Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მეორე მსოფლიო ომის გახსენების ფონზე, ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს უთხრა, რომ დახმარება ქველმოქმედება არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თებერვალში თავის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესს 21 დეკემბერს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენს ინვესტიციას დემოკრატიაში და არა ქველმოქმედებას და გაიხსენა ამერიკელების მიერ გაწეული ძალისხმევა ნაცისტების დასამარცხებლად მეორე მსოფლიო ომში. რუსეთთან ბრძოლაში თავისი ქვეყნისთვის აშშ-საგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მოსურნე ზელენსკიმ, რომელსაც მისთვის უ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. „დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭი

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, - წერს გამოცემა. ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს. “დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი

სამინისტრო - პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში საქართველოდან 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ს

ვიქტორ ორბანი - ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ - ის, ვინც იარაღს აწვდის, კოჭებამდეა მასში, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის, წელამდე და ვინც მეომარ ქვეყანას წვრთნის, ყურებამდე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელსაც უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი მიდგომის შენარჩუნების პირობას დებს. ამის შესახებ მან წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. ორბანმა ამ წლის განმავლობაში თავისი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ის დაასახელა, რომ უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო. მისი თქმით, ამ ომში მხოლოდ წაგებულები არიან, რომლებადაც ორბანი ქვეყნებს - უკრაინასა და რუსეთს - მიიჩნევს, ასევე ევროპას, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა აქვს და

თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება. როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება საქართველოს თავსებადობის შეფასება საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, ხოლო მომავალი წლის შემოდგომაზე ევროკომისიის შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. “გვაქვს ინფორმაცია, რომ შეფასება

გამოცემა The Economist-ი უკრაინას ასახელებს წლის სახელმწიფოდ

ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა. "ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა. "ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წე

პასუხისგებაში მისცეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც "ფორმულის" ჟურნალისტს მანქანა დააჯახა

პასუხისგებაში მისცეს რუსეთის ის მოქალაქე, რომელმაც 9 ნოემბერს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტს ავტომობილი დააჯახა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. შემთხვევის ამსახველი კადრების გადაღება შეძლო ამ ჟურნალისტთან ერთად მყოფმა ოპერატორმა. კადრები, რომლებიც თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, "რიკო კრედიტთან" არის გადაღებული, გავიდა ტელეარხის ეთერშიც. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სა

„საახალწლო სოფელში“ კონცერტები 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“, სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. „კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები – გვან

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ე

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის. „პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსე

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება

ახალციხეში ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტსა და სიდედრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვა

წალენჯიხაში შვილმა მამა სცემა - მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11

კახა კალაძე - ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის ღირებულება 2 800 000 აშშ დოლარია

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი. „ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი,

ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. „რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგ

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა

ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამარ

97 წლის ირმგარდ ფურხნერს მეორე მსოფლიო ომში 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა

97 წლის ირმგარდ ფურხნერს, რომელიც მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა. მსჯავრდებული შტუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა. ირმგარდ ფურხნერი 10 505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ ხუთი პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. ვინაიდან ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18 ან 19 წლის იყო, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, რომ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი თეთრ სახლს ეწვ

გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.  

აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს თალიბანის განკარგულება, რომ ქალებს აეკრძალოთ უნივერსიტეტებში სწავლა

აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს განკარგულება, რომელიც ავღანეთში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გასცა. განკარგულება ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემას ეხებოდა, გაეროში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი ზომაა ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სფეროში. „თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 25 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურ

პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში გამგზავრება ოფიციალურად დადასტურდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა. ზელენსკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ-ისკენ გზაზეა, რათა განამტკიცოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.   ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმაც. ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გ
×
×
  • შექმენი...