-
პოსტები
443 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი SSDK
-
Vicious Girl ჰმმ ნიუჟელი გეოში გამოჩნდა ადამიანი, ვინც იცის ვარგი ვინაა და არ მოსწონს.. oO კაიფის გარეშე oO
-
ასეთ საქმეებს მაინც აკეთებდნენ ხოლმე ლეიბორისტები ხანდახან.. რა დაემართათ? შეეხმიანოს ვინმე შალვას..
-
ლარსის გახსნა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?
SSDK replied to Private Nodari's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Private Nodari არა.. აზრზე არ არიან.. საიდუმლო ინფორმაციაა ეს, რომელიც მხოლოდ პრესით ვრცელდება.. -
newstudio კაი მაშინ.. წავედით წამო ნორვეგიაში, იდეალური დემოკრატიაა.. შვედეთშიც იგივეა, პლიუს ამას 70% ქალები მოდელების დარები არიან, გონსაც ახარებს ეს ქვეყანა და თვალსაც.. იტალიაა კარგი კიდევ.. დემოკრატიაში ცოტა მოიკოჭლებენ, მაგრამ კულტურა ისეთი აქვთ, თუ ჩაიძირე, ვერ ამოხვალ 2 ადამიანის სიცოცხლის მანძილზე.. იგივეს ვიტყვი ჩინეთზეც.. აირჩიე ერთ-ერთი და წავედით.. რა მოხდა მერე? ხომ ვიწვალეთ რაც შეგვეძლო ჩვენს ქვეყანაში? ხომ ვებრძოლეთ ტირანიას სადამდეც შეგვეძლო? მეტი არ გამოდის აბა არაფერი და? ჩვენც ხო ადამიანები ვართ? არ მიყვარს მე სარკაზმი.. მართლა არ მიყვარს..
-
ნიჰილიზმის ახალი ტალღა? ღირს ვითომ ამ წინასაარჩევნოდ? ოპტიმისტური განწყობის მერე ერთი იმედგაცრუება და მაშინათვე ფარხმალის დაყრა? დეპრესიაში ჩავარდნა? გამიშვით, ქვეყნიდან წასვლა? არაა შესაშური საქციელი ნამდვილად.. newstudio ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში.. ეშველება ამ პრობლემას -> ეშველება საზოგადოებას -> ეშველება ქვეყანას..
-
Nukriko სწორედ ეგ არის ძლიერი საზოგადოება.. ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს მოქალაქეებად.. დაწყებულია ეს პროცესი უკვე საქართველოში და სწრაფად თუ ნელა, მაინც წინ მიიწევს.. მართალია, ჯერ სახარბიელო შედეგამდე ვერ მივედით, მაგრამ 20-30 წელიწადში მგონია საზოგადოება ვიქნებით უკვე და თვითონ მოქალაქეები არ დაუშვებენ სხვა მოქალაქის ასე ღიად და უტიფრად ”ჩაქოლვას”
-
chegesto გამორიცხულია..
-
Nukriko ნებისმიერი მმართველობა დეფექტიანია.. ნებისმიერი.. იმიტომ, რომ საერთოდ ცნება მმართველობა როგორც ასეთი არის დეფექტიანი.. ნებისმიერი მმართველობა ზღუდავს ადამიანის უფლებებს.. ასე რომ ვიმეორებ: ან უკეთესი გვითხარი რამე თუ იცი, ან ის გვითხარი რა ვქნათ.. მმართველობა რომ დეფექტიანია ვიცით ეგ :
-
ძუკუ აქ ზედმეტად ოპტიმისტი მიწოდეს მახსოვს, მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ რეალისტი ვარ.. განვმარტავ: ახლების და რესპების ფორმულა იყო იდეალური ვარიანტი დღევანდელ სიტუაციაში არჩევნების მოსაგებად.. უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი ისეთი.. ჩემს აზრსაც ვაფიქრსირებ ამ შემთხვევაში.. ახლა შევხედოთ რეალობას: აიტაცეს თუ არა ეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმა? ძმებმა გაჩეჩილაძეებმა? ფორუმმა? კონსერვატორებმა? არ გაგიკვირდებათ არავის დღეს უკვე თუ გეტყვით რომ არა.. ანუ, ეს ფორმულა იყო იდეალური საქართველოსთვის და ჩვეულებრივი ამომრჩევლებისთვისაც, მაგრამ არა რეალური, რამეთუ არც ერთმა სხვა ოპოზიციამ არ მოიწონა.. თუ რატომ არ მოიწონა, ჩემს აზრს მოგვიანებით ვიტვი.. ფაქტიურად გამოვიდა, რომ ამ ფორმულას არავინ არ გაყვებოდა და ისინიც თავიანთ კანდიდატ(ებ)ს წამოაყენებდნენ.. ამ შემთხვევაში, იმედია არ დამჭირდება მტკიცება, რომ 30% ბარიერის ფონზე არჩევნები წაგებულია.. საერთო სურათი: ფორმულა იყო იდეალური.. მაგრამ არ მიიღო სხვა ოპოზიციამ.. საბოლოო ჯამში არჩევნები წაგებულია.. რატო არ მიიღო და ”ცუდები” არიან რო არ მიიღესო, სხვა თემაა ეს.. ფაქტია: არ მიიღეს. შესაბამისად, მოხდა იმ გეგმის შემუშავება რაც ამ თემაში, ჩემს პირველ პოსტში დავპოსტე.. ხოლო ის, თუ რატომ არ მიიღეს ეს ფორმულა, ჩემის აზრით ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ჩვენმა ელიტარულმა ”სხვა” ოპოზიციამ, ახლებისა და რესპების ”ვერხს” ისევ ნოღაიდელის ”გვერდი” არჩია..
-
ძუკუ ვაღიარებ და ვინანიებ, რომ ქვემოთ გამომრჩა სიტყვა ”სხვა”, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ რამოდენიმეჯერ ვახსენე უკვე ეს ფრაზა და ერთ ადგილას გამომრჩა, არამგონია რთული მისახვედრი ყოფილიყო, რომ გამომრჩა :viciousgirl : რაც შეეხება თემას: ალასანიას დასახელების შემთხვევაში, ახლები და რესპები არ წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს..
-
ძუკუ :viciousgirl : არ უნდა მჭირდებოდეს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ არ დამიწერია მე მთელი ოპოზიციაა მეთქი.. დაწერილი მაქვს: ასე, რომ დიახ, მიმაჩნია, რომ ალიანსის გარდა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ოპოზიცია არის მთელი, დანარჩენი ოპოზიცია, რამეთუ ქრისტიან-დემოკრატებს არ მივიჩნევ ოპოზიციად, შალვა კი არასდროს არავის არ ეკვრება ღიად ეს ხომ საერთოდ არც მითქვია და არც მიგულისხმებია არსად მითუმეტეს, როდესაც მე თვითონ მივიჩნევ, რომ არ არის ”გუშინდელი შაბაში საერთო სახალხო აზრის დემონსტრაცია” ბადრი_წიქორაძე არც მე..
-
ბადრი_წიქორაძე ნიჰილზმი ნამდვილად არ მაწუხებს და დიახ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.. ნამეტანის რა მოგახსენოთ.. oO ჩემი პოსტების რომელი ფრაგმენტი მეტყველებს ამაზე? ნამდვილად ვერ ვხვდები.. სად მაქვს ნათქვამი ან ნაგულისხმები, რომ ხალხი ოცნებობს ნოღაიდელის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე? ნუ გადახვალთ მაგ "სტილზე" ჩემი თხოვნა იქნება.. საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი წინა პოსტი: ალიანსის ამომრჩევლების 20% უფრო მეტია თუ მთელი, დანარჩენი ოპოზიციის (თუნდაც ნოღაიდელის ჩათვლით) ელექტორატი? მინდა დავამატო: ჩემი არც ერტი პოსტი არ ამჟღავნებს და არ გულისხმობს ჩემს დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილების მიმართ.. მე უბრალოდ "ანალიტიკას" ვაკეთებ და ის, რომ ალასანიამ ეს გზა აირჩია არ გულისხმობს, რომ მე მას ვამართლებ, ან არ ვამართლებ..
-
ბადრი_წიქორაძე არაა ცუდი კითხვა.. ნაფიქრია ეგეც.. არ ჩამოვწერე იქ უბრალოდ ყველაფერი.. ძალიან ტევადი გამოვიდოდა.. პასუხი კი შემდეგია.. მართალია, დაახლოებით 10-20% მაქსიმუმ 30% დაკარგოს ძველი ელექტორატის ალასანიამ.. დანარჩენი შენარჩუნდება, იმიტომ რომ ახლებიც და რესპებიც მას დაუჭერენ მხარს.. და ამ 20% დაკარგვასთან ერთად იძენს მთელი, სხვა ოპოზიციური სპექტრის ელექტორატს.. დამეთანხმებით ყველა იმედია, რომ ძველი ელექტორატის 20% გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მთელი ოპოზიციური სპექტრის ელექტორატი..
-
გეტყვით აგერ ჩემს აზრს.. იცის და ესმის მგონია აქ ერთი-ორს სიტუაცია და რაც ხდება, მაგრამ არ ამხელს.. დუმილის უფლებას იყენებს.. რთული შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ვნახოთ.. სულ რაღაც 3 სვლიანი კომბინაციაა მაქსიმუმ.. ფაქტი: ალასანია ვერ გააღწევს მეორე ტურში, 30% + ოპოს რამოდენიმე კანდიდატით.. --> სხვა ოპოების გადმობირების გარეშე აზრი არა აქვს არჩევნებს.. მოიძებნა პრობლემის გადაჭრის ხერხი: ზუსტად ის რაც გათამაშდა გუშინ, დღეს.. ახსნა: პირველი სვლა: ალასანიას ჩართვა "პრაიმერში" და სხვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები.. მისი ეს საქციელი ფაქტიურად თამაშგარეში აგდებს სხვა კანდიდატებს.. უნდათ, თუ არ უნდათ, უნდა დაუჭირონ მხარი მას.. ასე ვთქვათ ალასანია იყენებს მთელს, დანარჩენ ოპოზიციას, აიძულებს არ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატები არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ მას.. ზემოთხსენებული მიზნის მისაღწევად საჭიროა: მეორე სვლა: ალასანიას ალიანსიდან "გამოყოფის" ემულირება.. აუცილებელია ახლების და რესპების მვეთრი რეაქციები მის საქციელზე, მიუხედავად ამისა: ახლები + რესპები არავითარ შემთხვევაში არ წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს.. "მეორე სვლა" რომ არ ჩავარდეს, მათ აქვთ გადასარევი თავის მართლების საშუალება: "ალასანია ჩვენი წამოყენებული კანდიდატია და მისი საერთო კანდიდატად ქცევის პირობებში რა თქმა უნდა მას დავუჭერთ მხარს".. ამას ემატება ასევე ორაზროვანი განცხადებები ალასანიასი ალიანსის მიმართ.. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რესპებიც და ახლებიც გადასარევ სიტუაციაში ვარდებიან და გაცილებით მეტ მხარდამჭერებს შეიძენენ თავიანთი პოზიციით(სხვა ოპოზიციასთან არ გაერთიანებით), რაც ალასანიასთვისაც კარგია(თუ რატომ მესამე სვლაში) ეს ორი სვლა გაკეთებულია უკვე ფაქტიურად დღეისთვის.. მესამე სვლა: და მთავარი, რაზეც ზოგ-ზოგი, თუნდაც ამ ფორუმზე იძახის, მოიცადეთ და ნახავთ რაც იქნებაო.. და აჰა მეგობრებო: მოგების შემდეგ დაუბრუნდა ალასანია მკვეთრად პროდასავლურ ძალას ისევ.. სრულიად აღდგა ალიანსი.. და ძალიან, ვიმეორებ ძალიან მცირედ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებს დანარჩენ ოპოზიციას(მსხვერპლი მაინც საჭიროა).. და დაგვრჩა სიტუაცია და სტერეოტიპები მესამე სვლის ბოლოს.. ალასანია ძლიერი სტრატეგი.. ძლიერი პოლიტიკოსი(რა იარლიყიც ყველაზე მეტად სჭირდება მას დღეს).. "გამოიყენა" მთელი ოპოზიცია ძალიან ცოტა რამის ფასად.. ახლები + რესპები: ერთადერთი ძალა ვინც არ დაუდგა გვერდში ნოღაიდელს და სხვა ოპოზიციას.. ასევე ჭკვიანური საქციელი - ალასანიასთვის მხარის დაჭერა.. დამეთანხმებით, საკმაოდ სახარბიელო სტერეოტიპია.. ანუ ალიანსი მთლიანად მოგებული გამოვიდა.. ნუ იფიქრებთ, რომ ამხელაზე ვერ გათვლიდნენ.. ახლები.. რესპები.. ქრისტიან-დემოკრატები.. ბოკერიას ფრთა ნაცებში.. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავიანთი ადრინდელი საქციელებიდანაც ამჟღავნებენ, რომ შეუძლიათ 3 და მეტი სვლის გათვლა.. მართალია ზნეობირივი ვექტორები დიამეტრალურად განსხვავებულია, მაგრამ გათვლა შეუძლიათ..
-
Nukriko რა ვქნათ? კაცობრიობამ, ყველაზე უკეთესი, მართვის ეს პრინციპი მოიფიქრა ჯერჯერობით: ხალხი ირჩევს.. მოდის ხელისუფლება.. აქვს ძალაუფლება.. ნამეტანი გაუვათ თავს (მაგ. ედოსავით, მიშასავით) ხალხი ირჩევს სხვას(იმედია).. ამაზე უკეთესი ჯერ არ მოუფიქრებია ადამიანს.. თუ შენ გაქვს მოფიქრებული და თქმა გინდა, თქვი შე კაი ადამიანო.. თუ არა და რა ვქნათ ისიც გვირჩიე..
-
newstudio არ ვიცი.. არ ვიცი.. საერთო კანდიდატზე შეთანხმებულები არ იყვნენ უკვე?. ალასანიას, ახლებს და რესპებს ვგულისხმობ.. პირადად მე, მიუხედავად ალასანიასადმი ყველაზე დიდი სიმპატიისა, იმაში, რომ ნაცების თამაშს არ ითამაშებენ, ყველაზე მეტად ახლებს ვენდობი.. შემდეგ სუბარს.. შემდეგ რესპებს.. შემდეგ ალასანიას.. ძალიან მცირე "სხვაობებით".. თუმცა, ჩამოთვლილთაგან არამგონია ვინმე მიშას მიეყიდოს.. სუბარი ძალიან პასიურია.. ასე ვთქვათ "დაიკარგა".. შეიძლება ამიტომაც რაღაცას "ჩალიჩობს" ალასანია.. თუმცა არ ვიცი ჯერ.. ფიქრია საჭირო აქ და დრო კიდევ..
-
ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივად არის ყველაფერი.. ალიანსში აქამდე "ვერხი" ეჭირათ გამყრელიძე + უსუფაშვილს.. ახლა "ვერხი" უჭირავს ალასანიას.. დათს ოლ.. რილაქს..
-
newstudio ნოღაიდელი მოხდება..
-
newstudio მასეა.. მაგრამ.. იყო აქ თემა, მახსოვს მე ის.. და არ იყო მაინცდამაინც დასაბუთებული პასუხები.. არ მომეწონა რა დასამალიადა.. შეიმუშაოს ვინმემ ჯობია და თეორიად(ცალკე თემაში მაინც) ჩამოაყალიბოს, რატომ არის ნიჰილიზმი დასაძლევი, რატომ არ შეიძლება "პოხუიზმი" და რატომ არის დამღუპველი "ვიზა მომეცით" ტიპის საუბრები..
-
ღამის შოუ ნამდვილად კარგად დაიწყეს.. ერთადერთი, ვიმეორებ, ერთადერთი ხარისხიანი, გასართობი ტელეპროდუქტი საქართველოში.. აი, ამბობენ ბოლოს გააფუჭესო და მაგისას ვერ მოგახსენებთ ვერაფერს.. ბოლო 2 თვეა არ მიყურებია.. მანამდე ნამდვილად კარგი იყო.. შუა ქალაქი - ნც - სრრ მის ფანებთან, მაგრამ ნაგავია..
-
ხალხში ნიჰილიზმის დონის უკუპროპორციულია..
-
ეს გაითვალისწინე აუცილებლად.. ძალიან, ძალიან დამღლელი პირველი გვერდია..
-
akkai ქართული სერიალისგან, იმის გათვალისწინებით, რომ სცენარისტებმა და რეჟისორებმა ერთწლიანი ტრენინგი გაიარეს ”Friends”-ების სტუდიაში, როგორც მინიმუმ, ცოტათი უკეთესს ველოდი.. სხვათაშორის სერიალი არაა ეს.. სიტკომია.. სხვაა ცოტა.. ძალიან დიდი თემაა სიტკომები.. გადავუხვევთ თემას ვიცი მე, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, სიტკომების ისეთ კლასიკებში, როგორებიცაა იგივე "Friends", "Scurbs" და ა.შ. 60% არის სცენარი.. 35% მსახიობების ოსტატობა.. და რაც ზემოთ, შუა ქალაქისთვის ვახსენე, მსახიობების "მანჭვა-გრეხა", და "პერეიგროვკები" 5% არ სცდება, როცა ქართულ ანალოგში: სცენარი არის 10%, მსახიობების ოსტატობა არის 10% და "პერეიგროვკა+მანჭვა-გრეხა" კი 80%.. ასე რომ, დიახ, მეტს ველოდები სიტკომებისგან საერთოდ, მაგრამ ჩვენთვის, საწყის ეტაპზე, უკეთესს მოველოდი, თუმცა ძალიან საგანგაშოდაც არაა საქმე..
-
newstudio ცუდად არ გამიგო, მაგრამ: SSDK :ravic:
-
lasha1997 FRIENDS - ების საშინლად უხარისხო კოპია..