Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. იუმორისტი და სამოქალაქო აქტვისტი, გიგა ნასარიძე კანონპროექტზე საუბრობს, რომელიც თანახმად, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს. "ძაღლის აგრესიული ჯიშები ავკრაძალოთო და ვინ იკვლევს რომლებია აგრესიულები? სხვადსხვა წყაროების მიხედვით ყველაზე აგრესიულ ჯიშებში შედიან: გერმანული მეცხვარე ( ჩვენში რო ავჩალკას ეძახიან ), კანე კორსო, ასე მოდაში როა, ჰასკი, ჩაუჩაუ და პუდელიც კი (პიტბულები, სტაფები და ბულტერიერებიც არიან დობერმანებთან და როტვეილერებთან ერთად, კი) ჰოდა, რაღა დარჩა?", - წერს ნასარიძე. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. [url={url}]tia.ge[/url]
  2. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს კითხვას, კითხვას, იზიარებს თუ არა ევროპული საბჭოს რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველო გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად: „ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში. მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო.” “ალია” შეგახსენებთ, რომ საქმე მართლაც ძალიან მარტივადაა, რადგან საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების (ქართული ოცნების დროს მიღებული) მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები ასე გამოიყურება: “1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები 2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი” ტერორისტულ აქტებს ველოდებით ქვეყნიდან, რომლის რეჟიმიც არ არის ტერორისტი? The post რას წერს “ოცნება” დოკუმენტებში და რას ამბობს კობახიძე? – რომელი ქვეყნიდან ველით ტერორისტული აქტების საფრთხეს? appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  3. ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მიმართვას არცელებს, რომელშიც აფთიაქებზე წერს: "რომ ამიკელით ყველა აფთიაქმა დილიდან მოლოცვებით, გლუკოზა მაინც მაჩუქეთ (აბები), ან შემეშვით ამ შეუახნის ქალს თავის შეხსენებით ყოველ ცისმარე დღეს. ასე მოწკურული მზერით გიმზერთ. ვინ არ უნდა მიულოცოს შუახნის ქალს - აფთიაქმა! პლასტიკური ქირურგიის ცენტრმა! ტრენაჟორების დარბაზმა. მადლობთ. უნდა მიულოცონ: საფუნთუშეებმა, შოკოლატერიებმა, სანერგეებმა, ყავის სახლებმა და ღვინის ქარხნებმა, პაპიროსის დისტრიბუტორებმაც, კი ბატონო",- წერს ფანჯიკიძე. [url={url}]tia.ge[/url]
  4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გახსნა. მან სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის დახმარება სემეკში დიგიტალიზაციის ხელშეწყობასა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურისა (GSE) და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპზე განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, ასევე პროექტის შემდგომი სამუშაო გეგმა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროგრამას ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი. The post სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  5. ბიუჯეტის ცვლილება და ოპოზიციის პროტესტი. 13 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  6. თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტი, მედეა ადამია ეხმაურება და წერს: “მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ, ეს არ გაგიჭირდებათ ვიცი. ასეთი დიდი ადამიანები, როგორიც დევი მეზურნიშვილია თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა ქვეყანაში… მათ ღირსეულად უნდა ვაფასებდეთ! უნდა გადაეცეს ამ პიროვნებას სახალხო გმირის ორდენი, ღირსების ორდენი, ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!! საქართველოს საპატიო მოქალაქის და საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო!! და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!! სიცოცხლეშივე ჭირდება ადამიანს დაფასება!!! და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა!!!” The post “მადლობას 100კვ ბინა მიაყოლეთ, გადაეცეს ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!!” – მედეა ადამია მეზურნიშვილზე appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  7. თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ფაქტს პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ეხმაურება და წერს: "ეჭვი არ მეპარება, რომ განიცდის კალაძე, თუმცა ფოტოების გარეშეც, კამერის გარეშეც შეიძლება ამ დროს, ( ფოტოებს მერიის პრესსამსახური ავრცელებს) ყველაფერში "არაზომიერება" ცუდია და უხერხული ამ დროს......... .......ამ ვაჟკაცი კაცის - მეზურნიშვილის წინაშე კი თავს ვიხრი მიწამდე !", - წერს ჩარკვიანი. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. [url={url}]tia.ge[/url]
  8. შესაძლოა, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი აცხადებს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იურისტის განმარტებით, მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება. „ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიდბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიდბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა. ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რომ აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას რაც შეეხება, ჯიშები იქნება ჩამონათვალი. თუ 16 წლამდე ბავშვს არ უნდა მივანდოთ ძაღლის გასეირნება, ხომ არ უნდა იყოს შემოღებული ძაღლის სიდიდე, ზომა. შეიძლება არ იყოს აგრესიული, მაგრამ დიდი ზომის ძაღლი შეიძლება გაიქცეს და თავად ძაღლი გახდეს სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი. მცირეწლოვანი როდესაც ასეირნებს, მიზანშეწონილია, რომ უნარების მქონე პატრონს ჰყავდეს გამოყვანილი“, – აღნიშნა იურისტმა. The post საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება იკრძალება? – დეტალები appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  9. ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას ავრცელებს: "სალამი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მაინც მოგაწვდით ნიუსებს, რამდენადაც მწირი არ უნდა იყოს ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან! შეიძლება ითქვას, რომ მთელი ფრონტის გაყოლებაზე სამხრეთიდან აღმოსავლეთამდე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები! ამინდებმაც თავისი როლი ითამაშეს: წვიმები ხელს შეტევებში, ფოთოლცვენა კი ხელს გვიწყობს მტრის განადგურებაში! მიკოლაევი ხერსონის მიმართულებაზე უცვლელად არის ვითარება, ისევე როგორც სვატოვო-კრემენნას! ბახმუტზე მორიგჯერ წამოვიდა მტერი და მორიგჯერ მიიღო დინგში! დრონებთან ომი იქნება უახლოეს პერიოდში აქტუალური! ირანული დრონების 85-90%-ს კი ანადგურებენ ჩვენები ქალაქებშიც და ფრონტის ხაზზეც, მაგრამ ამაზე მიდის რესურსი, დრო, ძალისხმევა და მათი მცირედი ნაწილის მიზნამდე მიღწევას მაინც მიაქვს უდანაშაულო ადამიანებს სიცოცხლე! დმიტრო კულებამ ბომბსაფარიდან მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაწესდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ და გაიზარდოს სათანადო შეიარაღების მოწოდების რაოდენობები და ტემპები! ამერიკაში უკვე ითვალისწინებენ ირანული დრონების ფაქტორს და ახალი დახმარება შესაბამისად კომპლექტდება! 21-24 ნოემბერს დაგეგმილ ევროპარლამენტის სხდომაზე რუსეთს მიარჭობენ ტერორისტი ქვეყნის სტატუსს! ეს იქნება ძლიერი სიგნალი აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის, თუმცა არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს მთავრობებიც იგივეს იზამენ! რიგით მე-10 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა ურდომ არასაბრძოლო ვითარებაში 24 თებერვლის შემდეგ! ამჯერად კრასნოდარის მხარის ქ.ეისკში საცხოვრებელ სახლს დაენარცხა რაკეტებით გაძეძგვილი სუ-34 ბომბდამშენი! რაშკასტანის ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა ამ დანარცხებას. თვითონ პილოტებმა კი მოასწრეს კატაპულტი. 108 მებრძოლი ქალი დაბრუნდა სამშობლოში ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად! მათ შორის არიან აზოვსტალის მცველებიც და მარიუპოლის მაცხოვრებლებიც! უკრაინამ დაასრულა სამამულო წარმოების დრონზდ მუშაობა და იწყებს მის წარმოებას! მანძილი: 1000 კილომეტრი!!!!! საბრძოლო ამუნიციის წონა - 40 კილოგრამი! მალე კრემლის თავზე გაისმას "ხლაპოკები"! უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია დაინგრევა ჩვენს თვალწინ! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს! სიკვდილი მტერს! ", - წერს პეტრიაშვილი. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრა და აგრესიული ომი წამოიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება. [url={url}]tia.ge[/url]
  10. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, რატომ არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელზეც გადიოდა რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. “რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ ამ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ეს ვნახეთ.” ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ მიიღო რეზოლუცია – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული. გარდა ამისა, დოკუმენტში დამატების სახით შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს. The post რატომ არ დაუჭირა “ოცნებამ” მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ? – პაპუაშვილი appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  11. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი არ არის. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია, ანულირებულია გასულ საუკუნეში. ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას, მანამდე ეს საკითხი არ განიხილება“ The post “გაუქმებულია გასულ საუკუნეში… მივუბრუნდებით მომავალ წელს” – რა კანონზე საუბრობს კობახიძე appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  12. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება. „ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის, ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა […][url={url}]REZONANSI[/url]
  13. ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ლოდები მოწყდა. ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, კუკური მეტრეველი ავრცელებს. "წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე ვებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ მცველი უვნებელად გადარჩა", - ამბობს მეტრეველი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება კულტურის ძეგლთა სააგენტომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ვარძიაში, ლოდების ცვენის საშიშროება აღარ არის. [url={url}]tia.ge[/url]
  14. “წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე, ვეებერთელა ლოდები მოსწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ, მცველი უვნებლად გადარჩა!“ – ინფორმაციას და ფოტოებს კუკური მეტრეველი ავრცელებს. ვარ­ძი­ის მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მთის ფერ­დობ­ზე, ქვა­თა ცვე­ნა და­ი­წყო. სსიპ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ძეგლს საფრ­თხე არ და­მუქ­რე­ბია. “სსიპ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აცხა­დებს, რომ 18 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ვარ­ძი­ის მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პე­რი­მეტრზე შე­სას­ვლელ შლაგ­ბა­უმ­თან, მთის ფერ­დობ­ზე და­ი­წყო ქვა­თა ცვე­ნა (და­გორ­და ლო­დე­ბი). თუმ­ცა, რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ეს არის მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის – ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის­გან მო­შო­რე­ბით. მომ­ხდა­რის შე­დე­გად […][url={url}]REZONANSI[/url]
  15. კანადა კრემლის პროპაგანდისტებს, 34 ადამიანს და ერთ ტელეკომპანიას ასანქცირებს. სანქცირებულთა შორის ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, თინა კანდელაკიცაა. ოფიციალური ოტავას გადაწყვეტილების მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაა. სანქირებულთა შორის ასევე არიან მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის" მთავარ რედაქტორი და მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, პაველ გუსევი. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს პირები ცდილობენ, ანექსიის მცდელობა გაამართლონ და ამიტომ მათ კანადასთან ურთიერთობას აუკრძალავენ. [url={url}]tia.ge[/url]
  16. თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტი, მედეა ადამია ეხმაურება და წერს: "მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ, ეს არ გაგიჭირდებათ ვიცი. ასეთი დიდი ადამიანები, როგორიც დევი მეზურნიშვილია თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა ქვეყანაში… მათ ღირსეულად უნდა ვაფასებდეთ! უნდა გადაეცეს ამ პიროვნებას სახალხო გმირის ორდენი, ღირსების ორდენი, ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!! საქართველოს საპატიო მოქალაქის და საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო!! და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!! სიცოცხლეშივე ჭირდება ადამიანს დაფასება!!! და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა!!!", - წერს ადამია. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. [url={url}]tia.ge[/url]
  17. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა. „ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება […][url={url}]REZONANSI[/url]
  18. შესაძლოა, საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი აცხადებს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იურისტის განმარტებით, მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება. „ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიდბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიდბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა. ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რომ აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას რაც შეეხება, ჯიშები იქნება ჩამონათვალი. თუ 16 წლამდე ბავშვს არ უნდა მივანდოთ ძაღლის გასეირნება, ხომ არ უნდა იყოს შემოღებული ძაღლის სიდიდე, ზომა. შეიძლება არ იყოს აგრესიული, მაგრამ დიდი ზომის ძაღლი შეიძლება გაიქცეს და თავად ძაღლი გახდეს სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი. მცირეწლოვანი როდესაც ასეირნებს, მიზანშეწონილია, რომ უნარების მქონე პატრონს ჰყავდეს გამოყვანილი“, - აღნიშნა იურისტმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება. „რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ ალიკაპით მოხდეს გარკვეულ საათებში გასეირნება და საბმელით, მათ შორის გადაადგილება კონტეინერით“, - აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი „მედიაცენტრ მთავარში“. [url={url}]tia.ge[/url]
  19. ხელვაჩაურში 4 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. ის კლინიკაშია მოთავსებული. მშობლის თქმით, მცირეწლოვანს დაზიანებები სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ბავშვი ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად ძაღლმა დაკბინა. ძაღლების იმ მეპატრონეების მიმართ, რომლებსაც შინაური ცხოველი საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ალიკაპის გარეშე დაჰყავთ, სანქციების გამკაცრების მოთხოვნით სპეციალისტები საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტული წინადადებებით, უახლოეს დღეებში მიმართავენ. რეგულაციებზე დღეს პრესკონფერენციას გამართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტიც. 108 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  20. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. მისი თქმით, ოპოზიცია გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ეწევა. „მე მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება - ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე მაშინ, როცა სურათი ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის ნათელი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზება. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს. რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობა ერთია - როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ ამას დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა. მაშინ, ჟურნალისტები დარბოდნენ, პანაშვიდზე მისულ ხალხს ატერორებდნენ და იმ ადამიანის კუბოს, რომელიც ცემით მოკლეს, თავი არ აახდევინეს. თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა, თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. მე წინ მორალურ მხარეს დავაყენებდი, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ გააჩნია ქვეყნის წინაშე. აქ კახა კალაძეზე და ჩემზე არ არის საუბარი. უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ჰყვებიან და აქციებზე საუბრობენ, მათ, ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდა, რადგან თურმე სცხელოდათ, მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრაგედიაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. [url={url}]tia.ge[/url]
  21. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე საკუთარი ნებით უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს. მისი თქმით, კალაძემ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სკევრი გახსნა და თავს იწონებდა "ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქსო". „პრობლემის თავია, როდესაც მერიის სატენდერო ჩანაწერში წერია ასეთი რამ: კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციას შეასრულებს, მათ შორის, შადრევნების ან კასკადის, სამხარაულის ექსპერტიზის ან აკრედიტებული კომპანიის დასკვნა უნდა წარმოადგინოსო. ვინ არიან ეს აკრედიტებული კომპანიები? - სამხარაული ძვირი ღირს და „ჭ“ კლასის კომპანიები - იაფი. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე "ჭ" კლასის კომპანიასთან, რომელიც ამბობს, ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდიო, აი ეს არის სისტემური პრობლემა. ოფისი რომ არ აქვს კომპანიას, როგორ შეიძლება ასეთი საკითხები ანდო. დღეს რომ „გრინსერვის პლუსზე“ და ფურცხვანიძეზე მიდის ხელის შეწმენდა, კატეგორიულად მიუღებელია. „გრინსერვის პლუსი“ პასუხისმგებელი იყო, ვიდრე ჩააბარებდა მიღება-გაფორმების საკითხს. 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და მერიამ ვაკის პარკი თავის ბალანსზე წაიღო. 26 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებელია თბილისის მერია. მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაიფორმეს, მათ ბალანსზე გადავიდა და ვაკის პარკზე პასუხისმგებლები უკვე ისინი იყვნენ. თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა ეს, რადგან ასეთ ტენდერებს აცხადებს - რომელიღაც ჭ-კლასის კომპანიებს ანდობს ასეთ ამბავს“,- განაცხადა ელისაშვილმა "პალიტრას" ეთერში. მისივე შეფასებით, ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კახა კალაძის გადადგომა და სისტემის გამართვა. „თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი, მე დავახარჯვინე ფული“, - ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება "ჭ" კლასის ხალხს? სულ მცირე, ახლა კალაძეს თავისი ნებით უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება. იქნებ, მოწმეებზე ახდენს გავლენას. იქნებ, კაბინეტში იბარებს და თითს უქნევს. ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კალაძის ადგილას აუცილებლად, გადავდგებოდი და მეორე, სისტემის გამართვა, სანამ კიდევ არ მოხდება უბედურება. მე არ ვაპირებ აქციებზე სიარულს და თითის გაშვერას. რომ არ იყოს 13 წლის ბავშვი დაღუპული, გაცილებით ხელებგახსნილი ვიქნებოდი. ამ საქმესთან დაკავშირებით, მერიის სისტემური ჩავარდნაა - ტენდერებთან დაკავშირებით, ზედამხედველობასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების გადანაწილებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. წყარო: ipn.ge [url={url}]tia.ge[/url]
  22. მადრიდის “რეალისა” და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, თუმცა საერთო სიაში, მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა. “ბენზემას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვამბობ, რომ უნდა მომეგო, მაგრამ მე ოთხეულშიც ვერ მოვხვდი, როცა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე” “ისე ჩანს, რომ გოლის გატანა უფრო ფასობს, ვიდრე ბურთის აღება. ვხედავ მათ ლოგიკას და ვხვდები, როგორ აძლევენ ხმას. ვიცი, რომ არანაირი შანსი არ მაქვს მოგების” “შეძლებენ მეკარეები მომავალში მოგებას? ვფიქრობ, ამის არანაირი შანსი არ არის. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მეკარემ უფრო მეტი, რაც მე გასულ წელს შევძელი” – განაცხადა კურტუამ. ერთადერთი მეკარე, რომელსაც ოქროს ბურთი (1963) გადაეცა, ლევ იაშინია. The post კურტუა გაბრაზებულია – “მეტი რა უნდა გამეკეთებინა?” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. [url={url}]View the full article[/url]
  23. “ენერგოატომი” აცხადებს, რომ რუსმა დამპყრობლებმა კვლავ გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. უწყების ცნობით, 17 ოქტომბერს დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ქარხნის ორი მუშა. საუბარია ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელ ოლეგ კოსტიუკოვზე და ქარხნის გენერალური დირექტორის ოლეგ ოშეკის თანაშემწეზე. “ენერგოატომი” ამბობს, რომ არაფერია ცნობილი მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ. კომპანიამ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ZNPP-ის მუშაკების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათი სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობისთვის. The post რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  24. ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე წერს. „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა უამრავი დარღვევა, რამაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ“, – წერს Twetter-ში პოლიტიკური მრჩვეელი. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. The post თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში – მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  25. გადაუღებელმა წვიმამ ვარძიაში პრობლემები შექმნა. როგორც კუკური მეტრეველი წერს, ვეებერთელა ლოდები მოწყდა და ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში დაიმსხვრა. „წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე ვეებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ მცველი უვნებლად გადარჩა!“ – წერს კუკური მეტრეველი. ~ The post „ვეებერთელა ლოდები მოწყდა“… – რა ვითარებაა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
×
×
  • შექმენი...