Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. FRIDRIX ამას და ერთი გაჩნდა კიდე ამ ბოლო დროს თუ არ ვცდები, რომ ვუყურებ, ბრეჟნევის რადიოს ვუსმენ მგონია და სული პირდაპირ ბობოქრობას იწყებს ჩვენს იდეალურ აწმყოზე ფიქრით და გაბრწყინებული მომავალის წარმოდგენით.. თქვენ გაგახარათ ღმერთმა კაი ხალხო, ნამეტანი მოვიწყინე ამ ბოლო დროს და აა.. იტყვიან მერე ღმერთი არ არისო..
  2. newstudio ჩანაცვლება არაა.. უარესის დამატებაა და ამის შემდეგ ის ცუდი აღარ ჩანს ისე ცუდად.. უარესი იღებს ამ ფუნქციას თავის თავზე..
  3. newstudio ჩანაცვლება არაა.. უარესის დამატებაა და ამის შემდეგ ის ცუდი აღარ ჩანს ისე ცუდად.. უარესი იღებს ამ ფუნქციას თავის თავზე..
  4. newstudio არის ამაში სიმართლე, მაგრამ სხვაა მანდ, მგონია მე.. ასეთ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება: ბოლო დროს ძალიან სერიოზულად შეერყა სახელი რუსთავი1-3ს.. ზედმეტად არასანდო გახდა.. თვით მიშავიზიების ფანებისთვისაც.. არადა ეს ტელევიზიები სჭირდებათ ნამეტანი.. შესაბამისად იძებნება პრობლემის გადაჭრის გზა.. იქმნება რეალტივისნაირი მაუწყებლობა, დრონისნაირი ბეჭდვითი მედია.. რა გამოდის აქედან ვიტყვი აგერ: ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რაღაცის "არ სჯეროდეს", რაღაცას "არ ენდობოდეს" არამარტო მოწინააღმდეგის "ბანაკიდან", არამედ "თავისიანებიდანაც".. შესაბამისად ეს მოთხოვნილებები ბოლო პერიოდი(რეალტივიმდე) მედგრად აიღო თავის თავზე რუსთავი1-3მაც, რადგან იმედიც და პირველი არხიც ფაქტიურად კოპიოებივით დაემსგავსნენ რუსთავი2ს.. ამ არხების რეაბილიტაციის მიზნით შეიქმნა რეალტივი.. უკვე, რომელიმე ადამიანი თავის მოთხოვნილებას(არ სჯეროდეს, არ ენდობოდეს) იკმაყოფილებს სწორედ რეალტივით, დრონით და მისთანებით, რაც თავისდაუნებურად იწვევს რუსთავი1-3 ის რაღაც დონეზე რეაბილიტაციას.. შეიძლება ეს ჯერ არ ჩანდეს ასე ნათლად, მაგრამ ცოტა ხანში გამოჩნდება.. არათუ ხალხში, თქვენს ცნობიერებაშიც შეიძლება ეს ეფექტი დალანდოთ..
  5. წყარო არ მახსოვს, მაგრამ მონაცემები დამამახსოვრდა: მსოფლიო სტატისტიკით: ჩვეულებრივი გრიპების სიკვდილიანობა არის: 1 / 200 000.. A/H1N1 -ის სიკვდილიანობა კი: 1 / 4 000.. წელს საქართველოში ჩვეულებრივი გრიპით არავინ არ დაღუპულა..
  6. kisa კი ბატონო, მასეა და ჩემს წინა პოსტშიც სწორედ ეგ მაქვს ნათქვამი, მაგრამ მაგ აქსიომის გამო არ მიპასუხია შენი წინა პოსტისთვის, არამედ იმის გამო, რომ გეწერა, არ ესმით უცხოელებსო, რაც არ არის მართალი ჩემი აზრით..
  7. kisa ისე კარგად ესმით, რო ჩვენი მოწონებული.. იმაზე მეტი იციან დემოკრატიის დარღვევები და მისთანები ვიდრე ჩვენ, მაგრამ შენს საქმეს სხვა არ გააკეთებს.. რაც შეუძლიათ არის ის, რომ შეშფოდნენ და დიდი დიდი, ჰა, აღშფოთდნენ.. მოვდგებით მერე და ვიძულებთ იმ დასავლეთს, აქაოდა, რასაა მარტო რომ შფოთდება, როგორ ბედავს და ჩვენს მაგივრად არ აკეთებს ჩვენს საქმეს (ნუ ძირითადად ასე მიშავიზიის ფანები იქცევიან, მაგრამ მაინც) ჩვენი საქმის არ კეთების და სხვაზე გადალოცვის ერთერთი მთავარი მიზეზი კი ხალხში ჭკვიანურად დათესილი ნიჰილიზმია..
  8. 100% ცოცხალი მაგალითი ვარ.. სანამ ჩამოვიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ მიშისტი არ ვიყავი, ყვაოდა მეგონა საქართველოში დემოკრატია.. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არაა, არამედ ის, რომ არც ჩემი ნათესავ/ძმაკაც/ახლობლების არ მჯეროდა, როდესაც საწინააღმდეგოს მიმტკიცებდნენ..
  9. Siknadmo ამაზე, ეშმაკურად გეტყვი.. შენ.. მოგცლია რა.. თემას რაც შეეხება, იმედია, ამ კვირაში მოიცლის ბატონი ირაკლი 1-2 საათს, რომელიც, ჩემი აზრით საკმარისია პასუხების გასაცემად.
  10. გავიდა ნახევარი თვე.. 2 გვერდი კითხვებია, მეტი არა.. არ უნდა ამ კითხვებზე პასუხებს ძალიან დიდი დრო.. ადმინისტრაციას: ან ჰო გვითხარით, ან არა.. ეს ფორუმი მომწონს, სიყალბე არაა, ან თუა, იმ ზომით არა, რომ სჩანდეს.. ნუ გაიფუჭებთ სახელს, ჩემი თხოვნა იქნება..
  11. Gagi 67 ჰმმ.. ძაან უადგილო იყო ეს აქ.. უამრავი თემაა ამ ფორუმზეც, სადაც ეს სიტყვები იდეალურად წავიდოდა, მაგრამ რატომღაც ეს თემა აირჩიე.. არ კი ვიცი რატომ.. დაფიქრდე იქნება სხვა დროს.. და სწორი არჩევანი გააკეთო.. სჭირდება ჩვენს ქვეყანას სწორი არჩევანი დღესდღეისობით.. lasalexx ცუდი ამაში არ უნდა ვეძებოთ მგონია მე.. ცუდი თავზე ხელის გადასმაშია საძებნი, რომელსაც ადრე თუ გვიან მოჰყვება დამორცხვებული ღიმილი ჩვენს ბაგეებზე.. კაცი ბჭობდა..
  12. დეე, დეე დათომ წამომარტყა თავში, ძაან მეტკინა.. რატო ქენი ეგ დათო?. ღირსი იყო.. მაიმუნოო მიძახოდა.. ახლავე მოუხადე ბოდიში, რაც არ უნდა იყოს, არ უნდა წამოარტყა შენზე უმცროსს.. არ მოვუხდი.. ღირსი იყო და წამოვარტყი.. აიკლებს ახლა ეს ტირილით ყველაფერს არ იცი რაცაა? მოუხადე ბოდიში და გაჩუმდება.. არ მოვუხდი.. ვარიანტი არაა.. მარა აღარ იტირებს.. .... .... .... .... ორი დღის წინ ამბობდი აღარ იტირებსო.. ტირის კიდევ.. ზეგ აღარ იტირებს.. .... ჰა შენ გიო "ჟუაჩკა" და 10 ლარიანი, რაც გინდა იყიდე.. ნებისმიერი რამე, რაც კი გაგიხარდება.. გიომ ათლარიანი ჯიბეში იტკუცა და "ჟუაჩკაც" იმწამსვე გააქანა ყბებისაკენ.. და გადაუსვა დათომ გიოს თავზე ხელი.. ეეეჰ..
  13. ჩინეთი რომ არ იყოს, ბუნდღა აღარ იქნებოდა "ძლიერი რუსეთის".. საქართველოს კი არა, დასავლეთს არ აწყობს ზედმეტად სუსტი რუსეთი.. აცალეს ამ მდგომარეობის მერე ამოქაჩვა.. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთს შეუძლია "მომავლის ჭვრეტა"..
  14. newstudio სამი სვლის გათვლაა ეს.. ბევრი ერთ სვლასაც ვერ ითვლის.. ეეეჰ...
  15. newstudio რასაა რომ ვამბობ აბა მე? არ შეიძლება ასეთები ჯერ.. თუ არა, საქართველოს რომ პოტენციალი აქვს ვიცი ეგ მე და იმაზე მეტი პოტენციალი აქვს, ჩვენ რომ გვგონია.. ჩემი ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოცდაა საჭირო, სულაც არ არის ნიჰილიზმის გამოვლინება(რატომღაც მგონია, რომ ასე ჩათვალე), პირიქით, მეტი ფიქრია საჭირო და ჭკვიანური სვლების გაკეთება, ხოლო ამისთვის ჯერ შიდა საქმეების მოგვარებაა საჭირო, რომ ქვეყანა გვერქვას..
  16. shamili მგელს, ცხვრის მოტაცებისას არა ამართლებს ის, რომ მელაც იტაცებს ქათმებს და თანაც გაცილებით ბევრს..
  17. newstudio არის რაღაც აქ სიმართლის მარცვალი, მაგრამ არ მემეტება ხალხი აფხაზური აწიოკებისთვის, იმის გამო, რომ პროქართული გახდეს, მითუმეტეს თუ ასეთი რამე წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკაა.. პლიუს ამას ადრე თუ გვიან მიხვდება ის ადამიანი, ასეთი რამე რომ გაუკეთა საქართველომ და მერე რა ვქნათ ის თქვი შენ.. მეორეჯერ გინდა მათქმევინო ამ თემაში სიტყვა, რომელიც ძალიან არ მიყვარს - გულუბრყვილობა.. ნუთუ ასეთი რთულია იმის მიხვედრა, რომ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი (კონტროლირებადი) ტერიტორიიდან მოტაცებული ბავშვების დაბრუნების თავიც არა აქვს, ვერ დაეხმარება აფხაზეთში "აფხაზეთის მოქალაქეებს"? კარგით რა ხალხნო, გულზე მჯიღის ცემასაც აქვს თავისი საზღვარი..
  18. newstudio ვერ ვხვდები ახლა მე, ხუმრობ თუ რაშია საქმე? ასეთ გულუბრყვილო პოსტებს რატომ წერ? ვიცი, რომ ჩვენი ხალხია, არსად, არც მითქვია და არც მიგულისხმია სადმე მე, რომ ასე არაა, მაგრამ "იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც" აი ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია(არ ვგულისხმობ რომ სურვილი არ გვაქვს) მათ მივხედოთ.. კაი და მოხდა მასე, წამოვიდა ის ერთი ადამიანი ამათ პროგრამაზე, რა გამოვა აქედან ვნახოთ აგერ: ააწიოკეს ესეც და მისი ოჯახ/ნათესაობაც იქ (ამის მტკიცება არაა საჭირო მგონი, რომ ასე იქნება).. გავიგო მინდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? რით შეგვიძლია ამ ადამიანს ან მის ოჯახ/ნათესაობას დავეხმაროთ აფხაზეთში, როდესაც ჩვენივე ბავშვები ვერ დაგვიბრუნებია კოკითის ოსეთიდან? მე როგორც ვაფასებ სიტუაციას, ვერაფრით(და არა არაფრით)? ხოდა, მაინც გამიგრძელდა და აგერ დავწერ ბარემ, რატომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ჯერ ასეთი რამეები: ამის მიზეზია ჯაჭვური უკურეაქცია: გავაკეთეთ ჩვენ ეს, დავეხმარეთ იმ ერთ ადამიანს.. მოხდა ის სიტუაცია და ვეღარ დავეხმარეთ მის ოჯახს, ნათესაობას და ვერც თვითონ მას.. ადგება ის კაცი და მიხვდება, რომ არ გამოვიდა აქედან კარგი არაფერი საერთო ჯამში, არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის.. ეს კიდე არაფერი, უბრალოდ უკურეაქციაა ერთი კაცის.. გაცილებით დიდი პრობლემა ჯაჭვური უკურეაქციაა, დაინახს ხალხი ამ ახალ წამოწყებას, მოეწონოს იქნება კიდეც ბევრს, მაგრამ როდესაც ნახავს, რომ შემდეგ ვერაფრით ვერ ვეხმარებით, იმ იმედსაც ჩაიკლავს რაც აქამდე ჰქონდა.. ეეეჰ, რთული ეს ყველაფერი, და ასე მარტივად ვერ მოხდება ამის გადაწყვეტა.. ფიქრია საჭირო, ბევრი თანაც..
  19. მე მგონი ყველას მოგეხსენაბათ, რომ, "აფხაზეთის მოქალაქე", რომელიც დაამყარებს თბილ ურთიერთობებს საქართველოს მოქალაქეებთან(არ ვგულისხმობ "აფხაზეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს"), წამოვა სერიოზულ კონტაქტზე, საქართველო ხარჯზე სასწავლებლად წავა(დაიწერა ასეთი რამე აქ) ან რაიმე ასეთ საქციელს ჩაიდენს, საშინლად დაიჩაგრება.. ხოლო რაც შეეხება სადამდე, არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, რთულია ნემტანი, დავწერდი რომ მცოდნოდა..
  20. აქაური ხალხი მომწონს და აქაურებზე მასე იყოს იქნება, სწორედაც, მარა არ გინახია ეტყობა სხვა ფორუმები.. რაც შეეხება ამ თემაში შემოთავაზებულ იდეებს არც ერთს არ ვეთანხმებით.. ჩვენივე "დახმარებით", დათვურ სამსახურს გავუწევთ ნებისმიერ "აფხაზეთის მოქალაქეს". მოცდაა საჭირო მგონია ჯერ..
  21. ცუდად არ გამიგოს არავინ, არ ვამბობ ეშმაკურად და ქვეტექსტებით, მარა ასე მგონია, რომ ფული შევიდა რაღაც ამ ბოლო დროს ედპში და შესაბამისად, ამუშავდა პარტია/პარტიული აგიტაცია, ხოლო ეს კარგია.. ხმა არ ამოუღია ამ პარტიას 2-3 წელია, მე როგორც მახსოვს.. ხოლო რაც შეეხება შაშოს, სწორად თქვა აქ ყველაფერი, მაგრამ ნუ "შეგიყვარდებათ" მაინცდამაინც ამის გულისთვის.. არაა შესაყვარებელი და სანდო ადამიანი.. ვიცი მე ეს..
  22. გამარჯობა ბატონო ირაკლი! რამოდენიმე კითხვა მაქვს და დამისვავს სხვა პოლიტიკოსებისთვის თუ მოაზროვნე ხალხისთვისაც, პასუხი თითქმის, ყოველთვის ერთნაირი იყო, დიდი თემაა და სხვა დროს იყოსო.. ძალიან გთხოვთ იგივენაირად არ გამისტუმროთ თქვენც.. 1) როგორ შეაფასებდით დღეს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ აზროვნებას? 2) 1 შეკითხვაზე "არადამაკმაყოფილებელი" პასუხის შემთხვევაში: როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა? ნაციონალურმა(ვიწრო გაგებით) პოლიტიკამ არ გაამართლა როგორც ვხედავთ.. 3) ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს, საჭიროა ხალხში კანონის უზენაესობის პოლიტიკის გატარება არა მარტო კანონით, "შიშზე დაფუძნებული სიყვარული"ს მეთოდით (ანუ დანაშაულზე - ას პროცენტიანი დასჯის აგიტაცია) არამედ, ამასთანავე მორალურ-ზნეობრივი პოლიტიკის გატარებითაც (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ/წამოწყებული ტელე-რადიო-პროპაგანდა, პროგრამული პროპაგანდა და ა.შ.) 4) ჩემთვის ძალინ მნიშვნელოვანი კითხვა: ა) პოლიტიკაში უახლოესი და მომავალი წარმატებების შემთხვევაში (რასაც გულწრფელად გისურვებთ), დაიყენებთ თუ არა გვერდით(ან მნიშვნელოვან თანამდებობებზე) ლიცემერებს, მედროვეებს, თუ ისინი კარგი სპეციალისტები არიან თავიანთ დარგებში, მაგრამ ამავდროულად, თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას "თვალებში შემოგციცინებენ". ბ) თუ ადამიანში შეატყობთ ამ თვისებებს გვერდზე დაყენების(ან დანიშვნის) შემდეგ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია ამ ადამიანის მიმართ(რათქმაუნდა პროფესიულ ასპექტში და არა პირადულში)? 5) დამეთანხმებით ალბათ, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მის აღდგენამდე, საკმაოდ დაეცა ქართველების(საქართველოს მოქალაქეების) ზნეობა, როგორც ასეთი.. თუ გაქვთ ამ პრობლემის გადაჭრაზე თქვენი შეხედულება და შესაბამისად, შეიძლება თუ არა თქვენი ალიანსისგან ველოდოთ, ამ პრობლემის შესწავლის დაწყებას და გადაჭრის ხერხების ძიებას, რამეთუ, ამ პრობლემის გადაჭრას 10 და 20 წელი არ ჰყოფნის და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაჭრის დამწყები, დიდი ალბათობით, შედეგს თავისი პოლიტაქტიურობის პროცესში ვერ მოესწრება, მაინც აუცილებლად მიმაჩნია მისი გადაჭრის დაწყება.. გმადლობთ!
×
×
  • შექმენი...