-
პოსტები
443 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი SSDK
-
Siknadmo ეს ორი ერთად თითქმის გამორიცხულია..
-
მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა _ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა,
SSDK replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ფორუმელზე(ლილიკო) გაცილებით, ვიმეორებ, გაცილებით ნაკლები ზნეობრივი მარაგის მფლობელად მიმაჩნიხართ, ამ თემაში გეთანხმებით.. სწორედ ეგრე ვფიქრობ მეც.. მაგრამ ადამიანები, უცნობ სიტუაციებში, უცნობ თვისებებს ამჟღავნებენ.. ბუნებაა ჩვენი ასეთი.. ეეეჰ, თქვენ კი, ჩვენო ფორუმელებო.. თქვენით(ჩვენით) მანიპულირება როგორი ადვილია -
მე როგორც ვიცი, პარტიული ინფრასტრუქტურა, რეგიონალური სისტემა, ცენტრალიზებული მართვა და სხვ. ყველაზე განვითარებული აქვთ ნაცებს, შემდეგ ახლებს, შემდეგ ლეიბებს, შემდეგ რესპებს და ქრისდემებსაც არა უშავთ რა უკვე.. დანარჩენს საერთოდ არა აქვთ ინფრასტრუქტურა.. აი, ალასანია ჩალიჩობს ამაზე და როგორც ვიცი კარგად გამოსდის.. ერთ წელიწადში დააყენებს შედეგს ალბათ..
-
newstudio იმ თემაში არ ჩავრთულვარ დისკუსიაში, მაგრამ სხვა რამეა იქ.. არასწორად გაიგეთ ის კანონი.. კი, ცუდი კანონია, მაგრამ სტრასბურგის დაკიდებას არ ნიშნავს.. სრასბურგი ავალდებულებს სახელმწიფოს გადაიხადოს თანხა მორალური ზარალისათვის, გაანთავისუფლოს კონკრეტული პიროვნება(რაც უიშვიათესად ხდება) და ა.შ. სტარსბურგის ამ გადაწყვეტილებების დაკიდების შანსი არაა.. გამორიცხულია.. დააკისრებს უნდა შეასრულოს.. ამაზე არსებობს ხელშეკრულება საქართველოსთან, რომლის არ შესრულებაზე უკვე ოპოზიციას არ მოუწევს ზრუნვა, არამედ სტრასბურგს და ეს უკანასკნელი კი ისეთ საკითხებში, სადაც ომზე არ არის საუბარი უძლიერესია.. ასე რომ, ხალხნო.. გამორუცხულია დაკიდება შეძლონ, როგორც არ უნდა უნდოდეთ.. ეგ კანონი გულისხმობს შემდეგ რამეს: თუ სტრასბურგმა დაგაკისრა ვთქვათ მორალური ზიანის გადახდა(შემთხვევების 95%-ში ასე ხდება), ქვაყანა არ არის ვალდებული საქმე თავიდან განიხილოს, მაგრამ ვალდებულია აღიაროს მორალური ზიანი და ეს თანხა გადაიხადოს.. იქაც დავწერ ამას.. რაც შეეხება ამ თემას, გადავხედე თავიდან და სულაც არ არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.. უბრალოდ ყველა ასეთი საქმე ავტომატურად დახურული ხდება სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღება.. მართალია, ძალიან ცუდი კანონია, მაგრამ არანაირი კონსტიტუციური დარღვევები აქ არ არის და ვერაფერსაც ვერ გააპროტესტებ.. უმრავლესობა ვარ, ესე იგი ვაკეთებ რასაც მინდა კონსტიტუციის ფარგლებში..
-
სხვაა აქ, მგონია მე.. კი, ცუდი კანონია, მაგრამ სტრასბურგის დაკიდებას არ ნიშნავს.. სრასბურგი ავალდებულებს სახელმწიფოს გადაიხადოს თანხა მორალური ზარალისათვის, გაანთავისუფლოს კონკრეტული პიროვნება(რაც უიშვიათესად ხდება) და ა.შ. სტარსბურგის ამ გადაწყვეტილებების დაკიდების შანსი არაა.. გამორიცხულია.. დააკისრებს უნდა შეასრულოს.. ამაზე არსებობს ხელშეკრულება საქართველოსთან, რომლის არ შესრულებაზე უკვე ოპოზიციას არ მოუწევს ზრუნვა, არამედ სტრასბურგს და ეს უკანასკნელი კი ისეთ საკითხებში, სადაც ომზე არ არის საუბარი უძლიერესია.. ასე რომ, ხალხნო.. გამორუცხულია დაკიდება შეძლონ, როგორც არ უნდა უნდოდეთ.. ეგ კანონი გულისხმობს შემდეგ რამეს: თუ სტრასბურგმა დაგაკისრა ვთქვათ მორალური ზიანის გადახდა(შემთხვევების 95%-ში ასე ხდება), ქვაყანა არ არის ვალდებული საქმე თავიდან განიხილოს, მაგრამ ვალდებულია აღიაროს მორალური ზიანი და ეს თანხა გადაიხადოს..
-
newstudio გავიგე.. და მაგაზე გიპასუხე სწორედ ზემოთ.. SSDK
-
Saturn :) :)
-
newstudio ეს სხვა საქმეა.. lasha_alo ესეც სხვა საქმეა.. კი, საშინელებაა ის ზედა ორი, მაგრამ სრულიად კანონიერად აქვთ იმის უფლება, პრესის საშუალებით გააცნონ ხალხს, რომ მათი ინიციატივით რაღაც გაკეთდა.. ნუ, ისიც სხვა საქმეა, რომ მაგალითად, აბაშიძის ან საგანელიძის ინიციატივას არავინ არ გააშუქებს მიშავიზიებში, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია ამისთვის.. არაფერი უკანონობა აქ არ არის..
-
newstudio არა მგონია გავიდეს ეს კანონი.. პირდაპირი დარღვევაა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების..
-
newstudio არა მგონია 40 000 ღირდეს კიბე, მაგრამ სხვა რამეშია აქ საქმე.. თუ რაიმე ისე გააკეთეს მაგ 40 000-ში რომ ხელის მოჭიდება შეიძლებოდეს, არ იტყოდნენ მიშავიზიებში.. ერთბაშად არ ამოეჩხრიკა ახლა ვინმეს სახალხოდ ეს.. ასე რომ, მგონია, რომ რაღაცნაირად დაჯდებოდა 40 000, ზემოთ მოყვანილი ლოგიკიდან გამომდინარე..
-
newstudio ხიდი არაა, კიბე მგონია მე.. კიბე 40 000 ლარი ცოტა ზედმეტია მე მგონი, მაგრამ ხიდი თუა და 40 000 ლარი თუ დაჯდა, მართლა კარგი კი არა და გადასარევი ფასია, ასე ვთქვათ დაუჯერებელიც..
-
lasha_alo არა მგონია.. მარა რას გაუგებ..
-
რატომ? რატომ ხალხნო? რატომ ხსნით ასეთ თემებს პოლიტიკაში.. იქეთ მეორე თემაა კიდე "მწამს ვს არ მწამს".. მოდერებო ცუდად მუშაობთ.. მოვითხოვ დაიხუროს ეს თემაც და ის თემაც, ან გადაიტანეთ სადაც საჭიროა იქ..
-
მოდერი არ ჰყავს ამ განყოფილებას? რატომ არის საქართველოსათვის სტანდარტული, "ათეისტ ვს მორწმუნე" დუელები პოლიტიკის განყოფილებაში? არსებობს რელიგიის განყოფილება.. ჰაიდა მისკენ.. გადავხედე თემას და შვიდიდან ბოლო ექვსგვერდნახევარია თემაზე არაფერი არ თქმულა.. ან დახურეთ, ან გადაიტანეთ, ან გაწმინდეთ.. ნუ ამ უკანასკნელის შემთხვევაში შვიდგვერდიანი თემიდან დარჩება ხუთიოდ პოსტი.. იმოქმედეთ მოდერებო..
-
მართვის თეორია ხოდა, აი, მაგ შემთხვევაში თუ მოხდა ფორუმის მომხმარებლების ძალიან დიდი ზრდა, სწორედ მაშინ იქნება ყველაზე დიდი საშიშროება ფორუმის დაკარგვისა
-
newstudio არ იქნება ცუდი ნამდვილად, მაგრამ ძაან არ გაზარდოთ, თორემ დაკარგავთ(დაგაკარგვინებენ) ყველაფერს..
-
რატომ არის საქართველოსათვის სტანდარტული, "ათეისტ ვს მორწმუნე" დუელები პოლიტიკის განყოფილებაში? არსებობს რელიგიის განყოფილება.. ჰაიდა მისკენ.. გადავხედე თემას და შვიდიდან ბოლო ექვსგვერდნახევარია თემაზე არაფერი არ თქმულა.. ან დახურეთ, ან გადაიტანეთ, ან გაწმინდეთ.. ნუ ამ უკანასკნელის შემთხვევაში შვიდგვერდიანი თემიდან დარჩება ხუთიოდ პოსტი..
-
babuagiorgi ძალიან არ მიყვარს ქვოტერობა, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა აქ არ არის.. შეწყალება არის თხოვნა პატიებისა.. თუ თხოვ, რომ უნდა აპატიოს, ესე იგი აღიარებ, რომ დამნაშავეა და არა აქვს აქ მნიშვნელობა, გულში რას ფიქრობ, უბრალოდ, სახალხოდ აღიარებ, რომ დამნაშავეა.. როგორ თუ არაა პრობლემა? რა არაა პრობლემა? ნამდვილად არ მინდა მე, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ადამიანი შემდეგი ნასამართლეობით: "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით".. აგერ, შეიწყალეს მასე 1 წელიწადში გირგვლიანის მკვლელი, თანაც "მკვლელობა შემთხვევითი ფაქტორების არსებობით" ნასამართლეობით და ავტეხეთ ერთი ამბავი და აქვე ვითხოვთ "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით" ნასამართლეობის გათავისუფლებას? ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს.. არაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ რატომ ვუშვებთ ამას და არა სხვებს? თუ ყველანი უნდა გამოვუშვათ? თუ? ააპააააპ! ერთი წუთით.. მე ვიფიქრე, რომ ეს გზა(შეწყალების მოთხოვნა) მოიფიქრე მიშიტო სულელის გამო, იმის გამო რომ 1% შანსს მაინც უმატებს უდანაშაულო ადამიანის გამოშვებას.. ასე მეგონა მე და ამ პოსტის შემდეგ დავეჭვდი.. იმას ხომ არ ფიქრობ, რომ როდესაც გოგონა ნამდვილად დამნაშავეა ამ ბრალდებით, ისიც უნდა გამოვუშვათ? იგივეს მიმეორებ, ხომ გავეცი ამ წინადადებას უკვე პასუხი წინა პოსტში? თუ არ ეთანხმები, არგუმენტები მომიყვანე და არა იგივე სიტყვების გამეორება, თორე დაკოპირებას რა უნდა, კი არ მეზარება.. ვიყოთ ასე მაშინ: მიმეორე ერთი და იგივე შეკითხვა და მეც ვაკოპირებ და ვაკოპირებ ერთი და იგივე პასუხს:
-
babuagiorgi სხვაა ეგ სულ.. თემა არ ეხებოდა ამას როგორც ვიცი, არამედ გაპროტესტებას, საერთაშორის ორგანიზაციების ფეხზე დაყენებას და მისთანებს.. აი შენი ნათქვამი, შეწყალების თხოვნა, სულ სხვაა.. ნაფიქრი მაქვს ამაზეც.. აგერ ვიტყვი მოსალოდნელ შედეგებს: პირველი ის, რომ ვაღიარებთ მის დანაშაულს, ვაღიარებთ ამ შემთხვევაში ქართული სასამართლოს სამართლიანობას და გადავდივართ შეწყალების თხოვნაზე.. შესაბამისად, ვასამარებთ ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისათვის.. შევხედოთ სხვა კუთხითაც: კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც დიდსულოვნებაა, მიკრო ბრძოლის განწირვა, უსამართლოდ მისჯილის გამოსაშვებად და კარგი საქციელია ეს, მაგრამ, არის სამი მაგრამ: პირველი, რამხელაა შანსი იმისა, რომ მიშიტოს("ყველანი ციხეში", "ნულოვანი ტოლერანტობა") გული აუჩუყდება და გამოუშვებს.. მეორე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მიშიტოსგან გარკვეულწილად აღიქმება, როგორც აღიარება სასამართლოს შეცდომისა და მოსყიდულობისა, რასაც ნამდვილად არ დააშვებინებს ეს მომსყიდველი და მისი გარემოცვა.. მესამე, საშინელება იქნება, მართლა საშინელება იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი შეიწყალებს ადამიანს შემდეგი ნასამართლეობით: "განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით".. რა დააშავა მაშინ მისნაირმა სხვა ახალგაზრდობამ? არ არის ეს გოგონა ერთადერთი ასეთი ბრალდებით.. რატომ ვუშვებთ მას და არა სხვას? მართალიაო არ ითვლება, შეწყალების მოთხოვნით, ჩვენც უკვე ვეთანხმებით "მსაჯის გადაწყვეტილებას", მაშ რატომ უნდა გაათავისუფლოს? მოვა აგერ სატურნი და გვეტყვის, ხომ აღიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რატომ უნდა გამოუშვას მკვლელიო? რაშიც აბსოლუტურად მართალი იქნება.. ლოგიკურად, 0.0001%-იც კი არ არის იმისა, რომ ეს თხოვნა დაკმაყოფილდება.. ანუ, გამოდის რა? მთელ ბრძოლას ვაუქმებთ, იმისთვის, რისი ლოგიკური შანსიც მიზერულზე დაბალია.. მეტი კი არაფერი უქნიათ ნაციონალებს აგვისტოს ომში.. დაგვაკარგვინებს ტერიტორიები და გვაომეს რუსეთთან, სადაც გამარჯვების ლოგიკური შანსი მიზერულზე დაბალი იყო.. ღირს ვითომ? მაგრამ არის აქ მეოთხე მაგრამ, მიჩქმალული .. თვითონ მიშიტო არაადეკვატურია და ასე ვთქვათ სულელიც, როცა რამეზე მარტო თვითონ ფიქრობს.. ჩვენც გვახსოვს: "გეშინოდეს სულელისა, მის სვლებს ვერ გათვლი, თორემ ჭკვიანის სვლებს ყოველთვის გათვლის სულ ცოტათი უფრო ჭკვიანი".. ასე რომ, ლოგიკური გათვლები მიშიტოსთან არ არის რეალური.. ჩემის აზრით, მისი არაადეკვატურობის გათვალისწინებით, თხოვნაზე დადებითი პასუხის ალბათობა 1%-ით მეტია, მაგრამ არც ეს 1.0001%-ც არ ღირს ამხელა მსხვერპლად, მგონია მე.. სხვა რამეა მოსაფიქრებელი..
-
newstudio არ ვიცი.. მართლა არ ვიცი, რა ვქნათ, რა გზით წავიდეთ.. ვფიქრობ მე.. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ გამოდის ჯერ არაფერი.. ვერ ვიფიქრებ სწორ გზას.. უფრო მეტი ფიქრი სჭირია, რომ ვატყობ, მაგრამ წინაც ვერ ვიწევ და ეს არის ცუდი.. ვიფიქროთ უნდა ხალხნო.. მივაგნოთ იქნებ რაიმეს.. აი, ეს თემა რომ არის, სწორედ ისე.. იფიქრა ერთმა ადამიანმა, მოიფიქრა რაღაც.. უნდა გავაანალიზოთ სანამ რამეს ვიზამთ, მგონია მე.. თუ მსჯელობიდან და ანალიზიდან გამოვიტანთ დასკვნას, რომ ნაფიქრალი აღმოჩნდა საინტერესო და სასარგებლო, უნდა დაისახოს გეგმა და შევუდგეთ შესრულებას, მაგრამ თუ ნაფიქრალი ვერ უძლებს კრიტიკას, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ სხვა რამე და სხვა გზაც არ ჩანს, არ უნდა შევუდგეთ ჯიქურ, მაინც და მაინც ამ ნაფიქრალის განხორციელებას.. ვალის მოხდაა ხალხნო ეს, ვალის მოხდა და პრობლემის "გადაჭრა".. არ მიგვიყვანს ეს გზა შედეგამდე და შედეგი რა მოსატანია და პოსტლუზინგ დეპრესიას და ნიჰილიზმს რომ თავი გავანებოთ, რამხელა პრობლემა არის ამაში, წინა პოსტში ვილაპარაკე.. დასკვნას გამოვიტან: ვიფიქროთ უნდა.. ყველანაირი ნაფიქრალი დავდოთ და აუცილებლად ყველა უნდა განვიხილოთ.. ნაფიქრალის არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს, არ უნდა მივაწვეთ ჯიქურ მის განხორციელებას.. უნდა აუღელვებლად გადავდოთ ეს ნაფიქრალი და სხვა რამე მოვიფიქროთ.. არ გვინდა პრობლემების ილუზიური გადაჭრები.. არ გვყოფნის, მიშიტოს და ნაციონალების დაბოლებები, ჩვენ თვითონაც რომ არ დავაბოლოთ ჩვენი თავი.. babuagiorgi ეეჰ სიღრმეები.. არასწორად გიგიგიათ ბატონო ჩემო.. არ მითქვია მე "ვაბშე არ ამოვიღოთ ხმა მეთქი", ვთვი ის, რომ ასეთნაირად არ უნდა ამოვიღოთ ხმა და სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.. ხოლო ის, თუ რატომ არ უნდა ამოვიღოთ ასეთნაირად ხმა, იმავე პოსტში წერია ჩემი მოსაზრება დასაბუთებითურთ.. გავიმეორებ მაინც მოკლედ აქაც, დასაბუთების გარეშე: რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, გაკეთებულია უკვე და ჩვენი აქტიურობის შემდეგ ამ კუთხით, ვიმეორებ ამ კუთხით და არა საერთოდ, არაფერი არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ჩვენსავე თავებს მოვატყუებთ, რომ საქმე გავაკეთეთ და მივესალმებით პატივცემულ ილუზიას, კიდევ და კიდევ არაფერს ვამბობ პოსტლუზინგ დეპრესიაზე.. გვინდა ილუზიური "გამარჯვება".. კაი ბატონო.. "გავიმარჯვოთ" მაშინ..
-
lasha1997 ცუდად არ გამიგო, მაგრამ იყო უკვე ეს და უდაბნოში წრეზე სიარულია შენი წამოწყება, მეტი არაფერი.. ყველა ორგანიზაციამ იცის.. მთელმა მსოფლიომ იცის, საქართველოში პრემიერი რომ მოკლეს.. ყველა ევროპულმა და ამერიკულმა უწყებებმა თუ ენჯეოებმა იციან, გირგვლიანის, რობაქიძის და მისთანების სიკვდილში შსს რომ ურევია.. გაიგეთ ხალხნო, არ გაანძრევენ ისინი ხელს, უფრო სწორედ, აღარ.. კაი ბატონო.. აგერ ხარ შენ, აგერა ვარ მე და "აგერაა გერმანია".. აგერვე ვთქვათ რა მოხდება მანდედან: დავწერეთ მიმართვა პრეზიდენტი(პარლამენტი, ვანიჩკა, გიგიჩო, ევროპულ-ამერიკული ენჯეო და ა.შ.)სადმი.. აგაშენა ღმერთმა.. მითხარი შედეგი.. აგერ გეტყვი რა მოხდება: პრეზიდენტ-პარლამენტ-ვანიჩკა-გიგიჩო ეგრევე დაფაცურდებიან, რას ქვია უსამართლობა მოხდა ჩვენს ქვეყანაშიო, ისე არ გვეტკინა არაფერი.. საერთაშორისო ორგანიზაციებს, თითქმის ყველას უკვე აქვს ეს ინფო და იმ რიცხვს, რომლითაც საქართველოში უსამართლოებებს აღნიშნავენ +1 აღარ მიუწერენ, მიწერილია უკვე.. ხალხის 98%-მა გირგვლიანიც იცის, რობაქიძეც იცის, ჟვანიაც იცის.. რაი მერე? იცის ეს ამბავიც უმრავლესობამ.. ვინც არ იცის მიუწერს +1ს.. თანაც ზემოთ ჩამოთვლილი თვით თავგადამკვდარმა მიშისტებმაც კი იციან.. კარდუმაც იცის, სატურნმაც და დიზაინ-ლარსის მიშა-ღმერთის ტანდემმაც, მარა თუ გგონია იტყვიან, ძაან ცდები.. ადამიანები არიან ეგენი.. ანგელოზობას ვერ მოსთხოვ და ადამიანი მეტი კი არაფერი არაა.. ადამიანი კარდუა, ადამიანი სატურნია და ადამიანი ლარსია.. ლაშა-ალოა ადამიანი და ახლად გაფეტიშებული ბაბუა გიორგია ადამიანი.. ძველი კერპი-ლიციც ადამიანია და შენც ადამიანი ხარ.. მეც ადამიანი ვარ.. უკეთესი გგონია რაიმე ადამიანი? აა ეს არის ადამიანი, მეტი კი არაფერი.. ხოდა, იმას ვამბობდი, ხალხისთვისაც არაფერი არ შეიცვლება.. ანუ, წინა სამი მეტაობიექტისთვის(მთავრობა, საზღვარგარეთი, ხალხი) არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ ამას კიდევ არაუშავს, ცუდი რა არის ამ წამოწყებაში და საშინელება აგერ ვიტყვი ამასაც: 100-ჯერ გაკეთებულს 101-ჯერ გავაკეთებთ, არავისთვის არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ჩვენთვის.. აი ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ამისაა რომ მეშინია ყველაზე მეტად.. ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, როდესაც დაისმება ამოცანა, "გადაჭრას".. რატომ არის აქ "გადაჭრას" ბრჭყალებში? იმიტომ, რომ ადამიანისთვის არ არის მთავარი პრობლემის გადაჭრა, არამედ მისი მოთხოვნილებაა, რაიმე მოიმოქმედოს პრობლემის გადასაჭრელად, ანუ "გადაჭრას".. ზუსტად ეს სიტუაცია იქმნება აქაც: პრობლემას ვხედავთ.. ძალიან კარგია ეს უკვე, რომ პრობლემას ვხედავთ.. კიდევ უკეთესია, რომ პრობლემას ვაღიარებთ და ვადასტურებთ, რომ აუცილებელია პრობლემის გადაჭრა.. ეს უკვე კარგი შედეგია ხალხნო, ძალიან კარგი.. მაგრამ აი მესამეში, პრობლემის გადაჭრაში მოვიკოჭლებთ, მგონია მე.. გადავდგით ეს ნაბიჯი, დავსახეთ გეგმა პრობლემის გადაჭრისა და უნდა შევუდგეთ ქმედებას, მაგრამ პრობლემის გადაჭრაა ეს თუ "გადაჭრა"? გადაჭრა გვინდა ხალხნო პრობლემის თუ "გადაჭრა"? ეს გზა, რაზეც ეს თემაა შექმნილი, პრობლემის "გადაჭრაა" და არა გადაჭრა.. გავაკეთებთ ამას, ვიმეორებ, წინა სამი მეტაობიექტისთვის არაფერიც არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ჩავთვლით, რომ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო და "არხეინად" გავაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ჩავთვლით, რომ პრობლემა "გადავჭერით", მაგრამ ვაი, რომ საერთოდ თვალების დახუჭვა სატურნ-ლარსივით და კარდუსავით სირაქლემას პოზა ამ შემთხვევაში ნაკლებად საშიშია, ვიდრე ეს, ჩვენი "პრობლემის გადაჭრა".. ეეეჰ, ნამეტანი რთულად დავიწყე მე ლაპარაკი და გადავედი მოუხნავში გონია.. ეგ არაფერი ხალხნო და არც იმას დავაბრალებ, ღამე ნათევი ვარ და მიტომ ვწერე ამდენი თქვა და არც იმით ვიმართლებ თავს, ნასვამი ვარ და ამომასხა მეთქი.. არა, მინდოდა და მიტომ დავწერე ამდენი.. მეტი არაა ჩემი მტერი, ამ პოსტით ვინმემ სხვანაირად დაიწყოს ფიქრი, რომელიმე სულ მცირე ხნით მაინც ჩაგაფიქროთ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და მეც ჩემს პრობლემას "ვჭრი", რა ვქნა..
-
lasha1997 სასაცილოა ხალხნო.. დავწერეთ, მივწერეთ, რა მერე? ჩვენი დაწერილი კი არა, ომბუდსმენის დაწერილი კიდიათ და ერთბაშად ახლა, არიქა პლანეტამ მოგვწერაო, პლენარული სხდომა არ დანიშნოს პარლამენტმა.. არც გარე ინსტანციებზე გატანას აქვს აზრი.. იცის უკვე ევროპამაც და ამერიკამაც რა ხილიცაა მიშიტო, მაგრამ არ ჩაერევა მეორეჯერ.. ტყუილია ეს.. პირველ ჩარევას ნანობენ ჯერ კიდევ.. ნაცადია უკვე ყველაფერი.. არ გამოდის ასე.. სულ ტყუილად გავირჯებით და ის კი გვეგონება, აქაოდა კარგი საქმე გავაკეთეთ და ვალი მოვიხადეთო.. აი, ეს უკანასკნელია ყველაზე ცუდი.. სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის სახეცვლილებაა და საშიშია ძაან.. საშიში.. შევეგუოთ უნდა.. ხვალ თქვენ თუ დაგიჭერენ კენედის მოკვლაზე ვერაფერს ვერ ვიზავთ.. თავის დროზე, როცა შეიძლებოდა რაიმეს გაკეთება და შეცვლა, "შეეშვით ამ გირგვლიანს, ნუ გადააყოლეთ ქვეყანა", "რა მოხდა მერე რობაქიძე მოკლეს მე ხო არა", "ხომ მიუსაჯეს 2 წელი და 1 წელიწადში გამოუშვეს, იზეიმა სამართლიანობამ" ვიძახეთ.. გვიანია უკვე.. ავუშვით უკვე ტილი თავზე.. სხვაა მოსაფიქრებელი.. ბევრი ფიქრი სჭირდება.. ბევრი.. იხ: "ჩვენ ევროპა, ამერიკა, უგანდა მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" "ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" "ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს" "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ ჩვენ მხარს" "ჩვენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ" გავაგრძელო?
-
Pompiero Siknadmo ვეთანხმები ამ, ორივე პოზიციას..