Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. DonCaredo სხვათაშორის, სულაც არაა გამორიცხული, გამორიცხული რომ არ იყოს :bushti:
  2. პროცენტზეა ხალხნო, პროცენტზე მარტო დამოკიდებული მისვლა არ მისვლა მათემატიკურად, ავხსენი ჩემს წინა პოსტში.. ანუ რაც მეტი მივა, მით მეტია შანსი, რომ უგულავა პირველზე გასვლის შემთხვევაში 30% ვერ გადალახავს.. და არის მეორეც და უფრო მნიშვნელოვანიც: არმისული ამომრჩევლის ხმის გაყალბება გაცილებით ადვილია.. ამიტომ, თუ მიხვალთ და მისცემთ ხმას მაგალითად ვაშაძეს, გაცილებით გართულდება თქვენი ხმის გაყალბება უგულავას სასარგებლოდ..
  3. ძალიან დიდი ბოდიში, არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენოთ მაგრამ, 7 კლასის მათემატიკაც არ გისწავლიათ ხალხნო? დავიჯერო, პროცენტის მათემატიკური აზრი არავის არ გესმით აქ მაკლარენის გარდა? და თქვენ გინდათ ხალხნო, პოლიტიკური გათვლები გააკეთოთ და 3 სვლა გათვალოთ ამ მუხანათობებში? რა ახსნა გაუგებრად? აგერ აგიხსნით ელემეტარულ მაგალითზე.. გიგიჩოს ხმები არის კონსტანტა, კონსტანტა ანუ უცვლელი რიცხვი.. მაგალითად 10. თუ მივიდა 20 კაცი მაშინ გიგის აუღია 50% ხმების.. ხოლო თუ მივიდა 40 კაცი მაშინ გიგის აუღია 25%.. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატის ხმების რაოდენობა არ არის დამოკიდებული არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობაზე, მისთვის, რაც ნაკლები ხალხი მოვა არჩევნებზე, მით უკეთესია, რადგანაც მეტი შანსია, რომ გადალახავს იმ დასაწვავ პროცენტს და გავა.. პლიუს ამას, არ ითვალისწინებთ პოტენციურ გაყალბების ძალიან სიადვილეს არმისული ამომრჩევლის შემთხვევაში..
  4. მე ბოდიში.. აბსოლI(U)ტურად უშეცდომოთ ვერ დავპოსტე, თქვენ ხომ გრამატიკულად ასი პროცენტით გამართულ პოსტებს ხართ მხოლოდ ნაჩვევი ქართულ ფორუმებზე.. როგორ გაკადრეთ ასეთი რამე.. როგორ შეიძლება ქართულში ბარბარიზმით შემოსული სიტყვის არასწორად დაწერა.. ეს ხომ სამშობლოს ღალატია.. იმედია რუსეთუმეობას მაინც არ დამწამებთ ამ შეცდომის გამო.. კარგით რაა.. მართლაც და კარგით რა.. მიშისტებისგან და დამწყები დემაგოგებისგან სხვა, კარგი თვისებები გადაიღეთ.. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაციონალების მომხრეებს საკმაოდ ბევრი, კარგი თვისება აქვთ.. თქვენთვის ალბათ დიდი არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სულ უფრო და უფრო მდაბლდებით ჩემს, რიგითი, არაფანი მომხმარებლის თვალში ბატონო ჩემო.. ისე, ერთ თემაში სერიოზულ პასუხს ხართ შეპირებული.. გახსენებთ.. გაცილებით კარგი მოსასმენი ხართ, როდესაც არ "იბუტებით" და სერიოზულად მსჯელობთ..
  5. newstudio ცალსახად არა.. საკმაოდ, მაგრამ აუცილებლად, აი, აუცილებლად მოაშორე ქვემოთა, ამობრუნებული წარწერა.. საშინლად უშნოდ ხვდება თვალს.. ზემოთაც საკმარისია.. არ მინდა არც მან და არც სხვამ მიწყინოთ, მაგრამ, რადგანაც ამხელა აურზაური მოჰყვა და პლანეტაც ”გამორუსოფილდა”, მოგახსენებთ ჩემს აზრს ამ, კონკრეტული მომხმარებელზე.. ჩვეულებრივ სიტუაციებში, ყოველთვის კეთილი, ცოტა მკაცრი, მკვეთრად ოპოზიციური, ყველასთან თბილი, ყველასთვის საყვარელი ასაკიანი ადამიანია.. მაგრამ, ვიმეორებ, მაგრამ.. საჭიროა არჩევნები მოახლოვდეს, მაშინვე კბილებით მთავრობის დამცველი ხდება.. მაშინათვე მკვეთრად ოპოზიციური მომხმარებლიდან ხდება მკვეთრად პოზიციური.. მაშინათვე ხდება გამოკვეთილი წინააღმდეგი ყოველგვარი სამთავრობო ცვლილებებისა, თუნდაც იყოს ეს არჩევნებით, ხდება მკვეთრად მაგინებელი და მკვეთრად იარლიყების მიმწეპებელი აბსოლიტურად ყველაზე და ყველაფერზე გარდა მთავრობისა.. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ყოველდღიურ სიტუაციებში ძალიან ოპტიმისტია, არჩევნების დროს ყოველთვის ავლენს მკვეთრ ნიჰილიზმს.. ვინც დიდი ხნის განმავლობაში ადევნებთ თვალს მის პოსტებს ”იქედან” დაწყებული ”აქამდე”, დამეთანხმებით ალბათ ზემოთ თქმულში, ხოლო ის, თუ რა დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ აქედან, თქვენთვის მომინდვია.. ბატონო ლიცემერ, არანაირი კავშირი არა მაქვს ამ ფორუმზე მე არავისთან.. საერთოდ არ ვიცნობ ინტერნეტი/სკაიპითაც კი არავის ამ ფორუმზე, ასევე არც მას ვისაც ეჩხუბეთ.. არ მიიღოთ ეს პირად შეურაცხყოფად, უბრალოდ რა ვქნა, პირდაპირ ვამბობ ყოველთვის ყველაფერს და დავწერე ის რასაც ვფიქრობ.. პლიუს ამას, მეზიზღება ადამიანის გაფეტიშება.. ძალიან ბევრი გაფეტიშებთ ”აქაც” და ”იქაც” და თქვენი ნებით, თუ თქვენდაუნებურად, ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ მათ ამ გაფეტიშებით.. აბა ადამიანო, პლანეტა.გე რუსოფილებისაო, ამას რომ იტყვის კაცი, რომელიც ამდენი ხანია ”პლანეტელია”, მართლა ჰკარგავს ზომიერების გრძნობას გაბრაზებისას, ან წინასწარ დაგეგმილად მოქმედებს.. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პირველია აქ მართალი, თუმცა ამასაც დიდ მინუსად ვთვლი ადამიანისთვის..
  6. არა ბიჭო, ახლა, მიტო ჩამოაყვანინა ვანიჩკამ აი კაძახი აზერბაიჯანიდან, რომ ახლების დაძახილზე უკანვე გაეშვა.. კი აბა რავა.. ვერ მოგართვით..
  7. T_A_T ძველი კაგებე შემთხვევითობაზე არ მუშაობდა თითქმის არასდროს.. იმის თქმა მინდა, რომ აფხაზებსაც ჰყავდათ თავიანთი ”ინგოროყვა”.. იმას ვამბობ, რომ მუშაობა მარტო საქართველოს მხარეს არ მიდიოდა, არამედ აფხაზეთშიც..
  8. რა ვიცი მე.. ატეხეთ ერთი ამბები და.. ისედაც ბევრი უქმე დღეები გვაქვს.. თან არც უნდა მოხდეს ამ დღის აღნიშვნა სახელმწიფო დონეზე.. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.. ცხადია, თვითონ პოლიცია თუ ჩაატარებს რაიმე ღონისძიებებს თავისი, ოღონდ მწირი ბიუჯეტით, არაა პრობლემა, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს მერიის ან უფრო დიდი სახელმწიფო დაწესებულებების ჩართვა ამ ღონისძიებებში, მგონია მე..
  9. პროფესიული დღე შეიძლება.. არაა პრობლემა, მაგრამ: არამც და არამც არ უნდა იყოს უქმე.. არ უნდა მოხდეს ამ დღის გლობალურ თუ ლოკალურ სახელმწიფო დონეზე აღნიშვნა.. თუ იქნება "რიგითი", პროფესიული დღე, როგორიც არის ვთქვათ მეშახტის დღე ან რაიმე ეგეთი, არ არის მაშინ პრობლემა
  10. აა, კიდო.. ეეეეჰჰჰ... მაგარი არ მომწონს ვისზეც უნდა ვთქვა ახლა, ამ ადამიანის პოლიტიკური ხედვები, და საერთოდ მისი აზროვნების ვექტორიც, მაგრამ მაინც: დააბრუნეთ სატურნი.. ან აიღეთ რომელიმე მოდერმა ძალა ხელში.. რაა ეს.. ახლა მოდგება და ვიღაც ამის პასუხად კიდე ცალკე თემას გახსნის.. გეყოთ რა ხალხნო თემებით მესიჯობა.. კაი პიემები გკიდიათ, გეკიდოთ.. ერთ თემაში მაინც იმესიჯეთ პოსტებით.. არ უნდა ეს თემებით მესიჯობა, ვაააჰ..
  11. არ ვიცი რამდენად აქვს ძალა რიგითი მომხმარებლის აზრს აქ, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს პოლიტიკის განყოფილებაში ყველანაირი "ანალგინს", "ასდს", "წავედი", "მოვედი", "სიკნადმოს მხარდასაჭერი აქცია" და მისთანები.. მოდერატორებო, ან შექმენით ცალკე თემა, სადაც ყველა ამდაგვარი რამ მოიყრის თავს ანდა მკაცრად მოითხოვეთ მომხმარებლებისგან წესების დაცვა ან იმ მოდერების დაქვეითება ვინც ასეთ რამეს იზავს.. ეს თემა იყოს ბოლო.. რაც მეტად მოგვცემთ წესების დარღვევის საშუალებას, მით მეტი "დაგაჯდებით" თავზე.. არ არის წავედი-მოვედი თემები პოლიტიკური და ამ განყოფილებებში გახსნილ შემდეგ ასეთ თემებზე დაარიგეთ ვორნები ძალიან მკაცრად.. მომწონდა ეს ფორუმი.. ნამდვილად კარგი ინფორმაცია იდებოდა და კარგი მსჯელობები მიდიოდა.. ნამეტანია ეს ბოლო 1-2 კვირა უკვე.. ფორუმ.ჯის დაემსგავსეთ ძალიან.. დასავორნია ამ ტიპის თემები და დავორნეთ ამის შემდეგ ყველა.. დაიცავით ჩვეულებრივი მომხმარებლების უფლებებიც და ნუ ქმნით პრივილეგირებულ მომხმარებელთა კასტას.. წესების დარღვევას რომ თავი გავანებოთ, ძალიან არ მსიამოვნებს თემები, სადაც კონკრეტული ფორუმელი მომხმარებელია აქტუალური და არა პოლიტიკური თემა, რის განყოფილებაშიც იპოსტება..
  12. საერთოდ, აი, ვერანაირად ვერ დავუკავშირე ეს პოსტი თემას.. უფრო მეტიც, 1-2სთ და 25 წუთი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ საერთოდ შეგეშალა თემა.. სად დაინახე შუამავლის ცნება? უბრალოდ პროგრამაში ასახულია, თუ როგორ უნდა მოხდეს 1-1 ან 2-2 პოლემიკები მაქსიმალური კომფორტით, როგორც დებატორებს შორის, ასევე დებატების დამკვირვებლებს და მკითხველებს შორის.. კლონში ვიგულისხმე ის, რომ ეს თემა კაი ხნის წინ მქონდა გაკეთებული ფორუმ.გე-ზე, სადაც რათქმაუნდა ჩავარდა რიგი წონიანი მომხმარებლების გამო..
  13. წინასწარ ბოდიშს გიხდით დიდ თემაზე, ვიცი რთულია მათი კითხვა, მაგრამ ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც ცოტას თქმა ნიშნავს არაფრის თქმას ©.. შესავალი არ მიყვარს პოლიტიკაში პოსტვა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია თვალს ვადევნებ ფორუმის პოლიტ-განყოფილებას. ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ვიცნობ შიდა სამზარეულოს და წარმოდგენა მაქვს "მზარეულებზე". შესაბამისად, დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ "ჯანსაღი" დებატები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა აქ.. მართალია, მოდერები ხშირად სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდ, მაგრამ მაინც ყველა ძალით ებრძვიან რაღაც დონის დარღვევებს (შეურაცხყოფა, ე.წ. ოფები და ა.შ.), მაგრამ არის ზოგიერთი ასპექტები, რომელსაც წესებით ვერ შეებრძოლები და მკითხველების გაღიზიანებას კი იწვევს.. საუბარია უადგილო ცინიზმზე, სარკაზმზე, დემაგოგიაზე და ა.შ. ასევე ხშირია და რთულად კონტროლირებადი ე.წ. გაოფება.. პრობლემების კონკრეტიზირება, ზოგიერთი მიზეზები როდესაც თემა არის მასიური, ანუ ყველას შეუძლია მასში პოსტვა, შესაბამისად, გაცილებით იზრდება ზემოთ ხსენებული პრობლემების წარმოქმნის შანსები.. ხშირია, როდესაც ერთ მომხმარებელს უნდა მეორესთან ან მომხმარებელთა ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფთან დებატები და რომელიმე თემაში ამის საშუალება არ არის.. იდეა-პროექტი-გამოსავალი ხშირად იყო დებატების თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ვიცი არ განხორციელებულა და არც განხორციელების კონკრეტული შემოთავაზება ყოფილა ვინმესგან. თუ ვცდები, იყო ასეთი შემოთავაზებები, საერთოდ იდეა ეწინააღმდეგება ფორუმის პოლიტიკას ან განხორციელება ვერ მოხდა რაღაც მიზეზების გამო, შეგიძლიათ აქ შეწყვიტოთ კითხვა. შევქმნათ თემების წყვილები ”დებატები-გარჩევა”. თემები ”დებატები”: სათაურში იქნება მითითებული დებატებში მონაწილე მომხმარებლების ნიკები. დებატები შეიძლება იყოს როგორც 1 x 1, ასევე n x m. მეორე შემთხვევაში როგორმე, გარკვევით უნდა იყოს მითითებული ორივე ჯგუფის მომხმარებლები. თავდაპირველად, ჩემი რეკომენდაციაა, თითოეულ მხარეს 2 ზე მეტი მომხმარებლის აკრძალვა, შემდეგ დრო გვაჩვენებს. შეიძლება თემატური დებატებიც, ამ შემთხვევაში მითითებული იქნება თემა. ამ ტიპის თემებში პოსტვის უფლება აქვთ მხოლოდ დებატებში მონაწილე მომხმარებლებს. ამის გაკონტროლება საკმაოდ ადვილია: უბრალოდ იშლება სხვა ადამიანების პოსტები და მომხმარებელს ეძლევა სიტყვიერი/”ვორნ” გაფრთხილება. ამ მხრივ არავის პრეტენზია არ ექნება მოდერის კორექტულობაზე, რამეთუ არავის არა აქვს უფლება პოსტოს დებატებში, გარდა მასში მონაწილე მომხმარებლებისა და მოდერებისა(ისიც საკმაოდ შეზღუდულად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ფორუმის წესების დარღვევა, თემაზე საუბრის უფლება ამ თემაში არც მოდერებს არა აქვთ, თუ არ შედიან ამ დებატებში მონაწილეთა რიცხვში). თემები ”დებატების გარჩევა” ყოველ თემისთვის ”დებატები”, იქმნება მეწყვილე თემა, რომლის სათაური და თემა ემთხვევა მისი მეწყვილის სათაურს და თემას, იმ განსხვავებით, რომ სათაურში დაემატება სტრიქონი ”- გარჩევა” დებატების გარჩევა არის თავისუფალი თემა, ყველას შეუძლია საუბარი კონკრეტული დებატების შესახებ, გარდა დებატებში მონაწილე მომხმარებლებისა. ამის კონტროლიც საკმაოდ ადვილია და კონტროლდება იგივენაირად, როგორც ”დებატებში”. შესაძლება ციტატების მოყვანა ”დებატებიდან”, ისევე როგორც ”დებატებში” შესაძლებელია ციტატების მოყვანა ”დებატების გარჩევებიდან” იდეა-პროექტის პლიუსები და მინუსები პლიუსები: - იდეის განხორციელების შემთხვევაში ფორუმზე ჩამოყალიბდება დებატების ცნება, კულტურა.. - შესაძლებელი იქნება კონკრეტულ თემებისთვის კომპეტენტური და ამ თემების მცოდნე ადამიანების დებატების ნახვა და შესაბამისად განხილვა ისე, რომ არ მოხდეს მათი ხელის შეშლა.. - არ იქნება შემდეგი სახის პრეტენზიები: თემას გვიძირავენ, გვიოფებენ, შემოიყრებიან ახლა ოპოზიციონრები(მმართველი ძალის წარმომადგენლები) და ა.შ. - დებატების წესები საშუალებას იძლევა მოდერების 100% კომპეტენტურობისა ისე, რომ ვერავის ვერ ექნება პრეტენზია არასწორ მოდერაციაზე.. - წინა პუნქტის გათვალისწინებით, თუ კარგად დავაკვირდებით, დებატები არ არის კონკრეტულ ფორუმზე დამოკიდებული, ასე რომ, საშუალება გექნებთ სხვა ფორუმებიდან მოიწვიოთ ხალხი და გამართოთ მათთან დებატები. წესების წაკითხვის შემდეგ, მათ ვერ ექნებათ ვერანაირი გამართლება მოდერაციის პრობლემებზე და ფორუმის პოლიტიკაზე. შესაბამისად მათი უარი იქნება უბრალოდ თავის არიდება.. - უბრალოდ ახალი იდეაა (მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები და იყო/არის სხვაგანაც) და ერთობ საინტერესოც ჩემი აზრით.. მოუხდება ფორუმს, გამოაცოცხლებს მაინც ცოტათი, ასე მგონია მე.. - საკმაოდ ადვილი განსახორციელებელია.. - კარგად განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია დებატების მოწყობა საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსებთან თუ პოლიტოლოგებთან, როგორც ფორუმის მომხმარებლებთან, ასევე ერთურთთან.. მინუსები: - იდეა საჭიროებს დახვეწას, იქნება ეს ცაკლე ქვეგანყოფილება თუ თითოეულ მხარეში მონაწილეთა რიცხვი.. - წესების წაკითხვა-გააზრებაზე ალბათ დიდი დრო წავა და რთული გასაგებიც შეიძლება იყოს, თუმცა მე მგონია, რომ საკმაოდ გასაგებად ჩამოვაყალიბე.. - როგორც ნებისმიერი სიახლე, ასევე ესეც უმრავლესობა მომხმარებლებში ალბათ გამოიწვევს, პროგრესის ”ზიზღ-შიშს”. - დამატებითი წესები თითქმის არავის, თითქმის არასდროს არ უხარია.. შეჯამება ალბათ თემა ცოტათი არასწორ ადგილასაა გახსნილი, მაგრამ იმის გამო, რომ მკვეთრად პოლიტიკურ დებატებზეა საუბარი, მგონია, რომ შესაძლებელია ამ განყოფილებაში გაჩერება, ცოტა ხნით მაინც.. აქვე დავამატებ მოკლედ ჩემზე, წინასწარ რომ იცოდეთ: არავის დაკვეთა და ეგეთები ეს თემა არაა, არც ერთ პოლიტ-პარტიას არ ვეკუთვნი, უმეტესობა მათგანის პროგრამებს არ ვიცნობ, ვარ ალბათ უფრო ოპოზიციურად, ვიდრე პოზიციურად განწყობილი. ხმა მივეცი პირველ პუნქტს.. რამდენი მიწერია რაა ეს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რაც თქვენ წაიკითხეთ და გაიაზრეთ 5-25 წუთში, მის მომზადებას და დაწერას მოვუნდი 1-2 საათი და მაინცდამაინც არაჰუმანურ ხუმრობებს ნუ ჩამირტყავთ ნებისმიერი კრიტიკა მისაღებია.. ჩემი თხოვნა იქნება, პოლზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ორიოდე სიტყვით მაინც აღწეროთ მიზეზი.. თემა კოპირებულია ფორუმგეზე გახსნილი ჩემივე თემიდან..
  14. მქონდა ეს პროგრამა დაწერილი ადრე.. ფორუმ.გესთვის გავაკეთე, მაგრამ როგორც ყოველთვის, შეეშინდათ სიახლის.. ამ ფორუმს უფრო მოაზროვნე ხალხის ფორუმად აღვიქვამ, ვნახოთ აბა.. გავხსნი ცალკე თემას ამ პროგრამაზე, თუ არ დამძრახავთ..
  15. ლ ი ც ი არ არის პრობლემა..
  16. რა გჭირთ ხალხნო? კარგით რა.. პლანეტაა ეს თუ ფორუმ.გე? ან საქართველოს პოლიტელიტა? მეჩვენება თუ ლევან გაჩეჩილაძესავით, როგორ შეიძლება შეგინება, რომელი დაგინებული შეეწერება და შეგინების რომელი ფორმაა მისაღები, ამას ხსნით მთელი დღეა მთელი ფორუმი? არ გრცხვენიათ ხალხნო?
  17. ლ ი ც ი არანაირად.. კი, მივხვდი რისი თქმაც გინდოდა და ხუმრობის დონეც შევაფასე, მაგრამ ადამიანის ერთ, ძალიან ცუდ თვისებასთან გვაქვს საქმე: შენნაირი ადამიანების (კარგი გაგებით), კოლორიტების და დაფასებული ხალხის (არა აქვს მნიშვნელობა რისთვის), განსაკუთრებულად სჯერა სხვებს.. თქვენნაირი ხალხის სიტყვები უმრავლესობისთვის ელემენტარულ ფილტრსაც კი არ გადის და ფაქტიურად რწმენამდე დადის, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული დაფიქრება უნდა თქვენნაირი ხალხის ყოველ წარმოთქმულ სიტყვას, მგონია მე.. აგერ მაგალითიც კი დაფიქსირდა აქვე: არ ვიცნობ იმ მომხმარებელს (გოდეს), მაგრამ როგორც აღნიშნა თვითონვე, ლიბერალია მთელი სულით და გულით, მაგრამ, ისეთი კოლორიტის სიტყვებში, როგორიც ლიცია, ეჭვს ვერ შევიტანო.. ესაა ყველაზე საშიში, ბატონო ჩემო, თორემ, ერთი-ორი ადამიანი რას იფიქრებს ეგ არაა დიდი პრობლემა.. მაგალითისთვის: თითქმის არ დამიკომენტირებია პატივცემული ფრიდრიხი, რომელიც, ჩემის აზრით, საკმაოდ აფსურდულად საუბრობს ამ ფორუმში.. ნიჭიერება უფრო საშიშია, ვიდრე უნიჭობა.. ასეა ეს.. მეორეა კიდევ, პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი: ძლივს მივაგენი ერთ ფორუმს ქართულ ინეტ სივრცეში, სადაც უმრავლესობა, კარგი თუ ცუდი გაგებით, მაინც ”სიმართლისტია” და ძალიან გული დამწყდება, თუ ერთი ”სიმართლისტი” მოდერი სხვა ”სიმართლისტებს” გააფუჭებს თავისი კოლორიტული წონით.. ამასაა რომ ვგულისხმობდი მე ეეეჰჰჰ.. კიდევ რთულად ვწერე გონია.. ბოდიში ხალხნო, დიდი პოსტების წერა დამჩემდა ამ ბოლო დროს..
  18. სხვაა აქ, მგონია მე.. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს არა, მაგრამ უმრავლესობას გინება საქმის კეთება ჰგონია.. ასე რომ, კაი ბატონო, ვაგინოთ, გაგვიხარდება ცოტა, გახარებულები უფრო გულიანად შევაგინებთ, კიდევ უფრო გაგვიხარდება და ამ ციკლის ბოლო რაც იქნება კარგად ხედავთ მმართველ პარტიას + მიშიკოს.. საერთოდ არაფერს ვამბობ სახალხოდ, საფორუმოდ გინების ინსტიტუტზე, რაც საერთოდ ამაზრზენად მიმაჩნია, რამეთუ, გვინდა არ გვინდა, იქმნება ტენდენცია: ვინც აგინებს მაგარია და უფრო მამულიშვილი, ხოლო ვინც უფრო მაგრად აგინებს, ის უფრო მამულიშვილია.. მესამეა კიდე აქ, ხუმრობა ხუმრობაა და წესი წესია.. წესებს არ დავიცავ, თუ ეს რუსეთის გინებას ეხება იგივეა, რაც: "პრეზიდენტს აქვს უფლება რომ დაარღვიოს ყველა კანონი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოთ © FRIDRIX" რაღაც არ მომწონს ამ ბოლო დროს ე.წ. ”სიმართლისტებში” გაჩენილი ტენდენცია, აქაოდა რუსეთუმედ არ აღმიქვანო და ”სიმართლისტობის” პრინციპების დარღვევა გინებით აგერ მიშაც და ნაციონალური მოძრაობაც აგინებს იმდენს, რომ არ დასჭირდება დამატება, თუ საქმე გვინდა, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ უნდა.. ნუ ვიღებთ ცუდისგან ცუდს, გადავიღოთ კარგი, ჯობია ასე.. ეუუფ, არ დავდექი ქადაგად..
  19. asesino_141 არ ვიცი აი კაძახი ვინაა, მარა ქართველი ამომრჩეველი ვარ მე, ხოდა აგერ მომცა რაცხა 50 ლარია და პაწა ფქვილი ტომრით ამ მე9 დაპირებაში, ხოდა ჩემი ხმა აი კაძახს.. არც მაგ პირობის შესრულებაზე ფიქრით დაიძაბო თავი ბიძიკო თუ აგირჩიეს მაშინ.. მაგნაირები გადამიყლაპია? ან მაგნაირებს გადავყლაპავ კიდო ცოტახანში თუ.. მიღებულია
  20. არ გეწყინოს, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ შენც იმისავით, რა ერქვა აღარ მახსოვს, აქ პოსტავდა, ფედერიკოთი თუ რაღაც ეგეთით, ციხეების მასტერი, აი მაგისავით შენს, ცალკე, წარმოსახვით სამყაროში ხარ და ვერაფრით ვერ აკეთებ მაგ სამყაროში არსებული მოვლენების რეალობაში პროექცირებას.. ხოდა, იმ ფედერიკოსავით, შენც ძალიან ნერვებზე იშლები ხოლმე ამ ფაქტის გამო.. კარგით რა ხალხნო.. გვეყოს რა ეს ბრეჟნევის რადიოს სტილი..
×
×
  • შექმენი...