
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიან ძილს ვერაფერი შეედრება, ზოგჯერ რთულია თვალების დახუჭვა. ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია გქონდეთ სტრატეგია, როგორ აღიდგინოთ საჭირო ენერგია.... ფიტნეს და იოგა ინსტრუქტორები, ექიმები და ქოუჩები გვირჩევენ: 1. გააკეთეთ 10 წუთიანი მედიტაცია „როდესაც ენერგიის აღდგენა მჭირდება, ყოველთვის ვაკეთებ მარტივ, 10 წუთიან მედიტაციას. საუკეთესო შედეგისთვის, უმჯობესია დილის საათები აირჩიოთ. ასევე, არაჩვეულებრივია სუნთქვის გადატვირთვის პრაქტიკა. წარმოიდგინეთ, რომ სანთელს აქრობთ - მთლიანად ამოუშვით ჰაერი ფილტვებიდან, ხოლო შემდეგ ორჯერ, სწრაფად შეისუნთქეთ. გაიმეორეთ სამჯერ. დასრულების შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ თქვენი დაღილი ტვინი ბედნიერია“. 2. გაატარეთ დილა სიმშვიდეში „უძილო ღამის შემდეგ ცხელი შხაპი, საყვარელი საუზმე, ფავორიტი მუსიკა და მსუბუქი გაწელვები ნამდვილად აგავსებთ საჭირო ენერგიით“. 3. ივარჯიშეთ ღია სივრცეში „ცუდი ღამის შემდეგ, ვდგები საწოლიდან, ვიღებ შხაპს, ვიცვამ სავარჯიშო ტანსაცმელს და გავდივარ სახლიდან, რათა ვისეირნო, ველოსიპედით ვიარო ან თუნდაც მხრებისა და ხელების მარტივი ვარჯიშები გავაკეთო. ამ დროს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაღამ, ნამდვილად ტკბილად დამეძინება“. 4. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი „მე ვსვამ ბევრ წყალს, რათა ენერგია ჩემს სხეულში, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. წყალი არის პასუხი თითქმის ყველა ფიზიკურ დაავადებაზე, იქნება ეს დაღლილობა, თავის ტკივილი თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები“. 5. 30 წუთი დასვენებისთვის „ჩემი ყველაზე დიდი რჩევა იქნება დაწოლა და დასვენება. თუ ძალიან დაღლილი ვარ დღის გასაგრძელებლად, უმჯობესია დავთმო 30 წუთი და გამოვიძინო. ამ მცირე დროშიც კი, ჩემი სხეული და ტვინი ისვენებს. ახლა კი მზად ვარ დღის გასაგრძელებლად“. 6. მიიღეთ ცხელი შხაპი „მე ვთვლი, რომ დილის საუკეთესო სტიმულია ცხელი შხაპი. წარმოიდგინეთ, ეს იმდენად ძლიერი თერაპიაა, რომ ორსაათიან ხარისხიან ძილს უდრის“! 7. დაამატეთ ციტრუსი თქვენს წყალს „თუ წინა ღამეს კარგად ვერ გამოვიძინე, წყალს 1 ნაჭერ ციტრუსს ვამატებ. ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი - არჩევანი თქვენზეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წყალი ყავის პირველ ჭიქამდე უნდა მიიღოთ. ციტრუსის არომატი თქვენს დილას ენერგიითა და ხალისით აავსებს“. tia.ge
-
ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სადღესასწაულო სამზადისი კი აქტიურ ფაზაში შედის, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს და როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ მოვემზადოთ მომავალი წლისთვის? აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ვეფხვის წლის შესახებ, რათა 2022 წელმა იღბალი, ჯანმრთელობა და წარმატება მოგიტანოთ – ეს ხომ ყველას გვჭირდება?! როდის არის მთვარის ახალი წელი? ჩინური ახალი წელი 2022 წლის 1-ელ თებერვალს, სამშაბათს აღინიშნება. რას ნიშნავს ვეფხვის წელი ჩინურ ასტროლოგიაში? ვეფხვის წელი ჩინური ზოდიაქოს 12 ასტროლოგიური ნიშნიდან მესამეა. მთვარის ახალი წელი ნიშნავს გადასვლას ერთი ნიშნიდან მეორეზე, რომელიც, ამ შემთხვევაში, არის ხარიდან გადასვლა ვეფხვში. ვეფხვის წელი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ დგება. ასე რომ, თუ თქვენ დაიბადეთ 1962, 1974, 1986, 1998 ან 2010 წლებში, მაშინ ეს თქვენი წელია. ჩინურ ასტროლოგიაში თითოეულ ნიშანს ასევე მართავს მიწიერი და ზეციური შტო. 2022 წელი იქნება „წყლის ვეფხვის“, რომელსაც ხის ელემენტი მართავს. რას წარმოადგენს ვეფხვის წელი ჩინურ ზოდიაქოში? ვეფხვები დამოუკიდებელი, უშიშარი, ლოიალური და მაღალი თვითშეფასების მქონე ცხოველები არიან. ვეფხვები ძლიერები არიან უბედურების წინაშე და არასოდეს იხევენ უკან გამოწვევისგან. ისინი დაჟინებულები და მტკიცეები არიან. თავისუფალი ბუნება და სამართლიანობის ძლიერი გრძნობა მათი ყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეა, რადგან ამან შეიძლება აქციოს ისინი მეამბოხეებად. იმის გამო, რომ ეს წელი წყლის ვეფხვისაა, შეგიძლიათ ელოდოთ კეთილდღეობას ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაში. ვეფხვებს შეუძლიათ კარიერაში წარმატების მოტანა შრომისმოყვარეობითა და მონდომებით. რა მოგვიტანს იღბალს ვეფხვის წელში? მწვანე და ლურჯი ფერები წარმატებასა და კარგ ბედს მოუტანს ვეფხვებს 2022 წელს. იღბლიანი რიცხვებია 1, 3 და 7. ეცადეთ თავი აარიდოთ თეთრ ფერს და 4 და 9 ნომრებს მთელი წლის განმავლობაში. The post თუ გინდა იღბალი, სიყვარული და წარმატება, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გააკეთო… appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მისი წინა პრემიერობის დროს შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ დადგენილებაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით საინტერესო ცვლილება შევიდა. როგორც ცნობილია, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, უცხო ქვეყანაში სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდებულება აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარონ. დადგენილებას ორი ახალი მუხლი დაემატა სადაც განმარტებულია, რომ იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც საქართველოში არ დაბრუნდებიან და უცხო ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ. „გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – ვკითხულობთ ერთერთ დამატებულ მუხლში. გარდა ამისა დადგენილებაში წერია, რომ ცენტრს დაევალა ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მთავრობის მეთაურის ახალი დადგენილებით არსებობს შესაძლებლობაც, რომ სტუდენტის მიერ ქვეყანაში დაბრუნების პირობის რაღაც დროით დარღვევა საპატიოდ მიიჩნიონ: „გრანტის მიმღების მიერ დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა. The post საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი სტუდენტის მიმართ, შესაძლოა, სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სოციალურ ქსელში ვრცელდება მრავალშვილიანი დედის წერილი, რომელსაც 3 000-ლარიანი სესხი ჰქონდა აღებული და ამის გამო სუიციდი სცადა. „მაპატიეთ, შვილებო. სალი, დედას მზეო, შენ გაბარებ და-ძმას, დე. მე გიღალატეთ და მაინც ვბედავ ბოლო თხოვნა დატიტოვოთ, სწავლა არ შეწყვიტოთ. ახლა გადასახდელი აქვს ნიაკოს და ნათლიას სთხოვეთ, გაუჩენელს გააჩენს, დე. მერე დანარჩენი შენ უნდა იყოჩაღო. მიყვარხართ სულ, დედას აპატიეთ. (ფისო-ცუგოებს გაუყავით რაც დარჩებათ. დამელოდებიან)“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნათია ჩიქოვანმა გაავრცელა. მანვე, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. „3 000 ლარი აუღია სესხად შვილების სწავლის ფულის დასაფარად, ახალ წელს უნდა დაეფარა ვალი და ვერ შეძლო.. ეს იყო მიზეზი, როგორც ოჯახის ახლობლისგან გავიგე, ძალიან დიდი თანხაო, 3000 ლარიო მე მჯერა, რომ მოვაგროვებთ!! მთავარია, ბევრმა ადამიანმა ჩარიცხოს სულ ცოტა. ვიცი, რომ საახალწლოდ მაინც, ყველას გვინდა გონება გავთიშოთ და ასეთ რამეებზე არ ვიფიქროთ, მაგრამ სული შემეძრა და მინდა რაღაცაში გამოვადგე ამ ოჯახს. სუიციდის მცდელობა ჰქონდა ქალს, ვეღარ უძლებს ხალხი ამდენს. საბედნიეროდ გადარჩა და ახლა რაიონში ჰყავთ წაყვანილი (გარიდებული ქალაქს) და დღე და ღამ თავზე ადგანან, რომ არ გაიმეოროს. ისეთ დღეშია ოჯახი, ახლა ანგარიშების წერის თავი არ აქვთ და თავს უფლებას ვაძლევ, საკუთარი გვერდი გამოვიყენო ინფორმაციის გასაზიარებლად და თანხაც საკუთარ ანგარიშზე ავუგროვო. ამ ოჯახთან ერთად, დედაჩემის უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ახლობლისთვის (მშობლები გარდაცვლილი, დაც გარდაცვლილი, ქმარი და შვილები არასდროს ჰყოლია) მინდოდა საახალწლოდ თანხის აგროვება და კიდე პეტრე-პავლეს ეკლესიის მესაფლავე კაცისთვის, რომლის გაჭირვებამაც ასევე შემძრა. ამიტომ, თქვენის ნებართვით, რაც კი რამ თანხა შემოვა, 60%-20% -20% -ზე გავყოფ და ამ სამ ადამიანს გავუნაწილებ. მესაფლავე კაცისთვის, ტანსაცმლის და სხვა დონაციასაც მივიღებ. თუ რაიმე გაქვთ გადანახული. ვიცი, რომ ყველას უამრავზე უამრავი საახალწლო ხარჯი გვაქვს, საჩუქრები, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება და თუ 1 ლარი მაინც მოგრჩებათ და დახმარების სურვილი/დრო გექნებათ, არც იმის გადმორიცხვა არ მოგერიდოთ. P.S. უამრავ ცხოველს უვლიდა ეს ქალი თურმე, უკიდურესად მძიმე დროსაც არ დაავიწყდა ისინი.. ცხოველებს რატო ეხმარებით, ადამიანებს დაეხმარეთო ჭკუას რომ გვარიგებენ მართლა უნდა ჩამოვატარო და ვანახო ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ ცხოველს უვლის.. ეს მესაფლავე კაციც 3 ლეკვის წყალობით გავიცანით, რომელსაც კიტრს, პურს და ყველაფერს უყოფს, რა საკვებიც თავად აქვს ხოლმე… “, – წერს ნათია ჩიქოვანი. დახმარების სურვილის შემთხვევაში⇓ #GE25TB7006739365100048 მიმღები: ნათია ჩიქოვანი დანიშნულება: დახმარება The post მრავალშვილიანმა დედამ 3000-ლარიანი სესხის გამო თავის მოკვლა სცადა – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. როგორია მისი მდგომარეობა და სად გადაიყვანეს ის, უცნობია. „მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება – უცნობია. მისი მდგომარეობა – უცნობია“, – წერს ნიკა გვარამია. The post გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა: „ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროექტი მაშინდელი სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და ფონდის დიდი დამსახურება იყო. ერთად დაიწყეს – რა მიზანს ემსახურებოდა? ფეხბურთზე სახელმწიფო მაინც დიდი ფულს ხარჯავდა. მიზანი იყო ეს თანხა კლუბებზე ისე დახარჯულიყო, რომ ნელ-ნელა კერძო საკუთრებაში გადასულიყვნენ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ეს ნაწილობრივ მოხდა და კერძო მეპატრონე ბევრს გამოუჩნდა. – შესაძლოა, ხვალ ისეთ ვითარება იყოს, ბიზნესს მეტი საშუალება ჰქონდეს, კლუბები შეინახოს და ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა საჭირო არ იყოს, მაგრამ ახლა პროგრამა არის არაა განვითარების, არამედ, ფეხბურთის შენარჩუნების. – ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი სტიმული უნდა მისცეს იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ხარჯავს. რაღაც მოსაფიქრებელია. ახლა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ფეხბურთში რა თანხები დაიხარჯაო. არადა, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე, ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთზე, ეროვნულ ლიგებთან ერთად, ისეთი თანხა უნდა დახარჯულიყო, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი რომ ღირს. – ჩვენ გრანდებს ვერ შევედრებით, მაგრამ კრიზისიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? ფეხბურთი აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს და მაინც ძალიან მომთხოვნები ვართ. ჩვენი ხვალინდელი დღე დიდადაა დამოკიდებული მთავრობაზე და მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან ფეხბურთი სხვაგვარად ვერ განვითარდება. – დღეს ფეხბურთში ფულის ჩადება დიდ ბიზნესმენებსა და კომპანიებს არ სურთ, რადგან მომგებიანი არ არის, მაგრამ ვითარების შეცვლა სახელმწიფოს ჩართულობით შესაძლებელია. თუ ფეხბურთი რაღაც დონეზე პრიორიტეტი გახდება, რომ ეს სფერო უნდა ამოვწიოთ, მაშინ შესაძლებელი იქნება. სხვაგვარად ჩვენ იმ ფეხბურთს ვერ დავიბრუნებთ, რასაც ხალხი მიჩვეულია. ეს ნიჭი ისევ გვაქვს, მაგრამ გაჭირვების გამო განვითარებას ვერ ვახერხებთ. – თუ არ შეიცვალა ვითარება, მომავალ წელს უარესი დონე იქნება. 2-3 გუნდი იქნება ალბათ, ვინც ევროთასებიდან უეფა-ს თანხები მიიღო და 1-2 წრის გავლის შემთხვევაში თანხებს კვლავ მიიღებენ. სხვა რა დაფინანსება აქვთ ქართულ გუნდებს? ბათუმის „დინამოს“ არ შევეხები, რადგან მათ ინფრასტრუქტურა, დასწრება და ბილეთებიდან შემოსავლები აქვთ. მეტი არავის არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და პირდაპირ ტრანსფერებზე ვართ დამოკიდებულები. – ევროკავშირის წვერები რომ ვიყოთ, მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს და ძალიან მაგარი ტრანსფერები შეიძლება გაკეთდეს. ისეთ დონეზე გავდივართ და ისეთი დონის ჩემპიონატი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერებით გუნდს ვერ შეინახავ – არ არის ის შემოსავლები და ფასები. – ამიტომ საშველი ჩემი აზრით ისაა, რომ ფეხბურთი ფეხზე დადგეს და ამაში მთავრობას დიდი როლი აქვს. ეს თუ არ მოხდება, ყოველი წელი უარესი იქნება და ბევრი გუნდი მივა იმ გზამდე, სადამდეც „ლოკომოტივი“. გუნდი გადავიდა დაბალ ბიუჯეტზე, ახალგაზრდებზე და თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, კარგი იქნება, თუ არადა, ამისთვისაც მზადაა. ხვალ და ზეგ იგივე მოუვა სხვებსაც, მაგრამ ადრე თუ გვიან კმაყოფილები ხომ უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გავიმარჯვოთ. ახლა რაც იხარჯება, ის არ არის განვითარებისთვის, და თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი. – ვინც იძახის, რომ დიდი ფული იდება ფეხბურთში, მგონია, რომ საქმეში ჩახედული არაა. მედიაც უნდა ჩაერთოთ და ვიკითხოთ, ეს პროგრამა იქნება თუ არა. დამალული ხომ არ არის. თუ არ იქნება, ამაზე აეწყობიან კლუბები. სახელმწიფომ იცის, რომ ფეხბურთი სპორტზე მეტია, უნდა იყოს და სულ სალანძღავი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ფეხბურთი, რადგან ნიჭიერი ერი ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ახლა მეხი ხომ არ დაგვეცა? უბრალოდ, ახლა საამისოდ პირობები არ არის. ორ კვირაში შეკრებები უნდა დაიწყოს და გუნდებმა არ იციან, რა იქნება. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან რთულია“. პირველი არხი – სპორტი – მერაბ მამულაშვილი The post გია ჭიაბრიშვილი: “ბათუმის “დინამო” ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც…” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დღეს ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა და ყაზანის “რუბინმა” ხვიჩას სოციალურ ქსელის მეშვეობით მიულოცა. რუსი ფანები ჩვენებურის ფოტოს საკმაოდ აქტიურ და განსხვავებულად გამოეხმაურნენ. “ძალიან მინდა, რომ ხვიჩა ევროპაში წავიდეს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ვარსკვლავია” “მალე წასვლას გისურვებ ძმაო” “ჰიუ ჯეკმენი – “ვესტ ჰემის” სიამაყე” “საქართველოში ფეხბურთელები ისევ არიან?” “კვარა გააგრძელე კარიერა “რუბინში”, დარჩი ჩვენთან” “საჭიროა, რომ “რუბინში” აჩვენო რა შეგიძლია, შემოდგომა ძალიან ცუდი გამოდგა, ზოგიერთ მატჩში საერთოდ არ ჩანდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ხელთათამანების გადაგდება იყო. წმინდაა თამაში და ბრძოლა სამშობლოსთვის, არავინ კამათობს და გილოცავ, მაგრამ გთხოვა აჩვენე შენი რეალური სახე “რუბინშიც”, არა მხოლოდ 3 მატჩში” იმედია, კვარა “რუბინს” იანვარში დატოვებს… View this post on Instagram A post shared by Рубин Казань Rubin Kazan (@fcrk) The post რას უწერენ რუსი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ანორთოსისიდან” გამოშვებული ნიკა კაჭარავა, ქვილითაია, კაშია, ყაზაიშვილი და ბიჭები დღეს კალათბურთს თამაშობდნენ. მთავარი ჯახი კაშიასა და ქვილითაიას შორის შედგა. როგორც ჩანს, კაჭარავასაც რთულად არ გადააქვს გუნდიდან წამოსვლა. ვაკოს დასახვეწქი აქვს. The post ნიკა კაჭარავა კარგ ხასიათზეა – კაშო და ბიჭები კალათს თამაშობენ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები. სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა. The post კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნიკა ცქიტიშვილი აირჩიეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი და ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს კი კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ. 2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 12:00 საათიდან ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყება. 2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17 ოქრო – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი) ვერცხლი – გიორგი ტაბატაძე (საბურთალო) ბრინჯაო – სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი) ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19 ოქრო – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი) ვერცხლი – ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო) ბრინჯაო – ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი) 2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი) ნომინანტები – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი), ლევან კობაიძე (კსუ), დავით ბობოხიძე (თსუ) 2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე (კსუ) ნომინანტები – გიორგი ღავთაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი) ნომინანტები – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), გიორგი მანწკავა (კვარტალი), ზურაბ ლატარია (კოლხეთი ხობი) 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი) ნომინანტები – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი) 2021 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი 2021 წლის საუკეთესო მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფიფას გადაწყვეტილებით ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. იგი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია. 2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა ქართველ მსაჯებთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა. 2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – გიორგი გოჩოლეიშვილი 2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ირაკლი აზაროვი 2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) ნომინანტები – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი)* *გამოკითხვის შედეგად შოთა თოფურიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს 2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნინო სუთიძე (კვარტალი) ნომინანტები – ნინო სუთიძე (კვარტალი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი) 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი) ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) The post ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელია და სხვა რჩეულები appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ავარიას ჟინვალში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა. ტრაგედიის შედეგად დაშავებული 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაღუპული მცირეწლოვანი 12 წლის არის. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. REZONANSI
-
REZONANSI გორში, ბაღებში საახალწლო ნობათი დარიგდა
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში საახალწლო ნობათი დარიგდა. პაკეტები შედგება 9 დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტისაგან. პროდუქტის გაცემა ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. REZONANSI -
ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი აგვისტოდან 16 დეკემბრამდე სააგენტოში სულ შეყვანილია 371 ძაღლი. ხაშური – 80; ქარელი – 44; კასპი – 37; გორი – 208; ცხოველთა მართვის სააგენტოში ყველაზე მეტი ძაღლი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შეიყვანეს. 1) სტერილიზაცია გაუკეთდა 234 ძაღლს;2) კასტრაცია გაუკეთდა 107 ძაღლს;3) ცოფზე ვაქცინაცია გაუკეთდა 270 ძაღლს;4) სიკვდილიანობა ლეკვი – 13; ძაღლი 16; ამჟამად სააგენტოში 134 ძაღლი და 23 ლეკვი იმყოფება. მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოქალაქეებს 24/7 უწყვეტად ემსახურება. ცხელი ხაზი ტელ: 595 33 55 08 REZONANSI
-
2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტზე“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები COVIDPASS.MOH.GOV.GE. და Georgia e-health. „ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც […] REZONANSI
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში იქნება უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელ იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, […] REZONANSI
-
ლონდა თოლორაიას, ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არ აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები. ამ კანონპროექტში ახალი ფაქტობრივად არის ახალი, გარდამავალი მუხლი, რომელიც მიზნად ისახავს ამ სამსახურის ყველა თანამშრომლის, ჩემი თამადობით სახლში გაშვებას. თუ პარლამენტი ამბობს იმას, რომ 2 უწყებას აძლიერებს და ეს არის რეფორმა, მე მაქვს კითხვა, რა საჭიროა სახელმწიფო ინსპექტორი წავიდეს სახლში, რა საჭიროა სამსახურის პროფესიონალი და ღირსეული თანამშრომლები წავიდნენ სახლში," - განაცხადა ლონდა თოლარაიამ. tia.ge
-
მსახიობმა, ია ფარულავამ თბილისის მერის მისამართით "ინსტაგრამის" ერთ-ერთ სთორიში ისაუბრა და კალაძის მიწვევა საკუთარ გადაცემა "ფარულ კონვერტში“ ასე სცადა. მისი თქმით, მერი მისი პროდიუსერის ზარებს არ პასუხობს. "მერამდენე დღეა ცდილობს ჩემი პროდუსერი რომ გავიდეს კონტაქტზე კახისთან და მოიწვიოს "ფარულ კონვერტში“, როგორ მინდოდა წინასაახალწლოდ მოსულიყო გადაცემაში და ხმას არ გვცემს. ნეტა რატომ, ხომ არ იცით. რა იყო, ეს იქნებოდა შერიგების ბრწყინვალე საშუალება. კახი, მოდი, მოდი გადაცემაში, გავიხსენოთ ჩვენი წარსული. არა, მე არაფერი არ მქონია კახისთან, ტყუილია, მთელ თბილისს გადაუარა კახიმ, ჩემს გარდა".. - განაცხადა ფარულავამ. წყარო: ამბები tia.ge
-
თბილისის მერიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება გაიცემა. რა არის პროგრამის არსი? სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა. ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები? ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა. ფულადი დახმარების ოდენობა 500 ლარს შეადგენს, ერთჯერადად. ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში. კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური […] REZONANSI
-
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა. tia.ge
-
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კუჭავამ შეძლო, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ სრულად პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ელისაშვილის თქმით, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეეძლო კახა კუჭავასთან მშვიდად საუბარი, რაც სჭირდება ქვეყანას, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში. ამასთან, ელისაშვილის განმარტებით, პარტია „მოქალაქეები“ მხარს უჭერენ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, არასდროს არ ვკეკლუცობთ, რომ მხარს ვუჭერთ შალვა პაპუაშვილს. მე მაქვს პირადად მასთან განათლების კომიტეტში მუშაობის გამოცდილება, ეს იყო ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება, ლევან იოსელიანს აქვს ასევე საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში იყო ძალიან უსიამო ინციდენტი შალვას მონაწილეობით. უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის, ვუსურვებდი შალვას, რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ, რომ ასევე იყო ყველას თავმჯდომარე, ოპოზიციას მოესვლებოდეს, არ იყოს ჩარაზული კარი ოპიზიციისთვის შენს კაბინეტში და შეიქმნას საქმიანი სივრცე აქ, პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე, ხალხზე და ქვეყნის პრობლემებზე, არ მოვისმენთ მხოლოდ იმას, რასაც აქამდე ვისმენდით – ურთიერთბრალდებებს და ჩხუბს“, – აღნიშნა ელისაშვილმა. შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. tia.ge
-
“ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, ახლა მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. “ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს. მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში. The post “ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას” – პაატა იმნაძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა, ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. „რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. tia.ge
-
"სვანეთში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც”, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 17-18 მეგავატია, რაც მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებულ ენერგიას აღემატება. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხების შედეგად, მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორი მინიმალურ დონეზე იხდის, თუმცა აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, განაპირობებს მაღალ მოხმარებას, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის – ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას. უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, რათა ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია – ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს, უწყვეტად მიეწოდოთ“, – განაცხადა ნარმანიამ. tia.ge
-
არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი ქმედებაა, შესაბამისად ქვეყანაში თავისუფებაზე მყოფი არცერთი „კანონიერი ქურდი“ არ იმყოფება, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის ორი ცნობილი „კანონიერი ქურდი“ – ბადრი დვალი და რევაზ უბილავა. 51 წლის ბადრი დვალს, კრიმინალურ წრეებში „ბაჩუკი ქუთაისკის“ სახელით იცნობენ. ის სასჯელს რუსთავის N6-ე დაწესებულებაში იხდის. 28 წლის რევაზ უბილავა, იგივე „რეზიკო ჯვარსკი“ 2020 წელს წალენჯიხაში დააკავეს. ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა, რომელიც თურქეთში 21 წლის ასაკში „მონათლეს“. წყარო - primetime tia.ge