-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
ჰა, შემდეგი არმაგედონი როდის მოდის? რამდენჯერე ხო ხაია მოგივიდათ კოშკში.
-
რა ვერ გაიგე არა მეთქი
-
აზრი ლოგიკა? რამოდენიმე გვერდი მოგიყვანე ბიბლიიდან არგუმენტებად, სხვა ადამიანებმაც დაინახეს ეს, თუმცა შენ ვერ ხედავ. გარდა მაგისა შენი არგუმენტი სად არის? ელკა ლუდაედივით, რომ მოკლე შორისდებულებს და კავშირებს ისვრი მარტო. ამიტომ საფუძვლიანია ჩემი კითხვა: ან ფსიხო სად არის გვანახე? ან დაამტკიცე რასაც ამბობ. კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.
-
ეს ორანგუტანგია და იმიტომ არის ჭკვიანი. მაკაკა მიდის ნაცებზე
-
აზრი აბა ფსიხო გვანახე
-
ეს ვინ თქვა? რა თქმა უნდა არა. უბრალოდ რომ ვფიქრობ რომ არ ხარ ცუდი ტიპი მინდა, რომ მაგ სიბნელით არ იბრუებდე თავს და მხოლოდ მაგ მიზნით ვწერ რელიგიაზე იმას რასაც ვფიქრობ. სიძულვილი არ მაქვს არავის და არაფრის მიმართ.
-
ნამდვილად მაინტერესებს მისი პასუხი ამაზე lasha kakauridze მიუხედავად იმისა, რომ მე ათეისტი ვარ და თქვენ მორწმუნე, მე და თქვენ იმაზე მაინც ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით , აი აზრმა კი ნამდვილად გამაოცა, მეუბნება "არა" და სიცილაკს დებს. ვერ გავიგე რა არა? მისივე მოწონებული ბიბლიიდან ციტირებას ვახდენ და არ ხედავს, იგნორირებას უკეთებს.
-
შენ გგონია საქართველო ჩემზე მეტად გიყვარს, იმიტომ რომ მორწმუნე ხარ?
-
ვინ გეუბნება მაგას. შენ გგონია ვინმე გადასცემს 1000 ეკლესიას? და ჩვენ რომ ქუჩა-ქუჩა ვიყვირებთ აღარ გადასცემენ? ხო ზღაპარია? უბრალოდ ხალხს პროტესტი, რომ უჩნდება საყეფად თემას უგდებენ რო ენერგია დაახარჯინონ.
-
ისევ მიშა მოიგებს ამით. ის სომხები რა ამ ეკლესიებს ზურგზე ხომ ვერ მოიგდებენ და ლენინაკანში ხომ ვერ გადაიტანენ არა. ანუ სწორი მოტხოვნების მაგივრად ხალხი ქუჩაში გამოვა არარაციონალური მოთხოვნებით და საპროტესტო მუხტს მოახმარს სხვა რამეს. გარდა მაგისა მიშა კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებს დასავლეთს, რომ თუ არა ის ალქაიდა მოვა.
-
აზრი რაც უფრო მეტ სიცილის სმაილიკებს დაწერ და აგდებით მომმართავ მით უფრო ამყარებ შენს პოზიციას, თუ რა გგონია? მე მოგიყვანე კონკრეტული მონაკვეთები ჩემი მოსაზრებების დასამტკიცებლად. შენს მიერ მოყვანილი არგუმენტი კი ჯერ არ მინახავს. მაშ მითხარი რა იგულისხმა იესომ: „43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “ ჩანს ლოგიკასთან ცოტა ნაჩხუბარი ხარ, ვინაიდან ადამიანების ცოცხლად დაწვას ტანჯვა-წამებად ვერ აღიქვავ. მაშ რა არის ეს? და როდესაც იესო ამბობს, რომ მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრებაო, მარადიულობას არ ნიშნავს? თუ მაინც ქრება? ანუ ადგილი სადაც მატლი გეხვევა და ცეცხლი გიკიდია და ამას დასასრული არ აქვს რა არის? გასართობი ობიექტი? ხომ ვიცი პასუხად მომწერ, მაგალითად ან "არა" ან "შენი საქმე არა არის", ან "ჯერ ეს ქენი, ის ქენი და მერე გიპასუხებ", ან "მე უკვე ვთქვი" და ამდაგვარ რამეს. მოკლედ აირიდებ პასუხისგან თავს. ან დემაგოგურად კითხვაზე კითხვით მიპასუხებ. მოდერატორი, რომ იყო ხომ საერთოდ წაშლიდი შენთვის უხერხულ კითხვას. თუ კონკრეტულ პასუხს არ გამცემ ვერ ვხედავ მიზეზს გავაგრძელო შენთან საუბარი, ვინაიდან ვერ ბედავ პასუხის გაცემას, იმდენად არ ხარ საკუთარ თავში დაჯერებული და მე კიდე არ მომწონს კამათი ადამიანთან, რომელიც ვერ აბამს პასუხს თავს.
-
აზრი ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ საგუშაგო კოშკის ვებგვერდი იტყუება? თუ იესო იტყუება როდესაც ამბობს, რომ იქ ცეცხლი არ ქრება და მატლი არ კვდებაო? მკითხე და პასუხად მოგიტანე შენთვის ერთადერთი კომპეტენტური წყარო და ვერაფერს, ვეღარ ამბობ და იმეორებ ერთს და იმავეს. აბა როგორ უნდა გამოიყურებოდეს დამაჯერებელი პასუხი შენთვის? შენივე რჯულის წიგნის ნაწყვეტები მომყავს და ადგილი სადაც იესო ამბობს, რომ ეგრეა რასაც მე გეუბნებოდი. შენთვის იესოზე უფრო მეტი ავტორიტეტული წყარო ვინ არის მითხარი და იმასაც მოვიყვან. ეხლა კიდე დამიწერ რაღაც ამდაგვარს, რომ მე პასუხი არ გაგეცი. გგონია რომ მაგას რომ წერ რამე იცვლება? მე ზრდასრული ადამიანი მეგონე და მაპატიე მაგრამ საკმაოდ ბავშვურია შენი საქციელი. თუმცა მორწმუნეები საკმაოდ ინფანტილურები ხართ.
-
აზრი იმედია ამას წაიკითხავ და პასუხს გამცემ და არ დაიწყებ ისევ მე ხომ უკვე გითხარი ან შენ ვერ იგებ და ასე შემდეგ. რამე ისტორიული ნარკვევი, რომ მოგიტანო იტყვი ეშმაკეულიაო, თუ სხვა რელიგიების სახელმძღვანელოებს მოგიყვან იმაზე იტყვი ეგენი ცდებიანო და ამიტომ გადავწყვიტე შენს მიერ მითითებული წყარო - იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი მოგიყვანო დასაბუთების მიზნით: მაშ ასე დავიწყოთ მეორე მატიანე 28:1-27 „3 შესაწირავს აბოლებდა ჰინომის ძის ველზე და საკუთარ ვაჟებს წვავდა ცეცხლში იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან. 4 შესაწირავს სწირავდა და აბოლებდა მაღლობებზე, გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ. „ მეორე მატიანე 33:1-25 „6 ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟები ჰინომის ძის ველზე, ჯადოქრობდა, მკითხაობდა, ჯადოსნობდა, გაიჩინა სულების გამომძახებლები და მარჩიელები. დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.“ იერემია 7:1-34 „31 ჰინომის ძის ველზე აშენებენ თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“. ესაია 66:1-24 23 „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს, — ამბობს იეჰოვა. — 24 გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“. მათე 23:1-39 „33 გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ მათე 5:1-48 „27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; 30 და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.“ მათე 10:1-42 „28 ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.“ მათე 18:1-35 „9 თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.“ მათე 23:1-39 15 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად. ლუკა 12:1-59 „5 მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.“ და ესეც იესოს ჩემი რჩეული სიტყვები: მარკოზი 9:1-50 „43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “ გავაგრძელო?
-
აზრი კარგი მაშ ესე დავსვამ კითხვას: მაგალითად ისრაელში არის სოფელი გეენა. ყველა ებრაელმა იცის, რომ იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს ჰქვია გეენა. უფრო მეტიც მსოფლიოს უმეტესი ნაწილიც ამ ადგილს გეენას ეძახის, ვინაიდან მათ ესე დაარქვეს ამ გეოგრაფიულ ადგილს. დავუშვათ და საგუშაგო კოშკმა გამოსცა ბრძანება, რომ გეენა ადგილი კი არ არის ისრაელში, არამედ არის კურორტი მთვარეზე. ხოდა აი პირველი კითხვაც: არის თუ არა გეენა გეოგრაფიული ადგილი ისრაელში? თუ არა გთხოვ დამისაბუთე ეხლა მეორე პირობა: დავუშვათ და ლეგენდის მიხედვით გეენაში ბავშვებს წამებით წვავდნენ. თუ ებრაული ისტორია ამას ამბობს და შესაბამისად თითქმის მთელი მსოფლიოც ამას ამბობს, ვინაიდან ებრაელები არიან პირველწყარო. დავუშვად და საგუშაგო კოშკი ამბობს, რომ არა ებრაული წყაროები ტყუიან და იქ ბავშვებს კი არ წვავდნენ წამებით, კარაქიან პურებს ურიგებდნენო. ხოდა აი მეორე კითხვა: მაშ წვავდნენ თუ არა იქ ბავშვებს? თუ არა დამისაბუთე და ეხლა მესამე პირობა. ნაზარეთის მცხოვრები რომელსაც მხოლოდ ის სმენია, რომ გეენაში ბავშვებს წამებით წვავდნენ, ვინაიდან საგუშაგო კოშკმა ამის გაქარწ####ბის შესახებ, მხოლოდ 1900 წლის მერე გამოსცა ინფორმაცია, ადგა და თქვა: თუ მე არ დამიჯერებთ გეენაში მოხვდებითო. და აი მთავარი კითხვა: რა იგულისხმა ნაზარეველმა გეენას ხსენებისას? ის ინფორმაცია რაც მის დროს იყო გავრცელებული და მთელი მსოფლიში სწორედ წამების ადგილი იყო, თუ 1900 წლის მერე საგუშაგო კოშკს რომ უნდა გამოექვეყნებინა ამის თაობაზე ის ინფორმაცია, რომელიც მან იმ დროს არ იცოდა?
-
აზრი მე ვერ ვიკვლევ შენ მითხარი : იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში? თუ ხვდები, რომ შენ თავად გიჭირს დაჯერება იმის რასაც გასწავლიან და იმიტომ ვერ მპასუხობ.
-
აზრი იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში? რატომ ვერ მპასუხობ? არ იცი პასუხი, ჯერ ვერ გამოიკვლიე? მიპასუხე, როდესაც გამოიკვლევ, კარგი?
-
აზრი იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში?
-
აზრი რას ვერ ვიგებ იცი. როგორც უკვე გითხარი გეენა ადგილია იერუსალიმთან სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ. მთელი სამყარო 2 ათასი წელი დარწმუნებულია, რომ გეენა ამას ნიშნავს. უფრო მეტიც ბერძნულად ამას ნიშნავს და თავად ბერძნული ეკლესია ამას ასწავლის. შენ კი მეუბნები, რომ ვერავინ გაიგო იქ რა წერია და მხოლოდ რამოდენიმე რამოდენიმე დეკადის წინ ამერიკელმა გაუნათლებელმა რასელმა მოახდინა ბერძნულიდან სწორი თარგმნა, მიუხედავად იმისა, რომ მან ბერძნული არ იცოდა. ნუთუ ეს გჯერა? მაშ ეს მიპასუხე: ნუ გეენა, რომ გეოგრაფიული დასახელებაა სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ, ამაზე ხომ არ მედავები? (თუ ესეც სადაოა და ესეც ებრაელებზე უკეთ იცის რასელმა) იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, ესეც ხომ არ არის სადაო? მაშ რა იგულისხმა გეენაში? მხოლოდ ამაზე მიპასუხე და არ მიმითითო წყაროები გასაცნობად. მხოლოდ ერთი პასუხი
-
აზრი ვერ ხვდები, რომ არ აკმაყოფილებს შენს ზნეობრივ დონეს ეგ ქვის ხანის მოძღვრება? სწორედ ამიტომ არ გაკმაყოფილებს რეალური, საზოგადოდ მიღებული ინფორმაცია და საეჭვო წარმოშობის წყაროებს ეძებ და იმით ამართლებ რელიგიას. რა რაოდენობის წყაროც არ უნდა მიმითითო მაინც არაფერი შეიცვლება. იესო, როგორც ახალი აღთქმების პერსონაჟი იმუქრებოდა ჯოჯოხეთით და ამას ვერ შეცვლი. ამას ვერ უარყოფს ვერც ერთი ეკლესია და შენ რომელირაცა ლინკით გინდა ამის გაქარწ####ბა? წარმოიდგინე, რომ ხვალ რომელიმე ცნობილი ფიზიკოსი გამოვიდეს და თქვას, რომ დედამიწა არ ბრუნავს, ან ბრტყელია და სპილოებზე დგას და ეს დაასაბუთოს იმით, რომ გამოცხადება ჰქონდა. ცეცხლოვანი ბუჩქი გამოეცხადა და იმან უთხრა. დაიჯერებ? აი ეს არის განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პ.ს. ზევსის რატომ არ გჯერა?
-
კარგი ეხლა სულ ნუ გადააკეთებ ყველაფერს. თავადაც კარგად მოგეხსეება, რომ ჯოჯოხეთი იგულისხმება. შენი ლოგიკით ეს ბერძნული სიტყვა არ გამოხატავს ჯოჯოხეთს. მაშ რას ნიშნავს? ლუდის ბარს? იერუსალიმთან ადგილია სადაც "ღვთის რჩეული ერი" საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ. ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ ეს ბერძნული სიტყვა ბერძნებმა ვერ თარგმნეს და არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ და ამერიკელმა, რომელმაც ბერძნული არ იცის იმან თარგმნა? და რა აღმოაჩინეთ კარგი ადგილია? და იესო არ იმუქრებოდა? მაშ რა გამოდის მე რომ არ მჯერა იესოსი არც არაფერი მომივა, ხომ? იესო მაგას ამობდა? ნუ გეშინია არ დამიჯერო და არც არაფერი მოგივაო? მაშ ეს რა არის, ესეც შენს მიერ ნაქები ტექსტი: "43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება."
-
:givi: წირპლი სცოდნია ესეთ ძეგლს
-
მერვე კლასის სახელმღვანელოების შედევრები
ტაშიი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყაზახურ კალიუმზე არაფერი წერია? -
ეს რაღაც ახალია მათეს სახარება თავი მეხუთე 22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. 29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. 30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. მათეს სახარება თავი მეათე 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. ლუკას სახარება თავი მეთორმეტე 4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; 5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. და ჩემი რჩეული: მარკოზის სახარება თავი მეცხრე 43. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, 44. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. გავაგრძელო თუ საკმარისია?