-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
მიუხედავად ბევრი შეცდომებისა ჯერჯერობით ქართული ფაშიზმის მომსწრე არ ვარ და ესეთი ფაქტები არ გამიგია, თუმცა, თუ გავიგე თვალს არ დავხუჭავ.
-
ვატიკანი უნამუსოდ რომ იცავს კათოლიკე პედოფილ პასტორებს იმას მაგონებს სერბების ფაშიზმის დაცვა. თალიბებიც ეგრე ამართლებენ შაჰიდისქამრიან მკვლელებს.
-
გასაგებია, რომ კოსოვოზეა და მაგის თაობაზე დავწერე კიდეც. მაგრამ იმ "თითქოსმა" გადამრია. ეხლა კიდე ეს რას ნიშნავს სუბიექტური დამოკიდებულება დადასტურებული ფაქტის მიმართ შეგიძლია ამიხსნა? მაგალითად თეთრი, რომ თეთრია და შავი, რომ შავია შეიძლება ამ ფაქტებისადმი გქონდეს სუბიექტური დამოკიდებულება? რა თეთრი არ არის თეთრი?
-
Siknadmo რას ვერ ვიგებ იცი რა არის ეს მართლმადიდებრული სოლიდარობა თუ რა ჯანდაბაა. ხომ დარწმუნებული ხარ რომ სერბები მივიდნენ და დახოცეს სრებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანები, ქალები და ბავშვები. ვიდეოც ხომ გაქვს ნანახი მლადიჩი როგორ ართმევს ლტოლვილთა ბანაკის 5 ათას ადამიანს გაეროს 250 კაციან ჰოლანდიურ კონტიგენტს. ამის მერე ის ხალხი არავის უნახავს და სამარხები ნახეს მხოლოდ. ნუთუ ეს საკმარისი არ არის. სერბები არ უარყოფენ მაგას და შენ რატომ უარყოფ. თან დარწმუნებული ვარ, რომ შენც იცი, რომ ეგრე იყო, უბრალოდ სერბები მართლმადიდებლები არიან და მაგიტომ მაგათ მხარეზე ხარ. ხომ ხედავ რელიგია ფაშიზმსაც კი გამართლებინებს.
-
ზღაპარია. ნამარხებია ათასობით დახვრეტილი ადამიანების. სერბებმა ნამდვილად მოაწყვეს სასაკლაოები ბოსნიაში და უფრო მეტად იმსახურებდნენ დასჯას. ყველა ფაშისტი უნდა დაისაჯოს. თუმცა ესეთივე სასაკლაოები გააკეთეს ხორვატებმა ჰერციგოვინაში, მაგრამ არაფერს ამბობენ. ვინც მაგ ომში სადისტი იყო ყველა უნდა დაისაჯოს სერბიც, ხორვატიც და ალბანელიც. გამოძიების წინააღმდეგ ხმის მიცემა კი ნამდვილად უაზრობაა. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე გამოძიების დაწყებას, რატომ უნდა შეეწინააღმდეგო, ან რა არგუმენტებით?
-
ამერიკას მაგრად აწყობს კორუმპირებული ავტორიტარები. ადვილი სამართავები არიან. ყოველთვის ადვილად პოულობდა მათ გასაღებს ამერიკის მთავრობა. უფრო მეტიც რიგში დგანან ამერიკის პრეზიდენტთან ესეთი ტიპები და დიდი ფულებს იქით მისცემენ ამერიკელებს, ოღონდ უბრალოდ ხელი ჩამოართვას ამერიკის პრეზიდენტმა. მზად არიან ემსახურონ ოღონდ მათ ქვეყანაში, მათ უზომო ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნას. თუმცა, როდესაც საქმე აქამდე მიდის ამერიკელები უკვე თადარიგს იჭერენ და ეხლა პირიქით ხელებს შეაწმენდენ მუბარაქს. კარგი იქნება თუკი მუბარაქს სადამივით ჩამოკიდებენ, ვფიქრობ დადებითი რეაქცია ექნება ჩვენ მაღალზე.
-
ეხლა პირდაპირს ვუყურებ და გავსებულია კაიროს ქუჩები ხალხით, ვერც ტანკებმა გააჩერა დემონსტრანტები.
-
სატურნ აკი ჰოსნი უყვართ მაგრადო . პოლიციის კურსებზე ხარ ალბათ ნამყოფი და იქ გითხრეს ხოსნი გვიყვარსო. ხო ხედავ ყველას არ ყვარებია. არადა მინისტრები სულ დოქტორები არიან განათლებულები. ხოსნი ვერა ქობალიას ვერ გაბედავდა მაგალითისთვის. თუმცა დაიღალა ხალხი, თანაც ჰილარიმ მივესალმებით ადამიანების ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგო. ასე რომ ფრთხილად, 2013 წლის 20 იანვრის მერე მიშა უკვე არალეგალია. 5 წელი უსრულდება და კიდევ უნდა დარჩენა. ხოდა ფრთხილად. ხალხს უკვე 2013 წლის 20 იანვრის მერე კონსტიტუციური უფლება ექნება იარაღით ებრძოლოს ავტორიტარულ რეჟიმს.
-
მაგაზე ტალსტალობიკები იტყვიან რა დროს რეფორმაა მტერი 40 კილომეტრშიაო. თუ გვინდა ქვეყანა ეგ რეფორმა აუცილებელია.
-
ყველას გაუმარჯოს და გილოცავთ. პ.ს. ისე მაყვალობა რატომ არ გვაქვს???
-
გამარჯობა ყველას, დიდი ხანია არ შემომიხედავს და დღეს შემოვიარე და კარგი რამე წავიკითხე უკვე. გავაგრძელებ დაწყებულს: სისხლს რომ სხვა გადაუსხამ თან სულს აყოლებ და ამიტომ მერე უსულო რჩები ერთხელ რომ გადაუსხამ უკვე უსულო ხარ, აი მეორედ რომ უსხამ სისხლს მაგას ვეღარ ვხვდები როგორ ხდება. ეტყობა სული იყოფა და დარჩენილს უსხამ მერე. ანუ თუ იყოფა, მაშინ სული იზომება კიდეც, მეტრებში ან ლიტრებში.
-
გილოცავ, მრავალს დაესწარი !
-
ჩანაწერი არის?
-
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
ტაშიი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ჩვილი არც ომში უნდა გაუშვა. არგუმენტი ის არის რომ შედარებით რეზისტენტულია ინფექიების მიმართ, თუმცა პრეზერვატივი შანსებს ათანაბრებს და მაგის გარეშე წინდაცვეთა მარტო საკმარისი მაინც არ არის და მხოლოდ რამოდენიმე პროცენტით ზრდის არდაინფიცირების შანსს. ანუ მაინც საჭიროა რეზინი და თუ რეზინს ხმარობ შანსები თანაბარია თუმცა კარგი ნუ ვაჭიდავებთ. მაშ ერთი ეს მითხარი, თუ შეიძლება, რომ მუსულმანმა არ გაუკეთოს თავის შვილს წინდაცვეთა? თუ რწმენასთან კავშირი აქვს ამას? -
მართალი ხარ ამაზე ცალკე თემაა საჭირო და რომ მოვიცლი გავხსნი.
-
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
ტაშიი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
شيعة علي სასარგებლო არ არის და ამას დღევანდელი მედიცინა ამტკიცებს. უკვე რეკომენდაციას აძლევენ დასავლეთის ექიმებს, რომ აღარ გააკეთონ სამედიცინო მიზნით წინადაცვეთა. გარდა მაგისა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე. საერთოდ ზრდასრულ ასაკამდე კანის გადაწევასაც კი უშლიან ახალი რეკომენდაციებით, სანამ არ ჩამოყალიობდება ბიჭი, შემიძლია გაგაცნო სამედიცინო დასკვნები, ოღონდ ინგლისურად. ბარბაროსობა კიდევ ის არის, რომ თოთო ბავშვი მიგყავს და აჭრევინებ სხეულის ნაწილს. ეგრე მშობელმა შვილი როგორ უნდა გაიმეტოს, ჩემამდე არ მოდის. -
ანუ უკვე პასუხი გაეცი ხო. მეცნიერება კიდე ყოველდღე ახალ ახალ მიღწევებს აკეთებს. რელიგია კი ადგილზეა. შენც უკვე ახალ მიღწევებს არ მიიღებ, პასუხი უკვე გაქვს და რად გინდა. აი ამიტომ არის ცუდი რელიგია. ეხლა მ თეორიას ვეცნობი. უმნიშვნელოვანესი თეორიაა. ეტყობა შენ უკვე იცი? თუ არ გაინტერესებს, ვინაიდან პასუხი გაქვს უკვე.
-
ამაზე იანვრის მეორე ნახევარში ვისაუბროთ
-
არც არავინ გაძალებს ამის დაჯერებას, უბრალოდ ფაქტები დაუპირისპირე ერთმანეთს და ირწმუნე ის რასაც შენი გონება გიკარნახებს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს ესე არ იყოს. თუმცა უფრო სარწმუნო იმიტომ არის ვიდრე ბიბლია, რომ ეს თეორია ეფუძნება მეცნიერების მიერ დაგროვილ ცოდნასა და ინფორმაციას და არა გაუნათლებელი ადამიანის (დღევანდელი კრიტერიუმებით) მიერ შექმნილ წიგნებს, რომლებშიც არის ბევრი არაჰუმანური რამ და დაუდასტურებელი ფაქტები. გარდა მაგისა, თუნდაც მართლა ისე იყო, როგორც შენ გჯერა, გაიხსენე ვის ხელში იყო რელიგია ეს ათასწლეულები, თავად კარგად მოგეხსენება. ადამიანებს კოცონზე წვავდნენ და რატომ ფიქრობ, რომ მაინცდამაინც ბიბლია მოიტანეს შენამდე ისე როგორც უნდა მოსულიყო და არ შეცვალეს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
-
რამოდენიმე, მათ შორის უცებ რაც მახსენდება მეტეორის მიერ ბაქტერიების შემოტანა სხვა პლანეტიდან დედამიწაზე და ამით მისი "განაყოფიერება", თუმცა ყველაზე რეალური დიდი აფეთქებაა რა თქმა უნდა და დეტალურად ვსწავლობ მის ასპექტებს. იმის პრაქტიკული დამტკიცება, რომ ნამდვილად ესე მოხდა შეუძლებელია, თუმცა თეორიულად დამტკიცებულია ამის შესაძლებლობა. იანვრის მეორე ნახევარში ცოტა დრო მექნება და დიდი აფეთქების ძირითად მომენტებს ავღწერ. თანამედროვე მეცნიერება უკვე პრაქტიკულად ამტკიცებს ღმერთის (ზეარსების) გარეშე სამყაროს შექმნის შესაძლებლობას, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ზეარსების მონაწილეობა შესაძლებელი არ არის, ვინაიდან ამის უკუდამტკიცება შეუძლებელია. თუმცა ხშირად ვიმეორებ, ჩვენი ევოლუცია იმდენად შემთხვევითი მოვლენაა, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანის შექმნა მიზანმიმართულად არ მომხდარა და ის სწავლება რასაც რელიგიები ავრცელებენ ღმერთის შესახებ არის სრული სიცრუე და ფანტაზიის ნაყოფი.
-
დიახ
-
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
ტაშიი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სჯობს დავაკონკრეტებ კითხვას: ლოცვისას ქაბას, რომ უყურებ ამას რა მნიშვნელობა აქვს? განა ღმერთი ვერ გაიგებს სხვა მხარეს, რომ ილოცო? -
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
ტაშიი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
თავის დარტყმა იმიტომ ვთქვი, რომ ყველა რელიგია შეიცავს საჩვენებელ ელემენტებს და ზოგი ცდილობს სხვას "აჯობოს" მორწმუნეობაში და შედეგად ისეთ უაზრობებს აკეთებს, რასაც თავად მისი რელიგიაც კი არ ითხოვს. თუმცა რა თქმა უნდა დაახლოებით იმას აკეთებენ, რა სმაილიკიც შენ დახატე. -
◙ ისლამი (الإسلام) — როდის და სად იღებს სათავეს ◙
ტაშიი replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
როდესაც ლოცულობ რომელ მხარეს იხედები?