Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიტანას ნაუსედა - თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, ნატო-მ აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმ

უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წაიწია წინ

კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს. გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს. როგორც თავდაცვის მინისტრის მო

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს” – DRI

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს. როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის

სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი დღეს თბილისს ეწვევა

დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. “ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშ

რატომ თქვეს უარი ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად ბატისკაფით ჩაყვინთვაზე

ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა, ჯეი და შონ ბლუმებმა CNN - ითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ბატისკაფ ,,ტიტანის“ წყალქვეშა ეკიპაჟის თავდაპირველ სიაში იყვნენ, მაგრამ შონს წყალქვეშა მცურავი მოწყობილობის შესახებ მოძიებული ინფორმაცია საიმედოდ არ ეჩვენა, ამიტომ მათ უარი თქვეს ჩაყვინთვაზე და თავიანთი ადგილი ბრიტანელ მამა-შვილს დაუთმეს. 20 წლის შონის თქმით, მას შემდეგ, რაც სუბმარინის შესახებ ვიდეოებს უყურა, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ წყალქვეშა მცურავ აპარატს შეიძლებოდა ოკეანის ზედაპირ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათა შორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია

ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს. მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ

ანტონიო ტაიანი: პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ

,,ევგენი პრიგოჟინისა და ,,ვაგნერის“ მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის ერთიანი რუსეთის შესახებ და აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე." - განაცხადა იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ. ის დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ,,ვაგნერელების“ შეტევამ დაასრულა. ,,შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - განმარტავს ტაიანი. გარდა ამისა, იტალიის მთა

აშშ-ის დაზვერვამ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ COVID 19 ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი ,,ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული არ ი

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს. სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ

ასლან კობახია: ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ

რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზი ვეტერანი, სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ,,ეროვნული გმირი“ ასლან კობახია რუსი ოლიგარებისგან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილ ინტერესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,როდესაც მათ მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, მაშინ გაახსენდათ აფხაზეთის არსებობა. ხანდახან მგონია, რომ აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა და როცა აფხაზეთის ირგვლივ ამდენ იდიოტობას ვხედავ, მინდა ვიყვირო: აფხაზებო, გაუფრთხილდით სამშობლოს!!!

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 276%-ით გაიზარდა

2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,690 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტ

შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს

ვორონეჟის გუბერნატორი - „ვაგნერი“ ვორონეჟის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს

“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. „ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი. გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. იპნ

"საქართველოსთვის" - სამწუხაროდ, „იმედი“ ჩამოყალიბდა სიცრუის გამავრცელებლად, განსაკუთრებით პარტია „საქართველოსთვის“ და მისი ლიდერის - გიორგი გახარიას წინააღმდეგ

პარტია "საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით „იმედზე“ გასულ ცრუ (ფეიკ) სიუჟეტს, სადაც „იმედი“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ატყუებს, თითქოს პარტიას „საქართველოსთვის“ საკრებულოებში აქვს კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. - როგორც სჩანს, „იმედი“ ამ ცრუ სიუჟეტით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოცნების“ ალიანსის გადაფარვას ცდილობს, ალიანს

გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს

გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ ენგურზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი. აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟ

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება. 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ipn

მიხაილო პოდოლიაკი - პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა და სახელმწიფო დაამცირა- მან აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს

პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. დ

დიმიტრი პესკოვი - პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს. მისი თქმით, პრიგოჟინთან სიტუაციის მოგვარება შემდგომი დანაკარგებისა და დაძაბულობის დონის ზრდის გარეშე მოხერხდა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ - სრული ქაოსი

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი

პრიგოჟინი ადასტურებს, რომ „ამბოხს“ აჩერებს და უკან ბრუნდება

ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.

CNN-ის ცნობით, შემდეგი 24 საათი პუტინისთვის კრიტიკული იქნება

სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფების შეიარაღებული აჯანყების პირობებში, შემდეგი 24 საათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის კრიტიკული იქნება. ამის შესახებ თავის ანალიტიკურ სტატიაში CNN-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტი ნიკ პატონ უოლში წერს. ,,რუსეთის პრეზიდენტი, მთელი იმ 23 წლის განმავლობაში, რაც ბირთვული ,,დერჟავის“ სათავეში დგას, პირველად აღმოჩნდა ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე. გამაოგნებელია, როცა ხედავ, რომ ტოტალური კონტროლის ილუზია, რომელსაც ის ქმნიდა

პრეზიდენტი პრემიერისგან უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო. ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა: კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა,
×
×
  • შექმენი...