Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'კოსმოსი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 7 results

  1. კაცობრიობა განიცდის აქტიურ დეგრადაციას და იყოფება დეკადანსის ტყვეობაში. თავდაპირველად, კალი-იუგას დაწყებამდე, მსოფლიოს მართავდა პანენთეიზმის პარადიგმა და ყველას ესმოდა, რომ კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ყველას ესმოდა, რომ აბსოლუტი არის ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც ერთდროულად. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი ყველაფერშია და რომ სამყარო, არის აბსოლუტის გაგრძელება. ეს იყო განვითარებული თეოცენტრიზმის პარადიგმა. გავიდა დრო და ადამიანებმა დაკარგეს პანენთეისტური აღქმა ყოფიერებისა, მათ დაკარგეს სულიერი ცოდნის ნაწილი და სულიერი მზერა, ისინი გადავიდნენ პრიმიტიული პანთეიზმის პარადიგმაზე და მიიჩნევდნენ, რომ კოსმოსია ღვთაებრივი, ხოლო კოსმოსის მიღმა მათი გაგებით არაფერი არ იყო. ეს იყო პრიმიტიული კოსმოცენტრიზმი. გარკველი დროის შემდეგ ადამიანები დავიდნენ პრიმიტიული პოლითეიზმის და ანიმიზმის დონეზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლითეიზმი უარყოფილი იქნა და ანტიკური ეპოქის დასასრულის შემდეგ დაიწყო არასწორი თეოცენტრიზმის (თეოკრატიის) ეპოქა, ბნელი შუასაუკუნეები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს კოსმოსის მიღმა მყოფი მონოთეისტური (ტრანსცენდენტური) ღმერთის თაყვანისცემა. შემდეგ მოვიდნენ „განმანათლებლები“ და მათ მოიტანეს ანთროპოცენტრიზმი და განაცხადეს, რომ ადამიანია აბსოლუტი. მეოცე საუკუნეში გამოჩნდნენ „ბრძენკაცები“, რომლებმაც დაიწყეს ახალი კონცეფციის - ბიოცენტრიზმის ფორმირება და განაცხადეს, რომ ბუნება, ფლორა და ფაუნა არის აბსოლუტური ფასეულობა და არა უფალი, მისტიკური კოსმიური წესრიგი ან ადამიანი („ბუნების მეფე“), მათ განაცხადეს, რომ უმაღლესი ფასეულობაა მატერიალური ბუნება (ყოველგვარი მისტიციზმის და პანთეიზმის გარეშე) და ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება არა უფლის მიერ, არამედ თავისთავად, „შიგნიდან“. ანთროპოცენტრიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ბრძენმა პროტაგორამ ბრძანა, რომ „ადამიანია ყველაფრის საზომი“. შემდგომში ანთროპოცენტრიზმმა უფრო და უფრო მრუდე და გაუკუღმართებული ფორმები მიიღო და განიცადა დეგრადაცია. ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ნიჰილიზმის განვითარების ეტაპები; გადასვლა პანენთეიზმიდან პანთეიზმზე, პანთეიზმიდან პოლითეიზმზე, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე და მონოთეიზმიდან ათეიზმზე. ეს ონტოლოგიური ნიჰილიზმი შემთხვევით არ გაჩენილა ადამიანთა გულებში და ცნობიერებაში. თავდაპირველად გაუფასურდა პანენთეიზმი, რადგანაც ადამიანებს აღარ ჰქონდათ მისი აღქმის უნარი, შემდეგ გადავიდნენ პრიმიტიულ კოსმოცენტრისტულ პანთეიზმზე, მაგრამ ესეც გაუფასურდა და დავიდა ადამიანთა აზროვნება პრიმიტიულ პოლითეიზმზე და შამანიზმზე, აქედან ადამიანები გადავიდნენ მკაცრ მონოთეისტურ ტრანსცენდენტურ ღმერთზე, რადგანაც გაუფასურდა პოლითეიზმიც, საბოლოო კი გაუფასურდა მონოთეიზმიც და საბოლოოდ მივიღეთ - ათეიზმი, ბიოცენტრიზმი და ნეოპოზიტივიზმი. თავდაპირველად ადამიანები ხედავდნენ ფასეულობას და აზრს პანენთეიზმში, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ აღიქვამდნენ ფასეულობად პანენთეისტურ რელიგიურ ფილოსოფიას და მისტიციზმს, შემდეგ კოსმოსში ვეღარ ხედავდნენ ფასეულობას, შემდეგ მონოთეისტურ ღმერთშიც ვეღარ შეძლეს ფასეულობის დანახვა, ბოლოს კი ადამიანშიც შეწყვიტეს აბსოლუტური ფასეულობის დანახვა. ამიტომაცაა რომ დღეს აბსოლუტურ და უმაღლეს ფასეულობად (ერთადერთ ფასეულობად) გამოცხადებულია ბილოგიური სიცოცხლე, ბუნება, ფლორა და ფაუნა და არა ადამიანი („ბუნების მეფე“), კოსმიური მისტიკური წესრიგი ან ღმერთი (აბსოლუტი). სწორედ ფლორას და ფაუნას, როგორც აბსოლუურ ფასეულობას, განიხილავენ ერთადერთ ღირებულებად და ზოგიერთები, მაგ. დევიდ ორტონი, იქამდეც კი მიდიან, რომ აცხადებენ, რომ თურმე „დედამიწა არავისი არაა“. მომავალში ეს ნიჰილიზმი მიიღებს ბევრად უფრო საზიზღარ და საზარელ ფორმებს, რაც არაა გასაკვირი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ დანავების მიერ შექმნილია ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ნებაყოფლობითი გადაშენებისკენ“ მოუწოდებს ადამიანთა მოდგმას, რადგანაც თურმე ადამიანი ფასეულობას აღარ წარმოადგენს, რადგანაც ბუნებას აზიანებს და კლავს. ღმერთზე აქ ლაპარაკიც აღარაა, უწყებ ეგეთ „ადამიანებს“ საუბარს ღმერთზე და მასხრად გიგდებენ, სამაგიეროდ ბიოცენტრისტულ დოგმებს ძალიან კარგადაც ეთაყვანებიან. ომ შანტი. 07.01.2021.
  2. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა. ომ ნამაჰ შივაია. 13.10.2020.
  3. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
  4. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა.
  5. ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ გეა, ერებოსი, ეროსი, ტარტაროსი, ნიკტი და სხვა. ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის (მარადისობის) შვილია. მათ ქაოსი წარმოდგენილი ჰქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა. ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ : გეა (მიწა) ეროსი (სურვილი) ნიკტი (ღამე) ერებოსი (წყვდიადი) ტარტაროსი (უფსკრული) ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის(მარადისობის) შვილია. ბერძნებს ქაოსი წარმოდგენილი ქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა. ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას. ერებოსმა და ნიქტმა შვეს ეთერი (სინათლე) და ჰემერა (დღე) ნიქტმა შვა : მოროსი (ხვედრი) აპატე (ტყუილი) მორი (ბედი) ონირა (ოცნება) კერი (ნგრევა) ტანატოსი (სიკვდილი) ოიზუსი (ტკივილი) ჰიპნოსი (ძილი) ჰესპერიდე (აისი და დაისი) კერები (სიკვდილის ღვთაებები) ნემესისი (წყევლა და შურისძიება) ფილოტესი (სიყვარული) ერისი (ბრძოლა) გერაი (სიბერე) მომოსი (განკიცხვა) გეამ გააჩინა ცა, მთები და ზღვა. გეამ ურანოსთან (ცა) შვა ტიტანები ციკლოპები და ასხელიანები. გეამ პონტოსთან (ზღვა) შვა: ნერეი (მშვიდი ზღვა) ტაუმასი (ზღვის საოცრება) ფორკისი (ღელვა) კეტო (ზღვის ურჩხული) ევრიბია (ზღვის ძალა) თავიდან იყო ქაოსი .სიცარიელისგან იშვა ერებოსი (ადგილისადაც სიკვდილი ბინადრობს) და ღამე, მაის შემდეგ გაჩნდა სიყვარული, რომლისგანაც წარმოიშვა გეა -დედამიწა, რომელმაც შვა ურანოსი -ცა. ურანოსი და გეა შეუღლდნენდა შვილებად ეყოლათ ასხელები, კიკლოპები და ძლევამოსილი ტიტანები . ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა მან ადამანტისგან ნამგალი გააკეთა და მოუწოდა მის შვილებს აჯანყებულიყვნენ მამის წინააღმდეგ, ყველას ეშინოდა კრონოსის გარდა, ამიტომაც გეამ სწორედ უმცროს ტიტანს გადასცა ნამგალი. გეამ და კრონოსმა აჯანყება წამოიწყეს.კრონოსი თავს დაესხა ურანოსს და დაამარცხა კიდეც. ურანოსის სისხლის წვეთები მიწაში ჩაიღვარა ასე იშვნენ გიგანტები, ნიმფებიდა ზღვაში მოხვედრილი ნაწილებისგან აფროდიტე . კრონოსი გახდა შემდეგი მმართველი, ის კიკლოპებსა და ასხელებს ტარტაროსში ამწყვევდა.მან საკუთარ და რეაზე იქორწინა, თუმცა ბავშვების ყოლის ეშინოდა, რადგან გეამ და ურანოსმა უწინასწარმეტყველეს, რომ ტახტიდან სწორედ მისი შვილი ჩამოაგდებდა, ამიტომ კრონოსი ყოველ ახალდაბადებულს ყლაპავდა . რეა გააბრაზა ამ საქციელმა და გადაწყვიტა რაიმე მოემოქმედებინა შვილების გადასარჩენად, როდესაც მეექვსე შვილის გაჩენის დრო დადგა რეა დაიმალა და ახალშობილი კუნძულ კრეტაზე, ნიმფებს დაუტოვა აღსაზრდელად, ქმარს კი სახვევში გამოკრული ქვა მისცა გადასაყლაპავად. ეს ახალშობილი იყო ზევსი, კრეტაზე ყოფნის დროს მას ზრდიდა მეტიდა, რომელიც დაეხმარა ზევს კრონოსის დამარცხებაში .მან დაამზადა სასმელი, რითაც კრონოსს ჩაყლაპული შვილები უკან უნდა ამოენთხია. ამასობაში რეამ დაარწმუნა კრონოსი, რომ ზევსი თავის შვილად მიეღო, მართლაც ზევსი დაბრუნდა ოლიმპოზე ჩუმად დაალევინა კრონოსს რეას მიერ დამზადებული სასმელი და თავისი და-ძმები ტყვეობიდან იხსნა. დაიწყო ტიტანებისა და ოლიმპოელების ბრძოლა, ზევსმა ტარტაროსში დამწყვდეული კიკლოპები და სხელები გამოუშვა, კიკლოპებმა ზევსს ელვა უბოძეს. ომში ასხელები უზარმაზარ ლოდებს იყენებდნენ იარაღად . პრომეთე ტიტანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კრონოსს ზევსს მიემხრო და ათწლიანი ომის შემდეგ სძლიეს კრონოსს, ზევსმა ისინი ტარტაროსის უბნელეს ორმოში გამოამწყვდია და უძლიერესი ხუნდებით შეკრა, რათა ვერასდროს შეძლებოდათ თავის დაღწევა.ზევსი მაინც არ იყო უსაფრთხოდ, მისმა ქმედებამ გეა განარისხა მან შვა ტიფონი, ყველაზე მომაკვდინებელი მონსტრი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ცნობილია როგორც "მამა ყველა მონსტრისა", ზევსი შეებრძოლა მას და დაამარცხა. ბოლოს ღმერთებს გიგანტები დაუპირისპირდნენ, ეს უზარმაზარი არსებები მთებს ერთმანეთზე დებდნენ, რათა ზეცაში მოხვედრილიყვნენ . ზევსმა ისინიც დაამარცხა და მიწიდან შობილი გოლიათები მიწაშივე ჩამარხა . ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი გიგანტი ენტას მთის ქვეშაა ჩამარხული და როდესაც განრისხება ვულკანიდან ლავა ამოხეთქავს ხოლმე. ქაოსი – (ბერძნ.) უკიდეგანო და ბნელი სივრცე, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ზოგი მითოგრაფოსის აზრით, ქაოსი იყო შეუცნობელი ფორმის ღვთაებრივი არსება. უმრავლესობის რწმენით კი, ქაოსი წარმოადგენდა შემოქმედებითი ძალებით ავსებულ მოუწესრიგებელ მასას – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან თავდაპირველად იშვა გეა–ფართომკერდიანი დედამიწა. ტარტაროსი – მიწისქვეშეთი. ეროსი – სიყვარული. ერებოსი – წყვდიადი და ნიქსი – ღამე. ერებოსი და ნიქსი სიყვარულით შეერთდნენ და გააჩინეს ეთერი – მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე და ჰემერა – დღე. შემდეგ გეამ შვა ურანოსი – ზეცა, რომელმაც ყოველი მხრიდან დაფარა იგი, მაღალი მთები და პონტოსი – ზღვა. აბრაამული მონოთეიზმის საიდუმლო (დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", საიდან გააგდეს ლუციფერი, საიდან გააგდეს ადამი და ევა, სად გადაიხვეწა კაენი და სად ცხოვრობს "ღმერთი" იაჰვე) 2017, 7 დეკემბერი, 19:49 თავდაპირველად ვიტყვი, რომ ჩემი ეს სტატია უმთავრესად არის ჩემი მოსაზრება, მაგრამ დაფუძნებული თეოსოფების, გნოსტიკოსების, სატანისტი ფილოსოფოსების და ნაწილობრივ ორთოდოქსი და კათოლიკე ქრისტიანი აპოლოგეტებისა და მწერლების რწმენა წარმოდგენებზე და ეზოთერულ ცოდნაზე (მაგ. ელენა ბლავატსკაია, ენტონი ლავეი, ნიკოლაი ლევაშოვი, დანტე ალიგიერი და ედმუნდ ჰალეი). მინდა დავსვა რამოდენიმე კითხვა: 1) რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი? 2) რა არის სინამდვილეში სამოთხე? 3) საიდან გააგდეს ადამი და ევა? 4) როგორი იყო ძველი შუმერების, ბაბილონელების და იუდეველების რელიგიები? 5) ვინ არის ძველი აღთქმის ებრაული "ღმერთი" იაჰვე? 6) საიდან გააგდეს ლუციფერი და მისი მომხრეები? 7) რა იცოდა დანტე ალიგიერიმ? 8) საიდან და სად გააგდეს ძმის მკვლელი კაენი?? მე მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი როგორც გნოსტიკოსი რელიგიათმცოდნის მოსაზრება დაფუძნებული მისტიკოსთა კვლევებზე და თეისტური დოგმატების ანალიზზე ზემოთხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით. მე ანალიზის შედეგად მივედი ამ მოსაზრებამდე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. ადრექრისტიანულ ეპოქაში მცხოვრები გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკური კოსმოსი სატურნის ორბიტის ჩათვლით ეკუთვნით არქონტებს (ბოროტ ანგელოზებს), რომლებიც არიან შვიდნი, ყველაზე პირველი – ილდაბაოთი იგივე ლალდაბაოთი (რომლის სახელიც არამეულად ნიშნავს ზეცის უფალს) მეფობს პლანეტა სატურნის სისტემაში, ელოი – იუპიტერის სისტემაში, საბაოთი – მარსზე და ა.შ. დედამიწაც ასევე არის ამ არქონტების დომინაციის ზონა ოღონდაც არა ისე როგორც დანარჩენი კოსმოსი. არქონტების სამეფოებს ეწოდებათ – კენომა (არარაობა და სიბნელე), უფრო შორს არის ილდაბაოთის დედის – სოფია ახამოტის სამეფო, ხოლო კიდევ უფრო შორს ეონი ქრისტეს, ეონი ნუსის და პლერომას ანუ კეთილი სისავსის 31 ეონისა (ნუსის და ქრისტეს ჩათვლით 33). ამას ამტკიცებდნენ გნოსტიკოსები, ამას ამტკიცებენ თეოსოფები. ელენა ბლავატსკაია თავის ნაშრომში "ელემენტალები" წერს რომ ძველი ბერძენი პლუტარქეს მიხედვით სივრცე დედამიწიდან მთვარემდე ეკუთვნის ჰადესს და მის დემონებს, რომელთა შორის არის დემონესა ჰეკატა, ღამის კუდიანი, ეს სივრცე უკავიათ ჰადესის სამეფოს სულებს, ხოლო მთვარიდან უკვე იწყება ჰიპერ ურანია ანუ ცის მიღმიერი (ზე ციური) ღმერთების სამეფო. სხვათაშორის ბერძნები პლანეტა იუპიტერთან აიგივებდნენ ზევსს. გნოსტიკური სწავლებით იაჰვე ცხოვრობს მთვარეზე, კონსპიროლოგები ამტკიცებენ რომ არქონტები არიან ბოროტი ანგელოზები, რეფტილოიდები რომლებსაც ეთაყვანებიან მონოთეისტები (ისე რომ უმეტესობამ არც კი იცის ვის ადიდებს!), ტრადიციული აბრაამიზმის მიხედვით ლუციფერი და მისი მომხრე ანგელოზები იყვნენ იაჰვეს ქმნილებები, რომლებიც აუჯანყდნენ მას და დაისაჯნენ; იაჰვემ ისინი "ზეციდან" "ქვესკნელში" ისროლა (გადააგდო). კაენზეც არის ნათქვამი რომ "ნოდის ქვეყანაში" წავიდაო... რაო? რა ნოდის ქვეყანა? ჯერ ერთი ადამი და ევა იმ დროს უკვე გაგდებულნი იყვნენ ედემიდან... სად იყო ედემი? თუ დავუჯერებთ ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზის მომხრე მეცნიერებს და მისტიკოსებს (მაგალითად პეტრე პოლს) ის მდებარეობს დედამიწის შიგნით ჩრდილოეთი პოლარული წრის გასწვრივ და წარმოადგენს პლანეტის ეკვატორულ სიბრტყეზე არსებული მიდგარდის მიწის "ცის მყარს" ანუ თაღოვან ნაგებობას (რომელიც აშკარად არქონტებმა შექმნეს), იქაა სწორედ ოლიმპოს მთა და 4 მდინარე რომელიც ოთხად იტოტება და რწყავს ედემს ანუ ჰიპერბორეას იგივე ასგარდს! სხვათაშორის ეს ბიბლიურ მითებს არ ეწინააღმდეგება. ბიბლიაში სწორედ რომ არქონტების მიერ ფუღურო დედამიწის შექმნაზეა საუბარი, ბიბლიას ბევრი დასცინის, ხოლო მორწმუნეები ვერ იგებენ, სწორედ ამის გამო! ბიბლიაში ნახსენები არიან არქონტები იგივე ელოჰიმები (ანდროგინი რეფტილოიდები) და არა სამება ან ერთი კონკრეტული უფალი, მეორეც ბიბლია დაფუძნებულია ბაბილონურ და შუმერულ წყაროებზე სადაც ნახსენებია არა ერთი ადამი არამედ შვიდი! რომელთაგან თითოეულს ჰყავდა ცოლი სახელად "ლილიმი"! ესეც მინიშნება ადამის პირველ ცოლზე ლილიტზე, რომელზეც არის საუბარი რაბინთა წიგნებში! და არავინ დამიწყოს მტკიცება ეგ ტყუილიაო! ესაა ჩემი ეზოთერული მოსაზრება! ახლა ბევრი რამ გავიგეთ, მაშასადამე ლუციფერი, სატანა, ბელიალი, ლევიათანი და მათი ლეგიონები მთვარიდან ჩამოაგდეს დედამიწაზე! დანტე ალიგიერი რომელიც იყო მორწმუნე კათოლიკე, თავის "ღვთაებრივ კომედიაში" ამტკიცებდა რომ ლუციფერი ზეციდან უფალმა ჩამოაგდო ისე რომ პლანეტა თავით გაიტანა, ცენტრში გაეჩხირა და სამხრეთ პოლუსზე წარმოშვა გიგანტური მთა რომელიც არის კიდეც განსაწმენდელი ანუ ლიმბუსი! დანტე მონოთეისტი იყო და არა გნოსტიკოსი, მაგრამ მან მაინც იცოდა ბევრი რამ. ჯოჯოხეთი შედგება 9 სარტყელისგან, ცენტრში არის ლუციფერი, ჯოჯოხეთში არიან "უფლისგან" განდგომილნი. არის აგრეთვე 10 "ცა", ესენია: პირველი ცა – მთვარე, მეორე ცა – მერკური, მესამე ცა – ვენერა, მეოთხე ცა – მზე, მეხუთე ცა – მარსი, მეექვსე ცა – იუპიტერი, მეშვიდე ცა – სატურნი, მერვე ცა – "ვარსკვლავთა" სფერო, მეცხრე ცა – კრისტალური ცა და მეათე ცა – ემპირეი ანუ ცეცხლოვანი ღვთაებრივი სფერო, ღმერთის სამეფო. დანტემ მეტ ნაკლებად სწორად აღწერა სამყაროს სტრუქტურა, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ის რომ 1) დემონები რომლებიც დედამიწის შიგნით ცხოვრობენ არ არიან ბოროტი ძალები 2) ბიბლიაში ნახსენებია 7 ბოროტი არქონტი 3) 7 ცას მართავენ არქონტები. ეს მას აშკარად გამორჩა, რადგანაც კათოლიკე მონოთეისტი იყო. ახ. წ. 325 წელს ნიკეის კრების შემდეგ ორთოდოქსებმა მოაწყვეს გნოსტიკოსების გენოციდი. ამჟამად მსოფლიოში ბატონობს მონოთეიზმი (არქონტების რელიგიები). პლუტარქე დანტეს მსგავსად ხედავდა საერთო სურათის უდიდეს ნაწილს, ხოლო სრულ რეალობას ხედავდნენ მხოლოდ გნოსტიკოსები. სხვათაშორის გნოსტიკოსებს ბევრ რამეში ეთანხმებიან საენტოლოგები. ის შავი უდაბნო და სიცარიელე რომელზეც საუბარია ბიბლიურ მითებში ესაა კონკრეტულად დედამიწა და კოსმოსი მთვარემდე, სადაც დატყვევებულნი არიან დემონები და წარმართული ღმერთები. მე ვფიქრობ რომ ძველმა ბერძნებმა და არა მხოლოდ მათ იცოდნენ ჩვენი მზის სისტემის სტრუქტურის შესახებ, კოიპერის სარტყელის და ოორტის ღრუბლის შესახებ და "ქაოსს" ისინი უწოდებდნენ სწორედ კოიპერის სარტყელს და ოორტის ღრუბელს. მათ ზუსტად აღწერეს მზის სისტემის ფორმირება, ოღონდაც მისტიკურ ალეგორიულად. კენომას და კერასმოსს ელინები უწოდებდნენ ქაოსს. მათ იცოდნენ რომ ქაოსიდან წარმოიშვა კოსმოსი. კოსმოსი ესაა ქაოსის გარდასახული ნაწილი, ფორმირება დასრულებული პლანეტების სისტემა – კენომა და კერასმოსი. პლანეტა ნეპტუნის მიღმა კი იწყება "ხელუხლებელი" სუფთა ქაოსი ანუ სივრცე როგორიც იყო მზის სისტემის დანარჩენი ნაწილიც შორეულ წარსულში. ნეპტუნის მიღმა ჯერ კიდევ ქაოსი სუფევს. ნეპტუნი არის კოსმოსის ბოლო პლანეტა. მატერიალისტებს არასწორად ესმით ტერმინები "კოსმოსი" და "ქაოსი". ბერძნული მითოსი სიმართლეა.
  6. უცხოპლანეტელებზე მინდა ვთქვა, არიან მეცნიერები რომლებიც ამტკიცებენ რომ უცხოპლნეტელი ჰუმანოიდები მოდიან ჩვენს პლანეტაზე და საკმაოდ ხშირად ვარდებიან დედამიწელი სამხედროების და პოლიტიკოსების ხელში რომლებსაც იმდენად აქვთ კრამიტი დაცურებული რომ იმწამსვე ექსპერიმენტების ჩატარების ანუ წამების ხასიათზე დგებიან! რა აქვთ თავში ესეთებს? თუ იციან სხვა რასების არსებობის შესახებ რატომ იქცევიან ასე? დაინახავენ თუ არა უცხოპლანეტელს მყისვე გიჟდებიან! იმის მაგივრად რომ ნორმალურად შეხვდნენ და გაესაუბრონ იმ ჩამოსულებს, გიჟდებიან და როგორც ტყის ცხოველებზე ისე ნადირობენ მათზე! რა გჭირთ თქვე იდიოტებო? გამოსირდით? ასე უნდა არამიწიერ რასებთან კონტაქტი???
×
×
  • შექმენი...