Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. არასატანისტური ბიოლოგიის ცალკე კათედრაა? ცოტა დავიბენი, ბიოლოგი ხარ, იურისტი ხარ თუ ძველი ბიჭი ხარ? სასამართლოზე ექსპერტად, ამ სამიდან რომელ დარგში გიწვევენ? ხომ ხედავ, არგუმენტები გამოგელია და ჩხუბზე გადადიხარ, ცოტაც და ჩემთვის "წმინდა" კოცონს მოითხოვ.
  2. ეს შედევრი, რომ სიგნიჩად დავაყენო შეიძლება? აუ, ეს რა დაწერა გადამრია. ეხ რა ტყუილად დავკარგე ამდენი დრო.
  3. შენ ღმერთს და ეკლესიას ურევ, როგორც ჩანს. ჩემი ნაწერიდან აი ეს ხომ არ გამოგრჩა : ისევ ცდები
  4. არ გეწყინოს მაგრამ, თბილისის სასამართლო და მერე იმის ექსპერტი არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს ჩემთვის. ეხლა ვხედავ რატომ არის სასამართლო "გამართული". თუკი ვირთხის დნმ-ის შიმპანზეზე უფრო მეტად ადამიანის დნმ-თან მსგავსების გჯერა, რა თქმა უნდა კარგად იმუშავებს სასამართლო. და რა მაინტერესებს, შენ თვითონ შეისწავლე ვირთხის, შიმპანზეს და ადამიანის დნმ-ი, თუ ვინმემ მოგიყვა ამის თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი მეცნიერი მაინც მას ენდობი, ვინაიდან არ ეწინააღმდეგება შენს მიერ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს? ხო პატარა რომ არის ფიჭა თვალით ვერ ვამჩნევთ უზუსტობებს
  5. ეს არ არის სიმართლე. ევოლუციის შედეგად შეიქმნა. თუმცა ევოლუციის თეორია თავისთავად არ ეწინააღმდეგება ზეარსების მიერ სამყაროს დასაბამის მიცემას, თუმცა არსებული რელიგიები, რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ არის ესეთ ზეარსებასთან, თუკი იგი საერთოდ არსებობს. ამ რელიგიური ინსტიტუტების მიერ წარმოებული სწავლება კი საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. და კიდევ ერთი, ღვთიური ძალის არსებობა არ არსებობა არასდროს ყოფილა მეცნიერების მიზანი. ანუ ის რასაც შენ ამბობ რომ როგორ შეიქმნა ღმერთის გარეშე? არ პასუხობს იმას, რომ ევოლუცია არ მომხდარა და ეკლესია არ ტყუის. ევოლუცია ფაქტია და ეკლესია ტყუის. აი ეს არის სიმართლე. ამის საპირწონე არგუმენტი არ არის ის რასაც შენ აქ გვეუბნები, ვინაიდან შეიძლება მართლა ღმერთმა შექმნა სამყარო, მოხდა ევოლუცია, მაგრამ ეკლესიური სწავლება რომ სისულელეა ამას ღმერთის არსებობის დადასტურება არ უარყოფს. ადამიანების წარმოქმნა იმდენად დაუგეგმავი მოვლენაა, რომ საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია ზეარსების არსებობის, ან მისი განზრახვების თაობაზე.
  6. კლასიკური მეცნიერება არ იზიარებს ამ აზრს. გასწრებაში რას გულისხმობ? ისევ რაოდენობას? შიმპანზეს აქვს 24 წყვილი ქრომოსომა, აი ეს არის კლასიკური მეცნიერება. შენ რასაც ამბობ "ექიმბაშური" ამბავია. აი დაახლოებით ისე, როგორც კლასუკური ტრავმატოლოგია და ასკურავა. ყველაფერს აქვს მიზეზი, ეხლა რომ გკითხო რატომ ხდება ის რასაც შენ ამბობ თქო, მეტყვი იმიტომ, რომ ყველა იმ ცნობილ მეცნიერს ეშმაკმა დაუბნელა გონება და შეგნებულად იტყუებიან და აყალბებენ სამეცნიერო ნაშრომებს, რათა ჩვენი მაიმუნთან ნათესაობა დაამტკიცონო. ისევ შეთქმულების თეორიას მეტყვი. რელიგიას ახასიათებს ეს. გამოდის, რომ აპრიორში არ იზიარებ არამართლმადიდებელი მეცნიერს აზრს, იმიტომ, რომ ის "ეშმაკის მოციქულია".
  7. შენ თვითონ მიდიხარ კვერცხის და ქათმის თეორიასთან. აი რატომ: ისე იმ წვერებიანი ბაბუის არარაობისგან შექმნა უფრო რეალურად მიგაჩნია, თუ ის რომ ის წვერებიანი ყოვლისშემძლე ბაბუა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია? თუ ყველაფერ რეალურს აქვს დასაწყისი მაშ ვინ შექმნა ის ბაბუა? არარაობამ? თუ ადამიანმა? რეალურმა
  8. არ არის ეს სიმართლე. პრიმატების ჯგუფში ყველა ერთმანეთთან უფრო ახლოს ვართ დნმ-ით ვიდრე სხვა ჯგუფის ნებისმიერი წარმომადგენელი. მეგობრულ რჩევას მოგცემ და გირჩევ ამაზე ნუღარ იდავებ, მხოლოდ ჯიუტობა იქნება შენი მხრიდან. პრიმატების გარეთ არსებული ჯგუფებიდან მღრღნელები ნამდვილად უფრო ახლოს არიან პრიმატებთან ვიდრე ვთქვათ ღორები როგორც ეს ადრე მიაჩნდათ მეცნიერებს.
  9. მერე ვინ ამბობს არ არის განსხვავებაო? შეგიძლია დაასახელო ვინ ამბობს ამას? მე ეს არ მითქვამს. ამიტომ გეუბნები, რომ დემაგოგიაა ის რასაც შენ აკეთებ. შეცდომით გითხრეს რომ ვირთხის და ადამიანის ქრომოსომების რაოდენობა ემთხვეოდა და ამით დაასკვენი რაღაც. შენ იმას მიმტკიცებდი, რომ ადამიანთან დნმ-ით ვირთხა უფრო ახლოა ვიდრე შიმპანზე. ეს არის აბსურდი და ამის მერე პრეტენზია გაქვს მეცნიერებაზე. თუ ვინმე გეწინააღმდეგება კიდე ეშმაკის შეთქმულებად ასაღებ. ვერ ატყობ, რომ საღ აზრს შორდები, მხოლოდ იმის გამო, რომ დაიცვა ბიბლია და ეკლესია.
  10. ეს არის დემაგოგია. შენს მიერ ხსენებული მეცნიერები თურმე სპეციალურად იბლოკება. მთელმა მსოფლიომ პირი შეკრა და ტყუილებს ბეჭდავენ უცხოელი მეცნიერები, ნამდვილ მეცნიერებს თბილისის სამედიცინოდან კიდე არ ახარებენ. მოკლედ რთული სურათია ვერაფერს იტყვი. ყველა გარშემო მსოფლიოს და ზოგადად ადამიანის დასაღუპად იღწვის და მარტო მართლმადიდებლები ხართ გადასარჩენად შემართულები. ყველა არამართლმადიდებელს უნდა რომ სამყარო დაიღუპოს, მათი შვილები კუპრში დაიწვან და მხოლოდ თქვენ ხართ ხსნა და იმედი. თურმე ყველა ეშმაკის მოციქულია მართლმადიდებლის გარდა. არ დაიღალეთ ამ პარანოიით. ერთი კითხვა მაქვს, აი მთვრალი მღვდელი, რომ ორსულ ქალს დაეჯახოს და წააქციოს და მუცელი მოეშალოს, მერე წავიდეს და მღვდელმა მოინანიოს, მართლმადიდებული სწავლებით ეს მღვდელი სამოთხეში წავა და ის დაუბადებელი ბავშვი კიდე ჯოჯოხეთში ვინაიდან მოუნათლავი იყო. ამაზე რატომ არ გაქვს პროტესტის გრძნობა, ან კითხვა რატომ არ გიჩნდება? და ამის მერე, კიევ ჩვენ ვართ შეთქმულები სამყაროს წინააღმდეგ?
  11. ვახ გადამრევ რა, რაოდენობა გეუბნები ეგერ ანტილოპას აქვს ჩევნი ოდენობის, მაგრამ მაინც შავი ანტილოპაა და არავინ ამტკიცებს ჩვენს დიდ მსგავსებას. ანუ ეხლა შენ ამბობ რომ მსოფლიოს მთელი მეცნიერები შეიკრენ შეთქმულება მოაწყვეს რომ რაოდენობრივად ახლოს მიეყვანათ შიმპანზე? და რატომ? რაოდენობრივად სხვა ემთხვევა მაგრამ მსგავსება არის დაბალი. შიმპანზესა და ჩვენ საერთოები გვაქვს უფრო მეტი ვიდრე სხვას. და მხოლოდ ერთი წყვილით მეტი აქვთ მათ რაოდენობის მიხედვით. ვირთხაზე რატომ აღარ ამბობ არაფერს? რაოდენობრივად იგივეა რაც კარტოფილი, თუმცა მსგავსები აქვს ჩვენთან. პრიმატების ჯგუფს ერთმანეთთან აქვს ყველაზე მეტი მსგავსება და სხვა ჯგუფის წარმომადგენლის უფრო ახლოს ყოფნა არის ზღაპარი. ვერავინ დამიმტკიცებს ამას და ის მეცნიერი რომელიც იტყვის, რომ დნმ-ის მსგავსება ჩვენი და სხვა ჯგუფის რომელიმე წევრს შორის უფრო მეტია ვიდრე ჯგოფის შიგნით მყოფ წევრებს შორის, არ არის მეცნიერი. ეგერ ანტილოპას აქვს 46, თუმცა შენს მიერ ხსენებულ 42 ქრომოსომიანი ვირთხა უფრო ახლოა ჩვენთან ვიდრე შავი ანტილოპა. სულ შეთქმულებები როგორ გელანდებათ ამ მორწმუნეებს.
  12. ხო შავ ანტილოპას აქვს 46 ქრომოსომა ჩვენსავით, მერე რა?
  13. ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა შიმპანზეს აქვს 48 ვირთხას 42 კარტოფილს 48 ხორბალსაც 42
  14. რა არის რეალობა? ის რომ ვირთხა დნმ-ით უფრო ახლოა ადამიანთან ვიდრე შიმპანზე იმიტომ, რომ სამედინინო ინსტიტუტში ვიღაცამ თქვა ესე? იქნებ ის არის რეალობა, რომ ებრაელები არიან ღმერთის უშუალო შვილები და მათ გამო შური იძია ღმერთმა და დახოცა ეგვიპტელი ბავშვები? თუ ის არის რეალობა, რომ ქალწულმა შვილი გააჩინა? ესეც თბილისის სამედიცინოში დაგიდასტურეს?
  15. ზღაპარია. თუ ეგრე ამბობს ვინმე არ დაუჯერო.
  16. ზღაპარია, შიმპანზეზე და ზოგადად პრიმატებზე ახლოს არაფერი არ არის. პრიმატებთან მღრღნელები ნამდვილად უფრო ახლოს არიან ვიდრე მაგალითად მტაცებლები. ჩვენსა და ვირთხას შორის ნამდვილად მეტი საერთო არის ვიდრე ჩვენსა და ვეფხვს შორის, თუმცა შიმპანზეზე უფრო ახლოს ვირთხის ყოფნა არის ისეთი ღრმა ზღაპარი, რომ შენს სამეცნიერო განათლებაში უკვე დიდი ეჭვი მეპარება.
  17. ამ კითხვებს რანაირად შეესაბამება შენი პასუხი? ვერ ვიგებ და იქნებ ამიხსნა? მე კითხვები დაგისვი და შენ მლანძღავ ამის პასუხად. რამდენად ადეკვატურია შენი პასუხი, როგორ თვლი?
  18. შეგიძლია რამე ინფო მიმითითო მაგ ადამიანზე ინტერნეტში, იმიტომ რომ ვერაფერს ვპოულობ და ეგრე შაქრო ქიბროწაშვილიც რომ გეთქვა ვერაფერს გავიგებდი. ეგ არაფერს ნიშნავს. დნმ-ის ანალიზს აკეთებ? რისი საშუალებები გაქვს ლაბორატორიაში? შეადარე თუ არა ადამიანის და შიმპანზეს დნმ-ი? რა პერიოდიკა გაქვს გამოწერილი (ჟურნალ სარკეს არ ვგულისხმობ)? სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობ? რამდენად გაქვს შეხება თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებთან? მე მაგალითად ყოველდღიური შეხება მაქვს მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკელ ასებთან, თუმცა უბრალოდ ამის თქმით ხომ არაფერი იცვლება. აბა ნაშრომი? სად შემიძლია გავეცნო?
  19. მერე რას სწავლობდი? გენური ინჟინერები რომ მკვდარი მოლეკულის გაცოცხლებაზე მუშაობენ მაგას? შენი დიპლომი არ მინდა. თუ შეგიძლია აი ეს ვინც ქნა იმ მეცნიერის სახელი და გვარი მოთხარი. ხომ ამბობ, რომ ყანაში მოსმენილს არ იმეორებ. იმასაც ამბობ, რომ თავს არ იზღუდავ რელიგიური ლიტერატურის კითხვით და სამეცნიერო პერიოდიკასაც ეცნობი, ხოდა იქნებ მომიყვანო მაგალითი იმ მეცნიერისა, ან მეცნიერებისა, რომლებმაც ეს ქნეს.
  20. ეს სად მოისმინე, პურის რიგში? და ამისთანა ხალხურ-მეცნიერულ ყანაში მოსაყოლ ინფორმაციებზე დაყრდნობით აკეთებ დასკვნებს? არ გეწყინოს მაგრამ რაც შენ ზემოთ დაწერე არაფერი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან.
  21. კარგი რა, რა სიცრუის მამა და ბებია. კითხვები დაუსვი უბრალოდ შენ თავს. მთავარი კითხვა არ დაგავიწყდეს. რატომ აღიარებს ეკლესია იესოს შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 100 წლის მერე დაწერილს და არ აღიარებს მისი თანამედროვეების მიერ ან უფრო ადრე დაწერილ ინფორმაციებს? რატომ არის კანონიკური მხოლოდ 4 სახარება? რატომ არ არის კანონიკური მათზე ძველი სახარებები? რატომ იზღუდავ თავს და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებ დასკვნებს რაზეც ეკლესიამ დაგრთო ნება? თავად იესოს ხომ არ დაუდგენია მხოლოდ ეს 4 სახარება არის სწორიო, ჩემნაირმა და შენნაირმა ადამიანებმა არ გადაწყვიტეს. ანუ რატომ ენდობი 15 საუკუნის წინ ინფორმაციაშეზღუდული ადამიანების გადაწყვეტილებებს ბრმად. იქნებ მათ ამოძრავებდა ეშმაკი და სიცრუე? აპრიორში რატომ უშვებ, რომ ის ადამიანები მართლები იყვნენ და სხვა რამეზე ბჭობა ცოდვაა. ამაზე დგას მთელი რელიგია. "სიცრუე ძველია" და "ეშმაკს არ სძინავს" მაგარი კომფორტული არგუმენტებია. სწორედ ამ არგუმენტებით წვავდნენ "ალქაჯებს" და "ჯადოქრებს" ადრეული ქრისტიანები.
  22. არ დაგავიწყდეს, რომ ეს ისტორიები უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა.
  23. GIORGI777 ეს ისტორიები ხომ არ გეცნობა: ეგვიპტური ღმერთი ჰორუსი (Horus) იყო ქალღმერთი აისის (Isis) შვილი. მას შემდეგ რაც აისისის ძმამ სეთმა (Set) მოკლა აისის ქმარი ოსირუსი (Osiris) მან შეაგროვა გარდაცვლილი ქმრის სხეულის ყველა ნაწილი, გარდა ოსირუსის ასოსი რომელიც ნილოსში გადააგდეს და იქ ლოქომ შეჭამა. ამის მერე აისისმა გამოიყენა მისი მაგიური ძალა და აღადგინა ოსირუსი ოქროს ფალოსით, რათა დაფეხმძიმებულიყო. სხვა ვერსით აისის განაყოფიერებულ იქნა ღვთაებრივი ცეცხლის მიერ. ინდუიზმის მიხედვით კრიშნა დაიბადა სქესობრივი კავშირის გარეშე. "გონებრივი გადაცემა" მოხდა ვასუდევას (Vasudeva) მიერ და ის გონებით შევიდა დევაკის (Devaki) საშვილოსნოში და ასე დააფეხმძიმა დევაკი. ძველბერძნული საკულტო ღვთაება ატისი (Attis) აგდისტის (Agdistis) და Nana (ნანას) შვილი. აგიდისტს გააჩნდა ორივე მამრობითი და მდედრობითი სქესი. მაგრამ ოლიმპოს ღმერთებმა შიშით მოაწყვიტეს მამრობითი სასქესო ორგანო და გადააგდეს. სადაც პენისი დაეცა იქ გაიზარდა ნუშის ხე და როდესაც მისი ნაყოფი დამწიფდა, ნანა მოწყვიტა ნუშის ნაყოფი და ჩაიდო საშოში. ნუში გაქრა და ნანა დაორსულდა. ასე გაჩნდა ატისი. ბერძნული მითოლოგიის ნახევარღმერთი პერსვსი იყო ზევსის და დანაეს შვილი. ზევსი ოქროს შხაპის ფორმით გამოეცხადა დანაეს და ესე დააორსულა იგი. ასე გაჩნდა პერსევსი. ბუდა - გაუტამა სიდჰართჰა იყო დედოფალი მაჰა მაიას და მეფე სუჰოდანას შვილი. დედოფალს სიზმარში გამოეცხადა თეთრი სპილო ექვსი თეთრი ეშვით და სპილო დედოფლის გვერდში შევიდა. ასე დაორსულდა დედოფალი.
×
×
  • შექმენი...