
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა ახალი წლის დადგომისთანავე, სადაც ის ამბობს: “ილიასი არ იყოს, ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმარისია ხელი გვკრან და გადავიჩეხებით. ოღონდ, ილიას წუხილი უცოდინარობაა, შრომის ნაკლებობაა, მიზნის დაკარგვა, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დაგვკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და ვკრავთ ერთმანეთს ხელს, უკიდეგანო შური და ბოღმაა, სიძულვილი და დაპირისპირებაა, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვაა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები. ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ მოსმენიოთ და საუბრით მოვახერხოთ ქვეყნის გადარჩენა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობა. ზოგი-ზოგი ავრცელებს, რომ ეს კეთდება, რომელიმე ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის, ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა. ეს იმისთის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა, შევთახმდეთ იმაზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, არათუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას ხვალინდელი… ანას და სხვებს არათუ სურვილები შევუსრულოთ და ავუსრულოთ, არამედ, არასოდეს, მომავალ წლებს არ ვთქვათ, “რით გაგახაროთ?” სტილი დაცულია. The post “ზოგი-ზოგი ავრცელებს, რომ ეს კეთდება, რომელიმე ერთი ადამიანის გათავისუფლებისთვის – არა!” – პრეზიდენტის საახალწლო წუხილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვა გაავრცელა. დასაწყისში ის კითხულობს ბავშვების წერილებს: მარი, 9 წლის, ჰყავს 2 ძმა, სოციალურად დაუცველია – არ აქვს ნაძვის ხე! ვაკო, 7 წლის, ჰყავს დაიკო, არის დევნილი და სოციალურად დაუცველი. სჯერა, აუსრულდება ნატვრები. ნინი, 5 წლის, დევნილი, სურს თოვლის პაპამ მიუტანოს სამზარეულო, რომელიც ჯერ კიდევ წინა წელსაც დააბარა თოვლის პაპას და არ მიუტანა… აკო 11 წლის, ჰყავს ძმა და და, სოციალურად დაუცველი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები – რისი საშუალებაც გვექნება, ყველაფერი გაგვიხარდება, – წერს. ანა, 11 წლის, სოციალურად დაუცველი, ჰყავს და-ძმა, ძმას აქვს ლეიკემია, მისი ნატვრაა ჰქონდეს პლანშეტი. დათუნა 8 წლის, სოციალურად დაუცველი. არ აქვს კომპიუტერი, არ აქვს ტელეფონი და ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება. ითხოვს სწავლის უფლებას! “მინდა ვისწავლო თანატოლებივით”, – წერს. სალომე ზურაბიშვილი: “ამათ შევუსრულეთ ეს სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას – ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს… ილიასი არ იყოს, ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმარისია ხელი გვკრან და გადავიჩეხებით. ოღონდ, ილიას წუხილი უცოდინარობაა, შრომის ნაკლებობაა, მიზნის დაკარგვა, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დაგვკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და ვკრავთ ერთმანეთს ხელს, უკიდეგანო შური და ბოღმაა, სიძულვილი და დაპირისპირებაა, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვაა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები. ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ მოსმენიოთ და საუბრით მოვახერხოთ ქვეყნის გადარჩენა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობა. ზოგი-ზოგი ავრცელებს, რომ ეს კეთდება, რომელიმე ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის, ვიღაცასთან შერიგენა მე მოვარხეხო – არა. ეს იმისთის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა, შევთახმდეთ იმაზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, არათუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას ხვალინდელი… ანას და სხვებს არათუ სურვილები შევუსრულოთ და ავუსრულოთ, არამედ, არასოდეს, მომავალ წლებს არ ვთქვათ, “რით გაგახაროთ?” გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად, იმიტომ რომ ამ დღეებში, ერთი რამ, ერთი ნაბიჯი მაინც დავამტკიცეთ, ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, დაჯდომა, შეგვიძლია საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს.” The post “დღეს უარესი გვჭირს, შური და ბოღმაა… კიდევ მეტ ბავშვს ვერ შევუსრულებთ სურვილებს დიდხანს…” – პრეზიდენტის საახალწლო წუხილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ტომას კენედის მკვლელობა გორში 7 ოქტომბერს 4-მა პირმა ბრიტანელი ტურისტი სცემა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდო. ტომას კენედის ცხედარი მდინარემ 8 ოქტომბერს სოფელ ქვახვრელთან გამორიყა. მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს, დაკავებულებიდან ოთხს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან ერთად, ყაჩაღობას ედავებიან, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა კიდევ ერთი გახმაურებული საქმე იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, feedc-ის დამფუძნებელს თავს დაესხნენ და 10-მდე გასროლის შედეგად მოკლეს. განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა ერთად დაგეგმეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ჭელიძემ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ის მარტომ დაგეგმა. ანასტასია შატალოვას მკვლელობა 2021 წლის ერთ-ერთი გახმაურებული კრიმინალური საქმე იყო ანასტასია შატალოვას მკვლელობა. განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სამი პირი. გამოძიების ცნობით, რუსეთის ქვეყნის მოქალაქეს 18 ოქტომბერს საკუთარ სახლთან ბრალდებულმა ბექა ლატარიამ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მან მეგობარს, ბიძინა დახმარებას სთხოვა. ის ლატარიას მიმალვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ხასია დაუკავშირდა ლევან რაჯავს და მკვლელობაში ბრალდებულ ლატარია მის საცხოვრებელ სახლში დამალა. შანაი ბრუკის მკვლელობა ავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მისი ცხედარი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარს დანაშაულის კვალი აღენიშნებოდა და ადგილზე ნაპოვნი იქნა დანა. გამოძიებით დადგინდა რომ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა და შემდეგ მოკლა რაფაელ მურსა კულოვმა. დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო. პროკურატორის ინფორმაციით მურსაკულოვმა შანაი ბრუკს დაზიანება დანით კისრის არეში მიაყენა და გაგუდა. ამის შემდეგ ის მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და მიიმალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება წლის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება. ის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას რადიკალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ოპერატორი მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა 11 ივლისს კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედოზირება დაასახელა. ჩატარდა ექსპერტიზა თუმცა თითქმის 6 თვიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ აქვს. ლექსო ლაშაქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულია ორი პირი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა განაცხადეს რომ დეპუტატის დაღუპვა ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირდება. 24 ნოემბერს ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები, სადაც, მისი თქმით, იკვეთება ფუტკარაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დადებულა. დავით კრავეიშვილის მკვლელობა დავით კრავეიშვილი თბილისში, ლიახვის ქუჩაზე, 4 დეკემბერს მოკლეს. ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს. კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. გამოძიების ცნობით დაკავებულმა 16 წლის ლ.ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კრავეიშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულ პ.ვ. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 5 თვის ორსული ცოლის მკვლელობის საქმე 22 დეკემბერს ვარკეთილში კაცმა ხუთი თვის ორსული ცოლი, ქეთა კეპულაძე მოკლა. გამოძიების ცნობით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ცოლს დანით ათობით ჭრილობა ერთი წლის შვილის თანდასწრებით მიაყენა. მან შემდეგ პოლიციაში დარეკა და მათ მისვლას დაელოდა. გზირიშვილის ადვოკატის განცხადებით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება. დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გზირიშვილმა თავად მოითხოვა პატიმრობის შეფარდება. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. The post 2021 წლის გახმაურებული საქმეები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. „ძმანო და დანო! გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოსა და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლაც ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს. ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით, მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია. გისურვებთ ჯანმრთელობას! დადექით ფეხზე და მე უნდა დაგლოცოთ: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!“ The post “დადექით ფეხზე და მე უნდა დაგლოცოთ…” – კათოლიკოს-პატრიარქი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ახალი ავტომობილი ჰყავს. 21 წლის ძიუდოისტმა Mercedes-Benz G-Class შეიძინა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/bekauri.jpg იხილეთ ვიდეო The post ლაშა ბექაური ახალ წელს ახალი ავტომობილით შეხვდა (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
2021 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თავი საკმაოდ დაგვამახსოვრა. მმართველი გუნდის ლიდერები მთელი წლის მანძილზე „შიდა კონკურენციით“ იყვნენ დაკავებულები. „ქართული ოცნების“ წევრებმა საქმის კეთებით არა, მაგრამ მათი ფრაზებით ნამდვილად დაგვამახსოვრეს თავი. 2021 წლის „კონკურსი“ ივანიშვილმა გახსნა – ოლიგარქმა პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „8 წლის შემდეგ მისია შესრულებულია“, თუმცა აღნიშნა, რომ „გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ“. „ჩვენ სტაბილურად, 8 წლის განმავლობაში, ყველა მიმართულებით, ხაზს ვუსვამ – ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ისე არა, ახლა იტყვიან, რამდენი გაჭირვებულიაო, ერთადერთს ამბობენ. გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ და დრო სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში „პირველ არხთან“. ივანიშვილის წასვლას მმართველი გუნდის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა – „ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები“. როდესაც გახარია გადადგა, პრემიერად ღარიბაშვილი დაინიშნა, მალევე, „ტვ პირველმა“ პრემიერ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის გაკეთებული ჩანაწერი გაავრცელა. ისინი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავდნენ. „მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა გავრცელებული ჩანაწერის პასუხად. ამის შემდეგ იყო ბევრი ზიზღი, ცინიზმი და სიძულვილის ენა: „ცხოვრება ცინიზმის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემს თავთანაც ძალიან ცინიკოსი ვარ. მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო ჩემს საკუთარ თავს და ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგა. ამ დროს მე ვეუბნები, რომ რატომაც არ ვარგა?!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. წულუკიანი მუდამ „მოწოდების სიმაღლეზე“ იყო: „დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! )) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“. ამის შემდეგ „ოცნებამ“ გვაჩვენა, როგორ უნდა დავესხათ თავს ჩვენს „ყოფილ“ მეგობარს – გახარიას გადადგომისა და მისი პოლიტიკურ ველზე ხელახლა გამოჩენის შემდეგ მმართველმა პარტიამ ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ მასშტაბური ანტიპაირი წამოიწყო. გახარია ჯერ ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს და ეს „დიდმა ქართველმა მოღვაწემ“, ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა, შემდეგ მას მიხეილ სააკაშვილთან მოკავშირეობა დააბრალეს, აქ ძალიან აქტიური იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც ქვეყნის „ნომერ პირველი კრიზისმენჯერი“ კოკაინზე დამოკიდებულადაც შერაცხა. „მგონი, ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი… მთავარი თემა არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში“, – ირაკლი კობახიძე. ოქტომერში, თვითმართველობის არჩევნები ყველასთვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა – პირველ ოქტომბერს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და „ქართული ოცნება“ უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი თავი და მოსახლეობა ამ ინფორმაციის სიცრუეში დაერწმუნებინა: „სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. ის იყო ღამით, როდესაც ვითომ ვიდეოს დებდა, სასტუმრო რიქსოსში. ახლა, ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ, შეიძლება, დაიმალოს“ – მამუკა მდინარაძე. „საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით. დღეს გვეუბნება, რომ უკვე ბათუმშია, ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, – ვიქტორ სანიკიძე. „სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“ – შსს. იმავე დღეს ღამის საათებში ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილი დაკავებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, ივაშვილს ბიძინაობა მიულოცა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს“. ამის შემდეგ ღარიბაშვილი გააქტიურდა და გვამცნო, რომ თუ ვინმეს თავის მოკვლა მოუნდება, ეს სახელმწიფოს არ აინტერესებს. „თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას“, – ღარიბაშვილი სააკაშვილზე. შემდეგ უკვე დაშინებაზე გადავიდა და განაცხადა, რომ თუ 2 ოქტომბერს ქართული ოცნების კანდიდატს არ ავირჩევდით სხვა არჩეულ კანდიდატს უფლებებს შეუზღუდავდნენ. „ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება“. თვითმართველობის არჩევნები დასრულდა, ოცნებამ მუნიციპალიტეტებში უპირატესობები შეინარჩუნა, თუმცა იმდენად დამღლელი აღმოჩნდა ეს, რომ 3 კვირის არჩეულმა აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ განაცხადა, რომ „თავი ამოწურა“. ქართულმა ოცნებამ თავი ნამდვილად ამოწურა, თუმცა ფაქტია, რომ 2021 წელს მათი განცხადებები უკონკურენტო იყო და კიდევ ბევრი საუკეთესოებში ვერ მოხდა. The post „ქართული ოცნების“ 2021 წლის ფრთიანი ფრაზები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
10 შვილის მამა, შალვა ტაბატაძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, სადაც შვილებთან ერთად ასრულებს მუსიკალურ ნომრებს, კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს, 2021 წლის ბოლო კლიპს და წერს: “12 საათამდე თუ ვერ მოასწრებთ ყურებას, მერე კლიპი გოგრად გადაიქცევა” (ვიდეო) – “მამა, მოგვე ბაბა!” – როგორია მრავალშვილიანი ოჯახის დილა The post კლიპი, რომელსაც 12 საათამდე თუ არ უყურებთ, მერე გოგრად გადაიქცევა – შალვა ტაბატაძე და შვილები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი: “მოდი ალალად ვთქვათ, აი, რა გევასებათ ეს ახალი წელი? გადარბენები, დასტრესილები, რიგებში, საცობებში, გაურკვევლობებში, უაზრო ხარჯებში და ხელცარიელი ვერსად მისვლებში, გაბზარვამდე ჩასკდომა-დახეთქვებში, ძალით ღიმილებში და ძალით ოვაციებში, ნაახალწლევს უიმედო, უპერსპექტივო ჯდომაში, გაჩერებული საქმეებით და იძულებითი უძრაობით. მეტი არაფერი მოითხოვოთ და რა ვიცი ეს თუ გიხარიათ, გილოცავთ. სერიიდან – რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის.” The post “მოდი ალალად ვთქვათ, აი, რა გევასებათ ეს ახალი წელი?” – გიორგი გოგეშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე: “ბექა ვარდოსანიძის დაკავებასთან დაკავშირებით! დღეს ბექა ვარდოსანიძე დაბარებული იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარზე. საჩივარი ეხებოდა ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს მარჯანიშვილზე (5 ივლისს დაკავებულების გათავისუფლებაზე) ჩატარებულ აქციაზე, ბექა ვარდოსანიძესა და ჟურნალისტს შორის შემდგარ საუბარს, რომელი საუბარიც ჟურნალისტმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლად შეაფასა… დღეს პოლიციაში ბექა მივიდა ადვოკატთან თემურ ლომიძესთან და ჩემთან ერთად, სადაც ბექა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა). დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება). ამჟამად ბექა გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ავჭალაში. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი, მისი ადვოკატი თემურ ლომიძე დროს გვეტყვის და შეგატყობინებთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ეს ის მუხლია, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს გაამკაცრეს და ვითომპრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს დადებას მოვუწოდებდით..” The post რატომ დააკავეს ბექა ვარდოსანიძე? – “გუშინ გამომძიებელ ქალბატონს ბექასთვის დაურეკავს…” – ზვიად ტომარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე “ტაქსის მძღოლი შემხვდა ზე კაცი .. სამტრედიელი. 15 ლარად ვაგზალი, აბაშიძე და ყიფშიძე ხომ შემომატარა. მის მანქანაში საფულე – 1300 ლარით დარჩა მგზავრს იდო პირადობა და ააწრიალა 112. იპოვეს ერთმანეთი. ტიპს ვალი მიჰქონდა და მკვდარი იყო. მართალია, არ დაასაჩუქრა, მაგრამ ეს ბედნიერი იყო , გადავარჩინეო. არც შემერგებოდაო.. სამტრედიელო კაცო შენ გაგიმარჯოს თეთრი პრიუსი ტაქსი დიდ დიღომში ცხოვრობს ადრე მწვანილების მაღაზია ჰქონია პეტრიწზე და სუ-სუ ადრე ფერმაშიც უმუშავია. თან გვარად დოლიძეა თუ გეცნოთ გადაეცით ოქროს კაცია… შეჯამებას არ ვაპირებდი და რანაირად დაბოლოვდა .. დილას გადაუჭრელი პრობლემა სანტემ მყისიერდ მომიგვარა და მეტი რა უნდა ანას .. ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მართლა მშვენიერია ახლა და აქ გისურვეთ კარგ ხალხს ბედნიერებას .. ცუდებზე იზრუნოს სამყარომ .. ღმერთი იყოს ყველას მფარველი” The post “სამტრედიელო კაცო, თეთრი პრიუსით, შენ გაგიმარჯოს, 1300 ლარით საფულე დარჩა მგზავრს და…” – ანა მიქაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე: “გული გამისკდება ერთხელაც და ამით მორჩება ყველაფერი !! ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა რომ ქმარი არ ყავს, ერთი პატარა სახლში ყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის რადგან საშუალება არა აქვს, დედის ვინაობა არვიცი რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არააქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა ერთი თვისაა, ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან აქ იქნება. თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ ნუგაიმეტებ ესე, მოაკითხე ძალიან გთხოვ მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად” The post “ნუ გაიმეტებ, მოაკითხე, მთელი ღამეები ტირის” – წერილი დედას, რომელმაც შვილი საავამდყოფოში დატოვა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე: “გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და შობას რას მთავრია ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერები იყავით!!! ეს პერიოდი არ გვიყავრს ნარკოლოგებს ვინაიდან ადამიანებს გონიათ, რომ დღესასწალებზე ყველაფერი მოსულა და რა მოხდა ხომ ერთხელ არის ეს ახალი წელი მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენც ერთხელ მოხვედით ამ ქვეყანაზე და ნუ ჩაიგდებთ ნურც თქვენ თავს და ნურც სხვისას განსახდელში და საფრთხეში. რა არ უნდა გავაკეთო ახალ წელს და ურჩიო ჩემ მეგობრებს და ახლობლებს 1 ნუ გაიკეთებ ნარკოტიკს 2 როცა დალევ ალკოჰოლს ნუ დამატებე ზევიდან ნარკოტიკს ვინაიდან ამ მიქსმა ორმაგად შეიძლება გაზარდოს ზედოზირების რისკი 3 ნუ გამოართმევ შენთვის უცნობ ნივთიერებას და ნუ გასინჯავ იმას რომ უკეთესად გაერთო მითუმეტეს ახალი წლის ღამეს 4 ნუ ეცდები მართო ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ 5 თუ ნახე რომ შენს გვერდზე ვიღაცა ცუდად გახდა აუცულებლად დარეკე 112 და გამოიძახე სასწრაფო და ნუ დატოვებ მეგობარს განსაცდლეში 6 გაერთე მაგრამ ზომიერება შეინარჩუნე და გაატარე დღესასწაულიები უსაფრთხო გარემოში 7 გახსოვდეს რომ ძაან დიდია რისკი ზედოზირების როცა უცნობ ნივთირებას მიიღებ და ზემოდან ალკოჰოლს დაამატებ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ !!!” The post 7 რამ, რაც არ უნდა გააკეთო ახალ წელს – ნარკოლოგის რჩევები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საფეხბურთო კლუბი “თელავი” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, მართალია, რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ სკ “თელავი” არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით… დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ! ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მაისურით მომავალი სეზონიდან არ ითამაშებენ: მიხეილ ბაშელეიშვილი ირაკლი რუხაძე თორნიკე ძოწენიძე ლაშა შერგელაშვილი სკ “თელავი” მადლობას უხდის ბიჭებს, ჩვენი გუნდისთვის მართლაც კოლოსალური შრომით და სიყვარულით გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ თითოეულ მათგანს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ვუსურვებთ მადლობა ბაშალ, მადლობა რუხა, მადლობა ძოწენ და მადლობა შერგელ – ყველაფრისთვის გემადლიერებით, ძალიან გაფასებთ და გვიყვარხართ”, – წერია განცხადებაში. რამდენიმე წუთში “სამგურალმა” ბაშელეიშვილისა და რუხაძის ტრანსფერები გამოაცხადა. “თელავს” ერთ-ერთ სპონსორად “კროკობეთი” ჰყავდა, რომელიც ახალი წლიდან სხვა კაზინოებთან ერთად ქართულ გუნდებს აღარ დაასპონსორებს. The post “სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით” – “თელავის” განცხადება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერზე“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტვიტს აქვეყნებს. ევროდეპუტატმა ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობა, თანამდებობის პირებს კი მეტი პასუხისმგებლობა უსურვა. „პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერზე“. გარდა ამისა ევროპარლამენტარმა ქართველებს შობა-ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ 2022 წელს დიდი ნაბიჯი გადაედგა ევროპისკენ. 2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. 1/2 — Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) December 31, 2021 The post ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. „1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +2, +7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, -7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის საათებში კი დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე დათბება. სააგენტოს ინფორმაციით, 1 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ამასთანავე, თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -2, ხოლო დღის საათებში +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს. The post როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის ღამეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემა იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და დანამატს, ნაცვლად 60 წლის და მეტი ასაკის პირებისა, 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. „სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post 200-ლარიან დანამატებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გახარიას გუნდის წევრს ზუგდიდის საკრებულოში, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს დაახლოებით 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მალხაზ თორიას განცხადებით, მამის საფლავზე შვილთან ერთად მიდიოდა, როცა სამმა ავტომობილმა გზა ჩაუხერგა და იარაღის მუქარით ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მოსვლისთანავე ვეუბნებოდით, რომ შეგეშალათ, მე არ ვარ ის ვისაც თქვენ ეძებთ, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ხართ და რატომ მუშაობ და რატომ ხარ ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა მალხაზ თორიამ. მომხდარს გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე და მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. „როგორც ჩანს, ეს წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უნდა დაგვამახსოვროს ორგანიზაცია „ოცნების“. სამეგრელოს რეგიონულ ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა. მალხაზ ტორია შვილთან ერთად ავტომობილით მისული იყო გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამ ავტომობილმა. სამივე ავტომობილიდან გადმოვიდა 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილს. თავდამსხმელებმა დააკავეს ავტომობილი, დაუჭრეს საბურავები და წაართვეს ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით იქნა ნაპოვნი“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ. The post გახარიას გუნდის წევრსა და მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა ქვეყნის მესამე მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს. ზურაბიშვილმა, როგორც ყოველთვის, მედიის კითხვებს არ უპასუხა, მიესალმა ჟურნალისტებს, ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა. „გამარჯობა, ნახვამდის, როგორა ხართ?“, – მიმართა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. The post აპირებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა მე-11 დღეა მიმდინარეობს. მოშიმშილეების ნაწილი დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან მისვლასა და ახალი წლის იქ შეხვედრას აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებამდე პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მოშიმშილეები ამ გამორიცხავენ, რომ მათმა პროტესტმა უფრო მწვავე სახე მიიღოს. ამ ეტაპზე დაახლოებით 150-მდე ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. შიმშილობის დაწყებიდან დღემდე ჯამში 12 მოშიმშილეს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. The post შიმშილობის მე-11 დღე „ენმ“-ის ოფისთან – რა გეგმები აქვთ მოშიმშილეებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. REZONANSI
-
აზერბაიჯანული “კეშლა” 29 წლის თავდამსხმელმა ნიჯატ ყურბანოვმა დატოვა და ჯერჯერობით, უგუნდოდ არის. ყურბანოვი საქართველოში 2019-20 წლებში თამაშობდა და შედეგიანადაც. “სამტრედიაში” ჩატარებულ 25 მატჩში 10 გოლი შეაგდო და სამტრედიელთა საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ყურბანოვს ძალიან მძლავრი დარტყმა და პოზიციის კარგი შერჩევა გამოარჩევს. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ქართულ ფეხბურთს მშვენივრად მოერგო. გასულ წელს მისი შენარჩუნება “სამტრედიას” სურდა, მაგრამ ნიჯატმა აზერბაიჯანში დაბრუნება არჩია. იმ ფონზე, რომ ელიგაში კვალიფიციური თავდამსხმელების ნაკლებობაა, ყურბანოვი ნებისმიერ ქართულ კლუბს გამოადგებოდა თავისი გამოცდილებით და საგოლე ალღოთი. ფოტოზე: ყურბანოვმა გოლი 2020 წლის 18 ივლისს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს მიუძღვნა. მაშინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1 კვირის დაწყებული იყო. The post ნიჯატ ყურბანოვი – ლეგიონერი, რომელიც ყველა ქართულ გუნდს გამოადგებოდა! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პოპულარულმა ბლოგერმა გიორგი დანელიამ უნიკალური NFT შექმნა და მყიდველი მიიღებს ციფრული და ფიზიკური უფლება საფეხბურთო ლეგენდის, დიეგო მარადონას მიერ ორჯერადად ხელმოწერილ A4 ფორმატის ფოტოზე. 2008 წლის 25 ოქტომბერს მარადონამ “დინამო არენაზე” თავის მეგობრებთან და ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ბურთი გააგორა. აღნიშნული ფოტო კი თამაშის დაწყებამდე არის ამობეჭდილი და ორივე მხრიდან ხელმოწერილი მარადონასა და არველაძის მიერ. NFT-ს შეძენის მერე დანელია შემძენს ფიზიკურ ვერსიასაც გაუგზავნის. ფოტო 3.75 ეთერიუმად ანუ თითქმის 14 ათას დოლარად არის შეფასებული. NFT ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილი. ეთერიუმი კრიპტოვალუტაა, როგორც ბიტკოინი. NFT (Non-fungible-token) კი უნიკალურს ნიშნავს და ის რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. არტისტებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრები ციფრულ ვერსიად აქციონ და მარტივად გაყიდონ, ხოლო, მყიდველი არტისტის მხარდამჭერის გარდა, პროდუქტის გამოყენების საბაზისო უფლებას მოიპოვებს. ეს საკმაოდ ახალი და ინოვაციური ამბავია და საქართველოდან სპორტის მიმართულებით მსგავსი რამ პირველმა დანელიამ გააკეთა. ყიდვის მსურველებს View this post on Instagram A post shared by Giorgi Danelia (@giodannell) The post გიორგი დანელიას უნიკალური NFT – მარადონა და შოთა არველაძე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article