Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. lasha_alo კიდე მაგი უნდა რუსეთს, ისედაც ძლივს ფართხალობს რაცხას.. მიშას გუგლი რო ჩააბარო, ერთ კვირაში, ლიზე.გე-დ აქცევს..
  2. იცოდეთ მაინც ეს ფაქტი: იაპონიაში, ყველაზე უსარგებლო გამოგონებების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა მზის ელემენტებზე მომუშავე ნათურამ..
  3. lasha1997 თემაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ აი ამაში, ამერიკელების დაკიდებაში ასპროცენტიანია.. თანაც, არამარტო ჩვენ დავიკიდეთ, არამედ ამერიკამაც და ვართ ასე, გვკიდია ერთურთი აგერ უკვე 1 წელი იქნება ალბათ და არ არის ეს ამერიკის ბრალი, ჩვენი ბრალია.. ბაიდენის წინა ჩამოსვლა იყო ბოლო შანსი ჩვენთვის, დაგვეწყო რეფორმები, მაგრამ ეს შანსიც ხელიდან გავუშვით, ამერიკის ავადმყოფი შვილი არ ვართ ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვუყვარდეთ, შესაბამისად დაგვიკიდეს.. მეც დავიკიდებდი ჩვენნაირ ქვაყანას, ამერიკა რომ ვიყო.. ასე რომ, მოემზადეთ დედა რუსეთთან ჩასახუტებლად.. ასე ერთ წელიწადში "აღმოჩნდება", რომ რუსეთი არც თუ ისე ცუდი ყოფილა.. კიდევ, ნახევარი წლის მერე "აღმოჩნდება", რომ არ შეიძლება ამდენხნიანი "მეგობრობის" და "მეზობლობის" წყალში გადაყრა და სულ რაღაც, 5 წელიწადში ჩვენი ვანიკო (ან ვინც იქნება) და პუტინიკო ერთად "აგინებენ" ამერიკას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას საკმაოდ სამართავი რესურსები აქვს რუსეთის მთავრობაში..
  4. kisa ვნახავთ აგერ ყველაფერს.. არც არაფერი არ მოხდება.. როდესაც კაცს შიში არ გაქ, არ ჩაიგდებ გასაჭირში თავს და ამათ ხალხის არ ეშინიათ, მითუმეტეს არ ეშინიათ თავიანთი კონტროლის პალატის.. ასე რომ, დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ..
  5. შენ გაგახარა ღმერთმა, კარგო ადამიანო მაგარი თემაა.. ვინც ჩემი პოსტები იცის, ალბათ დააკვირდებოდა, რომ არათუ სლენგსა და მართლწერას, არამედ პუნქტუაციასაც ყურადღებას ვაქცევ, რაც ძალიან იშვიათია ფორუმებზე.. ასე რომ, არამარტო მართლწერას, არამედ პუნქტუაციასაც მიაქციეთ ყურადღება, ჩემი თხოვნა იქნება..
  6. და რა მერე? იყო აქაც, გახსოვთ ალბათ, კონტროლის პალატის წარმომადგენელი, წერდა სხვადასხვა დარღვევებს.. დავუსვი შემდეგ მე კითხვა: კაი დარღვევები არის, მაგრამ მაგ დარღვევებზე რეაგირება თუ მომხდარა როდესმე მეთქი, მარა რათ გინდა გაქრა ის კაცი მას შემდეგ და ამ კითხვაზე არ უპასუხია.. ხოდა, ვიმეორებ კითხვას: იპოვეს დარღვევა და რა მერე?
  7. lasha_alo ნაცების შემდეგ, ყველაზე დიდი პარტიული სტრუქტურა ახლებს აქვთ, სხვათაშორის, როგორც ვიცი, საკმაოდ ორგანიზებული და დალაგებული მათ შემდეგ, რესპებს.. უბრალოდ, ფული სჭირდება, სტრუქტურის შენახვას და შემდგომ განვითარებას, ხოლო ჩემის აზრით, ალიანსს ფულში ძალიან, ძალიან უჭირს
  8. asds კარგი იყო.. ძლივს მომეწონა შენი დაწერილი რაღაც..
  9. ჩემი კატეგორიული უარი წინადადებაზე.. რას ქვია აიკრძალოს დროშა და სიმბოლიკა? კი, მართალია, მიითვისეს ამათ, მაგრამ რახან მიითვისეს მაგიტომ ავკრძალოთ? მასე თუ ვიმსჯელებთ, აგერ, საქართველოც კი მიითვისეს, აბა, პარტიული არ ხარ და თუ ბიჭი ხარ, სადმე სახელმწიფო თანამდებობაზე მოხვდი.. ბოდიში თქვენთან, ვერ მოხვდებით.. ხოდა, ამათ კი მიითვისეს საქართველო, მაგრამ მაგის გულისთვის უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე? ნურას უკაცრავად.. მშვენიერი დროშაა.. ერთ-ერთი იმ პლიუსთაგანი, რაც ნაცმომ გააკეთა..
  10. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ(ჩვენ) რაიმე მოიმოქმედოთ ან მოაგვაროთ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ”სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” საქართველოში, მეზობელს, ახლობელს, ნათესავს რომ რაიმე უსამართლობა მოუვა იმათ არ (ვ)ეხმარებით და ჩეხეთში და(ვ)ეხმარებით თქვენს(ჩვენს) თანაფორუმელს? მანამდე არაფერი გ(ვ)ეტკინოთ(ს)..
  11. ჰაააჰ, პოსტებზე პლიუს ერთის ფუნქციაც რომ ჰქონია აღარ დავინახო აქ +1-ები..
  12. საკმაოდ კარგი მოტორია.. უბრალოდ, შეჩვევა უნდა.. არამც და არამც არ უნდა დავბრუნდეთ უკან.. მხოლოდ წინ, გამარჯვებისკენ, ლომებო მიჭირს ძალიან შეჩვევა, მაგრამ შევეჩვევით.. საბოლოოდ, ნებისმიერი პროგრესი კარგია და მართებული.. რა თქმა უნდა, პროგრესს ახლავს თან სირთულეები, მაგრამ გადავლახავთ..
  13. რადიკალურად განწყობილს არ დავარქმევდი, უფრო ალბათ ცვლილებებისა და პროგრესისაკენ მიმართულებს.. არანაირი ფაქტები და წყაროები არ მაქვს ამისი.. მთლიანად ჩემი აზრია.. გარკვეული ცდომილებებით.. ასე რომ, დიახ, მგონია, რომ სულ მცირე, 45% უნდა დღეს საქართველოში ცვლილებები, 15% არ იცის უნდა თუ არა, 15%-სთვის თუ შეიცვლება, შეიძლება ითქვას, გაუხარდებათ კიდეც ცოტა ხნის შემდეგ.. აი, დანარჩენ 25% არ უნდათ ცვლილებები და ისევ ასეთი, ბოდიში, მაგრამ ჩამყაყებული სიტუაცია ურჩევნიათ.. რა გაეწყობა, თუ, ამ 25% გადასძალა 45%-ს და ხალხმა არჩევნებზე მაჟორული დარღვევების გარეშე აირჩია უგულავა, მე პატივს ვცემ ხალხის არჩევანს, მაგრამ არა მგონია ასე მოხდეს.. ან წააგებენ, ან ძალიან გააყალბებენ, რამეთუ ალასანიას რეალური შანსი აქვს მოგების..
  14. Siknadmo 25-25-25-25 არა.. 25-15-15-45 უბრალოდ ეს, ბოლო 45 დაქსაქსულია..
  15. lasha_alo ან არა.. და უნდა ეწეროს მანდ.. ანუ, თუ არ გაყალბდა და ოპომ არ გამიმარჯვა, მაშინ არ ვეთანხმები თემის პათოსს, ნუ, სხვა საკითხია წინასაარჩევნო გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება..
  16. asds არც ცისფერია მაინც და მაინც ვაჟკაცური ფერი, მაგრამ ოდითგანვე ქართველი კაცის საყვარელი ფერი იყო..
  17. კი, მართალი ხარ ერთ რამეში, ისეთ რამეებსაც აპროტესტებენ, რაც არ არის გასაპროტესტებელი ჩემი აზრით, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათი ვერ არის და არანაირი თავის გასამართლებელი საშუალება არაა იმისა, რომ იმაზეც დახუჭო თვალები, რაც მართლა გასაპროტესტებელია.. true && false ნუ გადაგყავს true || false- ში
  18. asds კვლავ და კვლავ, არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ასეთ გზებზე თანხების ხარჯვა ბიუჯეტიდან, მაგრამ ფაქტია, ნამდვილად გაადვილებს და ძალიან განტვირთავს მოძრაობას რიგ ადგილებში..
  19. kisa მადლობელი ვარ.. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიმაჩნია, რომ დიდი არაფერი არ მომხდარა.. თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, როგორიც საქართველოა, იმ დროს და იმ დღეში, რა დროსა და რა დღეშიც ახლა ვართ, არა აქვს იმის ფუფუნების უფლება, ასეთ წვრილმანებზე ამახვილოს ყურადღება, 1 საათიანი საცობი ქუჩებზე, მართლაც და თბილისისთვის სერიოზული გზის გახსნის გულისთვის, არ არის დიდი პრობლემა.. რაც შეეხება х3-ბოლიდებს, მგონია, რომ სწორედ იმ ფირმის შეძენილი (ძალით თუ ნებით) იქნება, რომლის რეკლამებიც აწერიათ..
  20. FRIDRIX აჰაა.. ესე იგი, ბატონო ჩემო, შეგიძლიათ თქვათ ხმამაღლა, გულში არა, რომ ეს საქციელი მიშასა ამისა და გიგისა ჩვენისა, იყო ცუდი და იმსახურებდა დატუქსვას? თუ ასეა, რაღა გაეწყობა, ნამდვილად შევმცდარვარ თქვენში და კიდევ გაქვთ შანსი ჩამოყალიბდეთ.. ეე.. ნუ.. არა აქვს აქ დაწერას აზრი რად.. აჰა სატურნ ბატონო, გადადით ამ ადამიანის უწყებაში პროგერად და კარდუც თან გაიყოლეთ.. ამათ შეუძლიათ ხმამაღლა პროტესტი გამოთქვან რამეზე მაინც..
  21. ძაან მაგრები ხართ რა.. პრინციპში ხართ რა, ვართ.. ისევ ის ხდება, რაც ხდებოდა სულ.. არაფერი არ შეცვლილა.. არც ჩვენ არ შევცვლილვართ.. სწორედ ამიტომაც არ შეცვლილა არაფერი.. 1) მიშა სტანდარტულად, თავის ჭიას ახარებს.. 2) გიგი სტანდარტულად, კუდს უქიცინებს.. 3) სტანდარტულად ყველაფერი ჩვენი ფულით ხდება.. 4) FRIDRIX და Saturn სტანდარტულად, ყველაფერს ამართლებენ.. 5) newstudio სტანდარტულად, ბრაზობს ყველაფერზე, მაგრამ მაინც ყველაფერს ითმენს.. 6) babuagiorgi სტანდარტულად, ალასანიას კბენს.. 7) ხალხი? ხალხი კი.. მამენტ, მაიცა რა.. რა ხალხი.. ხალხი არა ცელი.. ეეჰჰჰჰ.. სიღრმეები..
  22. chuchundra ჩემის აზრით, გამორიცხულია ეს.. იცით ზოგ-ზოგმა ალბათ ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, მაგრამ არ შეიძლება ყველგან ძაღლის თავის ძებნა (არათუ პოვნა).. რანაირადაც არ უნდა გძულდეთ ხელისუფლება, შეხედეთ პრაგმატულად, საღი აზრით, რამეთუ, მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც ისეთ სიმართლეს აღიარებ, რომელიც არასასიამოვნოა შენთვის.. არ შეიძლება დიმიტრი დობორჯგინიძის მკვლელს კენედის მკვლელობაც დააბრალო, მხოლოდ იმიტომ, რომ შემჩნეულია დობორჯგინიძის მკვლელობაში..
  23. უკეთილშობილესი ადამიანი.. უძლიერესი დიპლომატი.. სხვათაშორის, ბევრმა არ იცით შეიძლება, მაგრამ საკმაოდ გამჭრიახი და მოეშმაკო აზროვნებისაც, რაც აუცილებელია დიპლომატიაში.. ძალიან ძლიერი დებატორი, პოლემიკის ოსტატი, დემაგოგიის მინიმალური დოზის გამოყენებით.. ძალიან ცოტაა ასეთი ხალხი საქართველოში.. ჩვენი ქვეყნის ახლანდელი პოლემიკის მასტერების 90% დემაგოგიის ძალიან, ძალიან, ძალიან დიდ ულუფას იყენებს დებატებში, რის შედეგადაც ისინი ხდებიან ”ეროვნული გმირები” ”სხვაზე მაღლა მდგომ ფენის ხალხში”.. მაგალითისთვის გამოდგება: რამიშვილი, ბოკერია, ბენდუქიძე.. თუ კარგად დაფიქრდებით, გადაავლებთ თვალს მათ ნებისმიერ დებატებს, მიხვდებით, თუ რამდენად უაზროდ მაღალ დოზის დემაგოგიას იყენებენ ნებისმიერ დებატებში ჩვენში კი ეს სიამაყეს იწვევს, ”ტვინიკოსები” გვგონია და ვაფანატებთ მათზე.. სხვათაშორის ამ სტილის ერთი-ორი მომხმარებელი ამ ფორუმსაც ჰყავს ;) დაფიქრდით, მიხვდებით ყველაფერს თქვენით ჭკვიანი დებატორი მაშინ ხარ, თუ დემაგოგიის მინიმალური დოზით მოიპოვებ პოლემიკაში გამარჯვებას.. ლევანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ჩემი ალასანიათი დაინტერესებისა და მისი პროგრამების თუ მხედველობის გაცნობისა.. უბრალოდ, არ შემეძლო, შემოწმებით მაინც არ შემემოწმებია ადამიანი, ვისაც ლევანმა დაუჭირა მხარი.. ამის შედეგად, ანუ დაინტერესების, პროგრამებისა და მისი მსოფლმხედველობის გაცნობის შედეგად გავხდი ალასანიას მხარდამჭერი.. სხვათაშორის, ძალიან ბევრი რამ აქვს ნასწავლი ალასანიას ლევანისგან.. მიუხედავად ასეთი პატივისცემისა ლევანის პერსონისადმი და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ ჩვენი ხელისუფლების უსაშინლეს მეთოდებს პოლიტ-კონკურენტების მოცილებისა, 90% დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას იოტისოდენა წვლილიც კი არ მიუძღვის მის გარდაცვალებაში..
  24. ჰეეეეეჰ.. თვალებიდან სიხარულის ცრემლები მდის.. ვიზრდებით ხალხნო.. ვჭკვიანდებით.. მხოლოდ და მხოლოდ ოთხი გვერდი დასჭირდა პიროვნულ განხილვებს და მეხუთე გვერდიდან უკვე დაიწყო მსჯელობა იმ თემაზე, რაც ტოპიკის სათაურშია მითითებული.. ეეეეეჰჰ.. ბოდიში ოფისთვის და თემას რაც შეეხება: თუ შეიძლება დამიდეთ ბმული, სადაც მთელი პროგრამაა განთავსებული..
  25. newstudio კრინტი არ გავიგო თქვენი.. ხმა არ ამოიღოთ არავინ, თორემ სულს ამოგხდით.. :vischemivis: ჰა თქვენ თუმანი და ჩუუ.. ;)
×
×
  • შექმენი...