Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა მალიარი - ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ

უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. „ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, - განაცხადა მალიარმა. ამასთან,

გიორგი გახარია - აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:  "აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო" 357195153_229994323294704_8463348673689453465_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ყველაზე ამორალური ის არის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება ბავშვებს ამოეფარა, ამ დროს ბავშვების რეალური პრობლემები - სექსუალური ძალადობა, შიმშილი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება

2022 წელს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგებულია - 247 ბავშვი გახდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 2021 წელს - 187 ბავშვი და ეს მხოლოდ ოფიციალური მაჩვენებელია... დაფარული დანაშაულის მასშტაბებები გაცილებით დიდია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, პრემიერს თავის გამოსვლაში ამ თემაზე არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.   "ამაზე აღშფოთებული ხელისუფლება არ

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში. თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირვ

მედია - მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს. „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სა

ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მიიღო

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა პირველ ტურში იტალიელი ანდრეა მარი ნანიო 3:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ იაკუბ პოკუსას სძლია. ფინალში კი შონიამ უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და

დმიტრო კულება გერმანიას - არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს. „არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის სამი მიმართულებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ამასთან, უწყების ცნობით

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა. ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აბსურდი და უსამართლობა – გაიაშვილი უკრაინულ სანქციებზე

„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის. განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობი

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მამაკაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 29 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 4 თვის ორსულია. სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყ

ხარაგაულში, სოფელ მარელისში კაცს ეძებენ, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია. სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ინტერპრესნიუსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ

რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იპნ

პრეზიდენტი - არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და არც არასდროს ვიქნები, ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ

არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ და არასდროს ვიქნები! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის განმარტებით, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დაუპირისპირდა, ისინი დააღალატა. კითხვაზე, თუ ვისი დაკვეთა შეასრულა ზურაბიშვილმა და ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე ვიყავი არჩეული, როგო

„მინდა დღევანდელი დღე უკრაინელ ქალებს მივუძღვნა“ - პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიეძღვნება. თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე, ჟურნალისტები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პუბლიკა

ვხედავთ საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის - ბიერი

საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა. შესწორება: თავდაპირველად მასალაში  შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა.  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც

იმედია, ყველა რეკომენდაცია შესრულდება. მინდა საქართველო ევროკავშირში ვიხილო - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყან

ვეტო – სალომე ზურაბიშვილი ლგბტ “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირებაზე

“ვეტო” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას, რას ფიქრობს მმართველი პარტიის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკაზე და პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების შესახებ.  დამატებით კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ასეთი რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს.

ზურაბიშვილი: იკმარონ ბინადრობა, რაში ჭირდება რუსს საქართველოს მოქალაქეობა?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე მათ კითხვებს უპასუხა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ, უარს ეუბნება. “იკმარონ ბინადრობა”, – აცხადებს ის. ზურაბიშვილმა თავდაპირველად ისაუბრა რუსეთი მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. მისი თქმით, კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ირებს მოქალაქეობის მინიჭებაზე და რომელშიც პრეზიდენტს ორი წარმ

მეწყერის გამო, დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია — საქართველოს რკინიგზა

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. ინფორმაცია რკინიგზამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, — აღნიშნავს უწყება ბოლო განცხადებაში. საქართველოს რკინიგზის ცნობით, მარელისში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა “მნიშვნელოვნად დააზიანა” საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. თავდაპი
×
×
  • შექმენი...