Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. 2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით. ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. REZONANSI
  2. ტაქსებში, კატერებსა და ავტომობილებში მოწევაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 დეკემბერს მიიღო. შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალება მოწევა აიკრძალა. ამასთან, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, თამბაქოს მოწევა აიკრძალა კერძო ავტომობილებშიც, არასრულწლოვნის თანდასწრებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა. რაც შეეხება არასრლწლოვნის თანდასწრებით, ავტომობილში მოწევას, ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, 1 წლის განმავლობაში განმეორებით ქმედებაზე 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო ჩადენაზე 150 ლარიანი ჯარიმა დაწესდა. REZONANSI
  3. მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მეგობარი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკამ 1 დღის წინ 2022 წელი Facebook მეგობრებს მიულოცა. „როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე მოსალოცად გილოცავთ 2022 წელს სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის“,- წერდა ნიკა ქაცარიძე. The post რას წერდა გარდაცვალებამდე ნიკა ქაცარიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი, წუხელ გარდაიცვალა. როგორც მაია ჩხაიძე განმარტავს, ბოლო 1 კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა. REZONANSI
  5. სიყვარული ვენახში (მეორე სეზონი) 2006 – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა ტელეწამყვანის სოციალურ ქსელში სურათი, რომელიც 2006 წელს არის გადაღებული. ია ფარულავა სურათს დადებით კომენტარს უწერს “კარგი დრო”. The post სიყვარული ვენახში, მეორე სეზონი – რა სურათი გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, მსახიობი გულით გარდაიცვალა. REZONANSI
  7. ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მედიაში. მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, მსახიობი გულით გარდაიცვალა. InterPost-ის რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლო მეგობრებს. The post ძალიან სამწუხარო ინფორმაცია – ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი „სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრნენ, სადაც ოთომ მეწყვილეს დაუსვა კითხვა, ეჭვიანობს თუ არა ის, როდესაც თავად სხვა ქალთან ერთად ცეკვავს. ჯულიანამ ამ კითხვას დადებითი პასუხი ახსნა და თავისი პოზიცია ასე განმარტა: „ამ შეგრძნებას უფრო დავარქმევდი პროფესიონალურ ეჭვიანობას, რადგან ვფიქრობ, ყველას, ვისაც მეწყვილე ჰყავს, ეს შეგრძნება ეუფლება, როცა თავის პარტნიორს სხვასთან ერთად ხედავს. მე და ოთოს არაერთხელ გვისაუბრია, რომ ამ სეზონზე კარგი მუსიკა ჟღერდა და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც დაგვედგა ცეკვები. ეს უფრო სხვა ეჭვიანობაა…“ „ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყვილი“, „სასწაულები ხართ“, „საუკეთესო წყვილი“, „საუკეთესოთა შორის საუკეთესოები“, – წერენ „ინსტაგრამზე“. The post “ჯულიანა ბარგნარი ოთოზე ეჭვიანობს…” – ნახეთ ჯულიანას მოულოდნელი პასუხი კითხვაზე და გაოცებული გულშემატკივრები appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონმა ფიგურულ სრიალში ეკატერინე ბობროვა, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუ “Ледниковый период”-ში გამოსვლისას წელს ზემოთ "შიშველი" დარჩა. მოციგურავე ყინულზე პარტნიორთან ერთად ცნობილი კინოფილმის "ბრილიანტის ხელის" ერთ-ერთ ეპიზოდს ასახიერებდა და ფილმის სცენა ზუსტად გაიმეორა და ბიუსტჰალტერი მოიხსნა. View the full article
  10. 3 იანვარს, ისრაელის ჩემპიონატის მე-16 ტურში პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. ჰაიფას “მაკაბი” საკუთარ მოედანზე თელ ავივის “მაკაბის” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა 76-ე წუთის შემდეგ სამი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის მიწურულს, ჰაიფას “მაკაბის” ფეხბურთელებმა დაახლოებით ორი წუთი კუთხურის ალამთან გაატარეს, დროის გაყვანაში კი ყველაზე დიდი წვლილი მოჰამად აბუ ფანიმ შეიტანა. იხილეთ ვიდეო The post დროის გაყვანის მასტერკლასი ისრაელის ჩემპიონატში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. სოფო პირადზე ძალიან იშვიათად საუბრობს. 2017 წელს იყო გამონაკლისი, როცა მან „პროფილში“ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. – მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი… ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგივე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენებებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი. თუმცა ვამბობ, რომ ამას ვნანობ,“ – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართველოში 13 ოქტომბერს დაბრუნდა. იგი ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობდა. The post “ცოლად გამომყევიო მეხვეწებოდა, მე კი იცით რა ვუთხარი?…” – სოფო ნიჟარაძეზე ეს არავინ იცოდა, ნახეთ რა განცხადება გააკეთა მომღერალმა appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 17-22მ/წმ-ში. ტემპერატურა ღამით -1 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი 6-7 იანვარს. ტემპერატურა -3 +16 გრადუსის ფარგლებში იქნება რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ 5 იანვარს თოვასთან ერთად ქარბუქიცაა მოსალოდნელი და ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა +3 დან +15 გრადუსამდე იქნება. 6 იანვარს ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ 5 იანვარს თოვლია მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი ღამით ძლიერი ყინვა. ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში 5-დან 7 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. მცირე ყინვაა 6 იანვრის ღამით. ტემპერატურა ამ დღეებში -1 დან +14 გრადუსამდე შუალედში იქნება. The post საქართველოში დათბება – ნახეთ როგორ შეიცვლება ამინდი თოვლჭყაპისა და ქარბუქის შემდეგ appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. "ქალი საოცრება"- ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის მეუღლის ყველაზე ცეცხლოვანი ფოტო View the full article
  14. საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელიც 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა, საკმაოდ ბევრი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის აგენტია და მათ შორის, საუკეთესოებისაც. ჯუღელი შემდეგი ფეხბურთელების წარმომადგენელია: ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ილია ბერიაშვილი, საბა კვირკველია, ბექა ქავთარაძე, ნიკა ყიფიანი, გია გრიგალავა, გიორგი ხაბულიანი. ამ მოთამაშეების შესახებ ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა მამუკას კავშირები სხვებთანაც აქვს, რაც ცნობილი არ არის. ხვიჩა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აზაროვი კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ირაკლის ტრანსფერი “ტრაბზონში” თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მნიშვნელოვნად შეფერხდა. მანამდე თურქული პრესა წერდა, რომ ჯუღელს აზაროვის წაყვანა “კრასნოდარში” სურდა. ვნახოთ, რა ტრანსფერებს გაჩარხავს მამუკა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. The post რამდენი ქართველი ფეხბურთელის აგენტია მამუკა ჯუღელი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. ბათუმის “დინამო” 19 წლის ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ თურქულ “ტრაბზონსპორს” თავიდან 1.8 მილიონ ევროზე შეუთანხმდა, თუმცა, როგორც თურქული მედია წერს, ბოლო მომენტში “დინამომ” თანხა 200 ათასი ევროთი გაზარდა. სწორედ 2 მილიონი ევროს გადახდას იყო მზად რუსული “კრასნოდარი” აზაროვისთვის და ბათუმმაც ამდენი მოსთხოვა “ტრაბზონს”, რაზეც თურული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს. თანხის 40% თბილისის “დინამოს” ერგება, გარკვეულ თანხას, რა თქმა უნდა, აგენტი მამუკა ჯუღელიც მიიღებს. მხარეები ცდილობენ ირაკლის ტრანსფერისგან მაქსიმალურად მეტი დადონ. ფეხბურთელის ანაზღაურება დაკონკრეტებული არ არის. The post რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს” აზაროვში”? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ყოფილმა პარლამენტარმა ირინა სარიშვილმა საახალწლოდ საკუთარი მრავალათასიანი ფეისბუქმეგობრის “გაცურება” ოსტატურად გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში ერთი, ფრიად დამაინტრიგებელი პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ძილის წინ სკანდალი მაქვს თქვენთვის. ისეთი, ისეთი სულ თითებს დაიკვნეტთ და იდაყვებს დაიკბენთ, თვალს ვერ მოხუჭავთ, ისეთი ამბავი მაქვს მოსაყოლი, წავედი მე დავიძინე. ტკბილი ძილი ყველას… See more” – დაწერა ირინა სარიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, რომლის პოსტსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსის გახსნის სურვილით შეპყრობილნი ზოგი უკმაყოფილო აღნიშნავდა რომ ტელეფონი რამდენჯერმე გადატვირთა, ზოგმა ლამის ეკრანი გატეხა, ზოგმაც კომპიუტერი არაერთხელ გადაარესტარტა, თუმცა “See more” -ი ბოლომდე მაინც ვერ გახსნა, ან კი რას გახსნიდნენ როცა გასახსნელი არც არაფერი იყო. მოგვიანებით, როგორც გაირკვა ეს ყოველივე ყოფილი პარლამენტარის ერთგვარი საახალწლო ხუმრობა აღმოჩნდა. ასე დატროლა ირინა სარიშვილმა ძილის წინ 5 000 – მდე ფეისბუქმეგობარი, რომელთა უმრავლესობაც ერთხმად შეთანხმდა რომ აღნიშნული სტატუსი მისი წლის უმაგრესი ხუმრობა – ინტრიგა იყო. The post “სკანდალი მაქვს ისეთი სულ თითებს დაიკვნეტთ და იდაყვებს დაიკბენთ” – რას წერს ირინა სარიშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ28-კმ125 (ყუმისთავი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, […] REZONANSI
  18. 1 დოლარი ხვალ 3.0883 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0887 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4913 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.5072 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0159 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ფარავნის უღელტეხილზე საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა. „ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. The post გზის რომელ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. „ამხანაგი კობახიძის“ ანტიდასავლური განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძე ეხმაურება კობახიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს კომენტარის საპასუხოდ და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეუძლებელს ხდის. „ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ, სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. The post ხაზარაძე: „ამხანაგი კობახიძის“ ანტიდასავლური განცხადებები პრო-რუსულ ძალებს ახალისებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ ლისის ტბასთან გაზსადენი დააზიანა, 7 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათივე ცნობით, გაზმომარაგება დღეს, 4 იანვარს 22:00 საათისთვის სრულად აღდგება. „კერძოდ – გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ლისი ფოს“ საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რაიონში – ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში – შპს „ამხანაგობა ლისის 2015“, ალ. ყაზბეგის გამზ. 3ა, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, პეკინის გამზ. 42, 45, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 33-35, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 15, 17, 22ა, 22ბ, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, ზემო ვეძისის ქ. 4, 2ა, 3ა-ში – შპს „თბილისი ტურიზმის ცენტრის“, იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა „გაგარინის 18“-ს, გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს „ირს თაუერის“, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს „მდკ“-ს, ზემო ვეძისის დასახლების, ამბროლაურის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, აქვსენტი მეგრელიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ვაზისუბნის, ივანე მარუშიძის, გაბრიელ ისაკაძის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ზემო ვეძისის ქ. 4-ში – შპს „თბილისის ტურიზმის ცენტრს“, ზემო ვეძისის ქ. 1-ში – შპს „ტიფლისი-პერმ გრუპი“, შპს „მორენა–პრო“, შპს „ტურიზმის ცენტრი“, გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისთვის“, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს „საშხაპეს“, მარშალ გელოვანის ქ. 2-ში – შპს „რადიო საქართველოს“, რესტორან „ვეფხი და მოყმეს“ (შპს „ანდამა“), ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112“, შპს „ლისი ფოს“, – აცხადებენ კომპანიაში. The post 7 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. „არასწორია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა“, – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე. მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური ხელისუფლებას არ დაუმსახურებია. „არასწორია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა. არა მგონია, რომ დამსახურებული იყოს ის საყვედური ხელისუფლებისთვის, რომელიც გამოითქვა. ჩვენი მიდგომა ასეთია – ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთსა საზოგადოებისა და ზოგიერთი დიპლომატის პოზიციები“, – განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიულ ღირებულებებს ძირი გამოითხარა. განცხადებაში საუბარია საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებაც. საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის მისწრაფებებს ნატოსა და EU-ში გაწევრიანებისკენ. The post სარჯველაძე: აშშ-ის საელჩოს საყვედური ხელისუფლების მიმართ არ მგონია დამსახურებული იყოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. ქემოკლიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე, მათ შორის პარტნიორებთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ იაფფასიან პოპულისტურ დემაგოგიას აგრძელებს. „კი არ ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს განცხადება განპირობებულია იმის გამო, რომ მათ უნდათ, რომ საქართველოში ინსტიტუციები გაძლიერდეს. მათ უნდათ რომ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს, გამოდიან და ძირს უთხრიან იმ სწორ განცხადებას, რომელიც საელჩოს მხრიდან გაკეთდა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიულ ღირებულებებს ძირი გამოითხარა. განცხადებაში საუბარია საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებაც. საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის მისწრაფებებს ნატოსა და EU-ში გაწევრიანებისკენ. საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნორის, ამერიკისს აელჩოს განცხადება უსამართლოა და არასწორია და ხარვეზებს შეიცავს. The post ქემოკლიძე: კობახიძე „ოცნების“ იაფფასიან პოპულისტურ დემაგოგიას აგრძელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. მხოლოდ გამაძლიერებელ დოზებზე დაყრდნობა საკმარისი არ არის, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გააკეთეს. ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ „ბიბისის“ განუცხადა, რომ მსოფლიო კრიზისი გლობალური მასშტაბით ვაქცინაციას მოითხოვს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, საკუთარ მოსახლეობას შესთავაზოს „ბუსტერ“ დოზა „ომიკრონის“ მზარდი შემთხვევების ფონზე, მაგრამ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადამიანების მხოლოდ 3%-ია სრულად ვაქცინირებული. კერხოვე ამბობს, რომ ეს ვითარება მორალური და ეთიკური მარცხია, რადგან საჭიროა ასეთი ქვეყნებს მიეწოდოს ვაქცინა, რათა ჯანმოს გეგმა სისრულეში მოვიდეს. აღნიშნული გეგმა მდგომარეობას იმაში, რომ 2022 წლის ივლისისთვის მსოფლიოს 70% აცრილი იყოს. მარია ვან კერხოვეს თქმით, მხოლოდ გამაძლიერებელ დოზებზე დაყრდნობა საკმარისი არაა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების შესამცირებლად საზოგადოების ჩართულობაა საჭიროა – ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. The post ჯანმო: მხოლოდ „ბუსტერ“ დოზაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...