
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ირინე გოგოსაშვილი ამ რამდენიმე დღის წინ, სალომე ზურაბიშვილთან „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა ქილიკის საგანი გახდა, არიქა, ირმა ინაშვილი მალე ბოკერიას და ნაცმოძრაობას ჩაეხუტება, პრეზიდენტთან საერთო სახლხო შერიგებაზე ისაუბრესოო… მაგრამ ბევრმა არ იცის, რა საკითხებზე იყო საუბარი შეხვედრაზე… სწორედ ამიტომ ,,ალია“ დაუკავშირდა ირმა ინაშვილს: – პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრისას არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა. საერთოდ არ დასმულა ჩვენთან ეს საკითხი და ვერც დასვამდნენ!!! ზურაბიშვილს მშვენივრად მოეხსენება ჩვენი პოზიცია, იცის ჩვენი რეზოლუციის პროექტის შესახებ, სადაც ნაცმოძრაობის ფაშისტურ რეჟიმად გამოცხადებას ვითხოვთ და ამიტომ – არც მისი და მითუმეტეს, არც ჩვენი მხრიდან არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა! დავით თარხან- მოურავმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის -კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. ამასთან, ქვეყანა უნდა გადავიდეს საყოველთაო, სავალდებულო არჩევნების რეჟიმზე ანუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო, რაც შესამჩნევად შეამცირებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს.! ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ბოლოს ბოლოს საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.! აი, ამაზე უნდა შედგეს ფართო და კონკრეტული შეთანხმება და დაიწყოს რეალური ცვლილებების განხორციელება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმას, რაც არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ არ აგოს პასუხი!. შეიძლება თამამად ითქვას, რომ შეხვედრის ძირითადი დრო არჩევნების თემას დაეთმო. ხაზს ვუსვამ: არანაირ შერიგებაზე საუბარი არ ყოფილა. ჩემი მიზანი არაა სხვადასხვა პარტიების შერიგება, ჩემი მიზანი პარტიების ლიდერთა მოსაზრებების გაცნობააო, ბრძანა ქალბატონმა სალომემ და ჩვენც გავაცანით ჩვენი პოზიცია. ვიმეორებ: უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიად, ყოველგვარი ტერორისა და მოსყიდვის გარეშე. გაყალბების გარეშე! არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო! აი, აქ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მისი საკვანძო როლი….. – ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრეთ? -რაც გინდათ დაარქვით, გნებავთ ვადამდელი, გნებავთ რიგგარეშე…ფაქტი ჯიუტია! -ასე დიდხანს აღარ შეიძლება გაგრძელდეს და პირდაპირ გეუბნებით-2024 წლამდე იქნება ეს არჩევნები!!! ,,ალიას“ რედაქციას, თქვენს მკითხველებს და თქვენ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით, ბევრ სიახლეებს გვპირდება! The post რისთვის შეხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილს? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეა.1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, […] REZONANSI
-
“დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონში” გააგრძელებს, რომელიც მის სანაცვლოდ 1.8 მილიონ ევროს იხდის. “დინამო ბათუმმა” ირაკლი 2019 წელს 40 ათას ლარად იყიდა, თუმცა “დინამო თბილისი” მომდევნო გაყიდვიდან 40%-ს მიიღებდა. შესაბამისად, ბათუმელებს 1 მილიონ 80 ათასი ევრო ერგება, “დინამო” კი 720 ათას ევროს მიიღებს. ბათუმმა აზაროვისგან 2 წლის განმავლობაში მაგარი თამაში და მისი ტრანსფერისგან 94-ჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა. მთავარი მოგებული მაინც “ტრაბზონია”, რომელმაც ასეთი ტალანტი მსოფლიო ბაზრისთვის საკმაოდ მცირე თანხად შეიძინა. The post რამდენი მილიონი მიიღეს “დინამოებმა” ირაკლი აზაროვში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
15 იანვარს გიგა ჭიკაძე UFC-ში კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ქართველი ბრძოლისთვის ძალიან მაგრად ემზადება და სოციალურ ქსელში მისი საოცარი ფორმის ფოტოს ქვეყნებს. როგორც ჭიკაძე იტყოდა, Gigashow იწყება! http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/giga-768x1024.jpg The post გიგა ჭიკაძე საჩემპიონო ფორმაში იმყოფება (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
„თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოსთან“ უკვე ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, „ლელო“ „ენმ“-ს პოზიციას მხარს დაუჭერს. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერაც ექნებათ. „არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას ძალიან მალე. ეს ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. The post რა შემთხვევაში შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი წლის ღამეს მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ საკუთარი ძმა ცივი იარაღით 31 დეკემბრის საღამოს მოკლა. როგორც ცნობილია, მომხდარის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს. REZONANSI
-
ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: “ქართულმა ოცნებამ” შემოიღო “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი”.ოღონდ მიშა არ იყოს და ხალხი უპრობლემოდ იხდის ყველა ხარკს, რასაც და როცა დაგვაკისრებს ხელისუფლება. ოღონდ მიშა არ იყოს და ჯანდაბას სამართალი და სასამართლო.ოღონდ მიშა არ იყოს და რა პრობლემაა, გაძვირდეს ყველაფერი სადამდეც გაეხარდება.ოღონდ მიშა არ იყოს და ჭამოს ხელისუფლებამ ჩვენი ფული, რამდენიც გაეხარდება.ოღონდ მიშა არ იყოს და ნუ გვექნება ნურცერთი უფლება, უნდათ, გამოსვლას აგვიკრძალავენ, უნდათ მაღაზიაში შესვლას, უნდათ მგზავრობას.ოღონდ მიშა არ იყოს და ჯანდაბას, რომ საფრთხეები ყოველ დღე იზრდება, ეს საქართველო კი დღითიდღე ვიწროვდება შაგრენის ტყავივით.ოღონდ მიშა არ იყოს და როგორც სურთ, ისე გადაუფორმებიათ არჩევნები, ვინც სურთ და სადაც სურთ, იქ დაუნიშნავთ.მოკლედ, ოღონდ მიშა არ იყოს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ნურაფერი.ბოდიში, მაგრამ ნამეტანი ძვირი ხომ არ გვიჯდება “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი” ? – წერს გამზარდია. The post „ნამეტანი ძვირი ხომ არ გვიჯდება “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი” ? – არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 იანვარს და მომდევნო 2 დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც დროდადრო გაძლიერდება და 20-25მ/წმ-ს მიაღწევს. ტემპერატურა ღამით -6 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება. ტემპერატურის შედარებით მატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 6 იანვარს. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ დღეს თოვასთან ერთად ქარბუქიცაა მოსალოდნელი და ღამით ტემპერატურა -10 -12 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, ზოგან კი წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა -1 დან +12 გრადუსამდე იქნება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. შედარებით გამოიდარებს 6 იანვარს და ტემპერატურა 0 +17 გრადუსი იქნება.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ თოვლია მოსალოდნელი, […] REZONANSI
-
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები. ,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საკვები პროდუქტების სიას, რომლებზეც ფასი შემცირდა: ლიმონი – 17.5% ხახვი – 15.38% პომიდორი – 12.4% წიწაკა – 3.3% საზამთრო – 2.08% REZONANSI
-
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას არ უკავშირდება. წოწკოლაური ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც. „ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ცოტა უნდა დავისვენო, შემდგომში უფრო მეტად ნაყოფიერად უნდა გავაგრძელო მუშაობა, სადაც სამშობლოს დასჭირდება. ძალიან მძიმე შრომის შემდეგ ეს აუცილებელი იყო. ეს არ უკავშირდება ახალ მინისტრს“, – თქვა წოწკოლაურმა „ინტერპრესნიუსთან“. The post რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 31 დეკემბრის ღამეს, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ტყუპისცალი ძმაა. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს. The post ტრაგედია გორში – ახალი წლის ღამეს ძმამ ტყუპისცალი მოკლა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ვინაიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს: შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მხარეები ხაზს უსვამენ ბირთვული საფრთხეების მოგვარებისა და გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას. გარდა ამისა, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით. The post ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში აშშ-ის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა. The post მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
20 წლის მადაგასკარელი ქალმა ახალ წელს თვითმფრინავის ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილი თავიდან მოიცილა. მავრიკის აეროპორტის თანამშრომლებმა ჩვილი სანაგვეში იპოვეს. ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, ფრენის დროს იმშობიარა, დაკავებულია. ავიაკომპანია Air Mauritius-ის კუთვნილი თვითმფრინავი მავრიკში, საერთაშორისო აეროპორტში 1 იანვარს დაეშვა. აეროპორტის თანამშრომლები თვითმფრინავის ჩვეულ შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც შენიშნეს სისხლიანი ქაღალდი, რომელთან ახლოსაც ახალშობილი აღმოაჩინეს. ჩვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, პოლიციამ ყველა მგზავრი დაკითხა. 20 წლის მადაგასკარელი ქალი თავდაპირველად უარყოფდა, რომ ბიჭი მისი შვილი იყო, თუმცა ის სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მგზავრმა სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. როგორც BBC წერს, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ქალს დაკითხავენ და ახალშობილის მიტოვების გამო ბრალს წარუდგენენ. რუსთავი 2 The post ქალმა ახალ წელს თვითმფრინავში იმშობიარა და ჩვილი სანაგვეში ჩააგდო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პირველი არხის ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე ვიქტორ სანეევის საქართველოში სტუმრობას და მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში იხსენებს: „ლეგენდარული ვიქტორ სანეევის 60 წლის საიუბილეო თარიღი ბადრი პატარკაციშვილის ძალისხმევით თბილისში გრანდიოზულად აღინიშნა…იყო მღელვარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეძლებდა თუ არა თავად იუბილარი აქ ჩამოსვლას, მაგრამ ბატონმა ბადრიმ იმ დროს მართლა შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ რადგან ბატონი ვიქტორი ბატონი ბადრის პირადი სტუმარი გახლდათ ყველანაირი ექსკლუზივი ტელეკომპანია იმედის იქნებოდა, თუმცა მე მაინც წინასწარვე თადარიგი დავიჭირე და ბატონ ემზარ ზენაიშვილს ვთხოვე თუნდაც 15 წუთით მისი ჩაწერის საშუალება მოეცათ.იმ დროს საქართველოს რადიოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობდა და როდესაც ამ საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ვსაუბრობდით მითხრა იქნებ შევძლოთ და ყველაზე პირველად ჩვენთან რადიოს პირდაპირ ეთერში მოვიდეს სტუმრადო…სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, მაგრამ ისევ ბატონ ემზარს ვთხოვე ეს დეტალი ბატონ ბადრისთან შეეთანხმებინა და ამდენი წლის შემდეგ ასე საჯაროდ ვიტყვი პირველად ბატონმა ბადრიმ რადგან ელენესთან მიდის პირდაპირ ეთერში პრობლემა არ არისო…დაიწყო გადაცემა..ყველანი ვღელავდით და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი, ასე მგონია შეჯიბრიდან ჩამოვედი და ისე როგორც მაშინ ხდებოდა პირდაპირ ტელევიზიაში მოვედიო…დიახ ესეც ერთგვარი შეჯიბრი იყო…მსმენელია ხაზზეო რეჟისორმა და ეთერში გაისმა ქალბატონის ხმა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული რუსული აქცენტით საუბრობდა…ეტყობოდა ღელავდა…ეტყობოდა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა და უცებ სტუდიაში ისმის ქალბატონ იანას ვიქტორის მეუღლის გაოგნებული შეძახილი…ქალბატონმა იანამ ამ ხმაში მათი სოხუმელი კარის მეზობელი შეიცნო და…მერე ის რამდენიმე წუთი ეთერში რა ემოცია იყო თავად წარმოიდგინეთ, საქართველოს რადიო აქაც პირველი იყო…მის ეთერში სოხუმიდან საუბრობდნენ…ლეგენდა ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა…“ – წერს ელენე ბილიხოძე. The post ბატონმა ბადრიმ იმ დროს შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ვიქტორ სანეევი მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა – რას იხსენებს სპორტული ჟურნალისტი? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველო არ დაესწრება ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ რიგით მეორე შეხვედრას. ეს განცხადება ქართველმა დიპლომატმა თურქულ გამოცემა „დეილი საბაჰთან“ საუბრისას გააკეთა. როგორც გამოცემა წერს, „ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას თანამშრომლობის ახალი პლატფორმა ე.წ. 3+3, რომელიც გაართიანებდა თურქეთს, რუსეთს, ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა შარშან მოსკოვში გაიმართა, თუმცა საქართველო მასაც არ დასწრებია. გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ამ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრას დაესწრება, რომელიც თურქეთშია დაგეგმილი. თურქეთში საქართველო ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განმარტა, რომ საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს. ხოლო სომხეთს ისტორიულ და კარგ მეზობლად. „თუმცა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები 20 პროცენტი“, – განაცხადა ჯანჯღავამ. ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. The post საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მაღალმთიან აჭარაში თოვს. უხვი ნალექის გამო შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე შიდა სასოფლო გზაზეც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში 35 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალო გამავლობის ტრანსპორტით. The post დიდთოვლობის გამო შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საახალწლო პერიოდში გაზრდილი მობილობის გამო, სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენდა მოსახლეობას კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების ამუშავება გახდეს აუცილებელი. “თუ ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, გაიზრდება 3-4-ჯერ, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ეს სტატისტიკა გვაქვს, ეს გამოიწვევს ჰოსპიტალური შემთხვევების მატებას. თუ ეს მატება თუნდაც იმის მსგავსი იქნა, როგორც ინფიცირების შემთხვევებია, მაშინ შესაძლებელია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გამოყენება აუცილებელი გახდეს,”-აცხადებს ივანე ჩხაიძე. The post შესაძლებელია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების ამოქმედება აუცილებელი გახდეს – ივანე ჩხაიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დატოვა გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. ის დევნილების საკითხს კურირებდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წოწკოლაურის შემცვლელად ილია ღუდუშაური დაინიშნა. The post ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილი სააკაშვილი, პენიტენციურ სამსახურს ულტიმატუმს უყენებს. ექს-პრეზიდენტის მასთან „ემპათიას“, სახელმწიფო კონსილიუმისა და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ ექიმთა ჯგუფების შესვლას მოითხოვს. გარდა ამისა, სააკაშვილს სურს, რომ უკრაინელმა, ჰოლანდიელმა და ამერიკელმა ექიმებმა მოინახულონ. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება აღუდგინონ და უფლებადამცველებთან კონფიდენციალურად საუბრის უფლება ჰქონდეს. როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურს 6 იანვრამდე აძლევს დროს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში უფლებადამცველები არ აზუსტებენ. The post მიხეილი სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს ულტიმატუმს უყენებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა. The post საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საბაზო ინფლაციამ 2021 წლის დეკემბერში 5.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – თევზეული (2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2%), რძე, ყველი და კვერცხი (1.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8%)ზეთი და ცხიმი (0.9%) ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9%-ით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2%) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4%), ისე ტანსაცმლის (-0.7%) ქვეჯგუფებზე. The post საქართველოში 2021 წელს ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 ციხეში უფლებადამცველები, ბექა ბასილაია და შოთა თითბერიძე ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ 2022 წელი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს. „საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა და ამ უფლებების აღდგენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ. The post 2022 წელი სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს – ადვოკატი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo