Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. ისე ისლამის მიხედვით ყურანი ჰქვია მხოლოდ არაბულ ტექსტს, ხოდა ვინაიდან ჩვენი მეგობარი ვერ კითხულობს გამართულად გამოდის, რომ სწამს იმის რასაც თვითონ ვერ კითხულობს. ------------ კიდე მაინტერესებს თალიბანზე რას იტყვი?
  2. სიმღერები კი არის მაგრამ არ ლოცულობენ, დაჟე ნაღდ ამბავს გეტყვი მედინაში, რომ ჩახვიდე და მუჰამედის საფლავზე მიხვიდე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნახავ ესეთ სცენას, როცა ვინმე დავარდება საფლავზე და დაიწყებს ლოცვას და თავის რტყმას, ხოდა პოლიცია დგას იქვე და ეგრევე გააპანღურებენ ტიპს, წადი და ღმერთთან ილოცე ეს წინასწარმეტყველი იყო მხოლოდო.
  3. شيعة علي მიგაჩნია თუ არა წინადაცვეთა ბარბაროსობად? ან ამიხსენი რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს პენისის წინა კანს ღმერთთან და რწმენასთან?
  4. მორჩა უკვე? ძველი გამოცდილების გათვალისწინებით გავედი ცოტა ხნით, მაინც დააგვიანებენ თქო ვიფიქრე და შეხედე შენ.
  5. კიდევ მაქვს კითხვები. როგორ გწამს ისეთი რის ნორმალურად წაკითხვასაც კი ვერ ახერხებ? თარგმანი, რომ ყურანი აღარ არის თავად მოგეხსენება. გჯერა, რომ ღმერთი მხოლოდ არაბულად საუბრობს, ანუ ერთენოვანი არის და სხვა ენები არ იცის და თან მაინც ყოვლისშემძლეა? ან დასავლეთისკენ, რომ გაიხედო და ისე ილოცო, ღმერთი ვერ გაიგებს? თუ მხოლოდ აღმოსავლეთისკენ ნათქვამი ესმის ყოვლისშემძლეს?
  6. شيعة علي უი არ არის საუდის დროშა ეხლა დავაკვირდი, არც ვიცოდი სხვა თუ იყო ესეთი და რომ დავინახე ვიფიქრე ეს ვაჰაბიტების დროშა რას აუფრიალებია ამ შიიტს თქო. ეხლა დავაკვირდი და ვხედავ რომ სხვაა. დაჟე ხმალიც ორპირიანია, არ შემიმჩნევია ესეთი. ისე შენ არაბული თუ იცი?
  7. شيعة علي ერთი ეს ამიხსენი ნიკი გაქვს "შიიტი ალი" და ავატარად სუნიტური საუდის არაბეთის დროშა, ხოდა ცოტა დავიბენი. იქნებ გამარკვიო ამაში?
  8. კითხვა: 3) როგორც გეოპოლიტიკის ცოდნაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ რა პროცესები მოყვება რუსეთის დაშლას და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას? და თუ გიფიქრიათ, რატომ იქნება ეს მოვლენა დადებითი ჩვენთვის? ლეკიანობა იყო ერთ ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ძირი გამოუთხარა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. რატომ ფიქრობთ, რომ ეხლა გვექნება კეთილმეზობლური ურთიერთობა მათთან?
  9. ჩამოგითვალო გინდა? შენც ხომ იცი, რომ ესე წერია უმეტეს ისტორიულ კვლევებში, მაშ რატომ მეკითხები? 024.004 სურის ისტორიაც ხომ იცი? ეხლა გავდივარ და ხვალ გავაგრძელოთ საუბარი თუ გსურს. პ.ს. ალი (ალი გქვია ხომ, თუ ვცდები?) თუ მართლა გუჯარათში ხარ ერთი ჩემი ხათრით გუჯარათული მასალა პური ჭამე, მიყვარს ძალიან.
  10. ისტორიული ცნობებით 6 წლის დანიშნა და 9 წლის მოიყვანა, თუმცა მოგვიანებით, ამის გამო შექმნილი გაუგებრობების გამო ზოგმა რელიგიურმა პირმა დაიწყო ამის გაბათილება და სადავო ინფო გავრცელდა, თუმცა არც ერთი ცნობით აიშა, ცოლად მოყვანის მომენტში არ იყო 14 წელზე მეტის, ანუ იყო ბავშვი. პირადად თქვენ 9 წლის ასაკის ბავშვის ცოლად მოყვანა რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ?
  11. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჟოაო ერთადერთია, რომელმაც აღიარა, რომ 2013 მერე მიშა უნდა წავიდეს. როგორც წესი ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანები ამას არ ამბობენ და ელოდებიან მიშას გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის მერე აკეთებენ კომენტარს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები მის მოსაზრებებს, პატივს ვცემ და მჯერა, რომ რასაც ამბობს ესეც ფიქრობს. ეხლა კითხვა. გასაგებია, რომ მხარს უჭერთ გამსახურდიას კავკასიის ერების თავისუფლებას და გჯერათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ პოლიტიკას ატარებს. და ამასთან დაკავშირებით 2 კითხვა: 1) რატომ გგონიათ, რომ მიშა სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს? ფაქტია, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ჩახშობაში დღევანდელმა ხელისუფლებამ ითანამშრომლა რუსებთან და ამას არც მალავს მიშა, პირიქით ომის დღეებში ტელევიზიით აღიარა ეს ფაქტი. ამის გათვალისწინებით რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ ისეა ჩვენი პოლიტიკა, როგორც თქვენ თვლით საჭიროებას, მითუმეტეს, რომ თქვენ უშუალოდ არანაირ მონაწილეობას არ იღებთ პოლიტიკის კეთებაში და არ გაქვთ რეალურ ინფორმაციასთან შეხება, გარდა მაგისა, შეხება რომც გქონდეთ, მოგეხსენებათ დღევანდელი საქართველო მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით ატარებს, როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკას და რატომ გგონიათ რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ საქმეს ემსახურება, ან თუ ემსახურება რა გარანტია გაქვთ, რომ ხვალ რამე სხვას არ მოიფიქრებს? მან პირადად გაცნობათ ამის თაობაზე? 2) დამოუკიდებლობის მოპოვების მერე რუსებთან ურთიერთობები ნორმალურად ვითარდებოდა, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ელცინი ყაზბეგში ჩამოვიდა და ხელი მოუწერა გამსახურდიას თანამშრომლობაზე, გარდა ამისა სახეზეა სომხეთის მაგალითიც, ანუ რუსებთან თანამშრომლობის რეალური მაგალითი. მიუხედავად ამისა გამსახურდიამ აირჩია კავკასიის განთავისუფლების გზა და დაუკავშირდა ჩეჩენ სეპარატისტებს და ფაქტიურად დაიწყო რუსეთის სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელი საქმიანობა. საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით გონიერ საგარეო პოლიტიკას არ წარმოადგენდა რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა. გამსახურდია ანგარიშვალდებული იყო ყოველი ჩვენთაგანის წინაშე და მიუხედავად იმისა მორალურია თუ არა რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში ჩრდილოკავკასიელთა ყოფნა, მას უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფო ინტერესები და ზომიერი პოლიტიკა ეწარმოებინა. თუმცა მან სხვა გზა აირჩია და შედეგად თავად მოგეხსენებათ რაც მოხდა. დღსედღეობით ვხედავთ რა მდგომარეობაშიც ვართ და მიუხედავად ამისა თქვენ პროპაგანდას უკეთებთ ამ მიმართულებას. ალბათ იტყვით, რომ მაინც ესე მოხდებოდა, განურჩევლად ჩვენი კურსისა. ეს იქნება მხოლოდ თქვენი ვარაუდი, ვინაიდან ამას თქვენ ვერ დაამტკიცებთ. ფაქტი ერთია, რომ ვინც ნორმალური ურთიერთობები არჩია რუსეთთან მათ მხოლოდ მოგება ნახეს ამით. პრაქტიკულად თაობების ნორმალური ცხოვრება შეელია ამ ვირტუალურ თავისუფალ კავკასიას. ასევე დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა. მაინც თქვენ აქტიურად უჭერთ ამ, ჯერ-ჯერობით უშედეგო კურსს მხარს. როგორც ანალიზის კეთების პრეტენზიის მქონე ადამიანი, როგორ ფიქრობთ კიდევ რამდენი ათწლეული, ანუ რამდენი თაობის უბედური ცხოვრებაა საჭირო და კიდევ რამდენი ტერიტორია უნდა დაკარგოს საქართველომ, ვიდრე ამ თავისუფალი კავკასიის, ჩემი აზრით აკვიატებული იდეა, არ განხორციელდება, თუკი საერთოდ უწერია ამას ახდენა; ოდესმე თუ გიფიქრიათ რომ ცდებით და თუ გრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას ამ იდეის პროპაგანდით გამოწვეული ზარალის გამო?
  12. ვიცი, რომ არ მოხდება. კიდევ გიმეორებ ადამიანის შექმნა იმდენად გაუთვალისწინებელი და სპონტანური მოვლენა იყო, რომ თუკი შემოქმედი ზეარსება არსებობს კიდეც მისთვის ადამიანი ისეთივე მნიშვნელობის არის, როგორც ჭინაჭველა. ეხლა წარმოიდგინე ამ მილიარდბით ჭიანჭველას შორის მე რა მიზნით უნდა გამომარჩიოს? არ გამოარჩია ჰიტლერი რომელიც მილიონობით ადამიანს ჟლეტდა და არ გააჩერა იგი და მე და შენ რა მიზნით უნდა შეგვარჩიოს? აბსურდია. არ ფიქრობ, რომ ადამიანი, რომ ამას თუნდაც გაიფიქრებს არის საოცრად ეგოისტი და თუკი ასეთი "ხილვა" მას აქვს არის ან თვალის განვითარების პროცესში (ევოლუციაა აბა როგორ გინდა) მომხდარი გარეშე მოვლენა, ან ტვინის რამე ტრავმული გართულება. მოჩვენება კიდე სავსებით აკმაყოფილებს მის ეგოს და ამის გამო რეალობად ასაღებს არარეალურს. წარმოუდგენელია, რომ მე ღმერთი ან რამე ზეარსება რაიმე ფორმით გამომეცხადოს. მე ამის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ან რა უნდა ვიწამო ეკლესია, თუ რელიგია? გამორიცხულია, რომ მე ამ ინსტიტუტების საჭიროება ვიწამო. რელიგია ყოფს ადამიანებს, ხელს უშლის სამეცნიერო პროგრესს, ხელს უშლის მშვიდობას, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, ფიზიკური და მორალური ზიანი მოაქვს ადამიანებისთვის და როგორ უნდა ვიწამო? ადამიანისთვის დამახასიათებელი სიკვდილის გამუდმებული შიში არის ამ რწმენის საფუძველი. გარდა მაგისა რელიგიის მსახურები კარგად იყენებენ უბედურ შემთხვევებსაც და უნამუსოდ აცხადებენ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ რწმენა არ ჰქონდათო. ეხლა, რომ მე მანქანა დამეჯახოს ქუჩაში, იქნება სრულიად შემთხვევითი მოვლენა, თუმცა ბევრი იტყვის, რომ ამ ფორუმზე ეკლესიის ლანძღვის გამო მომივიდა. ეს იქნება სრული სიცრუე.
  13. თქვენს დავას, რომ ვუყურებ კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რელიგია არის სიბნელე და ადამიანებს მხოლოდ გონებას უბნელებს და აგრესიულს ხდის. რაზე დაობთ, რა არის მაგაში სადაო. ვიღაცამ რაღაც დაწერა და მერე ვინ უფრო ყოჩაღურად თარგმნა? და მაგის გამო მზად ხართ კვეყნის უბედურება დააბრალოთ ერთმანეთს. ვაი რა გვეშველება. კოცონზე დაწვით ერთმანეთი ბარემ. 2000 წლის წინ ვიღაცამ რაღაც დაწერა, განა ამის გამო დღეს შეიძლება ადამიანი გაწირო? ეს არის რწმენა? მხოლოდ აგრესიას ვხედავ მორწმუნეებში.
  14. მეც მაგას გეუბნები, რომ მთელი ეს ინდუსტრია შექმნილია მხოლოდ შენნაირი და ჩემნაირი ადამიანების ნაწერზე, უფრო მეტიც მე და შენ გაცილებით მეტი ვიცით ვინაიდან მეტ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი; და ამას შეუძლებელია რამე კავშირი ჰქონდეს ღმერთთან, თუკი ესეთი საერთოდ არსებობს. აბა სხვა კი არაფერს ვამბობ მე; და ამ ჩამორჩენილი ადამიანების ნაწერის დაცვის მიზნით, უარის თქმა ევოლუციის რეალობაზე არის არასწორი და რეალობის დამალვა.
  15. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიგიჟეებს იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანებმა მოთმინება დაკარგონ და ადვილად წამოეგონ ფსევდო ოპოზიციის ემოციურ მოწოდებებს და მიტინგებზე უაზრო მოთხოვბით ტკეპნონ ერთი ადგილი, რაც ამდენი წელია არაფერს იძლევა. ზომიერი და ჭკვიანი მოთხოვნა კი იგნორირებულია ემოციების გამო, ხოდა მიშაც თავს ადვილად იმართლებს დასავლეთთან, ხომ ხედავთ გიჟები მებრძვიანო. ) )
  16. წმინდა თომა აქვინელი: "And since what belongs to the son is his father's, and what belongs to the slave is his master's..." "და რაც ეკუთვნის შვილს არის მისი მამის, და რაც ეკუთვნის მონას არის მისი ბატონის.." "Further, slavery among men is natural, for some are naturally slaves according to the Philosopher (Polit. i, 2). Now "slavery belongs to the right of nations," as Isidore states (Etym. v, 4). Therefore the right of nations is a natural right." "ფილოსოფოსის მიხედვით მონათმფლობელობა ადამიანებს შორის არის ბუნებრივი, ზოგი ბუნებრივად არის მონა. როგორც ისიოდორე ამბობს მონათმფლობელობა ერების უფლებაა. ამდენად ერების უფლება ბუნებრივი უფლებაა" წყარო: თომა აქვინელის The Summa Theologica
  17. ისრაელის შექმნის დღიდან ცდილობენ ებრაელები სადმე იპოვონ კვალი, მრავალი გათხრა ჩაატარეს ბიბლიაში მოცემული მარშრუტის მიხედვით, თუმცა ვერაფერი იპოვეს. რაც შეეხება დადგენის ტექნიკას მინდა გაცნობო შემდეგი. სავარაუდო მარშრუტებზე ხდება გათხრების წარმოება და თუკი აღმოჩენა ხდება სამარხების, ან უბრალოდ დასახლებების, რისი არსებობაც აუცილებელია დიდი რაოდენობის ადამიანების მიგრაციისას, მაშინ ხდება ამ სამარხებში აღმოჩენილი ადამიანის სხეულების ნარჩენებისა და სხვადასხვა ნივთების შესწავლა. აი ამის საფუძველზე დგინდება. -------- ნეტარ ავგუსტინიანეს დღეს ჩვენი ეკლესია 15 ივნისს აღნიშნავს, ხოდა წირვაზე რომ მიხვალ და ილოცებ არ დაგავიწყდეს, რომ ეგ "წმინდანი" შემდეგს ქადაგებდა: "But by nature, as God first created us, no one is the slave either of man or of sin. This servitude is, however, penal, and is appointed by that law which enjoins the preservation of the natural order and forbids its disturbance; for if nothing had been done in violation of that law, there would have been nothing to restrain by penal servitude. And therefore the apostle admonishes slaves to be subject to their masters, and to serve them heartily and with good-will, so that, if they cannot be freed by their masters, they may themselves make their slavery in some sort free, by serving not in crafty fear, but in faithful love, until all unrighteousness pass away, and all principality and every human power be brought to nothing, and God be all in all." თუ ენა არ იცი გითარგმნი
  18. არც ერთი არქეოლოგიური გათხრა არ ადასტურებს ეგვიპტეში იუდეველ მონათა ყოლას და მოსეს მიერ იუდეველთა წამოყვანას ისრაელში. ბლეფია ეს ყველაფერი. აი ბევრი მორწმუნე და წმინდა მამა რომ მონობას მხარს უჭერდა ამას ბევრი საბუთი ადასტურებს, მაგალითად "წმინდა" ავგუსტინიანე მონობის პირველი მხარდამჭერი იყო.
  19. მაგას იმდენი რამის ეშინია, რომ აქ რომ ჩამოვწერო ფლუდისთვის ვორნს მომცემენ. თუმცა ტექნიკურად ცდილობ საუბრის გადაყვანს სხვა შენთვის უფრო კომფორტულ მიმართულებაზე, მაინც ისევ გეკითხები: ეს ნორმალურად მიგაჩნია? უსამართლო ტანჯვის და შეურაცხოფის მოთმენა ნორმალურია? ეს არის წმინდა წერილი? ეხლა ხვდები რატომ იღებდნენ ქვეყნები ქრისტიანობას ტაშფანდურით? გაბატონებულ კასტას როგორ აწყობდა ესეთი მართვის მექანიზმი. აქ მოითმინეთ ტანჯვა და იქ გეშველებათო. ზეციური ტაშფანდურით აბრუებდნენ თაობებს და ხალხებს. უნამუსოდ ათმენინებდნენ ჩაგვრასა და უსამართლობას სამოთხის დაპირებით. "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა" სატანამ კიდე თურმე დემოკრატია მოიგონა მზრუნველმა ღმერთმა ტანჯვის ატანა გვიბრძანა და დამღუპელმა სატანამ დემოკრატია მოიგონა
  20. კოლეგიალური დამოკიდებულება იმიტომ აქვს, რომ თუ მათრახს გადამარტყავს ჯერ იქვე დავიცავ თავს და მერე სასამართლოში ვუჩივლებ და დაისჯება და თუ სასამართლო არ დასჯის სადარბაზოში დავხვდები და გავუსიებ ცხვირპირს. აი ამიტომ აქვს კოლეგიალური დამოკიდებულება ჩემს უფროსს ჩემთან. აი ამას რომ ვუჯერებდე მაშინ სულ ტანჯვაში ვიქნებოდი. ამ უსამართლობას, რასაც მორწმუნეები წმინდა წერილს უწოდებთ, რომ არ ვემორჩილები იმიტომ არ მირტყამენ მათრახს და იმიტომ არ გირტყამენ შენც, ვინაიდან არსებობენ ჩემნაირები, რომლებიც არ ემორჩილებიან სხვა მისნაირი მოკვდავების მიერ დაწერილ ნაბოდვარს და ისევე იცავენ შენს უფლებებს, როგორც საკუთარს.
  21. მაშინ იქნებ აგვიხსნა რა იგულისხმება აქ: "18 მოსამსახურეებიც სათანადო შიშით დაემორჩილონ ბატონებს, არა მხოლოდ კარგსა და გონიერს, არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ. 19 თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია, 20 მაგრამ, თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით, ეს არის ღვთისთვის მისაღები. 21 ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. 22 მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე. 23 როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს. 24 მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.
  22. ანუ შენ შენს უფროსობას ესე ემორჩილები, თუ არღვევ "წმინდა" წერილებს?
  23. GIORGI777 დავიღალე რა, მოკლედ დემოკრატია ეშმაკის მოგონილი ყოფილა. აი მონობა კი ღვთიურია: მათეს სახარება თავი 10.24 "24. არა არს მოწაფე უფროის მოძღურისა თვისისა, არცა მონაი უფროის უფლისა თვისისა." ---------------------------------------------------------- 1 პეტრე 2:18-29 "18 მოსამსახურეებიც სათანადო შიშით დაემორჩილონ ბატონებს, არა მხოლოდ კარგსა და გონიერს, არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ. 19 თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია, 20 მაგრამ, თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით, ეს არის ღვთისთვის მისაღები. 21 ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. 22 მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე. 23 როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს. 24 მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“. " ესეთი უნამუსობებით არის სავსე ეგ თქვენი "წმინდა" წიგნები, ხოდა იმიტომ გეშინიათ თავისუფლების და თანასწორობის.
×
×
  • შექმენი...