ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6674 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8341 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8346 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შაბათს, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ავრცელებს.
შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
"სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყო
დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. მას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ჰკითხა თუ რა უჯდება სახეწლმიფოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობა.
რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამ დრომდე სახლემწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.
რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა.
მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.
როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება.
კარიმ ხანის კომ
საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანმა ჰკითხა რატი ბრეგაძეს, თუ მიხეილ სააკაშვილი არის „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, არსებობს თუ არა ამის შესახებ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა.
იუსტიციის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარულ
პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც შეამოწმონ მოწამვლაზე.
„რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა,
ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის.
„ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.
„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის,
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია.
ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეზღუდულია კიევში, ხარკოვსა და კიროვოგრადის ოლქში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის კუთხით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა სისტემის სტაბილიზაცია მოხდეს. ყოველი შემთხვევისთვის მო
ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.
სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებ
საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშ
ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე , - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად.
ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6691 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8346 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა.
„მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.
მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კ
ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მართებულობას ადასტურებს.
„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია“, - წერს რებეკა ჰარმსი.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ და
სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდ
პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო.
საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, პარტია „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“, „რეფორმების ჯგუფის“ სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ასევე „პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის