Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მოსკოვის მერი - მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია - მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს

მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. „ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლის

პრეზიდენტი - სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ - საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას

სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გ

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს

პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება. „პროფკავშირებ

რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვიდან გარბიან

რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვს მასიურად ტოვებენ, ზოგიერთი მათგანის კერძო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории იუწყება. მედიასაშუალების ცნობით, „ოლიგარქ არკადი როტენბერგის თვითმფრინავი მოსკოვიდან დილის 11:30 საათზე აფრინდა და ბაქოში 15:04 საათზე დაეშვა. მისი ფრენა გუშინ ღამით დაიგეგმა. რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის თვითმფრინავმა მოსკოვი დილის 7 საათზე დატოვა და 12:06 საათზე თურქულ დალამანში ჩაფრინდა. ოლიგ

,,ვაგნერელები" უკვე ლიპეცკის ოლქში არიან

რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს. Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში. ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს. როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა

უკრაინის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. „სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი

როსტოვის ოლქში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს და როსტოვის აფხაზური დიას

ლატვია რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის — ლატვის საგარეო მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის. „ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუ

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ბრიფინგის თემა უცნობია.

ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მოქალაქეებს, ვინც სპეცოპერაციის ზონაში იმყოფება, მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში. „შეიარაღებული დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ლიდერების მიერ შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე საყოველთაო მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტიელებას, რომელიც მიმართულია კანონისა და წესრიგის დამყარებისკენ. აფხ

მედია - მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის

მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება. „შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის. ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია. შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პროკურატურის პერსონალი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება. დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური საქართველო-რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს, ასევე, პირად

შარლ მიშელი - რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა. „რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა. აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც. როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს. „ჩვენ ყურადღებით

ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების საჭიროება არ არის - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. „ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება... სახელმწიფო აღარ გვაქვს და ყოველდღიურად დაუცველები, საფრთხეში ვართ

ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება. თუ ასე არაა, სად არის პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში? სად არის პრემიერი? სად არის სუს-ის უფროსი? სად არის შს მინისტრი (იმავდროულად, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი)? სად არიან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როცა ქვეყანას რეალურ

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი" მოსკოვისკენ მიიწევს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი” მოსკოვისკენ მიიწევს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაშია საუბარი. მანამდე გავრცელდა სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, სადაც იგი ეხმაურება ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, და რომ იგი დანებებას არ აპირებს. ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში თავდაცვის ძალებსა და ვაგნერს შორის შეტაკებები მიმდინაროებს. რუსეთის თავდაცვის ძალებმა დაბობმეს ვაგნერის კოლონა, ვაგნერ

„ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“ — პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე პროცესებს. „ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში დაწყებულ პროცესებს. ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის კონტექსტში“,  — დაწერა პრეზიდენტმა. ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია შეიარაღებულ ამბოხზე, რომელიც რუსეთში 23 ივნისის ღამეს დაიწყო. კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფ

მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „კონტრტერორისტული რეჟიმი“ გამოაცხადეს

რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა. „კონტრტერორისტული ოპერაციის რ

სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში?! – რა ვიცით [განახლებადი]

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპი

"ბიბისის" ცნობით, „ვაგნერმა“ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლი დაამყარა

„ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე აიღეს კონტროლი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქციის წყაროები იუწყებიან. „ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ვორონეჟის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. იმავდროულად, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ვორონეჟის რეგიო

ევგენი პრიგოჟინი - სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, არც ერთი მისი მებრძოლი არ დანებდება, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს. "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძ

ევგენი პრიგოჟინი - 25 000-ვე მზად ვართ სიკვდილისთვის

შაბათს დილით „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი "მზადაა სიკვდილისთვის“, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. „ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000", - თქვა მან აუდიოგზავნილში და დასძინა, რომ ეს "რუსი ხალხისთვის" ხდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერსა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. "ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან", – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უა
×
×
  • შექმენი...