Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. თუ რამე კონკრეტული მოითხოვა ოპოზიციამ, რაც გამოსასწორებელია და მიშა ვერაფერს პასუხობს, ბურჯანაძე მოღალატედ რაცხავს, რა დროს ეგ მოთხოვნააო, ხოდა თვითონ რას ითხოვს ნეტა? დამსვით სკამზეს გარდა კიდე თუ ითხოვს რამეს? მიშა ისეთი ჩათლახია, რო ისე იზამს მართლა ჩამოაგდებენ და ესეთ შათრახს დადებენ ქართველები და მერე ისევ მიშა სანატრელი გაუხდებათ და ისევ მიშას დადებენ. სულ ზღრენის და ნანუკას შოუს სუნი როგორ უნდა ასდიოდეს მაგ ქვეყანას.
  2. რატომღაც ეს გამახსენდა: დიდ შესაძლებლობებს დიდი პასუხისმგებლობა მოაქვს - სპაიდერმენი --------------------------- ისე, ხომ ყველამ ვიცოდით ეს შალიკოზე, უბრალოდ ამან თქვა, მითუმეტეს, რომ უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.
  3. რა დროს კადაფის შეცვლაა, როცა მტერი ესე ახლოს ყავთ http://www.globalpost.com/sites/default/files/imagecache/gp3_small_article/gaddafi_protester.jpg
  4. დავუშვათ ესეთი სიუჟეტი: გაუთხოვარი ფეხმძიმე ქალი ადის ან ჩადის ეკლესიის კიბეზე სალოცავად, დაეჯახა მთვრალი მღვდელი და ქალი წაიქცა კიბეზე და მუცელი მოეშალა. ამის მერე მღვდელმა მოინანია საქციელი. ქალმა მღვდელს უჩივლა. ბავშვი დაიღუპა. უმეტესობა ქრისტიანული რელიგიების, მათ შორის მართლმადიდებლური სწავლების თანახმად სიკვდილის შემდეგ ქალის მდგომარეობა საეჭვოა ალბათ ჯოჯოხეთში გაუშვებენ, მღვდელი სამოთხეში მიდის, რადგან მოინანია და რაც მთავარია დაღუპული უშობელი ბავშვი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიდის, ვინაიდან მოუნათლავი იყო. ხოდა ვსვავ კითხვას: მორწმუნეებს ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ან თუ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ, არ ფიქრობთ, რომ ნორმალურები არ ხართ? ან რატომ გწამთ იმის, რომლის სწავლების მიხედვითაც ეს ნორმალურია?
  5. Ostap კარგი ფოტოა აი მაგ ფოტოს და ამ ორ ვიდეოს რაღაც აქვთ საერთო: "ფახი ახპერ ჯან ფახი" 1 http://www.youtube.com/watch?v=1wliAYfH1bg "ფახი ახპერ ჯან ფახი" 2 http://www.youtube.com/watch?v=nY1-0oTdV0A
  6. გატყობ "2 რაღაცაზე" მეტი გაქვს ნასწავლი, ხოდა იქნებ დაგვდო პატივი და ახსნა, როგორ "სხვანაირად არის საქმე", თორემ ეს 2 რაღაცა ნასწავლები "ვღერძავთ" ხომ ხედავ. "ღერძვა" სამარხოა? რას ნიშნავს?
  7. ოსტაპ ბენდერის ფრთოსანი ფრაზა გამახსენდა - მალენკიე ვასიუკი სტანუტ ბალშიმი ვასიუკამი
  8. მიშამ ისთერნ პრომოუშენს (თუ რა ქვია იმ მეკონცერტე კომპანიას) დაავალოს და იქნებ კუტუნიოს მაგივრად ეს მარიაკები ჩამოიყვანონ.
  9. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები მიშას ცოცხალს არ გაუშვებენ. არც მის გარემოცვას, არც ნეოკონსერვატორებს, არც რუსებს არ აწყობს ესეთი ცოცხალი მოწმე, რომელსაც მესამე კლასელმა ბავშვმა რომ თავში ხელი წამოარტყას ყველაფერს მოყვება. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლავენ. ერთადერთი ვისაც მისი არმოკვლა აწყობს, ვართ ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც გვაინტერესებს მისგან ყველაფრის გაგება და მისი და მისი თანამონაწილეების კანონით დასჯა. თუმცა ჩვენ არც არასდროს არავინ გვეკითხებოდა და თავად მიშასაც ჭირივით ვეჯავრებით, ამიტომ ეგ კაცი 100%-იანი განწირულია. აი ნახეთ საინტერესო ვიდეოა ==> სადათის მკვლელობა
  10. აბა მძიმე თავით, ეს როგორ უნდა წავიკითხო: კარგი რა არ დაიღალე ამ შეთქმულებების გამოვლინებით, მიშა თავზე გვიშვება და ჩვენ კიდე "გერმანიაში ბიჭებში ტესტესტერონის დათრგუნვაზე" ვდარდობთ. ჰომო კინტოებიც მასონების შეთქმულებაა? ეხლა არ მითხრა ეგ ფართოდგავრცელებული ჭორია და კინტოები #######ს არ ათამაშებდნენო. ---------- ბოლო ბოლო, რას ვღადაობ, რა სიმართლე არ ვთქვი: ჩვენც ავდგეთ არ გავპიდარასდეთ. ნუთუ ამისთვის რამე კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო?
  11. ვინ ცდილობს? შეთქმულები? ----------- მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ჩვენც ავდგეთ და არ გავპიდარასტდეთ და მორჩა. მეტი კონტრზომა არ არის საჭირო. მე ნაღდად არ მჭირდება რაიმე კონტრშეთქმულება, რომ არ გავპიდარასტდე, თქვენ გჭირდებათ? თუ ორგანიზაციული წაინააღმდეგობის კერების გაჩენის გარეშე ფიქრობთ, რომ ვერ შეინარჩუნებთ კაცობას და კინტაურის ცეკვას დაიწყებთ?
  12. gendolf ჯერჯერობით გადაჩვევაზე ვჩალიჩობ და მგონი გამომდის
  13. ჩვენთან აქლემები არ არის, ალბათ ვირებზე და ჯორებზე დასვამენ ზონდერებს. და იმედია აღარც ჩამოვლენ ჯორებიდან, მათი ადგილი სწორედ იქ არის.
  14. ისე საქართველო იმდენმა დამპყრობელმა დაიპყრო, რომ რთული იქნება დადგენა ვის რა დოზით აქვს სისხლი "საამაყო". ისე საინტერესოა დნმ-ის ანალიზის გაკეთება, ვაი და აღმოჩნდეს რომ რაღაც დოზით არ აქვს ადამიანს საამაყო, მერე პასპორტში ჩავუწეროთ 75%-ით ამაყი. ისე რამე რომ არ გაგვეპაროს წინადადება შემომაქვს ყველას გავაკეთებინოთ ეს ანალიზი, რომ ვინმე დაბალპროცენტიანი "საამაყო" სისხლიანები არ გაგვეპარონ წინ შემთხვევით. კახეთი მაგალითად სულ დაპყრობილი იყო, ნუ ყოვეშემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში, ასე რომ დარწმუნებული ვარ 100% ქართული, ანუ "სუფთა" ქართული სისხლის მქონეს ვერ ვნახავთ, ამიტომ სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის ავუკრძალოთ კახელებს დანარჩენ საქართველოსთან შეჯვარება, რათა არ მოხდეს "სიამაყის" შემდგომი დაქვეითება. ალბათ მაგ აღრევების ბრალია, თორემ ჩვენი "საამაყო" სისხლის პატრონებს უფრო დიდი მიღწევები უნდა გვქონოდა. სხვები კოსმოსში დაფრინავენ და ჩვენ კიდე ცხვირში თითის შეყოფაზე დიდი მიღწევა ჯერ ვერ მოვახდინეთ. პ.ს. თქვენს მიერ ხსენებულ "ნაციონალისტ" ილიას აქვს ნათქვამი "ენა, მამული, სარწმუნოება". ესმოდა, რომ რა ენაზეც საუბრობს ადამიანი იმ ერს ეკუთვნის და სისხლი, პლაზმა და ნაღველის სითხე არაფერ შუაშია ეთნოსთან და ამიტომაც თქვა ჯერ ენა.
  15. თეორიულად შესაძლებელია. თუმცა დოკუმენტირებულია ყველაფერი, ანუ მე თუ ვამბობ ისეთ ინფორმაციას ვამბობ, რომელზეც თქვენც თავისუფლად მიგიწვდებათ ხელი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თქვენს მიერ მოხსენებული შემთხვევა კი მხოლოდ თქვენ იხილეთ, ამიტომ მისი სისწორის დადასტურება იქნება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნა, რომელსაც თქვენ ზეარსების გარეშე ფიზიკურად ვერ მოიპოვებთ. სწორედ ასეთი ინფორმაციაა რიმანის ჰიპოთეზა. დამარწმუნეთ თქვენს სისწორეში, რაც ვფიქრობ იმის დასტურიც იქნება, რომ მე მაწუხებს შიზოფრენია და არა თქვენ. თქვენი თავდაჯერებული ტონიდან გამომდინარე, ვფიქრობ სირთულეს არ წარმოადგენს ანგელოზისთვის ამის თქხოვნა და ანგელოზისთვისაც არ უნდა წარმოადგენდეს მისი ამოხსნა ხომ ესეა, მაშ რას ვუცდით...
  16. ვფიქრობ განყოფილება არ შემშლია. ეს თემა სწორედ ხელოვნების და კულტურის სექციაში უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ მომიწია თბილისში ცოტა ხნით ყოფნა და მოხიბლული დავრჩი ჩვენი ტუალეტებით. აეროპორტში მაგალითად მამაკაცების ტუალეტში 4 უნიტაზია და არც ერთი არ იყო ჩარეცხილი. ადამიანები შედიოდნენ შვებოდნენ და ჩაურეცხავად გამოდიოდნენ. ასევე რესტორნებში არსებულ ტუალეტებშიც იგივე მდგომარეობაა. ქუჩებში ჯერ არ არის საზტუალეტები, თორე იქაც იგივე იქნებოდა. ხოდა ვინც არ რეცხავს იმათ გასაგონად ვამბობ, ტუალეტში რომ გახვალ სუფრიდან და ჩააჯვამ მერე ჩარეცხე და ისე დაბრუნდი სუფრაზე ქართული კულტურის სადღეგრძელოს დასალევად.
  17. დღეს იემენის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არჩევნებამდე დატოვებს პოსტს და პირობა დადო, რომ გააუქმებს კონსტიტუციის იმ ნაწილს სადაც 200 ჯერ შეიძლება ყოფილიყო "არჩეული". მოკლედ იცვლება სამყარო მგონი. იმედია ჩვენთანაც გაითვალისწინებენ გამოცდილებას. ისე ცოტა წინ ვართ მგონი. ეგვიპტეში ჯერ ეხლა უშვებენ ედიკას და ეხლა უნდა დაუდონ მიშა სკამზე. ჩვენ კიდე იმედია ცოტაღა დაგვრჩა მაგ სახადის მოშორებამდე. მთავარია ტუალეტის ჩარეცხვა ვისწავლოთ და იქნებ ნება მოგვცენ ჩვენით ავირჩიოთ.
  18. giorgi qadagishvili ვისაც ღმერთებთან და ანგელოზებთან ხილვები და შეხვედრები გაქვთ ყველა იმათ დანაბარებად მანამდე თქვენსავე მოსაზრებებს, რომ ასაღებთ. საკმარისია ისეთი რამის კითხვა გთხოვოთ ვინმემ, რასაც თქვენ თავად ვერ გასცემთ პასუხს და მხოლოდ ზეარსებას, თუკი ასეთი არსებობს და თქვენ მართლა ესაუბრებით, შეუძლია გასცეს პასუხი, მაშინვე მასონობას და ეშმაკის მოციქულობას აბრალებთ კითხვის დამსმელს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეგ ზეარსებასთან შეხვედრები არის თქვენი ფანტაზიის ნაყოფი და შესაბამისად ისეთ კითხვას ვერ გასცემს, რომელსაც თავად თქვენ ვერ სცემთ პასუხს. რიმანის ამოცანა კი სწორედ ესეთია და არანაირი კავშირი არ აქვს ეშმაკთან. არის ათასწლეულის ამოუხსნელი ამოცანებიდან დარჩენილი და კაცობრიობას ნამდვილად კარგ სამსახურს მოუტანთ ამის ამოხნით. თუმცა ვინაიდან თქვენ არანაირი შეხება არ გაქვთ ანგელოზებთან და ამდაგვარ ზეარსებებთან, შესაბამისად ვერ გასცემთ პასუხს. თქვენი ანგელოზის მიერ ამოხსნილ ამოცანათა წრე შემოიფარგლება მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებში არსებული ცოდნით. აბა სცადეთ ამოხსნა და ამით დაამტკიცებთ, რომ ის რასაც თქვენ ეხლა გვეუბნებით რეალობაა და არა თქვენი ფანტაზიის ან შესაძლო შიზოფრენიის ნაყოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებ ჩემს მოსაზრებაზე დავრჩე.
  19. giorgi qadagishvili ისე თუ ანგელოზებს და ღმერთებს ესაუბრები ერთ მარტივ კითხვას დაგაბარებ მათთან. იმას ხომ ვერ მეტყვი, რომ მათ პასუხი არ ეცოდინებათ. რიმანის ჰიპოთეზა ამომახსნევინონ თუ შეუძლიათ და დავიჯერებ შენ რასაც ამბობ. აბა ჰკითხე და ვნახოთ რას გეტყვის ანგელოზი. თუ მართლა ანგელოზია და არა შენი ჰალუცინაცია ეს უნდა ამოხსნას. ოღონდ თუ გიპასუხეს, პასუხი პირადი მესიჯით მომწერე აქ არ დაპოსტო, იმიტომ რომ ათასწლეულის ამოცანაა და 1 მილიონი დოლარია სამეცნიერო პრემია ამის ამოხსნაზე. პირობას გაძლევ რომ ამ მილიონს ქველმოქმედებაში დავხარჯავ შენთან ერთად.
×
×
  • შექმენი...