
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება. „მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. როგორ მდგომარეობაშია ახლა, დაკარგა თუ არა გონება, არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად, ღამით გაკეთდა, როდესაც ყველას სძინავს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე არ იყოს მკაცრი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ვიცი, იმავე დღეს იგი ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. იმედი მაქვს, იმ პოზიციის გავლენით, რომელიც უკრაინასა და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა ლიზა იასკომ. tia.ge
-
ოკუპანტებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიეწოდათ. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში. The post ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 51 პაციენტი გარდაიცვალა, 2 331 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 932 641 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 13 758 ადამიანი გარდაიცვალა, 893 064 კი გამოჯანმრთელდა. The post საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ქართული ოცნების“ წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა. სერგეენკოს თქმით, ცხადი მოცემულობა იყო, რომ მესამე პრეზიდენტს მისი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კვლავ ციხეში გადაიყვანდნენ. „ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, როგორც კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე დომინანტურად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებას, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. ექიმებმა გააკეთეს შესაბამისი განცხადება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილი სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. The post სერგეენკო: სააკაშვილის გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. როგორც „დეილიინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. The post ასპინძაში მკვლელობა მოხდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, შემაშფოთებელია ის რაც ამჟამდ საქართველოში ხდება. მისივე თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, რომელიც ქვეყნის გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტია, 2022 პერსპექტიული დასაწყისი არ არის. „ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ვიოლა ფონ კრამონი: შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი გადაცემაში „დროება“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს. რულოვსი ამბობს, რომ იცოდნენ, ქვეყანაში ჩამოსვლის თანმხლები მაღალი რისკების შესახებ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის დაპირება ხალხთან და მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. „ვღელავდით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვიცოდით, აპირებდნენ მის დაჭერას. ეძებდნენ, ამოწმებდნენ ბათუმშიც, რომ დაედგინათ სად იყო. მიშასთვის, ალბათ, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ რისკები იყო მაღალი, მაგრამ მისი მონატრება და მისი დაპირებაც ხალხთან უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მაღალი რისკი“, – თქვა ყოფილმა პირველმა ლედიმ. მისი თქმით, აქვს იმედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდება. „რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ იქიდან გამოაღწევს რამენაირად, სტრასბურგი, უკრაინა, საქართველო – ბევრი ფაქტორია“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა გადაცემაში „დროება“. The post სანდრა რულოვსი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა. იასკო ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სუსტად იყო. „მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს, დაადეს ხელბორკილები, როგორ მდგომარეობაშია ახლა. დაკარგა თუ არა გონება არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად, ღამით გაკეთდა, როდესაც ყველას სძინავს. ღამეა უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში კი საშობაო არდადეგებია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე არ იყოს სწრაფი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ვიცი რომ იმავე დღეს ის ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო. იმედი მაქვს, იმ პოზიციის გავლენით, რომელიც უკრაინასა და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“, – განაცხადა ლიზა იასკომ. The post „წააქციეს, დაადეს ხელბორკილები“ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ეხმაურება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და მისი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია. ექს-პრეზიდენტის ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდა ნებართვას, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესულიყო, თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც იუსტიციის სამინისტროსა და არც პენიტენციურ სამსახურს განმარტება არ გაუკეთებიათ. The post რუსთავის ციხეში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია, რომელი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, ადგილზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მისი თანაგუნდელები. ამ დრომდე უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც იუსტიციის სამინისტროსა და არც პენიტენციურ სამსახურს განმარტება არ გაუკეთებიათ. The post მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
tia 9 სუპერძალა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებს აქვთ
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
1. ახალშობილები არ ტირიან თქვენ ალბათ ფიქრობთ: „რას გულისხმობთ?ეს ერთადერთია, რასაც ისინი აკეთებენ?“ - მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ახალშობილები ხმას გამოსცემენ და ტირილის მიმიკას იღებენ, მაგრამ არ ტირიან. მათი ცრემლსადენი არხები დახურულია, ამიტომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ცრემლებით ტირილი. 2. ახალშობილები წყალქვეშ თავს შესანიშნავად გრძნობენ ამას მყვინთავის რეფლექსი ეწოდება. ის მაშინ ქრება, როდესაც ჩვილი დაახლოებით ექვსი თვისაა. როდესაც ახალშობილი წყალქვეშაა, ის ბუნებრივად იკავებს სუნთქვას და კიდურებთ ცურვის მოძრაობებს იწყებს. 3. ახალშობილები ერთდროულად ყლაპავენ და სუნთქავენ ჩვილებში, ფარინქსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. როდესაც ისინი ყლაპავენ, მათი სასუნთქი გზების შესასვლელი ეპიგლოტის მიერ არ არის გადაკეტილი. 4. საჭიროების შემთხვევაში, ახალშობილებს შეუძლიათ განუწყვეტლივ ცემინება ახალშობილების სასუნთქი მილები გაცილებით ვიწროა, ვიდრე მოზრდილების. ამიტომ, მათ უფრო ხშირად სჭირდებათ გაწმენდა. ვინაიდან ბავშვს არ აქვს ცხვირის გამოწმენდის შესაძლებლობა, მან უნდა გამოიყენოს უპირობო რეფლექსები. ასე რომ, ახალშობილს შეუძლია გაუჩერებლად აცემინოს მანამ, სანამ მისი ცხვირი გამღიზიანებლებს არ მოიშორებს. 5. ახალშობილები ადვილად იძინებენ ბევრს ჰგონია, რომ თუ ახალშობილს სძინავს, ფეხის წვერებზე უნდა იაროს და ჩურჩულით ისაუბროს. ახალბედა მშობლები, როგორც წესი, ძალიან იბნევიან, როდესაც ხედავენ, როგორ ტკბილად სძინავს ჩვილს რემონტის ან მაღალი მუსიკის ფონზე. 6. ახალშობილებს ბუნებრივი აქცენტი აქვთ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები განსხვავებული აქცენტით ტირიან. ამ უნარს კი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს, დედის ხმის მოსმენისას იღებენ. 7. ახალშობილებს შეუძლიათ ცოცვა გასაკვირია, რომ ახალშობილ ბავშვს შეუძლია დედის მკერდამდე მიცოცება. თუმცა ამისთვის ჯერ დედის მუცელზე უნდა მოათავსო. მეცნიერთა აზრით, ჩვილებს რძის სუნი ისე იზიდავთ, რომ ისინი თავისუფლად იწყებენ გადაადგილებას. 8. ახალშობილები ძალიან მოქნილები არიან. ბავშვის ჩონჩხს დაახლოებით 300 ძვალი აქვს. ასაკთან ერთად, ბევრი მათგანი იზრდება და ერთიანდება. მაგრამ სანამ ძვლები შეერთდება, ახალშობილის სხეული უკიდურესად მოქნილია. ეს ბუნებრივი თვისება მშობიარობისთვისაა საჭირო. 9. ახალშობილების თმა მკვეთრად იცვლება დროთა განმავლობაში, ახალშობილის თმა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. თმა, რომელიც მუცლადყოფნიდან მოსდევს, სულ მალე იწყებს ცვენას. ამის გამო, ქერა თმა, შეიძლება გამუქდეს, კულულები კი, სწორი თმის ღერებით შეიცვალოს. თმის გარდა, დროთა განმავლობაში, მათი თვალის ფერიც რადიკალურად იცვლება... tia.ge -
1. „უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ დასვენება შემიძლია“. სიმშვიდის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღებია იმისთვის, რომ ქალმა იგრძნოს ემოციური კავშირი, სიყვარული და სექსუალური მოთხოვნილებები. ყოფილხართ ოდესმე ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ერთდროულად მხიარული, სექსუალური და ღიმილიანია? და რომელიც გამუდმებით გეფლირტავებათ! დიახ, ეს არის ყველაზე სექსუალური რამ, რაც მამაკაცს შეუძლია წარმოიდგინოს. თუმცა ქალებისთვის, ბიოლოგიურად შეუძლებელია იყოს ასეთი, თუ ის ვერ მოდუნდება. თუ ცოლი მოსაწყენ ქალად გადაიქცა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მას დასვენება სჭირდება, რათა თავი მხიარულ და სექსუალურ ქალად იგრძნოს. ქმარმა რა უნდა გააკეთოს? გაიხსენეთ, რომელ საყოფაცხოვრებო "განყოფილებებს" სჭირდება ყურადღება? დასუფთავება, სარეცხი, ბავშვები, არდადეგები, კვება, ოჯახი, კერძები, გადასახადები და გაფუჭებული ნივთები - ეს ყველაფერი მოითხოვს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ამიტომ, „დაეხმარეთ“ თქვენს ცოლს და მიეცით დასვენების საშუალება. 2. „უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ მისი იმედი მაქვს“. თუ მამაკაცი თანმიმდევრულია, მაშინ ქალი უსაფრთხოდ და საიმედოდ გრძნობს თავს. დიახ, ეს მოსაწყენია. მაგრამ სწორედ ამ გრძნობებთან ერთად მოდის სიმშვიდის შეგრძნება. როგორ „იყოთ მისი მამაკაცი“? თუ გსურთ დაეხმაროთ მას იგრძნოს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, უბრალოდ გადაწყვიტეთ რას ელოდებით საკუთარი თავისგან. გაარკვიეთ, რაზე ხართ პასუხისმგებელი. ამის შემდეგ, კი დაიწყეთ მოქმედება, თანაც, თანმიმდევრულად. მიზეზი, რის გამოც ქალი მამაკაცის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ისაა, რომ ხშირად, მამაკაცი არ მოქმედებს მოლოდინების შესაბამისად. ამიტომ, აუცილებელია პირველ რიგში თავად გაარკვიოთ რა მოლოდინი გაქვთ საკუთარი თავის მიმართ, რაზე ხართ პასუხისმგებელი და ამის შემდეგ, თქვენს ცოლს ნათელი სურათი შესთავაზოთ. 3. „მინდა ვიგრძნო, რომ მას სურს ჩემთან ყოფნა და არა მხოლოდ ჩემი სხეული“. ქალს სურს იგრძნოს, რომ მისი გონება, სული და ემოციები ყურადღების ღირსია. მას სურს იგრძნოს, რომ არა მხოლოდ მისი სხეულია სასურველია, არამედ მისი ყველა თვისება, ნაკლი და ღირსება. თუ ქალი გრძნობს გულწრფელ სურვილს, მაშინ ის თავდაჯერებული, მშვიდი და მოდუნებულია. იქნება ეს ემოციების, მოსაზრებებისა თუ სხეულის უარყოფა, ეს ყველაზე საშინელი განცდაა. სწორედ ამ დროს ქრება ქალი, რომელიც შეგიყვარდათ... ცხადია, ყველა ქალს აუცილებლად სურს იგრძნოს ვნება მისი სხეულის მიმართ. მაგრამ ამ მომენტში თქვენ ხართ ერთადერთი მამაკაცი მთელ პლანეტაზე, რომელსაც აქვს საიდუმლო ძალა, ვისაც შეუძლია საყვარელ ქალს აგრძნობინოს, რომ ის სასურველია: მისი სხეული, მისი გული და მისი სული. სამიდან ერთი არ მუშაობს. tia.ge
-
ოკუპანტებმა გრემისხევიდან კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა” ძალა ერთბაშია” ავრცელებს. მოძღაობის ლიდერი, დავით ქაცარავას თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა და არ არის გამორიცხული იყოს მესამე ტყვეც, რომლის გატაცებაც სავარაუდოდ, სალბიერის მხრიდან მოხდა. ქაცარავა ხელისუფლებას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ 2 მოქალაქე გაიტაცა გრემისხევიდან. ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი. ასევე, შესაძლოა, იყოს მესამე გატაცებული – სალბიერის მხრიდან. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, გატაცება მოხდა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ბატონებს მინდა ვკითხო ხელისუფლებიდან – რატომ მალავთ ინფორმაციას? თუ არ იცოდით, კიდევ უარესი. რატომ აფარებთ ხელს ორკებს?, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში. The post ოკუპანტებმა გრემისხევიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პარადოქსია, მაგრამ ის, რასაც ამბობთ, არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში... 1. როგორ აფასებთ დროს? მართალია დიდი ძალისხმევა სჭირდება დროის ღირებულების სწავლას, მაგრამ ეს ამად ღირს. როგორია ადამიანი, რომელიც გამუდმებით აგვიანებს, არ იცავს დადგენილ ვადებს ან უბრალოდ დროს ვერ ანაწილებს? დიახ, „დროს“ ბევრის თქმა შეუძლია ადამიანზე. ამ შემთხვევაში კი, არაეფექტურობაზე, არასაიმედოობასა და არაორგანიზებულობაზე მიუთითებს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის აგვიანებს, არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და ზოგადად, ცხოვრების დაგეგმვას ვერ ახერხებს... კიდევ უფრო უარესია, როდესაც თქვენი დამოკიდებულება დროის მიმართ სხვა ადამიანებზე მოქმედებს. თუ მუდმივად აგვიანებთ შეხვედრებზე, ეს მიუთითებს, რომ თქვენ პატივს არ სცემთ სხვებს, რადგან არ ითვალისწინებთ მათ მოთხოვნილებებს და მათ ძვირფას დროს ფლანგავს. დროთა განმავლობაში კი, ამ თვისებას შეუძლია გაართულოს თქვენი ურთიერთობები, რადგან ძალიან ძნელი გახდება თქვენი ნდობა, როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში. 2. როგორ ერთვებით საუბარში? საუბარი არის ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი გზაა. როდესაც სხვას ელაპარაკებით, ის აღიქვამს როგორც ხმის ტემბრს და საუბრის მანერას, ასევე შინაარსს. საუბრის სასიცოცხლო ელემენტი კი, კითხვების დასმაა. კითხვების დასმას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი კომუნიკაციის ხარისხი და ჩართულობა. „ადამიანები, მით მეტ შეკითხვას სვამენ, რაც მეტად მოსწონთ მოსაუბრე. როდესაც ადამიანები მეტ შეკითხვას სვამენ, ეს მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური აღქმა, ისინი ზრუნავენ ურთიერთობების გაძლიერებაზე და შეუძლიათ თანაგრძნობა“. ამიტომ, გადადეთ მობილური ტელეფონი და მოუსმინეთ სხვა ადამიანებს. 3. როგორ იცვამთ? „თქვენ იცვამთ იმისთვის, რათა თავი წარუდგინოთ სამყაროს. განსაკუთრებით კი, დღეს, როდესაც ადამიანური კომუნიკაცია ასეთი სწრაფი და ზედაპირულია. მოდა, უბრალოდ, მყისიერი ენაა“. მოდის ინდუსტრიის ღირებულება, დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თქვენი ტანსაცმელი ქმნის შთაბეჭდილებას და მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ის, რასაც ხალხი ფიქრობს თქვენზე - თუნდაც თქვენი გაცნობის გარეშე. უზადო ჩაცმის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ის მეტყველებს თქვენს ხასიათზე. თქვენ მიერ წარმოდგენილი იმიჯით, თქვენი პიროვნება ბრწყინავს და იზიდავს სხვა ადამიანებს, რაც თავის მხრივ აღვივებს თვითშეფასების ნაპერწკალს და წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას გმატებთ. 4. როგორ ცდილობთ გაუმჯობესებას? თქვენი კლასელები რომ შეგხვდნენ, თქვენზე რას იტყოდნენ? გაუკვირდებოდათ თქვენი ახალი ვერსიის ნახვა, თუ იფიქრებდნენ, რომ საერთოდ არ შეცვლილხართ? საკუთარი თავის გაუმჯობესება, როგორც ფსიქო-ემოციურად, ასევე ფიზიკურად, საკუთარი თავის პატივისცემის და სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა. როდესაც თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, თქვენ ემზადებით იმისთვის, რომ დატკბეთ ცხოვრებით. თუ ახალგაზრდა ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით მომავალს, რომლითაც მომდევნო ათწლეულებში იამაყებთ. ხოლო თუ ზრდასრული ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თქვენ უკვე გაქვთ კარგი ცხოვრება. tia.ge
-
ამისთვის საჭიროა უბრალოდ შეხედოთ სურათს. ის, რასაც პირველად დაინახავთ თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოს გამოავლენს... 1. მამაკაცის სახე თუ მოცემულ სურათზე, პირველად მამაკაცის სახე დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, რათა სხვების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროს. როგორც წესი, ეს საკმაოდ მარტივი გამოწვევაა, რადგან კარგად კითხულობთ ადამიანებს და იცით, სხვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საკუთარი თავის რომელი ვერსია წარმოადგინოთ. ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გაგება. თქვენ რთული ადამიანი ხართ, რადგან ძირითადად, სამყაროს თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას სთავაზობთ. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ განსაკუთრებული ადამიანი შეძლებს თქვენს გაგებას. თქვენ, უბრალოდ, ამ ადამიანს დრო უნდა დაუთმოთ. ფოკუსირება მოახდინეთ ურთიერთობის დამყარებაზე და შემდეგ მიეცით საკუთარ თავს საშუალება გაბრწყინდეს, რათა „მან“ დაინახოს, დააფასოს და გააღმერთოს. 2. კაცი ლაბადაში თუ ზემოთ მოცემულ სურათზე ქურთუკიანი მამაკაცი დაინახეთ, თქვენ შინაგანი სევდის მქონე ადამიანი ხართ. ეს არ ნიშნავს, თქვენ ხართ კლინიკურად დეპრესიული (თუმცა შეიძლება იყოთ) ან ზოგადად მოწყენილი ადამიანი (თუმცა შეიძლება ასეც იყოს), მაგრამ თქვენ კარგად აცნობიერებთ ბალანსს - სიცოცხლესა და სიკვდილს, ბედნიერებასა და მწუხარებას, დასაწყისსა და დასასრულს შორის... ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - სრული მიმღებლობა. წარსულში, თქვენი პარტნიორების უმეტესობას სურდა თქვენი შეცვლა ან „გამოსწორება“. მათ არ ესმოდათ, რომ მელანქოლია თქვენი ძირითადი ბუნების ნაწილია. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს თქვენი სევდიანი მხარე და ის მარტივად დაიმსახურებს მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას! 3. ბავშვი თუ მოცემულ სურათზე, პირველად ბავშვი დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ხშირად თავს უმწეოდ გრძნობს. რა თქმა უნდა, თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ. თქვენ იცით, როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე და როგორ გადაიხადოთ გადასახადები, მაგრამ უმეტესად გაქვთ შეგრძნება, რომ მალე, თქვენი ცხოვრება მთლიანად დაინგრევა. თქვენ ადვილად განიცდით სტრესს, გაწუხებთ უძილობა და სულ მცირე, კვირაში ერთხელ ტირით. ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გაზრდა. მოდით, ვაღიაროთ - ბავშვობა დიდი ხნის წინ დასრულდა. თქვენ ეძებთ ისეთ პარტნიორს, ვინც ყოველდღიური გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებათ. ის, ვინც დილაობით ფინჯან ყავას მოგიმზადებთ, მოუსმენს თქვენს დარდებს და საკუთარ მხარს შემოგთავაზებთ - რათა მშვიდად იქვითინოთ. დიახ, თქვენთვის ასეთია ნამდვილი სიყვარული, ამიტომ ეძებეთ მზრუნველი, თანამგრძნობი ადამიანი! 4. ჯადოქარი თუ მოცემულ სურათზე, პირველად ჯადოქარი დაინახეთ, თქვენ ხართ ცნობისმოყვარე და ვნებიანი ადამიანი. შესაძლოა, არსებობს ერთი რელიგია, რომლისაც გჯერათ, შესაძლოა ასეთი რამდენიმეა, ან შესაძლოა საერთოდ არ არსებობს, თუმცა, თქვენ რწმენით ხართ სავსე. რწმენით, რომ ეს სიცოცხლე ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობაა. ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - სულიერი კავშირი. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რომანტიული ცხოვრება იყოს ის ადგილი, სადაც თავს სულიერად სრულყოფილად გრძნობთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი უნდა იზიარებდეთ საერთო რწმენას, მაგრამ ყველაზე მეტად გიზიდავთ ადამიანები, რომლებიც სვამენ იმავე კითხვებს, რასაც თქვენ სვამთ. თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელიც არ გაურბის თქვენს ბუნებას და არ ეშინია თქვენი ცნობისმოყვარეობის. 5. ორი ფიგურა თუ მოცემულ სურათზე, პირველად ორი ფიგურა დაინახეთ, თქვენ ხართ ჯიუტი, მიზანდასახული ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. დამღლელად ჟღერს არა? ეს ალბათ იმიტომ, რომ ასეა. თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ორი რომ ყოფილიყავით, რადგან ყოველ შემთხვევაში, ოთახში კიდევ ერთი ადამიანი იქნებოდა, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველთვის მართალი ხართ და გარშემომყოფების პრობლემა ის არის, რომ... ეს მართლაც ასეა. ის, რაც თქვენ სიყვარულისგან გჭირდებათ ესაა - გამოწვევა. თქვენ გინდათ პარტნიორი, რომელიც არის კარგი მხარდამჭერი, მაგრამ ამასთან, გამოწვევებისკენ გიბიძგებთ. ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება გითხრათ, როდესაც მართალი არ იქნებით. უფრო მეტიც, გსურს პარტნიორი, რომლიც რაღაცას გასწავლით. დიახ, სიყვარული უნდა იყოს თბილი და კომფორტული ადგილი, მაგრამ მან ასევე უნდა შექმნას დინამიკა, რომელიც გიბიძგებთ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. წყარო: trend.ge tia.ge
-
ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში, ფეისბუკ მომხმარებელი იტალიაში მოგზაურობის სახალისო ეპიზოდს იხსენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. პოსტის ავტორი 2021 წლის საუკეთესო ისტორიად, იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ შემთხვევას ასახელებს. „ჩემი 2021 წლის საუკეთესო „სთორი“ მაინც ის არის, ანციოში (იტალიაში) მენეჯერმა ყავის და კრუასანების თანხა მხოლოდ იმიტომ რომ არ გადამახდევინა, მე შენს ქვეყანაში ვიყავი და საოცარი ხაჭაპური გაქვთო. – რომ ვკითხე, სად იყავით-თქო? დიდუბის ბაზრობაზეო მიპასუხა. ბათუმიც რომ მოესწრო შესაძლოა უფასოდ დამესვენა მაგრამ… დამდეგს გილოცავთ“. – წერს ეკა ღვინერია. The post მენეჯერმა ყავის და კრუასანების თანხა არ გამომართვა – მე შენს ქვეყანაში ვიყავი და საოცარი ხაჭაპური გაქვთო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გაკვეთილი 1: მარტოობის განცდა დაძლევადია მარტოობა არის ჩვენი გონებრივი მსოფლმხედველობის პროდუქტი და, შესაბამისად, ის შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ პროაქტიულად უნდა მივუდგეთ საყვარელ ადამიანებს - როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა, აუცილებლად გავატაროთ დრო ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად. ხოლო სრულიად უცნობ ადამიანებს გავუზიაროთ ჩვენი ამბები და შევთავაზოთ თანაგრძნობა. იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ სამყაროში და თითოეულ ჩვენგანს აქვს საერთო სურვილი - იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, გვეხმარება დავინახოთ, რომ ჩვენ იმაზე მეტი საერთო გვაქვს სხვებთან, ვიდრე ვფიქრობდით. და შედეგად, თავს ნაკლებად მარტოდ ვიგრძნობთ. გაკვეთილი 2: გაურკვევლობასთან ადაპტაცია მნიშვნელოვანია პანდემიის კიდევ ერთი გაკვეთილი არის გაურკვევლობასთან ადაპტირების მნიშვნელობა. ამ რთულმა პერიოდმა წარმოშვა რთული კითხვები, რომელთა უმრავლესობასაც ჩვენს ცხოვრებაში არ განვიხილავდით. კითხვები იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება ცხოვრება ნორმალურ სიტუაციას, სადამდე განაგრძნობს ვირუსი მუტაციას და როგორ დავიცვათ მაქსიმალური უსაფრთხოება. ეს არის ახალი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვხვდებით. არავინ არის იმუნური ამ გაურკვევლობის მიმართ, თუმცა, შესაძლებელია ამ რეალობაში ცხოვრების სწავლა. არ უნდა დავუშვათ, რომ გაურკვევლობამ ცხოვრებაში ხელი შეგვიშალოს. ეს კი, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. გაკვეთილი 3: უბედურება ცხოვრებისეული ფაქტია დაბოლოს, თუ არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვასწავლა მსოფლიო პანდემია, ეს არის ის, რომ ვერავინ შეძლებს სრულად განთავისუფლდეს უბედურებისგან. უბედურება არის ცხოვრებისეული ფაქტი - ყოველთვის იქნება მძიმე დრო, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება. კვლევებით დასტურდება, რომ გამძლეობა არის უნარი, რომლის სწავლაც შესაძლებელია. ეს არის ერთ-ერთი იმ უნარ-ჩვევათაგანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ჩვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და ჩვენ, ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მის გასაუმჯობესებლად. tia.ge
-
ტრაგედია ჟინვალში – ტურისტებით სავსე მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის შეჯახებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მოლდოვას მოქალაქეები არიან. დედასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვანი დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი ტურისტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც დუშეთის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დანარჩენი 5 მგზავრი დუშეთიდან, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, რეანომობილით თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანეს. დაშავებული 5 პირიდან სამი არასრულწლოვანია. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მრავლობითი მოტეხილობებით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს. მოლდოველი ტურისტები საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, მიკროავტობუსი იქირავეს და გუდაურში მიემგზავრებოდნენ. ჟინვალსა და ანანურს შორის სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მხრიდან მომავალ “ნივის” მარკის მანქანას შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან ავტომობილების მძღოლები. ისინი სამართალდამცველებს და მაშველებს დაშავებულების ხევიდან ამოყვანაში ეხმარებოდნენ. გარდაცვლილი ტურისტების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მოყინული გზა თუ მაღალი სიჩქარე – რა გახდა შეჯახების მიზეზი მიმდინარე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის და “ნივის” მძღოლები უკვე გამოკითხეს. წყარო: “რუსთავი 2” The post გაირკვა ვინ არიან გარდაცვლილი დედა-შვილი – კიდევ 2 ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქუჩების საახალწლო განათებებით გასაფორმებლად წელს 2 561 874 ლარი იხარჯება, რაც შარშანდელთან შედარებით 1 მილიონი ლარით მეტია. ფლანვგის დეტექტორის ცნობით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან ყველაზე მეტი, 700 000 ლარი საახალწლო განათებებში ბათუმმა დახარჯა. შედარებისთვის, შარშან ეს ხარჯი 500 000 ლარი იყო. რაც შეეხება თბილისს, წელს თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფმა ქალაქის განათებაში დაახლოებით 340 000 ლარი გადაიხადა, შარშან კი ხარჯი 617 000 ლარი იყო. თბილისის მერიამ წინა წლების მსგავსად, წელსაც შეიძინა საახალწლო განათებები და აქსესუარები. აღსანიშნავია, რომ ფლანგვის დეტექტორმა მერიის თბილსერვის ჯგუფს ჰკითხა, რატომ იხარჯება ყოველწლიურად ათასობით ლარი საახალწლო განათებების შეძენაზე, თუმცა მათ მერიისგან პასუხი არ მიუღიათ. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის საახალწლო განათებებზე 2017-2021 წლებში 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. The post ფლანგვა: საქართველოს მასშტაბით საახალწლო განათებებში 2.6 მილიონი ლარი დაიხარჯა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გარდა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებისა, რაც ჰაერის ტემპერატურაში და შესაბამისად, ჩაცმულობაში გამოიხატება, ზამთრის სეზონი თქვენს სხეულზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამ პერიოდში იცვლება საკვებისდამი დამოკიდებულება, მეტაბოლიზმი და ენერგიის დონე. დიდია ცდუნება, რომ გამოტოვოთ ფიზიკური აქტივობები და უფრო ხშირად მიირთვათ ცხელი, ნოყიერი საკვები და სასმელი. თუ ეს თქვენთვის ნაცნობი გრძნობაა, შეგახსენებთ, რომ მარტო არ ხართ... თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გააკეთოთ და დაელოდოთ ზაფხულის დადგომას, რათა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით აიღოთ. ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და იმუნიტეტის გაძლიერების საიდუმლო თქვენი კვებაა. გთავაზობთ რამდენიმე საკვებს, რომელიც ზამთრის სეზონზე აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. 1. ცხელი წვნიანი ზამთრის კლასიკური არჩევანია ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები, რომელიც ზამთრის კომფორტულად და თბილად გატარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ამ კერძისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, თავიდან უნდა აიცილოთ ბევრი მარილი, ცხოველური ხორცი და ნაღები. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი წვნიანები, რაც წყლის ბაზაზეა დამზადებული და ბევრ ბოსტნეულს შეიცავს. 2. მიიღეთ თბილი რძე რძე და სხვა ქვეპროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, ყველი და ა.შ. შესანიშნავი არჩევანია ზამთრისთვის. ეს იმიტომ, რომ ისინი შეიცავს B12 და A ვიტამინებს, ცილებს და კალციუმს, რომლებიც აუმჯობესებენ ადამიანის ჯანმრთელობას. ადამიანების უმეტესობა ზამთარში მარტივად ცივდება. თბილი რძის ხშირი მიღება კი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ავადმყოფობა. თუმცა, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო ან დაბალცხიმოვან რძეს. ასე, გაცილებით მარტივად შეამცირებთ კალორიების რაოდენობას და თავიდან აიცილებთ წონაში მომატებას. 3. მიირთვით ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ორივე ბოსტნეული, ბროკოლიცა და ყვავილოვანი კომბოსტოც შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ ფუნქციებს. თანაც, ისინი გაყინულ მდგომარეობაშიც არ კარგავენ სასარგებლო თვისებებს. 4. დაიწყეთ დღე შვრიის ფაფით სადილამდე ენერგიის შენარჩუნების საიდუმლო, ჯანსაღი საუზმეა. დაამატეთ შვრიის ფაფას თხილეული და ქიშმიში, ჩირი, ფინიკი და ვაშლი, თაფლი და ლიმონი. ასე, გაცილებით მარტივად შეძლებთ ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნებას! 5. მიიღეთ მეტი ცოცხალი ბოსტნეული შესაძლოა ზამთარში მრავალფეროვანი ბოსტნეულის შეძენა მარტივი არ არის. თუმცა, სტაფილო, ბოლოკი და ჭარხალი ყოველთვის ხელმისაწვდომია. 6. ყველი, კვერცხი და თევზი - ზამთრის აუცილებელი პროდუქტებია! ეს საკვები შეიცავს ვიტამინ B12-ს, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ეს საკვები თავიდან აგაცილებთ დაღლილობას. და კიდევ უკეთესი - მათი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. tia.ge
-
ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში 20 წლამდე მოთამაშეებისთვის ვადაზე ადრე შეწყდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა. ინფორმაციას ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. “COVID-19-თან დაკავშირებით ტურნირის სამედიცინო ჯგუფის და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და შტამ “ომიკრონის” გავრცელების გამო, 2022 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდება, რათა ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს”, – აღნიშნულია განცხადებაში. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ნაკრების სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვეიცარია – აშშ-სა და ფინეთი – ჩეხეთის მატჩების შემდეგ ეს COVID-19-ის დადასტურების გამო გაუქმებული მესამე თამაში იყო. The post ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაუქმდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ცნობილია, რომ ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. ეს ერთი შეხედვით ქალბატონებისთვის სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ სტატისტიკის მიუხედავად, ქალები უფრო სწრაფად ბერდებიან, ვიდრე კაცები. სინამდვილეში, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქალბატონებს ამის უამრავი მიზეზი აქვთ - ორსულობიდან დაწყებული, მენოპაუზით დასრულებული... 1. ქალები უფრო მეტად განიცდიან სტრესს, ვიდრე კაცები ექიმ ჯუდიტ მოჰრინგის თქმით, ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფსიქიური აშლილობისკენ, განსაკუთრებით კი, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გარდა ამისა, ჰორმონალური განსხვავება ყველაფერს ხსნის - ჰორმონალური ცვლილებები ასოცირდება დეპრესიასთან. უფრო მეტიც, სეზონური დრეპრესიაც კი, ქალებზე უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე მამაკაცებზე. ყველამ ვიცით, რომ მუდმივი სტრესი ადრეული დაბერების წინაპირობაა. 2. მშობიარობა მნიშვნელოვანი, თუმცა სტრესული გამოცდილებაა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევით დასტურდება, რომ ის ქალები, ვინც ორსულობა და მშობიარობა გამოსცადა, უფრო ადრე ბერდებიან, ვიდრე ქალები, რომლებსაც ეს გამოცდილება არ აქვთ. საქმე იმაშია, რომ იმ ქალებს, რომლებსაც შვილი შეეძინათ, უფრო მოკლე ტელომერები აქვთ. ესაა ქრომოსომების დაბოლოები, რომელებიც დნმ-ის ჯაჭვს იცავენ. რაც უფრო მოკლეა თქვენი ტელომერები, მით უფრო მეტად გეტყობათ ასაკი. გარდა ამისა, ორსულობის დროს სხეულიცა და გონებაც სტრესს განიცდის, რაც ასევე აჩქარებს დაბერების პროცესს. 3. მამაკაცის კანი უფრო სქელია დერმატოლოგების აზრით, მამაკაცის კანი 25% სქელია, ვიდრე ქალის კანი. პროცენტი შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ ზოგადი მაჩვენებელი იგივე რჩება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სახეზე ნაოჭები ნაკლებია, ისინი უფრო ღრმაა, ვიდრე ქალის კანზე. 4. ტესტოსტერონის დონე განსხვავებულია ესტროგენი პასუხისმგებელია ქალის ახალგაზრდულ სახეზე, ხოლო ტესტოსტერონი მამაკაცებისაზე. ტესტოსტერონის მაღალი დონე ანელებს დაბერებას. მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენი მოქმედებს როგორც დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონი, მისი გამოყოფა უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ტესტოსტერონის. ამიტომ ქალები უფრო ადრე ნაოჭდებიან. 5. მენოპაუზას თავისი შედეგები აქვს მენოპაუზის დროს, ჰორმონების დაკარგვა აჩქარებს დაბერების პროცესს. როდესაც ქალები მენოპაუზის პერიოდს გადიან, მათი სხეულები ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს კი, კანის ელასტიურობის დაკარგვას იწვევს. tia.ge
-
იძალადეს თუ არა მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკურად რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს - N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის ადვოკატები შევიდნენ. სწორედ მათ უნდა გამოიტანონ ინფორმაცია მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. "პირველები" სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმის ექიმებს გაესაუბრა, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა. ექიმი გიორგი გეგელია ამბობს, რომ ციხეში მას სატანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდება. "როგორც მე ვიცი, ფსიქონევროლოგიური მკურნალობა არ დაწყებულა საერთოდ და მე მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ნაადრევი იქნებოდა ახლა სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა. რაც შეეხება თითონ იმ ადგილორბივ ექიმს, რომელმაც დაწერა ფორმა 100, მე მინდა ჩემი პირადი აზრი გამოვთქვა, ფორმა 100 გაწერის შესხებ ისე, რომ არ შეატყობინა არც პაციენტს და არცერთ კონსილიუმს, ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს ქმედება. თუ ახლა ეს იძლებით მოხდა ამ დაკსვნის დაწერა გარკვეული სტრუქტურების მიმართ, ეს რა თქმა ნუდა, ექიმზეა, მას შეუძლია გაასაჯაროოს ეს ყველაფერი და ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, - თქვა მედიკოსმა გიორგი გრიგოლიამ. tia.ge
-
„როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს – ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ?” – ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ალიკა კუპრავას მიერ გავრცელებულ ფეისბუკ სტატუსს, რომელიც პატრიარქის და შალვა პაპუაშვილის შეხვედრას შეეხებოდა. „ნამდვილად არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფრესკოში ყიდულობს პროდუქტს, ტვ პირველის და „მთავარის“ სჯერათ და შვილების ილიაუნში სტუდენტობაზე ოცნებობენ. პირველ ორ პუნქტზე არაფერს ვიტყვი (უჩემოდაც იცით), მაგრამ როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს – ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ? არ მითხრათ ახლა კოჰაბიტაციის და განათლების სამინისტროს ბრალიაო. კი ბატონო, მაგათაც აქვთ თავიანთი ლომის წილი, მაგრამ შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო?“ – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე. The post გია გაბრიჭიძე: შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანადებობაზე შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. „ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის: სიღნაღში, მემკვიდრეობით გადაცემული 10000 კვ.მ, ასევე 2060 კვ.მ, 200001 კვ.მ და 1720 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი. ასევე სიღნაღში 100001 კვ.მ მიწის ნაკვეთი (2011 წლიდან ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო, 2020 წელს კუთვნილი წილი გაიმიჯნა და დარეგისტრირდა საკუთრებად). გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაშია მემკვიდრეობით გადაცემული 9999 კვ.მ და 9840 კვ.მ მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი სიღნაღში. დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილის სახელზეა 114,6 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 68 640 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ასევე, 17,6 კვ.მ და 18 კვ.მ ფართობის 2 ავტოფარეხი, ღირებულება ჯამში – 5000 აშშ დოლარი. პარლამენტის საკუთრებაშია 2 ავტომობილიც, Hyundai Tucson და Nissan Xterr, რომელშიც ჯამში 32 ათას აშშ დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, შალვა პაპუაშვილის ცოლის საკუთრებაშია: საცხოვრებელი სახლი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 140 კვ.მ სახლი და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დეკლარაციის შევსების მომენტში, შალვა პაპუაშვილი ფლობდა: “თი–ბი–სი ბანკი” სახელფასოზე – 4063 ლარს. მისი მეუღლე კი – “თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე – 89,38 ლარს, ანაბარზე – 3268 ლარს, “საქართველოს ბანკი” სახელფასოზე – 1046 ლარს, დანაზოგის სახით კი – 3500 ევროს. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, შალვა პაპუაშვილი ფლობს შპს ბერმუხას და შპს გზირიანის მარანის 50-50%-იან წილებს. დეკლარაციის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს 2020 წელის 11-დან 31 დეკემბერის ჩათვლით, საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელფასის სახით აღებული აქვს 2 454 ლარი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილს სესხის დასაფარად მშობლებმა 17 000 აშშ დოლარი აჩუქეს. The post მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 17 000 აშშ დოლარი – რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი ოჯახი appeared first on [/url]. ALIA.GE