Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ეს სისტემა იყოს ეფექტური - ო'ბრაიენი სანქციების გვერდის ავლაზე

„არ ვაპირებ, ვისაუბრო შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ მუშაობას გააგრძელებს, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რუსეთთან ხდება აკრძალული ნივთებით ვაჭრობა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ისაუბრა. მან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარ

ბერდია სიჭინავა - ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სტრატეგიული მიზანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა. მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.   "მაქვს განცდა იმისი, დარწმუნებულიც ვარ, თუ მოცემულობა

ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს. ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები. ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა. როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს. „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მე

ევროპული მედია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა - დავითაშვილის გოლი ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. „2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.

სხვისი ნივთის დაზიანებაზე პატიმრობის ვადები იზრდება

სხვისი ნივთის დაზიანებაზე შესაძლოა სასჯელი გაიზარდოს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისთვის კანონპროექტი დაარეგისტრირეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა. ანრი ოხანაშვილის, მაია ბითაძის, დავით მათიკაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის ავტორობით შედგენილი კანონპროექტის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე. ამჟამად გათვალისწინებულია პატიმრობა 1-დან 3 წლამდე. იგივე

სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არც პლენარულზე დაუჭირეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთ

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევისას ავარიული ინციდენტი განიცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი

ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე თავდასხმაზე - რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს: დამარცხებასა და ტრიბუნალს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს. „ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის

იენს სტოლტენბერგი - მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსიდაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. „ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესა

არასამთავრობოები - 12 რეკომენდაციიდან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის პირობა არ შესრულებულა, სრულად შესრულდა 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 5

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

მეოთხედფინალური მატჩი დინამოზე ჩატარდება, ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შაბათს, 1 ივლისს, დინამო არენაზე გამართავს. მათივე ცნობით, ბილეთების ყიდვა ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათიდან www.under21tickets.ge-ზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხებათ იმ გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილ მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად, იმავე კატეგორიის ბილეთს დინამო არენაზე მიიღებენ. ახალ ბილეთს ისინი

კალაძის თქმით, უკრაინის სოლიდარობის მატჩში მონაწილეობა არ შეუთავაზებიათ

თბილისის მერი, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს. კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა: „თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“. Game4Ukraine არის საფეხბურთო მატჩი

ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი - რას ამბობს ალასანია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი. ამის ამსახველი ფოტოსურათი თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა. პარკინგის სივრცის ფოტოები გადაიღო „პუბლიკამაც“. ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, თუმცა პარკინგის ნიშნულის გარდა შენობაში შესამჩნევი იყო თოკზე გადაფენილი ტანსაცმელი და სწრაფი კვების ცარიელი ჯიხური.       01 / 06

„ქართული კინო საფრთხეშია“ - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების, მათი მხარდამჭერების, ასევე მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი; შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე,

U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენიმეჯერ გაჩერდა - მოედა

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, პაკეტში შევა: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები

მიშა დაუშვილი - დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რის გამოც მოქალაქემდე სარგებელი ვერ მიდის, პოლიტიკური კორუფციაა (ვიდეო)

- დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რის გამოც მოქალაქემდე სარგებელი ვერ მიდის, პოლიტიკური კორუფციაა.   - 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, ანტიკორიფციული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა იყო.   - „ოცნების'' პასუხიდან გამომდინარე კი გავიგეთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანას ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. მმართველმა ძალამ პოლიტიკური კორუფციის არსებობა დაადასტურა.   პა

შალვა კერესელიძე - მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს... მევენახეების ხარჯზე სუბსიდიის მიმღები კომპანიები მდიდრდებიან (ვიდეო)

მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა. შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ. ”სანამ

მიხეილ დაუშვილი - "ოცნებამ" სამართლებრივ დონეზე გადაიფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისია

”ოცნებამ სამართლებრივ დონეზე გადაიფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამითი რეალურად რა გვითხარით ჩვენ? რა უთხარით მოქალაქეებს? რა უთხარით ჩვენს საერთადორისო მეგობრებს და პარტნიორებს? უთხარით ის, რომ პატიოსნად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში უბრალოდ შანსი არ გაქვთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თქვენ „ოცნება“ რამდენად დაემსგავსეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენად ერთი-ერთში გადაიღეთ მათი მეთოდები და მიდგომები.”   მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართვე

ბექა ლილუაშვილი - ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო (ვიდეო)

"ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო." ”ჩვენთვის და რაც მთავარია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსხვავება თქვენ ორ პარტიას შორის აღარ არსებობს. ორივე ხართ წარსული და ამ ქვეყანას წარსულში ექაჩებით. სწორედ ამიტომ, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც ქართულ ოცნებასთან. ახლა, ოცნების წარმომადგენლები შემოტრიალდებით და იტყვით, აბა

შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩში ითამაშებს

ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.  რადიო თავისუფლება

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სოფლის მცხოვრებთა განცხადები
×
×
  • შექმენი...