Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. newstudio წყნარად.. ხმა არ მოიღოთ ახლა არავინ.. კრინტიც.. სუ.. ბუსუნი არ ვნახო თქვენი..
  2. lasha_alo აი ამ სიტყვებით ცუდ, ძალიან ცუდ სამსახურს უწევ შამილს.. ხვდებოდა უნდა წესით..
  3. გამოვტყდი მე იმ ჭადრაკის თემაშიც, რომ ვიჩიტერე და წაკითხული გაქვს შენც.. პირველი ხელი ვითამაშე მარტო მე, საკმაოდ სუსტთან და საკმაოდ ადვილად მოვიგე.. მის მერე ხან ვის ვსვამდი, ხან ვის, არ მეცალა.. რელიზი მქონდა.. შემდეგ, გადავწყვიტე რომ ასე არ შეიძლებოდა, გამოვტყდი ჩიტერობაში და ტურნირი დავტოვე.. გადავიწყებული მართლა მაქვს, მაგრამ არა ისე, რომ შენ მომიგო, თუ თვლი, "აბა მე როგორ დაგამარცხეო" ნუ გადაგაქ ისე თემა და ნუ მამართლებიებ ერთი თავს, თუ კაცი ხარ.. დაუბრუნდით თემას..
  4. დარწმუნებული ხარ? პირველი თანრიგი მქონდა ბავშვობაში და კმს-ამდე კიდევ არაფერი მაკლდა აჰა.. განახე ჩემი კუნთები..
  5. maka მოვიშველიებ კლასიკოსებს და ვიტყვი, რომ ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც მოკლედ თქმა საერთოდ არაფრის თქმას ნიშნავს.. სწორედ ასეთია ეს სიტუაციაც თანაც დავძაბოთ გონებაო თემას ჰქვია, ხოდა, დავძაბოთ ჩვენც
  6. ძუკუ მაგისთვის ძუკუ ბატონო გარემოა საჭირო, მოგეხსენებათ თავადაც.. სამწუხაროდ, ეგ ”პატარა ბიჭი” ისეთ გარემოშია, რომ გამორიცხულია მაგის აზროვნების შეცვლა.. ასეთი სიტუაციიდან გამოსვლა მხოლოდ იმ სიტუაციაშია შესაძლებელი, თუ სუბიექტი ძალიან, ძალიან ნაკითხია და ძალიან, ძალიან კარგად აზროვნებს.. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს შამილს ვერც ერთს ვამჩნევ და ვერც მეორეს.. ასე რომ, გამორიცხულია მისი აზროვნების შეცვლა.. ვერ გამოვა მაგ ბიჭი მერაბ კოსტავას საზოგადოების აზროვნებიდან.. საკმაოდ ძლიერი პროფესიონალია წერეთელი ასეთი ხალხის მართვის..
  7. ხოხოოო რა მოუკვარახჭინებიათ :nekro: კაი, ასლანიჩები, ედეპე, ჩვენი შამილის საძმო, მრეწველები, პადოშა, ივანიშვილი მიშასია ხო.. და ალასანიაც მიშასია კაცო? ვინღა დარჩა აბა მიშას გარეშე? რაღაც ნამეტანი მაგარი ყოფილა აი მიშა, 100% ყველა თუ მისი კაცია არჩევნებზე, მარა ფიცი მწამს და დღევანდელი საქართველო მაკვირვებს მინუს ტერიტორიებით, მინუს საგარეო სახელით, და პლიუს მთელი მსოფლიო გვეღადავებათი ახლა კი სერიოზულად: ვიფიქროთო ქვია თემას, ხოდა ვიფიქრებ აგერ ხმამაღლა მეც: სხვაა მანდ ხალხნო: მოჭადრაკეებათ კი მოგაქვთ თავი, მაგრამ ერთ სვლაზე მეტს ვერ/არ ითვლით, არადა პოლიტიკა ისეთი რამეა, ხანდახან 10 სვლის გათვლაა საჭირო.. დავიწყოთ ნოღაიდელიდან: სიტუაცია: ფაქტი 1) ნოღაიდელი დაემუქრა მიშას.. უწევს სერიოზულ წინააღმდეგობას.. უქმნის ”პრობლემებს”.. ფაქტი 2) მიშას და ვანოს ნამდვილად აქვთ კომპრომატები ნოღაიდელის წინააღმდეგ, ეჭვგარეშეა ეს.. პირველი სვლა (რასაც უმრავლესობა ფიქრობს დღეს საქართველოში): ფაქტი 2 ის გათვალისწინებით, ვანოს და მიშას, როცა უნდათ, მაშინ შეუძლიათ ნოღაიდელი დაიჭირონ და რახან არ იჭერენ, ესე იგი მათი კაცია.. აი აქ მთავრდება ჩვენი ლოგიკა, გათვლები და გვიხარია, აქაოდა, კიდევ ერთი შეთქმულების 1 სვლიანი თეორია გავხსენით.. საერთოდ, იცოდეთ, შეთქმულების თეორია არასდროს არ არის ერთსვლიანი მე არაფერს არ ვამტკიცებ, არ ვიცი ნამდვილად რა, როგორ არის, მაგრამ ჯობია ერთსვლიან კომბინაციებზე არ გავჩერდეთ, გავიხედოთ ცოოტა, სუულ ცოტათი შორს.. მეორე სვლა იქნებ და სულაც არ არის ნოღაიდელი მიშას კაცი.. იქნებ, უბრალოდ, მიშას აწყობს ნოღაიდელი.. გადახედეთ სიტუაციას.. ფაქტია, რომ ნოღაიდელს ძალიან, ძალიან უარყოფითი ”აურა” აქვს.. გაიხსენეთ ნებისმიერი ტელეშოუ რუსთავი 1-4 ში ოპოზიციონერის მონაწილეობით.. თუ ყოფილა სადმე, რომ დროის 90% არ წასულიყო ნოღაიდელის ირგვლივ საუბარზე? გადახედეთ ამავე ტელევიზიების საინფორმაციოებს: თუ ყოფილა სადმე, რომ ოპოზიციაზე დათმობილი თემების 90% ზე ნაკლებში ყოფილიყო ნოღაიდელი აქტიური? ამ კითხვებზე თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი.. ხოდა მივდივართ მესამე სვლამდე და ჩემის აზრით დასკვნამდე ამ სიტუაციაში: მესამე სვლა იმისათვის, რომ ნოღაიდელმა აკეთოს მიშას საქმე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს მისი კაცი.. მეტიც.. სწორედ ასე მგონია მე.. არაა ნოღაიდელი მიშას კაცი.. უბრალოდ, გათვალა ამანაც ხელისუფლების სვლები, ანუ ის, რომ არ დაიჭერდნენ, ისიც გათვალა, რომ მიშას აწყობდა მისი გამოჩენა და ითამაშა ძალიან ჭკვიანურად: დაიწყო ყვირილები, დამუქრებები, იცის ქართველების ბუნება, ხოდა, ამოწია თავისი მვდარი ფიგურა.. გადახედეთ სიტუაციას ფორუმებზე.. ნახავთ, რომ ბევრს უკვე ესიმპატიურება ის.. ანუ რა მოხდა: ჭკვიანი კაცია ნოღაიდელი, ოღონდ მართლა.. არც ხელისუფლებაში არიან ერთ სვლიანები.. ხოდა, ისე, რომ ერთმანეთის კაცები არ არიან ორივეს ძალიან აწყობდათ ეს სიტუაცია: ნოღაიდელიც მაგრა ამოიქაჩა და ხელისუფლებაც ხუთიანზე იყენებს ნოღაიდელის კოზირს.. ჩვენ, ხალხს კიდე, ერთი სვლის იქეთ ვერ გაგვიხედია და თან გვიხარია, როგორც უნდათ, ისე რომ ”გვაბურთავებენ”.. დაახლოებით ასეთივე, ზემოთ აღწერილი სამსვლიანი სიტუაციაა მიშა/რუსეთს შორისაც.. ბევრი ოპოზიციონერი იძახის, რომ მიშა რუსეთის კაცია.. არაა მასე.. არაა მიშა რუსეთის კაცი.. უბრალოდ, ძალიან მაგრა აწყობს რუსეთს მიშა.. თქვენც მიშისტებო და თქვენც ოპოზიციონრებო, გადახედეთ ჩვენს საგარეო სიტუაციას კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ არასოდეს რუსეთს იმდენი პლიუსი არ მიუღია საქართველოდან, როგორც ეს მიშას დროს მიიღო.. რატომ უნდა უნდოდეს მას მიშას გადადგომა და სხვისი მოსვლა? რაც შეეხება ალასანიას: აქ გაცილებით რთულადაა საქმე.. ამ შემთხვევაში ამოსაწევია მიშას კომპლექსები.. ვერ შეეგუება სააკაშვილი საქართველოში მესამე ადგილს.. მეორეს შეეგუა უკვე.. ცდილობს მაინც რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ შეგუებულია, ჯერ პატრიარქი, მერე მიშა, აი უგულავას ვერ შეეგუება, გამორიცხულია, მასზე დიდი რეიტინგიანი დაუშვას.. სწორედ ეს მგონია მე მთავარი ფაქტორი, რომ არ ეხმარება გიგის, თუ მართლა არ ეხმარება.. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია ამერიკის ზეწოლაც, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა ამ ბოლო დროს.. საკმაოდ კავშირები აქვთ ალასანიას/ახლებს/რესპებს ამერიკაში და არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკის მიერ ხდებოდეს ნაცების ჩანაცვლება გაცილებით ჭკუადამდგარი მერით/პრეზიდენტ/პრემიერით და არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკას აწყობდეს, სწორედ 14 მუშის, 23 პრარაბის, 13 სპორცმენის და სავალდებულო სამხედრო სამსახურ არ გავლილი თავდაცვის მინისტრის(რეალური ციფრებია) ჩანაცვლება პროფესიონალური კადრებით.. არ მითხრათ ახლა რას ერჩი მუშას და პრარაბსო.. არაფერს არ ვერჩი.. საკმაოდ დასაფასებელი პროფესიაა ორივე, მაგრამ ვთვლი, რომ პარლამანეტში არ უნდა იყოს 37 ისეთი პარლამენტარი, რომლებსაც მუშის და პრარაბის გარდა სხვა სამუშაო პრაქტიკა არ გააჩნიათ.. ჯერ ყველაფერი ბუნდოვნადაა აქ, წინა ორ (ნოღა + რუსეთი/მიშა) მსჯელობისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ძალიან არეულია და არაფერი არ იკვეთება ჯერ კარგად.. ინფორმაციის და ფაქტების ნაკლებობა გვაქვს ჯერ.. რა თქმა უნდა ისიც დასაშვებია, რომ ალასანია მიშას კაცი იყოს, მაგრამ მომკალით და არ მჯერა ამ ერთსვლიანი გათვლების არც ერთი ერთსვლიანი ”წინასწარმეტყველება” არ გამართლებულა ჯერ 91 წლიდან მოყოლებული საქართველოში და არც ეს უნდა გამრთლდეს მგონია მე.. რამდენი მიწერია, რაა ეს.. ცოტა რთული მსჯელობა გამომივიდა, მაგრამ იმედია ერთ დასკვნას მაინც გამოვიტანთ ხალხნო: ერთ სვლიანი გათველბის ადგილი არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება პოლიტიკაში ასე რომ, ნუ გიხარით, თუ ერთ სვლიანი გათვლით, ”სასწაულ, მხოლოდ თქვენ რომ მიხვდით” იმნაირ ”ჭეშმარიტებას” აღმოაჩენთ
  8. Siknadmo ხშირად ეკამათები ხოლმე შენც და რაღაცეებს უხსნი პატივცემულ შამილს მაგალითად და აცალე ახლა, ამასაც ეკამათონ.. ყველა თავის დროზე, თავისით მიდის შენს ნათქვამ ჭეშმარიტებამდე..
  9. ვეფხვი ჯერ ერთი მიდის.. არსებობს ემულატორი wine და 90% ვინდოუსის პროდუქტები მიდის შემდეგ, მათ შორის მს ოფისიც.. და მეორეც: შენ დაწერე ოუფენოფისი და არა მს ოფისი.. აგერ შენივე პოსტი: ხოდა ოუფენოფისი არის ოუფენოფისორგ და არა მაიკროსოფტ ოფის.. ასე რომ, სანამ ვინმეს ცრუობაში დასდებდე ბრალს, კარგად გადაამოწმე, შენ თვითონ ხომ არ შეგშლია, შემთხვევით.. არ არის ეგ სწორი მიდგომა.. ყოველ შემთხვევაში არასწორ რამეზე აკეთებ აქცენტს.. თუ ზუსტად გაინტერესებს რაზე უნდა გააკეთო აქცენტი და რაზე არა, გადახედე სტოლმენის ნაშრომებს.. შენ ამბობ, რომ კომპიუტერული პროგრამები უნდა იყოს უფასო შენთვის და ქართველებისთვის.. აგერ, მაგალითად, ავიღოთ ასეთი სიტუაცია: შენ მუშაობ თონეში: დააცხვე პური, ხაჭაპური და მისთანა ცომეული.. იწვალე მთელი ერთი დღე.. გამოგაქ გასაყიდად.. მეორეს მხრივ, სატურნმა დაწერა პროგრამა.. იწვალა 1 თვე და შექმნა პორდუქტი.. რატომ უნდა იყოს სატურნის ნაწვალები უფასო ხალხისთვის და შენი ნაწვალები ფასიანი? მეორე მაგალითი: რატომ უნდა იყოს მაიკროსოფტის ნაწვალები უფასო შენთვის და კონცერნ მერსედეს-ბენცის ნაწვალები ფასიანი? აგერ ბილ გეიტსი მილიარდელია და რატომ უნდა ვიყიდოთ კაცო? კიდე ეგ ვამდიდროთ? აგერ შიმშილით სული სძვრებათ მერსედეს-ბენცის მფლობელებს და მათი პროდუქტი ვიყიდოთ უნდა.. P.S. ნაფქრია და უფრო განვრცობილად მაგაზე რასაც შენ ლაპარაკობ.. სტოლმენის იდეოლოგია ჰქვია ამას.. რთული ასახსნელია აქ.. მოკლედ გეტყვი.. მთავარი აქცენტი კეთდება არა უფასოობაზე, არამედ გახსნილობაზე (ოუფენ სორს), რომელსაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პროდუქტები უფასოობამდე მიჰყავს.. გადახედე მის ნაშრომებს..
  10. ოჰოო აქ სტოლმენ/გეითსის დავა აიწია? :018: ვეფხვი როფლ.. ეს საიდან მოიტანე? რა თქმა უნდა, უფასო ლინუქსზე, უფასო OOo, ყველანაირი პრობლემების გარეშე მიდის..
  11. T_A_T ძალიან ცუდადაა საქმე უკვე.. ძალიან ცუდად.. თავის თავს ხომ ვერ აკონტროლებს და ვერ აკონტროლებს, ხოდა ისე სჩანს, სხვებმაც დაჰკარგეს კონტროლი მასზე.. უბრალოდ, მე მარცხვენს ჩემი პრეზიდენტი.. არ ვხუმრობ..
  12. ამაგად.. ციტატაა ეს? მართლა ასე თქვა პრეს-სამსახურმა? თუ საკუთარი აზრი აქვს გამოტანილი ფორუმელს? თუ მართლაც ასეა, მაშინ ამაგად.. :nekro:
  13. Saturn არა ვარ ექსელის სფეროში სპეციალისტი, მაგრამ არა მგონია გუგლს აეტანა ასეთი რამე, თანაც მთელი ლინუქს სამყარო + ძალიან ბევრი პროფესიონალი ამ დარგში ამერიკიდან და ევროპიდან სწორედ OOo-ს იყენებს, რუსეთს და სხვა პირატულ ქვეყნებს არ ვგულისხმობ ანუ..
  14. ტაშიი როგორც მს ოფისშია იგივენაირადაა ზუსტად.. რა თქმა უნდა, პოვერპოინტიც აქვს: შეგიძლია ამასაც გადახედო, ქვემოთკენ წერია რას რა ქვია ზუსტად.. http://en.wikipedia.org/wiki/OpenOffice.org P.S. OOo და არა OOO :nekro:
  15. asesino_141 ტაშიი მთლიანად ოფისია OOo, უფრო მეტიც, არამარტო ოფისის ფორმატებს კითხულობს და ინახავს, არამედ პდფ ფორმატსაც.. ანუ როცა გინდა პდფ-დან ვორდის ფორმატში და პირუკუ.. საერთოდ მს ოფისთან შედარებით, OOo ყოველთვის ერთი ვერსიით დაბალ დონეზეა, არ ვუარყობ ამას, მაგრამ არამგონია, რომელიმე თქვენგანს დაგჭირდეთ, ან აქამდე დაგჭირვებოდათ, მს ოფისის ბოლო ვერსიების სიახლეები.. პლიუს ამას უფასოა, სინდისსაც გაახარებთ, გუგლ დოქსი გექნებათ განაგონი, ეგეც OOo-ზეა აწყობილი და საერთოდ გუგლი აფინანსებს ბოლო 5 წელია იმჰო.. თქვენთვის დიდი არაფერი შეღავათი, მაგრამ ოფენსორსია :beat: Saturn არ მჭირდება მე, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდა: OOo.Draw შედის კომპლექტში, რომელსაც დიაგრამების გარდა, კორელის და მისთანების სერიოზული საპორტიც აქვს თუ არ ვცდები..
  16. asesino_141 შეგიძლია გამოიყენო OpenOfficeOrg უფასო ოფისის ანალოგია.. ცხოვრებაში არ გამომიყენებია ვორდი და ექსელი.. გადასარევი რამეა ეს OOo.. + არ მეგონა საქართველოში მეორე თუ მოიძებნებოდა ჩემნაირი და ამ თემაში ყოფილა აგერ
  17. ხალხნო ცუდად არ გამიგოთ, დაცინვა არ მინდა ნამდვილად, მაგრამ, მარტო მე მახსენდება ნეტაი ბრეჟნევი აი კაძახის პოსტებზე? ერთი მაინც არ ხართ ვინმე, თქვე კაი დედმამიშვილებო, ჩემნაირად? ცუდადაა ვითომ ჩემი საქმე?
  18. zen ერთი პოლიტფორუმზეა ჭეშმარიტება და ვერ გაიგო ამ ხალხმა და ჰეე მოკალი თუ გინდა..
  19. babuagiorgi მადლობელი ვარ მე, ალასანიას ბრიგადნიკი და დემაგოგი.. ასევე აუცილებლად შევირგებ შენს გამოწერილ დუბინკას, ოღონდ უთხარი თავში დამიმიზნონ, სწორედ ამ თავში წარმოიქმნა შენი აზრის საწინააღმდეგო იდეა.. არ დავალ ბიძიკო მე შენს დონემდე.. არ მჩვევია კლავიატურის კაი ბიჭობა.. ასე რომ, თქვენის ნებართვით, თქვენთან პოლემიკიდან ვეთიშები.. თანაც, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, შენიც მესმის რაღაც დონეზე.. ადამიანი თუ გააბოროტეს, მთელს მსოფლიოზე გაბოროტებული იქნება მერე.. პირველი არ ხარ ასეთი და არც უკანასკნელი, დამიჯერე.. თქვი წეღან, მეწყინა და შეურაცხყოფად მივიღეო.. ჩემი ნათქვამი, სადაც გითხარი, რომ ლაით დემაგოგიის მეთოდს იყენებთქვა, არ მიწოდებია დემაგოგი მე და არ იყო ის შეურაცხყოფა, მაგრამ მაინც ბოდიშს მოგიხდი და იგივეს ველი შენგანაც შეურაცხყოფებზე, თუ ამის ძალა გეყოფა.. პოლემიკის დროს, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადასვლა არ მჩვევია ნამდვილად.. ხო მართლა, არ გიშველის, მაგრამ მაინც, გულზე რომ მოგეშვას: არც ალასანიას და არც მისი პარტიის არც ერთ წევრს, თავის სალომეთი, ხიდაშელით, გამყრელიძით, არავის არ ვიცნობ არც რეალში, არც ინტერნეტით და იმაზეც დარწმუნებული იყავი, რომ პირველივე სერიოზულ შეცდომაზე, რომელსაც ალასანია დაუშვებს, შენზე მეტად მე შევეწინააღმდეგები რითაც შემეძლება, რამეთუ, ყველაზე დამღუპველია პოლიტიკოსისათვის, როდესაც მას აფეტიშებენ, შეცდომებს უმართლებენ ან უმიზეზოდ აკნინებენ ყოველ ნაბიჯზე..
×
×
  • შექმენი...