Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი ს

სვენ მიქსერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს, რაც პოლიტიკურ ძალებს განსხვავებების დაძლევის საშუალებას უნდა აძლევდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. „პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე

გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.   ავტორი - ს

რასა იუკნევიჩიენე - ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა

ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. „საქართველო ეკუთვნის ევროპას. ამ ქვეყანას ევროპასთან აშორებდა საბჭოთა რუსეთი. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირე

დევიდ მაკალისტერი - საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას

საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი. „სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქ

კრისტიან ტერჰესი - არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს, რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ დახმარება ამ მიზნის მიღწევაში. „ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ

მედიის ცნობით, კიევში ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს

კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.     ავტორი - სალომე თორაძე

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობაზე დასაქმებული დაღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთახში ათევდნენ. „ბიჭები ხაშურიდან იყვნენ და აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ. სავარაუდოდ, ერთს კართან ახლოს ეძინა, მან ხანძრიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი, ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს ობიექტზე

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბახმუტის მისადგომებიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ - დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ. „ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურ

ირაკლი ზარქუა - ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ისინი ფასიანი ლობისტები არიან - ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდაჭერა

გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში

კრამონი: 10 წლის წინ ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო, მაგრამ მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო. მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.

დიდი გარღვევა მეცნიერებაში — ბირთვული სინთეზით გახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს, რაც შეიძლება, უსაზღვრო ენერგიის წყარო გახდეს

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ. მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება კალიფორნ

ვიოლა ფონ კრამონი - ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია, ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ

ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. „ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების

ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. „ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპ

ვრცელდება ცნობები, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება. უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა. რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინ

ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული

ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს. ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე მისი პოლიტიკური ჯგუფი თავს შეიკავებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს. ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“ „ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხო

ანალენა ბერბოკი - გერმანია ზამთარში უკრაინის დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს - უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს

გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ. „უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების

პრეზიდენტი - გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს

წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების

გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს

საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. „3 წლის წინ საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი

გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი, რათა უკრაინას დაეხმაროს, ზამთარში ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკულ ტერორს გადაურჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას სჭირდება დამატებითი 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო ენერგო ქსელის ზიანის აღსადგენად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპ

ევროკავშირი ბოსნიას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

ევროკავშირის გენერალური ურთიერთობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც Reuters წერს, ბოსნიას სტატუსი ოფიციალურად ხუთშაბათს მიენიჭება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან. ბოსნიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაცი
×
×
  • შექმენი...