თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლი
მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა.
როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის.
ხელისუფლებამ კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა! ამჯერად უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კორუფციის ჭაობშია, სისტემური/ელიტური კორუფციით გეგმავს მართვას წინასაარჩევნო წელს, უკანონო/შავი ფულით ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და არ უნდა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვითარება ობიექტურად შეაფასონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წე
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და აჩვენონ რუსეთს, რომ დიდხანს გაძლებენ.
„დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს.
რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად:
2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან
ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“.
ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ:
ლევან ფიფია;
დიმიტრი კუჭავა;
ზაქარია შუბითიძე;
მიხეილ კამლაძე.
ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ნეტგაზეთი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე.
"შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ", - განაცხადა ანა მალიარმა.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე.
"როვნოპოლი - ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის.
როგორც ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე "სიმართლეა".
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“.
„ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებ
როგორც ვივარაუდეთ ოპერაცია “დიალოგის გახსნა”, თითქოსდა ოფიც. მოსკოვი თბილისთან აფხაზეთზე და შესაძლოა ცხინვალის რეგიონზე(ც) გარკვეულ “დათმობებზე”მიდის, აქტიურ ფაზაშია… ამ პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკვაშირებელი რკინიგზის (ოკუპ. აფხაზეთზე და საქართველოზე გამავალი) გახსნა გასაღდეს როგორც მოსკოვის “დათმობა” თბილისთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გამიზნული აქვს ამ თემ
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავტომობილო გზებს, დაანგრია და საძირკველი გამოუშალა ხიდებს, რის გამოც ზოგიერთი სოფლის ცალკეული უბანი იზოლაციაში მოექცა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის პირადი ქონებაც დააზიანა.
სოფელ ლიაში მცხოვრები ჯონი სამუშიას ოჯახი ერთ-ერთია, რომლის სახლ-
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს.
"სოლიდარობა მწერლებს," "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "არა ცენზურას", "კინო საფრთხეშია", "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", "ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც თავმ
“თუკი რამე განსხვავება არსებობდა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, “ქართულმა ოცნებამ” ეს განსხვავება თავისი ხელით წაშალა.
მთავარი პრობლემა რა იყო? მთავარი პრობლემა იყო დაშინება, მუქარა, ძალადობა. დღეს, ეს ყველაფერი ხდება და ხდება ისევ პოლიტიკური მოტივით.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.
355464089_942356546970467_1460149526452992137_n.mp4
ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოცადოს „რბილი ძალა“.
“რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები,
დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 1 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე პიცის რესტორანს.
სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.
ipn
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც.
„ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება,
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერ
უკრაინის გამარჯვება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალ
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრეს
წინ ზაფხული გველოდება – სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება.
1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ
პირველი რჩევაა, შეისწა
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის, საქართველო სპეციფიურ სიტუაცია.
რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ
მიმდინარე თვეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა. თითქმის ყველა შემთხვევაში ნათელია ანგარიშსწორების მიზეზი: დაზარალებულთა პოლიტიკური საქმიანობა და მათ მიერ კონკრეტული ინსტიტუციებისა თუ პერსონების კრიტიკა.
ინციდენტების შეფასებისას “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ძალადობა ცუდია, თუმცა არც ის ავიწყდებათ, თავდასხმების მსხვერპლთა ბრალეულობაზეც ისაუბრონ და პროცესის წახალისებაში ისევ ოპონენტები დაადანაშაულონ.
ამასობაში, ძალადობრივი აქტები