საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.
“სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ად
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს.
ზელენსკი ქართველ ხალხს მანიფესტაციებზე უკრაინის დროშით მისვლის გამო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც იქნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში, მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმა
ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენ
საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა, დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოში მოვლენების დაკვირვებას.
“როგორც გუშინ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პ
საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“.
„ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინ
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაშავდნენ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას.
იპნ
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.
"შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევ
ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე, საუბარი ჩაწერილია 7 მარტს, პარლამენტში ე.წ. „აგენტების კანონის“ განხილვის დროს, - პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
10000000_908392990471805_4292497179559790725_n.mp4
მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ცუდი ამბები მოდის საქართველოდან, გამორჩეული ქვეყნიდან, რომლის ხალხით, კულტურით, ისტორიითა და მემკვიდრეობით ყველა აღფრთოვანებული ვართ. ახალი კანონპროექტი და ძალადობა, რომელიც ამ კანონპროექტს მოყვა, არ არის მხოლოდ შეშფოთების საგანი, ეს სახიფათო თამაშია. საერთო საფრთხეების, ჩვენს კართან ომის წინაშე კოლე
ევროპარლამენტის წევრები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორები მიერ ერთხმად გამოხატული კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ ნაბიჯ
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი აქციაზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. ის სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
სალომე ღვინიაშვილის კომენტარი აქციაზე „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ის ამბობს, რომ აქციაზე ქვეყნის და საკუთარი შვილების ევროპული მომავლისთვისაა.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქა
რუსული კანონპროექტის გამო ესტონეთში საქართველოს ელჩის არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩთან დიდი უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მათი თქმით, ეს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით.
ესტონეთი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების სპეცრაზმის მიერ დაშლას ეხმაურება.
„შეწუხებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატია არჩეული ლიდერების ხელითაც შესაძლოა, თანდათანობით ჩამოიშალოს“, – წერს კაია კალასი და აზიარებს შარლ მიშელის „ტვიტს“, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.
როგორც უწყება წერს, აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები.
შსს-ის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით,
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო სტუდენტების პროტესტს. სამუშია აცხადებს, რომ კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში ფიქრობს სტუდენტებთან შეხვედრას.
„თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთ
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დგანან ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის.
„საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა
ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს.
კახა კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრ
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ.
„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილებით ისინი წელს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში დღეს იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს და