Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. არ დაგწყვიტავთ გულს და გეტყვით, რომ საშინლად უხარისხო სიტკომია.. მედიდურად არ გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ ვინც სიტკომებში ერკვევა დამეთანხმება, რომ საშინელი გაკეთებულია, საშინლად დიდი "პერეიგროვკა"/"ოვერფლეინგი", სცენარის 80% აგებულია არა კონკრეტულ კომედიური სიტუაციების შემუშავება-მოყვანაზე, არამედ "მანჭვა-გრეხვებზე" და მსახიობების "პერეიგროვკებზე".. მიუხედავად ამეებისა, იმედი მაქვს შემდეგი და შემდეგი პროდუქტები უკვე ხარისხიანი იქნება, რადგან არამგონია, ესე პირდაპირ მივიღოთ და დავაფასოთ იგივე "Friends"-ების ნაირი სიტკომები.. გასავლელია შუა ქალაქისნაირი დონის სიტკომებიც..
  2. lasha_alo ბითლზის ფანკლუბ -ს თანდათან ემატება ხალხი, როგორც ვატყობ..
  3. ძალიან კარგი იდეა დაიბადა როგორც ვხედავ.. შექმნას ფორუმმა სოციოლოგიური ჯგუფი.. თავიდან ენთუზიაზმი არ იქნებოდა ცუდი, მერე და მერე უკვე სიტუაცია დაგვანახებს.. ითავოს ადმინისტრაციამ ამ იდეის განხორციელება.. ჩვენც დაგიდგებით გვერდში რითაც შეგვეძლება..
  4. Nukriko არ მიყვარს ადამიანზე გადასვლა, მაგრამ გაკვირდები ახლა და მგონია, რომ სამწუხაროდ, იმ ადამიანების კასტას განეკუთვნები, რომლებიც ხედავენ იმას რისი დანახვაც უნდათ და არაა ეს კარგი.. ვცდებოდე იქნება, იმედი მაქვს ამის, მაგრამ ჩემი ნათქვამიდან: სწორედ შეცდომას უყურებ, მე კი სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ შეცდომაა ეგ და ვინც გინდა იყოს ის ხალხი, არ ვარგა დაცინვა და ქილიკი, მაგრამ სამწუხაროდ შენ მაინც ის დაინახე, რისი დანახვაც გინდოდა.. რაც შეეხება "მტრის" თემას, მართალი ხარ, ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, როგორც ახლა, მაგრამ არ მიყვარს ამ აზრობრივი ბარბარიზმის ხმარება და ამიტომ შეგექმნა შენ პრობლემა, დაინახე ის, რაც გინდოდა.. თორემ სხვანაირად იყო მანდ ნაგულისხმევი და მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები კიდევ ერთხელ გაგიმეორებ :eshmak:
  5. Nukriko გაქვს, მგონია მე იმდენი შეგნება, მიხვედრილიყავი რა გაგებით იყო მანდ მტერი ნათქვამი.. და შენი დამცინავ-დამამცირებელი პოსტი არაა მაინცდამაინც ლამაზი.. იცოდე ეს უბრალოდ.. და სხვა რამეშია აქ საქმე.. ამ პატიოსანი მომხმარებლისნაირი ადამიანები არიან რეჟიმების მიერ ყველაზე ადვილი სამართავები(არავითარი პირადული..) და ისინი არიან ერთერთი მთავარი ძალა.. გიყვართ ნამეტანი ვანოს ზონდერებიო ამ ფრაზის ხმარება, ხოდა ის ზონდერები სწორედ ეს ხალხია უბრალოდ დამუშავებულები არიან ფსიქოლოგიურ/"პატრიოტულად".. და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის(მათ შორის ჩემიც) მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნამეტანი გვიყვარს თავის გამოჩენა, დანახვება რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ქილიკი, დაცინვითი ლაპარაკი და ბოლოს სტანდარტული ფრაზები "საქართველოში გამჩერებლის", "მომეცით ვიზა" და მისთანები.. ასე საქმეს არ ეშველება.. შეცდომაა: "როდის ამოვალთ ქილიკის, ცინიზმის და მომეცით ვიზა - ნიჰილიზმის ეპოქიდან :lol: " სწორია: "უნდა ამოვიდეთ ქილიკის, ცინიზმის და მომეცით ვიზა - ნიჰილიზმის ეპოქიდან.." რჩევას მოგცემ პირადად ერთს, მენტორულ ტონში არ ჩამომართმევ იმედია.. არ ჩანხარ ცუდი ადამიანი და გადაეჩვიე დაცინვებს.. არც მიშისტ-ვანოისტებზეა დაცინვა კარგი და არც წერეთელისტ-ზვიადისტებზე.. ისინიც ადამიანები არიან.. საქართველოს მოქალაქეები.. დაცინვა დადებით შედეგს ვერასდროს ვერ გამოიღებს, ასე მგონია მე..
  6. shamili ბოდიშს ვიხდი წინასწარ რაიმე თუ გაწყენინე.. ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათშორის საქართველოსთვისაც, სადაც ხალხის პოლიტიკურ/იურიდიული განათლებისა და თვითშეგნების დონე ძალიან დაბალია, საფრთხეა შენნაირი ადამიანები.. ძალიან დიდი საფრთხე.. შენნაირი ხალხია ქვეყნის პირველი მტერი.. ვერ ხვდებოდე ამას შენ იქნება, მარა, ასეა ეს.. და ის გამკვირვებია კიდევ, ბევრი რომ ხართ ეგრე მოაზროვნე.. მიშისტ ნაციონალებზე გაცილებით საშიშები ხართ თქვენ.. გაცილებით..
  7. prologic ერთბაშად დანებებას, რომც შეძლო, ძალიან ბევრი პრობლემები მოჰყვება.. დავწერე ზემოთ მეთოდი.. გადახედე.. გაიაზრე.. მოგეწონოს უნდა წესით..
  8. პროზაკ უბერ ალეს სერიოზულად კი, პროზაკ ნეიშენს უყურეთ.. კარგი ფილმია.. თემის შესაფერისი..
  9. ნულ ვოუტ.. რომელსაც აირჩევთ იმას გავარჩევ.. ორივეს გარჩევა არ მინდა.. თქვენს გემოვნებაზე წავალ..
  10. ესე იგი.. ვისაც მართლა აწუხებს სიგარეტი.. და მართლა უნდა დანებება.. გთავაზობთ უტყუარ მეთოდს.. 100% წარმატების მაჩვენებლით.. მართალია სულ 6 კაცზე მაქვს გამოცდილი და ამათგან 3 ტაქსისტია , მაგრამ მაინც.. ამ მეთოდის აუცილებელი წინაპირობაა: უნდა გინდოდეთ დანებება თქვენ თვითონ.. ანუ ეს მეთოდი დაეხმარება მათ, ვისაც ნამდვილად უნდა დანებება და რიგი პრობლემების გამო ვერ ახერხებს.. პრობლემებში იგულისხმება: 1) შიშები: გასუქების, გამხდრობის თავის ტკივილების და ა.შ.. 2) ღრძილების ანთება.. კბილებიდან სისხლდენა.. 3) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დამოკიდებულება.. 4) სუსტი ნებისყოფა.. არც ერთი წინათჩამოთვლილი პრობლემა არ შეგექმნებათ.. მაშ ასე: მეთოდი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი ე.წ. უწყვეტი მეთოდი.. შეიძლება უკვე აქვს ვინმეს შემუშავებული/გამოყენებული თავისი ფსიქოლოგიური მომენტებით, მაგრამ ფაქტია მე ჩემით შევიმუშავე და ჩემითვე გამოვცადე ყველა ნაბიჯი არის ძალიან აუცილებელი და ამასთანავე ძალიან ადვილი.. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებლად დაიცავით ყველა მათგანი.. ნაბიჯი პირველი: როდესაც გადაწყვეტთ ამ მეთოდის დაწყებას, პირველი ერთი კვირა არ დაიწყოთ და გააგრძელეთ სიგარეტის მოხმარება ჩვეულებრივად, უბრალოდ იცოდეთ, რომ შემდეგ კვირიდან იწყებთ სიგარეტის გადაგდებას.. ნაბიჯი მეორე: ვსაზღვრავთ საშუალოდ რამდენ ღერს ვეწევით დღეში.. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წინა კვირის მონაცემებიც.. ნაბიჯი მესამე: ვაფიქსირებთ დღეში რამდენი ღერი უნდა მოვწიოთ და ვაკლებთ ყოველ სამ დღეში თითო ღერს.. ვისაც ეს გაუჭირდება, შეიძლება ყოველ ოთხ, თუნდაც ხუთ დღეში დააკლოს თითო ღერი.. ჩვეულებრივ "გაჭირვება" იწყება მეორე-მეოთხე კვირიდან.. შეგიძლიათ ერთ თვემდე გამოიყენოთ ოთხი-ხუთი დღის პრინციპი.. ერთი თვის შემდეგ აუცილებლად ვუბრუნდებით 3 დღეს.. ნაბიჯი მეოთხე: აუცილებლად იქონიეთ 1/2/3 კოლოფი და აუცილებლად დილით ან საღამოს, დაწოლის წინ გაამზადეთ შემდეგი დღის ნორმა ამ კოლოფებში.. ყოველ დღე უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ამ კოლოფებში არსებული სიგარეტების(რაოდენობის) მოწევა.. ნუ ენდობით მახსოვრობას და ტვინს მხოლოდ.. ფსიქოლოგიური მომენტები გაცილებით მეტ ზემოქმედებას ახდენენ მათზე ვიდრე "თქვენ".. ამიტომ აუცილებლად დღის დასაწყისში უნდა გვქონდეს დაფიქსირებული დღის ნორმა.. ნაბიჯი მეოთხე: არაფრის დიდებით არ ვიქცევით შემდეგნაირად: ა) "თავისუფლად შემიძლია თავიდანვე, ეგრევე 10 ღერი დავაკლო და ისე გავაგრძელო.." არა.. ბ) "მივედი უკვე ბოლომდე ფაქტიურად.. რაღა დარჩა.. 2 კოლოფიდან 15 ღერზე ჩამოვედი.. ხვალიდან ღერს აღარ მოვწევ.." არამც და არამც.. საბოლოოდ გადაგდება შეიძლება, თუ მეთოდით ჩამოხვალთ საწყისი ღერების 10% მდე.. მანამდე კეთილი ინებეთ და გააგრძელეთ მოწევა, რომც არ გინდოდეთ მაინც.. ც) "ნამეტანი ადვილად გამომდის რაღაც ღერების დაკლება.. მოდი გადავალ 2 დღეზე და თუ გამიჭირდა შემდეგ ავალ სამი-ხუთზე და მერე ისევ ჩამოვალ თუ რამე.." არა.. ნორმიდან გადახვევა შეიძლება მხოლოდ მეორე-მეოთხე კვირიდან ისიც მხოლოდ ერთი თვით.. დანარჩენ დროს ნორმის ვარირება დაუშვებელია და თქვენი თვითნებური ჩარევა ამის აუცილებლობას შექმნის.. დ) "აუ, რა მაგარ სიგარეტს მაწვდის ეს კაი ადამიანი.. რა მოხდა, დღეს ერთ ღერს თუ გადავუხვევ" არამც და არამც.. გაწვდით ვინმე? აიღეთ, არაა პრობლემა ოღონდ, მის მაგივრად თქვენი კოლოფ(ებ)იდან ამოიღეთ ერთი ღერი და მოიშორეთ ნებისმიერი გზით(მოწევის გარდა).. ხოლო თუ უკვე დღევანდელი დღის ნორმა ამოიწურა, ე.ი. არ გიმართლებთ, რამეთუ უარის თქმა მოგიწევთ შემოთავაზებაზე.. მეთოდის პლიუსები: 1) აბსოლიტურად ყველანაირ ჯანმრთელობის პრობლემას იცილებთ, რაც ყველაზე ხშირია სიგარეტზე თავის განებების დროს/შემდეგ.. 2) ნულოვანი პრობლემა ნიკოტინზე დამოკიდებულების გამო.. 3) ნებისყოფის აუცილებლობაც თითქმის ნულამდეა დასული.. 4) ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად მეთოდის დაცვის დროს.. არანაირი გლობალური ცვლილებები იმის გამო, რომ სიგარეტს აგდებთ არ ხდება.. 5) მეთოდის დაცვის მხრივ არანაირი პრობლემა არ გექმნებათ ექსტრემალურ/გაუთვალისწინებელ/განსაკუთრებით სანერვიული სიტუაციებში.. თავისუფლად შეიძლება ამ დროის გადაგორება ისე, რომ მეთოდი არ დაარღვიოთ.. 6) მართალია, ცოტა დიდად ჩანს მეთოდი, მაგრამ უმარტივესი გასაგები და კიდევ უფრო მარტივი დასაცავია.. 7)ანებებთ ისე, რომ ორგანიზმი თითქმის აღარასდროს აღარ მოგთხოვთ ნიკოტინს.. (ვისაც აინტერესებს ავუხსნი ამ პუნქტს.. ბოლოში აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც მოგინდებათ მეოთხე ბ პუნქტის დარღვევა.. რაზეც საბოლოოდ უარის თქმა და ძალით მოწევის გაგრძელება გიქმნით როგორც ბიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ ზიზღს სიგარეტისადმი).. მეთოდის მინუსები: 1) გრძელვადიანია: (მთავარი მინუსი) 2) საჭიროებს მინიმალურს, მაგრამ მაინც, ნებისყოფას.. 3) სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, რთულია მოუწესრიგებელი ადამიანებისთვის მეოთხე ნაბიჯის დაცვა.. 4) მიუხედავად იმისა, რომ ადვილი გასაგები და გასააზრებელია, მაინც ბევრია წასაკითხი.. ვიმეორებ, მეთოდი ამართლებს 100% მისთვის, ვინაც ნამდვილად გაანალიზა და მიხვდა, რომ სიგარეტის გარეშე ცხოვრება გაცილებით უკეთესია.. ნამდვილად უნდა განებება, მაგრამ უჭირს თავში ჩამოთვლილი პრობლემების გამო.. ჩემი თხოვნა იქნება, თუ დაიწყებთ ამ მეთოდით თავის განებებას, აუცილებლად შემატყობინეთ შედეგები გისურვებთ წარმატებებს..
  11. chegesto ესე იგი.. ჭადრაკის ტურნირის განხილვის თემაშიც კი არ მოიწყენ კაცი
  12. ლ ი ც ი არ ვიცი ნებსით თუ უნებლიეთ, მაგრამ ნამეტანი ეშმაკური პოსტია.. არც აფრენები აკლიათ ამათ მაღლა ცაში და არც დაფრენები.. newstudio ცოტათი განსხვავებულად ვიტყოდი ამას.. მაგალითად ასე: "ხოდა საქმეც მაგაშIა, რაც მუშაობდა სსრკ-ს დახურულ სისტემაში, ის ვერ უნდა მუშაობდეს 21 საუკუნეში..." (ც) მაგრამ ფაქტია.. მუშაობს..
  13. Saturn გამორიცხულია.. 1 საათი უნდა იყოს სულ ცოტა 1 მოთამაშეზე..
  14. რა მოხდა მერე ბევრჯერ ნათქვამ, ნაგულისხმებ სათაურს თუ დავარქმევ? 04 თებერვალი 2010 წელი 12:20: ჯანი ბატონი.. ჯანი ბუკიკიო: 1) საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია, რომელიც კონსენსუსის გზით უნდა აღმოიფხვრას.. 2) არსებული კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს.. 3) საქართველომ კონსტიტუციაზე მუშაობა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა.. 04 თებერვალი 2010 წელი 16:11: დავით ბატონი.. ბაქრაძე.. დავით ბაქრაძე: 1) ჯანი ბუკიკიოს აზრით, საქართველოს კანონმდებლობა მაღალ დონეზეა.. 2) ჯანი ბუკიკიოს აზრით, საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.. არ გიყვართ ხალხნო ბითლზი?
  15. +მე, თუ: თამაშები იქნება 8 საათის მერე; თამაშის დრო თითო მოთამაშეზე იქნება 1 საათი ან მეტი;
  16. ქრონომეტრაჟი დაცულია.. შეგიძლიათ დაფიქრდეთ..
  17. გამებუტე? .. ომში ამერიკა თითქმის არანაირად არ ეხმარება საქართველოს .. ამერიკის სერიოზული ლიდერებიდან და მმართველებიდან თითქმის აღარავინ აღარ ხვდება საქართველოს მთავრობას.. .. მკვეთრად პროდასავლურმა პოლონეთმაც კი "ხელი აიღო" საქართველოზე, აღარაფერს ვამბობთ საფრანგეთზე, ესპანეთზე და მისთანებზე.. .. "პროდასავლური უკრაინის" ერთ-ერთი ლიდერი დიპლომატიურად, თუმცა მაინც "ეკაიფება" საქართველოს პრეზიდენტს.. .. ამერიკა სერიოზულ მინიშნებებს აკეთებს, რომ რუსეთთან ე.წ. "პერეზაგრუზკის" გამო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მიდგომას არ შეცვლის, თუმცა არც მაინცდამაინც იდარდებს რუსეთის პოზიციაზე ამ საკითხში.. .. რუსეთისადმი მკვეთრად აგრესიულად განწყობილი თითქმის ყველა ქვეყანა იწყებს მასთან დიალოგს: პოლონეთი, უკრაინა, ლატვია.. მეც გაგებუტე! .. მოდის რამოდენიმე წინადადება მთავრობიდან რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი, მიუხედავად ომამდელი მოწოდებებისა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა ამ აზრის არსებობას.. .. მთლიანად იცვლება ტონი პუტინისადმი და მედვედევისადმი მთავრობის გამოსვლებში: ადრე, როდესაც თითქმის ყველა გამოსვლაში იყო მათ მიმართ პიროვნული აგრესია, ეხლა პიროვნული აგრესია სრულიად გაქრა, მის მაგივრად ჩნდება "ლაითად" სიტყვების გადაკვრა.. .. გამოკვეთილი აგრესია პროდასავლური ალიანსის (ალასანია, ახლები, რესპები) მიმართ მაშინ, როდესაც არ ვლინდება თითქმის არანაირი აგრესია პრორუსული ძალების მიმართ (ფორუმი, ნოღაიდელი).. .. შედარებით პროდასავლური ტიმოშენკოს და მისი "სასტავის ბავშვივით დაგოიმება" საქართველოს მთავრობის მიერ (ნამეტანი რთულია იმის დაჯერება, რომ ტელეფონის მოსმენებში დახელოვნებული საქართველოს შს მინისტრი, უცხო ქვეყანაში "დესანტის" გადასმის ოპერაციის დეტალებს აგვარებდეს ჯეოსელის ჩვეულებრივი ნომრიანი ტელეფონით).. .. მინიშნებები ნატოს არაეფექტურობაზე და მასში შესვლა არ შესვლის პოლემიკის თავიდან დაყენება საქართველოს მთავრობის მიერ.. თუ ჭკუით იქნები შეიძლება შეგირიგდე, ოღონდ არა სახალხოდ! .. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მომენტში ხდება "ეძინაია რასიას" დესანტის გამოგზავნა და ფართო დემონსტრირება მხოლოდ(?!) ქართულ მედია სივრცეში მათი არშემოშვებისა.. .. სერიოზული მინიშნებები ქართული პროდუქტის დაბრუნების შესაძლებლობისა რუსულ ბაზარზე, ხარისხის სერთიფიკატის გავლის შემთხვევაში(ყაზახეთ-ბელორუსიის შემოვლითი გზები არ იგულისხმება).. .. საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე დაძაბულ მომენტში ხდება "ბოროტი ბუის", ებრალიძის დაბადება, ხდება მისი პერიოდული გამოხტომები, მაინცდამაინც რთული შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების და დაძაბულობების დროს.. შეგიძლიათ შეავსოთ!
  18. ერთია ის, რა აზრიც გამოთქვით თქვენ, გაიყიდა ძიძიგურიო, თუმცა იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, რომ ხელისუფლებას აწყობს ძიძიგურის, დავითაშვილის და მისთანების პიარი, გაქაჩვა (გადაცემაში მიწვევა ხომ პიარი უფროა, თორემ ეგ თუნდა 50კც კი არაფერია არჩევნებისთვის) რამეთუ ეს ხალხი მაინც ოპო არეალიდან იღებს ხმებს, შესაბამისად თვითონ საერთოდ არ დაზარალდებიან და ოპოზიციის ძლიერი კანდიდატს(ალასანია) კი დააზარალებენ..
  19. არ ვარგა აქ.. ფორუმ.გეზე ნახეთ ჯობია.. ძაან მაგარი ხალხია.. ოჯახიდან დაწყებული ჟურნალისტებით და დიქტორით დამთავრებული ყველასთვის შეეცადენ დაებრალებინათ.. ცოტა ხანში პოპოვს და ნიპკოვს რადიოს და ტელევიზორის გამომგონებლებს დააბრალებენ არასწორად გადაეცა ტალღები და არასწორად ასახა ტელევიზორმაო ასეთ ხალხს გაფრთხილება სჭირდება.. სერიოზული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები შეიძლება მათზე ჩატარდეს..
  20. ხოხოო რა გვიყვარს კურსის შეცვლა ხოლმე.. დაუბრუნდით თემას და უთხარით სპეციალურად დათესილ უაზრო ნიჰილიზმს ნწუ..
  21. მაინტერესებს ნამეტანი, მიშას ფანებში თუ შედიან ალბათობის თეორიის და შემთხვევითი პროცესების სპეციალისტები.. oO
  22. newstudio მოჭადრაკე ან ყოფილი მოჭადრაკე ხომ არ ხარ შემთხვევით?
×
×
  • შექმენი...