-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
ეგრეც ვიცოდი
-
ამაში რა იგულისხმე? ეს ხომ არა: და მაინც არ მპასუხობ, შენ თუ გაქვს ნასაუბრები? და ვის გულისხმობ ამ საუბარში?
-
მე შორს ვარ და თუ შეგიძლია ვიდეოზე ჩამიწერო და გამომიგზავნო? ვის უნდა ვესაუბრო? შენ ნასაუბრები გაქვს?
-
მე მაგის წაკითხვის მერე აღარ ვწერ არაფერს ვავა
-
შენ ვინ გითხრა ამის თაობაზე? იქნებ მოგატყუეს? სადისტურს ვეძახი მაგალითად: როდესაც ღმერთმა დახოცა ყველა ჩვილი ეგვიპტეში, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები გაეშვათ ეგვიპტედან. ანუ ერთი რომელიღაცა ეთნოსის მხარდასაჭერად დახოცა უდანაშაულო ჩვილები. ამის წაკითხვის შემდეგ მებადება ესეთი კითხვა, როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ერთი რომელიმე ეთნოსის მხარდამჭერი? ან თუ ესეთი მხარდამჭერია, მაშინ რატომ დაუშვა ჰიტლერი? ბიბლიური სწავლებით თუ არ ვცხოვრობ ბიბლიურად დავისჯები იმ ქვეყნად, თუმცა, როგორც ჩანს "მორწმუნეებს" არ გაკმაყოფილებთ ეს, ვინაიდან თავად არ ხართ სამოთხის არსებობაში დარწმუნებული და ამიტომ სისტემატიურად ელოდებით რაიმე წარღვნას რომ "ურწმუნოები" აქ დასაჯოს ღმერთმა, თქვენს დასანახად, რომ გაგიხარდეთ მათი სისხლის მდინარეები. თუ ესე გჯერათ სამოთხის, მაშინ რად გინდათ ესე წარღვნები და ცუნამები აქ? იქ არ გყოფნით? სოდომის და გომორის დაქცევა თუ შეიძლებოდა ჰიტლერი რატომ არ დაქციეთ ლოცვებით ან ღმერთის ხელით სანამ ამ შიზოფრენიკმა არ მოკლა 50 მილიონი?
-
giorgi qadagishvili შენ დაწერილს, რომ ვკითხულობ მგონია სტეფან კინგის უჟასებია თქო. რა იყო ბიბლიიდან მარტო ხოცვა ჟლეტა გახსოვს ??? ან ეგენი თუ წაიკითხე არ დაფიქრდი იმაზე, რომ ეგეთი ადამიანური აზრები, როგორც შურისძიება და მოკვლაა მხოლოდ ადამიანს მოუვიდოდა თავში და ზეარსება, სამყაროს შემოქმედი ესეთი მდაბიო ადამიანურ-სადისტური პრინციპებით არ იმოქმედებს?
-
არა მაგაში ვერ დაგეთანხმები და აი რატომ. შენი აზრი მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე გამოვიყენებდი ვთქვათ ტაჯიკების თარგმანს ქართველების წინააღმდეგ. მაგრამ მე გამოვიყენე ქართული წყარო ზუსტად იმ მოსაზრების არაზუსტობის დასამტკიცებლად, რომელის მიერაც იქნა ხსენებული თარგმანი წარმოებული. ამდენად მე ვფიქრობ, რომ სწორი ვქენი. აბა დაფიქრდი.
-
კიდე მე ვარ ეშმაკის მოციქული? ნეტა სხვა ადამიანის თვალებით კითხულობდე საკუთარ დაწერილს. არა ეგ სპეციალურად დავდე, რომ ბიბლიაში მონობის არსებობის გარდა ისიც დამდასტურებინა, თუ როგორ ცდილობს ეკლესია დამალოს სუსტი წერტილები.
-
ისე ბევრსაც ნუ ვიდავებთ მეგობრებო, ჩვენ ხომ ესე ახლოს ვართ ერთმანეთთან. იყო დრო როცა მოედნებს ვავსებდით სხვადასხვა ღმერთების ქანდაკებებით. დღეს კი ერთ ღმერთზე დავიდა ადამიანების უმრავლესობა. ხოდა ნახეთ რა ცოტაღა გვაშორებს, სულ რაღაც ერთი ღმერთი თორე თქვენც ფაქტიურად ათეისტები ხართ.
-
giorgi qadagishvili ხოდა რომ დაბრუნდა სინაიდან ადგა და უბრძანა იქ მყოფების გაწყვეტა. ღმერთს ელაპარაკა კაცი და ამის მერე გენოციდი მოაწყო არა? "იმჟამინდელი ყოფიდან" გამომდინარე გასცა ეტყობა ეგ ბრძანებაც ნუთუ ესეთი ფაქტები არ გაღელვებთ? Martyr კი მაგრამ კითხვა რატომ არ გებადება იმასთან დაკავშირებით რაც მე დავწერე? ნუთუ ნორმალურად მიგაჩნია. ანუ შენ ეხლა განა იმაზე ფიქრდები რამდენად სწორია ბიბლიაში მოყვანილი, იმაზე ფიქრობ მე როგორ გამცე პასუხი. მაგას სჯობს დაფიქრდი იქ რაც წერია იმაზე. მიხვდები, რომ მე და შენზე განუვითარებელი ადამიანის დაწერილია. ნამდვილად იმ დროის შესაბამისად წერია და როგორ შეიძლება ამას კავშირი ჰქონდეს ზეარსება შემოქმედთან, თუკი ესეთი საერთოდ არსებობს? როგორ შეიძლება წიგნი იყოს "წმინდა" რომელიც მონებს მორჩილებისკენ მოუწოდებს? აზრი რელიგია იმისთვის არის, რომ ყველაფერი მოირგოს მისი უშუალო მსახურების იმჟამინდელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამით არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა. სხვა რელიგიებს კიდე უფრო მაგრად აქვთ სიმახინჯეები. მადლობა, მაგრამ რა შემატყვე, რომ სურვილი მაქვს ამის, უფრო საინტერესო წიგნებს ვკითხულობ. მე მხოლოდ მოუთმენლად ველი დარვინის სახელობის ეკლესია მონასტრებს
-
Martyr რატომ არის ესეთი რთული იმის აღიარება, რომ ეკლესია მონობას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა საუკუნეების განმავლობაში. ეს ციტატა ამბობს, რომ არ არის საჭირო გათავისუფლებისთვის ბრძოლა, მონობა გარკვეული სახით თავისუფლებაა და სიყვარულით ემსახურეთო. გარდა მაგისა, რაც ციტატები მოგიყვანე ბიბლიიდან მე ხომ არ მომიგონია. თუ მე ვაკეთებ არასწორ ინტერპრეტაციას, იქნებ შენ დამეხმარო სწორ გაგებაში. ან იქნებ მოძველდა "წმინდა" ტექსტები? რეალობის გათვალისწინებით ცოტა კაპიტალკა სჭირდება, ამიტომ დაიწყება ახალაღმოჩენილი წერილების გაჩენა, სადაც "წმინდა" მამები ჩვენი დროისთვის პროგრესულ იდეებს ქადაგებენ. დაიწყება აუცილებლად და სწორედ მაგას ვამბობ, რომ 30 წლის მერე ეკლესია დამიმტკიცებს, რომ ის იყო დარვინის მოძღვრების ინიციატორი. მოწმეებისს წერილებიც აღმოჩნდება სადაც "დადასტურდება" რომ დარვინი ბერად აღიკვეცა და სასწაულებს ახდენდა და წმინდანადაც აღიარებენ. ამიტომ ველოდები დარვინის სახელობის ეკლესიის გახსნას.
-
მიშა მუბარაქს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს
ტაშიი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლოზუნგი დაგავიწყდა რა დროს მუბარაქის შეცვლაა როცა ისრაელი 37 კილომეტრშია -
ამან დამაბნია და მეც შეცდომით გავაგრძელე. ეს არ არის სწორი. შეუძლებელია ევოლუციის მაგვარი თეორია იყოს აქსიომა. ალბათ უნდა გეთქვა თეორემა. თეორემა არის დამტკიცებული. აქსიომას დამტკიცება არ სჭირდება. თეორემა არსებობს მხოლოდ მათემატიკაში, სხვა დისციპლინებში თეორემა არ არის. ხდება თეორიის შემუშავება და განვითარება და სხვადასხვა დაკვირვებებით მისი დასაბუთება. მეცნიერების სიძლიერეც ამაშია, რომ იგი არ არის დოგმატური და თუკი დაკვირვების შედეგად დადასტურდა თეორიის სიმცდარე იგი ავტომატურად უქმდება. 150 წელია არსებობს ევოლუციის თეორია და მიუხედავად თანამედროვე გენეტიკის მიღწევებისა ეს თეორია არათუ გაუქმდა უფრო გამყარდა. თუკი ცდილობ ამ თეორიის უზუსტობის დამტკიცებას მაშინ საპირწონე სამეცნიერო თეორია უნდა მომიყვანო და არა 1500 წლის წინ ვიღაცის მიერ დაწერილი წიგნი, რომლის შინაარსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ეშმაკისეული ყოფილა. ეს მომეწონა. ახალი აღმოჩენილი წერილიო. რაც შენ დამიწერე არსად არ ჩანს, რომ იგი გმობდა მონობას ან როგორც შენ ამბობ ტრეფიკინგს , 4 საუკუნეში ტრეფიკინგი მომეწონა ჩანს ინგლისური გესმის, ხოდა აჰა გაერთე: ძველი აღთქმა: "Cursed be Canaan! The lowest of slaves will he be to his brothers. He also said, 'Blessed be the Lord, the God of Shem! May Canaan be the slave of Shem. May God extend the territory of Japheth; may Japheth live in the tents of Shem and may Canaan be his slave'. " -- Genesis 9:25-27 25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! 26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! 27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი! (ქართულ თარგმანში მონა შეცვლილია მორჩილით) "If you buy a Hebrew slave, he is to serve for only six years. Set him free in the seventh year, and he will owe you nothing for his freedom. If he was single when he became your slave and then married afterward, only he will go free in the seventh year. But if he was married before he became a slave, then his wife will be freed with him. If his master gave him a wife while he was a slave, and they had sons or daughters, then the man will be free in the seventh year, but his wife and children will still belong to his master. But the slave may plainly declare, 'I love my master, my wife, and my children. I would rather not go free.' If he does this, his master must present him before God. Then his master must take him to the door and publicly pierce his ear with an awl. After that, the slave will belong to his master forever." -- Exodus 21:2-6 2. თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს. 3. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს. 4. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს. 5. თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო, 6. მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ. "When a slave owner strikes a male or female slave with a rod and the slave dies immediately, the owner shall be punished. But if the slave survives a day or two, there is no punishment; for the slave is the owner's property." -- Exodus 21:20-21. 20. თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს. 21. ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი. "Your male and female slaves are to come from the nations around you; from them you may buy slaves. You may also buy some of the temporary residents living among you and members of their clans born in your country, and they will become your property." -- Leviticus 25:44-45 44. ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი. 45. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი. 46. დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით. ეხლა ცოტა ახალი აღთქმაც: "Who then is the faithful and wise slave, whom his master has put in charge of his household, to give the other slaves their allowance of food at the proper time? Blessed is that slave whom his master will find at work when he arrives." -- Matthew 24:45-46. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. "Let all who are under the yoke of slavery regard their masters as worthy of all honor, so that the name of God and the teaching may not be blasphemed. Those who have believing masters must not be disrespectful to them on the ground that they are members of the church; rather they must serve them all the more, since those who benefit by their service are believers and beloved. Teach and urge these duties. Whoever teaches otherwise and does not agree with the sound words of our Lord Jesus Christ and the teaching that is in accordance with godliness, is conceited, understanding nothing, and has a morbid craving for controversy and for disputes about words. From these come envy, dissension, slander, base suspicions, and wrangling among those who are depraved in mind and bereft of the truth, imagining that godliness is a means of gain." -- 1 Timothy 6:1-5. 1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. 2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე. 3. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, 4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი, 5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. 6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია. "Slaves, obey your earthly masters with fear and trembling, in singleness of heart, as you obey Christ; not only while being watched, and in order to please them, but as slaves of Christ, doing the will of God from the heart." -- Ephesians 6:5-6. 5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; 6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. "Submit yourselves for the Lord’s sake to every authority instituted among men." -- 1 Peter 2:13 13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, "Slaves, accept the authority of your masters with all deference, not only those who are kind and gentle but also those who are harsh. For it is a credit to you if, being aware of God, you endure pain while suffering unjustly. If you endure when you are beaten for doing wrong, what credit is that? But if you endure when you do right and suffer for it, you have God's approval." -- 1 Peter 2:18-19. 18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. 19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. და ბოლოს ესეც ნეტარი ავგუსტინე, The City of God (Book XIX) თავი მე-15: "Beyond question it is a happier thing to be the slave of a man than of a lust; for even this very lust of ruling, to mention no others, lays waste men's hearts with the most ruthless dominion." "But by nature, as God first created us, no one is the slave either of man or of sin. This servitude is, however, penal, and is appointed by that law which enjoins the preservation of the natural order and forbids its disturbance; for if nothing had been done in violation of that law, there would have been nothing to restrain by penal servitude. And therefore the apostle admonishes slaves to be subject to their masters, and to serve them heartily and with good-will, so that, if they cannot be freed by their masters, they may themselves make their slavery in some sort free, by serving not in crafty fear, but in faithful love, until all unrighteousness pass away, and all principality and every human power be brought to nothing, and God be all in all."
-
და მერე ვინ დაადანაშაულა? როგორ შეიძლება მე დავადანაშაულო ვთქვათ დევი ან ალი ან სხვა ზღაპრის გმირი რამეში, როდესაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ საერთოდ მის არსებობას
-
როგორ ფიქრობ, რომ მე დავამტკიცებ მზის არსებობას? ფორმულებით? თუ ციტატა გსურთ ბიბლიიდან? ანუ თქვენი აზრით მეცნიერული მიღწევა, თეორია, თუ სხვაც იმდენად ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს როგორც მზე, რომ მის რეალობას დამტკიცება არ სჭირდება? ასე იქნებ რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა მითხრა, რომელიც ისეთივე ადვილი დასადასტურებელია, როგორც მზის არსებობა? ის ფაქტი, რომ მზე უზარმაზარია და ადვილია მისი ხილვა და მის არსებობაში დარწმუინება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი არსებობის დადასტურება უფრო მეტად შესაძლებელია ვიდრე გენომის. ვინაიდან დღესდღეობით გენეტიკის კვლევის შედეგებიც ისეთივე ადვილი სახილავია, როგორც მზე და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ეშმაკით მანიპულირება ისეთივე "საღი" აზრია, როგორც მზის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ის ფაქტი, რომ თქვენ პირადად ვერ ხედავთ ვთქვათ ბაქტერიას, სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს და თუ ცოტა თავს შეიწუხებთ მასაც ისევე დაინახავთ, როგორც მზეს. პ.ს. ეგვიპტური ზღაპარსაც აქვს არსებობის ისეთივე უფლება, როგორც ებრაულს, მით უმეტეს, რომ ის უფრო ძველია.
-
ევოლუციის თეორია არის დამტკიცებული სხვადასხვა სამეცნიერო გამოკვლევებით. ესე მტკიცდება თეორიები ყველა მეცნიერებაში, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, მხოლოდ მათემატიკა არის ის დისციპლინა სადაც აქსიომები არსებობს. ეხლა რაც შეეხება მზეს. არა მზე მზე არ არის, ის არის ძველეგვიპტური ღვთაება ჰოროსი, რომელიც არის ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris). აისისმა შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა. ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისი განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ. ასე რომ ჰოროსი არის უბიწო ჩასახვით გაჩენილი, როგორც ყველა ღმერთები. ჰოროსს ჰყავდა 12 მოციქული. იგი გამუდმებით ებრძოდა ბოროტ ღვთაება სეთს და დღის და ღამის ცვალება სწორედ ამის გამო ხდება. ღამე სეთი იმარჯვებს და ამიტომ სიბნელეა, ხოლო დღე ისევ ჰოროსი იგებს და მზეც ამოდის. და თუ შენ ამას ეწინააღმდეგები ესეიგი ხარ სეთის მოციქული და ემსახურები სიბნელეს. კიდევ გავაგრძელო ზღაპრების მოყოლა თუ მზე, რომ მზეა დამტკიცება სჭირდება?
-
ნეტარი ავგუსტინე წმინდანია, როგორც კათოლიკური ისე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. საქართველოში მისი ხსენების დღე არის 15 (28) ივნისი. უკვე დამტკიცებულია. ფარდობითობის თეორიაც ესეა. აქსიომა არის მხოლოდ მათემატიკაში. სხვა მეცნიერებებში აქსიომა არ არსებობს. ასე მაგალითად მთვარე რომ მზეზე პატარაა ესეთი აქსიომაც არ არის და ცოტა ხნის წინ ამის გამო შეიძლება "წმინდა" კოცონზე დაეწვათ ადამიანი.
-
4-5 საუკუნეში მოღვაწეობდა ქრისტიანობის ერთ ერთი ბურჯი წმინდა ავგუსტინე. მას მიაჩნდა, რომ მონობა ბუნებრივი მოვლენა იყო და თავის შრომებში მოუწოდებდა მონებს მორჩილებისკენ და სამოთხეს ჰპირდებოდა მათ ვინც მორჩილად აიტანდა უსამართლო ჩაგვრას. ამის შემდეგ განვითარდა საზოგადოება და აღმოიფხვრა მონობის მანკიერი პრაქტიკა, შესაბამისად ეკლესიამაც მხარი აუბა თანამედროვეობას და აღარ იცავს მონობას. ასე შეიძლება გაუთავებლად ჩამოვთვალო რელიგიის ადაპტირების ფაქტები. დღესდღეობით სამეცნიერო წრეებში დავის საგანს აღარ წარმოადგენს ევოლუციის თეორია და ნაპოვნმა ნამარხებმა და გენეტიკის დარგში მიღწევებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ამდენად არაპრაგმატული ხდება ევოლუციის თეორიაზე შეწინააღმდეგება და დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა ეკლესია შეიცვლის აზრს და იტყვის, რომ ევოლუცია კი რეალობაა, თუმცა დასაბამი მაინც ღმერთმა მისცა სამყაროს და ევოლუციის თეორია არ ეწინააღმდეგება ჩვენს სწავლებასო. უფრო მეტიც 20-30 წლის მერე რელიგიური პირები დაგიმტკიცებენ, რომ ეკლესია არც არასდროს ეწინააღმდეგებოდა ევოლუციის თეორიას. ბევრს უკვე სჯერა, რომ დარვინი, რომ კვდებოდა ღმერთი აღიარა. ეს ტრადიციული ტყული მაგრად სჯერათ მორწმუნეებს და პერიოდულად აბრალებენ სამყაროს საუკეთესო შვილებს, რომლებსაც სიცოცხლეში აქტიურად დევნიდა ეკლესია მათი სამეცნიერო მიღწევების გამო. ასე, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ 50 წლის მერე დარვინს წმინდანად აღიარებენ და წმინდა ჩარლზ დარვინის სახელობის ეკლესიასაც წამოჭიმავენ სადმე ტაშტიკულარში. The show must go on
-
თუმცა ეს სახუმარო არ არის, მაგრამ რატომღაც ეს ფრაზა გამახსენდა: "- მოვიგეთ ფეოლა, - ოხ გაგიჭირდებოდათ..." ამათ ეგ არ გაუჭირდებათ, 2 მილიარდი ვალი 8 გახადეს თვალის დახამხამებაში
-
მე ბევრჯერ მქონდა შანსი ამათ მაღალ თანამდებობაზე მაგრამ უარი ვთქვი. კიდე მექნება შანსი და კიდე უარს ვეტყვი. თუმცა სიღარიბე რატომ არის საამაყო არ მესმის, მაგრამ ალბათ საქართველოში არის, იმიტომ, რომ შეუძლებელია ნამუსიანად იყო მდიდარი. ისე მირჩევნია ძალიან მდიდარი ვიყო რომ ბევრი სიკეთე გავაკეთო.
-
ძუკუ მადლობა, დავრწმუნდი ნამდვილად. გადავირიე რა, თემა ნახეთ ამაზე უარი როგორ უნდა თქვა. უბრალოდ გამოძიება რატომ არ უნდა აწყობდეს? ამაზე რა პასუხი უნდა გასცენ ნეტა. თავს გვჭრიან ეს დორბლიანები.
-
ამ შემთხვევას რაც შეეხება კიდე საუბარია კოსოვოში ევროკავშირის მისიის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ გამოძიების დაწყებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იცავდა. ორგანოებით ვაჭრობა არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და გინდა იქით იყოს გინდა აქეთ უნდა გამოძიებულ იქნას. თუ ამ გამოძიების დაწყებას მართლა შეეწინააღმდეგა ვინმე, ალბათ მისი ფსიქიატრიული შემოწმება უნდა მოხდეს. 2 დღის წინ ევრომისიამ მართლაც დაიწყო ეს გამოძიება, თუმცა ვერ ვნახულობ ჩვენების "ვაჟკაცობის" ამსახველ მასალას. თუ ვინმე ნახავს დადეთ.
-
გიორგი68 აბა რომელ წყაროს ენდობი? რუსული წყაროების გარდა ყველა აღიარებს ამ ამბავს, მათ შორის სერბებიც და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. სხვა რა წყარო გინდა? რომელს ენდობი? ერთი მაინც მითხარი და იმ წყაროდანაც მოგიყვან ლინკს.
-
8372 გირჩევ სურათებიც იხილო, ლინკი დავდე ზემოთ. ძირითადად მამაკაცები და ბიჭები, პატარა ბიჭებიც დახოცეს არ დაგავიწყდეს. თუმცა ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე? მამრებს რომ დახვრეტ სამარხვოა თუ რა არის?
-
აი აქ ნახე: http://en.wikipedia.org/wiki/Srebrenica_massacre http://www.google.com/images?hl=en&q=srebrenica&um=1&ie=UTF-8&source=univ&ei=RbBGTaLwHsa1hAeikLW2AQ&sa=X&oi=image_result_group&ct=title&resnum=3&ved=0CEMQsAQwAg&biw=1440&bih=680 http://www.gendercide.org/case_srebrenica.html http://news.bbc.co.uk/2/hi/675945.stm გარდა მაგისა გამოქვეყნებულია გენოციდის უშუალო შემსრულებლის მლადიჩის დღიურებიც. ყველაფერს დღიურში იწერდა ეს ადამიანი, მათ შორის სრებრენიცის ამბებსაც, როგორც სჩანს სჯეროდა, რომ მუსულმანების დახოცვით კარგ საქმეს აკეთებდა. ტვინი გამორეცხილი ჰქონდა და იმის ბრალია. დარწმუნებული ვარ სანამ დახვრეტის ბრძანებას გასცემდა თან პირჯვარიც გადაიწერა. შეგიძლიათ იხილოთ დღიურიც, ინტერნეტი სავსეა მასალით.