Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. tia.ge
  2. ნინიკო ნაცარიშვილმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც უკვე აშკარად ჩანს წამოზრდილი მუცელი.როგორც ცნობილია იგი ბათუმელ კანონიერ ქურდისგან, მინდია მინდაძესგან, იგივე ლავასოღლისგან ბავშვს ელოდება. ნინიკო ნაცარაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება ბათუმში, მან ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნა, ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, სამი წლის შემდეგ კი დაშორდნენ, შემდეგ იგი დაინიშნა მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილზე, თუმცა ქორწილი აღარ შედგა და სრულიად მოულოდნელად დაშორდნენ. შემდეგ აგორდა ჭორები, რომ ნინიკოს ურთიერთობა ჰქონდა კანონიერ ქურდთან მინდია მინდაძესთან, თუმცა ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნაცარიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ცრუობდა. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავასოღლიმ ნინიკოს დაბადების დღეზე, როემლიც თებერვალში იყო ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ზღვა ყვავილები აჩუქა..ნინიკომ ამის ამსახველი ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა. ლავასოღლი ახლა ბელარუსშია დეპორტირებული და როგორ შეძლო უმშვენიერესი გოგონას გულის მოგება უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ნინიკოს პირადი დაცვა დაჰყვება. 40 წლის ლავას ოღლი დაიბადა ბათუმში, 2013 წელს აკირთხეს ქურდად, 2015 წელს დააკავეს მოლდოვაში, დეპორტაციის შემდეგ აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის იანვარში.გათავისუფლების შემდეგ ლავასოღლი თურქეთში გადავიდა. მინდია გორაძეს (ლავასოღლი) საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22- წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. მსჯავრდებულ მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროს თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თურქეთის ციხეში მინდია გორაძე საექსტრადიციო პატიმრობაში ორი წელი იმყოფებოდა. თურქეთის ციხეში მყოფი ლავასოღლის ნათესავები და ახლობლები მოითხოვდნენ, რომ მას სასჯელი საქართველოში მოეხადა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა. რადგან საქართველომ არ მოითხოვა მისი ექსტრადირება, იგი ბელარუსში გადაიყვანეს. წყარო - intermedia tia.ge
  3. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესის განხორციელებაში სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. „სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები. იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ, საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო. მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია. წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს. ცხადია კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. tia.ge
  4. მოცეკვავე სალომე ჭაჭუა თავის გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოებით ანებივრებს. სალომე ამჯერად კოლაჟს აქვეყნებს, სადაც გოგონა სუპერსექსუალური ლუქით პოზირებს. View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) The post სალომე ჭაჭუამ მკერდი მოიშიშვლა – მოცეკვავის სუპერსექსუალური კოლაჟი ინსტაგრამს იპყრობს appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. “ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე: “პაივცემულებო: მოშიმშილე , ლიდერდატყვევებულ პარტიას დიდი რაოდენობით დაგვიგროვდა ბროშურები: 1.”ივანიშვილის მმართველობასთან ბრძოლის ენმ- ეული სტრატეგია – ტაქტიკის კრიტიკა” 2.” ენმ-ს შიდა პარტიული მენეჯმენტის კრიტიკა”” მახვილგონივრული და ნაკლებად (ღლიცინი ანუ) კრიტიკული ნაკვესების კრებული” 3 “ენმ” ლიდერშიფზე გაბრაზებული, გაბრაზებადავალებული და გაბრაზებადავალებულის მიერ გაბრიყვებული ამომრჩევლის სახელმძღვანელო” დეფიციტშია ( უფრო სწორად არ გვაქვს) შემდეგი გამოცემები:” 1 საზოგადოებრივად აქტიური მხარდამჭერების მიერ პარტიის მხარდაჭერის ფორმები და ამ მხარდაჭერის განხორციელების გზები და საშუალებები” 2 “სამოქალაქო აქტივიზმი , როგორც ენმ-ს ამომრჩეველთა ბრძოლის მთავარი საშუალება და მისი ფორმები” 3 “ივანიშვილის კოლაბორაციონისტულ,ავტოკრატიულ მმართველობასთან სწორი ბრძოლის სტრატეგიის და ტაქტიკის ძირითადი სახელმძღვანელო თეზისები, ენმ ლიდერშიფისთვის”. 4 “მესამე პრეზიდენტის პუტინის ტყვეობიდან დახსნის საშუალებები და მეთოდები, პარტიის სწორი ტაქტიკა” სამედიცინო ტერმინოლოგიით ვიტყოდი რომ პარტიას, ლიდერებიანად, მოშიმშილე აქტივიანად (და ჩემიანადაც სხვათაშორის), ზედოზირება გვაქვს ლანძღვის, გინების, ცილიწამების, ჭორების ( რასაც რატომღაც არქმევენ მშვენიერ სიტყვას- “კრიტიკა”) . და დეფიციტი გვაქვს – კალორიების, ელექტროლიტების, ვიტამინების და ქმედითი, კეთილგანწყობილი დახმარების. თუ კახეთის გზატკეცილი შორია და ახალ წელს საცივის და გოზინაყის ნაცვლად გლუკოზის ერთი აბის პერსპექტივით მოშიმშილე, არაჩვეულებრივი, საოცარი ადამიანების მონახულება გიჭირთ , კეთილი სიტყვის გამომეტებას რა უდგას წინ. არადა ვიცი რა სენი გჭირთ ზოგიერთებს, ფსიქოლოგიის ანბანია ეს. თავად ვერაფრის ან არაფრის გამკეთებლები, სინამდვილეში საკუთარ თავს ეჩხუბებით ჩვენი ლანძღვით, კრიტიკას რომ ეძახით უსირცხვილოდ. აი ორ დღეში ერთხელ ხუთი წუთით მოვიცლი ხოლმე აქ შემოსახედად- ამ დროს იძინებენ ან ცდილობენ დაძინებას მოშიმშილეები და მხვდება სრულიად გულისამრევი სტატუსები და კომენტარები. არ გრცხვენიათ? საერთოდ არ გრცხვენიათ მართლა???” The post “თუ კახეთის გზატკეცილი შორია და ახალ წელს საცივის და გოზინაყის ნაცვლად გლუკოზის ერთი აბის პერსპექტივით მოშიმშილე, საოცარი ადამიანების მონახულება გიჭირთ…” – რუსუდან ცირეკიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. იტალიური “ჯენოას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სიმპტომები არ აღენიშნება. უკრაინელი სპეციალისტის გარდა COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა გუნდის მცველ დომენიკო კრიშიტოს ტესტმაც. “ჯენოა” საწვრთნელ პროცესს 29 დეკემბერს, გუნდის თავკაცის თანაშემწის, მაურო ტასოტისა და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელიბით განაახლებს. “ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-18 ადგილი უკავია და ელიტაში დასარჩენად იბრძვის. The post შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აქვეყნებს წერილს და ფოტოს: “მე როცა კლასი დავამთავრე, კოლმეურნეობამ კალოს გამგედ დამაყენა. სიმინდი რაც მევდოდა ამ ბრიგადაში, მე ჩევბარებდი. ვიყოფოდით სადილისას – ბრიგადირი, მეურმე იყო და მეზობელი. ერთად ვჭამდით საჭმელს. ქალები საჭმელს გვიმზადებნენ. და ამ მეურმის დამ მითხრა, რომე ამას უყვარხარ შენაო, ერთ გოგოს. მეზობლის შვილს. დევძაბე. ხმას ვერ ვიღებდი. ერთხელ გევხედე და მუუწია რიგი ჩემ მომავალ ცოლს. იმ გოგოს. მეიტანა სარმა. სარმა იმფერი საჭმელიაო, რომ გააკეთებენ რაცხა ფხალში ნიორით, კარტოფილით, ხორცით. ამ გოგოს გუუკეთებია ერთი ცალი განსაკუთრებით მწარე, მწარე – ვერ ჩეიოდობდი პირში. რაც უქნია, ნახევარი პილპილა უქნია. დამიდვა მაი საინი. კითხულობს: როგორია საჭმელი? მთლად მწარე, მწარე, პილპილა. მე ვუთხარი, მწარე კია, მარა კაი ხელის გაკეთებულია მეთქი. აი, იმიზა უქნია, რომ გამომლაპარაკებოდა, რაცხა საქმე დემეკავებია. ჰოდა, კიდო, ერთხელ კალოში ვართ. ურემია დაყენებელი და ზეთ ვარ. სადგარი აქ შამოყენებული ურემს. გამეიარა იმ გოგომ, გამოკრა ფეხი ამ წინსადგარს და ურემი დეეცა ძირს. რომ დეეცა ძირში, მე გადმუარდი და გადმოვკოტრიალდი იქით. იმან გეიარა, წევიდა ყანაში. კალათი მიქონდა. გავხედე და მომეწონა. მაგი იყო სიყვარული. ინუსა ირემაძე სოფელი ზოტი. გურია სოფლებიდაადამიანები გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze” The post “გეიარა, წევიდა ყანაში, კალათი მიქონდა… გავხედე და… მაგი იყო სიყვარული” – სოფლები და ადამიანები appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ადვოკატი, გიორგი ფანცულაია: “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის განხილვის დროს, როცა არც ერთი განსხვავებული აზრი არაა ქართულ ოცნებასა და მათ მხარდამჭერებში, პირიქით უხარიათ და ქირქილებენ, “აბა რა ეგონა ლონდას შევარჩენდით მიშას თემაზე დასკვნასო?” ესაა დიაგნოზი არსებული მდგომარეობის… თქვენ არც ერთი პროცენტით არ ჯობიხართ იმ ადამიანებს, ვინც მიშას ერთ ნაკლის დასახელება არ შეეძლო… წერტილი. P.S. წარმოიდგინეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ სოზარ სუბარის გამო სახალხო დამცველის ინსტიტუტი რომ გაეუქმებიათ… აი თქვენ ზუსტად ამას კადრულობთ რაც 2007 წლის 7 ნოემბერს არ გაუკეთებიათ…” The post “7 ნოემბრის შემდგომ სოზარ სუბარის გამო სახალხო დამცველის ინსტიტუტი რომ გაეუქმებიათ… აი ზუსტად ამას კადრულობთ…’ – გიორგი ფანცულაია appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. “თქვენ, აი, ზუსტად თქვენ იმ ხალხს, რომელმაც ამხელა როლი ითამაშეთ ქართულ ფეხბურთში, ამ 4 წლსი განმავლობაში ხმა არ ამოგიღიათ და ამიტომ ეტირა ამ ფეხბურთს დედა. მიყუჩებული ხართ თქვენთვის, გაიგე. ელოდებით, თქვენთვის ხართ ძაან კარგად. მერე რაღაცა რომ მოხდება უცებ გამოჩნდებიან, ეგრე არ გამოვა ძმაო. ფეხბურთს რომ მინდვრები წაართვეს, სტადიონები რომ წაართვეს, ფეხბურთს ყველაფერო რომ წაართვეს, მაშინ სად იყავით? რატომ არ ამოიღეთ ხმა ძმაო, სად იმალებოდით?” – უთხრა ქეცბაიამ “დინამო თბილისის” ლეგენდარულ მოთამაშეებს. დღეს გაირკვა, რომ “ლოკომოტივი” თითქმის სრულად დაიშალა და მოსალოდნელია, რომ მსგავსი პრობლემები სხვა გუნდებსაც შეექმნათ. The post თემურ ქეცბაია: “აი, ამიტომ ეტირა ქართულ ფეხბურთს დედა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. გთხოვთ, ორი წუთით განსაკუთრებული ყურადღება დაგვითმოთ- ახლა თქვენს თანადგომას და გულისხმიერებას პატარა ნიკოლოზის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთად და სულ მცირედი ყურადღების გამოჩენით ყველაფერი შეგვიძლია! ნიკოლოზი 6 წლისაა და სულ რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა მესამე სტადიის ვილმსის ავთვისებიანი სიმსივნე (ნეფრობლასტომა). სასწრაფოდ ამოღებული თირკმელის შემდეგ, გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა იმედს, რომ მისი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. ნიკოლოზს ექიმების რეკომენდაციით სასწრაფოდ ესაჭიროება სხივური და ქიმიოთერაპიის კურსების დაწყება. ნიკოლოზის საზღვარგარეთ მკურნალობის დასაწყებად წინასწარი მონაცემებით საკმაოდ სოლიდური თანხებია აუცილებელი, რითვისაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მისი გამოჯანმრთელება დამოკიდებულია თანხის სწრაფად შეგროვებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზე. გიზიარებთ სპეციალურად შექმნილ ანგარიშის ნომერს #GE30LB0010045014501100 საქველმოქმედო ანგარიში (თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ანგარიშიდან) #GE77LB0711194506001333 (მულტისავალუტო ანგარიში) მიმღები ბანკის SWIFT კოდი- LBRTGE22 მიმღები – თეონა ნადირაშვილი პ/ნ 01026003335 #GE77LB0711194506001333 (მულტისავალუტო ანგარიში) #GE30LB00100450145001100 საქველმოქმედო ანგარიში, ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ანგარიშიდან The post პატარა ნიკოლოზის გადასარჩენად appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის “დინამომ” 2-1 მოუგო “საბურთალოს” და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა. “დინამოს” მარჯვენა მცველი, გუჯა რუხაია დისკვალიფიცირებული იყო და მის პოზიციაზე კაჭარავამ უნივერსალი, ლევან კობოური დააყენა. დაცვის ხაზში 4-ვე მცველი, კობოური, თოთაძე, ლოჩოშვილი და ხარაბაძე ცაცია გახლდათ და მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთიდანაც რთული გასახსენებელია. საერთოდ, კობოურმა “დინამოში” ცენტრალურ მცველად დაიწყო ასპარეზობა, შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადავიდა, თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად და თავდამსხმლის უკანაც, დღეს კი მარჯვენა ფრთაზე მოგვევლინა. “დინამომ” ხონის “იმერეთისა” და “სტოკ სიტის” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, ლუქმან გილმორი დაიმატა, თუმცა დღეს ის განაცხადში არ ყოფილა. The post უცნაური შემთხვევა: როგორი გუნდით ეთამაშა “დინამო” “საბურთალოს”? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ავტონომიური მხარის, ვოივოდინას (დედაქალაქი ნოვი-სადი) საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ვოივოდინას ათლეტებს ყოველწლიურად გაზეთი “დნევნიკი” ასახელებს და პირველ ადგილას მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი გავიდა. მეორე/მესამე ადგილას მილენკო სებიჩი (მსროლელი) და მიჰაილო ვასიჩი (კალათბურთელი) გავიდნენ. ორივე მათგანმა ტოკიოში ბრინჯაოს მედლები აიღეს. დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა და სერბეთის სახელით გადაწყვიტა ასპარეზობა ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირსიპირების გამო. The post ზურაბ დათუნაშვილი სერბებმა წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 ციხეში გადაყვანის მცდელობას და აღნიშნულ ფაქტს გმობს. დენისოვა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოეთის ქვეყნებს, დაგმონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვის ფაქტი. გარდა ამისა, უკრაინის ომბუდსმენი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. „ვგმობ საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქე, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან უკან, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე. ამასთან, ვრცელდება უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მორიგი შიმშილობის დაწყების მზადყოფნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს ჩვენი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ“, – აღნიშნულია დენისოვას განცხადებაში. The post უკრაინის სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება. კორტნი წერს, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს. „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?“, – წერს უილიამ კორტნი twitter-ზე. Sadly, the current government in #Tbilisi seems step-by-step to be weakening Georgia's democratic institutions. Can vibrant civil society save democracy? https://t.co/E7iajO2HOU — William Courtney (@courtneywmh) December 28, 2021 The post უილიამ კორტნი: საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. ანი დვალიშვილი, ალია “ადრეც დავწერეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, საკრებულოებსა თუ მერიებში არეულობა იყო და აგერ, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან წავიდა. არადა, ეს კაცი მანამდე მუნიციპაალიტეტის მერი იყო და წესით, საკრებულოს თავმჯდომარეობა არ უნდა გასჭრვებოდა, თუმცა უთხრეს და წავიდა, ანუ სამეგრელოზე კონტროლი სხვა ძალებმა აიღეს ხელში. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების“ წევრი ვერ გაიყვანეს, ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილება წალენჯიხა, დაძაბული მდგომარეობაა ზუგდიდსა და სენაკშიც. აღარაფერს ვამბობთ რუსთავზე, სადაც საკრებულო უბრალოდ არ არსებობს და თავმჯდომარის არჩევაზე ვერ თანხმდებიან. ჩხოროწყუს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა რუსთავშიც გახარიას გუნდის წევრი მოგვევლინოს საკრებულოს თავმჯდომარედ, მაგრამ ისიც გვითხრეს, ნაციონალები ახლა საკუთარ კანდიდატურას ითხოვენ მეტალურგთა ქალაქში და ამბობენ, ჩხოროწყუ ხომ დაგითმეთო. თანაც, ნაციონალებისთვის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან მაისში აქ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართება და გასამარჯვებლად ბრძოლას სწორედ ნაციონალები აპირებენ. ისე, „ოცნების“ გასაგონად იმასაც ვიტყვით, ამ საახალწლოდ სასტუმროები რომ გაქვთ დაჯავშნილი და გუგუნს გეგმავთ, სხვა, ნაკლებად ძვირადღირებული სასტუმროები ნაციონალებმა დაჯავშნეს და ტრენინგების ჩატარებას გეგმავენ. ჰო, დეკემბრის ბოლოდან 10 იანვრის ჩათვლით, ანუ მაშინ, როცა თითქოს პოლიტიკისთვის არავის ეცლება, ნაციონალები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ, ახალგაზრდებს დაატრენინგებენ, ანუ მათ, ვინც მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება მომავალ აქციებზე. აქციები კი აუცილებლად გაიმართება, რადგან უვკე გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიმშილობით სააკაშვილის გათავისუფლება ძნელად მისაღწევია. ახლა პარტიას თემურ ალასანია მართავს და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საყვარელი დისშვილის გამოსახსნელად, ალასანია ყველაფერს იზამს. ჰო, პარტიული თანხებიც ახლა მხოლოდ მისი გავლით გადის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იგი საქართველოში მართლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა, ძალიან ცდება – ალასანია ნაციონალური მოძრაობის თავი გახდა და მის გარეშე ფანჯარასაც ვეღარ გააღებენ. The post “დეკემბრის ბოლოდან 10 იანვრის ჩათვლით, ანუ მაშინ, როცა თითქოს პოლიტიკისთვის არავის ეცლება, ნაციონალები ასეთ გეგმას ამუშავებენ” appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ანი დვალიშვილი, ალია ზოგადად, „ოცნებაში“ სიტუაცია იმაზე მეტად არის დაძაბული, ვიდრე გარედან ჩანს. გაუთავებელი საუბაარი იმაზე, რომ ნაახალწლევს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს, მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზულ არასტაბილურობას იწვევს და რაც მთავარია, გუნდის ლიდერთა შორის, ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში საკმაოდ პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის. პოლიტსაბჭოც ნელ-ნელა მოხსნილთა თავშესაფარს დაემსგავსა და გადაწყვეტილებებსაც რეალურად ღარიბაშვილი-კალაძე-კობახიძის ტრიო იღებს, თუმცა ეს სამეული ერთმანეთს აღარ ენდობა და რაც მთავარია, არცერთმა არ იცის, რა დოზით აქვს მეორეს ან მესამეს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. თუ აქამდე ყველა „ბლატაობდა“, ივანიშვილს შევხვდი, დავურეკეო, ახლა ამას მალავენ და ცდილობენ, მასთან ურთიერთობაზე აღარ ისაუბრონ. სხვათა შორის, მმართველ გუნდში გაჩნდა იმის შიში, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის მიერვე ნათქვამი „არა და არასოდეს“ შეცვალოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ მძიმე დღეში აღმოჩნდება. ანუ, ზურაბიშვილის ხელშია ახლა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ან გარეთ გამოვა, ან მინიმუმ 6 წელს ციხეში გაატარებს. „ოცნება“ საკუთარი ნებით მისი გამომშვები არ არის და უკრაინიდანაც შემცირდება ზეწოლა, რადგან იმავე უკრაინამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ბრძანება გასცა და ახლა მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დაბრუნდება „შოკოლადის მეფე“ უკრაინაში. არადა, პოროშენკო ამბობს, არაფრის მეშინია და იანვრის დასაწყისში ჩამოვალო. ჰოდა, ამ ლოგიკით, თუ უკრაინის პრეზიდენტყოფილი შეიძლება იყოს დამნაშავე, რატომ არ შეიძლება, საქართველოს ექსპრეზიდენტი იყოს ციხეში?! ასეა თუ ისე, ქართული პოლიტიკა ახალი წლიდან უფრო მეტ სანახაობას გვპირდება. ერთი ეგაა, პროგნოზის გაკეთებაა ძნელია, რადგან ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება – 2024-მდე არაფერი შეიცვლებაო, საპასუხისმგებლო თანამდებობებსაც ისე ტოვებენ კონკრეტული პირები, თითქოს საკუთარ ფერმაში მუშაობდნენ და არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. თუ ისიც გამართლდა და ღარიბაშვილმა დაგვიქნია ხელი, მერე ნახეთ, არაფრისმომცემი სახელები და გვარები. რეალურად ხომ, კობახიძეც, თალაკვაძეც, კუჭავაც და ახლა პაპუაშვილიც არიან ადამიანები არსაიდან. ახლა პრემიერებს გადახედეთ და მამუკა ბახტაძე არ დაივიწყოთ, კაცი, რომელიც „ოცნებაშიც“ კი აღარავის ახსოვს… საბოლოოდ კი, ამ კვირაში გაირკვევა, რომელი ვერსია გამართლდება – ღარიბაშვილი წავა თუ პირიქით, გაიმყარებს პოზიციებს და მეტ-ნაკლებად ყველა სამინისტროსა და პარლამენტის გაკონტროლებას შეძლებს. ეს მეორე ვერსია პოლიტიკაში კარგად ჩახედული ადამიანებისთვის მართლაც სასაცილოა, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, ამ ქვეყანაში უპროგნოზო ამბები და ყველა უტოპიური ვერსიები უფრო ცხადდება. The post “ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის…“ appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა. სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში. The post სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. ანი დვალიშვილი, ალია საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის ყოველთვის გამორჩეული ფიგურა იყო. უახლოეს წარსულს გადავხედოთ – ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი… თითქმის ყველა მათგანმა, ბაქრაძეს თუ არ ჩავთვლით, თავისი კვალი დატოვა და რაც მთავარია, ყველა ჩართული იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. შემდეგ იყო ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა და ახლა იქნება შალვა პაპუაშვილი. საგულისხმოა, რომ სრული, ანუ 4-წლიანი ციკლი არცერთს არ ჰქონია, ანუ მათ სრულად ვერ მოახერხეს თანამდებობაზე დარჩენა. რაც ყველაზე საინტერესოა, ვერცერთი მათგანი ვერ გახდა ისეთი ფიგურა, რომელსაც სერიოზულად აღიქვამენ საერთაშრისო ასპარეზზე ან თუნდაც ქვეყნის შიგნით. გავა წლები და ამ ოთხეულის საქმიანობის პროცესის განხილვისას ვერავინ გაიხსენებს რაიმე განსაკუთრებულსა და გამორჩეულს – იყვნენ, აღარ არიან და მორჩა. საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე კახა კუჭავა რაღაც პროექტზე მუშაობს, პოლიტსაბჭოში რჩება და ამიტომ გადადგა, პროექტს მეტი დრო რომ დაუთმოს, მართლა სასაცილოა. მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო და ისიც წავიდა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ეტყვიან და წავა პაპუაშვილი… კობახიძისგან განსხვავებით, კუჭავამ პარლამენტის რიგით წევრად დარჩენა არ ისურვა და მალე პოლიტსაბჭოსაც დაემშვიდობება, თუ… თუ ამერიკაში არ გაუშვეს ელჩად, თუმცა ამაზე ქვემოთ. და მაინც, რა მოხდა რეალურად? „ოცნება“ კადრების სერიოზულ დეფიციტს რომ განიცდის, უცხო არავისთვისაა. ეგ კი არა და, აგერ, იმაზე ვერ შეთანხმდნენ კარგა ხანს, ვისთვის ჩაებარებიათ ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი. მართალია, ყველაზე რეალურ კანდიდატად არჩილ თალაკვაძე ჩანდა, მაგრამ თავად თალაკვაძეს არ სურს მინისტრობა და დღევანდელი სიტუაციის შემყურეს, ურჩევნია გარანტირებული 4-წლიანი სავარძელი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე მუდმივად რყევის პროცესში მყოფი მინისტრის სკამი. კუჭავას გადადგომის შემდეგ, გაჩნდა რამდენიმე ვარაუდი, თუმცა უფრო რეალური მისი ელჩად დანიშვნაა. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც ელჩად დავით ბაქრაძე გვყავს და მას დიდი ხანია, მინისტრთა კაბინეტში გადმობარგებას უწინასწარმეტყველებენ. ბოლო ორი დღეა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ვუწინასწარმეტყველებთ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ზურა აზარაშვილს, რომელიც, მინისტრის დარად, ირაკლი ღარიბაშვილის კადრია და თუ ასე მოხდა, ღარიბაშვილი კიდევ ერთ სამინისტროზე აიღებს კონტროლს. (შეგახსენებთ, “ალიას” პროგნოზი ამჯერადაც აცხადდა და აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა). კულუარებში იმასაც ამბობენ, კუჭავას „ოცნების“ ლიდერებმა უთხრეს, სააკაშვილთან შემსვლელი დეპუტატების სია მაქსიმაალურად გაფილტრე და შეამცირეო, რაზეც უარი მიიღეს და ამან ირაკლი კობახიძე ძალიან გაანაწყენა. საქმე ყვირილამდე და გარჩევამდე მივიდა, რამაც საბოლოოდ ის მოიტანა, რომ კუჭავას მკაფიოდ და გამოთქმით უთქვამს, უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი სპიკერობაც და დეპუტატის მანდატიცო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მას ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, პირდაპირ ვერ მოიცილეს, პოლიტსაბჭოშიც დატოვეს და ელჩადაც ამზადებენ. პაპუაშვილი კი კუჭავასგან განსხვავებით, აშკარად მეტი რადიკალიზმით გამოირჩევა და ამ რადიკალიზმს საკუთარ თავზე მალე იწვნევს ოპოზიცია. The post “კუჭავას მკაფიოდ და გამოთქმით უთქვამს, უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი სპიკერობაც და დეპუტატის მანდატიცო” – რისი გაკეთება არ ისურვა კახა კუჭავამ? appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. გიორგი ჯავახაძე, ალია და მაინც, 2021 წლის ორი მთავარი მოვლენა – 5 ივლისი და სავარაუდოდ, სუს-იდან გამოსული ფაილები იყო. 5 ივლისით ჩვენ გვაჩვენეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყვანონ ქუჩაში ბრმა მოტივებით ადამიანები და აცემინონ ვინც უნდათ, რამდენი ხანიც უნდათ და როგორც უნდათ. მერე შეიძლება ამ ცემით ადამიანი მოკვდეს, მაგრამ არავისი ბრალი არ იყო. გვაჩვენეს ისიც, რომ ადამიანის სიკვდილიდან რამდენიმე საათში შეუძლიათ მისი განვლილი გზა სულ კადრ-კადრ გვაჩვენონ, მაგრამ არავის უხსენებია, მაშინ, როგორ მოხდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და მანქანა 4 დღე ვერ იპოვეს? 5 ივლისით, კიდევ ერთი რამ გვაჩვენეს რეალურად – რომ არც მედიაა ხელშეუხებელი და ჟურნალისტები, რომლებმაც ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოამზეურონ და წყარო დაიცვან – შეიძლება სასიკვდილოდ სცემონ. სუს-დან გამოჟონილი ფაილებით კი (რომლებიც, როგორც მაშინ წყარო გვიყვებოდა) თავის მხრივ დაჭრილია და სწორედ ამიტომ ვერ „მოხვდა” მასში ზოგი ჩინოვნიკი), გვაჩვენეს, რომ ყველას გვისმენენ, დამლაგებლით დაწყებული, დიპლომატით დასრულებული და არავის შეუძლია მშვიდად ძილი. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. რას მილოცავთო, უნდა მკითხოთ, წესით… რა ვიცი, გოზინაყს შეიძლება ვერ გაწვდეთ, ვერც საცივს და „ოლივიეს” გილოცავთ, ხალხო… აბა, რა აზრის აქვს, ჭამის გარდა ახალ წელს? ახალი ცხოვრების იმედი? – კობახიძის, ზურაბიშვილის, ღარიბაშვილის, ძმადქცეული, წაგებულ-მოგებული და მოგებულ-წაგებული მიშას და ბიძინას ხელში ვხვდებით ახალ წელს ოცნებებით? სასწაულს ველით? კარგით, „ოლივიეს” და სასწაულს გილოცავთ, მაშინ. სასწაული იქნება, თუ ავწიეთ ერთი ადგილი, ავიღეთ ხელში ფიწალი და ბარი, თოხი და წალდი და ვთქვით, რომ ჩვენ და ჩვენ ოჯახებს გვაქვს ცხოვრების უფლება, ერთხელ ვცხოვრობთ და გვაქვს თავზე ჭერის უფლება, გვაქვს სიცოცხლის და კარგი ჯანდაცვის უფლება, გვაქვს ოჯახების გამოკვების უფლება, გვაქვს უფლება, ჩვენი ფული ჩვენვე მოგვხმარდეს, გვაქვს უფლება, ჩვენი შრომით გამდიდრებულმა კომპანიებმა გადაგვიხადონ ისე და იმდენი, როგორც ვიმსახურებთ, თუ არადა, კეთილი ინებონ და თავად იმუშაონ, რამდენ ფილიალს გაწვდებიან და როგორ ჩამოდგამენ ფეხს ჯიპებიდან, ვნახოთ, უფლება გვაქვს, ჩვენი და ჩვენი წინაპრების აშენებული ტაძრები ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა გადამყიდველებს, უფლება გვაქვს, წინაპრების სისხლით და ოფლით გაჟღენთილი მიწა დავიცვათ და ჩვენი კონტროლირებადი მიწებიდან მაინც არ გავატაცებინოთ მოქალაქეები ოკუპანტებს! ახლა გვითხრეს, ვიღაცებს ბიტკოინების ბიზნესი აქვს და ამიტომ, ელექტროენერგია შეიძლება გაგეთიშოთ, ან გრაფიკით მოგეწოდოთო – იციან, რომ სანამ „ოლივიე” მაინც გვექნება, არ ავდგებით სკამებიდან და არ გამოვალთ გარეთ, რათა ვიკითხოთ, როდის მერე იყო, უბრალო კაცის ბიზნესს ახარებდნენ? ვინ „კრიშავს” ამ ბიზნესს? რატომ ჩამოდიან ჩინეთიდან და არამხოლოდ, როგორც ამბობენ, ამ ბიზნესის საკეთებლად საქართველოში და ვისთან შეთანხმებით ჩამოდიან? იქნებ, იმიტომ, რომ მათ ელექტროენერგიის გადასახადი იმდენივე აქვთ, რამდენიც პენსიონერს, ან მრავალშვილიან ოჯახს და მოგება კი გადასახადების გარეშე? მეორე მხრივ, იქნება სულ არ იყოს ცუდი, ელექტროენერგია თუ გაგვეთიშება, ტელევიზორი და სოციალური ქსელი აღარ გვექნება, მთელი დღე „ოლივიეს” ჩემმა მტერმა უყუროს და კი გამოვიდეთ მერე იქნება ქუჩაში და გამოვიხედოთ თვალში. მოკლედ, ხალხო, გილოცავთ „ოლივიეს” და დაე, ჩვენი წართმეული უფლებების დაბრუნების, ტრაკის აწევის წელი ყოფილიყოს! პ.ს. რისი მოყოლაც ამ მასალაში ვერ მოვახერხეთ, ვისი პრობლემაც ამ მასალაში ვერ მოხვდა, თქვენს კონკრეტულ პრობლემებზე მოგვწერეთ, რადგან, ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, ისაა რომ, როგორც გასული ათეული წლები, მომავალი 2022 წელიც თქვენს სამსახურში ვიქნებით! “აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა, აღშფოთდა მიშას პარტიაც, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო…” The post “მოკლედ, ხალხო, გილოცავთ „ოლივიეს” და დაე, 2022 წელი @რაკის აწევის წელი ყოფილიყოს!” appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. გიორგი ჯავახაძე, ალია სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ მიშას ჩამოსვლამდე წერდა „ალია”, რომ მიშა უკრაინიდან ეძებდა ახალ ძალას საქართველოში, ახალს, ანუ, არანაცს! ის ამ ძალას ეძებდა ემიგრანტებშიც, მას სჭირდებოდა ის დასაყრდნობი, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა, ადამიანები, რომლებიც მელიას და პარტიის პოლიტიკას გააკრიტიკებენ, ადამიანები, რომლებიც „ენმ”-ის ლიდერებს მიშას ღალატში დასდებენ ბრალს, რამდენჯერაც მიშას დასჭირდება. და ეს ჯგუფები ჩვენ ვიხილეთ, ემიგრანტების სახითაც და ისეც. ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ მიშას წერილებს სხვა წერდა და სხვანაირად, რომ მიშას სურვილები და თხოვნები სხვა იყო, თუმცა, თუ განსხვავდებოდა მიშას ხედვები და თუ მართლაც სხვა მოთხოვნები ჰქონდა პარტიის ბელადს, მას ამის გაცხადება სასამართლო პროცესზე შეეძლო, რაც არ გააკეთა. სააკაშვილი ჩამოვიდა და … ჯერ თითიც არ გაუნძრევია, რამდენიმე ვიდეო გადაიღო, მერე ატვირთა, მერე დაცვის გარეშე დარჩა სადღაც ბინაში, არავის შეეხმიანა, მაგრამ ის ტელეფონი ჩართო, საიდანაც ვიდეო გაავრცელა და მშვიდად დააჭერინა თავი… აი, მშვიდად დააჭერინა თავი და მერე გაგიჟდა, როგორ გამიბედეს დაჭერაო. აღშფოთდა მისი პარტიაც, ისე აღშფოთდა, ისე აღშფოთდა, რომ მისი დაჭერიდან 15 დღის მერე დიდი მიტინგი მოაწყო და 3 საათში დაიშალა… აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა. აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, რომ აღშფოთებულ თემურ ალასანიას, რომელმაც თქვა, რომ “ენმ”-მა ყველაფერი არ გააკეთა მიშას დასახსნელად, არაფერი უპასუხა. აღშფოთდა მიშას პარტია, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო… შიმშილობა დაიწყო და ბავშვებს ეწყინებათ, ნაძვის ხესთან ვერ დავჯდებითო… სანამ ნაძვის ხე დაიდგმებოდა, მანამდე არ იყო მიშა დაკავებული? ოქტომბერში დადგეს ნაძვის ხე? აღშფოთდა მისი პარტია და ისე აღშფოთდა, კინაღამ 4 დიდ ქალაქში მოიგო არჩევნების მეორე ტური… კინაღამ მოიგო და მერე კინაღამ წაგებული არჩევნები ოცნებას უღიარა და საკრებულოშიც შევიდა. მოგება და წაგება და ძმები არიანო, ნათქვამია და ამ პრინციპით, ბიძინა და მიშა ძმები გამოდიან, გენაცვალე! ძმებს კიდევ რა აქვს გასაყოფი, 9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო და… ხოდა, ზის სააკაშვილი და თითი თითზე არ დაუკარებია ჯერ. რევოლუციას აანონსებს და თარიღს არ ასახელებს. გათავისუფლებას ითხოვს და გათავისუფლების გზას არ ასახელებს. მომწამლესო ამტკიცებს და გორის ჰოსპიტალთან ისევ არ იბარებს მომხრეებს. ჯერ საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი და მერე საყოველთაო ამნისტიაზე, ოღონდ, როგორც ახლა აღმოჩნდა, ეს საყოველთაო ამნისტია პოლიტპატიმრებს ეხებათ და არა ერთი პურის ქურდობისთვის დაკავებულ მამებს, ვისაც სახლში მშიერი შვილები ელოდებიან. დასავლეთმა სააკაშვილის საქმეში უკრაინის ომბუდსმენი მესამე მხარედ ჩართო და ოპოზიციამ კი გმირად აღიარა საქართველოს ომბუდსმენი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სწორედ უკრაინის ომბუდსმენმა გამოიტანა პირველი ცნობა ციხიდან, რომ მიშას ციხეში იმ დროისათვის სამი კრიზი ჰქონდა გადატანილი. ასე რომ, უკრაინის ომბუდსმენი დასავლეთში ამბავს წაიღებს, მტერს და ავს, ოცნებას ნინო ლომჯარია გაუხდება სანატრელი. იმასაც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი მიშას შეწყალების ზღვარზეა და ოცნების აგრესიული ნაწილი კი, სალომესთან ომის დაწყებისთვის ემზადება, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს კუჭავა პაპუაშვილითო. პარალელურად, თემურ ალასანია ჩამოვიდა და ვაიმეეე, თემური, ეგ ისეთი უბედურის ერთია, დაადუღებს ყველაფერს, დავიღუპეთო, ოცნების მომხრეებმა, რევოლუციას მოაწყობს ეგ, იმ 200 მხედრით, მიშამ რომ უკრაინიდან თითქოს ჩამოიყვანა და გადამალა და იმ იარაღით, სამეგრელოში, რომ იყო თითქოს გადამალულიო. წავიდა ალასანია და აყვირდნენ, აი, მხდალი ალასანია, გაიძურწა, არაფერი მაგას არ შეუძლიაო… ხოოო, ჩვენი წყაროს თქმით კი, ალასანიას ვისი ნახვაც უნდოდა საქართველოში – ნახა, ფულის ჩამოტანა უნდოდა და ჩამოიტანა, ოპოზიციის შეფუცხუნება უნდოდა და შეაფუცხუნა და უსიტყვოდ დასვა მშრალზე, პირდაპირი გაგებით, უკრაინის ომბუდსმენის საქმეში ჩართვა და დასავლეთის გააქტიურება კი, ალბათ, ოპოზიციის მასობრივ შიმშილობას მოჰყვა, ამერიკა და ალასანია რა შუაში იქნება… ამასობაში, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 7 ნოემბერს უკვე გარდაცვლილ კობა დავითაშვილს ღირსების ორდენი მიაწია, როგორც მსხვერპლს ისე გაძლევო, ანუ, რომ გცემეს, იმიტომ გაჯილდოვებო… როგორც ჩანს, მისთვის კობა დავითაშვილი – მხოლოდ ნაცემი კობა დავითაშვილია. როგორც ჩანს, თვლის, რომ კობას, არაფერი გაუკეთებია სხვა ამ ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ სცემეს. რა სირცხვილია! 7 ნოემბერს დააჯილდოვა, მაგრამ კობას ოჯახი ამ ჯილდოს გადასაცემად წინასაახალწლოდ, ნაძვის ხესთან დაიბარა და იქ გადასცა, (თითქოს მანამდე რამე დიდ საქმეს აკეთებდა), თან ბრძანა: – ახლა კობა ცოცხალი რომ იყოს, ეროვნული შერიგების პროცესის დაწყებაში ჩემ გვერდით იქნებოდაო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კობა წერდა, სამსახურიდან გამოაგდეს (სავარაუდოდ, ჩემი მწარე ენის გამო) და უფულოდ, უწამლოდ, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამ ქვეყანაში ერთი სიმართლის მთქმელი არ გინდათო? მაშინ, წაეყვანა მრჩევლად პრეზიდენტს კობა, თუ დარწმუნებული იყო, რომ მის გვერდით დგომას დაყაბულდებოდა. ან, რა იცის, რას ეტყოდა კობა დღეს, ცოცხალი რომ იყოს? რატომ რა, რაც სიცოცხლეში თქვა კობამ, ყველაფერში დაეთანხმა ოცნება? და იტყუებოდა, როცა წერდა, რომ სიმართლის თქმის გამო გააგდეს და გაიმეტეს? მიგეცათ კობასთვის მედალი სიმართლის თქმისთვის, მაგრამ მერე იმის აღიარებაც მოგიწევდათ, რომ თქვენზეც სიმართლეს ამბობდა… 7 ნოემბერს კობას გარდა არავინ უცემიათ? და ლექსო ლაშქარავა და მაკო გომური არ არიან სისტემის მსხვერპლნი? “ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი The post “აღშფოთდა ოპოზიცია, ისე აღშფოთდა, მართლა კინაღამ გაერთიანდა, აღშფოთდა მიშას პარტიაც, ისე აღშფოთდა, რომ მიშას დაკავებიდან ორთვენახევრის მერე შიმშილობა დაიწყო…” appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. გიორგი ჯავახაძე, ალია მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი 2021 წლის დაპირებული მუქარა, ღარიბაშვილს წინასაარჩევნო კამპანიას ჩავუშლითო, მუქარად დარჩა. მართალია, ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, სტუდიებში ფეხს არ შევადგამთ, სანამ 5 ივლისის საქმის ორგანიზატორები არ დაისჯებიან და პრემიერი არ გადადგებაო, მაგრამ… მერე ჯერ დაისვენეს, მერე სტუდიებშიც შევიდნენ, ახალი სტუდიებიც გააშენეს და ახალი „სისხლიანი“ პრემიერის მიერ დაჩაგრული, წინა „სისხლიანი“ პრემიერი მიიწვიეს კიდეც ეთერში. დადოდა ეს ჩვენი პრემიერი ღარიბაშვილი და „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო“ დაიმღეროდა, ერთი კითხვა არ მოეწონა და „გაიყვანეთ ეს ჟურნალისტიო“, უბრძანა დაცვას, კაციშვილი აღარ ეკითხება, როდის გადადგები, ბატონო პრემიეროო, თითქოს არ ყოფილა 5 ივლისი, თითქოს მანამდე, ივანიშვილს ბიუჯეტისთვის ძირის გამოთხრის ბრძანებით არ გაეგდოს. სანამ მედია და ოპოზიცია ღარიბაშვილის ლანძღვით იყო დაკავებული, ქალაქების მერობის კანდიდატები მშვიდად, წყნარად, ტკბილად, თბილად ესაუბრებიან მოსახლეობას და უამრავ რამეს პირდებოდნენ. მშვენიერი ფარი იყო ღარიბაშვილი, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა, 5 ივლისის მერე, ერთი ტალახით ნაკლები და ერთი ტალახით მეტი, მისთვის რაღა ბედენაა? როგორც კულუარულად გვიყვებოდნენ, ღარიბაშვილს ერთობ საპატიო მისია ხვდა წილად, საკუთარ მხრებზე გადაეტარებინა არჩევნების მტვერი და სიბინძურე, გადაფარებოდა კანდიდატებს და მათზე სასაუბროდ დრო აღარ დაეტოვებინა. იმასაც გვიყვებიან, რომ თუ ამ საქმეს ბოლომდე გაართმევს თავს, სერიოზულ ჯილდოს უნდა ელოდოს ივანიშვილისგან, იმ ივანიშვილისგან, რომელიც წასულია და ყური და თვალი აქ აქვს დაგდებული. სხვათა შორის, ხმები იმის შესახებ, რომ გაშავების სანაცვლოდ ივანიშვილი ჩინოვნიკებს, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერებს ფულს უხდიდა, პირველად არ მოგვდის, ერთ-ერთ წინა პრემიერს, როგორც „ალიას“ რამდენიმე წყარო უყვება, უკვე წლებია, პირობაც კი შესთავაზა, თუ 1 წელიწადი მაინც გაუძლებდა ტალახსა და რისხვას, 2 მილიონს ჩაახუტებდა. რა გამოვიდა ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო პინგ-პონგიდან – აჰა, ბატონო, ღიად დევს და იხილეთ. კი ვიძახეთ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, დაანებეთ ღარიბაშვილთან თამაშს თავი, ამასობაში სერიოზული თემები რჩება ყურს და თვალს მიღმა-თქო და ვინ დაგვიჯერა. გადაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ თავზე ღარიბაშვილმა, მიიღო ყველა ტალახი, დიპლომატების გაბრაზებასაც კი არ მოერიდა და წავა ახლა თუ არ წავა, ამოცანა შესრულებულია. ხო, ამასობაში, პრემიერმა კაზინოების რეკლამის წინააღმდეგ კანონი მიიღო და მედიის ნაწილი ამბობს, კაზინოებიდან მოტანილი სარეკლამო ფული ჩვენ გამოგვაცალესო… ხომ არავის დაგვიწყებია ხმები, რომ თავის დროს, პირველი პრემიერობისას, ღარიბაშვილს ერთ-ერთი კაზინოსთვის 8 მილიონის „შეწერა” ბრალდებოდა? „ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ყველაზე კარგად იცის, როგორ გამოიყენოს კაზინოს რეკლამა პოლიტიკური მიზნისთვის, ისე, რომ პოლიტიკოსი არსად გამოჩნდეს – ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო”, – გვიყვება ჩვენი წყარო, სწორედ ამიტომ ჩაჭრა ეს გზა. მოკლედ, როგორც გვიყვებიან, ღარიბაშვილის კაზინოს ფულით დაგებული გზა – სხვა პოლიტიკოსებმაც გამოიყენეს, იმათ, ვინც ღარიბაშვილის გუნდში აღარ არიან – სწორედ, ეს გახდა მისი რისხვის მიზეზი! რაც მთავარია, ეს გზა, ღარიბაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, როგორც გვიყვებიან, დანარჩენ ოპოზიციასაც მცირედით, მაგრამ გაუნაწილა. The post “ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ “თეთრდება” კაზინოდან გამოტანილი ფული, ამ ცოდნას გახარიას და ოპოზიციას არ გამოაყენებინებსო” – მოგებული არჩევნები წაგებულად და „ტალახიანი“ ღარიბაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. 1 დოლარი ხვალ 3.0899 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0789 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0110 ლარი შეადგინა ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.5009 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4853 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0156 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმს, ნინო გოგორიშვილს ჩვენება იძულებით შეაცვლევინეს. დეკანოიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც გოგორიშვილი და ჰოსპიტალის დირექტორი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდნენ, მათ სიახლოვეს პენიტენციურისა და სუს-ის თანამშრომლები იყვნენ. „ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება, მე მხედველობაში მყავს მთავარი ექიმი, ქალბატონი გოგორიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამიას განუცხადა ის რაც განუცხადა. დღეს ჩვენს თვალწინ მთავარ ექიმთან და სუსთან ერთად იმყოფებოდა აქ და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მან სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა უკარნახა. მიუხედავად ამისა, მან მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ და მხოლოდ არის შესაძლებელი თავისუფლებაზე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სამსახურისა და სუს-ის თანამშრომლები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. The post დეკანოიძე სააკაშვილის ექიმზე – განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით სუს-ის თანამშრომლები იდგნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება საქმეზე ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა. „ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით, დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორის თქმით, ბრალდებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს. The post ცნობილია, ვინ მისცა გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს. „გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს? ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუს-ით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში. ვიმეორებ, ყველა პუნქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: „შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით“. ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია. ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. p.s საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშიძე. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?“, – წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოიტანა ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო მის მიერ დასმული კითხვები და ექიმ ნინო გოგორიშვილის პასუხები, რომელსაც თან მისი ხელმოწერა ახლდა. რამდენიმე წუთის წინ კი გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ფაქტების ინტერპრეტაცია მოახდინა. The post „ძალით ტყუილების მოლაპარაკე“ – გვარამია სააკაშვილის ექიმს პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...