშფოთებული იყო, თითქოს ეს ქორწილი კი არა, პანაშვიდი იყო. ის უცნაურად იქცეოდა მას შემდეგაც და რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით და საკუთარი ბინა არ გვქონდა, დედამთილთან ერთად გვიწევდა ცხოვრება. როგორც კი გადავედუ ზღურბლზე, ის ისეთი მხიარული დამხვდა რომ მეგონა, ის ნამდვილად ბედნიერი იყო ჩვენს ქორწილში და უსიამოვნებები ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. (ალბათ). მაგრამ რაღაც ნახევრად მოწყენილი ღიმილის ქვეშ ღრმად იმალებოდა პასიური აგრესია, ის გამუდმებით მსაყვედურობდა თითქოს შეფარვით, მაგრამ მე ვხედავდი ამ ყველაფერს. მაგალითად,ერთხელ შუაღამისას ადგა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, მანამდე იმავე საღამოს ეს ჭურჭელი მე გავრეცხე, ავდექი და ვკითხე რას აკეთებდა, მან ჩვეული უდანაშაულო სახე მიიღო და თქვა, რომ ბინძურ ჭურჭელს რეცხავდა. “მაშ ჩემი ჭურჭელი ბინძურია?” საბოლოოდ დავწმუნდი რომ მას მე არ მოვწონდი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ვიტანდი მის მსუბუქ საყვედურებს, როგორც დედის რჩევებს და ხშირად ვუზიარებდი ჩემს შინაგან მდგომარეობას მაგალითად,პრობლემებს ჩემს ქმართან. მაგრამ ის მაინც ყოველთვის ნაკლებს ხედავდა ჩემში. ერთ დღესაც მან გვითხრა რომ მიდიოდა ორი კვირით ქალაქ გარეთ, ბინაში კი ჩვენ გვტოვებდა და გვითხრა რომ ბინა ისეთივე სუფთა უნდა დაგვეხვედრებინა როგორსაც ტოვებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მან ჩამოსვლის არასწორი თარიღი გვითხრა რათა შეემოწმებინა თუ რას ვიზამდით მის არ ყოფნაში. ის არა მართო თავად არამედ მის თანამშრომლებთან ერთად ჩამოვიდა ერთი კვირის შემდეგ, რათა უფრო მეტად შევერცხვინე. მაგრამ საუბრისას კის მეუღლეს წამოსცდა, რომ ჩემი დედამთილი მეორე დღეს ჩამოდიოდა, მაგრამ გამაფრთხილა რომ არაფერი მეთქვა იმის შესახებ რომ მე ეს ვიცოდი. ასეთმა ტყუილმა აღმაშფოთა და გადავწყვიტე სრულად მოვმზადებულიყავი მისი ჩამოსვლისთვის. ყველაფერი გავწმინდე და დავალაგე. დედამთილი კოლეგებთან ერთად დაბრუნდა, მშვიდად გააღო კარები და ისინი შემოვიდნენ. გაუკვირდათ როდესაც ისინი ბინაში შემოვიდნენ, მისი ყველა დადგენილი სტანდარტით (და კიდევ უფრო მეტიც) გაწმენდილი იყო ყველაფერი. კოლეგებმა დაიწყეს თვალიერება და ზურგს უკან ჩურჩული, მე კი ისე მარტივად გავედი (ოფლი მოვიწმინდე და მტვერსასრუტი ჩუმად შევინახე) საცოდაობა იყო დედამთილისკენ გახედვა. იგი გომბეშოსავით შეიჭმუხნა და ყველა კუთხეში იყირებოდა მე კი საზეიმოდ ვფიქრობდი “ვერ იპოვნი, ვერ იპოვი!” ასე რომ, ჩემი დედამთილი შერცხვა და კოლეგებმაც ბევრი იცინეს. ისინკ აღარ უსმენდნენ მის ჭორებს და ბევრმა დაიჭირა ჩემი მხარე დავაში. მის სიამაყეს უზარმაზარი ზიანი მივაყენე და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის წყალობით ჩვიდმეტი წელი გავიდა, მას ალბათ ეს მაინც ახსოვს. შენიშვნა – ფოტო მითითებულია პირობითად The post დედამთილმა მითხრა, რომ 2 კვირით ქალაქ გარეთ მიდიოდა. რამდენიმე დღეში კი მოულოდნელად თავის კოლეგებთან ერთად დაბრუნდა და იცით რა გააკეთა? appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post გზირს რომელ მონაკვეთზეა დაწესებული შეზღუდვები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 144 შემთხვევა“, – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 45 პაციენტი კი გარდაიცვალა. The post საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. „ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბერძენმა მილიონერმა, სალიჰ საიბორტიმ. სალიჰ საიბორტი საქართველოში რამდენიმე წელია, რაც ცხოვრობს. ის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას ფლობს. „პრაიმტაიმი“ The post ბერძენი მილიონერი ქართველ ცოლს ეძებს – „ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“ appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ წყდება. ეს ინტერესი კი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მისი და სოფო ნიჟარაძის უსაყვარლესი გოგონა, ელის მარია წარუდგინა. სოფო პირადზე ძალიან იშვიათად საუბრობს. 2017 წელს იყო გამონაკლისი, როცა მან ,,პროფილში” თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. -მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი… ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველატერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგიგე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი. თუმცა ვამბობ, რომ ამას ვნანობ, – მოუყვა მაყურებელს მომღერალი. მაია ასათიანის კითხვაზე, არის თუ არა ეჭვიანი, სოფომ ასე უპასუხა: -არა და ახლა თუ ის მიყურებს,გაწვება სიცილით. ისეთი სიტუაციები ყოფილა, რომ მიეჭვიანა, მაგრამ სისულელეებზე, უმიზეზოდ. The post სოფო ნიჟარაძე: ,,მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ უარი ვუთხარი” appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, 31 დეკემბრის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი. The post საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობა 150-ს უახლოვდება appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,92%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 5,49% ხოლო 7 დღის განმავლობაში – 5,67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი. The post საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,92%-ია appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. The post მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – ამინდის გაუარესების შესახებ ვრცელდება გაფრთხილება appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. სამხრეთ პოლარულ კონტინენტზე, სამეცნიერო-კვლევითი სადგურში, სადაც ბელგიელი მეცნიერები მუშაობენ, კორონავირუსი გავრცელდა, – ამის შესახებ BBC წერს. სადგურზე მომუშავე 25 ადამიანიდან ყველა ვაქცინირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ტერიტორიაზე არიან, 14 დეკემბრის შემდეგ, სულ მცირე 16 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი. პრინცესა ელისაბედის სახელობის პოლარულ სადგურზე მყოფებს შესთავაზეს, დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი და 12 იანვარს დაგეგმილი რეისით სახლებში გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, მათ მოისურვეს, რომ ადგილზე გააგრძელონ მუშაობა. ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ. The post ანტარქტიდის კვლევით სადგურში კორონავირუსი გავრცელდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი. The post ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 291 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. The post დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვებია appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. მომღერალ დათო ხუჯაძეს და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. პატარა გოგონას ილა დაარქვეს. ცნობისთვის, მომღერალმა დაახლოებით 1 წლის წინ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. შეგახსენებთ, რომ დათოს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს გოგონა. The post დათო ხუჯაძეს და ეკა დალაქიშვილს შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. დღეს საქართველოში ბედობის დღეა. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ. საქართველოში ისე როგორც ბევრ რამეს, ბედობასაც ორჯერ აღნიშნავენ – 2 იანვარს და 15 იანვარს. The post დღეს ბედობაა appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ვერძი მიჰყევით თქვენი მისწრაფებების რეალიზების გზებს, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. კურო მეტად გახალისდით, მოინახულეთ მეგობრები და არ გამოტოვოთ საინტერესო ღონისძიებები. შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენს პირად თუ საქმიან სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ტყუპები გაერთეთ, იმხიარულეთ, იყავით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა როგორც კომუნიკაციებში ასევე სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. კირჩხიბი მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით. სხვა მხრივ დღე სასურველია კომუნიკაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ლომი სასურველია ამ დღეს ფინანსური სფეროს ანალიზსა და ახალი წყაროს ძიებას დაუთმოთ დრო. ზოგადად დრო წარმატებულია ნებისმიერი საქმიანობისთვის. მეგობრებსა და მათგან მოსულ იდეებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ქალწული დღე ჯობია ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. კარგია ასევე ეს პერიოდი საყიდლებისთვის. საღამოს მეტად დაისვენეთ. სასწორი მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სასურველია მოიწყოთ განტვირთვის დღე. მორიელი კარგია დღე სამომავლო გეგმების გასაანალიზებლად, აი ქმედებისთვის და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად დრო რეკომენდებული არ არის. მშვილდოსანი დღე სასურველია მოგზაურობებისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის. მთავარია შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში. თხის რქა დღე ხელსაყრელია სხვადასხვა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენამდე მოსულ ნებისმიერ ინფორმაციას. მერწყული კარგი შესაძლებლობების დღეა თითქმის ყველა სფეროში, გაუთვლელი სიტუაციების შემთხვევაში დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას. თევზები შეიტანეთ ცხოვრებაში ახლებური ხედვა, შეიცვალეთ იმიჯი, გათავისუფლდით არასასურველი სამოსისგან, ასევე გაფილტრეთ კონტაქტები. ყურადღება დაუთმეთ ენერგოტონუსის ამაღლებას. The post 2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. ფეხბურთელები ახალ წლის დადგომას საკუთარ ახლობლებთან ერთად აღნიშნავენ და მისალოც ფოტოებსაც ავრცელებენ. View the full article
  19. „თერაპიული დღიურები“ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ტეტე ბოლქვაძემ და მარი თევზაძემ ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნეს. დღიურის შექმნის მიზანი პანდემის პირობებში მეტი სიახლისა და პოზიტივის შექმნა იყო. „თერაპიული დღიურის შექმნის იდეა დაგვებადა პანდემიის დროს, როდესაც ყველა ვეძებდით რაიმე სიახლეს ცხობრებაში, რომ პოზიტივით შეგვევსო ეს პერიოდი და არამარტო. ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა შემეცნებით ინფორმაციებს, პერსონალური განვითარების საკითხებს, ინფორმაციას ხელოვნებაზე და ფსიქოლოგიაზე, ბოლოს ვიფიქრეთ რა კარგი იქნებოდა ისეთი რამ სადაც ყველაფერი ეს, ერთად იქნებოდა თავმოყრილი. რადგან ვსწავლობთ დიზაინზე და გვაქვს გამოცდილება,დღოურის დიზიანი და ფორმატი შევქმენით ჩვენ,მხოლოდ ორმა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს მიეცეთ მოტივაცია, ცხობრებას შეხედონ პოზიტოური მხრიდან, თვითშეფასება აიმაღლონ და ამავდროულად მეტი გაიგონ ხელოვნებასა და ფსიქოლოგიაზე“, – აცხადებს ტეტე ბოლქვაძე. ტეტე ბოლქვაძემ ჩვენთან ინტერვიუს დროს „თერაპიული დღიურების“ თავისებურებაზეც ისაუბრა, სადაც მომხმარებლებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. „დღიურში მიმიფანტულია სხვადასხვა საინტერესო გვერდები,რომელი რა დროს შეგხვდება ესეც სურპრიზია.. ასევე დღიურში შეგხვდებათ სამი კონვერტი, რომელშიც სიტყვები თითოეული მომხმარებლისთვის ლატარიის პრინციპითაა გათვლილი, რადგან თერაპია მომხმარებლის პირადი დღიური იქნება, ამიტომ თავისუფალ სივრცეს ვუტოვებთ მათ, რაც ნიშნავს რომ ცარიელი გვერდებიც იქნება და შეეძლებათ თავიანთი სურვილით შეავსონ“, – აცხადებს ის. ტეტე ჩვენთან საუბრისას იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებსაც ის და მის მეგობარი საქმის წამოწყების დროს გადააწყდნენ. „როდესაც დავიწყეთ ჩვენი პროექტის განხორციელება,შესაბამისი სტამბის პოვნა გაგვიჭირდა, რომელიც მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ამან შეაყივნა ჩვენი იდეის განხორციელება რამდენიმე თვით, სანამ არ ვიპოვეთ ჩვენთვის სასურველი. სტარტაპის საწყისი ინვესტიცია 8 500 ლარი იყო, რომელიც სრულიად ჩვენი სახსრებით დაიფარა. მუშაობის პროცესში, ჩვენი იდეა ისე მოგვწონდა რომ ველოდით ხალხის დიდ გამოხმაურებას, თუმცა ჩვენს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. თავიდან ვფიქრობდით ერთ ლიმიტირებულ გამოშვებას, მაგრამ ხალხის დიდი მოთხოვნის გამო უკვე მესამე ლიმიტირებული გამოვუშვით და გაჩერებას არ ვაპირებთ“, – თქვა მან. ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებიც აქვთ, ისინი თავიანთი საქმიანობის მასშტაბების გაზრდასაც აპირებენ. „სამომავლოდ, რაც არ გულისხმობს შორეულ მომავალს საქართველოში ვაპირებთ დიდი რაოდენობით ჩვენი პროდუქტის გამოშვებას, ვგეგმავთ მეორე ნაწილის გამოშვებას და უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი ჩვენი ევრეპელი და ამერიკელი მეგობრებისგან.. ყველა წიგნის ბოლო გვერდზე წერია, რომ დამზადებულია საქართველოში, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. და ბოლოს ძალიან ბედნიერები ვართ რომ ჩვენი დღიურით ბევრ ადამიანს ვანიჭებთ სიამოვნებას. და ეს გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ. მადლობა დედას,მამას და ჩვენს მეგობრებს ნდობისთვის“, – განაცხადა ტეტე ბოლქვაძემ. The post „თერაპიული დღიურები“ – გახადე ცხოვრება უკეთესი პანდემიის დროს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. „ფენიქსი“ ქართულ ბაზარზე სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. კომპანია თავადაც ქმნის სანაგიდო თამაშებს და ასევე ეხმარება ნებისმიერი იდეის ავტორაც. „ფენიქსის“ დამფუძნებელი გიორგი სამხარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეგობრებმა საქმის კეთება მწირე ბიუჯეტით და საკუთარი რესურსებით დაიწყეს. „დამფინანსებელი არავინ გვყოლია, ჩვენი რესუსრებით და ფინანსებით დავიწყეთ პირველი თამაშის შექმნა. როდესაც იდეა რეალობად იქცა ძალიან ბევრი დაგვიგდა გვერდში, მაღაზიებმა ჩვენი თამაშები საუკეთესო თაროებზე განათავსეს და მათ რეალიზებაში დაგვეხმარნენ. ასევე ძალიან დაგვეხმარნენ მარკეტინგული კომპანიებიც, ასე რომ პირველი ნაბიჯების გადადგმისას ძალიან გაგვიმართლა“, – განაცხადა სამხარაძემ. მისივე თქმით, კომპანია ფინანსური სირთულეების გარდა სხვა სირთულეებსაც გადააწყდა. „სამაგიდო თამაშები ახალი ინოვაცია იყო, ამიტომ ჩვენ არამარტო თამაშების შემქნა გვიწევდა, არამედ გვიწევდა მოსახლეობაზე მორგებული თამაშების მოფიქრებაც, ამასთანავე ჩვენი აუდიტორიაც ჩვენვე უნდა შეგვექმნა. სხვანაირად დაინტერება არ გაიზრდებოდა. ჩვენი მიზანი ქართული აუდიტორიის სრული ათვისებაა, ამიტომ ამაზე დღესაც ვმუშაობთ, შეიძლება მოსახლეობის რაღაც ნაწილი მარტივად დაინტერესდეს, თუმცა სრული აუდიტორია დააინტერესო სიახლით შედარებით რთულია“, – აღნიშნა მან. ქართული აუდიტორიის სრულად ათვისების გარდა „ფენიქსის“ გეგმები უფრო მასშტაბურია. კომპანია 2022 წლიდან აპირებს, რომ გახსნას Game Room-ები და ასევე სამაგიდო თამაშები გაიტანოს უცხოეთში. „ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ გაიხსნას Game Room-ები, სადაც ადამიანები შემოვლენ მაგიდას იქირავებენ და ითამაშებენ, ეს არ იქნება ფულზე თამაში და აზარტის მოყვარულ მოთამაშეებს დაუკმაყოფილებლობებს აზარტს. ამ იდეის გეგმაც ნაწილობრი ესეც არის, რომ აზარტული თამაშები და ფულზე თამაში ეტაპობრივად ჩაანაცვლოს. ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოში მიღწეული მიზნების შემდეგ თამაშები გავიტანოთ ჩინეთში, სადაც რა თქმა უნდა მოხდება მეტი რაოდენობის თამაშის გამოშვება, თანაც ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს გიორგი სამხარაძე. როგორც გიორგი სამხარაძე DailyInfo-სთან აცხადებს, მოლოდინებმა გაამართლა. სიახლის მიუხედავად პირველი ეტაპისთვის მიზანს მიხწეულია. ახლი წლიდან კი „ფენიქსი“ ახალი და დიდი გეგმებით ბრუნდება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეწვიოს ფენიქს ითამაშოს სამაგიდო თამაშები, ვისაც იდეა აქვს კომოანია იდეის ავტორებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. The post „ფენიქსი“ – ქართული სამაგიდო თამაშების სივრცე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. „მომავალი წელი ჩვენი ხალხისთვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველამ უნდა შევძლოთ ვიყუროთ წინ და ვიფიქროთ მომავალზე. „გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. მომავალი წელი ჩვენი ხალხისთვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი. ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირვცელ რიგში ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს მსიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე. 2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო, იყო პოლიტიკური ვნებათა ღელვაც, პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები, ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა წუხილი. მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით, – ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ. მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი. ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ღარიბაშვილი – მომავალი წელი წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების იქნება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/2.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/3.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/4.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/5.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/6.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/7.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/8.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/9.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/10.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/11.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/12.jpg The post როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. საქართველო ცვლილებების ახალ თავს იწყებს, 2022 წლიდან ქვეყნის რამდენი სექტორში ძირეული ცვლილებები ანონსდება. ამნისტია, ეროვნული გამოცდები, ტრანსპორტი, რეკლამა და განსხვავებული გადახდის სისტემები -ეს ის დარგებია, სადაც სიახლეები 2022 წლიდან ამოქმედდება. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/gadatsqhvetilebebi-romlebits-2022-tslidan-amoqmeddeba-Palitra.mp4 The post გადაწყვეტილებები, რომლებიც 2022 წლიდან ამოქმედდება appeared first on InterPost.ge. View the full article
  24. აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს: The post “ასე იპოვიან დილას თოვლში… საახალწლოდ შვიდასზე მეტი ბავშვი მართლა გავაბედნიერეთ” – აკა სინჯიკაშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. ასტროლოგ სოფია ბზეკალავას ინფორმაციით, 2022 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები თევზები და ვერძი იქნებიან. ამის შესახებ მან „მთავარი არხის”“ ეთერში ისაუბრა. „ფავორიტობა რას ნიშნავს ასტროლოგიაში – იუპიტერი 2022 წელს 2 ნიშანში იქნება გამაგრებული, თევზები და ვერძი. თევზების ნიშანს ის გაივლის დეკემბრის ბოლოდან მაისის ჩათვლით, ამიტომ, თევზებს, მორიელებს, კირჩხიბებს საკმაოდ კარგ შანსებს მისცემს. იუპიტერი არის მშვილდოსნის მმართველი, თუკი მათ დააკვირდებით, არ შეუძლიათ დაგპირდნენ, რომ ცხოვრებას შეგიცვლიან, თუმცა ის არის ოპტიმისტი ნიშანი და შეუძლია დაგანახოს მომავლის პერსპექტივები და გითხრას, რა გატირებს, ხვალ მზე გამოვა და კარგად იქნება ყველაფერი. ანუ იუპიტერის პრინციპი არის შესაძლებლობები დაგანახოთ, თუმცა თქვენ მაგივრად ის განძს არ ამოთხრის. მაისიდან ვერძში გადაინაცვლებს და აქ უვკე ცეცხლის ნიშნებთან გადავდივართ და ითვლება, რომ ვერძი ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია“, – განაცხადა სოფია ბზეკალავამ. The post 2022 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...