
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ერთერთმა სამშენებლო კომპანიამ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოებისას ლისის ტბის მიმდებარედ გაზსადენი დააზიანა. შედეგად 13:00 საათიდან 7500 მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. კერძოდ - გაზის მიწოდება შეუწყდება შპს “ლისი ფო”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რ-ში – ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში - შპს “ამხანაგობა ლისის 2015”, ალ. ყაზბეგის გამზ. 3ა, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, პეკინის გამზ. 42, 45, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 33-35, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 15, 17, 22ა, 22ბ, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, ზემო ვეძისის ქ. 4, 2ა, 3ა-ში - შპს “თბილისი ტურიზმის ცენტრის”, იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა ,,გაგარინის 18”-ს, გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ზემო ვეძისის დასახლების, ამბროლაურის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, აქვსენტი მეგრელიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ვაზისუბნის, ივანე მარუშიძის, გაბრიელ ისაკაძის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ზემო ვეძისის ქ. 4-ში – შპს “თბილისის ტურიზმის ცენტრს”, ზემო ვეძისის ქ. 1-ში – შპს “ტიფლისი-პერმ გრუპი”, შპს “მორენა–პრო”, შპს “ტურიზმის ცენტრი”, გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის”, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპე”-ს, მარშალ გელოვანის ქ. 2-ში – შპს “რადიო საქართველოს”, რესტორან ,,ვეფხი და მოყმე”-ს (შპს ,,ანდამა”), ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112”, შპს “ლისი ფოს” tia.ge
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა. სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს. REZONANSI
-
tia საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების 89 წელთან დაკავშირებით მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. "კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პრემიერს მილოცვისა და საჩუქრისათვის, დალოცა იგი და წარმატება უსურვა ერის საკეთილდღეო საქმიანობაში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა ქართველი ერის წინაშე გაწეული მრავალწლიანი თავდაუზოგავი ღვაწლისთვის: ,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. 44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს. ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება. დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. tia.ge -
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში, ტყუპი ძმის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა "კურიერთან" განაცხადა. მარიამ ინდუაშვილის თქმით, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ურთიერთშელაპარაკების შედეგად კი ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული. "იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. აშკარად ადგილი აქვს უბრალოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მისი მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, ეს არის ყოვლად აბსურდული,"- აცხადებს მარიამ ინდუაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს. tia.ge
-
გუშინ ირაკლი აზაროვი თურქეთში ჩავიდა და მისი ტრანსფერის შესახებ არა მარტო ქართული, ყველა თურქული სპორტული გამოცემა წერდა, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ბათუმის “დინამომ” აზაროვში გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე ეს 1.8 მილიონი ევროა და გუნდების ხელმძღვანელობა პრობლემის გადაწყვეტილებას ცდილობენ. ირაკლი გუნდს ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში უნდა შეერთდებოდა, თუმცა პირველი მცდელობა ჩავარდა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტრანსფერის 40%-ს თბილისის “დინამო” მიიღებს, ამიტომ ბათუმელებს დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასი ევრო შეხვდებოდათ 1.8 მილიონი ევროდან. გარდა ამისა, 2 დღის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კრასნოდარი” 2 მილიონს იხდიდა ფეხბურთელში და თურქული პრესა წერდა, რომ რუსეთში მისი წაყვანა მამუკა ჯუღელს სურდა. მოსალოდნელია, კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, როგორც ეს თბილისელებმა გააკეთეს და მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ამჯერად ბათუმს ერგოს. The post რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
REZONANSI გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
პარლამენტის ვიცე-სპიკერს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ მან „იმედინიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, მისი მდგომარეობა მსუბუქია და არცერთი სიმპტომი არ უვლინდება. „აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მაქვს. 31 დეკემბერს ჩემს შვილს სიცხემ აუწია და გადავწყვიტეთ, გავტესტილიყავით, რის შემდეგაც დამიდასტურდა ვირუსი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი AstraZeneca-ს ვაქცინითაა აცრილი. REZONANSI -
15-16 წლის მოზარდებს ნიშნობის ცერემონია გადაუხადეს. ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. წვეულების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში სტუმრები ავრცელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივები ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურებას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, შესამაბისი კანონის ამოქმედების მიუხედავად არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები ისევ ხშირია და ამ პროცესში თავად ოჯახის უფროსი წევრები მონაწილეობენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას დბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად მას ბეჭდებიც აჩუქეს. “დაბადების დღე გადავუხადეთ და სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობრებიც. შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის უფლებები დავარღვიოთ და ძალით გავათხოვოთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და […] REZONANSI
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა. სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს. REZONANSI
-
ქართველმა მოკრივემ 35 წლის იაგო კილაძემ 1-ელ იანვარს ჰოლივუდში პროფესიულ კრივში კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართა, თუმცა მატჩი სკანდალით დასრულდა. კილაძე უკრაინელ ვიქტორ ფაუსტის დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა და ქართველი უკრაინელს არაფერს უთმობდა, მაგრამ მსაჯმა მანუელ ბურგოსმა მოულოდნელად შეხვედრა შეაჩერა. საერთო ჯამში, 2-ვე მოკრივე ნოკდაუნში 5-ჯერ ჩავარდა, მაგრამ სწორედ კილაძის ნოკდაუნში ყოფნისას ბურგოსმა ორთაბრძოლა შეწყვიტა და ფაუსტს გამარჯვება ჩაუთვალა. რეფერის გადაწყვეტილებას კილაძე გაღიზიანებული შეხვდა და მსაჯს მსუბუქად ჩაარტყა. იაგო სასჯელს ვერ გადაურჩება. კილაძის ეს ვიდეო მრავალმა სპორტულმა გამოცემამ გააზიარა. The post “რა გჭირს ადამიანო”? – ქართველი მოკრივე მსოფლიო ყურადღების ქვეშ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ვალენსიას” გოლკიპერი კრისტიან რივერო კარიერას ამერიკულ “დალასში” გააგრძელებს. რივეროს “დალასში” “ვალენსიას” ყოფილი მწვრთნელი ნიკო ესტევესი დახვდება. მეკარე იჯარსი წესით 2023 წლის ივნისამდე წავა და “დალასს” მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. კრისტიანის როლი “ვალენსიაში” მას შემდეგ მოჩვენიბითი ხასიათის, რაც “ღამურებმა” მამარდაშვილი დაიმატეს და პლუს, გიორგის სანაცვლოდ 1 მილიონის გადახდას დათანხმდნენ. “ვალენსიაში” ახლა 3 მეკარე – სილესენი, ხაუმე და მამარდა არიან. The post მამარდაშვილმა კონკურენტი ამერიკაში გაუშვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაციის მოთხოვნას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით,ვ შესაძლოა, ამ კომისიის შექმნა კარგიც იყო იმის დასამტკიცებლად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობა დამტკიცდეს. "შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. თუკი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამით მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც კი ვიფიქროთ, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან კარგად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. tia.ge
-
სულ მალე ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი “ტრაბზონის” წევრი გახდება და 19 წლის ასაკში თურქეთის საუკეთესო გუნდს შეუერთდება. ირაკლი ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველად და საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თინეიჯერია და ბევრი რამ აქვს მოსამატებელი. “აზაროვი ძალიან კარგად ფლობს ბურთს, შეუძლია 1-2 მეტოქე თავისუფლად ჩამოიცილოს და მაგარი დარტყმით გამოირჩევა, რაც, თუნდაც თბილისის “დინამოსთან” გამოჩნდა, როცა 25 მეტრიდან გაიტანა. მშვენიერი სისწრაფე და გამძლეობა აქვს, მაგრამ აშკარად სჭირდება ფიზიკაში მომატება. თანამედროვე ფეხბურთისთვის ზედმეტად სუსტია და თურქეთში ძალიან დაიჩაგრება თუ არ მოუმატა. სამაგიეროდ, ყველაზე კარგად რაც გამოსდის, მომენტის შექმნა და ჩაწოდებაა”, – წერს აზაროვზე თურქული პრესა. ირაკლის “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროდ ყიდულობს. The post რა კომპონენტში უნდა მოუმატოს ირაკლი აზაროვმა ყველაზე მეტად? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. „სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს“,- აცხადებენ ჯანდცვის სამინისტროში. tia.ge
-
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 955 პირი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 942 173-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 904 903 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 009 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,13%, ბოლო 14 დღის - 5,67%, ბოლო 7 დღის - 6,26%. tia.ge
-
მედია კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის შესახებ წერს. ფრანგული გამოცემების ცნობით, ახალი ვარიანტი საფრანგეთში აღმოაჩინეს და მას ამ დროისთვის მოიხსენიებენ როგორც – B.1.640.2-ს. ფრანგული პრესის ინფორმაციით, აღწერილია ახალი ვარიანტის 12 შემთხვევა. ის სამხრეთ საფრანგეთში გავრცელდა. მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი საფრანგეთში კამერუნიდან დაბრუნებულ პირს აღმოაჩნდა და სწორედ მისგან გავრცელდა. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, კოვიდის ახალ შტამს 46 მუტაცია აქვს. ამ ეტაპზე დამატებით სხვა დეტალები უცნობია. მეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ კოვიდის ახალი ვარიანტის შესწავლას, უცნობია, რამდენად გადამდებია ის, ან რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. The post საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს – მას 46 მუტაცია აქვს: რა არის ცნობით ვირუსის ახალ შტამზე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდა. საფრანგეთში აღმოჩენილ ვარიანტს 46 მუტაცია აქვს. B.1.640.2. მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღმოუჩინეს. ინფიცირებულმა, საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა. მეცნიერები ახალი შტამის კვლევას აგრძელებენ. ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი "ომიკრონია". ახლადინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს სახეობა აქვს. tia.ge
-
საახალწლო ფოიერვერკის შედეგად მიყენებული დაზიანებით 6 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ოთხს კი თითების ამპუტაცია დასჭირდა. ახალი წლის ღამეს მძიმე ვითარება იყო დამწვრობის ცენტრშიც, სადაც 31 დეკემბერს პიროტექნიკის გამო 30 ბავშვი მოხვდა. 2 მცირეწლოვანი, რომელთაც დაზიანებები სახის არესა და კიდურებზე აქვთ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სტაციონარში მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ცნობისთვის, პიროტექნიკის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა საქართველოში აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, იურიდიული პირი კი 200 ლარით ჯარიმდება. ასევე, აკრძალულია პიროტექნიკით გარევაჭრობა, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. tia.ge
-
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. ქალაქების მიხედვით კი 2 იანვრის ამინდის პროგნოზი ასეთია: გაგრა +6 წვიმა სოხუმი +5 წვიმა ზუგდიდი +4 წვიმა მესტია -2 თოვლი ფოთი +8 წვიმა ბათუმი +10 წვიმა ოზურგეთი +7 წვიმა ქუთაისი +4 წვიმა ამბროლაური +3 თოვლი ახალციხე 3 თოვლი ბორჯომი +4 წვიმა ბაკურიანი -1 თოვლი გორი +5 წვიმა ცხინვალი +3 თოვლი სტეფანწმინდა -2 თოვლი გუდაური -6 თოვლი თელავი +8 უმეტესად ღრუბლიანი რუსთავი +10 უმეტესად ღრუბლიანი თბილისი +8 უმეტესად ღრუბლიანი tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 955 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 942 173-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 904 903 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 009 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,13%, ბოლო 14 დღის - 5,67%, ბოლო 7 დღის - 6,26%. tia.ge
-
„ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბერძენმა მილიონერმა, სალიჰ საიბორტიმ. სალიჰ საიბორტი საქართველოში რამდენიმე წელია, რაც ცხოვრობს. ის საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას ფლობს. tia.ge
-
ვანში დიდი ტრაგედია დატრიალდა. exclusivetv.ge-ის ინფორმაციით, 17 წლის ანრი გიორგაძე ახალი წლის ღამეს საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ანრის დედა ემიგრანტია და ის სახლში ბრუნდება. „შენი თავი ვინ წამართვა, დედი? შენ შემოგევლე, დედი… დაგვასამარე, დედიკო… მოვდივარ, დედი, შენს გაყინულ სხეულს მაინც ჩავეხუტები… ვერ მოგისწარი, ჩემო ანგელოზო, წამართვეს შენი თავი…“, – წერს ანრი გიორგაძის დედა, ემიგრანტი აზა გოგიბერიძე. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია 17 წლის ბიჭის გარდაცვალება. exclusivetv.ge tia.ge
-
კომპანია GWP-ს ცნობით, კრწანისის რაიონში, დღეს, 04/12 ვახტანგ გორგასლის ქ. N73 -თან ქსელზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, წყალი შეუწყდებათ 04/01 23:00-დან 05/01 07:00 -მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: გორგასლის ქ. N41-N81; N8-N28; პროკურატურას, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს, იუსტიციის სააგენტოს, გულუას ქ. N10 (შსს); გორგასლის შესახვევს; ორთაჭალის ქ N1-N5; N2-N6. tia.ge
-
4 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურში “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. მატჩის დამატებით წუთებში მასპინძელთა ფეხბურთელმა ჩიმი ავილამ 19 წლის ნიკო უილიამსის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მალევე მისი ძმა ინიაკი უილიამსი გამოექომაგა. იხილეთ ვიდეო Bel attentat de Chimy Avila. #OsasunaAthletic pic.twitter.com/bGq1qfkhUD — Le Football en VOD LVII (@Football_lvii) January 3, 2022 The post ინიაკი უილიამსმა ძმა დაიცვა – ინციდენტი ლა ლიგის მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. ქალაქების მიხედვით კი 2 იანვრის ამინდის პროგნოზი ასეთია: გაგრა +6 წვიმა სოხუმი +5 წვიმა ზუგდიდი +4 წვიმა მესტია -2 თოვლი ფოთი +8 წვიმა ბათუმი +10 წვიმა ოზურგეთი +7 წვიმა ქუთაისი +4 წვიმა ამბროლაური +3 თოვლი ახალციხე 3 თოვლი ბორჯომი +4 წვიმა ბაკურიანი -1 თოვლი გორი +5 წვიმა ცხინვალი +3 თოვლი სტეფანწმინდა -2 თოვლი გუდაური -6 თოვლი თელავი +8 უმეტესად ღრუბლიანი რუსთავი +10 უმეტესად ღრუბლიანი თბილისი +8 უმეტესად ღრუბლიანი The post ნისლი, ძლიერი თოვა, ქარბუქი – როგორი ამინდი იქნება 4 იანვარს appeared first on InterPost.ge. View the full article