Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'თეიზმი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 6 results

  1. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
  2. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  3. ღმერთის [ბრაჰმანის] დამცველი ოთხი თეოდიციური არგუმენტი: 1. სამყარო ღმერთის არსების ნაწილია. ნათელი და ბნელი, სიყვარული და სიძულვილი, ეს ყველაფერი ღმერთის პიროვნული კოსმიური არსების ნაწილია. ღმერთს ასევე გააჩნია უმაღლესი უთვისებო და უატრიბუტო უპიროვნო იმპერსონალური ასპექტი. 2. უაზრობაა უღმერთოს უმტკიცო რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მისი ტვინი სხვანაირად მუშაობს ასეთია მისი კარმა და გენეტიკა. ის მაინც ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს. უბრალოდ შეეშვი მას. 3. ცოცხალ არსებებს წარმართავს მათი კარმა. ცუდიც და კარგიც ხდება კარმის გამო. კარმა ეფუძნება რეინკარნაციას. 4. ახლა დგას კალი იუგა; ესაა ბოროტების და უმეცრების ეპოქა, როცა მსოფლიოს მართავენ ასურასები და ბოროტი ტირანები. სიმართლე შეცვალა ტყუილმა, ეს ეპოქა გაგრძელდება კიდევ 428 000 წელი. ასე ამბობენ დჰარმა-შასტრები და სუტრები. წინა ეპოქაში დვაპარა-იუგაში მოხდა ატლანტიდის კატასტროფა, რის შემდეგაც კაცობრიობა დაადგა დეგრადაციის გზას და გადავარდა ქვის ხანაში, დაკარგა რა ცოდნის უდიდესი ნაწილი.
  4. თავი მეთვრამეტე 9. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს. 22. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. 23. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა. თავი მეოცე 13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. 14. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის. 15. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. 16. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი. 17. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს. კომენტარი: ააა... თურმე საიდან მოდის ეს „გენიალური აკრძალვები“, გასაგებ არს! უკაცრავად მაგრამ ეს იდიოტიზმი რატომ უნდა მიგვაჩნდეს მორალურ ჭეშმარიტებად? რატომ იდიოტიზმი? ჰა!... ეს წესები არის „ღმერთისგან“ ხომ? ასეა! და მას სურს რომ ჩვენ ისინი დავიცვათ და სწორედ ამიტომ უამრავ ადამიანს ეს მიაჩნია უდიადეს ჭეშმარიტებად და სძულს მათი დამრღვევნი ხომ? უკაცრავად მაგრამ, ჯერ ერთი რა იცის ამ „ღმერთმა“ რომ ეს წესები სწორია, მეორეც რა ვიცით ჩვენ რომ ეს სწორია და მესამეც – რატომ უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს? ა, თუ არ დავიცავთ მათ „ყოვლადმოწყალე ღმერთი“ ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს ხომ? და ესაა „ღმერთი“? გამოსულელდით სულმთლად?! ზოოფილია, ინცესტი და ინცუხტი და ჰო კიდევ ჰომოსექსუალიზმიც არის ცუდი იმიტომ რომ ასე თქვა „დიდებულმა ზეციურმა მამიკომ“ (ასე სჯერა მილიონობით „ჭკვიან“ ადამიანს უკვე საუკუნეები!)? და მერე მე რა აქედან? რატომ უნდა დავუჯეროთ მას? მით უმეტეს თუ ის ჯოჯოხეთით იმუქრება? რა ეს სწორედ იმას არ ნიშნავს რომ აბრაამისეული „უფალი“ არის – სადისტი და ფაშისტი მოძალადე? და ეს უნდა გვიყვარდეს? და ჯანდაბაშიც წასულა ეს „ღმერთი“ საერთოდ!!!!!!... შეიტენოს ერთ ადგილას თავისი „მორალი“!!!!!!...
  5. „არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად. ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფრო “წმინდა”, ვიდრე სხვა.რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება. დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური.მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე (bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება.“ – ამერიკელი ათეისტი მეცნიერი – კრისტოფერ ჰიტჩინსი.
  6. აგერ უკვე 2000 წელია მსოფლიოში დომინირებს რეპრესიული ეგოცენტრული მორალი და მისი სახელია - ქრისტიანობა. მის წიაღში უამრავი განშტოებაა, მაგრამ არსი მაინც ერთია - რეპრესიული რეჟიმი და რეპრესიული ფსიქიკის გამოძერწვა. იმას რომ შევეშვათ რომ ნებისმიერი რელიგიური მორალი და დოგმა არის ანტიმეცნიერული პრიმიტივიზმი, თავად ის იდეა რასაც ამტკიცებენ ჯვაროსანი მორალისტები არის ენიგმატური პარადოქსი. რა იდეა? რა და თავისუფალი ნების კონცეპტი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ე.წ. "ღმერთის" ნებასთან. რატომ? მოდით გავიაზროთ: "ღმერთმა" შექმნა ადამიანი ხომ? დიახ. "ღმერთმა" ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, ხომ? დიახ. მერე ადამიანმა შეჭამა "აკრძალული ვაშლი", რომელმაც მისცა რაციონალისტური ცოდნა, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი, ასეა? დიახ. შემდეგ "ღმერთმა" დასაჯა ადამიანები "აკრძალული" ვაშლის შეჭმის გამო და კინწისკვრით ისროლა ედემიდან ხომ? დიახ. შემდეგ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ ანგელოზები, რომლებმაც უარყვეს ზეცა და ინდომეს მიწიერი სიყვარული ადამიანურ ასულებთან (ენოქის და სემიაზას აპოკრიფული წიგნების მიხედვით), ასეა? დიახ. ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ ჭკუაზე ცხოვრება და სიამტკბილობა, ასეა? დიახ. "ღმერთს" ეს "არ მოეწონა" და დატბორა დედამიწა, ყველა დაიხრჩო გარდა იმ ადამიანისა და მისი ოჯახისა, რომლის სახელიც იყო ნოე და რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა არა ისე როგორც სურდა თავად არამედ ისე როგორც ეს "უფალს" უნდოდა, ასეა? დიახ. შემდეგ თავისუფალი ნების მქონე ადამიანებმა გადაწყვიტეს დიდი კოშკის და ქალაქის აშენება, ასეა? დიახ. და "უფალმა" ეს რომ დაინახა "გაბრაზდა" და არათუ დაანგრია ყველაფერი რასაც ისინი აშენებდნენ არამედ ენები აურია და მიმოფანტა დედამიწაზე, ასეა? დიახ. შემდეგ იყო ორი ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან "გარყვნილი და გაფუჭებული" ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ თავისუფლად, ასეა? დიახ. "უფალს ეს "არ მოეწონა" და ცეცხლით მოსპო ქალაქები, გადარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა თავისუფლად, არამედ ისე როგორც სურდა "უფალს", ასეა? ნუ... დიახ. შემდეგ "ჭეშმარიტი რწმენის ხალხი" საუკუნეების მანძილზე ძალადობრივად ავრცელებდნენ "ჭეშმარიტ რწმენას" და ხოცავდნენ ყველას ვინც მათ არ ემონებოდა, ასეა? ნუ... დიახ, ასეა. ყველა ადამიანი ვინც კი არ იცხოვრებს ისე როგორც სურს "უფალს" სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება და დაიტანჯება, ასეა?? ჰმმმ... დიახ, ეს მართლაც ასეა. აქ მე მიჩნდება სავსებით ლეგიტიმური და გონივრული კითხვა მორწმუნე ქრისტიანთა მისამართით: უკაცრავად, მაგრამ გააფრინეთ სულ?! სად ხედავთ აქ "თავისუფალ ნებას" ჰა??! ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ "უფალმა" მე მომცა თავისუფლება ("თავისუფალი ნება") და შემიძლია რაც მსურს ის ვაკეთო და ვიცხოვრო ჩემ ჭკუაზე... მაგრამ თუ იმას არ გავაკეთებ, რაც უნდა ზეციურ მამიკოს, სიკვდილის მერე წავალ სამარადისო სატანჯველში? ჰმ, უკაცრავად მაგრამ საღ ჭკუაზე ბრძანდებით? თამაშობთ გონებასუსტს თუ მართლაც ხართ გონებასუსტი? რანაირად არსებობს საერთოდ თავისუფალი ნება, თუ ის არ არსებობს? ხვდებით? საუკუნეების მანძილზე მორწმუნე ჯვაროსნები (ვგულისხმობ ქრისტიანებს) ავრცელებენ თავიანთ მორალს ცეცხლითა და მახვილით, არა? კი, ეს ასეა! დღემდე ასეა! ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ქრისტიანები ძალას არ იშურებენ რომ მოსპონ ყველა ვინც მათ მორალს არ იზიარებს, საუკუნეთა მანძილზე "უფალი" ფიზიკურად ანადგურებდა ყველას ვინც მას არ ემონებოდა (წაიკითხეთ ბიბლია!) და ზოგიერთებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა და ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ღმერთი" სიყვარულია?! მოიცათ! ზეციურმა მამიკომ შექმნა ხალხი, მისცა ნება თავისუფალი, მერე არ მოეწონა მათი თავისუფალი ცხოვრება და ყველა დატბორა და დაახრჩო იმის გარდა ვინც სხვებისგან განსხვავებით იყო მისი ერთგული მონა? ჰა?! და ეს "სწამთ" მილიონებს?! ნუ მგონი გასაგებია თუ რა არსებაა ეს "ღმერთი", რომელსაც ცნობილმა ბრიტანელმა ათეისტმა ბიოლოგმა - რიჩარდ დოკინსმა უწოდა: "განდიდების მანიით შეპყრობილი სადომაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე". მე მოვრჩი საუბარს, დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
×
×
  • შექმენი...