
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ყოფილი სამხედროს მეგობრები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ: ოკუპანტების ტყვე მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში არ იმყოფება, დაუყონებლივ იმოქმედეთ! მათ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ გატაცებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩხიკვაძის მონახულების საშუალებას საოკუპაციო რეჟიმი არავის აძლევს. არ ვრცელდება არანაირი ცნობა მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთი ბოლო, ვინც ყოფილი სამხედროს მონახულება მოითხოვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,წითელი ჯვარი” იყო, თუმცა მან ცხინვალის რეჟიმისგან უარი მიიღო. დაახლოებით ასეთი ინფორმაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ, რომ მამუკა ჩხიკვაძე კაგებეს შენობიდან გადაუყვანიათ ე.წ. შსს-ს შენობაში. ფაქტია, რომ საოკუპაციო რეჟიმი მამუკას არ გვაჩვენებს. – აცხადებს დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა. თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა. The post “იმოქმედეთ, მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლიატორში არ იმყოფება” – ყოფილი სამხედროს მეგობრები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
იტალიაში, რამდენიმე არასრულწლოვანი, საკუთარი დედების რელიგიური ფანატიზმის გამო გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ. ქალები მიეკუთვნებიან სექტას “ახალი ქრისტიანები”. ისინი ბავშვებს აიძულებდნენ ლოცვასა და პატიების თხოვნაში გაეტარებიათ დღეები და ღამეები, ტოვებდნენ მინიმალური საკვების ამარა; უკრძალავდნენ სახლიდან გასვლას, ტელევიზორის ყურებას, ტელეფონების გამოყენებას, სკოლაში სიარულს, მეგობრების ყოლას. ზოგჯერ მშობლების დასჯის მეთოდად იყენებდნენ იმასაც, რომ აიძულებდნენ, არ დაეძინათ. ბავშვების სკოლის დირექტორი, მას შემდეგ, რაც გაცდენებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, სოციალურ მუშაკებს და პოლიციას დაუკავშირდა. სამართალდამცველებმა დააკავეს სექტის წევრი ხუთი ქალი, ბავშვებისთვის იძულებით თავისუფლების აღკვეთისა და ცუდად მოპყრობის ბრალდებით. ამჟამად, ბავშვები სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. The post იტალიაში დააკავეს სექტანტები, რომლებიც საკუთარ შვილებს აწამებდნენ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. "ძალიან დიდმა სასიხარულო ამბავმა სულზე მოუსწროთ ამ ახალწლებზე აქაურ შადიმანებს - ე.წ. პარტიებისა და არამკითხე მოამბეების ასო-ების წარმომადგენლებს! საქართველო გააკრიტიკა აშშ საელჩომ! ჰოდა ამ დავარცხნილმა, ჩაფულიანებულმა კლასიკურმა მეხუთე კოლონამ უმალ შემოკრა ბუკ-ნაღარას ჯერ კიდევ საცივიანი ხელ-პირი! უთენია იწყეს სიხარულით ჭყლოპინი ვიღაც ბუჩუკურებმა, გაუმაძღარმა ხუხაშვილებმა, გამონაშიმშილევმა ნაცებმა.... ამ შუაგულ ზამთარში საქართველოსადმი დასავლეთის მიერ "არ შერჩენის" მოლოდინში თან მოაყოლეს შემცივნული ხელების ფშვნეტა და ზეიმისათვის მზადებას შეუდგნენ! კი მაგრამ თქვენ ცენტებსა და ხორცის ნაჭერში სამშობლოს გამყიდველებო! რამ გაგახარათ, რამ აგაჭყლოპინათ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შესაძლო გაჭირვება გახარებთ არა?! ვერ ეღირსებით! როგორც იქნა საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე თქვენთვის სამწუხაროდ პირველად ეღირსა , რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ღირსებას მაღლა აყენებეს, ვიდრე პირადულს! და შინაურის თუ გარეული ყოველ არასწორ შემოტევასა და უსამართლო კრიტიკას სათანადო დასაბუთებულ პასუხებს სცემს! თქვენისთანა ფულის გამო ყველაფრის მკადრებლებისთვის ეს უცხოა, მაგრამ უნდა შეეგუოთ! და დროა, ბოლოს და ბოლოს გააცნობიერთოთ, რომ ჩვენ უცხოელებისათვის ყველაფერზე თავის მქნევლებისა და მონების კი არა! დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი! მაგრამ შევა თქვენს ტვინში ეს ჭეშმარიტება ოდესმე?! ვწუხვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასდროს!" - წერს გვენეტაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. tia.ge
-
ფოტო არ ასახავს რეალობას. 2021 წელს საბერძნეთში სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქართველი იყო. ინფორმაციას ათენის ეროვნული ობსერვატორია ავრცელებს. მათივე მონაცემებით, მხოლოდ ერთ წელიწადში ქვეყანაში 26 სტიქიური მოვლენა მოხდა. აგვისტოს დასაწყისში უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო, რვა ადამიანი დაიღუპა. თებერვალში – ალექსანდრუპოლისში, ივნისში – სალონიკში, ოქტომბერში – ევიაში, ნოემბერში – ილიაში და დეკემბერში – პიერიაში, წყალდიდობას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 12 ივნისს კი სალონიკში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ახალგაზრდა ქართველი კაცის სიცოცხლე შეეწირა. თებერვალში, საბერძნეთში ციკლონ „მედეას“ დროს ოთხი ადამიანი გაიყინა. ივნისში – ნილო მეცოვოში და სექტემბერში – კავალაში, სამწუხაროდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. The post 2021 წელს საბერძნეთში სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ქართველი იყო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს. „მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ „შიდა საქმეებში ჩარევად“, ზეწოლად და „სუვერენიტეტის შელახვად“ აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი. კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება“, – განაცხადა ნიკა მელიამ. The post ნიკა მელია: კობახიძე ჩვენს დასავლელ მეგობრებს აშანტაჟებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში, წერს: „როგორ ვაქციე აპოკალიფსი პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად. მოკლემეტრაჟიან ფილმ, „8 წუთი“-ს საკვანძო სიტყვა, რომელიც ჩემი შთაგონების წყარო გახდა. მქონდა „ბედნიერება“ პერსონალური აპოკალიფსი მქონოდა. დავიბადე, გავიზარდე, ვიცხოვრე, ჩამოვყალიბდი, ვისუნთქე, ვიფიქრე, ვიშრომე, ვკვალე მუხლამდე თოვლი, ვიარე მტვრიან გზაზე, ვიცხოვრე სოფლად და ქალაქად, ვიმეგობრე, ვითანამშრომლე, ვიტირე, ვიცინე, ვიმხიარულე, ვიჯავრე, ვიდარდე – ქართულად. ვიყავი შვილი, და, ბაღელი, მოსწავლე, კლასელი. ვიყავი დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ნათესავი, სტუდენტი, მეზობელი, მეუღლე, მეგობარი, ვიყავი მოქალაქე საქართველოში. დიდი დრო მოვანდომე ქაოსის დასუფთავებას, ჭუჭყში სუფთა გზის ძებნას, ცდუნებების გამკლავებს, შეცდომების დაშვების შემცირებას, წუწუნის დავიწყებას, საყვედურების თქმას, სხვათა დაცინვას, მოკლე გზით სიარულის გადაჩვევას, ადვილ გამოსავალს, ტყუილის არ თქმას, მშივრად დაძინების უპირატესობას – საქართველოში. როცა ჩემი აპოკალიფსის დრო დადგა, საკუთარი ქვეცნობიერი სარკის ოთახში გამოვამწყვდიე. საკუთარ მრავალსახეობას ერთმანეთთან თვალის გასწორება და საუკეთესო ვერსიის შერჩევა ვაიძულე. ასე გავხდი მაწანწალა, რომელიც ნაგვის ურნებს გულგრილად ვერ უვლიდა გვერდს. ასე გავხდი უსახლკარო, უთვისტომო, უმეგობრო, უცნობი, უცხო, რომელამც არ ვიცოდი გზები, არ ვიცოდი მზის ამოსვლის საორიენტაციო მხარე, ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული. ადამიანი ნული ოთხი წლის ბავშვით ხელში. ბავშით და არაფრით. უმომავლოდ. უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით. მე, ხერხემლის თითოეულ მალაში ქართული კლიმატით შეკოწიწებული ადამიანი, არა საკუთარი ნებით და გარემოებათა კარნახით, არავის გახსენებული, არავის დაფიქრებული, არავის გამოდევნებული, ასე ავირჩიე წყლით სავსე კუნძულზე და მარილით შეთეთრებულ კედლებიან, ახალ სამყაროში ცხოვრება. და ჩაქვრა ჩემი ცხოვრების შუქი და მისი ხელმეორედ ანთება, მას შემდეგ შევძელი, რაც გონებამ ნელ-ნელა დაიწყო თავისუფლად აზროვნება, დამოუკიდებლად ცხოვრება, სხვათა გავლენების, დავალებების, ბრძანებების გარეშე ცხოვრება. მას შემდეგ, რაც აღარ მეშინოდა, რას იტყოდა ის იმასთან, რას მოიმოქმედებდა ადამიანი ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც ჩემი ხასიათი არ მოსწონდა, რას იტყოდა მთავრობა, პარტია, ოპონენტი, მეზობელი, ნათესავი და სხვათა ცხოვრებაში ცხვირჩაყოფილი მოჯადოებული წრე. რას იტყოდა თანამშრომელი, რას იტყოდა, ხელმძღვანელი, რა შენიშვნას მომცემდა ზემდგომი, რას დამაბრალებდა სხვათა დასმენის ხარჯზე მოარსებე ადამიანები. მას შემდეგ რაც გავხდი ნული და საკუთარი თავის გარდა არავინ მებარა. ვერავინ ვერაფერს წამართმევდა, რაც აღარ მქონდა და მუდამ მხოლოდ ერთი რამ მქონდა საკუთარი თავი და სიმართლე! მე აღარავინ ვიყავი და ასეთებს ყოველთვის ივიწყებენ. დედამიწაზე, საკუთარ თავად ჰყოფნის ჯადოქრობის შეცნობის შემდეგ, მშობლიურ ენაზე შერცხვენილი საფეხურების გმირებთან დამშვიდობებამ, სატურიანელის კარების შეღებამ, შაბათ დღეს სრულიად შავ სამოსში მოხუცებისა და ბავშვების დახმარებამ, მცირედი საჩურების კოსმოსური კარი შეაღო და მე დავბრუნდი. დავბრუნდი არაფრის წართმევის შიშით, საოცარი სევდით და თანაგრძნობით მათ მიმართა, ვისაც რაღაცის დაკარგვის შიში, საკუთარ თავს აკარგვინებს. დავბრუნდი სიბრალულით, მათ მიმართ, ვინც ადამიანებს ვერ ამჩნევს და თხოვნებს ივიწყებს. კაცობრიობის ისტორია სავსეა, ჩემი მსგავსი დაკარგულებით. სამშობლოს გარეშე ცხოვრება ობლად ცხოვრების მსგავსია. ძალიან ჰგავს გამშვილებელ დედას, რომელმაც შვილი გაყიდა, მაგრამ შვილი მაინც ეძებს, გაუთავებლად და უსასრულოდ, ეძებს, რომ უთხრას – დედა, მიყვარხარ! და შემდეგ, გაზრდილ შვილებს, წესიერ შვილებს, კარგ შვილებს დედები უსირცხვილოდ იბრუნებენ. აღარ მეშინია აპოკალიფსის, ის უკვე მოთვინიერებულია და ვიცი, როგორ ვიმეგობრო მასთან. ვიცი, რომ სიყვარული ერთადერთი რამ არის, რაც მეყოფა და რაც მაცოცხლებს. ვიცი, რომ სიყვარულსა და ნდობას შორის ზღვარია. ვიცი, რომ ყველას უნდა ვუწილადო პური, ჰაერი, სისხლი, სიტყვა და გზის ისრები გამოვუთალო, ვიცი ჩემი მარცხი, როგორ ვაქციო გამარჯვებად! რა ძალითაც ეძებ, იმ ძალით გპოულობენ“ The post “ასე გავხდი უენო, სრულიად ნული… ოთხი წლის ბავშვით ხელში… უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით” – ემიგრანტი ჟურნალისტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხერხეულიძის განცხადებით სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია და ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. "მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში. 2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ხერხეულიძემ. tia.ge
-
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, “რუსთავი2”-თან აცხადებს: “გრიპის გარდა მნიშვნელოვანია მეორე ვირუსის მატება, ეს არის რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს, კონკრეტულად – მათ ბრონქიოლებს, მისი მიმდინარეობა ყოველთვის საშუალო და მძიმეა. ეს ვირუსი 2 წლამდე ბავშვებში იწვევს სუნთქვის უკმარისობას, შეტევითი ხასიათის ხველას, მსტვინავ სუნთქვას, ამ დროს კი, ბავშვს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება. წელს, ამ ვირუსის გავრცელება, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ანალოგიური სტატისტიკა აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას. ასე რომ, წელს საქართველოში რესპირაციული, სენსიტიური ვირუსით გამოწვეულმა ბრონქიორიტმა და მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა ინფექციამ, გარკვეულად, პიკს მიაღწია და მომდევნო კვირების განმავლობაში ამ შემთხვევების მატება მოსალოდნელია” The post “მეორე ვირუსის მატებაა, რომელიც, 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს – რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ვირუსი? – ივანე ჩხაიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისში ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აბონენტებმა ერთის ნაცვლად, ორი ქვითარი მიიღეს. მოქალაქეების ნაწილმა კი ამ საკითზე სემეკ–ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) მიმართა. როგორც სემეკ–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება თოთეულ განაცხადს შეისწავლის. “ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა” და შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის” დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org” – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში. The post ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებზე ორი ქვითრის მიღების საკითხზე სემეკი განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია, სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2022 წელი. “სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა”, – წერია გამარტივებული შესყიდვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში. ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას განმარტავს. “ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა,დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული მომსახურებების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს პროექტის განხორციელება და უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური იურიდიული, საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმიზაციას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენასა და დაცვას”, – წერია დოკუმენტში. როგორც სააგენტო, ანუ შემსყიდველი წერს, ზემოთ განსაზღვრული სამუშაოები შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა დროს 2022 წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით თუ რა დროს იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა კვლევები და მათზე გამოთქმული შენიშვნები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დაკვეთით, გასულ წელს კომპანია MTBS-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, თუმცა სახელმწიფომ მისი შედეგები არ გაასაჯაროვა. წყარო – bm.ge The post ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არ ახსოვს, აქამდე ამერიკის საელჩო ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მსგავსი ხისტი განცხადება გაეკეთებინოს. „მართლაც უპრეცედენტო განცხადება იყო. მე ასეთი ხისტი პოზიცია შეერთებული შტატების მიერ არც მახსენდება საერთოდ არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მიმართაც. ასეთი განცხადებების შემდეგ მოსალოდნელია, რომ კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ ჩვენი პარტნიორები. სამაგიეროდ რა პასუხი მიიღო კელი დეგნანმა ამ განცხადებაზე, რომ პირიქით მუქარანარევი პასუხი იყო, რომ თურმე ასეთი განცხადებები საზოგადოებაში ძირს უთხრის ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ. ეს არის პირდაპირი მუქარა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასეთ განცხადებებსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. The post უდუმაშვილი: აშშ-ის საელჩომ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბერა ივანიშვილი ახალ წელს სამხრეთ კორეაში შეხვდა. იგი “ინსტაგრამზე” საახალწლო ფოტოებს და ბერუკას ვიდეოს აქვეყნებს. ფოტოებზე ნანუკას სადღესასწაულო კაბა აცვია. კაბა Zimmermann-ის კოლექციიდანაა არის და მისი ღირებულება 4 239 დოლარია. View this post on Instagram A post shared by BERA (@beraofficial) The post რა ღირს კაბა, რომლითაც ნანუკა გუდავაძე ახალ წელს შეხვდა? – ბერა ივანიშვილის ოჯახის საახალწლო ფოტოები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: “გაზზე, დენზე, წყალზე, ორმაგი და ერთ თვეში ორჯერ გადასახადი მოდის. საერთოდ შეიშალა ეს ქვეყანა ? გვაყაჩაღებთ?” შეგახსენებთ, მეორედ მოსულ ქვითრებს კომპანიები აღრიცხვიანობის მეთოდის ცვლილებით ხსნიან. The post “გვაყაჩაღებთ?” – არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსეთთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ნატოს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება, 12 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ღიად განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ მანამდე აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები 10 იანვარს ჟენევაში უსაფრთხოების მოლაპარაკებებს გამართავენ. The post ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსეთთან შეხვედრას გეგმავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში "ბესთ მარკეტი" გაძარცვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 500 ლარამდე თანხა. tia.ge
-
15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია, აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. იქ საოცნებო პროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიის გამო ბევრი გეგმა ჩაიშალა. სამაგიეროდ, ქართველ მომღერალ ბიჭუნას შესაძლებლობა მიეცა, კონექტიკუტის შტატში გამართულ „ნიჭიერში“ მიეღო მონაწილეობა და იქ გამარჯვება მოეპოვებინა. როგორც ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად: „ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან. ძალიან მინდოდა, „ბეემვე“ მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე, ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!.“, – განაცხადა გულიკო ეგნატაშვილმა. წყარო - "სარკე" tia.ge
-
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. tia.ge
-
საადღესასწაულო უქმეების დროს COVID-19-ის გავრცელების რისკი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უსაფრთხოების რეკომენდაციები. ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცლებულ მიმართვაშია აღნიშნული. "ატარეთ პირბადე და დაიცავით სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით დარჩით სახლში, თუ გაქვთ რესპირაციული სიმპტომები ან დაგიდასტურდათ COVID-19 მოერიდეთ თავყრილობებს, განსაკუთრებით მოარიდეთ მაღალი რისკის მქონე ოჯახის წევრები; ხანდაზმულ ადამიანებთან სტუმრობისას ატარეთ პირბადე და დაიცავით ფიზიკური დისტანცია სადღესასწაულო პერიოდში ნივთების შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ონლაინ ყიდვებს გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!" - წერია NCDC-ის მიმართვაში. tia.ge
-
ცხოველთა მართვის სააგენტომ ხაშურში, .ე.წ. რეიდი ჩაატარა. მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ინფორმაციით სტერილიზაცია – კასტრაციის შემდეგ, ცხოველებს ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ. ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე დილიდან მიმდინარეობდა (ე.წ. რეიდი) სააგენტოშ გადმოყვანილი 6 ძაღლი მიმდინარეობს დანარჩენი ძაღლების გადმოყვანაც”, – აცხადებენ სააგენტოში. სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლებსა და კატებს) უზრუნველყოფს შემდეგი პროცედურებით: 1. სამედიცინო შემოწმება; 2. პოპულაციის მართვა (კასტრაცია, სტერილიზაცია); 3. ცოფის საწინააღმდეგო აცრა; 4. პარაზიტებზე დამუშავება; 5. დათაგვა (ყურზე მაგრდება ყვითელი ფერის საჭიდი, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 2021 წლის 1 აგვისტოდან ამუშავდა. ამ ხნის განმავლობაში ხაშურიდან შეყვანილი ჰყავდათ 80 ძაღლი. REZONANSI
-
შიდა ქართლში 15-16 წლის მოზარდებს ნიშნობის ცერემონია გადაუხადეს. ტელეკომპანია “თრიალეთის” ცნობით, ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგოს დაბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად, მას ბეჭდებიც აჩუქეს. “ბავშვი გახდა 16 წლის, დაბადების დღე გადავუხადეთ და ამიტომ მოუტანეს საჩუქრები. მოუტანეს ბავშვს, ზოგმა ბეჭედი მოუტანა, ზოგმა მეც მომიტანა, მეც ხომ არ დავინიშნე?. კანონი ერთნაირია, მაგრამ ჩვენთან სხვა არის, რომ ინიშნება, ბავშვი შეიძლება იყოს 2-3 წელი ოჯახში. 18 წლის რომ გახდება მერე კი, თვითონ გადაწყვეტს.”,- ამბობს არასრულწლოვანი გოგოს ბაბუა. კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არასამუშაო დღეებია და მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ არიან. მისივე თქმით, საკითხზე მოკვლევას ჩაატარებენ. ნიშნობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. The post შიდა ქართლში 15-16 წლის არასრულწლოვნებს ნიშნობა გადაუხადეს [VIDEO] appeared first on InterPost.ge. View the full article
-
15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია, აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. იქ საოცნებო პროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიის გამო ბევრი გეგმა ჩაიშალა. სამაგიეროდ, ქართველ მომღერალ ბიჭუნას შესაძლებლობა მიეცა, კონექტიკუტის შტატში გამართულ „ნიჭიერში“ მიეღო მონაწილეობა და იქ გამარჯვება მოეპოვებინა. როგორც ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად: „ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან. ძალიან მინდოდა, „ბეემვე“ მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე, ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!.“, – განაცხადა გულიკო ეგნატაშვილმა. წყარო: ჟურნალი „სარკე“ The post ასეთ საჩუქარს დედა არ მოელოდა – ამერიკულ ნიჭიერში მოგებული ფულით ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას ძალიან მაგარი საჩუქარი გაუკეთა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
იაშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ახალშობილი თბილისში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს. ჩვილი 2 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იყო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვს კოვიდინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებიც ასევე, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა ისინი გამოჯანმრთელდნენ. The post იაშვილის კლინიკაში კოვიდით 1 თვის ბავშვი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0883 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0887 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.04 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4913 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5072 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.59 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2306 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1726 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 იანვრიდან შევა ძალაში. tia.ge