Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ბოლო მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია; თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით; ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია; ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე; საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. The post რა შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზებზე – ბოლო მონაცემები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. ქართველმა მოკრივემ მსაჯს დაარტყა (ვიდეო) View the full article
  3. რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში გუშინ უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. The post რუსთავში, ქარხანაში მუშა დაიღუპა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. მოსახლეობის და ბიზნესის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, „თელმიკოს“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა და შესაბამისად, ერთ კვტ.სთ.-ზე ზრდამ 3.498 თეთრი შეადგინა. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.537 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება „თელმიკოს“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტი იყო. რაც შეეხება “ეპ ჯორჯიას” (ენერგო-პრო), 101 […] REZONANSI
  5. ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით ყველა საჭირო პროგრამა იქნება შეთავაზებული. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება არ არსებობს. The post ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. ბათუმის “დინამოს” 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონში” გააგრძელებს. აზაროვი თურქეთში სარფის საბაჟოს გავლით გადავიდა და “ტრაბზონთან” საბოლოოდ შეხვედრებს მართავს. აზაროვში თურქები 1.5 მილიონ ევროდან 2 მილიონ ევრომდე გადაიხდიან. “ტრაბზონი” მისით უკვე 6-თვეზე მეტია, რაც ინტერესდება და როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე მიიყვანეს. The post ირაკლი აზაროვი “ტრაბზონში” ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინის გარეშე დარჩა. დაზარალებულია გელა კიპაროიძის ოჯახი, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში მოქალაქეები გაერთიანდნენ, ისინი ცდილობენ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას. დახმარების მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე: REZONANSI
  8. 2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს. “პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და რამდენით ემატება პენსია და შრომის ანაზღაურება. ასაკობრივი პენსია ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის […] REZONANSI
  9. მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ. გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა. “პრაიმტაიმის “ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია ერთჯერადი მატერიალური დახმარებით სარგებლობა. თბილისის […] REZONANSI
  10. ემიგრანტი აზა გოგობერიძე შვილის შესახებ, რომელიც მამამ საწოლში გარდავცლილი იპოვა, სოცილურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. „შენი თავი ვინ წამართვა დედი.. შენ შემოგევლე დედი… დაგვასამარე დედი… მოვდივარ დედი, შენს გაყინულ სხეულს მაინც ჩავეხუტები… ვერ მოგისწარი ჩემო ანგელოზო, წამართვეს შენი თავი…“, – წერს ანრი გიორგაძის დედა. REZONANSI
  11. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში, ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა. კაცი მისი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. საუბარია, სავარაუდოდ, ერთ პირზე. პოლიცია ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავს. REZONANSI
  12. 2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა. On.ge-მ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის გამოყენებით დათვალა. უწყებას დადასტურებული შემთხვევების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკა, სექტემბრის ჩათვლით, ვებ გვერდზე თვეების მიხედვით აქვს ატვირთული. რაც შეეხება მომდევნო სამ თვეს, ამ შემთხვევაში შედეგი დღიური მონაცემების შეჯამებით მივიღეთ. ეს სტატისტიკაც NCDC-ის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. თვეების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ასეთია: იანვარი — 666 თებერვალი — 326 მარტი — 265 აპრილი — 345 მაისი — 674 ივნისი — 523 ივლისი — 526 აგვისტო — 1 629 სექტემბერი — 1 494 ოქტომბერი — 1 113 ნოემბერი — 2 030 დეკემბერი — 1 741 რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხაქართველოში ამ ინფექციამ 13 860 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ქვეყანამ შემოდგომისთვის დასახულ მიზანს, მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერც წლის ბოლომდე მიაღწია. პირველი იანვრის მონაცემებით, სრულად აცრილია 40%, ხოლო ერთი დოზით მაინც 44,9%. რაოდენობრივად აცრის შედეგები ასეთია: ჩატარებულია 2 514 871 აცრა; სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 290 114 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 44,9%); სრულად ვაქცინირებულია 1 149 956 ადამიანი (18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 40%; ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 ადამიანს. საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 12 წლის ზემოთ. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. სტატიის წყარო: on.ge The post 2021 წელს საქართველოში კორონავირუსით 11 332 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. სროლა რუსთავის გზატკეცილზე. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პირმა ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ჩაცხრილული ავტომობილი, თელეთის პოლიციის ეზოში გადაიყვანეს. The post სროლა რუსთავის გზატკეცილზე – ორმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა appeared first on InterPost.ge. View the full article
  14. ლიზა იასკო 30 დეკემბერს სოციალურ ქსელში შეშფოთებული წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს… „მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს… საქართველოს დროით, დილის 2 საათზე ძალით გაიტაცეს. რუსთავის ციხეში იძულებით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის გონზე. შესაძლებელია თუ არა ეს, XXI საუკუნეში?“ – წერდა ის. თუ სოციალურ ქსელში ლიზა იასკოს გვერდს გადახედავთ, ოქტომბრის შემდეგ მისი ყველა პოსტი და ვიდეო მიხეილ საკაშვილზეა… თუმცა, პირველ იანვარს დაწერილ მის სტატუსში ყოფილი პრეზიდენტი ნახსენებიც არაა და არც mishafree მიუწერია ბოლოში, ჩვეულებისამებრ. „ეს იყო წარმოუდგენლად რთული წელი, რის შესახებაც შეიძლება ოდესღაც მხოლოდ ბიოგრაფიულ წერილებში მოგიყვეთ. წელი, როდესაც იყო გამარჯვებები და განვითარება. ახალი მიღწევები, პოლიტიკური სიმაღლეები და პიროვნული ზრდა თუმცა, ბევრი ჰიტიც იყო. კარგზე ბევრად მეტი. ბოროტებამ, ინტრიგებმა, ღალატმა ხალხის მხრიდან, წლის დასაწყისიდან ბოლო თვეებისა და კვირის ჩათვლით, ქართულ დრამატულ მოვლენებთან ერთად, უმაღლეს ზღვარს მიაღწია. არ დავმალავ, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვისაც სიკეთის სჯერა, ამის მიღება ადვილი არ არის. ჩემი არჩევანი არ იყო, მოვხვედრილიყავი საქართველოს საკმაოდ საშინელი მოვლენებისა და სიძულვილის ცენტრში. ვიტყვი, რომ ბევრი ბოროტი და ცუდი ადამიანია, იქ ვნახე შურისძიების სურვილი. ასეთი ცხოვრებაში არ მინახავს! ასევე არ ამირჩევია ადამიანები და იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფენ მათ, ვინც მიყვარს და ასევე საკუთარ თავს. მაგრამ მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ის, რაც ასე ძვირად დამიჯდა, ახალ რეალობას მოიტანს. და ეს იქნება ის, რისიც მჯერა და ავირჩევ. ეს არის სიკეთე, სიყვარული და შედეგის მომტანი რეალური ბრძოლა არა ფეისბუქზე ყალბი დემონსტრირებით, არამედ – რეალურ ცხოვრებაში. ახალი წლის რეალობა, სადაც ბევრი რამ ბუნდოვანია, მაგრამ არის ადამიანობა და სიყვარული, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება, აშენო. ბოროტება დიდხანს ვერ ააშენებს ვერაფერს. ბოროტება კი რეალურ ცხოვრებაში ნაყოფს არ იძლევა. არის უკრაინა!!! რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს. ეს იქნება ახალი წელი… ეს იქნება ახალი რეალობა…“ – წერს ლიზა იასკო პირველ იანვარს და თავის ფოტოს ურთავს. სოციალურ ქსელში ადამიანები წერენ, რომ ეს განაწყენებული ქალის პოსტია და მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბერს თავის ფეისბუქ გვერდზე სოფო ნიჟარაძისა და მათი საერთო შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოები ატვირთა და მათ მიმართ სიყვარული გამოხატა, ლიზა იასკო გულგატეხილია და სწორედ ამის შედეგია, რომ ახალი წლის პირველ დღეს დადებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილი არ ჰყავს მოხსენიებული. The post ეს იქნება ახალი წელი… ეს იქნება ახალი რეალობა… – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე განაწყენებულია? appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. ინგლისური “ჰალ სიტი”, რომელიც თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალმა იყიდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ან ტექნიკური დირექტორი შოთა არველაძე გახდება, ვატო არველაძეს ყიდულობს. თურქული მედია აქტიურად წერს, რომ “ჰალი” არველაძეში 1 მილიონ ევროს იხდის. ვატო თურქულ “ქარაგიუმრუქში” თამაშობს და 29 დეკემბერს თურქეთის თასის შეხვედრაში შეაგდო. მანამდე “ლოკომოტივში” და პოლონურ “კორონაში” გამოდიოდა. Transfermarkt ვატოს 250 ათას ევროდ აფასებს. თუ ტრანსფერი შედგა, ვატო დიდი ხნის შემდეგ პირველი ქართველი იქნება ინგლისში. “ჰალი” 24 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-19 ადგილზეა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/dav.jpg The post “ჰალ სიტი” ვატო არველაძეში 1 მილიონ ევროს იხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. გორის “დილა” 24 წლის შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ დატოვა და მოსალოდნელია, კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს. ბუღრის შემოთავაზებები ეროვნული ლიგის გუნდებიდანაც აქვს. ირაკლი “დილამ” გასულ სეზონში “დინამო თბილისიდან” 80 ათას ლარად შეიძინა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვითად ხვდებოდა და 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბუღრიძე 2017 წელს “ლოკომოტივში” იყო, შემდეგ საუკეთესო პერიოდი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, საიდანაც ბელგიურ “ბეერსხოტში” მოხვდა, თუმცა ბელგიაში სათამაშო დრო ვერ მიიღო და “დინამო თბილისში” გადმოვიდა. “დინამოში” 10 შეხვედრა ჩაატარა და “დილაში” წავიდა. The post ირაკლი ბუღრიძემ გორის “დილა” დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” უკვე სრულად იყიდა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს. თურქული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, შოთა არველაძეს ილიჯალი კვლავ მწვრთნელობას სთავაზობს, მე-2 ნაწილი ამბობს, რომ შოთა ტექნიკური დირექტორი გახდება. ფაქტია, არველაძე კარიერას “ჰალ სიტიში” გააგრძელებს და ტრანსფერების განხორციელებას მის თავზე აიღებს. “გალათასარაიდან” მბაიე დინის ტრანსფერი სურდა, რომელი ახლა იჯარით “ვესტ ბრომვიჩში” თამაშობს, თუმცა დინი ტრავმირებულია. “ჰალის” ჩემპიონშიპში 24 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და მე-19 ადგილზე იმყოფება. შოთას დანიშვნა რამდენიმე დღეში უნდა გაოფიციალურდეს. The post შოთა არველაძე ინგლისური გუნდის ტექნიკური დირექტორი ხდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. ესპანელი ჟურნალისტის სახლიდან ჩართვის დროს უკან შიშველმა ქალმა გაიარა (ვიდეო) View the full article
  19. მას შემდეგ რაც სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართვერლოში დაბრუნდა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. მომღერალი საკუთარ პირადზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა. კითხვაზე, არის თუ არა ეჭვიანი, ნიჟარაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „მე თუ ის მიყურებს ახლა, ალბათ გაეცინება არა-ს რომ ვიტყვი. სიცლით მოკვდება, ტელევიზორთან გაწვება, ისე იცინებს, მაგრამ მართლა არ ვარ. ყოფილა ისეთი სიტუაციები, რომ მიეჭვიანია, მაგრამ ეს თითქოს ჩემი ხასიათის გამოხატულება იყო. თავიდან ვითომ თამაშით ვეჭვიანობ და მერე შეიძლება გავასერიოზულო. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ“, – ჰყვებოდა ინტერვიუში მომღერალი. The post “ვეჭვიანობდი მაგრამ…” – სოფო ნიჟარაძე პირადზე პირველად ალაპარაკდა, ნახეთ მომღერლის გულწრფელი აღიარება appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. ივანა კნოლი ხორვატი მოდელია, რომელიც პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მშობლიურ ნაკრებს დაუჭირა მხარი. View the full article
  21. საბერძნეთში, ახალი წლის ღამეს ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილული მამაკაცი 41 წლის შოთა თევდორაძეა. ცნობილი ხდება, რომ მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო, ბერძნული მედია კი მკვლელობის მოტივად “ქურდული გავლენების” გადანაწილებას განიხილავს. მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საბრძნეთის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მოკლულის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქში – ქუთაისში რამდენიმე დღეში გადაასვენებენ. The post საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილის თვალწინ ჩაცხრილეს? appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. Bxbdbdjdkksndkdldlslslslkddk pic.twitter.com/n3qe2yeJPQ — Mehdi (@cpasmeh) January 2, 2022 The post როგორ შეასრულა “ნანსის” ფეხბურთელმა პენალტი “რენთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. იხილეთ ვიდეო God save @mterstegen1 pic.twitter.com/EjJwyMM5wm — Sohaib Elkhamesy (@SohaibElkhames3) January 3, 2022 The post ტერ შტეგენის სეივი მატჩის 92-ე წუთზე (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  24. წინასწარი პროგნოზით, 2022 წლის იანვარში რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელთაგან პირველი უკვე ახალი წლის მეორე დღესვე მოხდება, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებში. მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც. მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების პროგნოზი ასე გამოიყურება: 2 იანვარი — მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება, თუმცა მზის ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონეს მიაღწევს, რაც ძლიერ ქარიშხლად ფასდება; 11-12 და 15 იანვარი — ამ დღეებში პრაქტიკულად გამეორდება 2 იანვრის მონაცემები: ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონეს არ ასცდება; 16 იანვარი — აღინიშნება მაგნიტოსფეროს შეშფოთება, მზის ქარიშხლის სიმძლავრე კი 4G დონეს მიაღწევს, რაც ძალიან ძლიერ ქარიშხლად მიიჩნევა; 17-18 იანვარი — მაგნიტოსფერო დამშვიდდება და ქარიშხლის სიმძლავრე 3G დონემდე დაიწევს. რეკომენდაციები ექიმებისგან როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე: დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად; კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს; დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა; საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული; მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული; ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი; კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. The post მოემზადეთ ძლიერი მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილია იანვრის მძიმე დღე appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ. გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა. “პრაიმტაიმის “ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია ერთჯერადი მატერიალური დახმარებით სარგებლობა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაუჩერს 40 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარია გამოყოფილი, თითოეული სოციალურად დაუცველი პენსიონერი ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს. პენსიონერები ვაუჩერით ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ – გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ასე შემდეგ. “მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ვაქცინის გაკეთების მსურველები კი ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 50 ლარიან “ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გრძელდება. 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემის პირობა გაფართოვდა. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, იანვრის თვიდან ერთჯერადი დანამატის მიღება, უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ 200 ლარიან დანამატს მოქალაქე მიიღებს იანვრის ბოლომდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. The post 200 და 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას – ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა appeared first on InterPost.ge. View the full article
×
×
  • შექმენი...