-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
ეტყობა მიშა პენლის დარტყმაში ავარჯიშებს ამ ხალხს
-
მე გეუბნები რომ აი ეს : მეორე მატიანე 28:1-27 „3 შესაწირავს აბოლებდა ჰინომის ძის ველზე და საკუთარ ვაჟებს წვავდა ცეცხლში იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან. 4 შესაწირავს სწირავდა და აბოლებდა მაღლობებზე, გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ. „ მეორე მატიანე 33:1-25 „6 ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟები ჰინომის ძის ველზე, ჯადოქრობდა, მკითხაობდა, ჯადოსნობდა, გაიჩინა სულების გამომძახებლები და მარჩიელები. დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.“ იერემია 7:1-34 „31 ჰინომის ძის ველზე აშენებენ თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“. ესაია 66:1-24 23 „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს, — ამბობს იეჰოვა. — 24 გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“. მათე 23:1-39 „33 გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ მათე 5:1-48 „27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; 30 და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.“ მათე 10:1-42 „28 ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.“ მათე 18:1-35 „9 თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.“ მათე 23:1-39 15 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად. ლუკა 12:1-59 „5 მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.“ და ესეც იესოს ჩემი რჩეული სიტყვები: მარკოზი 9:1-50 „43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “ არის დასაბუთება. შენ კიდე აგრძელებ შენსას. მაშ მითხარი რატომ არ არის ეს დასაბუთება. უბრალოდ "არა და იმიტომ" არის აკვნის ბავშვის არგუმენტი.
-
აზ რი ჩარ თე პრო ცეს ორი თუ ვერ ჩარ თე ? აბა სცა დე და წა იკ ით ხე რაც მე დავ წე რე. იქ ნებ გაი გო
-
რატომ ხუჭავ თვალს საგუშაგო კოშკის კორუფციაზე?
-
საგუშაგო კოშკის კორუფციაზე ამ პოსტს სანამ არ უპასუხებ მანამდე დავდებ. ამ თემის ყველა გვერდზე უნდა იყოს ეს პოსტი: ჯოზეფ ფრანკლინ რუთერფორდი იყო საგუშაგო კოშკის მესამე პრეზიდენტი. მან 2-ჯერ გამოაცხადა არმაგედონი. ერთ ერთი გამოცხადების ამსახველი გვერდი აქ დევს: http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/iehova2.jpg ასევე მისი ინიციატივით სან-დიეგოში (კალიფორნია) 1929 წელს აგებულ იქნა 10 საძინებლიანი ფეშენებელური ვილა სახელად „ბეთ სარიმი“, რომელშიც მომავალი არმაგედონისთვის მკვდრეთით აღმდგარ ბიბლიურ მოსეს, აბრაამს, დავითს, ესაიას და სამუელს უნდა ეცხოვრა. ეს ვილა აგებული იქნა საგუშაგო კოშკის თანხით, რათა ღირსეულ სტუმრებს ეცხოვრათ მასში. 1930 წლიდან რუთერფორდი დასახლდა ხსენებულ ვილაში რათა მეორედ მოსვლამდე მოევლო ვილისთვის და მზადყოფნაში დაეხვედრებინა აღმდგარი მოსესთვის, აბრაამისთვის და ასე შემდეგ. იგი ამ ვილაში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. იხ. ბმული http://en.wikipedia.org/wiki/Beth_Sarim იხილეთ რუთერფორდის ფოტო, ხსენებული ვილის კიბეზე. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Beth_Sarim_Outside_Stairs.jpg/460px-Beth_Sarim_Outside_Stairs.jpg აზრთან მაქვს ერთი კითხვა, ვინაიდან მან ჩვენზე მეტი იცის საგუშაგო კოშკზე, იმედია არ დაგვზარდება და დაგვეხმარება: მაშინ, როდესაც არმაგედონის მოლოდინში იეჰოვას რიგითი მოწმეები საკუთარ ბინებს ყიდდნენ და საგუშაგო კოშკს ახმარდნენ, რათა უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანათ საგუშაგო კოშკის სიტყვა და მათი გულწრფელი რწმენით ამდაგვარად გადაერჩინათ ეს ადამიანები, რამდენად ზნეობრივად მიგაჩნია 10 საძინებლიანი ვილის აშენება ბიბლიური მოსეს ვითომ და უახლოეს პერიოდში მკვდრეთით აღდგომის მიზნით და რეალურად კი იქ საგუშაგო კოშკის პრეზიდენტის დასახლება? პ.ს. აი ეს არის საგუშაგო კოშკის პრეზიდენტის კორუფციის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და შემდგომში ნუ დამიწერ აბა ფაქტი სად არისო. აი ეს არის ფაქტი. „აზრი“, გაიგე თუ ვერ გმოგაგვს აზრი და უფრო მოკლე წინადადებებით, დამარცვლით დავწერო?
-
ამას შენ გულით გრძნობ თუ გამოცხადება გქონდა?
-
მერვე კლასის სახელმღვანელოების შედევრები
ტაშიი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აბა ნახე ბორატი როგორ მღერის ჰიმნს: "Kazakhstan greatest country in the world. All other countries are run by little girls. Kazakhstan number one exporter of potassium. Other countries have inferior potassium..." -
ღვინო მიყვარს მარა არა ისე აბაზანებით და სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით წყაკწყალა ღვინის დალევა, როგორც ჩვენთან უმეტეს ადგილებშია მიღებული. მიყვარს როგორც კახელებმა იციან, ან ფრანგებმა, სულ ერთია, ნაღდი ღვინის ფასი მარტო მანდ იციან. პრაქტიკულად ისევე სვამენ ფრანგები, როგორც კახელები, უბრალოდ ფრანგულ ვარიანტში უფრო დიდი ჭიქებია, რაც ესთეტიური მხარის გარდა საჭიროც არის რომ ღვინო შეაცქრიალო და სუნი გამოუშვას. აი ზომა კი ისევე მოზომილი რაოდენობა თითო მოსმაზე, მაგრამ მძიმე ნამდვილი ღვინო. ჯამში 2 ბოთლი, მეტი არა. აი საქეიფოო რო იტყვიან ხოლმე ჩვენთან, იმას არ ვსვამ, ვიცი რო წყალწყალაა და არ ვარგა. ღვინოს რო 5 ლიტრს დალევ აბა ის ღვინოა? ყველაზე მეტად მიყვარს მუკუზანი და ნაფარეული (წითელი), თეთრებიდან ტიბაანი. ნუ ეხლა წინანდალი რომ არ ვთქვა არ იქნება თეთრების მარადონაა, მარა მე ტიბაანის ქიშმიშის გემო მახსენედება უფრო . კარგი ნაფარეული (წითელი) დიდი ხანია არ დამილევია. შემდეგ ჩასვლაზე უნდა ვიშოვო. იფ იფ
-
არა ღვინისტი ვარ მარა გეთანხმები მაგით მოწამვლა სჯობს. ეხლა 20 კილოთი ნაკლები ვიქნებოდი ღვინის მაგივრად რო ეგ მეხმარა
-
მთელი საქართველო ღვინოს და არაყს ურახუნებს. 100% იანი ანაშას ნაკლები ზიანი მოაქვს ვიდრე ალკოჰოლს. სხვათაშორის, კალიფორნიაში ლეგალიზები დროს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არა რელიგიური ჯგუფებისგან არამედ ალკოჰოლის გამყიდველი კომპანიებისგან შეხვდა ანაშის ლეგალიზების აქტივისტებს. პ.ს. ისე უკვე 15 წელია არ მომიწევია http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/Smilies/smoka.gif
-
აბა 1975 წლის არმაგედონზე საგუშაგო კოშკის 1966 წელს გამოშვებული ჟურნალი ნახე. მე-19 გვერდზე რა წერია? საგუშაგო კოშკის 1966 წლის გამოშვება, მე ფაქტი ვარ აზრი, აბა მომაჭირე მაუსი
-
სახალხოდ რას ნიშნავს? აქ მყოფი ადამინები სხვას გწერენ ამავე თემაში. ამიტომ რეალობა პირიქით არის. სახალხო როგორ არის თუ მესამე პირები შენ გეუბნებიან რომ ვერ იგებ ნათქვამს. შემფასებელიც და მოსამართლეც შენ როგორ ხარ. აბა ფორუმის სხვა წევრებს შეხედე რას გწერენ.
-
ეხლა დუმბაძის მონაყოლი წავიკითხე და ერთი იდეა მომივიდა. ეს ზონდერები ხომ "ქვეყნის სიყვარულით" აკეთებენ ამას, ხოდა თუ მოვახერხეთ და სასურველი მთავრობა მოვიყვანეთ ქართველებმა, აუცილებლად სადმე საბრძოლო დავალებაზე უნდა გავაგზავნოთ "ქვეყნის ინტერესების" დასაცავად ეს ზონდერები, თან ვინც ბრძოლის ველიდან უკან მობრუნდება და დარწმუნებული ვარ ყველა გამოიქცევა, სტალინგრადში გამოყენებული საბჭოთა მეთოდით ტყვიამფრქვევით უნდა გააბრუნო ბრძოლის ველზე. ამ სადისტებს ნაღდად ეკუთვნით ქვეყნისთვის "გმირული" სიკვდილი. აი ესე პატრიოტული სულისკვეთებით უნდა მოხდეს ამ ჩირქის მოშორება.
-
აუ ეს ვიდეო ვნახე, ტელეინფორმაცია და არის ფაშიზმის უმაღლესი დონე. ამას თუ უყურებს ეგ ხალხი აბა რა მოწამლული ექნებათ გონება წარმომიდგენია. ჯერ ხო გამოდის, რომ "ეთნიკურ სიწმინდეზე" უშიშროების საბჭო იკრიბება და მსჯელობენ. რა იყო ჰიტლერული გერმანიაა? მერე ტელევიზორში შუა აზიელ ემიგრანტებს ანახებენ მიწას როგორ თხრის დასვრილი კაცი და აშკარად ზიზღია სიუჟეტში. ეხლა წარმოიდგინეთ ქართველებზე რეებს ამბობენ. მაგასთან შედარებით ჩვენი გიჟების ბჟუტური გალობაა ნაღდად.
-
მსოფლიოს ცნობილი ფსიქოლოგების ნარკვევებს ვეცნობი იეღოველთა ნერვულ აშლილობებზე და ზოგადად მენტალურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე. იეჰოვას მოწმეები არიან დაპროგრამებული, რომ პროპაგანდა გაუწიონ საგუშაგო კოშკის სწავლებას. მათ აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მაგალითად ამ ფორუმის რომელიმე წევრს მათზე მეტი ცოდნა ჰქონდეს, ვინაიდან გამუდმებით აპროგრამებენ, რომ ის არის ჭეშმარიტი რელიგიის ქადაგი და მას ნამდვილად სჯერა ამის და ამდენად, როდესაც დავაში შედიხარ იმდენად გულწრფელად სჯერა, რომ ის თქვენზე მაღლა დგას, რომ არასერიოზულად უდგება თქვენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ არაიეღოვას მოწმეს ნათქვამს რამე აზრი შეიძლება ჰქონდეს. ამდენად რომ ესაუბრები მისი პროცესორი გამორთულია და არაფერი ესმის ამ დროს თუნდაც თეთრზე უთხრა რომ თეთრია არ ესმის. კოშკმა რა ფერი მიანიჭა ის არის მთავარი თეთრს. ამდენად ისევ რომ ჩართოთ მათი პროცესორი უნდა იხმაროთ ერთი ნაცადი ხერხი. არ უნდა ეკამათოთ. წინადადება ესე უნდა დაიწყოთ: "თუ შეძლება დამეხმარე ამის გაგებაში" და აი მაშინ მათი ტვინი ისევ ირთვება, ვინაიდან ჯადოსნური სიტყვები თქვი და აღიარე მისი უზენაესობა . თუმცა ერთი მომენტია კიდე გასათვალისწინებელი. საგუშაგო კოშკი რკინის ხელით მართავს მათ და საკმარისია მათ ოდნავი დამოუკიდებელი აზროვნება გამოავლინონ, რომ მოკვეთენ მაშინვე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი დედა, შვილი, მეუღლე ხმას აღარ გასცემს და სახლიდან გააგდებენ. ამიტომ აქვთ ცხოველური შიში, როდესაც რაციონალურ მარცვალს აღმოაჩენენ შენს არგუმენტში. ------------------------- მაგალითად: აზრი თუ შეიძლება დაგვეხმარე რა. 1966 წელს იეღოვას მოწმეთა შეკრებაზე გავრცელდა აი ეს ლიტერატურა, ასლი აქ არის და ვინაიდან ჩვენ გვიჭირს სწორი აღქმა იქნებ შენ დაგვეხმარო მის გაგებაში თუ აქ რაწერია. მაინც მეტი გამოცდილება გაქვს ჭეშმარიტ რლიგიაში. სულ არ გინდა მხოლოდ მონიშნულში გვითხარი რა წერია. აი ფაქტი http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/iehova.jpg
-
ერთ-ერთ არმაგედონად გამოცხადებული ჰქონდათ 1975 წელი. 1974-75 წლებში, გამოცხადებილი არმაგედონის უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაევალა იეჰოვას მოწმეებს მათი რელიგიის მაქსიმალური პროპაგანდა, რათა მათი სწავლების მიხედვით მეტი ადამიანი გადაერჩინათ. ამის გამო ბევრმა მოწმემ სახლებიც კი გაყიდა და კოშკში მიიტანა თანხა, ვინაიდან მათი რწმენით სახლი უკვე აღარ იყო საჭირო და სჯობდა ეს თანხა სხვა ადამიანების კოშკში მოზიდვას მოხმარებოდა. როგორც მოგეხსენებათ საგუშაგო კოშკი უმდიდრესი ორგანიზაციაა. სტატისტიკით მათ მფლობელობაში მყოფი აქციების უმეტესობა სწორედ 1974-75 წლებშია შეძენილი. ანუ როდესაც კოშკი მოწმეებს მოუწოდებდა სახლები გაეყიდათ, ვინაიდან არმაგედონი მოდიოდა, თავად კოშკის მესვეურნი გამალებით იძენდნენ აქციებს უოლსტრიტზე. ამ ფონზე მართლმადიდებელი მღვდლების ჯიპები რა მოსატანია.
-
ყველა არგუმენტი მოგიყვანე მაგრამ შენ ამბობ რომ თეთრი არის შავი. სწორედ ეს მიუთითებს შენს მენტალურ მდგოარეობაზე და არ ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მიზანშეწონილია შენთან რამეზე კამათი. ამიტომ მოგეცი მეგობრული რჩევა. ვფიქრობ, რომ ეს რჩევა დადებით ზეგავლენას მოახდენს შენს ფსიქოლოგიურ გართულებებზე.
-
აზრი იეჰოვას მოწეებისთვის დამახასიათებელი თვისებებს ავლენ. კერძოდ: საგუშაგო კოშკის მიერ სხვადასხვა საკითხების ინტერპრეტირებაზე მოწმეებს ეჭვები აქვთ, თუმცა ვერ ახერხებენ კითხვის დასმას, ვინაიდან ვინც გაბედა და ეჭვქვეშ დააყენა კოშკის სწავლება განკვეთილ იქნა. დარწმუნებული ვარ, რომ თავად არ გჯერა ბევრი ინტერპრეტაციის და იმ სულელური სწავლებების (მაგალითად კოშკის შეხედულებები მედიცინაზე, მკურნალობაზე, მეცნიერებაზე და რაც მთავარია განათლებაზე) რასაც კოშკი აწარმოებს და ამიტომ არ მპასუხობ და ტექნიკურად თავიდან იცილებ პასუხს. ხვდები რომ უაზრობაა და ამიტომ არ წერ და გარდა მაგისა მის უარყოფასაც ვერ ბედავ. იმიტომ, რომ ჩემი აზრით შენ ვინმე უახლოესი ადამიანი გყავს იეჰოვას მოწმე აქტიური წევრი. ალბათ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვს ამ ადამიანთან, იგი ძვირფასია შენთვის და განკვეთა შენთვის იქნება მძიმე ასატანი, ვინაიდან თუ კოშკის სწავლებას ან თუნდაც მის ნაწილს ეჭვქვეშ დააყენებ იმ ადამიანს აუკრძალავენ შენთან ურთიერთობას. შედეგად გაქვს ემოციური აშლილობა და არადამაჯერებელია შენს მიერ დაწერილი პოსტები. პრაქტიკა აჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეთა მიერ კოშკის ნებაყოფლობითი დატოვება და განკვეთის შიშის დაძლევა მხოლოდ დადებით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს. უბრალოდ დაფიქრდი რამდენ ადამიანს აქვს შიზოფრენია კოშკის მიმდევრებში. ხომ უნდა იყოს რაციონალური ახსნა, რატომ ხდება ეს. ამაზე ფიქრობ?
-
აზრი პასუხს მოგწერ იეჰოვას მოწმეების თემაში. იმას უფრო შეეფერება.
-
დღეს ბიბისი-ს სიახლეებში ჰედლაინებშია ამაზე ინფორმაცია. რომ მიუხედავად ჯაშუშური პარანოიისა რაც აქამდეც იყო პირველად ხდება რომ ჟურნალისტებს იჭერენ. მოკლედ ლუკაშენკოს ადარებენ ამით. თუმცა როგორც ყოველთვის მას პრო-დასავლელ პრეზიდენტად მოიხსენიებენ, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილია თავად სტატიის კონტექსტიდან. ვერ გავიგე რაში გამოიხატება მიშას დასავლურობა? ადამიანის უფლებეი, არჩევნები, მართლმსაჯულება, სიტყვის თავისუფლება ყველა ამ მიმართლებაში უკან დახევა გვაქვს და ეს სირი ჟურნალისტი რაღატო მოიხსნიებს პრო-დასავლელათ ვერ გავიგე. მაშ კადაფი რატომ არ არის პროდასავლელი? უნდა წერილი მივწერო მაგაზე.
-
აზრი ისევე გპასუხობ როგორც შენ. მე არგუმენტები მოვიყვანე. შენ თუ არ დაგაკმაყოფილა ეს სხვა საქმეა. აი შენი არგუმენტები სად არის??? გარადა არა და ნწუ, სხვა არაფერი გითქვამს. როდესაც ამბობ, რომ მარკოზი 9:1-50 „43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “ ეს მაშ შენ დაასაბუთე საწინააღმდეგო, ვინაიდან მხოლოდ არა ამას არ ასაბუთებს. გაუჩერებლად შეიძლება მე ვწერო და შენ არა მიპასუხო. თეთრზე თქვა შავიაო. ამდენად ერთადერთი ის არის, რომ სხვა ადამიანმა გამოიტანოს დასკვნა რამდენად დამაჯერებელია ჩვენი არგუმენტები. როგორც ხედავ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებსე შენი არას პასუხი ვერ გამოდგა დასაბუთებულ პასუხად და მესამე პირებმა ამაზე მიგიტითეს კიდეც. ამდენად ეხლა შენი დროა და ველოდები შენს არგუმენტებს. შეგახსენებ, რომ ზრდასრულ ადამიანებში უბრალოდ "იმიტომ" არ არის არგუმენტი. უნდა დაასაბუთო შენი მოსაზრება. თუნდაც მე არ დამაკმაყოფილოს შენმა პასუხმა, შენ მაინც უნდა სცადო. აბა ჰე ველოდები შენს დასაბუთებას.
-
lasha1997 ეს მომეწონა