Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. ახლა ვუყურებ ამ თემას და ასე ვთქვათ, ვერთობი.. სულ სხვა რამე დაწერა ამ ადამიანმა.. სულ სხვა რამეზეა თემა და საინტერესო მომენტი ისაა, რომ ყველას თავისი ეტკინა და ყველამ მაინც თავისაზე დაიწყო ლაპარაკი: სიკნადმომ მმკ/ლიბერასტებზე, ბაბუამ - ალასანიაზე, ასდსმა - რუსეთზე
  2. Saturn მართალი ხარ ისე.. არასწორად დავიწყე საუბარი.. არ შემინახავს ნამდვილად ფაქტები და მათი არქონის შემთხვევაში არ უნდა დამეწყო აგდებულად ლაპარაკი..
  3. Saturn ეს უთხრა Saturn-მა სხვას.. უბრალოდ კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ: ეს უთხრა Saturn-მა სხვას: Saturn არ გეწყინოთ ბატონო მოდერატორო ჩემგან, არ მიყვარს ადამიანზე გამახვილება ყურადღების, მაგრამ ეს უნდა აღმენიშნა აუცილებლად
  4. kisa არეგულირებს.. წინასაარჩევნოდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აქვთ უფლება "დაანაგვიანონ" ინტერიერი, თავზე იმ ვალდებულების აღებით, რომ არჩევნების შემდეგ, თვითონვე ჩამოხსნიან, ანუ ”გაასუფთავებენ” ინტერიერს..
  5. McLaren აბსოლუტურად ზუსტად გამოხატე ჩემი აზრიც..
  6. Siknadmo მომწონს უკვე.. სასიამოვნო პოლემიკაში გადავედით.. კაი ბატონო, განვიხილოთ შენივე მაგალითები: ნუ, თუ სხვა მხრივ ამ პიროვნების ავკარგიანობასთან პრობლემები არ გვაქვს, მაშინ, ამ შემთხვევის შემდეგ, მაინც კარგი ადამიანი იქნება.. დაუკვირდი ერთ რამეს: არ ვამბობ მე იმას, რომ ასე უნდა ქნა, არც იმას ვამბობ, რომ მე ვიზავ ასე, მაგრამ ასეც რომ ქნა, ანუ რომ ჩაუარო გვერდი და აქამდე კარგი ადამიანი იყავი, ამის შემდეგაც კარგი ადამიანი იქნები.. სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან რთულია ამის ახსნა.. მოვიშველიებ ჩვენს კლასიკოსებს: ”თუ შენ არ გინდა კაცნი, მაშინ არც კაცთა უნდიხარ შენ და ხვედრი შენი მომწყვდეული ნადირის ხვედრია”.. კი, მართალია, ასეთი ადამიანი ნამდვილად იქნება გარიყული საზოგადოებისგან, აშკარაა ეს.. მაგრამ ის, რომ გარიყული ხარ საზოგადოებისგან არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი არ ხარ.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოების ნაწილად არყოფნა შენს სიკარგეზე შავ ლაქას ვერ სვამს.. გადავიდეთ მეორეზე: ”ჯიგარი” სხვა ცნებაა მოდი რა ასპექტშიც დავა მიდიოდა იმ ასპექტით განვიხილოთ.. კარგად გესმის შენც ალბათ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ფარდობითია.. შესაბამისად, ”კარგი ადამიანიც” ფარდობითი ცნებაა.. რაც შეეხება ამ მაგალითს: თუ აქამდე კარგი ადამიანი იყო, ეს ვერ შებღალავს მის კარგ ადამიანობას, ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს ის, რომ საზოგადოების ნაწილად არ თვლი შენს თავს, შენს სიკარგეზე არ ასვამს დიდ შავ ლაქას.. პლიუს ამას, შენეული ”სიკარგის” აღქმით, შენც არ გამოდიხარ ”თლათ კარგი” ადამიანი, არ უნდა მიხვიდე და არ უნდა უთხრა წამლისთვის მინდა ფულიო.. ამის შემდეგ, თითქმის არჩევანს არ უტოვებ მას.. აუცილებლად უნდა მოგცეს თუ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ჩათვლი მას ცუდ ადამიანად.. ანუ საერთოდ არჩევანს არ უტოვებ.. ხოლო ეს ყველაზე საშინელებაა ადამიანისთვის.. როგორ არ მსმენია, თავის ქებაში არ ჩამომართვა, მაგრამ აქტიური დამცველი და პროპაგანტისტი ვარ სწორედ ამის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ მოყვასი არ გიყვარს, არ ნიშნავს, რომ კარგი არ ხარ ;) მე მგონი რთულად გამომივიდა დაწერილი, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ორი-სამჯერ გადაიკითხო მაინც გულდასმით..
  7. lasha_alo ბრავო.. გადასარევი მსჯელობაა.. იშვიათია ამ ფორუმზეც კი პოსტები, რომლებსაც 100% ვეთანხმები.. ამ შემთხვევაში ასეა.. საკმაოდ დროული რეაქციაა.. არ არის ჯერ დაგვიანებული, მაგრამ არამგონია ყურადღებული გახდეს ეს.. იმედია მლიქვნელობათ არ ჩამომართმევს არავინ ამას, მაგრამ ხალხნო.. ხართ აქ პოლიტპარტიების წარმომადგენლები ვიცი და აიყვანეთ აი კაძახი გირჩევთ.. ვაკვირდები და ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც თითქმის იდეალურად ესმის დემოკრატიაც და ლიბერალიზმიც.. ამ თემაშიც დაამტკიცა ეს ამ ადამიანმა..
  8. Siknadmo მესმის დაახლოებით რასაც ამბობ და რასაც გულისხმობ.. არ მინდა შენდამი ძალიან ჩაძიებად გამომივიდეს, მაგრამ აქაც არა ხარ მართალი ჩემი აზრით.. სულაც არაა აუცილებელი სხვაზე გული შეგტკიოდეს ან სხვაზე ზრუნავდე, რომ კარგი ადამიანი იყო.. რთულია ამის გაგება, მაგრამ ასეა, მგონია მე.. იმისათვის, რომ კარგი ადამიანი (კაი ტიპი) იყო აუცილებელია და საკმარისია, არ იყო ”ცუდი ადამიანი”, ანუ არ აკეთო ის, რაც სხვას დააზიანებს.. ძალიან ბევრი ეგოისტი კარგი ადამიანი ვიცი და ალბათ შენც გეცოდინება ასეთი ხალხი, კარგად რომ გადახედო გონებაში..
  9. ჭკვიანის რა მოგახსენო, მაგრამ ნაფიქრი მაქვს ამაზე და ვიტყვი აგერ რა და როგორ მიმაჩნია: გიგი არ გვინდა.. კაი ბატონო.. ორი გზაა აქედან.. პირველი: საერთოდ არაფერი არ გვინდა.. მეორე: გვინდა უკეთესი.. პირველ შემთხვევაში გამოსავალი ადვილია: ან საერთოდ არ წახვიდეთ არჩევნებზე, ან წადით და ყველა გადახაზეთ და ან წადით და უმნიშვნელო კანდიდატს მიეცით ხმა.. პრინციპში ამ, პირველ შემთხვევაში, თქვენ უკვე ნიჰილიზმის მორევში ხართ და თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელს იზავთ.. მეორე ვარიანტში საქმე უფრო რთულადაა.. უკეთესი გვინდაო ვამბობთ.. ხოდა უკეთესი მზამზარეულად არ მოდის ბატონებო არასდროს.. ცოტა შრომა უნდა ამას.. შრომაში არ ვგულისხმობ სამსახურს ან ფიზიკურ შრომას.. ეს შრომა დაკვირვებაა.. შერჩევა.. საარჩევნო პროგრამებზე თვალის დევნება.. შეცდომების დაჭერა და გათვალისწინება, პირადი ემოციების გადადება, ხანდახან კი, მთლიანად ემოციებზე დაყრდნობა.. ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთესი კანდიდატი დავინახოთ.. ამის შემდეგ კი ჰაიდა არჩევნებზე და მასზე მხარდაჭერა.. ანუ ძირითადი მორალი არის ის, რომ კარგი და უკეთესის ლოდინისთვის ფეხი-ფეხზე გადადება ცუდი ამხანაგია ;) აუ რამდენი ვილაპარაკე.. არ დამძრახოთ ხალხნო
  10. არ გეთანხმები ფარსში, მაგრამ რა არის და როგორ ეგ სხვა საქმეა.. ეს მაინც არ ცვლის ამას: +1 ხმა გიგიჩოს
  11. Siknadmo რათ უნდა შე კაი ადამიანო შენი მინიშნება? თვითონვე დაწერა რომ კიდია და შენ ამბობ იცოდეს რომ კიდიაო.. რაი მერე? კიდია.. რავა, არ აქვს ამის უფლება თუ? აქვს.. შენ კი არ გაქვს იმის უფლება, რომ თუ ადამიანს კიდია, შენ მოსთხოვო ნუ დაიკიდებ და იყავი ”მამულიშვილიო”, როდესაც მას არ სჯერა არც ერთი კანდიდატის.. არ სჯერა, ნუ სჯერა.. დამიჯერე, აგრესიით და მიწოლით ვერანაირად ვერ შეაცვლევინებ აზრს.. ასეა ეს..
  12. asesino_141 რატომ თან? შორიახლოს, შემთხვევით რეპორტაჟს აკეთებდნენ ღამის ორ საათზე მახლობელ ტერიტორიაზე და..
  13. Siknadmo არ გირჩევ.. იწვევ უკვე მაგ ადამიანს არაკორექტულად მოგმართოს.. რა პრობლემა გაქვს? მან დააფიქსირა, რომ მიდის და ყველას გადახაზვა უნდა.. ამის ყველენაირი იურიდიული და მორალური უფლება აქვს და არც ვალდებული არ არის აგიხსნას, თუ რატომ აკეთებს ამას, მითუმეტეს ასეთი აგრესიული მიმართვის შემდეგ
  14. DATA TUTASXIA მესმის შენი.. მაგრამ სხვაა მანდ.. არამგონია, ახლებისგან, რესპებისგან, სალომესგან ან თვითონ ალასანიასგან გაგეგონოს ეგ, ხოლო იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ხალხი აფეტიშებს იკაკოს, მაგას ვერ გავექცევით ვერსად.. მაგის გამო ის კი არ უნდა იფიქრო, იკაკოს არ მივცე ხმაო, არამედ, უნდა შეეცადო ამ ხალხს შეაცვლევინო აზრი, მგონია მე.. რა შუაშია ალასანია მანდ და რა დააშავა ნეტაი, რომ ართმევ სიმწრით ნაშოვნ შენს 1 ხმას მისი გამფეტიშებლების გამო? მეორეს მხრივ, მაგ ხალხსაც უნდა გაუგო.. მოღალატეობად აღიქვეს, ნოღაიდელის 3%-იანი რეიტინგის გამო, ყველას მინუს ერთ ფორმულაზე უარი და წამოვიდა არაპოლიტკორექტული პოსტები, ხოლო პოლიტკორექტულობას დღეს საქართველოში პოლიტიკოსებს არ სთხოვენ და შენ ჩვეულებრივ ამომრჩეველს სთხოვ დათა ბატონო?
  15. ყველას გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ იკაკუნა გახდება მერი
  16. Siknadmo საკმაოდ სნობილი წინა საარჩევნო სვლაა ეგ.. მაგის მთავარი ფსიქოლოგიური მომენტი დაახლოებით შემდეგია: ”ნუ იქნები თეთრი ყვავი”.. თუ არ ვცდები 20/30%-იანი შედეგი აქვს.. ანუ, ამ სვლის შემდეგ, 20% თავიდან უფიქრდება თავის გადაწყვეტილებას და ამ ხელთავიდან დაფიქრებულების 30% იცვლის აზრს.. ანუ, ამ მეთოდის აბსოლუტური შედეგიანობა არის სადღაც 7-8%.
  17. Saturn Siknadmo ერთს დავამატებ, სააკაშვილის დროს არ ყოფილა..
  18. babuagiorgi babuagiorgi კორექტულად.. ის, რომ შენსავით არ მეზიზღება, ვინც შენ გეზიზღება, არ გაძლევს უფლებას შეურაცხყოფა მომაყენო.. ახ, ეს ლაით დემაგოგია.. ხომ არ შეგიძლიათ რა ამ უაზრობის გარეშე.. არ დამიღეჭია წინა პოსტი და ამიტომაც უნდა მოძებნო ხომ ხვრელი სადაც დემაგოგიას "გავაკვეხებთ".. ეეჰჰ.. კარგი დაგიმარცვლავ.. ალასანია არ ყოფილა არც საკანონმდებლო ორგანოში, არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც სასამართლო ხელისუფლებაში, ასევე არ ყოფილა არანაირი პარტიული აქტივისტი თუ იდეოლოგი, შესაბამისად არ ეკისრება ხელისუფლების არანაირ შეცდომაზე პასუხისმგებლობა.. ვანო ბატონი კი, ვისი დუბინკებიც ასეთი სიამოვნებით გამოიმეტე, მხოლოდ იმის გამო, რომ შენსავით არ მეზიზღება და ემოციებამდე გონებაში ვატარებ ფაქტებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, ასე რომ, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეკისრება..
  19. კი, შევატყვე.. ცხადია თემა და მონაწილეები სხვა თემაა.. სწორედ მაგის ფორმირება უნდა მოხდეს ჭკვიანურად და პლანეტას ადმინისტრაცია გაართმევს თავს ამ საკითხში დარწმუნებული ვარ.. ორ რამეს გირჩევთ დამატებით.. 1)არც ერთ ეტაპზე, აი, არასდროს, არ დაუშვათ პირველ თემაში არც ერთი ჩვეულებრივი თუ ვიაიპი მომხმარებელი, გარდა მოდერებისა.. და მოდერებიდანაც, აირჩიეთ ერთ-ერთი, რომელსაც ექნება უფლება აი მეორე ეტაპის ფუნქცია აიღოს თავზე, ანუ კითხვების მეორე თემიდან პირველში გადატანა.. ანუ, თემის კონტროლი და ოფტოპიკების გასუფთავება-დასჯა ყველა მოდერს შეეძლოს და კითხვების მეორე ეტაპზე, მეორედან პირველში გადატანა მხოლოდ რომელიმე მოდერს, ან სულაც ადმინისტრატორს.. 2) ასევე, აუცილებლად აუკრძალეთ მოდებატეებს მეორე თემაში პოსტვა..
  20. მე ვთვლი რომ არ უნდა მოიხადოს.. თუ მე ვარ სახელმწიფო სამსახურში და არ ვარ საკანონმდებლო ორგანოში, პარტიული ან მასეთი აქტივისტი, მე არ მეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველი ძალის საქციელზე.. შეიძლება შეცდომა იყო, ნოემბრის მერე რომ არ გადადგა ვიქტორ დოლიძესავით და აგვისტოს ომის შემდეგ რომ ამოეწურა მოთმინების ფიალა, მაგრამ ამ შეცდომისთვის საქართველოს მოსახლეობისათვის ნამდვილად არა აქვს ბოდიში მოსახდელი.. მე მის ადგილას არ მოვიხდიდი.. რა თქმა უნდა მიშას მოყვანაზე 90% გვაქვს მოსახდელი ბოდიში, უბრალოდ, მე ის ვიგულისხმე ზემოთ, რაზეც თემა იყო..
  21. გასაგებია.. არა საავტორო უფლებები არ მაინტერესებს, უბრალოდ კარგი მინდა გამოვიდეს.. მართლა არ მაინტერესებს ვისი ც ეწერება.. ბევრი მაქვს ამ თემაზე თავის დროზე ნაფიქრი და არ მინდა უბრალოდ რომ დაიკარგოს
  22. lasha_alo http://planeta.ge/index.php?showtopic=23385&hl= გადახედეთ კარგად ამ თემას.. გამზადებულია პროექტი ფაქტიურად წესდებითურთ და წვრილმანებითურთ..
×
×
  • შექმენი...